ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

საქართველოს ნაკრებისა და "პერსეპოლისის" ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში "ნოესთან" სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

გიორგიმ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც თბილისის "დინამოს" კაპიტანი გახდა.

- გაიხსენე დღე, როდესაც თბილისის "დინამოს" კაპიტანი გახდი. რამდენად დიდი პასუხისმგებლობა იგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მაგ პერიოდის "დინამო" ის "დინამო" აღარ იყო, რაც მის ისტორიაში არსებობს, მაგრამ წარმოიდგინე, კაპიტანი ხარ იმ გუნდის, რომლის კაპიტნებიც იყვნენ მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი...

- პირდაპირ გეტყვი, რადგან გახსნილი გადაცემაა, ეგ გვარები, რომლებიც შენ ჩამოთვალე და ეგ თაობა, ჩვენთვის საპატივცემულო ფეხბურთელები და უდიდესი ფეხბურთელები უდიდესი მიღწევებით, მაგრამ შემდეგ ისინი მოგვევლინენ, როგორც მწვრთნელები. მე პირდაპირ გეუბნებით და არ მოვერიდები ამის თქმას, ისინი იყვნენ დიდებული ფეხბურთელები, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იყვნენ დიდებული მწვრთნელები. აბსოლუტურად ორი სხვადასხვა პროფესიაა.

- 1981 წლის "დინამოდან", სახელები რომ გავმიჯნოთ, რომ ვიცოდეთ იმ გუნდების სახელები, რომლებიც შემდეგ სამწვრთნელო კარიერაში ძალიან მაღალ საფეხურზე იდგნენ, იყო ორი ადამიანი - ჩივაძე და ყიფიანი. ორივე იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. რას გულისხმობ შენ?

- 1981 წლის "დინამო" და მათი წარმატებები ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, ისინი ჩვენთვის სათაყვანებელი ფეხბურთელები არიან და ის გვარები, რომლებიც ჩამოთვალე, ჩვენ მათ ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ვგულისხმობ "დინამოს" თაობას. მახსოვს, ჩემს თაობაში ვქომაგობდით საქართველოს ნაკრებს, მუდმივი წარუმატებლობა იყო... რა თქმა უნდა, იყო წარმატებული მატჩებიც, გვყავდა შესანიშნავი თაობა, თემურ ქეცბაია, შოთი არველაძე, გიორგი ქინქლაძე, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, გოჩა ჯამარაული... შესანიშნავი თაობა, რომელსაც უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. მესმის, რომ ცუდი დრო იყო, მაგრამ ნახეთ, ფეხბურთი მუდამ ვითარდება. შენ თუ ოდესმე გაჩერდი და ჩათვალე, რომ ფეხბურთში ყველაფერი იცი და გესმის, შენ ყოველთვის ჩამორჩები. მე ვფიქრობ, ეს ადამიანები უკვე, რომლებმაც ფეხბურთის თამაში დაასრულეს და მოგვევლინენ უკვე ამ ბიჭების მწვრთნელებად, მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, ამ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში. ეს თაობა იყო საგანძური ქართული ფეხბურთისა და ჩვენ გვმართებდა, რომ ისინი უკეთესად გამოგვეყენებინა. იქ არსებობს სხვადასხვა არგუმენტი, რომ "იცი რა, მაშინ არ ვიცოდით, როგორ უნდა მოვმზადებულიყავით, მაშინ არ ვიცოდით, რა უნდა გვეჭამა და დაგველია", გასაგებია, ისევე არ იცოდნენ სხვა ერებმაც... ამათი ვალდებულება ის იყო, რომ გარდა იმისა, რომ იყვნენ ძალიან დიდი ფეხბურთელები, როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, მათ თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ. ეს დღესაც ასეა. მაგალითად, ფეხბურთელები, რომლებსაც უდიდესი კარიერა აქვთ, შემდეგ უკვე მაკვირვებენ, როგორც მწვრთნელის რანგში, ისეთ რაღაცებს აკეთებენ, თითქოს ფეხბურთი არც უთამაშიათ. სამწვრთნელო სპეციფიკა აბსოლუტურად განსხვავდება ფეხბურთელის პროფესიისგან", - განაცხადა გველესიანმა.

• pepe

სიმარტლე მცარეა ასიანია ეს ბიჯი სიმარტლე

• ეჰ

მწარე სიმართლეს ამბობ მეგობარო, რომელიც საქართველოში არავის უყვარს. 90 იანების ქართული ფეხბურთი და ნაკრები ნარკომანებით რომ იყო სავსე და ყველა იჩხერდა , ეწეოდა , ეს არსად გაჟღერებულა. თითქოს არავინ იცის. ხმამაღლა რომ თქვა , ალბათ ჩაგქოლავენ

• ნაპოლეონი

სიმართლე ყველას ეკლად ედება . . . ქართული ფეხბურთის განადგურება ცხონებულმა ნოდარ ახალკაცმა დაიწყო და მიყვნენ დანარჩენები...ერთია კიდე არასდროს არცერთ ვეტერან ფეხბურთელს ხმა კრინტი არ დაუძრავს იმ უმსგავსობებზე რაც ქართულ ფეხბურთში ათწლეულები გრძელდებოდა.ყველას ქონდა თავისი ტკბილი ლუკმა .ზოგმა აკადემია გახსნა ზოგმა რა ზოგმა რა. . . არველაძეების თაობას თუ ბურთს უთმობდნენ იცოცხლე მარა თუ პრესინგი და კუთხეები იყვნენ. . . აქ ვიღაცეები რაღაცეებს იხსენებენ და რომ დავიწყო სამარცხვინო გამანადგურებელი წაგების ჩამოთვლა და იმ წაგების მერე თვითმფრინავში შარაფები სამი თვე არ მეყოფა. . კაცმა გაბედა და თქვა სიმართლე და ლიბერასტული ბრიგადა ეცა ეგრევე

• SNM

პირველ რიგში მადლობა მთლიან ნაკრებს ასეთი წარმოუდგენელი შედეგისთვის. რაც შეეხება გველესიანის ამ განცხადებას.რთულია ილაპარაკო რისი გამოსწორება შეიძლებოდა წარსულში. მაგრამ მის ეს განცხადება არ მომეწონა. ჯობია საქმეს მიხედოს და თუ რამის მაქნისია თვითონ მოვიდეს მწვრთნელად განვითარდეს ამ საქმეში და მოაგებინოს ნაკრებს მსოფლიო ან ევროპა. კი მოვა მწვრთნელად ალბათ მაგრამ ამაზე ნამდვილად არ იტყვიან დიდი ფეხბურთელი იყოო, რადგან არ არის და არც არასდროს ყოფილა პრინციპში

• ვახსიმონტო

ეეე !რა ვეღარ დაიღალეთ ამდენი ღრენით? ხალხო დაწყნარდით ნერვები დაიოკეთ, პატივი ეცით ერთმანეთს და ქვეყანას, აბა ასე ავაშენებთ "ახალ საქართველო"ს ?? არაა ჩვენი საქმე დამოუკიდებლობა და თავისუფლება , სულ ამას მივტირით და როცა ამის შანსი გვეძლევა ყველა თავისკენ ქაჩავს "თბილ საბანს" ქვეყანა და ხალხი ვისღა ახსოვს ?!

• Irakli

ეროვნულმა ნაკრებმა ძალიან გაგვახარა, შესაბამისად მისმა ყოველმა წევრმაც, და ამისათვის მათი მადლობელი ვიქნები სულ! ამ ბიჭთან ვინმეს თუ მიგიწვდებათ ხმა სთხოვეთ, რომ ერთადერთი რასაც ვთხოვთ, გაჩუმდეს სანამ ბოლომდე დაუკარგავს ხალხის პატივისცემა, არ არის მისი საქმე "ბრძნული" აზრების ფრქვევა!

• ციციკორე

ამასობაში, გლობალურმა ომის პარტიამ, რუსების ბალკანური კურკლები დაჩაგრა 6-2.

• ციციკორე

ვინ თხოვდა? ჟორდანიას ვერ შეწვდა და ჩივაძეს დააბრალა ქართული ფეხბურთის დანგრევა? იმ თაობას, სანაკრებო დონეზე მეტი რა უნდა ექნა? ბოდიში ახლა, ინგლისს, იტალიას და გერმანიას რომ ვერ აჯობეს და ქვეჯგუფში ვერ ჩატოვეს. მაშინ ისე ვერ მოხვდებოდი ევროზე. მაკედონია-ლუქსემბურგებს, უელსს და პოლონეთს, ძირითადად უგებდნენ. ერთი თამაში ძალიან მაგარ ბულგარეთსაც მოუგეს. იტალიას ფრე გაუგორეს.

• გიორგი V

ამ ბიჭმა გაბედა ეთქვა ის რასაც ყველა უყრუებს!დიდი ფეხბურთელობა არ ნიშნავს მაგარ მწვრთნელს ან მაგარ პიროვნებას!დინამოში მოსახვედრად პატარა ბიჭებს მაყუთს ვინ თხოვდა ხოარ იცით?!

• ხვიჩა

ადრე ტელევიზორს რომ ჩართავდი ყველა არხზე დუტა გამოდიოდა და ასე გრძელდებოდა სანამ ხალხს ყელში არ ამოუვიდა და ფურთხება არ დაიწყო. ახლა ეს გაიჩითა დუტასავით. კლუბების და ეროვნული ფედერაციების დიდი უმრავლესობა ფეხბურთელს უკრძალავს ინტერვიუს მიცემას ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე. ამ ბიჭს ჭკუის დამრიგებელი არ ჰყავს. ხალხმა შეგაქო და შეირგე რა...

• გიორგი

სამაგიეროდ ჟორდანიამ ჰოლანდიაში 2 კლუბის შესაძენი ფული მოაქუჩა, ეტყობა მაგ გამოსაცვლელ მაიკებს სტადიონთან მაღაზიაში აბარებდა

ჯერ გონებით შეზღუდულია გველესიანი და ამას დამატებული ჭორიკნობა..

• გიორგი

რა ხორვატია მართლა სად ხარ, იქ ნატოს ჯარი იდგა აქ კიდე რუსეთის. იქ ომი 1 თვეც არ ყოფილა აქ კიდე წლები ომი იყო. ხორვატიას გარშემო ევროპა ყავდა ჩვენ კიდე რუსეთი. რა ნამუსით ადარებ ხორვატიას.

• გიორგი

ძააან ყოვლის მცოდნესავით ლაპარაკობს, რა იცის რომ არ ცდილობდნენ თავის განვითარებას საიდან მოიტანა? რა დროც იყო და რა ქვეყანაც იმაზე უკეთესი გუნდი იყო. ეს ერთა თასი და 24 გუნდი, რომ ყოფილიყო მაშინაც გავიდოდით ევროპაზე. არ აუვარდა ტიპს თავში?! 15 წუთი ითამაშა და ისე ლაპარაკობს გეგონება მარტომ მოიგო ევროპა. თავი კიტრი გონია და სინამდვილეში...., ვინმემ ურჩიოს ცოტა დაფიქრდეს სანამ რამეს დააბრეხვებს. ცნობისთვის მაშინ სხვა ქვეყნებში ესე არ იყო რომ: სველი მაიკით გადიოდნენ მეორე ტაიმში რადგან გამოსაცვლელი არ ქონდათ. ერთ დუშში არ ბანაობდნენ ბაკში გაცხელებული წყალით, რომელიც 3 კაცს ყოფნიდა. ფეხბურთელებს არ ჩაქონდათ ნაკრებში სავარჯიშო ფორმა და სამედიცინო საშუალებები რომელსაც ნელნელა აგროვებდნენ. თბილისიდან კოპენჰაგენში არავინ მიდიოდა ავტობუსით კიდევ ბევრი შეიძლება გავაგრძელოთ. და ეს ნაგლი გამოდის და განვითარებაზე საყვედურობს კიდე იმ თაობას. კარგია თედელურის გაკეთებული ომლეტი ყოველ დილით? რა პირობებშიც იყვნენ იმაზე მეტი შედეგი დადეს. ერთა ლიგა რომ არა ვერც ეხლა გავიდოდით ევროპაზე.

• გოგა

გეთანხმები სოსო. დათოს "კაპიტნობა" კი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უმადურობის გამო გავიხსენე. ერთი რამე კიდევ - სხვებს არ შიოდათო რომ წერენ, ხორვატიას გულისხმობენ. არ დამეზარა და გადავხედე ისტორიას. შუკერზე, ბობანზე და პროსინეჩკიზე არაფერს ვამბობ ნაკრების 90 პროცენტი ტოპ-5 ლიგებში თამაშობდნენ.

• დავით

სწორია თუ არასწორი, ეგ ცალკე თემაა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ძალიან საშუალო დონის ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან გაუმართლა რომ გარკვეული მოვლენებისა გამო თიტქმის შემტხვევით მოხვდა ნაკრებში იმ ასაკში, როცა ფეხბურთელების დიდი ნაწილი უკვე ასრულებს კარიერას, ისეთი აპლომბით ლაპარაკობს, რობერტო კარლოსი რომ ვერ გაბედავდა! :) )))))))))) ახლა არ მინდა, რა, ვიღაცის გულჩვილი კომენტარები! გველესიანი რამედ რომ ღირდეს, რომელიმე თუნდაც საშუალო დონის ევროპულ გუნდში მიიწვევდნენ. :) ))))

• ვახო

არ უხდება კაცს ამდენი ყბედობა და ჭორიკნობა!

• შორენა

ჭკვიანი ბიჭია! მაქსიმუმ 5 წელიწადში ჩავაბაროთ რომელიმე გუნდი, კლუბი ... მჯერა, გაამართლებს!

• ზაგალო

რა თქვა არასწორი ან საწყენი? როგორც ფეხბურთელები მაგ თაობის წარმომადგენლები ევროპის მასშტაბით არავიზე ნაკლები არ იყვენენ თუ მათზე უკეთესები არა. მაგრამ მწვრთნელს როგორც სხვა დარგის პროფესიონალს სჭირდება სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება. გარდა ამ საკვანძო საკითხისა, ვინმესთვის სიახლეა, რომ სამწუხაროდ ქართულ ფეხბურთში ყვაოდა აღებ მიცემობა, თუ ესეც ტყუილია? ამაზე თავის დროზე რომ რ იყო საჯარო საუბარი და რეაგირება ამიტომაც "ბუქსაობდა" ქართული ფეხბურთი.

