ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"მინდა ერთ სიბინძურეზე პატარა კომენტარი გავაკეთო" - კახი კალაძე ბუდუ ზივზივაძის მიმართ ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა

"მინდა ერთ სიბინძურეზე პატარა კომენტარი გავაკეთო" - კახი კალაძე ბუდუ ზივზივაძის მიმართ ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა

დარწმუნებული ვარ, იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შანსები ჯერ კიდევ აქვს.

მან ქართველ ფეხბურთელებს 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაში წარმატება უსურვა.

„მინდა შევეხო ჩეხეთთან თამაშს, ფრეს და პირველ მოპოვებულ ქულას, რაც მისასალმებელია. ვულოცავ ყველას, ფეხბურთელებს, გულშემატკივარს. ძალიან დიდი შანსი გვქონდა, განსაკუთრებით, ბოლო წუთზე, რომ აღნიშნული შეხვედრა მოგვეგო, სამი ქულა აგვეღო. თუმცა სპორტის ამ სახეობაში ყველაფერი ხდება და სწორედ ამიტომ არის ფეხბურთი საინტერესო. ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.

26 ივნისს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვეთამაშებით, მაგრამ ფეხბურთის თამაში დღეს ყველასთან შეიძლება და წარმატებას ნებისმიერ გუნდთან შეიძლება მიაღწიო. ამიტომ ჩვენს ბიჭებს მინდა გამარჯვება ვუსურვო. ეს შეხვედრა არ იქნება მარტივი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ ჟინით, სულისკვეთებითა და მონდომებით, რაც პირველ ორ თამაშზე აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა, შესაძლებელია პორტუგალიასთან წარმატებას მივაღწიოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერი შეეხო ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოსაზრებებს, თითქოს ეროვნულ ნაკრებში კონკრეტული ფეხბურთელების თამაშს თავად წყვეტს და აღნიშნა, რომ ეს არის სრული აბსურდი.

„მინდა ერთ სიბინძურეზე პატარა კომენტარი გავაკეთო. არ მინდა ქართველ გულშემატკივარს შეურაცხყოფა მივაყენო. ვინც ფეხბურთში ერკვევა, ეს მათ არ ეხებათ. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევიან, გაგებაში არ არიან, სწორედ მათთვის ვამბობ. ძალიან დიდი აბსურდია, თითქოს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და ბუდუ ზივზივაძეს ეროვნულ ნაკრებში არ ვათამაშებ. ჩვენ ვნახეთ, ვინ წერს მსგავს კომენტარებს, გავაკეთეთ ანალიზი და 99%, ვინც ამას წერს, არიან ისინი, ვინც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდნენ. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი სიბინძურე გაიფიქრო? ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ამას იკადრებდნენ. ამაზე უარესებსაც აკეთებდნენ, 2012 წლამდე. როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა. ეს არის ძალიან დიდი სისულელე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს - მათ, ვინც შეძლო გერმანიაში ჩასვლა და თამაშებზე დასწრება და მათ, ვინც საქართველოდან უგულშემატკივრა ეროვნულ ნაკრებს.

„ასევე, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქვეყნის, ჩვენი ნაკრების წარმატება უხარია. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება. 26-ში კი ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს“, - განაცხადა თბილისის მერმა ვიდეომიმართვისას.

წყარო: ინტერპრესნიუსი

კრახი რა დაგიშავა ასეთი საქართველომ რომ ყოველთვის ავტოგოლები გაგაქვს?

• სიმენონი

ჩვენ ვნახეთ, ვინ წერს მსგავს კომენტარებს, გავაკეთეთ ანალიზი და 99%, ვინც ამას წერს, არიან ისინი, ვინც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდნენ. :) კომენტარების ავტორებზეც ხო არ ვაპირებთ გამჭვირვალობის კანონის მიღებას? თუ ისედაც ხდება ჩვენი იდენტიფიკაცია? კაცი პატრონი რო იყოს ამ სიტყვებზე გამოძიება უნდა იწყებოდეს, მარა რა ვუყოთ, ხან ასე იქნება, ხან ისე...

• მაღვიძარა

ქართველი ხალხი დაღალა პოლიტიკამ, რეალობა კი სხვა არის. გამჭირვალობის კანონი არც კი მაინტერესებს, მაგრამ სანიოლს ეტყობა, როგორი არის ის დამოუკიდებელი.

• მამუკა

მას მეტი არც ესმის ,ნუ გაიკვირვებთ

• q

ფეხბურთელს ნაცს რომ დაუძახებ, ეგეც მაგარი სიბინძურეა, რომ იცოდე, მითუმეტეს, როცა თავად იყავი პირწავარდნილი ნაცი.

• ჯოტია

აიი ძალიან დიდი დიდიიი ... ხარ

• A

კი.. როგორც ფეხბურთელი დღემდე პატივს ვცემ. კალაძემ შემაყვარა მილანი. კარგი იყო . მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. გული მწყდება როცა ასეთი ადამიანი ასეთ განცხადებებს აკეთებს. წარმატებები ნაკრებს!!

• Ak.

საკმარისია,ქართველო,გვეყოს ამ თემაზე ლაპარაკი,ვუსურვოთ გამარჯვება,ჩვენს ფეხბურთელებს და ვისიამოვნოთ,ჩვენი ბიჭების, კაი თამაშით.✊️

• გიორგი

არა ძმა კანონი რუსულია , მართალია ვერ ჩაერევი ნაკრებში იმიტომ რომ 99 პროცენტმა იცის ევროპის სიკარგე , მაგიტომაც არ უჭერენ კანონს მხარს , მაგრამ კანონი მაინც რუსულია . გინდ აქეთან წაიკითხეთ გინდ იქიდან . კი ევროპას , მადლობა ბიჭებს , მადლობა ვილის . თქვენ ნახვამდის შეეგუეთ ნელ ნელა , ნაცების გზას გაუყვებით ოპოზიციისკენ .

• Qartveli

შენც შენს საქმეს მიხედე და ხალხს ნუ ეუბნებით თქვენ შეხედულებას როგორც ზუსტ ინფორმაციას, რა იყოთ ბიჯო ყველაფერში პოლიტიკას ატნევთ.მანახე რომელიმე ჩანაწერი ან ნათქვამი სადაც ბუდუზე წერს რომელიმე პოლიტიკოსი. რას ჩერჩეტობ ბიჯო გაიფიქრებ და როგორც სიმართლე ისე მოუწოდებ ხალხს. შენი საქმე აკეთე რა, აღარ გვინდა ამდენი ბოღმიანი და ვითომ პატრიოტული ამბები. პატრიოტობა დავანახოთ სადაც საჭიროა. რა იყოთ ბიჯო ფეხბურთი იქნება თუ ტენისი ყველაფერზე პოლიტიკის შეპარება. ვეღარ ხვდებით რამდენად ეცემით? და რამდენად იდიოტურად ჩანხართ. გეყოფათ რა მოდით აზრზე. ადრე ბიჯო ამდენი ენის ტლიკინი ტეხავდა დაჟე რომ იცოდი და ხალხს აქეზებდი ბოღმიანობა ჩანდა მაინც და ახლა იცი თუ არიცი თუ დაგესიზმრა ყველაფერს ზუსტი ინფორმაციასავით გადმოსცემთ. რამ შეგაყვარათ ეს ენის ტლიკინი, მოუკლავთ ადამიანს სიკეთის სურვილს ფუი.

• ნათია კალანდარიშვილი

...ემიგრანტების გულშემატკივრობა გამოგრჩათ ბატონო კახა....!!!წარმატებები ჩვენს ჯვაროსნებს,ფარავდეთ უფალი

• roma

თუ 2012 წლამდე ხდებოდა მასეთი რაღაცეები კაპიტანი იყო და ერთხელ ამოეღო ხმა 2012 წლის შემდეგ. ალბათ არ ხდებოდა და როგორც ყოველთვის ყველაფერი ნაც ხროვის ბრალია, თქვენ წარმოიდგინეთ ფეხბურთელები რომ ვერ იგებენ ისიც ნაცების ბრალია, რომ გაწვიმდა მაგიც ნაცების ბრალია და ბუდუს რომ პოლიტიკური განცხადების გამო თამაში არ უწევს ისიც. კანკავა რატომ არ წავიდა ევროზე? იმ სიტყვების მერე როცა თქვა "მე იმ კაცის დედა მ.....ნ ვინც პირველად რუსი აქოო" და დაახვევინეს ნაკრებიდან. ვინ იტყვის უარს ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ წავიდეს. მოყვარულის დონეზე ვითამაშე 25 წლის წინ ფეხბურთი და რომ გამომიძახონ არც კი დავფიქრდები ისე მოვირგებ ფორმას. ასე რომ კალაძემ კომენტარები კი არა საქმე აკეთოს ჯობია სანამ ნაცები მოვიდნენ. ვითომ ჩვენ გვაშინებენ ნაცებით უბრალო გლეხ ხალხს და სინამდვილეში მათ ეშინიათ. ახლა მითვალთვალეთ იქნებ დამიჭიროთ კანონი ხომ გაქვთ მიღებული. მეც ხომ არ ვიდექი კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში? ტფუი ყველა უვიც პოლიტიკოსს და ვითომ გულშემატკივარს, ვინც პირველად კვარას თამაშით დაიწყო ფეხბურთის ყურება და პირველივე უარყოფითი რეაქცია კვარას მიმართ გამოავლინა.

