ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჩოგბურთი
          რაგბი
          • ეროვნული ნაკრები
          • დიდი 10
          • თასი
          • ლეგიონერები
          • 6 ერი
          • ტესტები
          • ერთა თასი
          • მსოფლიო თასი
          • ასაკობრივი ნაკრები
          • სხვადასხვა
          • MMA
            • UFC
            • ფორმულა 1
                ჭიდაობა
                • ძიუდო
                • თავისუფალი
                • კლასიკური
                • ქართული
                • სუმო
                • სამბო
                • ქალთა ჭიდაობა
                • ბერძნულ-რომაული
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა

"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია" - ირაკლი კობახიძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმსა და "მიხეილ მესხზე" გაიმართება

"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია" - ირაკლი კობახიძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმსა და "მიხეილ მესხზე" გაიმართება

<p>საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვაზიანში ახალი სტადიონის პროექტზე ისაუბრა.</p><p>მთავრობის მეთაურმა იმის შესახებაც თქვა, რომ "დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია და სავარაუდოდ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე" და "მიხეილ მესხზე" გაიმართება.</p><p>"ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. "დინამოს" სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.<br></p>

  • 11

    რომან ფიფიას ეკუთვნის იჯარით ეს სტადიონი, აშკარად ფიფიას არ სურს ამ სტადიონის დანგრევა, ისეთი ისტორია გააჩნია ამ სტადიონს...

  • 11

    გუშინ თამაში უკვე გაიმართა და ...

  • ვასო

    ღმერთო რა სასაცილოები ხართ))) წესით ეხლა ყველა დინამოზე უნდა მივიდეთ და დიდ ეკრანზე უყუროთ თამაშს რა იყოთ ესე აგეწვათ ერთი განცხადების გამო? ისედაც ბილეთები არ იშოვება რატო გვაკლებთ ადგილებს

  • tngh

    45 წლის წინ შესრულებული გადახურვა უკვე საშიშია!!!

  • საქართველო

    ნუ დემაგოგობთ და კანკალებთ ამხელა ხალხი,მანდ დინამოს სტადიონი იყო,არის და იქნება.მაგას თავს შეაკლავს მთელი საქართველო დარწმუნებული ვარ.მაგ სტადიონს ხელი დეედება და ვიღაცას წითელი ეენთება.

  • მუხრანსკი

    მეტროს გაიყვანენ აეროპორტიდან

  • კევინი

    გმადლობთ პასუხისთვის. ჰოდა, საიდან მოდის ამდენი კომენტარი, რომ სახელმწიფოს დინამოს სტადიონის გაყიდვა და იქ კორპუსების ჩადგმა უნდა.

  • ხვიჩა

    მიდი ირაკლი ჯიგარო, მანდ დიდუბე მოლი და 5-6 კორპუსი თავისუფლად ჩაეტევა. დაპროექტებას და ტენდერის ჩატარებას კალაძე მიხედავს )))

  • დათა თუთაშხია

    სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა 49 წლიანი იჯარით ფიფიას აქვს აღებული. ამიტომ სისულელეა იმაზე აპელირება, გაყიდვა უნდა სახელწმიფოსო - არავინ არ იყიდის ისეთ ქონებას, სადაც ფიფია გყავს შესახლებული საშვილიშვილოდ. პირველი იარუსის მეექვსე და მეშვიდე სექტორები ავარიულ მდგომარეობაშიაო, თვითონ ფიფიამაც განაცხადა.

  • ტრი-ტრი

    რატომღაც ბავშვთა სამყარო გამახსენდა ვაგზალზე)))))))))))))

  • ზაზა

    შენს ამორტიზებულ მთავრობას მიხედე, ან ჩვენ მივხედავთ ოქტომბერში...

  • ობლაკ

    ვის ატყუებთ?! სარფიანი ჩანაფიქრი გექნებათ…!

  • dito

    თვითონ არის ამორტიზირებული. დინამო მაგისნაირების 10 თაობას კიდევ გაუძლებს. ნაღდად გაყიდვა უნდა

  • d

    დადო უკვე სამხარეულმა, რომ არ არის ამორტიზირებული ზედა იარუსი, და ქვედას რამდენიმე სექტორს აქვს მცირე პრობლემები ანუ გვატყუებს კობახა უბრალოდ ეშინია დიდი რაოდენობის ხალხის შეკრება

  • d

    ხალხის დიდი რაოდენობის შეკრება ამისთვის საფრთხის შემცველია :)

  • აბა რაა

    დინამოს ადგილზე მაგარი კორპუს-უბანი გაშენდება :(

  • კახა

    ვინ დაშალა დინამო , თუ იცი დაასახელე ?