• ციციკორე

ისე, ვინმემ.იქნებ ჰკითხოთ ამ ბიჭს, ევროპის ჩემპიონატი კიდე 16 გუნდიანი რომ იყოს და ერთა ლიგა არ არსებობდეს, თავად თუ ეღირსებოდა ევროპის ჩემპიონატზე თამაშს?! ის ჩივაძე და ყიფიანი, გერმანიას, სტოიჩკოვის ბულგარეთს, იტალიას და ინგლისს ეჭიდავებოდნენ, დაქცეული ქვეყნის ფონზე. ლუქსემბურგის და საბერძნეთის გავლით, ევროზე მოხვედრის შანსი არ ჰქონდათ. სხვათაშორის, 6 გუნდიან ჯგუფში მე-3/მე-4 ადგილზე გადიოდნენ, გრანდების მერე. ახლა, მერამდენე შესარჩევია, ბოლოსწინა ადგილზე ვამთავრებთ? არც დენის პრობლემაა, არც სტადიონის, არც ეკიპირების და არც საძმოები და მხედრიონები დარბიან გარეთ.

• გიორგი

რა უნდა გვასწავლონ ძმაუ, ბაბუაჩემის ეზოში მუხა უფრო ბებერია ვიდრე.... ქართული საფეხბურთო სკოლა სულ სხვაა... გახსენებაზე, გუშინ ვუყურე ვიდეოს, ასე 12-13 წლის ბავშვები, რომელიღაც ევროპული საფეხბურთო სკოლის. პრესინგიდან ამოვიდნენ ბავშვები გამჭოლი პასებით მოედნის ერთი მხრიდან მეორე მხარეზე ისე გადაიტან-გადმოიტანეს ბურთი, არანაირი ზედმეტი ბუქსაობა და ინდივიდუალური მოტყუება (ჩვენებმა რომ იციან), საათივით მწყობრად გაათამაშეს, ყბა ჩამომვარდა, ეგრე ჩვენი ნაკრები ვერ ათამაშებს, გუნდებზე ხომ არაფერს ვამბობ. ჩვენ გვაქვს "ფეოლას" ტაქტიკა - ავოიე, მიესიე, მოატყუე ნახევარი გუნდი, გაიტანე გოლი. ტაქტიკას, მოედანზე გადაადგილებას, მოედნის ხედვას არ ასწავლიან. დავდიოდი მეც ფეხბურთზე და ზუსტად "ფეოლას" ტაქტიკით ვთამაშობდით, თუ იყო ვინმე გუნდში ისეთი 5-6 კაცს რომ მოატყუებდა და კარიდან კარამდე გაილაღებდა, ხომ ის გუნდი იგებდა. ეგ იყო და ეგ

• Guja Kakhadze

ქართველი მწვრთნელები რატომ არ სწავლობენ იმ სახელმძღვანელოებით, რომლებიც უცხოელი მწვრთნელების მომზადებისას გამოიყენება?

• juna

მანუჩარის გაშვების მერე გუნდი გამოყავდა "კაპიტნად" ჭილაიას (რეალური კაპიტნობა არც ერთ გამოცდილ ფეხბურტელს არ სურდა, რომ არ ყოფილიყო სალაპარაკო). თასის ფინალშიც კი შახტიორთან, ჭილაია იყო კაპიტანი

• მერაბი

მართალია ეს ბიჭი! მწვრთნელები არა გვყავს, ვინც იცოდა ეგ საქმე, მხოლოდ ძოძუაშვილმა. ხომ შეიძლება მიხედონ ისეთ პრობლემას, როგორც საწვრთნელო სკოლა? დილეტანტებია უმეტესება, საჭიროა დროებით იუნიორებში, თუნდაც ბავშვთა ფეხბურთში უცხოელი მწვრთნელების მოწვევა. რა თქმა უნდა ძვირი სიამოვნებაა, შევეგუოთ სანამ ჩვენ კადრებს არ გავზრდით.

• Lasha

სანამ ეს "დიდი ადამიანები" და მათი კრიტიკა ტაბუდადებული თემა იქნება, მანამდე ვიქნებით არშემდგარი საზოგადოება და რა გასაკვირია, რომ სეზონიდან სეზონამდე ახალ ფსკერს ხვრეტს ეს ჩვენი დინამოს პროვოკაცია და ქართული კლუბური ფეხბურთი. ვინ იცის, რამდენი შეურყეველი "ავტორიტეტია" კიდევ შიდა სამზარეულოში. სიმართლეს ამბობს ეს ბიჭი. იმ დროს რომ გვყავდა ფეხბურთელები მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში, იმის მერე არასდროს გვყოლია და ამ "მწვრთნელების" დიდი დამსახურებაა, რომ განიავდა ის თაობა.

• gogi

კარგი მართლა და მართლა, რა გაბედა და რა სიმართლე თქვა? ვისი მწვრთენლობით მივაღწიეთ ჯგუფურებში საუკეთესო შედეგებს აბა კარგად გაიხსენეთ? ჩივაძის!ისიც გაიხსენეთ ბოლო ევროპის შესარჩევში ჯგუფში რომელ ადგილზე გავედით? ბოლოს წინა! არ არის საჭირო ეს ამპარტვანული მიდგომა რაც ამ ბიჭს აქვს. გავიგეთ რომ ირანში კარგად თამაშობს, მაგრამ აზრს რომ გამოთქვამ კეთილი ინებე და ობიექტურობა დაიცავი, სხვისი შრომა დააფასე, ქალებთან ისე მოიქეცი როგორც კაცს შეეფერება და მერე არ დაიწყო ბოდიშები მე ასე არ მითქვამს, ისე არ მითქვამსო.

• გიორგი

ხომ ვლაპარაკობთ რომ კარგი ფეხბურთელობა/სპორტსმენობა არ არის არაფრის წინაპირობა რომ სხვა საქმეშიც წარმატებული იქნება? აი ეხლა რომ დააყენონ დეპუტატის/მინისტრის/მერის კანდიდატად ფაჩულია, ტალახაძე, ერთი 10 წლის შემდეგ კვარაცხელია და ა.შ., ისევ ტაშფანდურით დაუჭერს ხალხი მხარს. აქვე გაგიპრავებთ - მაგ. ფაჩულია ეკონომიკის მინისტრად! რატომ? მაგას აგერ სავარჯიშო დარბაზების ქსელი აქვს, წარმატებული ბიზნესმენია ძმაუ, თან რაც მაგან ქვეყანა ასახელა! თან მაგას ფული უნდა ნაშოვნი აქვს, აღარ მოიპარავს. კვარაცხელია თბილისის მერად! ბიზნესი არ ვიცი და ქვეყანა ასახელა. ტალახაძე დეპუტატად! რატომ? მაგარი ვაჟკაცი კაცია, ნაღდი ქართველი, ჩოხით დადის, აბა ვიღაც ლიბერასტი კიკინიანი უნდა იყოს პარლამენტში? მიდი და გაბედოს მერე ვინმემ ლეგენდების გაკრიტიკება ("ჯერ შენი გააკეთე ძმაუ მაგდენი ქვეყნისთვის და მერე ილაპარიკე") ჯოს ჯოს ჯოს! პ.ს. და შემდეგ რიტორიკული კითხვა - რატომ მიდის ამ ქვეყნის საქმე უკანალისკენ? იმიტომ რომ უძაღლო ქვეყანაში კატებს აჩხავლებენ

• დავითი

მხოლოდ 90-იანებში იყო ნეპოტიზმი?დღეს აღარ არის ნეპოტიზმი?თუ როგორაა შენი საქმე.როგორც გაწყობს ისე რომ წერ,ნეპოტიზმი სულ იყო საქართველოში.მოყოლებული საბჭოთა საქართველოდან,ყველა სფეროში მათ შორის არც ფეხბურთი იყო გამონაკლისი.

• ილია

ია - ეს კი მართალია! სიმართლეს ამვობს!

• Iuzer

Aმას მაგრატ უნდა ღახაც Pოლიტიკისკენ იქაჩება

• გელა

თქვენ ან კარგად და ბოლომდე არ წაიკითხეთ სტატია,ან გაჭირვება გაქვთ ცნობიერებაში.კარგი ფეხბურთელება მომავალში კარგ მწვრთნელობას არ ნიშნავს. მახსოვს ეგ პერიოდი.ისიც მახსოვს რეზო ძოძუაშვილი რო იხვეწებოდა ერთი შესარჩევი მაინც ჩამატარებინეთო.ჩაატარებინეს და თან როგორ?თავბედი აწყევლინეს.დათო ყიფიანთან ერთად დასვეს მთავარ მწვრთნელად.დათო ავტორიტეტი იყო,სამაგიეროდ მწვრთნელების ბევრი არაფერი იცოდა.საშა ჩივაძისა არ იყოს ამათ ხელშიც მივიღეთ კააააი დიდი იმედგაცრუება.მაშინდელი თაობა მართლა კარგი იყო.გაცილებით მეტს იმსახურებდა .ვააახ საიდან დავიწყე და სად წავედი.მოკლედ შეეშვით ამ ბიჭს.ჯერ მოდი ჩვენ გავაკეთოთ ქვეყნისთვის გიორგიზე მეტი თუ არა იგივე ჯიგრობა და მერე განვიკითხოთ

• რაგბის ფან-ს

რაბბს მიხედე იმ მოგრძო ბურთს თუ გინდა გველესიანიც წაიყვანე და გაერთოს იქ ის უბადრუკი

• Რაგბის ფანი

აქ უაზრო კომენტარებს ვინც წერთ, თქვენთან შედარებით გველესიანი მაგ სფეროში 1000-ჯერ მეტად არის ჩახედული და კომპეტენტურ სიტყვას ამბობს. თქვენ თქვენს შეუმდგარ ცხოვრებას მიხედეთ. 90-იანების საქართველოში პროფესიონალიზმი ნეპოტიზმს რომ ჰქონდა ჩაჩოჩებული, ეს ყველამ ვიცით.

• დიდი ბრიტანეთი

!!-ეებს და simartle--ეებს,სწორედ თქვენნაირმა ქართველებმა დააკარგვინეს საქრთველოს დამოუკიდებლობა19 21-წელს,თვითონ მშიშრებმა,ჯოგური დაშინებებით რომ,ეხმარებოდენ მტრებს ქართველთა ქვეყნის განადგურება დამონებაში,ძველბიჭურ ეშმაკურად ბრექვით,ლაჩრულად,ანონიმური პასკვილებით ებრძოდენ,ანადგურებდენ,მათ ვინც ქართველობდამუდამჟამს, სიცოცხლის ფასადაც კი ,დამოუკიდებელი ქვეყნის,ძლიერი ქვეყნის ,ქართველთათვის, და დიდი ხნით,შექმნისათვის,რაო? დიდი ქართველი სპორტსმენები,მეცნიერები,ხელოვნები,ყველა დაჩოქილი ქართველნი,უფრო ძლიერი,დიდი ქვეყნის მიერ,არ უშვებდენ ? სავალალო შეცდომებს უცოდინარობით ,შეუგნებლად თუ შეგნებულად დამმონებელის შოლტის და ორცხობილას წინაშე, ღალატამდეც კი მიდოდენ ბევრჯერ, ყველაფერ ქართულისა.მეორე შანსი მოგვეცა,1991 წელს და ჩვენივე შიშით,უსწავლელობითი უვიცობით სხათა ძალის წინაშე,მლიქვნელური სიხარბით და არ ,"ჩავაჯვათ" ეს მცდელობაც,თავისუფლებისკენ სვლაში კვლავ სხვათა მონობაში და გაქრობაში გადასვლით.იტყვით რა შუაშია ფეხბურთის შესახებ გველესიანის ნათქვამი,ქართული ფეხბუთის ყოფაზე,მისი კაპიტნობის დროს, დინამოში და ქვეყნის დამოუკიდებლად ყოფნა არყოფნაო,სწორედაც გადაჯაჭვულია ცალკეული," სხვა და სხვა წვრილმანი" ჩვენი ყოფისა და ამ წვრილმანებიდან იქმნება ქართული,ძლიერი და დიადი ქვეყანა ამისთვის კი საჭიროა ქვეყნისადმი უანგაროდ და ჩვენი შეძლების მაქსიმუმზე გარჯა,ქართველ ხალხზე მუდმივად,ერთობლივი ზრუნვით,როცა ყველასთვის სავალდებულო ხდება-Dura lex,set lex-მაშინ ,ძალითა საკვირველითა"აღზევდება ყველასთვის სამართლიანი,,ძლიერ ქართველთა,სხვათათვის სამაგალითოდ,სამშობლო.

• სოსო

ნამდვილად არ მახსოვდა,გოგა,თუმცა ერთი ტაიმის კაპიტნობა,გუნდის კაპიტნობას ნამდვილად არ ნიშნავს.ისე კი,ვერავინ დამაჯერებს,რომ ახალკაცს სურვილის გარეშე,ვინმე გაეშვა გუნდიდან.ძალიან მიყვარდა და მიყვარს,მანუჩარი.მასზე აუგს ვერავინ მათქმევინებს,მაგრამ ის ისეთი ალფა იყო რომ სანამ გუნდში იყო,ლიდერობას არავის დაუთმობდა,ახალკაცს კი თამაშის სტილის შეცვლა სურდა და იმიტომ გაუშვა დიდი კაპიტანი,მანუჩარ მაჩაიძე.რაღაცა რომ შეცვალო,რაღაცას უნდა შეელიო.დიდი სპორტი,ხშირად მოითხოვს მსგავს მსხვერპლს და ვისაც ამის გაღება არ შეუძლია,დიდ გამარჯვებებს ვერ აღწევს.აქ არც დათო ყიფიანი იყო დამნაშავე,არც ნოდარ ახალკაცი და ყველაზე ნაკლებად მანუჩარ მაჩაიძე,რომლის დამსახურებაც,დინამოს წინაშე,შეუძლებელია ბოლომდე დაფასდეს.

