ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მიქაუტაძემ ახსნა, რატომ გააკეთა არჩევანი "ლიონის" სასარგებლოდ - ქართველის პირველი კომენტარი მშობლიურ გუნდში ჩარიცხვის შემდეგ... ცნობილია, როდის შედგება მისი დებიუტი [VIDEO]

მიქაუტაძემ ახსნა, რატომ გააკეთა არჩევანი "ლიონის" სასარგებლოდ - ქართველის პირველი კომენტარი მშობლიურ გუნდში ჩარიცხვის შემდეგ... ცნობილია, როდის შედგება მისი დებიუტი [VIDEO]

"ლიონში" დაბრუნების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ კლუბის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.

მას კითხვა ალექსანდრ ლაკაზეტთან ერთად წყვილში თამაშსა და ახალი დუეტის შექმნაზე დაუსვეს. როგორც ირკვევა, მწვრთნელს სწორედ ქართველისა და ფრანგის შეტევის ხილვა სურდა და გიორგიმაც არჩევანი "ლიონზე" სწორედ ამიტომ შეაჩერა.

"ლაკაზეტთან ერთად დუეტში თამაშს და მის ოლიმპიადიდან დაბრუნებას მოუთმენლად დაველოდები. ის უმაღლესი დონის ფორვარდია და მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

მინდა, მის მაგალითს გავყვე. ალექსანდრმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და ის ერთი პერიოდი "არსენალის" თავდამსხმელიც გახლდათ.

ისევე, როგორც ბენზემა, მე და ლაკაზეტიც ერთმანეთს რაღაც მხრივ სათამაშო ასპექტებში ვგავართ. ანუ მხოლოდ გოლის გატანაზე არ ვართ ორიენტირებულნი, ვაკეთებთ ასისტებს და ვქმნით კომფორტულ სიტუაციას ჩვენი თანაგუნდელებისთვის. ასევე, შანსები ჩვენითაც უნდა მოვიპოვოთ.

ეს არის ის, რაც გამოგვარჩევს დანარჩენი "ცხრიანებისგან". ვცდილობთ, სივრცე გავუჩინოთ სხვებს, შევქმნათ სხვაობა. ძალიან მინდოდა "ლიონში" დაბრუნება, მაგრამ რომ არა ამ გუნდის მწვრთნელი, შესაძლოა, აქ სულაც არ ვყოფილიყავი და არჩევანი "ოლიმპიკის" სასარგებლოდ არ გამეკეთებინა.

მან (პიერ საჟმა) მითხრა, რომ ლაკაზეტი-მიქაუტაძის დუეტის ხილვა ძალიან სურდა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ვარ!

მწვრთნელმა ჩემს ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო და ახლა ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. შევიკრიბებით და საქმეს შევუდგებით!

აქედან რომ წავედი, ბიჭი ვიყავი, ახლა კი კაცი ვარ! აგენტს ვეუბნებოდი, რომ აქ დაბრუნება ძალიან მინდოდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აქ ჩემი საქმე და ისტორია ჯერ არ დამისრულებია", - თქვა მიქაუტაძემ.

ინფორმაციისთვის, "ლიონი" ახლა ავსტრიულ შეკრებაზეა და გიორგის შვებულებისთვის კიდევ რამდენიმე დღე ექნება დარჩენილი.

ქართველი "ოლიმპიკის" საწვრთნელ პროცესში 27 ივლისიდან ჩაერთვება, როდესაც გუნდი სამშობლოში დაბრუნდება.

სავარაუდოდ, მიქაუტაძის დებიუტი "ლიონის" შემადგენლობაში 31 ივლისს, "ტორინოსთან" ამხანაგურ შეხვედრაში შედგება.

• კითხვა უნდა იცოდე მემგონი

ტიპები არ კითხულობთ სტატიებს საერთოდ კომენტარებს ისე აკეთებთ, აი ფაქტი და დასტური მაგისა. სტატიის წაკითხვა თუ არ გინდათ რას მოეთრევით ამ გვერდზე საერთოდ? დევს თარგმანი და წაიკითხე აგერ, თუ ეგეც უნდა დაგიღეჭონ და თავში ჩაგიდონ აბლატავებულ გოიმებს. დეგრადაციის დონე ნახე, იმიტომ რომ ეს არის უპატრონო ერი აზრზე მომყვანი არა ყავს არავის. გამოაქვეყნეთ თუ შეიძლება

• ჭიჭიკო

წარმატებები გიორგი, საქრთველოში ყველას უყვარხარ

• საბა

საზანოვი რა შუააშია? რამე ტრანსფერი გამომრჩა თუ ტორინოს ეთამაშება ლიონი სადმე?

• საბა

საზანოვი რა შუააშია? რამე ტრანსფერი გამომრჩა თუ ტორინოს ეთამაშება ლიონი სადმე?

• 555

ვაჰ,რაჯიგრით არის შენი ნათქვამი!

• დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს

თითქმის მივხვდი რაზე ლაპარაკობდა

• ბს

ვერ მივხვდი რა ხდება? იქნება დაწეროს ვინმემ სად უნდა შეხვდეს საზონოვს, კონფერენც ლიგაზე?

• ვანჩოპე

ტორინოს ხვდებიან, თუ საზონოვი გადავიდა საფრანგეთში?

• ვაჰ

ჟორჟ, მაინცდამაინც პირველივე თამაშში ნუ დაჩაგრავ საზანოვს, ეგაც ძირითადში ეცდება თავის დამკვიდრებას. სხვები კი ბატონო, რამდენიც გენებოს მოატყუე და შეყარე გოლები. სულ წარმატებები! დაადუღე ყველა გუნდი ვინც წელს გზაზე გადაგეყრება!))

გენას ჩაჯ-ლი სიფათი დამანახა ერთი რა, კრაკადილ გენად გადაიქცა მგონი.

• ბაჩი

მგელი ხარ გიო✊❤️

• გეგი

წარმატებები ჟორჟ.

• ალექს

საიტის ადმინისტრაცია თვლის რომ ფრანგული უნდა ვიცოდეთ თუ როგორაა საქმე?

აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"

Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს

აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა

შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა

პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს

ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში

გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს

"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა

"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს

აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა

ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?

"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას

"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?

პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს

დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს

"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს

პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს

დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს

"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა

ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება

"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?

ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს

რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს

"თქვენი "მეფე გიორგი" სამუდამოდ მადლიერი იქნება" - მიქაუტაძე "მეცს" ემოციური პოსტით დაემშვიდობა

მიქაუტაძე პრემიერლიგაში? - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს

"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე

"სიმშვიდე არ ჰქონდა, თავს არასასურველად გრძნობდა" - მიქაუტაძის შესახებ "აიაქსში" მისმა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ისაუბრა

Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს

ალმადა მიქაუტაძის "ლიონში" აღარ ითამაშებს - ფეხბურთელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს

რა მოხდა სინამდვილეში "ლიონში" - უღირს მიქაუტაძეს დარჩენა?

გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს

ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს

"მიქაუტაძესთან" სატელეფონო საუბარი მქონდა, თუმცა..."- დე როსიმ ქართველზე ისაუბრა