მეორე მატჩი

იქ, შორს...

გერმანიაში რაც განსაკუთრებით მოგეწონება, სატრანსპორტო სისტემაა. სწრაფი და კომფორტული მატარებლებით დანიშნულების ადგილამდე მარტივად მიაღწევ. უეფამ მაინც უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და რურის მხარეში კონცენტრირებულმა საქართველოს ნაკრებმა მეორე ტურში შორს, ჰამბურგში ითამაშა. სხვათა შორის, ჩვენი ბიჭებიც თამაშზე მატარებლით გაემგზავრნენ...

თუკი დორტმუნდში და თურქების წინააღმდეგ ასე არ იყო, ახლა განცდა დარჩა, რომ ქართველი გულშემატკივრები ჩეხებზე გაცილებით მეტნი ვართ. სტადიონთან მისასვლელი სიმწვანეში ჩაფლული საკმაოდ ფართო გზა თეთრ-წითელშია გაფერადებული...

შეხვედრის შემდეგ გაორებული გრძნობებია. ისტორიული ქულა მისალოცია, ჯგუფიდან გასვლის შანსიც რჩება, მაგრამ იყო მოგების შესაძლებლობაც. ორ თამაშში მეტი გვსურდა და შეგვეძლო, ვიდრე ერთი ქულაა. იქ, სადღაც შორს, გულის ნისლეულში მაინც მკაფიოდ ვხედავდით უკვე უმოტივაციო პორტუგალიის დამარცხებისა და ჯგუფიდან გასვლის გზებს!..

მიქს-ზონაში ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, რომელიც საკუთარ და ნაკრების ძალებში დარწმუნებულია - გამარჯვება ყველასთან შეგვიძლია!..

"შალკეს" სტადიონზე ყველაზე მეტად...

საქართველოს ნაკრებმა 4 არენაზე ითამაშა. ყველაზე საფეხბურთო გარემო, სკამების იმგვარად განთავსება, რომ მაქსიმალურად ჩანდეს ის, რაც მინდორზე ხდება, სხვებზე მეტად "შალკეს" სტადიონზე შეიგრძნობოდა. ერთ დროს "აუფ შალკე" და ახლა "ფელტინს არენა" გადახურულია და მასზე თამაში ზამთარშიც მოსახერხებელია. ახლა რა პრობლემაც იდგა, ცოტათი ჟანგბადის დეფიციტი იგრძნობოდა, თანაც, ამ დღეს ძალიან ცხელოდა.

გელზენკირხენი ნაცრისფერი ქალაქია, აქ განსაკუთრებულს ბევრს ვერაფერს ნახავ. სამრეწველო დასახლებაშიც, ისევე, როგორც სხვაგან, მეტროსა და ტრამვაის აწყობილი სისტემაა. სტადიონზე ნებისმიერი ადგილიდან სწრაფად მიდიხარ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელია გამოცხადდა. ხვიჩა ნამდვილი ლიდერი და დიდი ფეხბურთელია, რომელსაც თავდაჯერება არ აკლია, შეუძლია რუსი ჟურნალისტის პროვოკაციულ კითხვასაც ზუსტად ის პასუხი გასცეს, რაც საჭიროა; ამავდროულად კი, მასში კვლავ ცოცხლობს გულწრფელი ბავშვი, რომელმაც თქვას, რომ იმედია, რონალდოს მაისური მისკენ წამოვა...

წინასწარმეტყველური ნიჭის გარეშეც იგრძნობოდა, "კვარას" პორტუგალიის კარი უნდა დაელაშქრა და ეს ძალიან სწრაფადვე მოხდა. გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა მაღალი კლასი აქვს. კვარაცხელიამაც ზუსტად იცოდა, როგორ უნდა ემოძრავა და სად მიიღებდა ბურთს... დავიჯერეთ, დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია და ბოლომდეც მივიყვანეთ ეს რწმენა, წინ მერვედფინალია!..

კიოლნი

მერვედფინალი კიოლნში ჩავატარეთ. ეს ქალაქი მანამდეც დავათვალიერეთ. კიოლნის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი არქიტექტურული მონუმენტია. კიოლნში ტურისტების ინტერესს შოკოლადის მუზეუმიც იმსახურებს. აღსანიშნავია ადგილობრივი, ისტორიული საფეხბურთო კლუბის მრავალფეროვანი მუზეუმი. ეს პრაქტიკაც როგორ გვჭირდება...