• suxumchanin

რა კუჭი აგეწვათ არ იცით რაც ხდებოდა და დღესაც რა არის ქართული ფეხბურთი? თუ ყველაფერი ლამაზია და ფუშფუდა? სწორი თქვა და ჩვენც უნდა ამიგვეღო ხმა აქამდე. დედიკოს ბიჭები რომ დაყავთ მერსედესებით და 300$ უხდიან ისინი ითამაშებენ ფეხბურთს? თუ დინამოში შეცვლაზე შესვლა რა ღირს ის არ იცით? თავს ვიტყუებთ და ვართ ამ დღეში ბიჭმა გაბედა და თქვა სიმართლე შეჭანეთ ეხლა. საშა ლეგენდა იყო მაგრამ თავის ნარკუშას რომ ექაჩებოდა რა გამოვიდა? ბოლოს თვითონ დააჭერინა, დედაჩემს ცემსო იწივლეთ ეხლა, მწარეა სიმართლე არ გინდათ. ქინწის და შითას იყვნენო მაგრამ წვეყნისთვის რა გააკეთეს ჩამოდიოდნენ ჟუვაჩკის გასაწელად და ამ პატარა ბიჭებმა მართლა შექმნეს ისტორია, ამ დროს ქინქის თაობა ბევრად ხლიერები იყვნენ მაგრამ რათ გინდა? უთხრა ვინმემ საყვედური? მე და თქვენ რომ გვეთქვა რა? საშას და ყიფოს ამ ლეგეგენდა თაობას უნდა დაეძახა და გაეჯორა, იქნებ გაეხილათ თოლები; გაკიცხეთ უდღეურებო კაცი ვინც გაბედა და პირველმა თქო საყვედური, ვაი თქვე ქლესა უდღეურებო…….

• იასონას უდარი

დინამოდან რო გაგდეს ეგ არის პრობლემა და კი ვნახეთ ყველამ დინამოს კლასი.თქვენი ნათქვამი მის დასაკნინებლად იყო,თუმცა ყველამ ყველაფერი იცის,ვიღაც სადღაც თუ მუშაობს,არ ნიშნავს რო სხვას ჯობია. მიშა ყაველაშვილი პარლამენტში ზის კაი ხელფასზე,ასევე დევი ჭანკოტაძე და მე ჩამოგითვლით უამრავ ადამიანს,ვინც ამ ორის 1000 თავით ჯობია. ქვეყანა არის ეგეთი და ხალხი არის ბეცი,თორე გიორგის ნათქვამში ცუდი როგორ უნდა დაინახო,არც ამ შემთხვევაში და არც ქალებზე ნათქვამზე. სხვათაშორის,GEOთიმზე გავრცელდა მისი წერილი,წაიკითხე და მიხვდები ყველაფერს.თუ წაკითხულიდან აზრი გამოგაქვს

• ლაშა

ცოცხალია და გხეთქავთ გულზე!

ეტყობა ძალიან აურია ამ ფსკერმა..ამას ფეხბურთელი გონია თავი..დინამოდან გააგდეს..რამოდენიმეჯერ იყო შემჩნეული და იწერებოდა გარიგებულ თამაშებზე ამ სამარცხვინოს მიერ..

• სოსო

ნაპოლეონს.ხორვატია,ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა იყო,რომლის საკუთრების 90%,კერძო საკუთრება იყო.იუგოსლავიის დაშლამდეც ევროპაში თამაშობდნენ იქაური ფეხბურთელები და მშვენივრად იყვნენ შეგუებულნი,კაპიტალისტური ცხივრების წესს.ისინი დანგრეულ ხორვატიაში ჩამოდიოდნენ,საკუთარი ხარჯებით და იქით ეხმარებოდნენ ქვეყანას.პატრიოტიზმით ანთებულებმა,მართლაც სასწაული მოახდინეს,მაგრამ მათ მდგომარეობის მიახლოებით შედარებაც კი უაზრობაა მაშინდელ ჩვენ მდგომარეობასთან.ჩვენ მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის ყოფილს რესპუბლიკებში შეგვეძლო ნაცნობ გარემოში ყოფნა,ევროპა კი,ხორვატებისაგან განსხვავებით სრულიად უცხო ხილი იყო და რომ მიდიოდნენ,სად მიდიოდნენ,იმის გაგებაშიც კი არ იყვნენ,ხშირად.არც ენა იცოდნენ, არც ცხოვრების წესი,არც მენტალიტეტი და არც კანონი.ეს ფეხბურთელებსაც შეეხებათ და მწვრთნელებსაც.არც ევროპა გვიცნობდა და ეს კიდევ უფრო ართულებდა ურთიერთობას.აგერ წაიყვანა კვარაცხელია ნაპოლიმ.არც ჯუღელმა იცოდა იქაურობის ავან ჩავანი და არც ხვიჩას ოჯახმა.კი ვხედავთ,რა მდგომარეობაში ჩააგდო დე ლაურენტისმა კვარა დღეს და მაშინ რა ხდებოდა,წარმოგიდგენიათ?

• გოგა

გაგახსენებ, ერთი ტაიმი იყო კაპიტანი და დარწმუნებული ვარ მწარედ ახსოვდა სიცოცხლის ბოლომდე. მანუჩარი რომ გაუშვეს დათომ გამოიყვანა გუნდი. ნახევარი სტადიონი უსტვენდა შენ გააშვებინა კაპიტნობა გინდოდაო. შესვენების მერე აღარ გამოვიდა მოედანზე გამწარებული. როგორც მახსოვს კიდევ რამდენიმე თამაში გამოტოვა.

• გიო

კვარაცხელიაც მაგ ნოეს გადაცემამ დაღუპა ჩემი აზრით...რას ვერ აპატიებდი საყავრელ ადამიანს? რამდენ კოვზ შაქარს იყრი ყავაშ? ჭრელი შეკითხვები წადი ბურთი ითამაშე თუ ტელევიზორი გინდა სპორტულ გადაცემაში მიდი

• simartle

ბატონ გველესიანს. მადლობა თამაშისთვისმ მაგრამ სანამ ყუფიანს და ჩივაძეს გააკრიტიკებ პირი კარგად გამოირეწცხ\ე და კბილები გაიხეხე. ნუ გამოიყვანეს ეხლა ეს ყველაფრისმცოდნე და ასე შემდეგ. თავმდაბალიაო და ასე შემდეგ, ასეთი სისულელეების ლაპარაკი თავმდაბლობას არ აჩვენებს. ცოტა აუვარდა თვში ბევრი ყურადღება. იმ თაობასაც მიუძღვის თვით ვერ გამოყებებული შანსები ბევრი მიზეზების გამო და მარტო მწვრთნელების დაბრალება ამაში თან ვისი? არაა მაგ სწორი

• jordan beli

რაც მეტს ილაპარაკებ მით უფრო ბევრ შეცდომას დაუშვებ

• გიორგი V

100% მართალია!მეტსაც ვიტყვი.მათი დანაშაულია პირდაპირი!არ არსებობდა და არ არსებობს ქართველი მწვრთნელი!არაფერი საერთო არააქვს იმას რასაც აქ მწვრთნელებს ეძახიან და ევროპელ ან სამხრეთამერიკელ მწვრთნელებთან!მაშინდელ ნეპოტიზმზე და კორუფციაზე აღარაფერს ვამბობ!უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი დაიკარგა და იმიტომაც იყო ამხელა ჩავარდნა!!!

• სოსო

დავით ყიფიანი დინამოს კაპიტანი არ ყოფილა.ეს ნოეს საყურადღებოდ.გიო გველესიანი კი ამბობს,ვიცი ცუდი დრო იყოვო,მაგრამ რომ იცი და რომ გამოგიცდია,ორი სრულიად განსხვავებული რამეა.წარმოდგენაც არა აქვს,რას ნიშნავს,სახლში დენი რომ არ გაქვს,არც გათბობა,პურის საყიდლადაც,შესაძლოა მთელი ღამე დაგჭირდეს რიგში დგომა და მერე,სამუშაოზე წახვიდე.ჩვენი გუნდები ავტობუსით მიდიოდნენ ევროპის ქვეყნებში სათამაშოდ და მატჩის წინ,კარტოფილი ფრი მიჰქონდათ საჭმელად.მახსოვს შოთი არველაძე ჩიოდა მაშინ,ბურთები მაინც დაგვახვედრონო,სავარჯიშოდ.არაფრის საშუალება არ იყო ქვეყანაში და ოჯახის გამოსაკვებად,შესაძლოა რეზო ძოძუაშვილი მართლაც იღებდა ფულს,აქ ერთი რომ წერს.რაც არ ვიცი,არ ვიცი.როცა გშია,შეიძლება მოითმინო,მაგრამ როცა შენს შვილებს შიათ,ყველაფერზე წავა კაცი.ყიფიანს კიდევ ჰქონდა სამწვრთნელო გამოცდილება,მაგრამ ჩივაძეს რამდენადაც ვიცი,არ ჰქონდა მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება.ამით რა?არც ფრანც ბეკენბაუერს ჰქონდა,მაგრამ გერმანია მსოფლიოს ჩემპიონად გახადა.ანდა საქართველოს რა ფულით უნდა აეყვანა კარგი მწვრთნელი,გაქვთ პასუხი?!გერმანიასთან და ინგლისთან დამარცხებები არ აპატიეს და გაუშვეს ნაკრებიდან,მშიერი ქვეყნის ფეხბურთელებით,რატომ ვერ დაამარცხეთო!კი,მაგარი ბიჭები გვყავდა,მაგრამ 11 პოზიციაზე უნდა გყავდეს მაგარი ფეხბურთელი თუ არა,საშუალო დონისა მაინც.ჩვენ კი,ერთი ან ორი პოზიცია,როგორც წესი,თითქმის დაუფარავი გვქონდა და ძლიერი მეტოქე,ადვილად პოულობდა სუსტ წერტილებს.იმ წლებში,მეც ბნელში ვიჯექი და ვერ ვიტყვი,რომ ყველაფერს ვუყურებდი,მაგრამ ის კი კარგად ვიცოდი და ვიცი,რომ კაცს თუ გუნდს,იმაზე მეტი არ უნდა მოსთხოვო,ვიდრე შეუძლია.პრემიერ ლიგის,ანდა ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ უძლიერეს ნაკრებებს,საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელმა,მათ ტემპში ერთი საათიც კი რომ არ შეუძლია ითამაშოს,ვერ უნდა გაუძლოს და ვერც უძლებდა.ამას ვერც აიაქსის შოთი არველაძე უშველიდა და ვერც ფანტასტიკური,მაგრამ მხოლოდ პრემიერ ჩიპში გავარდნილი გუნდის ლიდერი,თუნდაც გენიოსი გიო ქინქლაძე.

• ეგრეა

მართალს იძახის!!!

• ქართველი

მეგობარო ამ არ ლაპარაკმა და სიტყვების მოზომვამ დაანგრია ქართული ფეხბურთი! ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას! დინამო რომ გაპარტახდა და ჩემპიონატი , ეროვნული ნაკრები! ხომ ჩუმად იჯდნენ ის ბუმბერაზები? სწორად უნდა ვთქვათ და ვაკრიტიკოთ ყველა.. შეურაწჰყოფა და დამცირება არ შეიძლება, თორემ კრიტიკა საჭიროცაა..

• ლევანი

ხოდა თუ ლაპარაკობს ზოგადად, ასე ზოგადად საუბარი ათასი მოგვისმენია, ფუჭი და უაზრო. თუ კონკრეტულად ამ ორი პიროვნების მიმართ აქვს პრეტენზია - სხვა ვერავინ და ვერაფერი ნახა დასაგმობი ქარღულ ფეხბურთში?

• ნაპოლეონს

ნაომარმა ხორვატიამ კი არა, ნაომარი ხორვატიის ფეხბურთელებმა, რომლებიც ჩვენი იმდროინდელი ფეხბურთელებისაგან განსხვავებითბ უმაღლესი დონის პროფესიონალები იყვნენ, და მწვრთნელის მითითება და კონტროლი არ ჭირდებოდათ ისეთ ელემენტარულ რამეებზე რაც რეჟიმის დაცვა და სწორი კვება იყო.

• ზურა

კი ბატონო, კარგი პოროვნებაა. თუმცა ასე ზედაპორული ლაპარაკი არ შეიძლება. რაც შეძლო იმ ხალხმა შეძლო მწვრთნელობისას და რა ვუყოთ ახლა? მოდი და ახლა განვითარდნენ, დათრეინინგდნენ და შექმნან მომავალი, თორემ ყიფიანის და ჩივაძის სამწვრთნელო უნარების შეფასება დღეს უადგილოა. თუ მაინც, ის ხალხი ახსენოს - კორუფციაში და უბედურებაში ვინც ჩააგდო ქართული ფეხბურთი...

• ზურა

რა განვითარებაზე ფიქრი ხალხო, არ გახსოვთ ის დრო? მწვრთნელი იყო ვინც როგომე 4,4,2 -ს დააყენებდა და ეტყოდა შენ დაცვაში ხარ, შენ შეტევაში. შოთა არველაძემ ტყუილა კი არ გაიხსენა, კაცი ვარჯიშზე,რომ დადიოდა - უკვე პროფესიონალად ითვლებოდაო. ამ დროს კი ევროპაში უკვე ვიტსმინებს, კალორიებს და გარბენილ მსნძილებს ითვლიდნენ. მიწაზე დაეშვით ცოტა და მორჩით ბრტყელ-ბრტყელების ლაპარაკს

• პროგრეს

ასე ყიფიანზე და ჩივაძეზე არ უთქვია, ზოგადად თქვა იმ თაობაზე!

• გიორგი

კარგი პიროვნება ჩანს გიორგი, დინჯია, პირდაპირიცაა და ჭკვიანიც. კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო.

• gzp

ამ ბიჭს ცხენი ყავს შეკაზმული?

• არტ

ამ ბიჭს ცოტა ზედმეტი მოსდის მე მგონი. თავის თავზე უნდა ემუშავათ თურმე ყიფიანს და ჩივაძეს იმ გაუბედურებულ, გაპარტახებული ქვეყანაში მაგარი პირობები იყო განვითარებისათვის არა, მაგისი აზრით? თურმე ყიფიანის და ჩივაძის ბრალი ყოფილა იმ თაობის დაკარგვა! ასეთი უსამართლო ბრალდება კარგად ხანია არ მომისმენია. წაიკითხეთ რას წერს გია გურული, რომელიც ალან ჟირესის თანაშემწე იყო - წაიკითხეთ როგორ არაპროფესიონალურად იქცეოდნენ მაშინ ფეხბურთელები და იქნებ ისიც გაიხსენოთ რომ ვერც ექტორ კუპერმა მოუხერხა მაგათ ვერაფერი და ისიც გაიხსენეთ იმ ჰოლანდიელმა რა თქვა იმდროინდელი ჩვენი ფეხბურთელების მენტალიტეტზე. ეგეც ჩივაძე და ყიფიანი იყო?! რაღაცაზე დაბოღმილია ეს ტიპი აშკარად!