  • კევინი

    დაწერეთ ვინც იცით, თუ ვისი საკუთრებაა პაიჭაძის სტადიონი? კლუბის, თუ სახელმწიფოს?

  • აზრი

    აუფფ ! ფულის შოვნის დრო მოვიდა?

  • ბაგრატიონი

    ვაზიანში აეროპორტი და სტადიონი ერთად დაეტევა თუ იცით? ეს ხუმრობით და სერიოზულად: როგორ უნდა წახვიდე და დაბრუნდე სტადიონიდან ქალაქში გიფიქრიათ იდეის ავტორებს ამაზე?

  • G..LA

    ლაშას ქოხი რომ იყო გიჯობს რადგან გაქანებული ქოცი ხარ და თანაც ადრე ნაცი იყავი დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული იმიტომ ვარ რომ აქ დადსევ კომენტარებს მთავრობაზე ვინც კრიტიკას წერს ნაცად რაცხავ. ასე იყავი ადრეც ნაცების დროს. მე და ჩემნაირებს მაშინ მტრებს ეძახდით ახლა ნაცებს გვეძახით. თქვენ კი ყველანი ვინც ადრე წივილ კივილით მიშა მიშას ძახილით დასდევდით, ყოველთვის მთავრობას იცავთ. ავადმყოფია ერი რომელსაც მთავრობა მოსწონს. ყველა ქვეყანაში დიდი უმრავლესობას თავისი მთავრობა არ მოსწონს. სადაც დიდი უმეტესობას მთავრობა მოსწონდათ დედა აქვთ ნატირები ყველგან…… აქ იმ ქვეყნებს არ ჩამოვთვლი. თვითონ მიხვდი, ცოტა იფიქრე სწორად საშენოდ ნუ ფიქრობ. მე პრინციპში რომ ვთქვა სულ მკიადი მანდ რომელი მთაბრობა გეყოლებათ, მაგრამ ჩემი სამშობლოს ბედი მაწუხებს. აქ სადც ვარ მშვენივრად ვარ. როცა მინდა მანდაც მშვენივრად ვარ და ვიქნები როცა მომინდება მანდ ყოფნა.

  • !

    არ გამოგივათ თქვე დამაქცეველებო!!!

  • ლაშა

    ქოხი არ ვარ მაგრამ ნაცობა მაგრა ტეხავს

  • ლაშა

    მინდოდა ირონიით დამეწერა ვაზიანში არა იქ ააშენეთთქო მაგრამ სტადიონისთვის ვაზიანზე უარესი ადგილი ვერ მოვიფიქრე. ვაზიანში აშენებული სტადიონი განწირული ბუნებრივი კვდომისთვის თუნდაც იმის გამო რომ ვერანაირ კომერციულ ინფრასტრუქტურას ვერ მიაბავ რაც თანამედრო სტადიონისთვის მნიშვნელოვნია. არანაირი ტერიტორიული ხელმისაწვდომობა, ყველაფერ თავი რომ დაანებო მეტროც კი არ უდგება დღეს გულშემატკივრის უდიდესი ნაწილი მეტროთი მიდის თამაშზე. ამ ყველაფერს თავი რომ დაანებო უმთავრესი პრობლემა ტემპერატურაა თბილისზე რამოდენიმე გრადუსით მეტი, დღის თამაშები ფაქტიურად გამორიცხული

  • არტ

    ქალაქის ცენტრში ტერიტორიის დათრევის, მერე იქ კორპუსების აშენების უფლების ახლობლებისათვის გადაცემის და იქიდან ატკატების აღების სუნი ტრიალებს...

