დღეს, 14 ივლისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატის ფინალია და ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" (71 000 მაყურებელი) კონტინეტის მეფეს გვირგვინს დაადგამენ - ესპანეთი თუ ინგლისი?

მიუხედავად იმისა, "ფურია როხა" უმრავლესობის აზრით ფავორიტია და ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი მართლაც საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, ეს ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მითუმეტეს, 1966 წლის შემდეგ "ფეხბურთის სახლში" დაბრუნებაზე, ანუ ინგლისის ნაკრების გამარჯვებაზე საუბრობენ, რაც არ მომხდარა... გარეთ საუთგეიტს ბევრს აკრიტიკებენ, თუმცა ფაქტია, ის ევროზე ზედიზედ მეორე ფინალს თამაშობს. საინტერესოა, რომ ინგლისელები გადამწყვეტ შეხვედრაში საკუთარი ქვეყნის მიღმა პირველად ასპარეზობენ.

ფრანგი ფრანსუა ლეტექსიის საფინალო სასტვენის შემდეგ ერთ მხარეს დიდი ზეიმი იქნება. მოგეხსენებათ, ერთი წლის წინ ამ ქვეყნების 21-წლამდელები ევროპირველობის ფინალში ერთმანეთს ბათუმში დაუპირისპირდნენ, სადაც ინგლისელებმა (1:0) გაიმარჯვეს. რაც შეეხება ქალების ფინალურ დაპირისპირებას, მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთმა (1:0) დაამარცხა ინგლისი. ასე რომ, ამ ორი ქვეყნის სანაკრებო ჰეგემონია გრძელდება.

ესპანელებმა ჯგუფური ეტაპი გოლგაუშვებლად დაასრულეს, საკუთარ კარში პირველი გოლი კი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მიიღეს, რობინ ლე ნორმანდმა ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებასა და ხვიჩა კვარაცხელიასგან მომლოდინე ხიფათს ვერ გაუძლო და უნაი სიმონს გაუტანა. ამას გერმანიასა და საფრანგეთთან გამარჯვება მოჰყვა. ინგლისელებს უფრო მარტივი გზა მეტად გაურთულდათ, ჯერ ჯგუფში, შემდეგ კი პლეი-ოფში. ისინი თითქოს დაღლილები და უფანტაზიოები ჩანდნენ...

თუკი ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე არასდროს გაუმარჯვია, ესპანელებმა ეს სამჯერ შეძლეს, ფინალში კი ერთხელ დამარცხდნენ.

ტურნირზე ბომბარდირთა დავაც მიმდინარებს, სადაც გიორგი მიქაუტაძეც ჩართულია. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი - ჯუდ ბელინგემს პრეტენზია აქვს, "ოქროს ბურთი" მოიგოს და ამისთვის მას ევროპირველობის მოგება ძალიან დაეხმარება. მისი მთავარი კონკურენტი ახლა მაინც ვინისიუსია (არ დაგვავიწყდეს, მესი კოპა ამერიკის მოგებას უახლოვდება და გამორიცხული არაფერია). ასე რომ, ჯუდს თავისი მიზნები აქვს.

ესპანელი ლამინე იამალი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. ის 17 წლის გახდა და თავის გამოჩენას ფინალშიც ეცდება. მთავარი დანაკლისი პედრია, რომელმაც ტრავმა გერმანიასთან მიიღო.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი- კარვახალი, ლე ნორმანდი, ლაპორტი, კუკურელია - რუისი, როდრი, ოლმო - იამალი, მორატა, უილიამსი;

ინგლისი: პიკფორდი - უოლკერი, სტოუნსი, გუეჰი - საკა, მაინო, რაისი, შოუ - ბელინგემი, ფოდენი - კეინი.