• იასონას უდარი

ამ ბიჭმა უკვე დაიმსახურა ჩემი დიდი პატივისცემა,სწორია გიორგი,ვინც არ არის კახაბერი არ უნდა თქვა კახაბერად.იმ თაობის ვერ გამოყენება იყო კომპლექსური პრობლემა,მხოლოდ მწვრთნელების ბრალი არ იყო,თუმცა ერთერთი მთავარი იყო ნამდვილად. ამ ყველაფერში ეს კი არ არის საინტერესო,გამოჩნდა ადამიანი,ვინც ამ გაზულუქბულ ვეტერანებზე რაღაც თქვა და ეს დასაფასებელია. კი ბატონო,დიდი ფეხბურთელები იყვნენ და ბევრსაც მიაღწიეს,თუმცა ეს არავის აძლევს იმის უფლებას რო ქართულ ფეხბურთს მოაჯდნენ და სული ამოხადონ. ძოძუაშვილი წვრთნიდა ლაგოდეხის ჰერეთს და თბილისიდან ჩამოყავდა ფეხბურთელები სათამაშო პრაკქტიკისთვის,ხოლო გუნდში მყოფი ბიჭები ეკიდა,ზოგას საერთოდ არ აძლევდა დროს. ფულს იღებდა რეზო ამაში და ასე აკეთებდა ბევრი კიდევ. მერე ამ ძოძუაშვილს აგინეს,ძლივს გაასწრო ლაგოდეხიდან და წავიდა. ვინ იცის რამდენი ბავშვს აუცრუეს გული ამ გაზულუქებულმა ხალხმა,ზოგი დღესაც უცრუებს გულს. მესმის რო ბევრს მოსწონს ეს ხალხი და აფანატებს,მარა სიმართლე ასეთია. ხელფასი მაგათ არ ქონდათ და კარგი ცხოვრება,ხოდა თვითონ დაჩალიჩდნენ და იშოვეს ფული. მადლობა გიორგის რო ხმა ამოიღო და რაღაც მაინც თქვა,ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ამბობენ რო ნიჭს უნდა მისცე გზა ფართო და არა გვარიშვილობასო,ხოდა ვატო არველაძეს რა უნდოდა ნაკრებში,გამოდით და გვითხარით ბატონო,იქნებ ჩვენ არ ვიცით და ეგებ მაგარი ფეხბურთელია. 33 წლის გველესიანს ერთი თამაში არ ქონდა ჩატარებული ნაკრებში და ვატო არველაძეს იძახებდნენ ხოლმე,რა დამსახურებით? მამის და ბიძების სახელის გამო ყავდათ,კიდევ რამდენი ყავდათ გუნდებში და ნაკრებში ეგეთი,ხოდა შედეგიც სახეზეა. სხვა ქვეყნებს რო უყურებთ,იქ ნიჭი ფასობს ჯერ,მერე ახლობლობაც მოსულა. სულ ვამბობ ხოლმე,მესი რო საქართველოში დაბადებულიყო,ისე გადავარდებოდა რო ვერავინ გაიგებდა მის შესახებ,ასევე იამალიც თუ გნებავთ.იცით რატომ? იმიტო რო მათ არ ქონდათ ფული და ნაცნობობა

• ციციკორე

ამან ერთი დაუბლოკა რონალდოს და ინფანტილიზმისკენ მიდრეკილმა ჯგრომ, გმირის ტიტული მაინიჭა. ჯერ ქალთა ფეხბურთს მიასხა, ახლა ჩივაძეს ჩამოკიდა მთელი ბრალეულობა. ჩივაძეს და ყიფიანს რა უნდა ექნა, დედა ჰქონდა მთელ ქვეყანას ნატირები. რომელი დფერო მუშაობდა გამართულად, ფეხბურთს რომ ევარგა?! მაგ ვეტერანების ყველაზე დიდი დანაშაული, კომფორმისტობაა, მაგრამ მაგათზე ჯოხის გადატეხვა, უმეცრებაა. ხალხი პურის რიგში იდგა და დინამოს სტადიონი რომ გაენათებინათ, დანარჩენ საქართველოს აბნელებდნენ. მიდი და მიაღწიე წარმატებები.

• ნაპოლეონი

ნაომარმა ხორვატიამ იმ დროს მსოფლიო დაიპყრო ლამის. . .ეგ არგუმენტად არ გამოდგება

• ემზარ

ამ 30 წლის განმავლობაში იმდენი პრობლემა დაგროვდა ჩვენი ქვეყნის მიმართებით, გულწრფელად ამაზე საუბარი აუცილებელიცაა. ერთი სიტყვით ისევ შოთას მოვიშველიებ" ზოგჯერ თქმა ჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების"

• ალექსანდრე

ყველამ კარგად ვიცით რა ნიჭიერი თაობა გვყავდა, ყველამ ვიცით ვინ სად თამაშობდა, მაგრამ სანამ მწვრთნელების კრიტიკას დაიწყებს ადამიანი, გაიხსენოს როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით, რა პირობებში უწევდათ შეკრებები ვარჯიში. დღევანდელ პირობებს 5☆ სასტუმროში ცხოვრებას, პირადი მასაჟისტების, მზარეულები, ექიმების, ანალიტიკოსები ყოლას ადრით იმ დროს? კომფორტი კი არა ბიჭები 15-20 საათს გზაში ატარებდნენ, ვარჯიშობდნენ გაყინულ დარბაზებს და ჩაბნელებულ მოედნებზე. სანამ ეს გველესიანი იმ კუსავით ფეხს გამოყოფს აჯობებს დაფიქრდეს და ისე ილაპარაკოს. თურმე კაცს ჩივაძე, ყიფიანი და ქალთა ფეხბურთი არ მოსწონს. პერსეპოლისი ხო ყავს გრანდი, რატო ვერ თამაშობს თავად დიდი კლუბში? უნდა ავდგეთ და ვაკრიტიკოთ მაგის გამო?

• დათო

რა მოცემულობაც იყო იმ გაუსაძლის პერიოდში ის მწვრთნელები გვყავდა. უწყლობა, უშუქობა, უპურობის პერიოდში რა განვითარებაზე იყო ლაპარაკი. ყველას უნდა დავუფასოთ იმდროინდელი გარჯა მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც.

• ტო-ს

ვაკელი არავარ ტო მაგრამ დამაინტერესა რომელ ფერმაში ხარ გაზრდილი ჰა ტო.

• zoom

მაგ წლებში ქართველები ღიპტყაპუნა გოგია სუფრის ლომები იყვნენ .რა ტაქტიკა რა სტრატეგია. მსაჯის მოსყიდვაზე მიჩვეულებს წუწკ მორდაჩკაში მოგვხვდა ლინფილდთან . გამონაკლისი ახალკაცი იყო ჩემდა გასაკვირად . ალბათ ქეიფი არ უყვარდა ,ვვარაუდობ .

• ალექსანდრე

ამ ბიჭმა როგორი ბრტყელ-ბრტყელები სცოდნია... 2 თამაში ითამაშა და ამას ჰგონია რომ რამეს წარმოადგენს? ცოტა მეტი ჭკუის დაყოლიება საჭირო როცა სენსიტიურ თემებზე საუბრობს და სიტყვებს ისვრის. ყველამ კარგად ვიცით ვინ როგორ იმუშავა ნაკრებში, 90-იანებში რომელ ფეხბურთზე საუბრობს როცა გაყინულ დარბაზებსა და ჩაბნელებულ მოედნებზე ვარჯიშობდნენ ბიჭები. ამას ისე მოსდის კუმ ფეხი გამოყო პენალტი დამარტყმევინეთო.არც ჩივაძე, არც ყიფიანი, არც ქალთა ფეხბურთი ამ ტუტუცი ვიგინდარას გასაკრიტიკებელი არაა.

• ჟორა გაბრიჭიძე

რა თქმა უნდა მაშინ ფეხბურთში განუკითხაობა იყო და ვისაც არ ეზარებოდა ყველა ერეოდა, მაგრამ შენ რომ დანიშნული მწვრთნელი ხარ და ხელფასს იღებ, კეთილი ინებე და შედეგი დადე და დღეს ნუ მეუბნები საქმეში ჟორდანია ერეოდა და ნაკრებს ის აყენებდაო. თუ ასეთი განუკითხაობა გაქვს, გადადექი სანამდე გაგაგდებენ და მოიშორე თავიდან პასუხისმგებლობა. დღეის გადასახედიდან მე ვიცი, რომ მაშინ მწვრთნელები იყვნენ ყიფიანი, ძოძუაშვილი, ჩივაძე და სხვები და მათ ვერ მიაღწიეს შედეგს და არა ჟორდანიას დაყენებულმა ნაკრებმა. საერთოდ კი ყაზახეთის კლასიკური ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელი იყო პსარევი, მიუხედავად იმისა, რომ ჭიდაობაში პირველთანრიგოსანი იყო, 30-ათამდე მსოფლიოს ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონი გაზარდა. ასე, რომ დიდი ფეხბურთელი დიდ მწვრთნელს არ ნიშნავს. დიდმა ფეხბურთელმა მწვრთნელობის მხოლოდ ანბანი იცის და კარგი მწვრთნელი რომ გახდეს ბევრი უნდა ისწავლოს. ჩვენ კი ქართველებს სწავლა არ გვინდა, ეგრევე თანამდეგობა გვინდა და უავტორიტეტო მწვრთნელი რომ ხარ ყველა ჩაერევა შენ საქმეში. ახალკაცს რატომ ვერ უბედავდენ საქმეში ჩარევას?

• ჯ.ს.

ბიჯოო რამდენი უარყოფითი სიტყვები დააყარეს ამ კაცს სიმართლესთან ძალიან ახლოს მყოფი მოსაზრების გაჟღერებისთვის! ახლა წარმოიდგინეთ ის რო ეთქვა 15-18 წლის ასაკში მომავალ ფეხბურთელებს ან ვიღაც მაგარი "ბიძას" მფარველობა/წახმარება ჭირდება ანდაც უბრალოდ ფული უნდა გადაიხადოს(თუნდაც მწვრთნელი ძველი ლეგენდა იყოს მაინც, ისინიც კორუმპირებულები არიან), თორემ არცერთ მაღალ ლიგებში მოასპარზე გუნდში არ ჩასვამენ შემადგენლობაშიო ხო საერთოდ სახრჩობელაზე ჩამოკიდებდნენ თავისუფლების მოედანზე . არადა არ არის სიმართლე ??? რამდენი მომავალი ფეხბურთელი დაიკარგა ალბათ ეგრე . არ გსმენიათ ვითომ არავის ???

• გვარდიოლა

სანიოლს ნუ დავუკარგავთ იმას რაც გაკეთდა, თუმცა გეთანხმები და ვკითხულობ ქეცბაია რომ ყოფილიყო სულ მცირე იგივეს ვერ იზამდა?

• დახურეთ გადაცემა!!!

ნოე სულაბერიძე არის ანტიფეხბურთი ნუ წახვალთ ფეხბურთელებს ვეტყვი მაგის გადაცემაში

• გვარდიოლა

დათოს და საშას ბრალი იყო, რომ ეს ბიჭები დიდ შეჯიბრზე ვერ მოხვდნენ? ფედერაცია მარტო ბილეთებს ყიდდა? საოცარი მიმართულება მიეცა ამ არასაჭირო საუბარს

• გვარდიოლა

ჩივაძემ როცა შეხედა, რომ მწვრთნელობა მისი სფერო არ იყო, აღარ გაყვა ამ საქმეს, თან არ დაგავიწყდეთ, რომ ნაკრების პირველი ნაბიჯები იყო და არა მგონია თვითონ მოენდომებინა, როგორც ჩანს თხოვეს, შეთავაზეს და ა.შ. მგონია, რომ არ იყო ამაზე საუბარი საჭირო… თანაც მწვრთნელებს ნიშნავენ თანამდებობაზე და იქნებ დამნიშვნელებს მიუძღვით ბრალი ამ სააქმეში:) მოკლედ ძაან სადაო და არასაჭირო თემაა:) არაფრისმომცემი.

• garegin meore

პირიქით ჩაწვდა პროგრესის არსს. რატომ გამოაპანჩურა რაული და იერო რეალმა აბა თუ მიხვდები არადა ლეგენდები იყვნენ?

• ტო-ს

აი, ვინც ვაკელობაზე ქილიკობს, სწორედ ისინი ოცნებობენ ამ უბანზე. უამრავი მინახავს შენისთანა.

• Ziz

ვერ დავეთანხმები გიორგის - მაგ თაობას უცხოელი, ნამდვილად პროფესიონალი მწვრთნელებიც ყავდა მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწია-საქმე მხოლოდ მწვრთნელებში არ იყო და რაც სათქმელია ნელნელა თითონ იმ თაობის “სპიკერებიც” ყვებიან და ზედმეტი ჩიჩქნა არაა საჭირო.

• ყბედები

ეს არის გაიძვერების ბუკეტში ყველაზე მყრალი!!!!— ფეხბურთისთვის დაბერდა, ირანი აღარ უნდა, სადმე შეძვრომა და კაი ჭამა- სმა უნდა, მაფიოზ სვანებში უნდა ფეხის მოკიდება!!!! ესენი რო ჭამენ ამ ქვეყანას, ისე არავინ!— გაიგებთ)))

• gel-100 ს

ჩვეულებრივ საკვალიფიკაციოზე კი გავიდნენ ტრადიციულ ბოლოს წინა ადგოლზე.ამიტომ არ გვინდა ამდენი ბაქიბუქი..რაღაცეებში გაგვუმართლა და ეგ შევირგოთ.

• G.LA

ჩემი დიდი პატივისცემა დათოს და საშას, მაგრამ მართას ამბობს გიორგი. თაობა რომელიც ჩვენ დავკარგეთ გამართლება არა აქვს. არ ვიცი როდის გვეღირსება ყველა რგოლში ასეთი ბიჭები. მეკარე სუსტი წერტილი იყო მაგრამ დევაძეს არ დაეწუნებოდა.

• ვა რა დონეა ტო

გველესიანს მეტი არ მოეთხოვება. ვაკელია სადაც კაცობა უცხო ხილია.მაგას ემატება წლები ბნელ და არაადამიანურ ირანში.

• jiji

4 თვის უკან სულ სანიოლის გინება მესმოდა და ახლა გახდა დიდი მწვრვთვნელი.უბრალოდ გაუმართლა საბერძნეთს და ლუქსემბურგს თბილისში რომ შევხდით ასევე გერმანიაში უმოტივაციო პორტუგალიას.