  • სოსო

    დინამოს დღევანდელი სტადიონი,10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შენდებოდა და 1976 წელს გაიხსნა.გამოდის რომ,უკვე 48 წლისაა.წლების განმავლობაში,წყალგაყვანილობის დაზიანებული მილების გამო,საძირკველი დატბორილი იყო და მაშინაც მიდიოდა მისი ნგრევის საშიშროებაზე ლაპარაკი,მაგრამ სტადიონის ამშენებელი ცოცხალი იყო და მისი მითითებით მოძებნეს და წესრიგში მოიყვანეს ,წყალგაყვანილობის თუ დრენაჟის მილები.შედეგად წყალი დაიწრიტა.რა თქმა უნდა მაშინდელი დატბორვა,კონსტრუქციაზე სასიკეთოდ არ იმოქმედებდა,მაგრამ ძალიან სერიოზული შემოწმების გარეშე,მისი დანგრევის გადაწყვეტილების მიღება,უნდა გამოირიცხოს.თუ რეკონსტრუქციის ჩატარება და სტადიონის განახლება სურთ,რა თქმა უნდა მხარს დავუჭერ.სადღაც გადაკარგულში,ახალი დიდი სტადიონის აშენება კი,ვის რაში სჭირდება?სტადიონი ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა იდგეს.თუ მაინც და მაინც დანგრევაა აუცილებელი,დაანგრიონ და ახალი,ისევ მანდ ააშენონ.მანამდე კი,ბათუმის სტადიონით გავალთ იოლას.რეალის უზარმაზარი სტადიონი ისე განაახლეს,მუშაობა არ შეუწყვეტია და ახალი სტადიონის აშენებას,განა რამდენი დრო დასჭირდება?დღეს ყველაფერი, შეუდარებლად უფრო სწრაფად შენდება.ააშენონ ახალი,სუპერთანამედროვე სტადიონი,ძველის ადგილას და რის აშენებასაც ქალაქგარეთ აპირებენ,იმას თავი დაანებონ.მაინც მგონია,რომ დინამოს სტადიონის დანგრევა,ძალიან ნაადრევია და კიდევ კაი ხანი ერთგულად მოემსახურება ქვეყანას.მით უფრო,რომ მხოლოდ ნაკრების თამაშებზე ივსება და დიდ დატვირთვებზე არ მუშაობს.მის დასანგრევად,რკინის არგუმენტებია საჭირო.ის ხომ რამდენიმე თაობის უტკბილესი საფეხბურთო მოგონებების მთავარი ადგილია.

  • G.LA

    მაგ სტადიონს ლაგუნას მზგავსად ჯერ ჩააბაძებენ და დააჭაობებენ. მერე გრიგორიჩი მიხედავს. არჩევნებს თუ გაინაღდებენ საქართველოს სახელაც შეუცვლიან ქოცები. რუსები ხომ შეიძლება საქართველოს სახელმაც გააღიზიანოს, ამიტომ სოლნეჩნაია ან პეტუხოვას დაარქმევენ ქვეყანას. გრიგორიჩს დაენაცვლოს ქვეყანა.

  • ისე ჩანს რომ

    ამათ ტვინი აქვთ ამორტირიზირებული და გამოცვლა ესაჭიროებათ

  • ინხ-ს-ს

    მოდი რა ნუ შეგვე-კიკინეთ ამ ნაცებით! იქნებ რამე ახალი მოგიფიქრონ ამ ბოტების პატრონებმა.

  • იხარე ერო ! მოკვდი მტერო !

    ანუ უნდა დაანგრიოთ ? დანგრევა იცოცხლე გეხერხებათ , მარა აშენებით რას ააშენებთ ? დორტმუნდის სტადიონის ანალოგს ? ))) შეეშვით ისედაც დანგრეული საქართველოს ნგრევას . არ გაპატიებთ მომავალი თაობა !!!

  • მშენებელი

    მაკარ აბა რას ამბობ??? .,..გატყუებენ მაკარ,................ გატყუებენ!!! მაგ სტადიონს ბომბი რო დასცე ვერ დაანგრევ..მაგის გამოცდაზე სანახავად დაჟე გეპეიდან ახალ გამომცხვარი მშენებელი ინჟინრებიც კი წაგვიყვანეს...ქვეყნის სამნშენებლო ინსტიტუტები და ინჟინრები მონაწილეობდნენ.. სტადიონი სალდატებით გადააავსეს და რეზონანსის შესაქმნელად(ანუ დატვირთვების მოსამატებლად) სუ ურა, ურა აძახინეს..ეგ სტადიონი როცა გადავსებულია, მხოლოდ მაშინ არის მოსვენებულ მდგომარეობაშ...დანარჩენი დრო,,უსაქმურობას,, განიცდის. ეგ წინასწარ დაძაბული კონსტრუქციაა..საუკუნეები არ დაინგრევა საქართველოში მაგ დონის ინჟინრული ნაგებობა სულ რანდენიმეა... ჰოოდა თავს ნუ ირცხვენ---- დააანებეთ თავი მაგ სტადიონს...

  • ჯობავა-ს

    დავიგინო?