• roma

შენ ალბათ რომელიმე ტროლ ბოტი ხარ ვისაც არ გესიამოვნა კალაძეს რომ სიმართლე დავუწერე კომენტარში. თუ 2012 წლამდე ხდებოდა მასეთი რაღაცეები კაპიტანი იყო და ერთხელ ამოეღო ხმა 2012 წლის შემდეგ. ალბათ არ ხდებოდა და როგორც ყოველთვის ყველაფერი ნაც ხროვის ბრალია, თქვენ წარმოიდგინეთ ფეხბურთელები რომ ვერ იგებენ ისიც ნაცების ბრალია, რომ გაწვიმდა მაგიც ნაცების ბრალია და ბუდუს რომ პოლიტიკური განცხადების გამო თამაში არ უწევს ისიც. კანკავა რატომ არ წავიდა ევროზე? იმ სიტყვების მერე როცა თქვა "მე იმ კაცის დედა მ.....ნ ვინც პირველად რუსი აქოო" და დაახვევინეს ნაკრებიდან. ვინ იტყვის უარს ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ წავიდეს. მოყვარულის დონეზე ვითამაშე 25 წლის წინ ფეხბურთი და რომ გამომიძახონ არც კი დავფიქრდები ისე მოვირგებ ფორმას. ასე რომ კალაძემ კომენტარები კი არა საქმე აკეთოს ჯობია სანამ ნაცები მოვიდნენ. ვითომ ჩვენ გვაშინებენ ნაცებით უბრალო გლეხ ხალხს და სინამდვილეში მათ ეშინიათ.

• ID

მაგას რო მიხვდეს ნახევარი წიგნი მაინც უნდა ქონდეს წაკითხული ცხოვრებაში....

• ლუკა

უამრავი სუპერვარსკვლავი არ წაუყვანიათ მსოფლიოზე თუ ევროზე, ან წაუყვანიათ და არ უთამაშებიათ(პირველი ვინც მახსენდება, რაულია, ან თუ გინდათ ამ ევროზე გრილიში დატოვა საუტგეიტმა), ასე რომ რაც არ იცით, ნუ ლაპარაკობთ იმაზე, განსაკუთრებით ისინი, ვინც ფეხბურთს პირველად ახლა უყურებს. გარდა ამისა, სანიოლი ფრანგია და თუ იმ კომენტარების გამო არ ათამაშებს, პირიქით არ უნდა გაეკეთებინა? ან ქოჩორაშვილი რა ნაკლებად აქტიურობდა? სიმართლე ისაა, რომ ერთი საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელია ეგ ზივზივაძე, მე-2 ბუნდესლიგაშიც კი ხშირად სკამზე რომ ზის, ეგაა სულ

• 123

მაგის ნომრიანი მაისურით ზიხარ, უეჭველი

• ჯარჯი

თემა გინდათ საკბენად, თორემ ბუდუც და ფეხბურთიც ცალ ფეხზე გკიდიათ. რა დიდი ფილოსოფია უნდა ამის გარკვევას. თანაც ფეხბურთის აზრზე არ ხართ 99%.

• ვანდა ჯიქია

ერთ პატარა სიბინძურეს მეც შევეხები - ქალაქის მერი (რა მაგის საქმეა) კანონმდებლის სახელით გვამცნობს,რომ 'მთავრობა' (რა მაგის საქმეა) გვითვალთვალებს და გვახარისხებს კომენტარებშიც კი. ამას გამჭვირვალობის კანონი რად ინდა, ეს პატარა სიბინძურე დიდი მავნებლობა და სიმდაბლეა.

• d

ეს სანიოლა რო სულ ცოტა უცოდინარია ამაში 2 აზრი არ არის. 1- აზაროვის არ წაყვანა გაამართლა იმით რომ ერთ პოზიციაზე 3 მოთამაშე არ მჭრიდებაო. რა ვნახეთ? უთამაშებელი შენგელია ფორმაში არაა და ვერ გაყავს მინდორზე. წიტაიშვილი კიდევ 2 ტაიმს ვერ ძლებს და მას ცვლის ცენტრალური მცველით მეორე ტაიმში. მგონი საკმარისად დავწერე იმაზე რომ შეცდომა დაუშვა აზაროვის არ წაყვანიტ. 2 - გოჩაოლეიშვილის არ გამოყენება. არადა საუკეთEსოა შახტარში 3- გველესიანის ფაქტობრივად არ გამოყენება. ათამაშა ამხანაგურში ერთხელ და გამოჩნდა რომ ძალიან კარგია. შემოიყვანა ჩეხეთთან ბოლოს და თვითონაც აღნიშნა რომ კარგად შევიდა თამაშში. საუკეთEსოდ თამაშობს მეორე სარტულზე და გამოცდილია. და მაინც ვერ იყენებს სანიოლი. 4- და ბოლოს როცა თამაშს აგებ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გოლის გატანა. რას აკეთებს სანილო. თამაშიდან ხსნის ცენტრფორვარდს. ჟორჟს რომელსაც ნებისმიერ ვიტარებაში შეუძლია გოლის გატანა და არ შემოყავს მეორე ფორვარდი (ქვილითაია ალბათ სემოიყვანა იმ მოტივით რომ ვითომ მეორე სარტულზე ითამაშებდა, რა მეორე საღული ერთხელ არ ჩაუწოდებია ნაკრებს მტელი თამაში საჯარიმოში ბურთი) ლოგიკური არის და ყველა მწვრთნელი ასე იზამს. როცა გოლი გჭირდება თამაშს იწყებ ორი ფორვარდით. უნდა დაეყენებინა ბოლსო ჟორჟი და ბუდუ ერთად. მითუმეტეს რომ ადრე გამოცადა ეს სქემა და არაჩვეულებრივად შეეწყვნენ ერთმანეთს.

ოო რა, ჯერ ხომ არასოდეს ტყუილი არ გითქვამთ, შარშან ბოდიში მოიხადეთ და წელს იგივე კანონს გვტენით, რა ბნელა? რაც მანდა ხართ, ტყუილი ხომ თქვენი სავიზიტო ბარათია

• არ მგონია

მე არ მგონია, რომ სანიოლი ვინმეს კარნახით აყენებს შემადგენლობას. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ კალაძე ან კობიაშვილი ამას არ იკადრებდნენ, არამედ ელემენტარული ლოგიკით. არც იმდენად მიამიტი ვარ, რომ ვერ ვხვდებოდე რა ხდება საფეხბურთო სამყაროში ზოგადად. პირველი: სანიოლი პრინციპული ტიპი ჩანს. არაბიძეზე და აზაროვზეც გამოჩნდა. ვერ ჩაასმევინეს შემადგენლობაში. ზივზივაძე წაიყვანა. მეორე: მოდით ვაღიაროთ რომ ზივზივაძე არის სამაგალითო პიროვნება, სპორტსმენი, მნიშვნელოვანი გოლებიც გაიტანა, მაგრამ ჯერჯერობიტ კლასით, ჩემი აზრით, ქვილითაიაზეც და ლობჟანიძეზეც დაბალია. მესმის სადავო და გემოვნების თემაა ეს, მაგრამ შეგიძლიათ ტრასნფერმარკეტზეც შეადაროთ ამ ფეხბურთელების ფასები. არ არსებობს არც ერთი საფეხბურთო არგუმენტი, გარდა პირადი სიმპატიებისა, თუ რატომ არ უნდა გამოსულიყვნენ ქვილითაია ან ლობჟანიძე და უნდა გამოსულიყო ზივზივაძე. რა თქმა უნდა ზივზივაძეც შეეძლო გამოეყვანა. მესამე: ჩეხეთის მაღალ ნაკრებთან მგონი ტანდაბალი ფეხბურტელების გაყვანა სწორი არჩევანი იყო. დახუნძლეს ყვითლებით მთელი ჩეხეთის ნაკრები, რამაც მათ რიგებში "გამბედაობა" დააფრთხო. ნუ ბოლოს როგორც ვთქვი, ქვილითაიასაც და ზივზივაძესას შეეძლოთ გაოსვლა მაგრამ ალბათ ტეკნიკურად უფრო მოხერხებული ქვილითაია ამჯობინა მწვრთნელმა. მეოთხე: მგონი საკითხის ასე დასმა და მთელი ალიაქოთის შექმნა ამ თემაზე და ამ მომენტში არის სწორედ პოლიტიკური ზეწოლა, თორემ რატომ არის აქცენტი მარტო ზივზივაძეზე, რომ შესარჩევში მგარა ითამაშაო და ახლა პოლიტიკურად არ ათამაშებენო? ღა შენგელიამ ცუდად ითამაშა?? ან კვეკვესკირმა მთავარი პენალტი არ გაიტანა საბერძნეთთან 1 წუთიც რომ არ ათამაშა? ან ქოჩოროსა პოლიტიკურ შეხედულებებს რა ვუყოთ? მოკლე, არგუმენტებისგან დაცლილია ის ამბავი. მეტი არგუმენტია საწირო მსგავს ბრალდებაზე. პირიქით, მგონი ახლა მიდის პოლიტიკური ზეწოლა მწვრთნელზე პოლიტიკური ზეწოლის წინააღმდეგ არგუმენტით. ნუ, როგორც ყოველთვის, პარადოქსების ქვეყანა ვართ. წარმატებები ნაკრებს, ბიჭებს, ყველას ვინც თამაშობს და ვინც ვერა!

• კარგო ადამიანო!

კახი გვიყვარხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• alexandre

"ბიძინა პაპას ბიჭი რომ შევიდა ნაკრების განლაგებაში"! რა პაწაწუნა ხარ, "ეს პლეერი მოაშორეთ!". თან უვიცი და სასაცილო. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი შევიდა ნაკრების ბიჭებთან იმიტომ, რომ "ბიძინა პაპას ბიჭი" ყოფილა. ამაზე მეტ სისულელეს თვით მატყუარა, მშიშარა, ქვეშაფსია, ჰალსტუხჭამია, ნაბოზარი ქალის შვილი, ერის და ქვეყნის დამაქცევარი, მართლაც რომ ავადმყოფი მიხუილი ვერ იტყოდა.

• alexandre

დღეს ბევრი წერს ადრე ხმას რატო არ იღებდიო. პირველს კი ვუპასუხე, მაგრამ ცალკეც მინდა დავწერო. ხმას რატო არ იღებდიო ნაცების დროს?! სასაცილო კითხვაა. ნემსაძე პრეზიდენტად აირჩიეს, 1 საათში გადადგა და შიშით ხმა ვერ ამოიღო, მხოლოდ ეხლა თქვა, მიხუილმა დამირეკაო. მაშინ რომ ეთქვა ეხლა სად იქნებოდა დამარხული არავის ეცოდინებოდა. კალაძემ კი ხმა მაშინ ამოიღო, იმ ავადსახსენებელ დროს, როცა პირადად მისი მეგობრის თავისუფლებას შეეხენ და არ შეეშინდა. გახსოვთ?!

• კრიშტიანო მესსი

მოგება მერე გენახათ მე რო ვყოფილიყავი ძირითადში

• სიმართლე

ჯერ ერტი დაამტკიცე რო შეგნებულად შეაგდო მერე მეორე იმ თამაშამდე და მერეც ბევრს აქ საკუთარ კარში გატანილი მიტუმეტეს მცველებს და მეკარეებსაც კი აბა რონალდო ფიზიკურად ვერ გაიტანდა საკუტრში მერე მესამე ჯერ ლიგა მოიგე მილანში როგორც აფასებენ ეგ არ გსმენია თუ ფულს იხდის რო ეგრე დაწერონ მილანის ოფიციალურმა საიტმა?

• ეს პლეერი მოაშორეთ!

აქ დადეთ ბიძინა პაპას ბიჭი რომ შევიდა ნაკრების განლაგებაში (სადაც ჟურნალისტებსაც არ უშვებენ) და კვარასთან და მამარდასთან სურათი გადაიღო. ხალხმა განსაჯოს!

• საბა

საერთოდ არ ვუჭერ მხარს თქვენ რუსულ კანონს და ამის და მიუხედავად მაინც სანიოლის საქმეა ბუდუს ათამაშებს თუ ხვიჩას და არაფერს გაბრალებთ ამის თაობაზე . ,..ასე რომ კალა. დაფიქრდი ხოლმე

• alexandre

მეგობარო. თურქეთთან ბუდუ შეიყვანა. ჩეხებთან ქვილითაია. მერე? მერე, რა???? ეხლაც ბუდუ რომ შეეყვანა, ფეხბურთის მცოდნე გულშემატკივარი იტყოდა: "ვილი, ხომ ნახე ბუდუმ წინა თამაშში ვერ გაამართლა, ეხლა ქვილითაია შეგვეყვანაო!". მე იმას ვამტკიცებ, რომ სანიოლი როგორც თვლის საჭიროდ, ისე აკეთებს. ბრაზილიაში ამბნობენ, რამდენი მაცხოვრებელია, იმდენი მწვრთნელიაო აქ. ჩვენ კი უნდა ვთქვათ: რამდენი მაცხოვრებელია, იმდენი მწვრთნელია აქ მინუს ოპოზიციის მხარდამჭერები (სულ ერთია ვინ, დღეს ნაცები, ხვალ ან ზეგ ქოცები და ა.შ.).

• alexandre

ერთში ცდები მწარედ. ირლანდიელები მინიმუმ 10ჯერ მეტს მნაინც მიცემდნენ. ეხლა 120 000 აქვს წელიწადში. და რა? 1 მილიონზე მეტს არ დაუნიშნავდნენ? გაიხარე, ძმაო. საბედნიეროდ უმეტესობა შენსავით ვაზროვნებთ.

• სვანსკი

შენ ვისზე რა გაქვს სალაპარაკო საკუთარ კარში ორი ბურთი გაქვს შეგდებული,შენი აზრი ვის აინტერესებს,სიბინძურეს რაც შეეხება ეგ მხოლოდ თქვენს თავებში ეძიეთ, კანონს კი ვუჭერ მხარს,მაგრამ არც ერთი ხროვის წარმომადგენლობას არ ვეკუთვნი

• დააT

მე სანიოლის მჯერა, და არა ვინმე რუსეთი პატარა კაცი კალაძის. ბუდუს თემას კალაძე და სხვა პატარა ქოცი რუსები ვერ გადაწყვეტს, ეს მხოლოდ სანიოლის საქმეა. სანამ კალაძე სხვების სიბინძურეზე ილაპარაკებს, მანამდე თვითონ გაასაჯაროოს გაზპრომთან დადებული ხელშეკრულება

• გია

თუ ეს მართლა მასეა მაშინ ეყოს ბუდუსაც და ყველას გამბედაობა და კაცობა და გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან თუ რამე ხდება ნაკრებში არასასიამოვნო. ასე ჭორების დონეზე რატო ხდება აქ ყველაფერი, მე ბუდუს ადგილზე ვიტყოდი რო ან მართალია და ან არა, თუ მართალია მივაფურთხებდი ყველას და წამოვიდოდი და საჯაროდ ვიტყოდი რაც ხდება....

• ქართველი

გაიხარე კახი. ამ არარაობებისგან ხვიჩას ბულინგიც გვახსოვს, როდესაც მისი ნაპოლიში ჩარიცხვის საკითხი წყდებოდა. ეხლა რასაც კადრულობენ ხვიჩასთან დაკავშირებით ეს არარაობები ამასაც ხომ ყველა ხედავს. თემები ამოეწურათ, ქართული კანონის მიღებით ცხვირში მაგრად მოხვდათ და ეხლა ცდილობენ ბუდუსთან დაკავშირებით ახალი ნარატივის შექმნას თავისთვის ჩვეულ სტილში. ასე რომ საქმე ვაკეთოთ, ამ .ლეებმა კი იყეფონ. ვენაცვალე ჩვენს ბიჭებს, წინ საქართვერლო!!!

• ასეა ეს

სწორედ კალაძემ შემოიტანა პოლიტიკა ფეხბურთში როდესაც ქოჩორას ნაცი უწოდა,თანაც იმიტომ რომ ბიჭმა თქვა ევროპაა ჩვენი ადგილიო.

• თამარ

ბუდუს რომ ეთამაშა კვარასთან ერთად ორივე თამაშს მოვიგებდით

• ია

არ უნდა სანიოლს ადგილის დაკარგვა ალბათ....

• Adamiani

სჲნტერესო ანალიზი და დასკვნა... თვითონ უკეთებს ლუსტრაციას თავის თავს...

• ერიჰაა

კომენტარი არ უნდა გაეკეთებია? მერე იტყოდი სიჩუმე თანხმობის ნიშანიაო. პ.ს. ამას ჩასაფრება ქვია.

• არგუმნტები

არგუმენტი 1) 26 კაცში მოხვდა არგუმენტი 2 ) 18 ში ათამაშა არგუმენტი 3) ის პოსტები გამოქცეყნებული აქ მაისში და არა 18 ივნისიდან 22 ივნისის პერიოდში და ყველაზე მყარი არგუმენტი 4) ვილის აბრალბეთ რომ სხვის ჭკუაზე დადის მარა არცერთთ არ იტხოვთ დატოვოს მწვრთნელს თანამდებობა ხოა დიდი შეუსაბამობა

• toro

იმიტომ არ ეწირება რომ ორი ქოჩორა არ ყავს! პ.ს ეს მოჭიმული სტრუნა კალაძეს და მის თანამოაზრეებს ისე მოხვდება ჯერ ვერ ხვდებიან. სამართალი ურმით დადის

• შოთა

კალაძეა მწვრთნელი?)))

• 100%

ხვიჩას და გიორგის სურათზე რას იტყვით, ცოტნესთან? ტოპკაა ჯიგრებო? რა ჩუმათ ხართ, ერთი რაღაცით მოთამაშეებო?

