თითქმის 16-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 18 ივნისს არგენტინელი თანატოლების წინააღმდეგ, საერთაშორისო სერიის პირველი შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოშში გამართეს და 10:82 დამარცხდნენ.

ჩვენი მორაგბეები ასაკით მოწინააღმდეგეებზე პატარები არიან. ქართველმა ახალგაზრდებმა საწყის ნახევარ საათში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს. ამის შემდეგ არგენტინელებმა დროის მოკლე ინტერვალში ორი ლელო დადეს და ამან თამაშზე სერიოზული გავლენა მოახდინა. საწყისი ნახევარი 3:21 დავთმეთ.

მეორე ტაიმში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სხვაობა შეამცირეს, მაგრამ შემდეგ არგენტინელმა ახალგაზრდებმა ტემპს მოუმატეს, ყველაფერი გამოსდიოდათ და საბოლოოდ, ეს ანგარიშშიც აისახა.

რადგან ილია მაისურაძე სამხრეთ აფრიკაში მოგვიანებით, "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელის რანგში ჩადის, "უმცროს ბორჯღალოსნებს" ტურნირზე ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი და თორნიკე ბუბუტეიშვილი უძღვებიან.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 24 ივნისს ურუგვაის შეხვდება, 28 ივნისს - სამხრეთ აფრიკას, ტურნირს კი 3 ივლისს, ამ ნაკრებებიდან რომელიმესთან კიდევ ერთი შეხვედრით დაასრულებს.

სოსო
მე იმტერნეტში,მაგრამ რაგბი ტვ-ს ლოგო ჩანდა და რეპორტაჟიც, ნიაზ მამრიკიშვილს მიჰყავდა.წყალბურთს,ფეხბურთებს გადავდიოდი და რომ დავაპაუზე ერთგან,რაგბი ამომიგდო.არც კი ვიცი,რომელზე ვიყავი კონკრეტულად.სხვა აღარც გამხსენებია.ამათ ვუყურე,მხოლოდ.მგონი თელავი შუქურას თამაშიდან მოვხვდი.
გიორგი
სად უყურეთ?
სოსო
ჩვენს ნახევარზე რომ გადმოდიოდნენ,მათ შეჩერებას,ვეღარ ვახერხებდით,წინაღობის გარეშე გაჰქონდათ ლელოები.უკანა ხაზი და განსაკუთრებით 9-10 ნომერი,ძალიან ჩამორჩებოდნენ,შესაბამის ამპლუის მოწინააღმდეგეებს.კი,ასაკითაც 1-2 წლით უმცროსები არიან,მაგრამ მთლიანად დაიშალნენ და ამის დაშვება არ შეიძლება.აშკარად ჩანს,როგორ დააკლდათ ძლიერ მეტოწეებთან თამაშის პრაქტიკა,ჩვენს ბიჭებს.თითქმის მთელი გუნდი,ლელოს მოთამაშეები არიან და ორი სამი მსგავსი დონის სხვა აკადემიაც რომ გვქონდეს,დარწმუნებული ვარ,ასე ვერ გაილაღებდნენ,არგენტინელები.მთავარია ბიჭებმა ფსიქოლოგიური ტრავმა არ მიიღონ და მებრძოლი ხასიათი გამოავლინონ,თორემ არგენტინელების და აფრიკელების დამარცხება,ორი წლით უმცროსი ბიჭებით,წარმოუდგენელი სირთულის ამოცანა რომ იყო,ეს თავიდანვე ცხადი იყო.პირველ რიგში ალბათ ხასიათის გაძლიერებაზე უნდა იფიქრონ მწვრთნელებმა,მერე კი,უკანა ხაზის თამაშის გაძლიერებაზე.ასე შენელებული, ბურთის რაქიდან გამოტანა,არავისთან მოგვცემს გამარჯვების საშუალებას
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის B დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2023 წელს აღდგება
U20. კალათბურთი. პორტუგალია-საქართველო [LIVE]
U20. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს "მხოლოდ" 52 ქულით სძლია
U20. კალათბურთი. საქართველო-ესტონეთი [LIVE]
16-თვიანი პაუზიის შემდეგ - ქართველები არგენტინელების წინააღმდეგ!