  • ნიკა

    ამირან არ გინდა რა რიჟა ბაზარი

  • ნანი

    *ბატონო ირაკლი* *გატყუებენ ან თქვენ* *თავად იტყუებთ თავს!* *გაეცანით როგორი* *კონტროლით* *შენდებოდა ეს* *სტადიონი და* *როგორი გამოთვლები* *ტარდებოდა შენობის* *თითოეულ* *კონსტრუქციაზე... * *კიდევ არსებობენ მაგის* *მომსწრე ძველი* *სპეციალისტები და* *გირჩევთ მათ* *დაეკითხოთ...* *მოგიყვებიან მის* *კონსტრუქტორზე* *შალვა გაზაშვილზე* *და მის მიერ * *ჩატარებულ* *გაანგარიშებებზე...

  • გაგარინი

    ნუ გეშინიათ, ხალხო, კორპუსებს არ ააშენებენ... მაგ ადგილას ბაიკონურის კოსმოდრომის გადმოტანა ნდომებია გრიგორიჩს...

  • გივი

    რა სწრაფად ამორტიზირდა. აბა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დროს რა სამუშაოები ჩატარდა?

  • დათო

    მერე გარემონტეთ ხომ გაგიგიათ ძველი ყმჯობეს არსო

  • მაო

    ნებისმიერმა მეტნაკლებად ობიექტურმა მოქალაქემ კარგად იცის თუ ვინ ანგრევდა,ყიდდა და ასხვისებდა სპორტულ ნაგებობებს...მაგალითისთვის თუნდაც ბათუმის ძველი სტადიონის ისტორიაა საკმარისი. ამორტიზორებული რომ იყოს "დინამოს სტადიონი სულაც არაა გასაკვირი.ითქვა ეს.და მეტედა რა.რატომ ვასკვნით,რომ არ მოუვლიან,დაანგრევენ,და გაასხვისებენ მად ადგილს?ეს რა ბილწად სულსწრაფი და ეშმაკისეული დასკვნებია?განა საკადრისია ეს ყოველივე?....

  • დინამოელი

    საინტერესოა კვადრატული მეტრის ფასი რა იქნება ახალ კორპუსებში? ადგილი ცუდი არაა.

  • მაო

    ამოშანთვის,ნგრევის,ამოძირკვის,ჩარეცხვის ოსტატები "ესენი"კი არა, "ისინი" იყვნენ.ნებისმიეტმა პატიოსანმა,არაანგაჟირებულმა მოქალაქემ იცის ეს.ასეა ეს,ძამია,ასე,წყალი რომ არ გაუვა ისე....

  • ბლეფი!

    მე-3 თამაში ალბანეთთან, ბორის პაიჭაძე წერია სტადიონის გრაფაში და ეგ როგორ მაშინ?

  • თენგო

    ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ნამდვილად ამორტიზებულია? კობახიძისნაირ ექსპერტს ეგ შეეშლებოდა?

  • ეგრეა

    როგორც ვატყობ უტრიალებენ დინამო სტადიონს.მერე იტყვიან დასანგრევიაო.არ ვარგაო.და წამოჭიმავენ ან კორპუსებს.ან რაგაც სიმახინჯებს.. ეს სტადიონი არის ისტორიული.და თაობები გაიზრდნენ.ასე რომ არც კი იფიკროთ მაგის დანგრევა.შემოაგდეს თემა დიდ სტადიონს ავაშენებთ აეროპორტანო.დაიმახსოვრეთ.ესენი დანგრევენ სტადიონს.ესენიც კარგი გ....დონები არიან.კალაძიანად!!!!კალაძე იძახდა წერეთელს დავამთავრებო 5 თვეშიო.და როგორც კი დაუძაბეს.ტიპმა 2 კვირაში დამტავრა.ჭრის მაყუთს მაგრად...

  • ირაკლი

    საგარეჯოელები ივლიან.

  • ჟეშტიანშიკი

    მანდვე ელიავაზე 80 ლარში აკეთებენ ამორტიზატორებს

  • zura222

    12-მა ნაცმა რა შეიწერააააა DDD

  • ზალიკო

    ხომ ყველამ ვიცით სინამდვილეში რომ დინამოს ა დგილზე დიდი ხანია სავაჭრო ცენტრის ან სასტუმროს აშენებას რომ აპირებენ...ცხვრებივით ყველაფერზე თუ დავეთანხმეთ სულ იმას გააკეთებენ რაც მოესურვებათ

  • მალხაზ ჯობავა

    საერთოდ ერის ისტორიის გაქრობას, მტერი ისტორიული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით იწყებდა. ესენი კიდე დინამოს ისტორიის, მეხსიერებიდან ამოშანთვას, ისტორიული დინამოს სტადიონის გაქრობით ცდილობენ, რათა შემდეგ მომავალ თაობებში, ( დღევანდელი დინამოს ფონზე ) არავის ახსოვდეს ჩვენი ლეგენდარული დინამოს გმირული მიღწევები.

