საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობას იწყებს, რომელსაც რუმინეთის ქალაქი პიტეშტი უმასპინძლებს. ევროპის 22 ქვეყნის ნაკრები A დივიზიონის 3 საგზურისთვის იბრძოლებს, რომლებსაც, ცხადია, ტურნირის 3 პრიზიორი მიიღებს. უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად იბრძოლებს საქართველოს ნაკრები, რომელსაც კოტე ტუღუში და მისი ასისტენტები – დავით და ალექსანდრე ნოზაძეები წვრთნიან.

20-წლამდელთა ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება ლატვიაში გაიარა, სადაც 6 ამხანაგური მატჩი გამართა. ქართველებმა ორჯერ დაამარცხეს სომხეთის ნაკრები, ხოლო ერთხელ ლატვიას მოუგეს. მასპინძლებთან მეორე მატჩი საქართველომ დათმო, ისევე, როგორც მატჩი უკრაინასთან და ისრაელთან. ეს ყველაფერი იყო მოსამზადებელი თამაშები, 12 ივლისიდან კი ოფიციალური ტურნირი იწყება, რომელსაც ტუღუშის გუნდი ალბანეთთან მატჩით ხსნის.

B დივიზიონში მოასპარეზე 22 ნაკრები 4 ჯგუფშია განაწილებული, რომლებიდანაც 1 წრის შემდეგ მეოთხედფინალში 2-2 საუკეთესო გავა. ჯგუფში ჩარჩენილი გუნდები 9-22 ადგილებს გაითამაშებენ, ხოლო 8 საუკეთესო ბრძოლას საპრიზო ადგილებისთვის გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ალბანეთია (12.07, 21:00), შემდეგ რუმინეთი (13.07, 19:00), ბულგარეთი (14.07, 16:30) და დასვენების შემდეგ, ბოლო ტურში, ჩვენი გუნდი ესტონეთს (16.07, 16:30) დაუპირისპირდება.

ყველა მატჩი პირდაპირ ეთერში, ფიბა-ს Youtube-არხით გადმოიცემა და მათი საყურებელი ლინკი თამაშის დაწყებამდე ჩვენი "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდება.

GBF.GE

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2023 წელს აღდგება
U20. კალათბურთი. პორტუგალია-საქართველო [LIVE]
U20. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს "მხოლოდ" 52 ქულით სძლია
"უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინასთან განადგურდნენ
U20. კალათბურთი. საქართველო-ესტონეთი [LIVE]
16-თვიანი პაუზიის შემდეგ - ქართველები არგენტინელების წინააღმდეგ!