ქართველი მოკრივის პირველი მედალი ოლიმპიურ თამაშებზე 24-წლიანი პაუზის შემდეგ - ლაშა გურული (63,5 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეოთხე მედალი მოუტანა.

ნახევარფინალში 27 წლის ქართველი სპორტსმენის მეტოქე კუბელი ერისლანდი ალვარეს ბორხესი იყო, რომელმაც ლაშასთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. გურულმა უდიდეს წარმატებას მიაღწია და რამაზ ფალიანისა (1992 წელი, ბარსელონა) და ვლადიმერ ჭანტურიას (2000 წელი, სიდნეი) შემდეგ გახდა რიგით მესამე ქართველი მოკრივე, რომელიც ოლიმპიადაზე საპრიზო მესამე ადგილზე გავიდა. ლაშამ მერვედფინალსა და მეოთხედფინალში შესაბამისად, აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვსა და ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირს დამაჯერებლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე აჯობა და უმაღლესი დონის კრივი აჩვენა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში გურული თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს გამორჩეული მოკრივეა განსაკუთრებული სტილითა და იმ დამაჯერებლობით, რასაც რინგზე თითოეული შეხვედრისას აჩვენებს, მოწინააღმდეგეებისთვის დაუძლეველ ბარიერად იქცა. ის 2021 და 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს და 2022 და 2024 წლების ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. 2023 წელს ის ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

მომზადებულია საქართველოს კრივის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

სოსო
მეგობრებო,რა ტირილზე ლაპარაკობთ?ყურადღებით წაიკითხეთ,რას ვწერ.პირველ რაუნდში,ლაშას არაფერი დაუთმია და 5-0 შეფასება,რათქმა უნდა მიუღებელი იყო ჩემთვის.წინა ბრძოლებშიც,ჩვენი როცა სჯობნიდა,მაგრამ დაახლოებით თანაბარი ბრძოლა,იყო,მსაჯების ხმები ნაწილდებოდა.მეორე რაუნდის დაწყებიდან ძალიან მალე,ლაშას ორივე თვაიდან ასძვრა პლასტირები და დროშკის ცხენივით ეფარებოდა თვალებზე.ასეთ პირობებში,რა თქმა უნდა მეტოქის მოძრაობებს სრულად ვერ აკონტროლებდა და ამის გამო ბევრი დარტყმაც გაატარა და ზიანიც დიდი მიიღო.ორი რაუნდის შემდეგ,მესამე რაუნდში ანგარიშში წინ გასვლკის რაიმე შანსი კიდევ რომ დარჩენოდა,ლაშა შესაძლოა გამწვავება კიდევ წასულიყო,მაგრამ ანგარიში არაფრის იმედს აღარ აძლევდა და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდებას აზრი აღარ ჰქონდა.კუბელმაც ამიტომ გაბედა,ის შოუს ელემენტები.კვლავ გავიმეორებ,რომ კუბელი,მართლაც ძალიან ძლიერია და გამარჯვების მეტი შანსი ალბათ მას ექნებოდა,მაგრამ გურულის შანსები,ამ ფაქტორებმა გაანულა.კომენტატორებმა,მისი პროფესიონალებში შესაძლო გადასვლის შესახებ ილაპარაკეს.არ ვიცი,რამდენად რეალურია,მაგრამ თუ გადავიდა,აუცილებლად უნდა იმუშაოს დარტყმის დამძიმებაზე.სხვა შემთხვევაში,იქ საკმაოდ მიზერული შანსები ექნება,თუნდაც საკმაოდ მოწყვლადი წარბების გამო. ასეა თუ ისე,ლაშა გურულს სადაც გააგრძელებს,იქ ვუსურვებ წარმატებებს.ჭკვიანი ბიჭია და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
სალომე
ამას ვიძახდი, როცა მოიგო მაშინ რომ დატინგიცობდა და ამცირებდა მეტოქეს არ შეიძლებათქო, ხვალ შენ წააგებ და მეტოქეს პატივი უნდა სცე სულ მეთქი.
გიორგი
ასეთი არასწორი სათაური უხერხულია! ანუ რომ დამარცხდა, მაგიტომ და სწორედ რომ მაგით მოიპოვა ის ბრინჯაოს მედალი?! მაშინ ყოჩაღ მაგას, კიდევ კარგი რომ დამარცხდა, თორემ დავრჩებოდით უმედლოდ, იფიქრებდა ადამიანი! იქნებ დაწეროთ რომ: მართალია დამარცხდა, მაგრამ მაინც ერგო ბრინჯაოს მედალი. ისე ეგ მედალი ფაქტიურად მაგ ბრძოლამდე უკვე ჰქონდა მოპოვებული და საერთოდ მაინც საქებარია ეგ ბიჭი, ჟურნალისტიკას კიდევ მიხედვა არ აწყენდა!
დავითი
ლაშას ვენაცვალე ჯიგარში! ბიჭმა ბრინჯაო მოიგო, ვინმე ელოდა ამას? საამაყო მოკრივე გვყავს და საქართველოს სიამაყე! ტიპები ბრინჯაოს რომ იგებენ, ხომ ხედავთ რა ემოციები აქვთ და ვიღაცეები რაღაც მაგრად აპუსტიაკებენ ჩვენს ბრინჯაოს მედალს... ფუ, თქვენი...
დავით 67
სოსო- ს! ძალიან კი ვქომაგობდი ლაშას მაგრამ სწორედაც რომ ცალსახად აჯობა კუბელმა სამივე რაუნდში. მსაჯებმა რაც სერბეთში იკადრეს, ის არ უკადრებიათ ეხლა. ობიექტურნი იყვნენ. ისე ამ ოლიმპიადაზე ნოკაუტით მოგებული ბრძოლა არ მინახავს. ეს არის ცოტა გასაკვირი
ბუჯანგა
ვულოცავ ლაშას...წარმატებებეს ვუსურვებ...ისე ძაან დაგვიჩაგრა კუბელმა..ბოლოს მის სტილში წაეკაიფა..ამიტომ ეს ცუნცრუკი რინგზე ნამდვილად არ შეშვენის ...
Gio
მსაჯებზე საუბარი და ტირილი ტრადიციად გექცათ უკვე, აჯობებს ვაღიაროთ რომ კუბელი სჯობდა.
იკა
კუბაში კრივი ძალიან პოპულარული სპორტია, ლამის სკოლებშია გახსნილი კრივის სექციები
L.J .
Ara mushavs lasha shen chventvis gamarjvebuli xar!!!!gaagrdzele shroma da yvelaperi magrad iqneba,gilocav brinjaos medals!!!!
Rocky
არავისზე ნაკლები პოტენციალი არ გვაქვს კრივში, აუცილებლად გვეყოლება მაგარი ბოქსიორები როგორც კი მიეხედება ამ სპორტს საქართველოში
სოსო
ორივე მოკრივემ ძალიან მაღალი ხარისხის კრივი შემოგვთავაზა.პირველ რაუნდში,კუბელს ნამდვილად არ ჰქონია,ასეთი ცალსახა უპირატესობა,რომ ყველას კუბელისათვის მიეცა უპირატესობა,მეორეში კი,მსაჯს დროულად უნდა შეეჩერებინა ბრძოლა და ის თვალზე გადმოკიდებული პლასტირი მოეშორებინა,ლაშას მხედველობას რომ უზღუდავდა.მესამე რაუნდში,ლაშამ უკვე იცოდა,რომ ბრძოლას ვეღარ შემოაბრუნებდა და აღარ გაურისკავს,ტრავმების გაღრმავებით.მიუხედავად დამარცხებისა,ლაშამ საქართველოს მაინც მოუტანა ბრინჯაოს მედალი და ვულოცავ ამ მიღწევას.ჯერ კიდევ საჭოთა კავშირის დროს,დავით კვაჭაძემ ევროპის ჩემპიონობა რომ მოიპოვა,ფინალში გერმანელ მოკრივეს შეხვდა და ჩემპიონატიც გერმანიაში ტარდებოდა.ეს იყო დავით კვაჭაძის მიერ ჩატარებული ბრძოლებიდან ერთადერთი,სადაც ის აგრესიულ სტილში იბრძოდა.მერე,გამარჯვების შემდეგ,ინტერვიუში დათომ ასეთი განმარტება გააკეთა.ბრძოლა გერმანიაში იყო და ჩემთვის ჩვეულ სათამაშო სტილში რომ მებრძოლა,მსაჯები აუცილებლად გერმანელს მისცემდნენო, გამარჯვებას.აქაც დაახლოებით ასე მგონია.პირველ რაუნდში,უფრო შემტევ კუბელს მიანიჭეს უპირატესობა და მნიშვნელოვნად განსაზღვრეს ბრძოლის შედეგი.სალიცენზიო ტურნირში,თავისი ხმამაღალი პროტესტით,მან მაგარი ალიყური აჭამა,სამსაჯო კორპუსს და როგორც კი შეძლეს,ხურდა დაუბრუნეს.წინა ბრძოლებშიც იგრძნობოდა მისი მეტოქეებისადმი მეტი სიმპათია და ამიტომ ვამბობ,თორემ კუბელი მართლაც ძალიან ძლიერია და მტკიცებას ვერ დავიწყებ, ლაშა აუცილებლად დაამარცხებდაო.
ბესო შიოშვილი
ქართველი ერის სიამაყის - ლაშასი და კუბელი ერის ლანდის კრივი ლამაზი შოუს ელემენტებს შეიცავდა, რამაც აშკარად ბორხესის სიმპატია და აღტაცება დაიმსახურა
ქიტესა
ორივე წარბი დაზიანებული ჰქონდა, კიდე კარგად იბრძოლა
ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
არის! - ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]
15 მარტს პროფესიონალურ კრივში ლაშა გურულის დებიუტი შედგება
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
15 მარტს პროფესიონალურ კრივში ლაშა გურულის დებიუტი შედგება
გურულმა აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია და მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
"ბრძოლის წინ დიდი თანხა შემომთავაზეს; მათ არ სურდათ, რომ რინგზე გავსულიყავი" - ლაშა გურული რუს მეტოქესთან დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში წერს
კიდევ ერთი მედალი - წარბგახეთქილმა გურულმა მუჰამედსაბირი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
არის! - ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]