კიოლნის ფან-ზონაც განსაკუთრებულად აქტიური იყო, როგორც გასართობთა მრავალფეროვნებით, ასევე გულშემატკივართა აქტიურობით.

მერვედფინალში კვლავ საქართველოს ჰიმნის მოსმენა უდიდესი ჟრუანტელის მომგვრელი იყო - ყველა ოცნება ასრულებულია, იმან, რაზეც ბავშვობიდან ბევრი გვიფიქრია, ჩვენ თვალწინ ჩაიარა.

როგორ მოვექცეთ ჟურნალისტებს?!

უეფას დახმარებით, შიდა მოძრაობები თავისუფალი გვქონდა, რამაც საშუალება მოგვცა, სხვადასხვა ქალაქი დაგვეთვალიერებინა.

ჩვენ იდეალურისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, სადაც სპორტულ ჟურნალისტებს შესაბამისი პირობები ექნებათ და საქმისთვის პირადი თანხების დახარჯვა არ დასჭირდებათ, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ახლა ასე არაა?! ამიტომაც უმნიშვნელოვანესი იყო ის დახმარება, რაც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გაგვიწია. საქართველოს ნაკრების გვჯეროდა და პლეი-ოფსაც ველოდით, თუმცა სწორედ ფინანსური და სხვადასხვა მოტივით იყო, ჟურნალისტთა დიდ ნაწილს უკან გამოსაფრენი ბილეთი რომ ჰქონდა, მისი დაბრუნება სხვადასხვა სირთულესთან იყო დაკავშირებული და მართალია, გამარჯვებულებს, თუმცა სამშობლოში დაბრუნება მოუწიათ. რამდენიმე ჟურნალისტმა, რომლებიც გერმანიაში ზემოხსენებული პარტნიორობის ფარგლებში ვიყავით, აქ ყოფნა საკუთარი ხარჯებით განვაგრძეთ, მეოთხედფინალში გავსულიყავით, მთავარი საფიქრალი ახლა ეს იყო.

ისევ დავბრუნდებით!..

მდაას
კაი ჩემო ძმაო, ჩარტერში ჟურნალისტების ჩასხდომა ყოფილა საბჭოთა გადმონაშთი და დის დაქალების არა. კაია ასეთი ევროპა
მდაას
ტატოს არ უთქვამს რად გვინდა ახალი სტადიონი თბილისშიო, არამედ თქვა ხომ არ ჯობია რეგიონებში გავაკეთოდ მაგ ფულით სტადიონები, იკითხა უბრალოდ, ტრადიციებით ერთერთი უდიდესი საფეხბურთო რაიონს, ლანჩხუთს, რომლის ერთ დროს შესანიშნავი სტადიონი ყველას ანცვიფრებდა, დღეს რომ საშინელ დღეშია იმას ხომ არ მივხედოთო? თუ არ ვეთანხმებით კი ბატონო გაკეთეს თბილისში.
მდაას
ჟურნალისტების არ წაყვანა და ძმაკაცების, ნათესავების, ნაშების და ა.შ ფეხბურთთან არაფერ შეხებაში მყოფი ხალხის წაყვანაა სწორედ საბჭოთა ღრუზინული მენტალიტეტი.
მდააა
მოკლედ მთელი საქართველო ბებერი თუ ახალგაზრდა გაიძახის რომ ევროპა გვინდა მაგრამ უცნაური ის არის რომ საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდნენ ….ყველას დიდს თუ პატარას უნდა რომ მისი ხარჯები სხვამ გადაიხადოს აქ ფედერაციამ იქ ქარმა სახურავი ახადა მერიას თხოვს ფულს ვიღაცამ ტოტალიზატორში ფული წააგო ბანკის სესხებით მთავრობას თხოვს ანაზღაურებას ….ლიმონას სიტყვები მახსენდება სულ დე მეცოდება ეს ქვეყანა ბოლოსდსბოლოს მართლაც მეწველი ძროხაა თუ რააა …??? ევროპაში ანუ დასავლეთში და გინდაც აღმოსავლეთში ( აბა ჩრდილოეთის …..) მოვიშველიებ გენიალურ დანელიას სიტყვებს უბრალოდ ბოდიში რომ ღრუსების ენაზე ჩელოვეკ ჩელოვეკუ ვოლკ …ანუ ადამიანი ადამიანისთვის მგელია …1 ევროცენტის ან 1 ცენტის გამო წყურვილით რომ იხრჩობოდე წყალს არ მოგცემს არავინ ….ჩვენთან კი ყველას ყველაფერი უნდა უფასოდ ან ვინმეს დახმარებით …მეც ძან მინდოდა ოთხივე თამაშის ნახვა ცოცხლად გადავთვალ -გადმოვთვალე და მივხვდი რომ ოთხს კი არა ერთსაც ვერ გავქაჩავდი და ვუყურე ტელევიზორში …და თუ გავითვალისწინებთ რომ პირველი არხი ბლოკავს ფეხბურთს ევროპაში მომიწია უცხო ენაზე ან საზიზღარ ხარისხში ( პორტუგალია-საქართველო მიიჩნიეს მეორეხარისხოვან თამაშად და აჩვენეს პარალელური თურქეთი-ჩეხეთი) ასე რომ შე ოჯახ აშენებულო საქართველოს 4ივე თამაშს დაესწარი და იმის მაგივრად ღმერთს დაჩოქილი უმადლოდე კიდევ წუწუნეებ ( ღმერთის არ გეშინია უმადურობისთვის..?) თუ შენი დაწერილი სამი აბზაცი ეგეთი მნიდვნელოვანია ქართულ ფეხბურთისთვის რომ არა ჩამოვიწცევით …?! საიდან ამხელა ამბიცია ამ “სპორტულ ჟურნალისტებს” ერთმა ( არს იქ მეორეც იყო) კომენტატორმა გენია რომ გონია მისი თავი ( 1 არხიდან გამობუნძულების შემდეგ ) იმანაც გაბრაზებულზე მთავრობას თუ ფედერაციას ( ამათაც ხომ ვერ გაარჩევ ვინ ვინ არის ერთმანეთში ისე არიან აზელილი მერი დეპუტატი თუ პრემიერი უკვე მერევა რომრლი რომელია ) დააბრალა რომ მაგათ გამო დაგვბლოკესო …თუ დაბლოკვა უნდოდათ ან რატომ მიგიწვიეს თავიდანვე ან მთელი ევრო გაცალეს და ბოლოს 5 თამაში რომ დარჩა მერე დაგბლოკეს …თან მიზეზად მოიყვანა რომ მეო ვთქვიო რათ გვინდა ახალი თანამედროვე სტადიონი თბილისშო …ჯერ ფეხბურთის კაცი თუნდაც კომენტატორი ამას რომ იტყვი …თან თბილისში ცხოვრობ 1993 წლიდან არ ვცხოვრობ საქართველოში და მე ვიცი რომ დინამოს სტადიონს ყავს პატრონი თან 1 ლარად აქვს ნაყიდი და სტადიონს თუ დედას …..ვს თორემ არაფერს არ აკეთებს იმიტომ რომ ფედერაციას სჭირდება ნაკრების გამო ეგ სტადიონი და აი ფედერაციამ არემონტოს ჯერ ბარსა-სევილიის წინ მერე U21 ევროს წინ საფარს ფედერაციამ მოუაროს შუქის და წყლის ფული ფედერაციამ გადაიხადოს …ფიფიას ყურებით ყავდა დაჭერილი მთავრობაც და ფედერაციაც ….ამათ ადგილზე მე მივცემდი 1 ლარს უკან და ჩამოვართმევდი მაგრამ მერე ატყდებოდა პოლიტიკური მიტინგები კერძო საკუთრების დაცვაზე ….რა კერძო საკუთრება ლეგენდარული სტადიონი სული და გული საქართველოს და თან 1 ლარად …აი მაგიტომაც ჩვენ ავუშენებთ რაგბს და ფეხბურთს თანამედროვე სტადიონსო და ფიფიამ მიხედოს მის საკუთრებასო და იმას რომ აცალი დაანგრევს იმ სტადიონს და კორპუსებს და მოლებს ააშენებს ხოლო ჟურნალისტთა საძმო ფიფიას კი არ უტევდით ამ წლების განმავლობაში თუ როგორ ბოროტად იყენებდა დინამოს ამათ შეუტიეთ რათ გვინდა ახალი სტადიონიო ….და საერთოდ ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს იუტუბერებს და ასე შემდეგ …19 საუკუნის დონეზე ხართ გადახედეთ სხვა ქვეყნების ექსპერტებს თუ როგორ არჩევენ თამაშებს რა დასკვნები ან როდესაც საჭირო არის რა ინსაიდები აქვთ …და რა ხდება აქ თამაშებს ვერავინ ვერ არჩევს …ოკ ჯანდაბას აი ნახეთ რამდენი სტატია გიდევთ კვარაზე ან ჯორჯზე და ყველა არის გადმოთარგმნილი უცხო საიტებიდან ….ეს ფეხბურთელები ქართველები არიაან ნუთუ არ შეგიძლიათ დარეკოთ და პირველწყაროდან აიღოთ ინფო იმის მაგივრად გვითარგმნით ტუტუსპორტის ან ვიღაცეების პოსტებს …აი ნახეთ კვარას კონტრაქტზე რამდენი სტატია გიდევთ ვიღაც იტალიელი მეეზოვეს ან მცხობელის პოსტებიდან ნათარგმნი ….
სოსო
ღვთისავარ ანთაძე,მართლაც გამოირჩევა თავისი ობიექტური მიდგომებით და უსაბუთოდ ტყუილად არ დაიჩივლებდა.საქართველოში,ძალიან ცოტას გადასდის თავზე ფული და თუ თვითმფრინავში თავისუფალი ადგილები იყო,ისინი,სწორედ ჟურნალისტების და ვეტერანი ფეხბურთელებისათვის უნდა დაეთმოთ.რამდენიმე წლის წინ,გერმანიის თავდაცვის მინისტრი,იმ მიზეზით გადააყენეს,რომ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით,თავისთან ერთად,საკუთარი ცოლიც უფასოდ გადააფრინა.თუ სწორად მახსოვს,მერე,ბოდიშიც მოიხადა და ცოლის მგზავრობის ფასიც გადაიხადა,მაგრამ მაინც გაათავისუფლეს.გასაგებია,რომ ეს ჩვენთვის პირველი შემთხვევა იყო,მაგრამ უკვე ახლავე უნდა შეიქმნას რაღაცა დრეს კოდი,რომ სამომავლოდ ყველაფერი არა ადამიანური ურთიერთობების დონეზე,არამედ სპეციალური განაწესით რეგულირდებოდეს.ამ შემთხვევაში,გულდაწყვეტილი არავინ დარჩება. იმედია ამ წერილს გაგრძელებაც ექნება და ღვთისავარი შთაბეჭდილებების და ანალიზების გაზიარებას,წერილების ციკლით გააგრძელებს.ჩემი მხრიდან გერმანიაში ნამყოფი გულშემატკივრებისათვის ასეთი თხოვნა მექნება.მეგობრებო,იქნება გაგვიზიაროთ დაახლოებით რამდენი დაგიჯდათ ეს ყველაფერი,რომ სამომავლოდ იმათ,ვინც არ ყოფილან,საორიენტაციო დანახარჯებზე ჰქონდეთ წარმოდგენა და თუ მოუხერხდათ,რამდენი ფულის მოგროვება დასჭირდებათ,წასასვლელად.ისე,არც თქვენეულ შთაბეჭდილებების წაკითხვაზე ვიტყოდი უარს,თუ არ დაიზარებთ და ამ საიტზე გამოაქვეყნებთ,პოსტების სახით.

მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი არის ხვიჩა .ის თამაშობდა ისე, როგორც გუნდს სჭირდებოდა.

შესაძლოა ავტორი აბსოლიტურად მართალია , მაგრამ მე მისგან უფრო მეტ შთაბეჭდილებას ველოდი გერმანიიდან , სტატიის ნახევარი კი ფეხბურთის ფედერაციის მიმართ პრეტენზიას ეხება. კვარაზე კი რასაც წერთ , ძალიან სასიამოვნოა. ზოგადად ჟურნალისტებს ვარსკვლავები არ უყვართ ეგოცენტრიზმის გამო , ხვიჩას უშუალობა კი ეკრანიდანაც იგრძნობა.
რრრ
სპორტულ ჟურნალისტებს, რომ დაფასება და პატივისცემა სჭირდება ამაზე ორი აზრი არაა, რომ იძახით თავად გამომცემლობებმა დააფინანსონო, ვითომ არ იცით რა შემოსავლები აქვთ გამომცემლობებს, მასე კლუბებიც თავისით უნდა ირჩენდნენ თავს მარა რატო ეხმარება ფედერაცია? იმიტომ რომ საჭიროა, ასეა ობოექტური და სამართლიანი სპორტული პრესა, ეგენიც საჭიროა. მოვა ალბათ დრო როცა არც საფეხბურთო კლუბებს და არც სპორტულ მედიას სხვის დახმარება აღარ დასჭირდება
ლოთი
„სპორტალი“ და განსაკუთრებით ეს jურნალისტი ყოველთვის მოზომილი და ობიექტური კრიტიკით გამოირჩეოდნენ... როგორც ჩანს, ძალიან გააბრაზეს :( გასაგებია, რომ თავისი თანამშრომელი მედია-ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში მხოლოდ კაზინო-ტოტალიზატორების დაფინანსებული ვებგვერდების „ჭურნალისტებს“ აქვთ დაფინანსება... თუ ჩარტერულ რეისში ჰქონდათ ადგილი და იცოდნენ ღ.ანთაძის საჭიროების შესახებ, ფედერაციას აუცილებლად უნდა წამოეყვანა. მაგრამ ალბათ, ყველა ვხვდებით, რომ მხოლოდ ფეხბურთელები და მათი ოჯახის წევრები არ იქნებოდნენ თვითმფრინავში :( :(
სერგოს
ან ფედერაციის თანამშრომელი ხართ, ან დაკვირვებით არ წაიკითხეთ, ავტორს რაც უწერია. ზუსტად ეგაა ნათქვამი, რომ არაფერს ითხოვენ, მაგრამ ჩარტერში, რომელიც მაინც მოფრინავს, ჟურნალისტი და ყოფილი ფეხბურთელი რომ ჩასვა, არ შეიძლება? სამინისტრომ თუ გააკეთა ამდენი, ფედერაციას ეს მაინც ექნა. საერთოდ არ ვარ ამათი წინააღმდეგი, მარა მუჯირი დღე და ღამე ბარებში და კაზინოებშია, მაგას ექნება ჩაბარებული ეგ საქმე და რა გასაკვირია
სერგო
კომენტარს ვიცი წაიკითხავთ. ახლა გამოცნდება თავისუფალი პრესა და თქვენი ობიექტურობა.
სერგო
ყველა ჟურნალისტს ყავს თავისი ჟურნალი, გაზეთი, ტელივიზია, რედაქტორები ვინც მათ უნდა მიხედოს. ვერ გავიგე სახელმწიფოს და ფედერაციას რატომ ემათხოვრებიან და ეწუწუნებიან და სხვის ხარჯზე (ბიუჯეტის ანუ ჩვენ ხარჯზე)უნდათ თავისი საქმის კეთება, თან ნაწყენები რჩებიან.
გია_544
ნაკრების ლიდერი მინდორზე არის ჩაკვე! თამაში მიჰყავთ კიტე - ქოჩორა - ჩაკვეს. ნაკრებს ორი გული (კიტე-ქოჩორა) და 1 თავი/ტვინი (ჩაკვე) აქვს! როცა ეს სამეულია მინდორზე, მაშინ ყველა (კვარა/ მიქა/ მამარდა ) ტოპია! როცა ეს სამეული ერთად იყვნენ მინდორზე (სამი ტაიმი, მატჩ ნახევარი) მაშინ 3:1 დავამარცხეთ პორტუგალია და ესპანეთი. კვარა, მამარდა, მიქა მშვენიერები არიან. ყველანი გვიყვარს!
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...
კვარაცხელია და მბაპე რონალდოს განსხვავებულად დაემშვიდობნენ - როცა საყვარელ ფეხბურთელს ამარცხებ [PHOTO]
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
[VIDEO] საქართველოს ნაკრებს ახალი სათამაშო ფორმა აქვს
მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...
ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია