საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თავისი "ფეისბუქის" გვერდით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა:

"საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი".

დარტანიანი
შეიძლება ეკუტვნოდა წაგება და ტყუილად ყვირის. შეიძლება არ ეკუთვნოდა და წააგებინეს. ამ მეორე შემთხვევაში ყველა არაკაცები ხართ ვინც ლანძღავს და ამბობს მისი საქმე არ ყოფილა ეს სპორტიო. ტიპი მსოფლიოს პირველი შპაგა იყო ) და ვინ რაგ გააკეთეთ მაგის ტოლფასი? რატომ გშურთ? გულისამრევი ტიპები ხართ
დარტანიანი
რეებს ბოდავ მსოფლიოს ნომერ პირველია რეიტინგით და შენ რა გააკეთე სამაგისო რჩევებს რომ იძლევი კუხნიდან. ფიცხია თუ არა თუ დაიჩაგრა სამართლიანობა უნდა აღდგეს და ან ყველამ უნდა გაიგოს რომ დაიჩაგრა. გამომივიდა აქ რკინის ნერვებიანი
სოსო
მსაჯმა ნიშნი კი არ უნდა მოუგოს,ობიექტური უნდა იყოს!

ეგეთი სიმართლე მიკვირს, როგორ არ დაგიბლოკეს. მამამისია ფედერაციის პრეზიდენტი და ის სასტავი ტურნირებზე, ხმამაღლა აგინებენ მსაჯებს. რახან ეგ ჩემამდე მოვიდა, კიდევ სხვამაც ხომ იცის? მერე იტყვიან, მსაჯები რატომ ერჩიანო
სიმართლე
ტიპი აშკარად ფსიქოლოგიურად არამდგრადია, სულ ყვირის და ღრიალებს მსაჯებთან. შესაძლოა დაჩაგრეს, მაგრამ უპირველესად თვითონ განაწყობს მსაჯებს უარყოფითად და მერე იმკის თავის თავზე. თუ არ აქვს ნერვები წესრიგში, სჯობს სხვა საქმით დაკავდეს...
Grg
Psikologiurad caago..naadrevad agnishnavda kulebs..da msajma jer gadaxtio gauketa...
ვინ არიან?
ვინ არიან?
Რაგბის ფანი
სკოლაში 1 კლასის მათემატიკა მაინც გისწავლია? შენს 5 ქულას რომ გართმევენ და სხვას აძლევენ, ეს 10 ქულიან სხვაობას ნიშნავს!
სიმართლე უნდა ითქვას
დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, სრულიად შესაძლებელია აბსოლუტური ობიექტურობა ამ სპორტში მსაჯების მხრიდან. იმ ტექნოლოგიის გარდა, რომელიც აფიქსირებს ჩხვლეტის პირველიბას, ასევე აქვთ ვიდეო გამეორება და სურვილის არსებობის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია ქულათა ზუსტი განსაზღვრა. ასე რომ აქ არა ტექნოლოგიების ნაკლებობა, არამედ სურვილია მთავარი ფატორი.
დიმა
ფარიკაობუის ფედერაციის უფროსები არ გამოაჩინოთ თორე მთელ გუნდს სამუდამო დისკვალ.მისცემენ. ეს სამარცხვინო ტიპები.
ვვვ
ხმალი ანთებს, ხო, და არა სხეული? ანუ ვისიც პირველი ინთება, იმან მოიგო, ხო? რად უნდა დიდი მსაჯობა და კვლევა - გადაახვიეთ და ნახავთ - პირველი სანდროსი აინთო.
Master
ფარიკაობის არაფერი ვიცი,მაგრამ ეს ბიჭი წინაზეც ასე იყო,ახლაც ასეა.დგას მთელი შეხვედრა ყვირის,ღრიალებს.ყველა დარტყმაზე მსაჯს ედავება.თუ მეორე ნომერი ხარ შე კაცო და ამხელა ფავორიტი 2-8 არ უნდა ჩამორჩე და ისტერიკებს არ უნდა აწყობდე.რა ინტერესი უნდა ქონოდა ესპანელ მსაჯს რომ აუცილებლად წაეგებინებინა ბაზაძესთვის და ეგვიპტელისთვის მოეგებინებინა?რა ინტერესი?უფრო ფსიქოლოგიური მგონია ეს წაგება.თავჯს თავს უნდა დააბრალოს და არა მსაჯებს.
ესპადრონის მცოდნე
არაობიექტურობა,ყველგან,ყოველთვის,პროფესიონალებისთვის,თვალნათლივია,მთავარია დროულად რეაგირება მიკერძოვებაზე ,და ობიექტური პასუხის მიღება, ოფიციალურ საჩივარს ადეკვატური პასუხი უნდა მოჰყვეს,ოფიციალური ,ამ ბრძოლის,გადახედვა,რეზულტატის გაუქმებით.ფარიკაობა საბრძოლო სპორტია,შეცდომის ფასი,ომში სიკვდილი იყო,და ეხლაც ,შეცდომა მსაჯების მიერ დაშვებული,დისკვალიფიკაციის ფასად უნდა ჯდებოდეს,ეს ყველაზე მცირე დასჯით,არაობიექტურ მსაჯს
ბექა
ფარიკაობის მეც ბევრი არაფერი მესმის და ეს ბიჭი თუ დაჩაგრეს ძალიან ცუდია. მე თვითონ საყურებლად არ მომწონს, წამებში მთავრდება და თვალით ვერ ამჩნევ ვინ დაარტყა და ვარაუდით უნდა მიხვდე ან ტექნიკის იმედად იყო. შეიძლება ეს ფილმებში ნანახ ფარიკაობას რო არ გავს იქიდან გამომდინარეა, მაგრამ სპორტს რაც შეეხება ეს ჩემთვის ფარიკაობა არაა:)
მ.m
ძაან მეწყინა წაგება მაგრამ 2-8 დან რომ დაიწყო ბრძოლა მანდ წააგო და არა 14-14 ზე. ეგვიფტელები რომ ვიყოთ ალბათ გვეგონებოდა რომ დამსახურებულად მოვიგეთ, ისეთი სპორტია თვალისგან უხილავია სისწრაფე და ზოგადად მაგ სპორტში რატო უნდა შეხვიიდე როცა ტექნიკაც ვერ ხვდება რომელია პირველი. ორივე ყვირის და მოგების იმიტაციას აკეთებს.
fani
100%
ზაკო
უბრალოდ ესეთი არაკომპეტენტური მსაჯობა ამხელა ფორუმზე მიუღებელია, თან ჩემი აზრით დაფიქსირების ელექტროვერსიის გაუმჯობესება ნუთუ არ არის შესაძლებელი 21საუკუნეა. ადამიანი 4წელი ვარჯიშობ, შრომობ ყოველდღიურად, ტურნირებზე დადიხარ, რომ ოცნება აისრულო და სანუკვარ მიზანს მიაღწიო და ვიღაც არაკომპეტენტურის ხელი ყველა ოცნება თავზე გემსხვრევა, სამწუხაროა, მხნეობა და წარმატებები მომავალში სანდროს
DD
სამწუხაროდ, თვითონაც მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო, ესეც უნდა ითქვას!
ATP 16
ოლიმპიადა ყოველდღიური ტურნირი არ არის. იმ წაგებული წინა ოლიმპიადის მერე მწარე გამოცდილება აქვსს და მაგიტომ კამათობს და მიანიშნებს მსაჯებს შეცდომებზე. შენ 4 წელი ემზადები შენი ოცნების ასრულებისათვის და ვიღაცა უცოდინარისა და დაინტერესებული მხარის გამო ასე აშკარად იჩაგრებოდე და ხმაც არ ამოიღო?! მონობას ევროპული იქნება ამერიკული , რუსული თუ ჩინური, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ან სამართალია ყველაფერში და თანაფარდობა, ან მონობა და უსამართლობა და სწორია სანდრო ყველაფერში, ბრმა-ყრუობაა მართმევდე ყველაზე მთავარს და თან ჩუმად ვიყო და თავდახრილმა გიყუროო ?! ის რაც იმ ესპანელმა მსაჯმა გააკეთა დღეს, იმედია ბუმერანგის პრინციპით უკანვე დაუბრუნდება, ხოლო მსოფლიო ფარიკაობის ფედერაციამ, კითხვა მაინც დაუსვას საკუთარ თავსს რას ემსახურება ეს ყველაფერი?!
მელქისედეკი
ფარიკაობის გარტყმაში არ ვარ , მაგრამ რა ვიცი " გიჟია" ? იგონებს ? ტყუილად უყვიროდა მსაჯებს? სირცხვილია ...
geo
ამ ისტერიკის ნაცვლად, რომ უკეთ ეფარიკავა მე-2 ნომრად განთესილ ბაზაძეს უცნობ ეგვიპტელთან ის ჯობდა
გოგა
შედეგი რა იქნება ისაა მთავარი თორემ წაგებული ბრძოლის მერე გინდ იჩივლე და გინდ გაეროში აფრინე საჩივრების უსტარი

ეს საჩივარი ავტორებმაც კარგად იციან, რომ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს და მაქსიმუმ რასაც მიაღწევენ ის არის, რომ ამ მსაჯმა ოლიმპიადაზე აღარ იმსაჯოს. ეს არის და ეს. მერე, სანდრო ბაზაძე მუდმივად კამათობს მსაჯებთან. ეს ფაქტიც მის მიმართ ნებისმიერ რეფერის მის მიმართ უარყოფითად განაწყობს და საკამათო სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღებისას პირადი სიმპათიით იმოქმედებენ. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ვამბობ იმას , რაც დიდი ალბათობით რეალურია
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
"ეს არის სპორტი, სადაც უკვე წლებია განუკითხაობაა და საშინელებები ხდება…იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემაზიზღონ, აქ სამართალი არ არსებობს..." - სანდრო ბაზაძე მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებს ეხმაურება
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
სირცხვილია - ბაზაძე ამერთან წაგების შემდეგ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებას აპროტესტებდა [VIDEO]
"არ მინდოდა, არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!..." - რას წერს სანდრო ბაზაძე?