• მწარე

ამ ხალხს სანიოლი ეტყობა სანაია ან სანიოვი (სანკოვი, სანაევი) გონიათ. ტიპი ისეთი პრინციპულია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს 2 წელი არ ელაპარაკებოდა, ფინალში რატომ იჩხუბეო. თქვე მართლა რუსეთუმეებო, თქვენ თვითონ ხართ ეგეთი ბუნების, ამიტომაც გგონიათ სანიოლი სხვის ჭკუაზე დადის. აზაროვი და არაბიძეც იმიტომ არ ყავს ნაკრებში, რომ ეგრე ფიქრობს. ეგ კაცი ევროპელია. თუ დაჭირდა პირდაპირ იტყვის, კალაზე-იაშკა, კობი ან შემეშვით ან წავედიო. მე შენ გეტყვი შერცხვება, სამსახურს ვეღარ იშოვის თუ რა. დარწმუნებული ვარ ირლანდიელები 2-ჯერ ან სულაც 3-ჯერ მეტ ხელფასს მისცემენ.

• ბუხუტი

საერთოდ არ განვიხილავდი ბუდუს დაბლოკვის ვერსიას, მაგრამ ქოც ტროლ-ბოტების რეაქციამ, ბუდუს მიმართ აგრესიამ, დამარწმუნა, რომ ბუდეა. პ.ს არავინ ითხოვს ბუდუს ძირითადში დაყენებას, მაგრამ როცა ფორვარდის ცვლილების დრო დგება, ზივზივაძის უგულებელყოფა უცნაურია. კვიპროსში მოთამაშე ქვილითაიას შემოყვანა, რომელსაც ნაკრებში ბოლოს ბურთი როდის აქვს გატანილი, არცერთს არ გვახსოვს და ბუდუს სათადარიგოზე დატოვება, ბუნებრივია, კითხვებს გამოიწვევს. აზაროვის არ წაყვანაც გაუგებარია. თუ მარცხენა მცველის პოზიციაზე გვიჭირს და ცენტ. მცველი შემოგვყავს წიტაიშვილის ნაცვლად, წაეყვანა აზაროვი.

• ჭორლეონე

მომავალში გაირკვევა

• ციციკორე

ნემსაძეს რომ იხსენებ, კობიაშვილის არჩევის სპეცოპეტაციაც გაიხსენე. არველაძის მხარდამჭერ დელეგატს, მანდამაინც არჩევნების დღეს, მთელი საპატრულო პოლიცოა რომ დაარბენინებდა ნარკოლოგიურში. ეს როგორაა? ხან გახსოვს, ხან არა?! დათუნაშვილის ამბებიც გაიხსენე.

• მწარე

ქოჩორა რატომ არ ეწირება?

• გოგა

ბუდუზე უკეთ არავინ იცის მანდ რა ხდება და თუ არის რამე, არ მოერიდება ბუდუს მაგის თქმა კი ვიცით და თან 26 თავისუფლად მოაზროვნე კაცებს ვერ გაჩუმებ, მეც დიდი სისულელე მგონია ეგ ამბავი და თუ რამე ითქმევა.

• Რაგბის ფანი

კალა, ჰადაახვიე და უყურე ქვილითაიას თამაშს. როცა ბუდუ გყავს, მაგრამ ქვილითაია შეგყავს, ეს საკუთარი თავის განაჩენია.

• roma

მასე რომ არ იყოს და მხოლოდ ჭორიკნობა იყოს ის რასაც ხალხი ამბობს კომენტარს არ გაააკეთებდი. შენ რა კაპიტანი იყავი და თუნდაც კაშია რა კაპიტანია თუ გუნდში ასეთი რამეები ხდებოდა 2012 წლამდე ხმას რატომ არ იღებდი? შენგან ყოფილა წამოსული და იგივეს აკეთებ ახლაც? გასწავლეს ნაცებმა შეასწორეთ და იგივე მეთოდს იყენებთ ხალხის გასამწარებლად? შენ არ იყავი ქოჩორაშვილს რომ გადაეკიდე? ახლა ბუდუ გყავს. მერე კვარა და სხვებიც ალბათ. ყველა ხომ თქვენს მსგავსად ვერ იფიქრებს? ყველას ხომ არ უყვარს კომუნისტები? შენ არ გიჭირს და არ გავიწროებენ იმას არ ნიშნავს ყველაფერი კარგადაა. პოლიტიკაში ფეხბურთს ნუ გარევთო ის ადამიანი იძახის ვინც ადრე ფეხბურთს თამაშობდა და ახლა ვაი პოლიტიკოსია.

• თეა

მაგ სიმართლით და უაზრო თავის მართლებით იარე. ბუდუ შენს ახირებას ეწირება...ცხადია,მცოდნეც და არ მცოდნეც მაგას იტყვის რომ ბუდუს მსგავსი მოთამაშე არ ჰყავს საქართველოს ნაკრებს... მასე გააგრძელე მაგით საქართველო იჩაგრება და არა ბუდუ.ბუდუ დამსახურებული ფეხბურთელია და დიდი პატივისცემა აქვს თავის გუნდში.ნურც ეხლა ათამაშებთ თქვენ წააგებთ.ყოჩაღ მამარდას და ყველა ბიჭს თავგანწირვისთვის.მაგრამ ბუდუს სხვა მუხტი შეაქვს გუნდში.

• სიმართლე

მართლა გგონია რო ეგეტი სიტუაციიტ ევროზე გახვალ? :D გადაიკითხე მაინც რაც დაწერე ?

• ნოდო

ოცდაექვსივემ პოლიტიკური განაცხადი რო გააკეტოს მერე რას შობით? ან და ვინც უნდა ამოაგდოს სასტავიდან ის დაჩაგრული არ გამოდის? 2 წლის ბავშვიც მიხვდება რო ვერაფრით ვერ დაამტკიცებს ვერავინ რომ არ არის პოლიტიკური 2 რეზოს არ იყოს თვიტონ თუ რამის თქმა უნდა რომ პოლიტიკური ნიშნით დევნიან თქვას და თუ არ ამბობს და თქვენ ჯიუტად ამტკიცებტ მაინც არც ღირს კამათი

• gel-100

გია შემოგევლე მიქაუტაძე აქამდეც, ამჟამადაც და მომავალშიც უკეთესი იქნება ბუდუზე და ეს სხვა თუ არაფერი სტატისტიკიდანაც ჩანს თუმცა ის ხალხი ვინც ბუდუს ითხოვს ძირითადში ანუ ნაცები,იგივე ალა ლუსულ კანონსო მაძახებლებს საერთოდ არ აინტერესებს ვინ ჯობია გინდა ამჟამად და გინდა პერსპექტივაში, იმასაც კი ვერ გიპასუხებენ ვის მაგივრად უნდა დააყენონ ბუდუ და შეილება კაკაბაძის მაგივრადო გითხრან, ხოდა ამნაირ ხალხს ანუ ნაცებს წადი და უხსენი ეხლა რო რაც ბუდუმ კარიერაში გაიტანა მთლიანად მიქაუტაძემ ორ წელში გაიტანა მაგდენი და რაც ბუდუმ ითამაშა 30-წლის კაცმა მაგდენი სანაკრებო კეპი მიქაუტაძეს 23-წლის ასაკში აქვს, ანუ კლასით ბევრად ჯობია ლიგა-1 ერთ-ერთი ბომბარდირი ჟორჟიკა ვიდრე მეორე ლიგელი ნაცების ჯილა ბუდუ ხოდა მთავარი კლასია,,ისე ბუდუს რო თავჩახრილს ემუშავა და სელფებს და ათასნაირ პოზებში ფოტოების გადაღებისთვის თავი დაენებებინა უფრო მეტი დრო მიეცემოდა, ჭადრაკის სათამაშოთ და პოზიორობისთვის არ უნდა წასულიყო მხოლოდ, ზუსტად არ ვიცი მარა ეგეც ნაცების სცენარს გავს ბიჭი სულ გამოაშტერეს, არ ვარჯიშობს გერმანიაში ისე როგორც სხვა ყველა და მაგას სპეციალურად აკეთებს რო აღარ ათამაშონ და ნაცებმა თემა ააგორონ მერე და ხალხი გაიტყუონ მიტინგებზე,,მივმართავ მთავრობას თუ რესურსი არ გყოფნით ამ ვითომ ევროპელების და სინამდვილეში პირსისხლიანი ნაცების დასაოკებლად ხალხს თხოვეთ დახმარება და ყველა გვერდში დაგიდგებათ ვინაიდან ვისაც დღეს ნაცების მოშორება არ უნდა ამ ქვეყნიდან ის ქვეყნის მტერი და მოღალატეა

• kvaxo

მეგრელი. კალოშის და ყანის შეურაცხყოფას როდის შეეშვები, შე ქალაქელო ავყიავ!

• დავითი

შენივე კომენყტარებში ურთიერთ გამომრიცხავ რაღაცეებს საუბრობ.მეორე სართულზე და ზოგადად პირველ ბურთზე ბუდუზე უკეთესი ქვილითაია როგორ არის?ეტყობა თამაშებისთVის არ გიყურებია....თუ ლობჟანიძეს დღე და ღამე ვარჯიში ჭირდება და მოუმზადებელი იყო რაღატო ათამაშა მაშინ?მწვრთნელი იმისი არის ყველა ასპექტი უნდა გაითვალისწინოს..

• Status quo

ძაან თავისნათქვამა და აგრესიული გახდა ეს ბიჭი.უკვე სიმპათიებს ვერ იმსახურებს და თვითონ ამას ვერ ხვდება.ვინც კი მიუთითებს ამაზე,ყველა ნაცი ჰგონია.

• ენვერიკო

არასწორი? და სწორი კახი ვინმემ იცით?

• ენვერიკო

უბინძურესი ადამიანი ხარ კახი,მართლა რას დაგამსგავსა პატრონმა,მაგრამ არა უშავს,ოქტომბრამდე აგიტანთ და ოქტომბრის მერე მაინტერესებს შენი გონორი სად წავა

• აბრამ კუტაისკი

კახი კალაძე სხვის სიბინძურეობაზე რომ ილპარაკებს ნამდვილად სირცხვილია

• იასონას უდარი

უცნაური ქვეყანა ვართ,მხოლოდ აქ შეიძლება თქვან"კახი ფეხბურთს თავი დაანებე და ქალაქს მიხედეო",პირიქით უფრო გასაგებია. კაცმა ითამაშა ლეგენდარულ მილანში,მოიგო სერია ა და ორჯერ ლიგა,ხოდა ამან უნდა დაანებოს ფეხბურთს თავი? დიდა,ნესტა,მალდინი,სტამი,იანკულოვსკი,ამბროზინი,პირლო,გატუზო,კაკა,ზეედორფი,შევჩენკო,კრესპო,ინძაგი,ტომასონი... ასეთ დაცვაში და ასეთ გუნდში რო მოხვდები,გაგაჩერებენ წლები ე.ი. რაღაცას ხედავენ ხო? დღევანდელმა ფეხბურთელმა რო ითამაშოს რეალში,თუნდაც ზამენაზე იყოს,ხომ გააღმერთებდით? მარა არა,მაინც აკრიტიკებთ და თან პოლიტიკური შეხედულების გამო.მერე გეტყვის ვიღაც არაკომპეტენტური და ანგაჟირებულები ხართო,გეწყინებათ და აქციას მოაწყობთ. უცნაური ქვეყანა ვახსენე და... მხოლოდ აქ შეხვდებით ადამიანს,ვინც ხელისუფლებას ომში ჩართვას სთხოვს და ჯიბეში გირჩის საბუთი უდევს,მხოლოდ აქ ნახავ ადამიანს,ვისაც სტადიონზეც არ გაუვლია და კალაძზე მეტი გონია იცის ამ საქმეში,მხოლოდ ამ ქვეყანაში შეგიძლია ნახო 15 წლის ზრდასრული და 26 წლის ბავშვი და როგორც ნიკომ თქვა,ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა,აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა.დრო არის საჭირო,მალე ვნხავთ ამასაც,ორსულ კაცებს და ლოთ ქალებს. შენარჩუნდეს ეს განათლების სისტემა და სულ მალე მოხდება ეს. რაც შეეხება ბუდულიას,პოლიტიკური ნიშანი არა გირჩა ზურია.იქნებ ისიც თქვათ რო კარსრუეშიც პოლიტიკური ნიშნით თამაშობს,თორე რეალის დონის ფორვარდია. კარსრუე არის ალექსანდრე იაშვილის ყოფილი გუნდი და თქვენი აზრით,თუ ქართველ ფეხბურთელის ყიდვას დააპირებდნენ,იაშკას აზრს და შეფასებას არ კითხავდნენ? შეიძლება კობიაშვილისთვისაც ეკითხათ. მაგალითად,ალისონი ლივერპულში ფირმინოს გამოისობით მოხვდა,ხოლო სობოსლაიმ პიტერ გულაჩის ჰკითხა ლივერპულზე და იქ არსებულ სიტუაციაზე.ფეხბურთში რო ერკვეოდეთ და იცოდეთ რამე,ეს ნათელი იქნებოდა,მარა ვერ ერკვევით და ეჭვი მაქვს რო ეგრე ერკვევით პოლიტიკაშიც.რაღა ეჭვი კაცო,გვარამიას და ვანიკო მერაბიშვილს დასდევთ უკან ისევ.

• მირო+

ვინ და სად დაადგინა ქალაქის მერის ლექსიკა? კიდე ერთხელ შეგიძლიათ ძველი დროის მერის ლექსიკა საქმიანობის ეპიზოდებს გაეცნოთ...თუ ესეთი ბოროტობაა თქვენში რო გადაუმოწმებლად გინდათ ცუდი ძალიან ცუდი მართველობა გაჩითოთ უმიტო რო არ გინდათ გაანალიზება რა და ვინ ჯობს ამ ქვეყნისთვის კარგია რო ბევრნი არ ხართ და ვინც ნახა და იცის ისევ თქვენთვის რადგან ჩვენები ხართ თქვენც ყველანაირად ვეცდებით აგაცილით ეგ უბედურება,დაღვინდება თქვენი "პაკალენია" და იქნებ ნახევარმა მაინც თქვას მადლობა ამისთვის,რა არის ფეხბურთი იმასთან შედარებით რაც ყველა სფეროში ხდებოდა.თქვენ ასაკში "ჯენზიში" ყველა მეხუთ მაინ "დიდი" შეცდომების ქვეშ ყველა მესამე "უფრო დიდი" შეცდომის ქვეშ გაიჩითეთ და ეს სუ რაღაც წელიწადი წელიწად ნახევრის ურთიერთობით იმ ხალხთან დგომით, იქ რა ამბები იწერება და თქვენიზე შესრულდება ნებისმიერი ფორმით არ იფიქროთ ხელი აუკანკალდეს ვინმეს(((

• მირო+ (ნეას)

ნემსაძეზე ისეთი ამბავი გაგიხსენეს, ვაიმეე სირცხვილი სირცხვილი)) დიქტატურულ მართვაში რომ მოხდება მსგავსი,იცით ახლგაზრდებს ვგულისხმობ (15,16,17,19წლის) არ გახსოვთ რაღაც რის გვერდით ეხლა თავს უხერხულობასაც არ გრძნობთ ხო ესეა-ესეა..თავს თვლით განათლებულ და ევროპულად მოაზროვბე ევროპის ტემპით და კანონებით ცხოვრებას ეშურით და ფიქრობთ რომ ის პარტია თუ ადამიანები ამას მოიტანენ?! ყველაზე არადემოკრატიულ!!! ვიმეორებ საშინელი დიქტატურის ქვეშ იცხოვრა საქართველომ 7-8 წელი!!! ამას თქვენი თაობა 2000 იანს აქეთ ვერ გაუძლებდით 85 პროცენტი!! საუბარია ფიზიკურ გადარჩენაზე და ერთი ჯოინთის თუ ტაბლეტის გამო 5-7-8 წლებს აძლევდნენ და ეს მასიურად ხდებოდა უველაზე მეტი პატიმრით ვიწონებდით თავს.ჩვეულებრივი ბიჭი ერთ დღეს 8 წელ მოხდილი პატიმარი აღმოჩნდებოდა იმიტო რომ რაღაც შეეშალა დაცვა ნული განრახ ბადეს გიგებდნენ რო შეგშლიდა.ხოდა შორს წავედი თუ სწორად ფიქრობ და დადგენილი ნორმებით ადამიანები არ შეიძლება თავისმა ქვეყანამ და მთავრობამ დაჩაგროს და რეპრესიებში აცხოვროს მაშინ, თქვენც ვისაც არ დაგიშავებიათ არაფერი გინდათ ბრმად მოგვიყვანოთ ის სასტავი რომელმაც მოახდინა მოსახდენი და არც გინდათ გადაამოწმოთ მართლა ესე შვებიდნენ ერთი რას წუწუნებენ მე სუ ის ნესმიდა გზა გაკეთდა შუქი მოვიდა გაზი გვქონდა ხო ეს გესმიდათ მეტისთვის პატარები იყავით!! ჰაერი იყო სისასტიკით და წითელი ბოროტებით გაჟღენთილი.