ვალერის
სტატისტიკა მეორე ხარისხოვანიც არ არის. მთავარი შედეგი და ტაბლოა სადაც ეწერა 40 წთ. მდე საქართველო-ესპანეთი 1-0 და ესპანეთს გოლი აჩუქეს. ასევე წითელი არ მისცეს. გასაგებია რომ ესპანეთი რომ გამოგვეგდო არეულობები დაიწყებოდა. თორე თუ გინდა 60 ჯერ დაარტყი და 100% ბურთის ფლობა გქონდეს თუ ეგ გიშველის. მთავარი ანგარიშია. სწორედაც ევროპის ჩემპიონებს ვჯობნიდით ანგარიშით. მსაჯმა ყველაფერი გააფუჭა.
დავითი
შემადგენლობა დაგეწერათ!
G.LA
როცა კამბოჯა გახდება ევროპოს ჩემპიონი, მერე მათ შემდეგ ინგლისიც გახდება ევროპის ჩემპიონი..
ვალერი
ესპანელებმა 14 ჯერ დაგვირტყეს კარში,ჩვენ საერთოდ არ დაგვირტყამს,ბურთის ფლობა იყო 76-24,ხოდა რა ნამუსით უნდა თქვა რომ ესპანეთი მსაჯების დახმარებით გავიდა?
gel-100
ერს თავი დაანებე ერის სახელით საუბრის უფლება ვინ მოგცა? საკუთარ თავზე ილაპარაკე და თუ საკუთარი თავი ავადმყოფად მიგაჩნია არ ვიცი,,სტატისტიკა ფეხბურთში რო მთავარია ეგ ბავშვმაც იცის, მით უმეტეს ფორვარდისთვის,,მოედანზე არსებობს ათიანის პოზიცია კიდევ ვინგერები და ნახევარმცველები რომლებიც თამაშის სანახაობაზე ზრუნავენ და გავლენას ახდენენ ხოლო ფორვარდისთვის მთავარია გატანილი გოლი იქნება ეს პენალტით, ჯარიმით თუ კუთხურით,,მიქაუტაძე არის ას პროცენტიანი ფინიშერი, შეტევის ცივსისხლიანი დამგვირგვინებელი და ასეთი ფორვარდის ყოლა ფუფუნებაა,,გოლები და სტატისტიკა თუ არაფერია მაშინ არველაძე რის საფუძველზეა ქართული ფეხბურთის ლეგენდა?
giorgi
ავადმყოფი მართლა ხარ და შენნაირი ტვინის ადამიანები არიან ავადმყოფებიც და უბრალოდ ბოროტი ბიო მასა
ქართველი
ავადმყოფი ერი რატომ ვართ? საფრანგეთს თუ ნახევარ ფინალი უხაროდა 2 ავტოგოლით და 1 პენალტით, შენ ვინ პელეს შვილიშვილი მყავხარ ასე რომ ლაპარაკობ ერზე?! ისე შეგიძლია ,,ვართ" აღარ იხმარო! ნამდვილად არ არის ქართული სისხლის და გულის დაწერილი ეს კომენტარი
Walter White
წარმატებას ვუსურვებ ჟორჟს, მაგრამ...2 პენლით, ერთი გოლით და ოთხ თამაშში კარისკენ 3 ჯერ დარტყმით თუ "ოქროს ბუტსი" უნდა გვიხაროდეს, მაშინ მართლაც ავადმყოფი ერი ვართ.
აი ნახეთ
ესპანეთი ინგლისს ჩაუკეტავს თამშს და კონტრშეტევაზე ითამაშებს....ვითომ შემტევი გუნდი...კარში ეყოლება ავტობუსი
sandrex
ინგლისი მოიგებს 8-5-ს,გოლებს გაიტანენ:ფოდენი-3,საკა და უოტკინსი 2-2,ბელინგემი-1;ესპანეთიდან - იამალი -2,მორატა-2,ფაბიან რუისი- 1.მართალია ყველა ამ ფეხბურთელს სამი გოლი დაუგროვდება,მაგრამ ჩვენს ჟორჟიკას ხომ ვერ გადაასწრებენ?ჰოდა გაიყოს ყველამ ძმურად,თან მაგარ ფეხბურთსაც ვიხილავთ!აბა ჟორჟიკას ოქროს ბუცისთვის 0-0-ს რომ გულშემატკივრობთ ეს ნორმალური???მარტო რომ იგებდეს კიდე ჰო!!!
აქვსენტი
კარგი რა,რა ზღაპრების გჯერა..11 კაცით კარებში ვიდექით და ეგეთ დროს ყველას გაუჭირდება გოლის გატანა.გადაგვიარეს რასაც ქვია,რა გაუჭირდათ.
555
მართალი ხარ პაპაჯან!
irakli
ფინალისტს მოვუგეთ ტაიმი გოლი რო არ ეჩუქნათ და პირველი ჩვენთან გაუშვეს. მსაჯების დახმარება დასჭირდათ რო გაგვცდენოდნენ (წითელი რო არ მისცეს და გოლი ჩაუთვალეს). თურმე ძაან მაგარი გუნდი ვყოფილვართ. თუ წაგებაა მასეთი ბინძურად წაგება ჯობია.
ირაკლი
ესპანეთი თუ ფავორიტია, ინგლისი ფეხბურთის სამშობლო და დამფუძნებელია თანამედროვე ფეხბურთისა. უფრო მეტი ვარსკვლავი.
მეგრელი
ინგლისს ბურთს არ ათხოვებენ ი.ენნა
ტიჯანი პაპა
ერთის დედაც და მეორისაც. 0-0 დამთავრდეს და პენლებში ვისაც უნდა იმან მოიგოს. მთავარია ჩვენმა ჟორჟმა ჩაიხუტოს ოქროს ბუცი. ესეთი შანსი ალბათ 50-100 წელი აღარ გვექნება კიდევ.
ქართული ფსიქო