  • ჩუმლაყიდან

    ნამდვილად ლაგოდეხში აჯობებს. თან ვაზიანში მეტროც არაა.

  • macbook pro

    შენ. თვითონ ხარ ამორტიზირებული

  • ბიძინიუსი

    ხვალვე დადოს ექსპერტთა დასკვნა! თუ არ არსებობს, მაშინ ქვეყნის წინაშე აგოს პასუხი. თუ დამტკიცდება რომ არ არის ამორტიზირებული, მაშინ პასუხი აგონ იმ ექსპერტებმა ვინც ხელს მოუწერს ასეთ დასკვნაზე! ამათ დასანგრევად განწირული გაჭირვებული ადამიანის ქოხი გონიათ დინამოს სტადიონი, საწყალ ხალხს რომ დაუნგრიეს ლილოში თუ ორხევში.

  • ჯონდო

    თუ აშენდება ქალაქგარეთ, ხალხის მასა იმოძრავებს ერთი მიმართულებით და საცობი მერე ნახეთ.

  • დავოთ

    დაიწყეს უკვე ნიადაგის შემზადება ცოტა ხანში ჩადგამენ კარგ ბელტივით კორპუსსა

  • დდდ

    ვაზიანი ნამეტანი შორია, ბიჭო... ლაგოდეხში რომ გეცადათ?!...

  • WTF

    არც ერთ შურნალისტს არ გაუჩნდა სურვილი ეკითხა, ახალი სტადიონის აშენების შემთხვევაში რა ბედი ელის დინამოს სტადიონს, ამის გამო გაჩნდა განცდა რომ ეხლანდელი სტადიონის ნაცვლად სხვა ობიექტის აშენებას აპირებენ.არადა ეს სტადიონი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში უნდა იყოს შეტანილი. დარწმუნებული ვარ რომც უნდოდეს ვინმეს ეს ადგილი ვერ გაბედავენ ამ ისტორიული სტადიონის გაუქმებას. აი ესაა ქართული ჟურნალისტიკა, ზედაპირული არაფრის მომცემი.

  • ბორია

    ამ სარეველას ადგილი აინტერესებს ქალაქის ცენტრში ფეხებზე არ კიდია ამორტიზირებულია თუ არა,ან ბიძოს უნდა ეს ადგილი ან ვინმე რუსს ქართული გვარით,სკა სტადიონი,სუკონკა,ავაზა,ნაძალადევის ინტერნატის მოედანი,ძველი 35 ფაფუ აღარ არის მიშა დორბლიანის დროს რომ დაიწყო ვეღარ გაძღნენ ეს ღორისშვილები

  • დინა

    ზურა222 ტვინგამორეცხილო,

  • ირაკლი

    სანამ თანამდებობაზე დანიშნავენ ვინმეს მანამდე სამედიცინო შემოწმების გავლა უნდა იყოს სავალდებულო

  • თენგო

    თუ მაინდამაინც სტადიონის აშენებას აპირებთ ქუთაისს არ აქვს სტადიონი და იქ ააშენეთ

  • zura222

    ნაცეებს რაააააა

  • zura222

    რეალური მზე ხაარ DD

  • qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

    ცუდი აზრი არაა. ბათუმის კიდე დასანგრევია და გუნდები დასაშლელი. ყანა უცდის მაგენს უკვე კაი ჰანია.

  • ვაჟა მასწავლებელი

    დინამოს სტადიონის რეკონსტრუქცია 70-ან წლებში ჩატარდა; დღევანდელი მერიის (ყოფილი პროფკავშირის ოფისი) შენობაც, ლაგუნა ვერეც და დიდუბეში საბურთალო-დან გადასასვლელი ხიდიც იმ პერიოდში აშენდა. ოთხივე მშენებლობას უშუალოდ აკონტროლებდა მსოფლიოში ცნობილი სეისმო - მდგრადი მშენებლობების აკადემიური ინსტიტუტი აკადემიკოს კირიაკ ზავრიევის უშუალო ხელმძღვანელობით. მე მათთან, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტს - ახლო ურთიერთობა მქონდა, და ამიტომ ვიცი როგორი კონტროლით მიმდინარეობდა ეს მშენებლობები. ამიტომ სანამ დასკვნა არ გამოქვეყნდება (საინტერესოა დასკვნა ვინ გააკეთა, სად და როდის? -ელიავას ბაზრობაზე თუ ლილოში?) ვერც მე და ვერც სხვა მომსწრეები ვერ დავიჯერებთ, რომ დინამოს სტადიონის კონსტრუქცია ამორტიზირებულია.

  • мечта грузии

    герои рассиии

  • ლაშა

    ეეე არ გვინდა ეგ რიჟა ბაზარი! თუ რამე ჭირს დინამოს, კეთილი ინებეთ და მოაგვარეთ!

  • alexandre

    ხომ მივადექით მიხუილს ვივამედში, ასევე მივადგებით ბიძოსაც. მე იმას ვამბობ, რომ თუ გაბედავენ და დაანგრევენ კორპუსების გამო, ეს არ უნდა შევარჩინოთ. ისე, როგორც მიხუილს შევარჩინეთ ბათუმის უსტადიონოდ დატოვება ათწლეულებით.

  • odala

    ჰო. შემოგვაპარეს და მგონი დანგრევას უპირებენ. ბევრი ჩვენგანის ბავშვობა და მთელი ცხოვრებაა დინამო. მაგრამ ისეთ ადგილას არის ყოველი თამაშისას საცობს და ერთ ამბავს ქმნის. რამდენად გამართლებულია მანდ ამხელა სტადიონის ფუნქციონირება? იცვლება ბევრი რამ და იქნებ დინამოს მანდ ყოფნა უკვე აღარ ჯდება ბევრ რამეში? არ ვიცი. მე პირადად ტრაგედიასაც არ შევქმნი თუ აიღებენ დინამოს. ისედაც ისე გაათახსირეს თბილისი, დინამოს ყოფნა-არყოფნით ბევრი აღარაფერი წყდება.

  • nika

    აშკარად ფიფიას ებრძვიან , არადა გახსოვთ აცალი სკამები რომ დაამონტაჟეს მაშინ არ იყო ამოტიზირწბული ?

  • Kutaisi82

    Dinamosac angreven??

  • ჯალა

    ამის ტვინია ამორტიზებული რაც არ იცი, რას ბოდავ

  • ნეტაი თქვენა რა////

    ანაღვლე ეხლა კობახიძეს ვის როგორ უყვარს დინამოს სტადიონი, ერის სიამაყეა თუ ისტორიული ტაძარი. მიიღო დავალება და გაიმეორა ჭურმა. ექოა, ექო. ამორტიზირებული ობიექტების, შენობების და სასლების მეტი რაა თბილისში?))) არა უშავს, ავიტანთ როგორმე 26 -მდე ამ ირანელს.

  • IMERELI

    აბა რააააა ხა ხა ხა

  • ქართველი

    დინამო ერის ტაძარია.

  • მერაბ

    ამორტიზირებულია? დაანგრიე და უკეთესი ააშენე იგივე ადგილზე! მადრიდის რეალმა სახლებით გაჭედილ რაიონში ისე გაუკეთა რეკონსტრუქცია სანტიაგო ბერნაბეუს, რომ თამაშები არ ჩაშლილა და უბრწყინვალესი სტადიონი ააშენა. დაფიქრებულხართ, ვინ უნდა იაროს ვაზიანში ფეხბურთზე? ტრადიციებს პატივი უნდა ვცეთ! ეგ ადგილი სადაც დინამოს სტადიონია ქართული ფეხბურთის ,,წმინდა მიწაა"!

  • რეალობა

    არჩევნების წინ ნაკრების თამაშების ჩატარება დინამოზე არ უყვარს ბინძურა ივანიშვილოვს. ხალხის ეშინია. არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსი თუ ხარ, 55 ათასი გაბრაზებული ადამიანი სახიფათოა შენთვის.

  • vigac

    დინამო ისტორიული სტადიონია. კეთილი ინებეთ და მიხედეთ როგორც საჭიროა, გაამაგრეთ გაარემონტეთ. ისტორიას პატივი ეცით, ერს პატივი ეცით

  • dewf=

    ჩვეულებრივი ფსიკოპატია ემოცია არააქ მადუროზე ვარესი ხალხია 26

  • ლაშა

    ეს ნიშნავს, რომ დინამოს აღება და მრავალსართულიანი კორპუსების ან რაღაც ამდაგვარის მშენებლობაა დაგეგმილი. არადა დინამო არა მხოლოდ სპორტის არამედ ამ ქვეყნის ისტორიაა . . .

  • Გიო

    ადგილი უნდათ სასტუმრო ან რამე ააშენონ. დიდ ფულზეა საუბარი. მიზეზი ხო უნდათ.

  • ზაკო

    ახალი სტადიონის აშენება კარგია,მაგრამ ლეგენდარული სტადიონი, რომელიც მრავალი სიხარულის მომტანი იყო, არის და იქნება უფუნქციოდ დატოვება ძალიან ცუდია, თან სტუმარი გუნდი რომ ჩამოვა ქალაქის დათვალერებე რომ მოუნდეს, როგორ გამოიგნებს ან სპორტსმენი, ან ფანი ვაზიანიდან ცენტრამდე გზას, უცხოელი კი არა ქართველები ვერ აგნებენ ლილოდან აქეთ,ან აქედან ლილოსკენ გზას,თან როგორც მახსოვს ადრე დინამო არენა მერიის ბალანსზე იყო და ეხლა ვის ხელშია,ხომ არ იცით?

  • sandrex

    ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული დინამოს რატომ უნდა ეთამაშა ამ ხრაგვ სტადიონზე?ათასი კაცი არ იკრიბებოდა,არანაირი აკუსტიკა და ატმოსფერო არ იყო!!!აი,მაშინ უნდა ეზრუნა მაფიოზ,მხედრიონელ ჟორდანიას რომ დინამოს თავისი კოხტა სტადაიონი ქონოდა სადმე მყუდრო ადგილზე!!!მაგრამ ჟორდანიამ ჩაიჯიბა ფეხბურთელების გაყიდვიდან ფულები და ახალ სტადიონი კი არა სკამებიც არ გამოცვალა ძველზე და თვითონ უეფას მაფიაში ჩასასტავდა!ცხვირში უნდა ამოადინონ მაგ მაფიოზს,ახლაც არ არის გვიან რომ პასუხი მოთხოვონ!!!

  • Რაგბის ფანი

    მრავალსართულიანი კორპუსებისთვის ადგილს ათავისუფლებთ? მგონი გასაგებია, ვის ინტერესებშია დინამოს ბოლო წლების კატასტროფა.

  • sandrex

    რასაა რო წერთ???რას ქვია ღმერთმა შეარგოთ!!!თუ მართლა კორპუსების მშენებლობას დააპირებენ მაქ მთელი თბილისი უნდა გამოვიდეს და მიადგეს ბიძინას სასახლეს,ვისაც ხელში რა მოხვდება იმით!!!

  • sandrex

    ჩემი აზრით,ქალაქგარეთ უნდა აშენდეს ოლიმპიური სტადიონი სარბენი ბილიკებით და ა.შ.რა ტურნირები კი ტარდება ჩვენთან,მაგრამ მაინც,საჭიროა.დინამოს სტადიონის ადგილზე უნდა აშენდეს თანამედროვე 50-60 ათასიანი საფეხბურთო სტადიონი,სადაც რაგბის ნაკრებიც ითამაშებს!ჩვენი ფარჩაკი მთავრობა ორი ასეთი მასშტაბური პროექტის განმხორციელებელი არ არის,ამიტომ ბიძინას მილიარდების მეტი რა აქვს,ჰოდა დაუტოვოს ქვეყანას!

  • ინხ-ს

    ნაცებს არა ჯიგარ?

  • dew-s

    და თვითონ ამერიკელები და მათი ევრო დოსტები, რა განცხადებებს აკეთებენ ჩვენს მიმართ? ბოდიში ეხლა პასუხიც არ გავცეთ? იმიტომაც დაგვაჯდნენ თავს ეს ტრანსგენდერები! ირანში შენს ამერიკას უნდა დავეკითხოთ? ძალიანაც კარგი რო კარგად ვართ ირანთან!

  • ზვიადი

    იქნებ ოქტომბრამდე ვერ მოასწრონ დაშლა და რაიმეს გაფუჭება

  • alexandre

    ვერ გავიგე! ვაზიანში სტადიონი რისთვის ან ვისთვის უნდა აშენდეს? ვაზიანელებისთვის? დინამო იმითაა ფანტასტიკური, რომ ადვილი მისასვლელია, და ვის არ უთამაშია მანდ!!! რა დამავიწყებს იმ მომენტს, როცა ბასა ღოღობერიძე 1976 წელს რეკონსტრუქციის შემდეგ გაახლებულ სტადიონზე მიიტანეს, დიახ, მიჯაჭვული იყო საწოლზე და სიარული კი არა, ლაპარაკიც არ შეეძლო, მას ცრემლები წამოუვიდა. ბედნიერი სახე ქონდა. ყველა წასული ფეხბურთელის თუ გულშემატკივრის სული დაგწყევლით, თუ მანდ კორპუსების მშენებლობა მოგინდებათ. ვიცი რომ მშვენივრად მდიდრდებით, ღმერთმა შეგარგოთ, ხალხს მაინც ნაცებივით არ ართმევთ ნაშრომს, მაგრამ ამ ნაბიჯს ვერავინ და ვერაფერი გაპატიებთ.

  • ინხ

    ამორტიზირებული ტვინები აქვთ ამათ

  • dew

    ამან ლუქსემბურგი ესპანეთი საფრანგეთი ამერიკა მტრებად გამოაცხადა ირანში ჰეზბოლას გვერდით იჯდა

  • III

    თქვენ ხართ ამორტიზირებულები

  • დააT

    2023 წელს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის გარემონტდა და უკვე გაუვიდა რემონტს ვადა? ასეთი უხარისხო რემონტის მერე, ამათ უნდა ააშენონ ახალი სტადიონი?

  • ვანდა ჯიქია

    'დინამოს' ამორტიზება შეიძლება, შეხება არა. რომც გაჩერდეს სტადიონი, ტერიტორია პარკად მაინც აქციონ. უფრო დახვეწილ გზას ვერ მოთხოვ ამ უბრალოებს, ქალაქს ღირებულება რო შეუნარჩუნონ.

  • დავითი

    ბევრად ძველი სტადიონებია და სპორტული არენებია დედამიწის სხვადასხვა კუთხეში,უმეტესობა მათგანი რეკონსტრუირებულია და დღემდე აგრძელებენ ფუნქციონირებას,მეტიც,ბევრი მათგანი ქვეყნის,ქალაქის სავიზიტო ბარათია,კულტურული მემკვიდრეობის ნაგებობაა და თქვენ რეაბილიტაცია თუ გნებავთ,ამას დიდი ხნის წინ დაიწყებდით.ისე არ ჰქნათ რომ სწორედ დინამოარენას გასხვისება,ან მისი გაყიდვა დააპიროთ,შეიძლება სწორედ ამ კამპანიამ შეგიწიროთ თქვენ,ისე უცნაურია,ქვეყნის პრემიერი რომ აკეთებს მთავარი სტადიონის პრობლემებზე განცხადებას!

  • სოსო

    ააშენებ კორპუსებს.

  • ეეე

    ანუ დინამოს სტადიონი იშლება?

  • ნუგზარი

    როგორც გუნდი დინამო ხომ დაშალეს.ეხლა სტადიონს მიადგნენ.მშვიდობით ყველას სიხარულო თბილისის"დინამო"

  • ნუგზარი

    როგორც გუნდი დინამო ხომ დაშალეს.ეხლა სტადიონს მიადგნენ.მშვიდობით ყველას სიხარულო თბილისის"დინამო"

  • ვაი თქვენს პატრონს

    მოიფიქრეს ფულის გაკეთების კიდევ ერთი გზა. მიზეზიც ისეთია, ვერ შეედავები. ახალი სასტუმროს მშენებლობის სუნი ასდის დინამოს სტადიონის ტერიტორიას.)))))

  • dato

    ამათთვის ფიფია ნაცი გახდა, შესაბამსიად ყველაფერი აიკღზალება რაც მას უკავშირდება ) მათ შორის დინამოზე ნაკრების თაამში )

  • ტოტტი

    70 ათასიანი სტადიონი კიარა ვარკეთილის და ავლაბრის მეტროს აკეთებთ 5 წელია და ვერ გააკეთეთ . ალბათ მაგ სტადიონს 50 წელი მოუნდება

  • არა

    მგონი დანგრევას უპირებენ ბორის პაიჭაძეს ისეთი სუნი ასდის

  • ნიკა

    ამორტიზებული ვინ არის ჩანს კარგად!

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ

კობახიძე და კალაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და წარმატება უსურვეს

ირაკლი კობახიძე - დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი; მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!

კობახიძე: EURO 2024-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების ფასი 390 ევრო იქნება - ხელმისაწვდომი იქნება 3 ათასი ბილეთი, რომელთა გაყიდვაც ამ კვირაში დაიწყება