• გოგა

რას გეკითხებიან და რას პასუხობ? რა კითხვაზეც ეგ პასუხი შეგეძლო გაგეცა, იმ კითხვას წესით და რიგით აუცილებლად დაგისვამდა. მაშინაც კი შეიძლებოდა გაცილებით ტაქტიანად გამოგეხატა შენი აზრი.რამდენად გამართლებულია მხოლოდ მწვრთნელებზე გადაბრალება ეგ კიდევ სხვა საკითხია.

• ხოზიკა

უეჭველი ამბობს. აფცხიიი! ცხვირი მოვიდა წეღან ვინ იყავი ის უკვე ისტორიაა ეხლა ვინ ხარ რამხელა თავი გაბია აი ესაა მთავარი.

• Კ ო მ ბ ლ ე

100% ხარ ჩემო გიორგი თუმცა ქართველებს ჭკუის სწავლება არ გვიყვარს ჩემ რწმენას შეურაცხოფო აჭყივლდებიან. გეტყობა რომ სიმართლის თქმას არ მოერიდები თუნდაც შენ წინ მწვანე ცხენი იდგეს ან ზებრა ხოდა ნურც ის გაგიკვირდება ნალებით დაჭედვა რომ მოგთხოვონ, ვიინ? ჩუყემ ფუყემ და ჯულაივონიმ ზებრას ტყავზე მდგარები და გულზე მუშტის ბრაგუნის სპეციალისტები ევგენი არიან,

• gel-100

ჯუჯი არ ვიცი რამდენი წლის ხარ თუმცა შენს კომენტარებში იგრძნობა როგორ ცდილობ დააკნინო ეს თაობა და მწვრთნელი და ეს გამოიხატება ერთა ლიგის ძახილით თითქოს ერთა ლიგა რო არ ყოფილიყო ვერც ეს თაობა მიაღწევდა იმას რასაც მიაღწია მე კი გეტყვი რომ როდესაც გუნდი გუნდობს იქ შედეგი დაიდება ადრე თუ გვიან იქნება ეს ერთა ლიგა თუ ჩვეულებრივი საკვალიფიკაციო მაგრამ როდესაც გუნდი შუაზეა გახლეჩილი და სასტავებად არის დაყოფილი იქ ერთა ლიგა და მაგარი მწვრთნელი და თაობა კიარა არაფერი გვიშველის,,კარგად მახსოვს მოლდოვასთან, ალბანეთთან, ლატვიასთან, ლიტვასთან და მსგავს ნაკრებებთან მარცხები და შესარჩევში ბოლო ან ბოლოსწინა ადგილები, ერთა ლიგა ერქმევა თუ საკვალიფიკაციო მოლდოვას, ყაზახეთს, ლატვიას, ბელარუსს და მსგავს ნაკრებებს მაინც უნდა უგებდე, ასე რომ ერთა ლიგის შექმნამ კიარ გაგვიყვანა ევროპაზე სანიოლის აწყობილმა კოლექტივმა და გუნდის გუნდურობამ მოიტანა ეგ შედეგი

• გიო

არც ჩივაძის და არც ყიფიანის ნახმარ და გაცვეთილ ცალ ბუცადაც კი არ ღირს ეგ “დიდი ფეხბურთელი და სტრატეგი”!

ეს რა ბოღმა და ჭორიკანა ტიპი ყოფილა,ჯერ ჩივახის და ყიფიანის დონის ფეხბურთი ითამაშე და მერე იჭორავე ამდენი!!!

• სიმართლე

ჩვენ ერთ-ერთი ძალიან ცუდი თვისება გვაქვს ქართველობას: დიდი პროფესიონალების სუსტ წერტილებზე საუბარი არასწორად ითვლება (წვრილმანებზე არაა საუბარი). ანუ ჯერ იმდენი გააკეთე, რაც იმას გაუკეთებია და შემდეგ აკრიტიკეო - ეს ხომ ქართული ტიპიური ფრაზაა. არაა სწორი: ასეთ დროს ჩვენ ხელშეუხებელ ტიპებად ვაქცევთ ამ ადამიანებს, რაც მათთვისაც ძალიან ცუდია. იყო გენიალური ფეხბურთელი - არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შედგები როგორც გენიალური მწვრთნელი ან გენიალური მერი. ამიტომ რაშიც მიღწევა გაქვს იმას მოგიწონებ და გენიალურად მიგიღებ, მაგრამ რაშიც ვერ "ქაჩავ" უნდა გამხილო, რომ ეს არაა შენი ადგილი. ესაა სწორი. ახალკაცი არ იყო გენიალური ფეხბურთელი, მაგრამ იყო გენიალური მწვრთნელი; კალაძე იყო უნიჭიერესი ფეხბურთელი, მაგრამ არის უსუსტესი მერი და პოლიტიკოსი და ა.შ. ამდენად, ვინმეს მხილება თუ კრიტიკა, რომ ის ცუდი მწვრთნელია ან მერია, არ ნიშნავს, რომ მისი როგორც ნიჭიერი ფეხბურთელის მიღწევები ილახება. პირიქით, ნუ გავაფეტიშებთ ყველა მიმართულებით: ყველაფერშიკები ელიავაზე არიან. ჩვენი თავშეკავება თუ "ტეხავს, რომ ვთქვა" არ ვარგა, როცა რაღაც წინ ვერ მიიწევს (წარსულშიც) და ამ დროს მეტის გაკეთება შესაძლებელია. ჩვენ ის ერი ვართ, ხშირად თავშიც რომ გვივარდება ქება და თუ ბოლომდე მიგვიშვი, ბოლომდე ჩავსვრით ავარდნილები. უაღრესად სახიფათო ერი ვართ, უპირატესად საკუთარი თავისათვის!!! სანამ არ ვისაუბრებთ შეცდომებზე (ტაბუების გარეშე) და არ დავიწყებთ გამოსწორებას, ვიქნებით ასე შიშველი ამბიციებით და დამარცხებულები. გამოიღვიძეთ!!!

• ილია

თუ გველესიანი პრობლემათა სიღმისეულ ანალიზს ცდილობს,კარგია.თუმცა ისიც ფაქტია,რომ ლეგენდები უამრავი პრობლემის ფონზე მეტს ვერ მიაღწევდნენ.

• qartveli

raxan ambobs e.i. icis.yovel shemtxvevashi shenze meti yvela variantshi icis.

• garegin meore

ეჰჰჯან შენ აულში ინტერნეტთან ერთად ბიბლიოთეკაც რომ გაეხსნათ ავშენდებოდით. მანამდე რა თქვა გველესიანმა გაიხსენე "კონსერვატორებმა" რისთვისაც დაიცვეს "ლიბერალებისგან" .

• მამუკა

გიორგი, ამ საკითხში მართალი ხარ, მაგრამ იქნებ იმაზე იფიქრო, რომ ტელევიზიებში სიარული აშკარად მეტი მოგდის. გასაგებია, რომ ფეხბურთელთა უმეტესობისგან განსხვავებით, მოაზროვნე ადამიანი ხარ და ისიც გასათვალისწინებელია, რომ იზოლირებული საფეხბურთო ცხოვრება მომაბეზრებელია და სათქმელი ბევრი დაგიგროვდა, მაგრამ ნურც ის დაგავიწყდება, რომ ნაკრებში მხოლოდ ორიოდე თამაში გაქვს ჩატარებული. აქედან გამომდინარე, ალბათ აჯობებს, რომ დაისვენო, ქართულ საზოგადოებას თავი არ მოაბეზრო და მომავალ კონტრაქტზე იფიქრო.

• garegin meore

უგემოვნო გადაცემაში მარტო ნოესთან იყო. ნონასთან , ჯეოთიმს და ევროპოპს რას ერჩი. ნოესთან ერთხელ ვუყურე და რაღაც რუსული პათეტიკური ნაგავია. დაჟინებით თვალებში ყურება და იდიოტური კითხვები ქეცბა მანდ არ აატირეს ? ანუ ცრემლი მოთხოვნადია ასეთ შოუში? :))))))

• ჯუჯი

ძალიან კარგი თაობა იყო და მწვრთნელებიც კარგები იყვნენ. უბრალოდ ერთა ლიგის ჯგუფები არ იყო,თორემ ისინიც გავიდოდნენ ევროპაზე და კარგი შედეგებიც ექნებოდათ.

• კახა

არ არის ლამაზი ლეგენდებზე ასე საუბარი, მითუმეტეს არაფრის მომცემი. რაში გჭირდება ვერ გავიგე? თანაც არ იცი იგივე ყიფიანმა თუ ჩივაძემ რა სამწვრთნელო განათლება მიიღეს? იქნება ლიცენზია რომ აიღეს ისწავლეს და იშრომეს ბევრი და არა ნაცნობობით მისცეს? ისე ყიფიანის და ჩივაძის მასწავლებელი ბევრი ეხლაც არ არის ისეთი მაგათზე მეტი რომ იცოდეს

• გია

დიდი ფეხბურთი ხმამაღალი ნათქვამია, ქინქლაძეს შეეძლო და ვერ ქნა, ცხასაძემ ითამაშა ოღონდ მანამდე სანამ ეგ თაობა წამოიზრდებოდა, არველაძე საშუალო დონის თავდამსხმელი იყო უეფას თასის დონის, კალაძე და კობიაშვილი მათ შემდგომ მოვიდნენ. ერთი ქეცბაია იყო ყველა თამაშში ლიდერი და გოლის გამტანი, ჯიგარი. შემადგენლობაში სულ პრობლემა გვქონდა სვადასხვა პოზოციაზე. ასე რომ არ იყო დაბალანსებული შემადგენლობა. პოლონეთთან ცხადაძე და ქეცბაია იყო ლიდერი რომ მოვიგეთ, უელსთან ქეცბა და ქინქლაძე, ზოგი ფორმაში არ იყო, სულ გუნდის პრობლემა ჰქონდათ. დღეს რომ ეგ თაობა გვყავდეს რამდენიმე მართლა გააძლერებდა ნაკრებს, მაგრამ კვარას და მიქაუტაძეს, თუნდაც ჩაკვეს და კიტეს დონემდე ბევრი შრომა დაჭირდებოდათ.

• სპორტალი

ბევრად უფრო მწარედ პირდაპირ თქვა ერთხელ ცხადაძემ მაგრამ მაშინ არ მოყოლია რეაქცია. ერთერთ ინტერვიუში ცხადაძეს აქვს ნათქვამი გუცაევზე , საერთოდ მწვრთნელობის აზრზე არ იყოო. გუცაევი არ იყო ქართული ფეხბურთის ლეგენდა?მაგრამ ალბათ არა - რადგან გვარი არ მთავრდება შვილი ან ძე-ზე. გველსიანსაც და ცხადაძესაც ვეთანხმები

• Პელიდი

რა თქმა უნდა,დიდი ფეხბურთელობა არ ნიშნავს დიდ მწვრთნელობას, მაგრამ თანამედროვე ქართველ მწვრთნელებთან შედარებით გიგანტები იყვნენ. ძოძუაშვილი დღემდე საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელია, საკმაოდ ბევრი ცნობილი უკვე ვეტერანი ფეხბურთელი მისი აღმოჩენილია, ლატვიაშიც ნორმაურად იმუშავა. ყიფიანმა რუსეთში იყო , ბელგიაშიც, დინამო ჰეგემონია დაასრულა და ქუთაისის ტორპედო გააჩემპიონა ორჯერ, მეტი ვერ მოასწრო. ხურცილავამ ახალგაზრდა ფეხბურთელებით დინამო ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფამდე მიიყვანა და ჯგუფში შეყვანასთან ყველაზე ახლოს იყოს, დღეს მსგავსი შედეგი დინამოს არც დაესიზმრება. ჩივაძემ მგონია შეცდომა დაუშვა რომ მხოლოდ ნაკრების გაწვრთნას დათანხმდა და ამან შეზღუდა როგორც პროფესიონალი, თუმცა დღემდე პროცენტულად ყველაზე მეტი გამარჯვება მას აქვს ნაკრებში.

• ვახო

,,მამუკა" დამასწარი, 100% გეთანხმები.ღმერთმა გაუმარჯოს გიორგის,ბევრისგან განსხვავებით ინტელექტიც აქვს. რაც შეეხება თემას, მაგას ჯერ კიდევ გ.ნოდიასა და კ.ასათიანის დინამოს მწვრთნელობის პერიოდიდან ვლაპარაკობ. ქინქლაძე, არველაძეების , ჯამარას ქეცბას, ნემსაძის და სხვა უნიჭიერესი ბიჭების თაობას...მოდი ასე ვთქვათ ამ ბიჭებით კარგი მწვრთნელი არათუ ევროპაზე და მსოფლიოზე გავიდოდა, არამედ იქაც ბევრ წარმატებას მიაღწევდა, ამიტომაც დღემდე ვერ ვინელებ ამ ხელიდან გაშვებულ შანსს. ესეთი თაობა კიდევ როდის იქნება (ამდენი უნიჭიერესი ერთად) ვინ იცის ,თუმცა კაცი, მითუმეტეს გულშემატკივარი იმედით ცოცხლობს, მთავარია მომავალში იგივე არ განმეორდეს. ამისთვის კი საჭიროა,რომ ფეხბურთის და სპორტის სხვა სახეობების ხელმძღვანელობაში პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანები იყვნენ დასაქმებული!

• გიო

მართალია ეს ბიჭი 100 % ით

• კახა ქ.

მე ამ ბიჭის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ის კი არა ერთერთი პირველი ვიყავი, ვინც მოუწოდებდა ნაკრების ხელმძღვანელოას, მიაქციეთ მისთვის ყურადღება.მარა რა მინდა ვთქვა, ტიპმა ტაიმ ნახევარი ითამაშა და აუ გახადეს ბეკენბაუერი.ზომიერებაა ყველაფერში საჭირო.უთოც ამაზე ლაპარაკობს.ძალიან კაი ტიპია, ფეხბურთელის არაა ურიგო მარა ნამეტანია რა....ღმერთმა არ ქნას და რამე ისეთი თქვას ან თამაში ჩააგდოს, მერე ნახე მიწასთან გასწორება.....

• garegin meore

ეჰჰჯან ქალი ფეხბურთელი არ მომწონსო რომ თქვა ლიბერალები გაანაწყენა და "კონსერვატორებმა" დაიცვეს და ახლა როცა ჩივაძე და ყიფიანი გააკრიტიკა კონსერვატორებმა არ იციან რა თქვან . გაიგე ახლა ? შენს აულში ინტერნეტი რომ გაიყვანეს ერთი ბიბლიოთეკაც ვერ გაგიკეთეს?