მსხვერპლს რომ მოძალადე უყვარდება ხოლმე ეგრე ვართ ჩვენ ესპანეთმა რამდენჯერ მოგვიგო ეხლა ვგულშემატკივრობთ ადრე იტალია იყო ეგრე გვიგებდა მართალია პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობდა და რა შუაშია ეს?!
ქუთაისი
რა ესპანეთი მოიგებს, თუ ინგლისი!.. ჩვენ უნდა ვუგულშემატკივროთ ჟორჟის ოქროს ბუცს!.. ამისათვის საჭიროა, რომ გოლი ვერ გაიტანოს დანი ოლმომ და ჰარი კეინმა. და ასევე, ორი გოლი ვერ გაიტანონ ფაბიან რუისმა და ჯუდ ბელინგემმა... სხვა ფეხბურთელებიც არიან მიქაუტაძის კონკურენტები, მაგრამ მათ სამი გოლი უნდა გაიტანონ, რაც ფინალში თითქმის შეუძლებელია...ასე რომ, ამ ღამეს ველოდები ოქროს ბუცს საქართველოში... ესპანეთი მოიგებს თუ ინგლისი,ამ შემთხვევაში, ნაკლებად მაინტერესებს.
SOS!!!
მჯერა, რომ ესპანეთის ნაკრები გაიმარჯვებს და ამ გამარჯვებაში ლამინ იამალი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ლაშა
მართალია! ტყუილად არ მოუგო გერმანიას გერმანიაში!…
ქუთაისი
ჟორჟს ოქროს ბუცი! დანარჩენი, გინდაც ესპანეთს მოუგია, გინდაც ინგლისს.
ესპანეთის ფანი ბავშვი
ესპანეთი პრაგმატულ ფეხბურთს რომ არ თამაშობდეს ალბანეთს ერთ გოლზე მეტს გაუტანდა ამიტომ ნუ გიყვართ მაგ ესპანეთის განდიდება
გიო
ესპანეთი თუ მოიგებს გადაუსწრებს გერმანიას ექნება 4 ტიტული და სრული ჰეგემონია.
გიგა
არც ესპანეთის და არც ინგლისის ფანი არ ვარ, არცერთი არ მევასება, მაგრამ უბრალოდ ჩემს ვარაუდს ვიტყვი, ინგლისი გაიმარჯვებს.
ნუცა ლომაძე
სავარაუდოდ მეც ინგლისი მგონია იმარჯვებს დღეს...იღბალაა ამ ჩემპიონატზე
Givi
დღეს ინგლისი იგებს უეჭველი, ამ ბოლოს ვინც უფანტაზიო და პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობს ისინი იგებენ...
ლაშა
არის ოციოდე წლის წინ გადაღებული მულტფილმი “სიმპსონები”, რომლის ერთ-ერთ მონაკვეთში ინგლისის ნაკრები ფინალში იმარვებს!… ო როგორ არ მინდა ეს მოხდეს! ეს იქნება ფეხბურთის ამაოების ზეიმი, უაზრო და უინტერესო ფეხბურთის!
საღოლ
ბათუმზე ფიქრობენ ესპანელები:))))
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში ამას დიდი განხილვა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვებოდა" - უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოსთან მატჩამდე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
გულშემატკივრები შოკში არიან - 2026 წლის მუნდიალზე FIFA-ს მიერ ბილეთებზე დაწესებულმა ფასებმა ყველა გააოგნა
იტალიაში პროტესტია და ისრაელთან მატჩის გაუქმებას მოითხოვენ - გატუზო ტექნიკურ მარცხზე საუბრობს
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს - ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ
საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან - რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?
ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან
marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს
იამალი საქართველოსთან ვერ ითამაშებს - დე ლა ფუენტესთვის მნიშვნელოვანი "ჯვაროსნების" დამარცხებაა
კვარაცხელია და მბაპე რონალდოს განსხვავებულად დაემშვიდობნენ - როცა საყვარელ ფეხბურთელს ამარცხებ [PHOTO]
ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...
"დიდი იმედი მაქვს, ორშაბათს საუთგეიტს სერის წოდება ექნება" - პოლ მერსონი
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...
ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..
მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...
პსჟ "ლილთან" ფრეს დასჯერდა - ხვიჩა დღეს ნაკრებს შეუერთდება
ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით - "კვარას" ამბავი