• მდაააა

ერთი რამ ვერ გავიგე ბუდუ ძააანაც საზრიანია და არც ენა ებნევა ტლიკინი აქვს 100 ლეველს ზემოთ …ნუთუ ვერ ხვდება რომ ძალად ბლოკავენ გამოვიდეს და თქვას ახლავე აბა ევრო რომ დამთავრდება და ყველა სახლში წავა მერე რაც გინდა ის ილაპარაკე …აი ახლა ექნებოდა ფასი სიმართლეს …მაგრამ არის ერთი რამ მაგაზე მეტი იტლიკინა და თან ბევრად უარესი ქოჩორამ მაგრამ თამაშობს და თან ძან მაგრადაც ესე იგი ზოგიერთების ლოგიკით “მტერი ქოჩორა” გააპიარეს მისცეს საშუალება რომ გამხდაროყო ამ ევროს აღმოჩენა და ამომავალი ვარსკვლავი ევროპის დონეზე არ დაიწყოთ ეხლა ქოჩორას გარეშე ვერ ვითამაშებდით და იძულებით მოუვიდათო მაშინ გამოდის გოლების გატანა დაიკიდეს ( ბუდუს დაბლოკვით) და მხოლოდ ბურთის ართმევაზე გააკეთეს აქცენტი…?!რა ქოჩირასაც ჩაანაცვლებდნენ ვინმეთი და რას გავიგებდით რომ ეგრე მაგარია …მაქ ნაკრებში ხდება უბრალოდ უვიცობა ჩამოსულ მწვრთნელთა ( სანიოლი და მისი ამალა) და ეგეთივე უვიცობა ვინც არის ქართველები შტაბში …აი დღეს თქვა აიაქსის წარმომადგენელმა რომ მიქაუტაძეს ქონდა დისციპლინის პრობლემები ევროპელები არიან ცოტათი წაუდებილო ხალხი თუ უფროსმა გითხრა ირბინე პირდაპირ და არ გაჩერდე …მირბიხარ გხვდება ხრამი ჩერდები ეუბნები ეეე აქ ხრამია როგორ ვირბინო …უი კარგი აურე გვერდი მაგრამ გაჩერებისთვის მაინც დაგაჯარიმებს შენით რომ აგევლო გვერდი მაშინ მოთხოვნის არშესრულების გამო დაგაჯარიმბდა …თავის თავს დამნაშევეთ ანუ დებილად არ აღიარებს იმიტომ რომ შენ ვიღაც ქართველი უკრაინელი ანუ ეგეთ ქვეყნებიდან ხარ და ისინი გერმანია იქნება საფრანგეთი თუ ჰოლანდია და სხვები ზემოდან გიცქერენ …იქ მივიდეს ნახეს არაბას თამაში ( იმ დღეს ჩააგდო მანდამაინც ) არ დარბოდა ყოველ წამს ენა გადმოგდებული სადღაც გაჩერდა ვსიო ამას ინტენსივობა არ უვარგა მეტი არ მიხსენოთ …აზარა ალბათ მართლაც გაერთო შეტევებში და ამან როდესაც დაუწყო პრეტენზიები უეჭცელი აზარამ სცადა რაღაც ეპასუხა ( აბა როგორია ვიღაც ყ…ფრანგი გიყვირის აზარაზე მეტად უყვარს საქართველო და მისი ნაკრები ის აზარას და ბიჭების სახლია ეს ყ-ფრანგი დაქირავებულია რომ რაღაც ასწავლო)ვსიო ჩაეთვალა აზარას ენისშემობრუნებად ესე იგი არაპროფესიონალად ( მაგათი გაგებით მათი სიტყვა თუნდაც ყველაზე დებილობა კანონია და თუ შენ მიხვდი რომ ეს დებილობაა და არ შეასრულებ ე მანდ დაგერხა) ბუდუს რაც შეეხება მგონი უბრალოდ თურქეთთან ემოციებში ვილიკოს დააგვიანდა შეცვლის გაკეთება მერე კი როგორც ატყდა აჟიოტაჟი ეეე ბუდუ რატომ დროზე არ შემოიყვანე ჩვენს ჯინზე ტფუი თქვენ და არა ბუდუო …მაგ …ეს იმდენად აუვარდა თავში რომ ევროზე მოვახვედრეთ დაიჯერა მართლაც რომ მწვრთნელია და თან ძაან მაგარი მწვრთნელი ეგ 100წელს ვერ მიხვდება რომ ერთა ლიგა მაგან კი არა ხვიჩამ მოიგო ერთპიროვნულად მერე ჯგუფში კი ვნახეთ რამდენჯერ ჩაისვარა …პლეიოფში კი ჯერ იმით გაგვიმართლა ( საღოოოლ კობის) რომ ორივე თამაში თბილისში იყო ( თორემ ათენში შანსი იქნებოდა -100 მინუს ასი) პირველში აი ზუსტად რომ ბუდუმ გაგვათრია ფინალში კი ჭიდაობამ ბრძოლამ ომმა და იღბალმა ღმერთმა გადმოგვხედა და რომ დაინახა რაც ხდებოდა მოეწონა ჩვენი ჟინი და ახააა კარგი წადით იმ ევრო24 -ზეო ასე რომ ვილიკას წვლილი არიას მანდ 10-12 % შემადგენლობას იძახებდა მერე აყენებდა ეგეთი იღბალა ტიპი მე ჯერ არ მინახავს …აი ნახეთ ჩვენგან რომ წავა ( იმედია ძაან მალე) სადაც მივა ყველგან ჩაისვრის …მის ადგილზე ჯობს ამ ტალღაზე გავიდეს პენსიაზე ან შეიცვალოს პროფესია …უბრალოდ შეხედეთ დაფიქრდით ვინ ელოდებოდით რომ თურქეთთან ნაკრები ითამაშებდა ეგრე შეტევებში და არა ისე როგორც საბერძნეთთან …მგონი ბიჭებმა ერთმანეთში ერთი სანიოლას კარგებიცო და მინი აჯანყება მოაწყვეს ვიჯექი ვუყურებდი თვალებ დაჭყეტილი თქვე ჯიგრებო თუ შეტევაში ეგეთი ლამაზი და კომბინაციებით თამაში იცოდით ამას რატომ გვიმალავდი ამდენ ხანს თქო ძველი დინამო 80-ბის გამახსენდა თან ცოტათი უკეთესი იმიტომ რომ ისინი უმეტესად თუ პირველ გოლს გაუშვებდნენ იქვე ამთავრებდნენ …აი მაგ მინი აჯანყებას ბევრი შეეწირა ჩეხეთთან თამაშის წინ და გუნდიც აირია არ აპატია ვილიკომ მინი აჯანყება და არია გუნდი ტიპი მის მეო-ს საქმეზე მაღლად აყენებს ნება რომ მიგეცა სულ სხვა ნაკრებს შეკრებდა თავიდან ამათ ყველას დასჯიდა ასე რომ მგონუ წავა ეგრევე ევროს შემდეგ მან დაკარგა გასახდელი ბევრმა აზარა არ აპატიეს ნახევარი ნაკრები მისუ საძმაკაცოა ბევრსაც დაუგროვდა წყენები ბუდუს გარდა ალბათ შენგელიასთანაც რაღაც მოხდა რომ ეგრევე მოიძულა აქ ხომ არ ყოფილა პოლიტიკა საერთოდ მითუმეტეს ამხანაგური ითამაშა მშვენივრად….ტიპმა სამ თვეში დაანაკუწა ერთმუშტად შეკრული გუნდი თან ევროს წინ …ის ვერ გაითვალისწინა რომ გოჩოლა კვარა ზურიკო მამარდა მექვაბა და აზარა ეს ერთი ბანდაა ისინი ბავშვობიდან ერთად მოდიან და მოგიყვანეს ევრომდის შენ დგები და ერთი მოიშორე თან უსამართლოდ და უმიზეზოდ ამა მე თუ ვხვდები რა ეს ბიჭები შტერები ეგონა …ვილიკის მაქ უჯერებს ალბათ მხოლოდ კაპიტონი …აბა ეგ რომ კაპიტანი იყოა რა უნდა მინდორზე ნაღდ კაპიტანმა გამოვიდა და თქვა სათქმელიც საქციელიც …ეგ ვერ გავიგე ხომ დაფიქსირდი ისტორიაში წადი დაჯექი დაისვენე აცალე სხვებს ფეხბურთის თამაში დავიღალე შენი წვალების ყურებით ( ვაი და თხარა ჩემს ჯინზე პორტუგალიას ჩეხეთთან თითქმის გაიტანა) ასე რომ მაქ პოლიტიკა კი არა სიბეცესთან უფრო გვაქვს საქმე …მაგრამ ახლა ჩემს ჯინზე მოუგებს პორტუგალიას მერე სავარაუდო მეტოქეები გველიდება ან ესპანეთი ან ( საფრაგეთ-ნიდერლანდებიდან ვინც გავა პირველზე ეგ თუ ჩვენ მეორე ადგილზე გავედით ) ან კიდევ და ინგლისი ….ჩემ თავს ბევრჯერ ვკითხე ღირს კი გასვლააა )))) იმიტომ რომ ამ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აქვთ ძაან ცუდი ტრადიცია ერთ თამაშს უეჭველი დიდი ანგარიშით აგებენ ( ჩვენი დაცვა რომ ვიცი ვერ მოახერხებს თუუუ ….მაგარია არა სერია ა-ს 23 წლის ცენტრ.მცველი ძაან სწრაფი და თან მაღალი ტრიბუნებზე ტურისტად იდგა ხოლო მოედანზე იყო დაბალი მსუქანი ძააან ნელუ 38წლის მცველი) და ასე რომ პორტუგალიასთან თუ გადავრჩით ძააან მაგარი იქნება რისთვისაც უღრმესი მადლობა ბიჭებს სტაფს მაყურებლებს ყველას ვინც იქ თუ აქ არიან ყველას უღრმესი მადლობა დაჟე ვილიკოსაც კი რომელიც ჩემს ჯინზე პორტუგალისაც მოუგებს და ინგლისსაც …ჩვენ ჯერ ვერ ვაანალიზებთ თუ რამხელა რამეს მივაღწიეთ ამ ევროზე თან ოდნავ გამართლება გინდ თურქეთთან ( სადაც ღმერთმა საბერძნეთის ვალი დაგვაბრუნებინა აი გვითხრა რა რომ ეგ ძელები სულ რომ დაღუნოთ მიწიდან არა მარტო თურქები არამედ. ბუჩქებიც ამოვა მაგრამ დღეს თქვემ მეორე გოლს ვერ გაიტან არ წყნარდებით ხოომ ახა თქვენ თურქების მესამე გოლი მაშინ თქო) ჩეხეთთან კი დაგვინდო უფალმა მამარდას ხელებით ჯერ და მერე საიდანღაც პენალტი დააძრო ბოლოს კი ლობჟანას აპაპა ახლა არ ინაგლოთო წამოუხტინა ბურთი და აუჭრა კიდეც აი ჩაკვემ იმდენი ირბინა ჩამოიტანა ბურთი საჯარი მომდის რომ გაერისკა და მასვე დაესრულებინა ეგებ შეცოდებოდა და გარჯა დაეფასებინა და ხომ მოვიგებდით იმ თამაშს სადაც არ გვეკუთვნოდა …ასე რომ მაგრები ხართ ბიჭებოოოო!!!! გულს ნურაფერზე გაიტეხთ მალე მწვრთნელსაც დაგინიშნავენ ( იმედია ქართველს და იმედია სვანაძეს მისი გაზრდილია ნახევარი სასტავი)თან ბევრი ბალასტიც ჩამოგშორდებათ ასაკის მიუხედავად ეს არ ეხება არც გველესიანს არც საბა კვერკვეს ეგ თქვენ ფორმაზე უნდა იყოს დაფუძნებული ……ასე რომ მომავლის იმედები მაქვს …ასე უპატრონოდ რამდენს მივაღწიეთ და აი მერე ხომ ხვდებით ……მადლობა ბიჭეეეეეეებს და მთელ საქართველოს ღმერთი გვფარავდეს ….!!!