• ბექა

გიორგი არ გიტყდება ამდენი ლაპარაკი და უგემოვნო გადაცემებში სიარული?!

• მამუკა

მასეთი თაობა როგორც 90-იან წლებში გვყვავდა 81 წლის დინამოს შემდეგ არ ყოფილა, აბსოლუტურად ყველამ ითამაშა დიდი ფეხბურთი და განსხვავებით დღევანდელი თაობისგან რომლებიც უმეტესად მეორე დივიზიონებში თამაშობენ ისინი ყველა უმაღლეს ლიგაში იყვნენ და ყველა საკვანძო ფიგურა იყო თავის გუნდში, ცხადაძე, ცვეიბა, კობიაშვილი, ჯამარაული, ყაველაშვილი, ნემსაძე, არველაძეები, ქინქლაძე, ქეცბაია, ჯანაშია და სხვები. წარმოიდგინე ასეთი ხალხი რომ გყავს გუნდში და ვერაფერ შედეგს ვერ დადებ ესეიგი ვერა ხარ სათანადო მწვრთნელი და არ იცი როგორ ათამაშო სწორი ტაქტიქით გუნდი, გველესიანმა ვინც ახსენა მარტო ისინი არ იყვნენ, მათ გარდა უცხოელი მწვრთნელებიც გვყვავდა, მაგრამ დაბალი კვალიფიკაციის. ფედერაციის სუსტი მუშაობის ბრალიც იყო ალბათ რომ ვერ შეარჩიეს შესაბამისი ცოდნის სპეციალისტი, გუნდში არ იყო დისციპლინა და ეს მთავარი პრობლემა ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ მოაგვარა და ამიტომაც შედეგიც არ მოვიდა.

• ეჰჰჰ

დაგენაცვლე, ეგეთი ქართული სად ისწავლე? ვერც აზრი გამოვიტანე, ვერც ვერაფერი გავიგე. მიაგენი სამალავს?

• garegin meore

გველეს გენიალური მნაგახადოვკა იყო შედი ქალო კუხნაშის შემდეგ კორკოტ-სუპრემასისტებმა დაგიცვეს ლიბერასტნიისგან და ეხლა ამ განცხადებით ტვინში ერორი აქვთ:))) სიმართლე სიმართლეა ,საბჭოთა ქართველი წურბელა იყო და არის . ახალგაზრდებს დაუთმეთ გზა!!

• Ხლუპ

რა კლოუნი ხარ ლიბერასტები ჩივაძეს და ყიფიანს გადაეფარებიან და იცავან ?? ტი ტუპავატი დლია ტროლლა:)))

• Mikheil

სხვე ვერ ნახეთ ამის გარდა აზრის საკითხავი დავიღალეთ ამ გველესიანით

• ეჰჰჰ

შეიძლება მე ფეხბურთის არაფერი მესმის, მაგრამ დიდი ინტერესით და და აღტაცებით ვუყურებდი ქალებში ესპანეთი-ინგლისის ფინალს, ჯერ რა ტემპში თამაშობდნენ, მერე რა გააზრებულად. მაშინ მთლად ჩმო ნაკრები გვყავდა და ჩუმ-ჩუმად აზრები მეპარებოდა, ეს გოგოების გუნდი რომ საართველოსთან მიუშვა, გასაგებია, სიმაღლე, ძალა, მაგრამ ტექნიკით, ტემპით, მოედნის ხედვით და უბრალოდ ტალანტით, იქნება მოუგონ კიდევაც თქო :)

• სიმართლის მოყვარული

გეთანხმებით, უბრალოდ, ბიოლოგიურად დავაზუსტოთ, მენსტრუაცია არ არის პრობლემა. ბუნებაში არ არსებობს ცილა, ანუ კვერცხუჯდედი, რომელსაც თქვენ 8 წელი შეინახავთ. ეს უსიამოვნო, მაგრამ აუცილებლობაა.

• არჩი

პირველი - მძიმე პიროვნება კრიმინალს არ ნიშნავს. მეორე - გუშინ ვუსმინე მის ინტერვიუს ნოესთან და ამის საფუძველზე გავაკეთე დასკვნა - ბავშვობიდანაც ვერ ამყარებდა მეგობრულ ურთიერთობას თანაგუნდელებთან, თავად აღნიშნა. მესამე - ცოლად გაყევი ბებიაშენს, შე უზრდელო

• სიმართლის მოყვარული

თუ ეგ ჭორი მართალია, ნუ ყველამ ვიცითრაც, მე ვისურვებდი, რომ მოინახოს ახალი გველესიანი, რომელიც იყყვის, რომ ესა და ეს მწვრთნელი, ხალხის დაყენებაში გასამრჯელოს იღებდა. ეგრე სჯობს, სხვანაირად არასდროს არაფერი გვეშველება.

• გიო

ვიღაცამ ხომ უნდა თქვას რა იყო ცუდი და კარგი, ყველაზე მეტად ქართულ ფეხბურთს ზუსტად ეგ აკლდა, ერთადერთი ქეცბას ამოასხა ერთხელ და კი დაამხო ვისაც დასამხობი ქონდა და რაზეც.

• გულშემატკივარი

სწორი თქვა თუ არასწორი მაგას ვერ შევაფასებ, იმიტომ რომ არ მოვსწრებივარ იმ ნაკრების თამაშს და წარმოდგენა არ მაქვს ჩივაძე, ყიფიანი და ძოძუაშვილი როგორი მწვრთნელები იყვნენ. არც ვიცი რამდენად მათი ბრალია ნაკრების მაშინდელი წარუმატებლობები, და ეგ არც გველესიანმა მგონია იცოდეს კარგად 6 წლის იყო მაშინ. ფაქტი რაც ვიცი ისაა რომ მათი წასვლის მერე ვინც მოვიდა, მომდევნო 20 წლის მანძილზე არავის არ მიუღწევია უკეთესი შედეგისთვის, მათ შორის მთელი მსოფლიოსთვის ცნობილ უცხოელ მწვრთნელებსაც კი. რა თქმა უნდა, კარგი ფეხბურთელი კარგ მწვრთნელს არ ნიშნავს, მაგრამ ზოგადად ეს პასუხი გველესიანის პიროვნებაზე ძაან ბევრს მეუბნება. აბსოლუტურად განსხვავებულ კითხვას გასცა კონტექსტიდან ამოვარდნილი პასუხი, სადაც მე პირადად სიმართლის და რაღაც სატკივარის დაფიქსირებაზე მეტად დაგროვილი ბოღმის ფრქვევა დავინახე და რაღაცის დამტკიცების სურვილი. 228 თამაში აქვთ კანკავას და კაშიას ჩატარებული ნაკრებში და იმათგან არ მიგრძვნია ეგეთი დამოკიდებულება და არც ამდენი ულაპარაკიათ მგონი :დ აი გველესიანზე კიდე რავი, ნონა გაფრინდაშვილთან იყო სტუმრად და ტვინი გაუბურღა ქალს კაცს რატომ ვერ უგებს ქალიო, წყნარად უხსნიდა რომ ქალს მენსტრუაციული და კიდე სხვა პრობლემების გამო, იმის გამო რო ფიზიკურად უფრო სუსტია რეჟიმში ყოფნა უჭირს და ვერ ემზადება ტურნირებისთვის სათანადოდ, ამან არ მიიღო ეგ პასუხები და კიდე კიდეო, იმენა უნდოდა მოესმინა რო კაცი ქალზე გონებრივად მაღლა დგას :D კაროჩე უცნაური მოყეყეჩო ტიპია რა მაგარი, ყველას გვყოლია ალბათ სანაცნობოში ერთი ამისნაირი

• გიო

მან თქვა რომ ქალების საქმე ფეხბურთი ნაკლებადაა ვიდრე კაცების, თუ თანაბრადაა რატომ არ ტრიალებს თანაბარი ფული ქალთა და კაცთა ფეხბურთში? ყოფილა ხომ განსხვავება? ბიოლოგია მოცემულობაა და მას ვერ შეცვლი. ლეგენდაა ჩაბი ალონსო, ზიდანი,გუარდიოლა და რავი კიდე რამდენი, მაგრამ სანამ მწვრთნელობას მოკიდებდნენ ხელს, ყველამ გაიარა შესაბამისი მომზადება. ნარდზე ლაპარაკი კიდე აღარც ღირს.

• ნაპოლეონი

რაც არ უნდა მწარე სიმართლე იყოს,ქართული ფეხბურთის განადგურება დაიწყო დიდმა ნოდარ ახალკაცმა და აბსოლუტურად შეგნებულად. . .ისარგებლა ქვეყნის მდგომარეობით და გადავიდა მილიონების შოვნაზე. . . რაშიც არც ვეტერანი ფეხბურთელები ჩამორჩნენ.. .ესაა მწარე სიმართლე და რაც არ უნდა გაიხეთ ლიბერასტები და ურაპატრიოტები შუაზე სხვა სიმართლე არ არსებობს .

• ჰაჰა

ხორვატიაოოო????. ხორვატიამ ომი მოიგო. გვერდში დასავლეთი ედგა. ჩვენი თავი კიდევ რუსებს მიუგდეს. ბუში უფროსის სიტყვებია, საქართველო დინების საწინააღმდეგოდ მიდისო.

• buba

ეჰჰჰ -ს რას ამბობ?!... შენ თვითონ დაუკვირდი შენი ნათქვამის ლოგიკას!... რა ყიფიანი ან ჩივაძე სხვა სპორტში ან სხვა სახეობებში გადავიდნენ ფეხბურთის დამთავრების შემდე?! დარჩენ ისევ ფეხბურთი მწვრთნელებად! რა, ნონა გაფრინდაშვილმა რაიმე ისევ ჭადრაკში, რომ გააკეთოს, ბალეტია?!!!!!!

• ვა რა დონეა

ზოგიერთ ქართველ ფეხბურთელს ისე აუვარდათ თავში უფლებას აძლევენ თავს ქართული ფეხბურთის ლეგენდები აკრიტიკონ,ისეთ სა ქმეში რაშიც თვითონ გაგებაში არ არიან. მე მგონი გონიათ ევროპა მოიგეს,სინამდვილეში უმოტივაციო პორტუგალია დაამარცხეს.ეტყობა ირანში გაროზგვის ეშინია და ხმას ვერ იღებს და აქ გახდა პროფესორი. ლეგენდარული პიროვნებების კრიტიკა ნორმალურ კაცებში მიღებული რომ არ არის ეტყობა არ უსწავლებიათ.ჯერ ქართველი ფეხბურთელი ქალები დააბულინგა,მერე ტაკიმასხარა გულიაშვილის გადაცემაში დასცინა კაცს რომელმაც ციხეში დამზადებული ხელნაკეთი ნარდი კვარას აჩუქა,ბოლოს ლეგენდებს მიადგა

• გენა

სწორი თქვა და ნუ უკიჟინებთ.

• paf-paf

რასაც ამბობს ეს კაცი სრული სიმართლეა...გაგიმარჯოს ღმერთმა ძმაო...

• ტაგუ

გლობალურ დათბობაზე რა მოსაზრება აქვს?

• ბაჩი

ხორვატია არ დაგავიწყდეთ

• ეჰჰჰ

ეგ რა შუაშია? მაგაზე არანაკლები ლეგენდაა ნონა გაფრინდაშვილი, მაგრამ ჭადრაკის მერე ბალერინა რომ გამხდარიყო, უნდა ტაში დაგვეკრა, ეგეტი ჟიზელი ცხოვრებაში არ ნახიაო?

• ბაჩი

ქეცბაიამაც მიჯირყვნა ისინი თუ გახსოვს

• სიმართლის მოყვარული

'მძიმე პიროვნება' ჯორჯ ბესტი და გასკოინი რომ იყვნენ იმისთანა უნდა. თვეში 1ხელ გამოსაყვანი იყვნენ პოლიციიდან. მისი პიროვნება იდარდონ ოჯახის წევრებმა. თქვენ რა ცოლად გინდათ გაყვეთ?

• ტიტე

იმ წლებში სხვა არჩევანი არც იყო და ესენი იყვნენ ჩვენი კრუფი და მიხელსიც ,მაშინ ისიც კი მეგონა ჩაი გადაარჩენს საქართველოს მეთქი ,ნუ ბორჯომი ხო საერთოდ .პ.ს ისე არ ღირს ეხლა ლეგენდარულ ფეხბურთელებზე რაიმე კონტექსტით საუბარი .გველე 33 წლის ხარ .

• სიმართლის მოყვარული

100% სიმართლეა.

• Master

მეტი ვინ გვყავდა იმ წლებში მწვრთნელად რომ მოსულიყო?უცხოელის მოყვანის თავი კი არა, ცხადაძე ყიდულობდა ნაკრების ფეხბურთელებს ფორმებს და ბუცებს. იმ დროს ჯგუფში გერმანია და სტოიჩკოვ, ბალაკოვ, ლეჩკოვის ბულგარეთი გვყავდა ერთხელ, მეორედ იტალია და ინგლისი. მესამე ციკლში უკვე გუცაევი იყო.გველესამ როარ თქვას ისედაც ვიცით რომ ტოპ მწვრთნელი ჩვენ ახალკაცის მერე არ გვყოლია და არც გვყავს.

• რეალობა

ობიექტურობა მოეწონება გველესიანს, ვინმემ ობიექტურად რომ შეაფასოს მისი ინტერვიუ GeoTeam-თან, სადაც ძალიან ეცადა თავი განათლებულ პიროვნებად წარმოეჩინა? უზნაძის განწყობის თეორია ისეთ კონტექსტში ახსენა, ცხადი გახდა, რომ არ ესმის, რას ლაპარაკობს. ან ნონა გაფრინდაშვილთან რომ მივიდა სტუმრად, იქ მისმა ბავშვმა იმის დემონსტრაცია მოაწყო, თუ როგორი პედაგოგიური ნიჭის პატრონია გველესინი (მისი ცოლის როლს არ შევეხები ბავშვის აღზრდაში).

• ავთო

მთავარი ის არის რასაც არავივინ ამბობს და არც ხაზს უსვამს,იმიტორო ესე აწყობთ.რეალობა კიდევ შემდეგშია რომ არა ეს სისტემა ჩვენი ნაკრები ევროპაზე გავიდოდა?რეალურად უეფას უნდა ვუმადლოდეთ რომ ჩვენაირი მაჩანჩალა ნაკრებებისთვის ერთა ლიგა შექმნა და გუნდების რაოდენობა გაზარდა ევროპის ჩემპიონატზე.ეს სისტემა რომ ყოფილიყო ჩვენი ნაკრები ბევრად ადრე მოახერხებდა ევროპაზე გასვლას.სხვათაშორის პირველი ის ნაკრები გავიდოდა ევროპაზე იმ მწვრთნელების ხელმძღვანელობით ეს რომ აუგად მოიხსენიებს.თორე ტრადიციულ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის კი გავედით ბოლოს წინა ადგილზე.

• რეზო

ეჰ, ამხანაგო გველესიანო... საქმე იქითკენ მიდის (და ამას მხოლოდ მე არ ვამჩნევ), რომ შენც მალე ზუსტად იმას შემოგთავაზებენ, რისი აზრზეც არ ხარ და არაფერი გამოგივა. უფრო მეტიც - არავინ არაფერს შეგეკითხება და ორიოდე ზემდგომის მესიჯბოქსზე იქნები დამოკიდებული. ვეღარც საუბარში და თავისუფალი აზრების ფრქვევაში იქნები ასე მიშვებული. არადა, როგორ გყვარებია .. და დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ზემოთჩამოთვლილისა, შენ ამ შეთავაზებას დათანხმდები. დათანხმდები დიდი სიამოვნებით. თან ასაკშიც ხარ, დიდხანს ვეღარ გაქაჩავ ფეხბურთში. ვიცი რასაც გეუბნები. ამ ქვეყანაში მიცხოვრია და ყველა მთავრობა გამივლია დამოუკიდებლობის შემდეგ.

• ნაპოლეონი

მაინცადამაინც პუტინ ხუილო უნდა უყვირის არა?!. . .რაც თქვა აბსოლუტური ჭეშმარირება თქვა. . არც ჩივაძე და არც ყიფიანი გარტყმაში არ იყვნენ იმ დროინდელ ტენდენციებში. . .მთელი მსოფლიო პრესინგზე იყო გადასული და ესენი 70იანების ფეხბურთს თამაშობდნენ. . .მიეცი ბურთი წავიდა მოატყუა სამი კაცი და დამთავრდა. . .ბურთის ართმევაზე არც ქინქლაძე არც ჯამარაული არასდროს არ აწუხებდა თავს. . თუ ვინმე ბურთს გაგვაგორებინებდა იცოცხლე ვბომბავდით ,მაგრამ პატარა პრესინგი და წარმოდგენა აღარ ქონდათ რა უნდა ექნათ. . .გიორგი ქინქლაძე არასწორ დროს დაიბადა. . . ის მარადონას დროს რომ დაბადებულიყო შეიძლება მარადონა მონაგონი ყოფილიყო. . .მაგ ბიჭებს უნდოდათ მაშინ უცხოელი მწვრთნელი რომ სწორი ფეხბურთის თამაში ესწავლებინა. . .

• SS

ჩვენთან ასეა მიღებული სიმართლეს თვალი არ უნდა გავუსწოროთ ოღონდ თუ ვინმე მწარე სიმართლეს გვეტყვის სვავებივით დავესევით.ავიღოთ დღევანდელი თბილისის დინამოს მდგომარეობა სად არიან ის დინამოს ლეგენდები( ცოცხლებს ვგულისხმობ) გასუსლები არიან ხმას არ იღებენ და ამდროს რა ხდება? დინამო არის ფსკერზე.ქეცბაიამ სიმართლის ლაპარაკი რომ დაიწყო რაც მოხდა ვნახეთ დღესაც იგივე მოხდება ამ ადამიანს სიმართლის თქმის გამო გადაუვლიან

• ლევანი

ამას თავში აუვარდა მგონი.თუ კარიერას ასრულებს და პოლლიტიკოოსოობა უნდა? გვყავს უკვე ფეხბურთელები იქ მადლლობა..

• ირაკლი

წაკითხულის გააზრებაში ბოლო ადგილებს ვიკავებთ მსოფლიოში ყველა კვლევით!

• რეალობა

ზოგი სიმართლე შენთვის უნდა შეინახო. შენ შეიძლება ყიფიანის ან მესხის თამაშშიც ბევრი ნაკლი დაინახო (მაგალითად, ბურთს კარგავდა ხშირად), მაგრამ ეს კაცი ლეგენდაა, და ლეგენდას არ უნდა შეეხო. გველესიანი ბევრს ლაკარაკობს. ნაკრებში აღარ დაუძახებენ.

• თემო

ამას მაგარი თავში აქვს ავარდნილი,არამკითხე მოამბესავით არის,ჯერ ხომ ყველა არხი და გადაცემა მოიარა ვითომ ინტელექტუალიო და აგერ ანთხევს თავის "სიბრძნეებს"ამდენის სისულელების ყბედობას წადი და ბურთი გააგორე რა.

• გიორგი

ფეხბურთელებს და ფეხბურთს ხელი შეუშალა კლანურობამ და ნეპოტიზმმა. გამაზვა რომ მიდიოდა ვის ექნებოდა სათამაშო დრო და ვის არა. ნაკრებშიც კი (იმ დროს როდესაც ევროპულ გუნდებში გადასასვლელად საჭირო იყო ნაკრებშიც ჰქონოდათ ნათამაშევი). ათასჯერ უეფა-დან ბავშვთა ფეხბურთისთვის გადმოცემული ფორმა და ბურთები "დინამოს" სტადიონის გარშემო მაღაზიებში რომ ნაწილდებოდა ეგრევე. დინამოს სტადიონზე ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება ხომ საერთოდ ანეკდოტად იქცა, იმდენჯერ მისცეს თანხა და გაიფლანგა. ამოიღეთ ვინ იყო მაშინ ფეხბურთის ფედერაციაში მოკალათებული ხელმძღვანელობაში (ჟორდანიას გარდა, რომელიც მერე წავიდა და ჰოლანდიაში 2 კლუბი იყიდა) და იქნებ ამოვხსნათ რატომ განადგურდა ფეხბურთი. ომი და ეკონომიკური კოლაფსიო... ხორვატიის მაგალითი განვიხილოთ ნაომარმა ქვეყანამ რა შედეგი დადო 90-იანებშიც და მას მერეც? მოიკითხეთ ნაცნობებში ვისაც ასე თუ ისე შეხება ჰქონდა ფეხბურთთან, რა ხდებოდა ამ სფეროში.

• gogi

ამ ბიჭს ზედმეტები მოსდის უკვე ძალიან. აქ არ არის აზრის გამოთმაზე საუბარი აქ არის ფაქტების დამახინჯებაზე - ვისი ხელმძღვანელობით მიაღწია საქართველომ ჯგუფურებში ყველაზე მაღალს შედეგს? ჩივაძის! მაშინ რო ყოფილიყო დღევანდელი სისტემა დარწმუნებული ვარ ის თაობაც გავიდოდა ევროპაზე. აღარაფერს ვამბობ რა ხდებოდა ქვეყანაში და მის გარშემო. ასეთი სუბიექტურობა და დაუფასებლობა უბრალოდ უსამართლობაა, მითუმეტეს ამ კაცისგან. თავის საქმეს მიხედოს!

• ვახსიმონტო

აბა მოიმარჯვეთ სატევრებად ქცეული კლავიშები და დასცხეთ ყველას და ყველაფერს, მერე ღრენა , კბენა და ლანძღვა-გინებაც არ დაგავიწყდეთ ობერტონებში, სიმართლეა თუ ტყუილია განსაჯეთ და დასაჯეთ მხოლოდ მთქმელი , არადა მრავალი გაიძვერა ვირთხა უთქმელადაც კარგად ღრღნის ბეღელის ტომრებს.

რაო, რა ხდება კომენტარებში, ვინმე თვლით რომ ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელები საშუალო დონის მწვრთნელები მაინც იყვნენ? რომელიმემ იზრუნა მომავალი თაობის განვითარებაზე? რამე ცოდნა შეიძინეს მწვრთნელობის ან თუნდაც საფეხბურთო მენეჯმენტის კუთხით? უბრალოდ ფრხბურთელობის დროინდელი კაპიტალით სარგებლობდნენ და იცვლებოდნენ ნაკრების მწვრთელის პოსტზე და ფედერაციაში თანამდებობებზე და ...კი მივიღეთ შედეგი. პ.ს. ინგლისს რომ ვეთამაშეთ თბილისში პირველად, მწვრთნელმა რა ცვლილებები გააკეთა შესვენებაზე, რა დაგავალათო(2:0 წავაგეთ ტაიმი) ჟურნალისტმა კითხა თამაშის მერე ერთ-ერთს, პასუხი: ნახეთ რამდენი ხალხია მოსული, ვეცადოთ არ გავაწბილოთო. ამ ტაქტიკით გამოვედით მეორე ტაიმში და ასევე მორჩა თამაში - ჩაამთავრა ინგლსმა სეირნობით. ჩვენ მაშინ ისეთი გუნდი გვყავდა, 5-6 მომენტის შექმნა შეეძლო ყველასთან, მაგრამ მხოლოდ ფეხბურთელების ნიჭის ხარჯზე.

• დააT

100 % ხარ, ბრავო გველეს ბრავო. მეც ზუსტად ამას ვამბობ. ჩივაძე, ყიფიანი-ძოძუაშვილი და გუცაევი, ეს ის ოთხი მწვრთნელია რომლის ხელშიც გაიარა ძლიერმა თაობამ, მაგრამ უშედეგოდ. ერთმა თქვა: ბოსკამპი, თუ ტოპმიოლერი ატარებდა სამწვრთნელო ტრენინგებს და პირველ ტრენინგზე 4 მწვრთნელი ესწრებოდა, მერე მოითხოვა შესვენება, შესვენების მერე დახვდა ერთი მწვრთნელი. შემდეგ ტრენინგებზე მწვრთნელები თავის ასისტენტებს აგზავნიდნენ - მოტივით მაგან რა უნდა მასწავლოს. კიდევ კარგი ჩივაძის, ყიფიანის, ძოძუაშვილის და გუცაევის ხელში არ არის დღევანდელი ნაკრები.

• ქართული ფეხბურთის ქომაგი!

როცა ასეთ შეფასებას ვაკეთებთ,გავიხსენოთ 90-იანი წლების ხორვატია,მათი ფეხბურთელები და მწვრთნელები,ასევე ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები,თუ იმ წლებში"დედა არ ჰყავდა" ვინმეს სწორედ ამ ქვეყნებზე ითქმის,მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ღირსებით,დისციპლინით,შესაშური პროფესიოლაზმით წარმოაჩინეს თავიანთი ქვეყანა საფეხბურთო ფორუმებზე და მას შემდეგ მათ გარეშე არაფერი არ ტარდება.ჩვენთან კი ვერ მოხდა სწორი დასკვნების გამოტანა დაშვებული შეცდომებისგან და ფსკერისკენ მივექანებოდით სამწუხაროდ!

• ჰაჰა

კაი რა. 90ან წლებში ქვეყანამ დაკარგა ეკონომიკის 75 პროცენტი. დაუმატეთ ომები. მწვრთნელები რაშუაში არიან, როცა ფეხბურთის შედეგს ვიღაც წყვეტდა წინასწარ. ქინქლაძეს შეუშალა ხელი. არველაძეებს თუ შენ? კაი რა. კვლავ არასწორი დასკვნები. ან რა შუაშია ყიფიანთან, თბილისის ან გორის მერი? ტიპი პოლიტიკას არ ეკარებოდა. თქვენ გგონიათ შეთავაზება არ ქონდა???

• კორბენა

არასდროს არავის უთქვამს და არც მე დამრჩენია შთაბეჭდილება რომ ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი, ხურცილავა და თუნდაც ძოძუაშვილი მაგარი მწვრთნელები იყვნენ. დიდებული ფეხბურთელები გახლდნენ და სწორედ ამით შეიქმნეს ის რეპუტაცია, რომ მერეც მათ ვანდეთ მომავალი თაობების განვითარება. კი ბატონო, შეიძლება ეს შეცდომაც იყო, მაგრამ 90-იანებში სხვა პერსპექტივები არ ჩანდა. მწვრთნელები კი არა, იმაშიც დარწმუნებულები ვიყავით რომ ბორჯომით და ღვინით გავიდოდა ქვეყანა იოლად და არაფერი გაგვიჭირდებოდა ))) ასე ვაზროვნებდით და ჰა... )))) თუმცა მარტო ჩვენ არ ვაზროვნებთ ასე. სხვებს აღარ ჩამოვთვლი და მხოლოდ მარადონას და პლატინის მაგალითებიც საკმარისია. მწვრთნელობის აზრზე არ იყვნენ და ნაკრების მესაჭეობა ანდეს. უბრალოდ მათი ავტორიტეტი სხვა გზას არ ტოვებდა და თავადაც პატივმოყვარენი აღმოჩნდნენ, ეგრევე შეიფერეს პოსტი. მაგრამ ეხლა მეორე მხარეც ვთქვათ - შემდეგში უკვე მართლა მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელები მოვიყვანეთ კუპერის და ტოპმიოლერის სახით და ვერც მათ ქნეს ვერაფერი. ის კი არა, ერთა ლიგა რომ არ გამოეგონებინა უეფას, ვერც ეხლა ვშვრებით ვერაფერს ტრადიციულ ქვეჯგუფებში და მეოთხე-მეხუთე ადგილს ვერ ავცილებულვართ. შემდეგ შესარჩევებშიც ასე იქნება გული მიგრძნობს და მოდით, მთელს პასუხისმგებლობას იმ დამსახურებულ ხალხს ნუ ავკიდებთ.

• Master

აუ გველებს რა გინდა????????????? არ დარჩა არხი და გადაცემა სადაც არ ყოფილხარ.კარგად დაიწყე თითქოს მარა რაც ბევრს ლაპარაკობ სკანდალებში რომ ეხვევი ვერ ხვდები?ფეხბურთელი ხარ და მიხედე შენს საქმეს რა.გრძელ ენას და ჟურნალისტებთან ურთიერთობებს ხეირი არავისთვის დაუყრია.კანკავა ნაკრების კაპიტანი იყო ალბათ 10 წელი და ამდენი მთელი კარიერა არ ულაპარაკია და ყველას უყვარს,აბსოლუტურად ყველას!!! შენც იყავი დინამოში მაგრამ ვერაფერი ქენი.საშუალო დონე იყავი. ამ კარიერის ბოლოსკენ გაქაჩე და მაგარი ხარ, ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, მაგრამ მორჩი რა ამ სიბრძნეების ფრქვევას და საქმეს მიხედე, ნაკრებში გარანტირებული ადგილი არ გაქვს.ბევრი ლაპარაკით და ამხელა ლეგენდების ჩივაძე ყიფიანის კრიტიკით რის მიღწევას ცდილობ?ან ქალთა ფეხბურთი რა შენი საქმეა?არამკითხე მოამბესავით გამოგდის უკვე.ტყუილი ანდაზა კი არაა სიტყვა ვერცხლია დუმილი ოქრო.

• სოსო

გიორგი,ჯობია საქმეს მიხედო გადაცემებში ამდენ სიარულს და ამდენ ლაპარაკს,კაცს არ უხდება ამდენი ლაპარაკი და ცოტა დამშვიდდი!!!საქართველოში გადაცემა არ დატოვა სადაც არ იყო მისული.

გველესიანს კიდევ უფრო მეტი პატივისცემა ჩემგან, როგორც იქნა ერთმა მაინც თქვა ღიად სიმართლე, რომელსაც ბევრი ფიქრობს, მაგრამ გვერდს უვლიან.

კომენტარების მიხედვით მიხვდება კაცი, რომ ძალიან შეზღუდული აზროვნება აქვს ჩვენს ხალხს. კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდაო. ვერ იგებს ხალხი ნათქვამს, სამწუხარო რეალობაა.

• გიორგი

სულ რომ არ იყოს ფეხბურთელი და ეგ აზრი გააჟღეროს, მაშინ რას იტყვით - შენ ვინ გეკითხება, ფეხბურთის რა გესმისო? იგივე თქვა ქეცბაიამაც, რომ ინგრეოდა ფეხბურთი, მაშინ სად იყავითო. კიდევ გვაქვს შოთა არველაძის მაგალითი - წარმატებული ფეხბურთელი და უხეირო მწვრთნელი. ხომ არ დავნიშნოთ ნაკრების მწვრთნელად? ან მერად ავირჩიოთ. საქმეს ვერ გააკეთებს, მაგრამ მაგარი ანეკდოტების მოყოლა სცოდნია და გავერთობით მაინც

• გიორგი

ყიფიანი და ჩივაძე დიდი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1991 წლის ბოლის ავტომატებით დარბოდნენ ქუჩაში. ამ დანაშაულთან შედარებით, ცუდი მწვრთნელობა ბავშვის სიცელქედ გამოიყურება.

• გიორგი

ტვინი აქვს ხალხს განადგურებული, მაგას იყალთო და გელათი ვერ უშველის. ადამიანი იმის გამო რომ დაუჭერს მხარს მინისტრად თუ მერად, რომ ოლიმპიური ჩემპიონია, მაგას იყალთო როგორ უშველის? "მაგას ბევრი ფული აქვს და აღარ მოიპარავს" - ეს რომელ აკადემიაში ისწავლება? სამწუხაროდ ჩვენ სხვის მაგალითზე ვერ ვსწავლობთ, ამიტომაც ვერ მივდივართ სწრაფი ტემპით წინ, 20-30 წელი უნდა ვიმტვრიოთ ცხვრი-პირი, რომ როგორმე დავიდეს ხალხის ტვინამდე ანბანური ჭეშმარიტება, ამასობაში თაობა იკარგება, ვისაც ერთი სიცოცხლე აქვს და ვერ დაელოდება სანამ დავა კაშპიროვსკის მრევლის ტვინამდე.

• გიორგი

რა პრობლემაა, მაგარი ფეხბურთელი/მოჭიდავე/შტანგისტი იყო და ამიტომ იქნება წარმატებული მერი/მინისტრი და ა.შ. მწრთნელობაზე ვინ ეტყვის უარს? ადამიანს მინისტრად ნიშნავენ და თან "არაუშავს, ისწავლისო", ანუ კაცმა მინისტრად მოსვლის შემდეგ უნდა დაიწყოს იმ დარგის სწავლა, რომელსაც უნდა უხელმძღვანელოს. დაბალგანვითარებული საზოგადოების და ქვეყნის მაჩვენებელია, როდესაც ვერ იაზრებს რომ კარგი ფეხბურთელობა არათუ კარგი მწვრთნელობის წინაპირობა არ არის, არამედ პოლიტიკაშიც მიესალმება მათ ყოფნას. ხინჩეგაშვილს რომ მერად აირჩევ, იქ მთავრდება ჩემთვის ხალხის შეგნებაზე ლაპარაკი. თუმცა იქვე მახსენდება - "შენ ლოგიკურად და ფაქტებით გინდა დაარწმუნო ის ადამიანები, რომლებიც ტელევიზორთან წყალს "მუხტავდნენ" შუშის ქილებში და მერე ამით მკურნალობდნენ"

• დიდი ბრიტანეთი

მწარე სიმართლეა,კარგი ხარ მახარობლიშვილო,ეს თემა რომ წამოწიე,ამ უვარგის საიტზე,ყველა პროფესიაში თავის დროული განვითარება მართებს,მგონი ერთეულიი არაუვარგისი რეპორტიორი ხარ ამ და საერთოდ ქართულ მასმედიებში.ბევრი უნიჭიერესი მსოფლიოს დონის ქართველ ფეხბურთელთა თაობები დავკარგეთ,ჯერ პოლიტიკური მიზეზებით,სხვათა,სახელმწიფროებრივ მონობაში ყოფნისას ,ყველაფერში ომ გვანადგურებდენ,გვსრესდენ,გადაგვარებას ცდილობდენ ყველაფერ ძლიერის,ქართულის ,რაც დღემდე მოგვყვა.... სტურუების..... და მრავლად ვანიას შვილების სახით ქვეყანაში,და მერე უვიცობით,უსწავლელობის გამო,ერთად ერთი მიზნით ნებისმიერ პროფესიაში მოსვლისას, მოვჯდე,მივიღო ბევრი,და ვეცადო ვწოვო ხალხის სისხლი, ქვეყნისთვის არაფრისკეთებაში,რაც უფრო მეტ ხანს,მით უფრო კარგი,პასუხისმგებლობის და დაუსჯელობის შეგრძნებით. კალაძის მაგალითი,ფეხბურთელი კარგი იყო,მაგრამ ენერგეტიკის საქმის მცოდნე?.. მსოფლიო დონის ქართველი მწვრთნელებიც ერთი,ორი თუ გვყვავს, ყოჩაღ გველესიანს ქართული ფეხბურთის ავადმყოფობის ფესვის დანახვაში ,კიდევ ერთხელ გასაჯაროებით და ძალიან მსურს,მორიგად,შეაყარე კედელს ცერცვი არ გამოვიდეს,ეს ყველაფერი,ისევ მხოლოდ ლაყაფით არ დამთავრდეს,და განვვითარდეთ სწრაფად, თუნდაც ამ ფეხბურთის მაგალითზე ყრდნობით ,ყველაფერში,მაგრამ დროული განვითარების,ეროვნულად წინსვლის საწყისი,იყალთოს და ბიჭვინთის აკადემიების ქონაა საჭირო,ქვეყანაში,გვააქვს ამგვარი სწავლის ქართველთა, საწყისი კერები,დამოუკიდებელ? დღევანდელ გაღატაკებულ,უჭკუოთა ,უეშმაკური ხრიკებით,ხალხის მყვლეფავთა ქვეყანაში?

• გია_544

საღად აზროვნებს. ყოჩაღ!

• არჩი

ეს ტიპი საშუალო დონის მცველი და აშკარად მძიმე პიროვნეაბაა, ბევრი ლაპარაკი და იდეების ფრქვევა ახასიათებს. არ მიკვირს, ნაკრებში რომ არ იძახებდნენ. მთავარი, რასაც მიაღწია სანიოლმა გუნდში, ერთსულოვნება და გუნდურობაა. ასეთ განწყობას თავდადებული თამაში და დისციპლინა მოაქვს. ასეთი იყო ახალკაცის დინამო და ეს აკლდა ყოველთვის ჩვენს ნაკრებებს დამოუკიდელობის პერიოდში, ამიტომ ვერ მიაღწიეს წარმატებებს ვერც ერთმა თაობამ და მით უმეტეს ქინქლაძე-ჯამარაული-არველაძეების თაობამ. დავაფასოთ სანიოლი და კარგი იქნება, თუ დარჩება კიდევ ერთი ციკლის პერიოდში.

• მწვრთნელი

რეებს მიაცმოაცვამ! ნახევრად დანგრეულ ქვეყანაში! მაგ ხალხმა გაიყვანა ქართული ფეხბურთი სანაპიროს! 30 წლის უკან შენ რა უნდა გახსოვდეს რა ხდებოდა საერთოდ ქვეყანაში და ფეხბურთში! ჩივაძე, ყიფიანი და გუცაევი! ამ ხალხმა მოიყვანა შენამდე ქართული ფეხბურთი, როგორც მოთამაშეებმა ისე მწვრთვნელებმა! გასაჭირში და სიდუხჭირეში! მილიონებს მათ არავინ უხდიდა მწვრთნელობაში! თქვენ ერთი თამაში მოიგეთ ევროზე და 30 მილიონი ჩაგირიცხეს უცბად! ამ ხალხს არა ერთი დასამახსოვრებელი თამაში აქვთ მოგებული ისეთ გუნდებთან, რომელშიც მსოფლიო ლეგენდები თამაშობდნენ ყოველგვარი მილიონის გარეშე! როგორ დროშიც ვცხოვრობდით ისეთი მწვრთნელები და გუნდი გვყავდა! ვის რაში ავალდებულებ ვერ გავიგე ვერაფრით! საერთოდ დიდი შეცდომა დაუშვი ეგ ინტერვიუ, რომ მიეცი! ნაკრებში ორიოდე თამაში გათამაშა სანიოლმა და ეგ არის და ეგ! საზონოვი და დვალი 100 თავით გჯობიან დაცვაში!

• გიუშა

გიორგის ყოველთვის ჩვეოდა პირდაპირი ლაპარაკი,ამიტომაც იყო სულ ნაკრებს მიღმა,სიმართლე ბევრს არ მოსწონს

• ვავა

რა კითხეს, და რა პასუხი გასცა. არანაირ კავშირში ერთამენთთან. სამწუხაროდ დაგროვილი ბოღმის გადმონთხევას უფრო ჰგავდა ეს ყველაფერი.

• baggio

სიმართლეა

• gzp

სხვა სფეროებშიც მასე იყო.

• დათო

მგონი რაც ხმა არ ამოუღია ამ ბიჭს, ახლა გაეხსნა და ვურჩევდი მაინც ძალიან ნუ ავარდება პოპულარობისგან. ფეხბურთს კი არა ქვეყანას დედა არ ყავდა მაშინ და ყოფიანსა და ჩივაძეს რა უნდა ექნათ? ან რა მწვრთნელობაზეა საუბარი, საიდან უნდა ქონოდათ სამწვრთნელო უნარები? რომელ სხვა ერებს ადრის ერთი საქართველოს მაშინდელ მდგომარეობას?

• საბა

ნამდვილად ,100%-ით ვეთანხმები.

სწორია ეს კაცი.

• დავითი

მე მგონი პირველად ვისმენ და ვკითხულობ ჯანსაღ კრიტიკას,რაც თითქმის არ ისმოდა მთელი გასული წლების მანძილზე,ყოველთვის კოლეგიალობით,ზოგადი ფრაზებით,ვიღაცის პირადი თუ სხვა ინტერესებიდან მოკლე შეფასება ისმოდა ამა თუ იმ მწვრთნელების,საფეხბურთო ფუნქციონერების,მათ შორის ჟურნალისტების მიმართ!

• Givi

ეს ბიჭი სწორად აზროვნებს, თან საუბრობს ისეთ თემებზე რასაც ბევრი ფიქრობს, მაგრამ ვერ ბედავს ლაპარაკს და ეს კაცი ირანშია? საოცარია პირდაპირ.

• Pepelu

გვიყვარს და ვაფასებთ ჩვენს ლეგენდებს!! მაგრამ რიოგორც ფეხბურთელები 1000-ჯერ უკეთესები იყვნენ ვიდრე მწვრთნელები!!! სამწუხარო რეალობაა მაგრამ სიმართლეა!! ზოგადად გველესიანი როგორც ადამიანი აღმოჩენაა ჩემთვის!! გამოცდილების მიღების შემთხვევაში ნებისმიერი დონის და რანგის საფეხბურთო კლუბის სპორტული დირექტორის მომავალი იკითხება!!! თავდაჯერებული, მცოდნე და გააზრებული საუბარი და მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაშის გამოცდილება!!

• საქართველო

რამდენი წელია ამას ვიძახი. 100% ვეთანხმები გიორგის.ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ჩივაძეს,გუცაევს,ძოძუაშვილს,ყიფიანს,მაგრამ მარადონაზე დიდი ფეხბურთი არ აქვთ ნათამაშები.ხოლო მარადონა როგორი მწვრთნელიც იყო კარგად ვიცით.მეც გიორგის თაობა ვარ,ცოტა უფროსი, მახსოვს როგორ ინიშნებოდნენ ნაკრების მწვრთნელებად,მხოლოდ მათი საფეხბურთო კარიერის გამო.რათქმაუნდა ძალიან დიდი ფორაა მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში სამწვრთნელო კარიერაში,მაგრამ თუ წიგნი არ აიღე ხელში და არ წაიკითხე,ნულის ტოლია ეგ ყველაფერი. ჩვენი მენტალიტეტი კიდევ ხომ ვიცი, მაგან რა უნდა მასწავლოს მე დიდი ფეხბურთი მაქვს ნათამაშები.ხოდა აგერ ბატონო იულიან ნაგელსმანი,19 წლის იყო რომ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება,ვერ არის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების მწვრთნელი?! განათლებაზე ძვირფასი არაფერია

• beqa

100 %

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

გველესიანის გოლი 90+13-ე წუთზე - ქართველმა "პერსეპოლისს" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

გველესიანმა გამარჯვების გოლი ზედ საფინალო სასტვენის წინ გაიტანა [VIDEO]

"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე

გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა - "პერსეპოლისი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა [VIDEO]

ასეთი პატივისცემით მიულოცა ყოფილმა მწვრთნელმა გველესიანს დაბადების დღე - რა დაწერა გარიდომ სოციალურ ქსელში [PHOTO]

ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი

გველესიანის "პერსეპოლისი" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე "ალ აჰლისთან" დამარცხდა

საქართველო-ყაზახეთის მატჩამდე დოკუმენტური ფილმის, "ქართული ფეხბურთის" ჩვენება გაიმართა

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?

გველესიანის ირანული კარიერა სრულდება? - ქართველი "პერსეპოლისს" ტოვებს

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

ამ დღეს, 28 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო [PHOTO]

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...