• კახა

შესწორება როგორც რუსული კანონი არის რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ არა.

• დავით 67

ამ სტატიაში ყველაზე უფრო ის მომეწონა რომ ეგრეთწოდებული გამჭვირვალობის კანონი ბრჭყალებში წერია. ის ნამდვილად მჯერა რომ ეს ორგოლა ბინძური პოლიტიკის მომხრე არსება შემადგელობას ვერ დააყენებს, თუმცა კონკრეტულ მომენტებში ცუდის გაკეთება ყოველთვის შეუძლია.

• გიო

მეტყველებაზე ტუჩდაბერილი უკვე დადის ბერიკაშვილთან, ჯერ ლ-ზე მუშაობს ისევ

• საბურთალო

იქნებ ისიც თქვა არც თბილისი დავამახინჯეო???????? ლამის სადარბაზოებში გასცე კორპუსების შენების ნებართვა

• Irakli

რა დროს ესაა!

• ბიძინა

კახი, სჯობია თბილისს მიხედო. აბა ფეხბურთი რა შენი საქმეა?

• 1357-ს

ეს ნომერი ტროლებში შენი საცნობაროა?

• მამუკა

დაანებეთ ამ შეთქმულების თეორიებს თავი, სუბიექტურად გავარჩიოთ ჩეხებთან თამაში, 90 წუთი ფაქტიურად ბურთი არ გვიჩერდებოდა, მამარდას სულ ფეხით აჰქონდა ბურთი და ფაქტიურად ყველა ბურთს ვაგებდით მეორე სართულზე, ზუსტად ამიტომ გამოიყვანა ქვილითაია, პირველ ბურთზე საბრძოლველად, ჩაკვეტაძეს რაც შეეხება ყველანი ვხედავთ რომ 90 წუთს ვერ თამაშობს ერთ დონეზე, არ ჰყოფნის ენერგია, ამიტომ შემოიყვანა ბოლოსკენ რომ დასვენებულს შეუძლია რაღაც გააკეთოს, ლობჟანიძე შემოიყვანა იმ მიზეზით რომ ბუდუზე სწრაფია და გაქცევის შანსი მიეცემოდა და მიეცა კიდეც. ვისაც ფეხბურთი ესმის იმათ მინდა ვკითხო ლობჟანიძეს ბოლოში რომ გაეტანა და მოგვეგო, ხო ვიტყოდით რომ სანიოლმა საჭირო და ზუსტი შეცვლები გააკეთაო? ხო და ეხლა საბას თუ მიზანმა უმტყუნა, მაგას ეხლა სანიოლი ვერ უშველის, მაგას დღე და ღამე ვარჯიში უნდა

• ზაკო

ისე ძალიან მაინტერესებს რომელიმე ქვეყანაში თუ ხდება ესე სპორტულ-პოლიტიკური განხილვა რომელიმე საიტზე ან სატელევიზიო სივრცეში ოპოზიციური ტვ ამდენ შეთქმულების თეორიებს თუ ეძებენ.

• ზაკო

გაიხსნა ზაფხულის საპარლამენტო სესია,ცხელ თბილისში პოლიტიკური ტემპერატურაც მაღალია, არ გააგრილოთ!!! დასცხეთ ბიჭებო დამბაჩები აქვს მაგას

• გია

ჩემი აზრით არ იქნება ეგ მართალი ბუდუს პოლიტიკური ნიშნით დაბლოკვა. მოდით წმინდა სპორტული კუთხით შევხედოთ საკითხს. ბუდუ თამაშობს მიქაუტაძის პოზიციაზე ვთქვად გულახდილად ამჟამად მიქაუტაძე უფრო პროდუქტიულია. ორი თავდამსხმელით რომ ვითამაშოთ მაშინ ტაქტიკა ირევა მთლიანად. შეცვლაზე თუ შემოყვანა გინდა ამისთვის ისევ ტაქტიკას ვუბრუნდებით. მწვრთნელი წყვიტავს საკითხებს და პასუხისმგებელი მთლიანად ის არი. შემადგენლობის შეფასება ექსპერტების საქმეა და არა პოლიტიკოსების და ვაი ჟურნალისტების. უბრალოდ ისინი სარგებლობენ იმ უპირატესობით რომ მედიასთან წვდომა აქვთ.

• კობა

თამაშამდე 2 დღით ადრე ამ თემაზე ლაპარაკი მაგრად კარგად იმოქმედებს ნაკრებზე. დაიცადეთ ცოტა ხანი და მერე დაგიჭამიათ ერთმანეთი ნაცებსაც და ქოცებსაც. თუ სადმე სამართალია არჩევნებზე ორივემ ჩაილურის წყალი უნდა დალიოთ.

• A

2012 მდე თუ უარესები ხდებოდა ამოგეღო ხმა. კაპიტანი იყავი ნაკრების. გეკიდა? ძალიან არასწორი პოზიციაა..

ეს ბიჭებთან კუდევ თუ იყო მისული შანსი არ გვაქ წავაგებთ.ზივზივაძეს არ თამაში თუ მცირედიდ რამე კალაძეს ეკუთვნის მაშინ კალაძე უბრალოდ მოღალატეა და სხვა არაფერი..უფრო კობიაშვილის დამსახურებაა ეგ

• 1357

რატომ უფრე მეტად არ აქტიურობენ ტროლები კ. კალაძის საქებრად?

• ზაკო

შენ თუ ნამდვილი გულშემატკივარი ხარ ლობჟანიძე არც უნდა ახსენო ამ დროს და ამ სიტუაციაში გასაგები მიზეზის გამო და გუნდს და თითოეულ ფეხბურთელს პირიქით მხარში უნდა ამოვუდგეთ ყველანი,განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მაგრამ ეჭვი მეპარება შენც რომ ასე ფიქრობდე

• იკა-ს

აბა რა! ქალაქის მერი ომში გენერალური შტაბის უფროსად უნდა მუშაობდეს!!! კალაძეს ეს ნამდვილად არ შეუძლია!!!

• G.LA-ს

სფფ-ის პრეზიდენტად ნემსაძის არჩევა-გადადგომა ხომ არ გახსოვს, შემთხვევით??? არ იცი რა მოხდა მაშინ???

• d

მე საერთოდ აზაროვის დაბლოკვაც იმისნგამო მოხდა რომ შახტარში თამაშობს. გოჩოლაც ვითომ გამოიძახეს და მინდორს არ აკარებენ. აბა რა ახსნა აქვს 3 თვის უთამაშებელი შენგელია რო ყავს წაყვანილი ტურისტულ. და წიტა კიდევ 2 ტაიმს რო ვერ ძლებს ლოჩოავილით ცვლის :) და სანიოლასთვის რო გეკითხა 3 მოთამაშე არ მჭირდება ერთ პოზიციაზე:) და დაღლილ წიტას ცენტრალური მცველით ცვლის :)

• ნეა-ს

გადაქექე ძველი მასალები. იქნებ მიაგნო კანონიერად არჩეული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდეტად გია ნემსაძის არჩევის მერე რა მოხდა ნაც-სექტის სამთავროში...

• 4444

ეჰ, ეგეთებს უკადრებია. ეგრეა ეგ ამბავი, გინდ დაიჯერეთ გინდ არა.

• d

ეს არავინ იცის. მაგრამ უკვე პრობლემა არის ის რომ ამაზე გაჩნდა ეჭვი. ხელისუფლებას იმხელა ავტორიტეტი რო აღარ შერჩა ფეხბურთელის იგნორს აბრალებენ ჯობია დაფიქრდეს რაღაცაზე და დახუროს ქუდი.

• მეგრელი

იმ დღეს გვარამიას სტატია იყო, ეხლა ქალაქის მერის, ხვალ ალბათ ავადმყოფ სააკას და კალოშა ივანიშვილის კომენტარებს დაწერთ. რაში მაინტერესებს ეს საზიზღრები და ამათი აზრები

• David

ვინც ფულს იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს. სანიოლს რასაც თხოვენ და როგორც თხოვენ ისე აკეთებს

• მირო+

და ცუდი ტრენერი არც შენ იქნებოდი კალა)) რაც შენ მწვრთნელებთან გიმუშავია და გინახავს..სანიოლზე ბევრად მეტი..ნუ ხუმრობით ეს,ხალხო რა კალაძე აყენებს ნუ გადაირიეთ სულ,კაცმა ორი გოლი გაიტანა და ის დასვას სკამზე ამბობთ?? კალაძე კიარა ბუდუ უნდა ამბობდეს რო სისულელეა ეს ყველაფერი და რავიცი რაცააქ სათქმელი ამის შესახებ.ესაა ყველას გუნდის ფეხბურთელების მწვრთნელის ქვეყნის შეურაწყოფა!!

• ლაშა

რა ვილიზე ზეგავლენა, აზრზე არ ხარ ფეხბურთის.ბუდუ საერთოდ არ უნდა იყოს ნაკრებში

• irakli81

თუ ის შეუძლია ბიძინას შვილს, რომ შეკრებიდან ფეხბურთელი გამოიყვანოს და ფოტოებზე იპოზიოროს რა გასაკვირია ბუდუს დაბლოკვა რო მოახერხონ. არა, იმას არ ვამტკიცებ, რომ ბუდუ ნამდვილად ქოცებმა დაბლოკეს, მაგრამ ქოცების ამორალური ბუნებიდან გამომდინარე ყველას გვაქვს განცდა, რომ ამის გამკეთებლები არიან.

• მამუკა

გასაგებია რომ სანიოლი არ არის ტოპ მწვრთნელი, მაგრამ არ მგონია ისეთი უთავმოყვარეო იყოს რომ კლაძე და კობიაშვილის მითითებებს ასრულებდეს, ქართველი წვრთნელი რომ გვყვავდეს კიდე შეიძლება რომ დაუშვა, მაგრამ ევროპული მენტალიტეტის კაცს, თან ასე თუ ისე გამორჩეული ფეხბურთელი და მსოფლიო ჩემპიონია და არ მგონია რომ იკადროს ვიღაცეების ხუშტურებზე სიარული, სულ ერთ ადგილას არ ჰკიდია სანიოლს საქართველო რა კანონს იღევს და ვინ აპროტესტებს ამას

• მამუკა

მარტო ბუდუ არის ჯიგარი და პატრიოტი 26 კაცში?სხვა დანრჩენები შენი აზრით ვინ არიან?

• ნეა

თქვენზე ბინძური არავინ არ არის. სხვა არაფერს იკადრებს ისეთს რასაც თქვენ არ იკადრებთ პირადი ინტერესებისთვის ქვეყანასაც გაყიდით

• Lasha

Komkavshireli

• იკაკოს

ხეპრე უგულავა, რო გყავდა დაგავიწყდა? ისე შენც კაი ხეპრე იქნები.

• ლევანის

შენს გახარიას მიაკითხე!

• ლავანის

ალა, ლუსულ კანონს ლევანჩიკ? ლატომ? იმიტომ! უკვე მაგრად ვშაყირობთ თქვენზე.

• biziko

ბუდუს რომ კაცი აარ ათამაშებს და ქვილითაიას ათამაშებს ქვილლითაიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს შენ კიდე ხიხოია ლოგოპედთანმიდი და მეტყველება გამოასწორე

• G..LA-s

კახიზე, პირი თუ გამოირეცხე დურაკ? მაგარი შურიანი და ღვარძლიანი ვინმე იქნები. რაც შენა ხარ, ისეთივეა შენი სულელური კომენტარებიც.

• კახი, შენს გვერდით გვიგულე!

სანამ ვინმეს რამეს დააბრალებთ, ჯერ დაფიქრდით და მერე ისე წამოაყრანტალეთ. კახი, ყველანაირად გულშემატკივრობს ყველა ფეხბურთელს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა.

• გიო

მერე, თქვი რომ ბუდუ არის ჯიგარი და პატრიოტი კაცი. თუ გიტყდება?))))

• პენსიონერი მუსტაფა მარნეულიდან

ბარემ გლობალურ ომის პარტიაზეც გეთქვა ორი სიტყვა, რა ხდება მანდ ევროპაში, საბჭოთა კავშირს მაგონებსო, რომ ამბობდი. ნამეტანი ხიხია ალბათ, ხომ კახი? ))))

• მალადეც

პირველად თქვა სიმართლე)) როგორც ის, ისე ესო!!!!

• ვაი მაგათ პატრონებს?

კახი! მე ის მიკვირს პუტინს, რო არ დააბრალეს ბუდუს არ თამაში, ეგენი ყველაფერს ხომ რუსეთს აბრალებენ? "ქართული კანონის" არ იყოს, რომელზეც აღშფოთებულები და შეშფოთებულები, რომ არიან ევრო და ამერიკელი ლიბერსატები? თავიანთი სანქციები ერთ ადგილას....

• ლევანი

ამას ფეხბურთი კიარა თავის რუსუი კანონი ანაღვებს როგორ გააპრაოს

• ლევანი

დაიწყო ისევ რუსულ კანონზე ბაზარი, აი ზუსტად მაგიტო გაუჩნდა ხალხს ეჭვი,ერთი გუდნი მაინც დააფინანსე ქართული?მე არ შევუშვი ხალხი კვიდის დროს ფინალზე?როცა უეფამ მოგცა ნებართვა,ამაზე გაეცი

• იკა

სიბინძურე და მსგავსი ტერმინებით დედაქალაქის მერი არ უნდა საუბრობდეს. გაგებაში არ არიან, აზრზე არ არიან, არ მინდა ქართველ გულშემატკივარს შეურაცყოფა მივაყენო და მსგავსი ეპითეტები მართლა არ შეიძლება, არ შეიძლება თბილისს ასეთი კეპრე მერი ყავდეს

• nedved

ლოგიკური ახსნა არ არსებობს როცა ლუქსებურგთან 2 გოლის გამტანი და ბოლო დროის ძირითადის ნაკრების ფორვარდი გიზის სკამზე და ამ დროს შემოგყავს ქვილითაია და ლობჟანიძე როცა მათ საერთოდ არ იძახებდნენ ბოლო თამაშებში... თუ ვინმე ამიხსნის კიბატონო მოგისმენთ

• G.LA

დოსიე შეავსეთ ყველაზე უკვე გასაგებია. ჩემი ლოგო დამახსოვრებული გაქვთ და დანარჩენებიც. ფეისზე ხომ სრულ კონტროლში გყავთ კარგა ხანია ხალხი. მალე ხელსაყრელ დროს ეძებთ რომ ბაწკასავით ლაიქებზე მასწავლებლები 2 წ ციხეში გაუშვათ. ამის ნიშნები გამოჩდება არჩევნების წინ. ახლა მხოლოდ კადიროვცებამდე ქაჩავთ და ცხვირ პირს უერთიანებთ ხალხს. არავის უთქვანს სასტავს კალა აყებებსო. აზრი არის რომ ნაკრებში მყოფი ზიგიერთი პირი ზეგავლენას ახდენს ვილიზე და ის გამონათქვამები ზივზივაძეზე იყო საწინდარი რომ არ ათამაშეს. რადგან შენც კი ვერ ახსი ზივზივაძის უთამაშებლობას და ხელებს გაასავსავებ ვილიზე შეიწმენდ ხელებს. არ ხარ კარგი კაცი და შენ ეს მშვენივრად იცი.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

კალაძე კლიჩკოსთან საუბარზე - რატომ უნდა მოვიგონო?

ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა

კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე

უეფა გულშემატკივრებს კალაძეს ახსენებს [PHOTO]

"ჰაიდენჰაიმი" "აინტრახტთან" განადგურდა და "ბაიერნთან" შეხვედრა ელის

კალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

Geo Team: ზივზივაძეს ორი კვირა მოუწევს უქმობა

კახი კალაძემ "დინამოს" სამარცხვინო წაგებაზე ისაუბრა

რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება

კალაძესთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო - რა იცით ობამეიანგის ძმის შესახებ?!

ყველა გულწრფელი კრიტიკის ავტორს ბოდიშს ვუხდი - კახი კალაძე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები