"ნაპოლი" დღეს სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს - თასზე სერია B-ს "მოდენას" უმასპინძლებს.

მიუხედავად ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში "ჟირონასთან" 0:2 დამარცხებისა, გულშემატკივრები იმედგაცრუებული არ არიან, Il Mattino-ს ცნობით, ყველა ბილეთი გაყიდულია და სტადიონზე საყვარელ გუნდს 50 000 გულშემატკივარი დაუჭერს მხარს.

ისევ არ ითამაშებს ვიქტორ ოსიმენი, რომელიც საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა, მაგრამ გუნდთან ერთად ავტობუსით კი არა, არამედ ტაქსით დაბრუნდა ქალაქში. როგორც იტყობინებიან, იმის გამო, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ მიყიდეს, "ნაპოლის" პსჟ-სთან ურთიერთობა გაუფუჭდა და პარიზულ კლუბში ნიგერიელის ტრანსფერი გამორიცხულია. მას მხოლოდ საუდის არაბეთის "ალ ჰილალი" იწვევს. ამასობაში დაუსრულებელ მოლოდინში მყოფი რომელუ ლუკაკუ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და იმედს არ კარგავს.

"მოდენასთან" ცენტრფორვარდის პოზიციაზე მწვრთნელი ანტონიო კონტე კვლავ ჯაკომო რასპადორის ათამაშებს, რაც საუკეთესო ვარიანტი არ არის, მაგრამ სხვა არჩევანი არ არსებობს.

Tutto Napoli-ს მტკიცებით, კონტე შემდეგ სასტარტო შემადგენლობას დააყენებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, მაზოკი, ლობოტკა, ანგისა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.

დაპირისპირება "დიეგო მარადონაზე" საქართველოს დროით 23:15 საათზე დაიწყება.

ღმერთმა მოგეხმაროს
არეული გაქ მაგარი შენ მისამართი ჩემო ძმაო, პრაიმთაიმის გვერდზე ან ალიას გვერდზე გგონია ალბათ შემოხვედი. სპორტალ ჯიზე ხარ. აბა დააკვირდი
avto manjgalaze
რა მოდენა! რა თასის 1-ლი ეტაპი- აკი გვარდიოლას სიზმარშიც კი კვარა ესიზმრებაო და სიტიში მისი ტრასფერი 101-დან 199-მლ-მდე ევროს სანაცვლოდ გადაწყვეტილიაოო.....ისე ღირსი კი არის ღმერთმანი,რომ სერია ბ-ს დარ გუნდებთან უწევს თამაში და რაღაცების დამტკიცება,არადა რა შანსი გაუშვა მანაც და მიქაუტაძემაც შარშან ახლგაზრდულში რომ არ იკადრეს თამაში-ნახეთ ალბათ რა თამაშები იყო ოლიმპიადაზე-ფინალი კი საერთოდ, პრინციპში ეგენი თავის გზას მაინც იპოვიან და იმ დონის ფეხბურთელები არიან ფინანსურად ძალიანაც არ დაზარალებულან-ღმერთმაც ხელი მოუმართოს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია რომ საქართველოს სწორედ მათ დააკარგვინეს უნიკალური შანსი ბოლოს და ბოლოს სათამაშო სახეობაში გამოვსულიყავით ოლიმპიადაზე და მარტო მოჭიდავეების ძიძგილაობისთვის არ გვექომაგა...ტალახაძე კი ცალკე ფენომენია საერთოდ...... ისე ძაან მაინტერესებს, ნახევარი საქართველო კვარას 1,5 მლ-იან ევროიან ხელფასს რომ აპროტესტებს და ნაპოლის პრეზიდენტისგან გახუთმაგებას მოითხოვს, ხოლო საერთოდ არ აინტერესებს და საკუთარ მთავრობას კითხვასაც კი არ უსვამს რატომ აქვს მას ან თავის თანამოქალაქეებს 500-700 ლარი ხელფასი და ლამის ნახევარი საქართველო უცხოეთში ორი თეთრის საშოვნელად გადაიხვეწა, სიდრიყვისა და სიბეცის გარდა ამ სიგიჟეს ძნელია სხვა სახელი შეურჩიო..
გ.შ.
ობიექტურად და მიუკერძოვებლად, რაჰმანის ძალიან მაგრად მირჩევნია საზონოვი, ლოჩოშვილიც და დვალიც, ჰალააალააად ვიძახი და ყველა ნაპოლის მცველს, აი კიმი მართლა მაღალი დონის იყო და კი წაიღეს ეგრევე
მწვრთნელი
ვერ არის კარგად საქმე!
ბრაზი
ჩვენი "კლავიატურის ლომების"აზრით,კონტეს თურმე არაფერი ესმის.. სეზონის ბოლოს,მაის-ივნისში ვნახავთ,როგორ იჭიკჭიკებენ,როცა "ნაპოლი",ხვიჩას თამადობით, მაგარ შედეგებს დადებს.
ABARA
ამ ფორმაციით, შემადგნელობითა და სელექციის მანერით ისევ სატურნირო ცხრილის შუაგულში გაიჭედებიან. რასპადორის და სიმეონეს იმედად თუ აპირებს თავდასხმაში კონტე სკუდეტოს მოგებას ან თუნდაც ოთხეულში შესვლას, კარგი იუმორის გრძნობა ქონია. დაცვის ხაზიც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, მერეტი და რაჰმანი ორი ამოსაქოლი ხვრელია, თანაც დიდი.
Devkalion
ნაგავი შემადგენლობაა .
Რერო
ასე თუ გაგრძელდა ნაპოლი კვლავ გაიმეორებს შარშანდელ შედეგს. პოლიტანო და რასპადორი საჩემპიონო გუნდს ვერ შეესაბამებიან. კვარას იმედი მაქვს,მან შარშანდელივით თავისი თამაში უნდა ითამაშოს და სხვა გუნდი მოძებნოს.
"ნიურნბერგის" "კარლსრუესთან" 5:1 გამარჯვება და ლოჩოშვილის ტრადიციულად დადებითი შეფასებები
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას 60 წუთი და პსჟ-ს მოულოდნელი მარცხი "რენთან"
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ჯიბეზე ყველაზე მეტად ხელი "ჩელსიში" გაიკრეს - რომელმა ათმა გუნდმა დახარჯა ყველაზე მეტი ფული ბოლო 5 წელში ტრანსფერებში
მამუკა კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "მახანტალი"
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
ხვიჩას მოლოდინი მარჯვნივ და ბოლო მატჩი პლეი-ოფამდე
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
7 გაუპატიურების საქმე და 4 ქალბატონი - პარტეის კიდევ ორი ბრალდება წაუყენეს
ვინისიუსს ფეხბურთში მოდის წინ წამოწევა სურს - აი, რაზე დაიწუწუნა ბრაზილიელმა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგი კარიერას "ფეიენოორდში" გააგრძელებს
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ისტორიული ღამე "მეტროპოლიტანოზე" - "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" განადგურდა
Le Parisien: ბარკოლამ კვარაცხელიასთვის სასტარტოში ადგილი უნდა გაათავისუფლოს
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
კვარაცხელიამ პენალტი წესების დარღვევით გაიტანა? - "მოდენას" მეკარის პროტესტი და იტალიელი მსაჯის პასუხი [VIDEO]
ლოჩოშვილს ორი თურქული ვარიანტიდან ერთი ჩაეშალა - საქართველოს ნაკრების მცველს მსურველი იტალიიდანაც ჰყავს
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ღვთისავარ ანთაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "ხვიჩა კვარაცხელია - მენტალური მონსტრი"
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
Le Parisien: ბარკოლამ კვარაცხელიასთვის სასტარტოში ადგილი უნდა გაათავისუფლოს
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ხვიჩას მოლოდინი მარჯვნივ და ბოლო მატჩი პლეი-ოფამდე
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ცნობილი გახდა, ითამაშებს თუ არა ხვიჩა "მოდენასთან"
ხვიჩას გადამწყვეტი პენალტი - "ნაპოლიმ" თასზე "მოდენა" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა [VIDEO]
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
[VIDEO] ხვიჩას 60 წუთი და პსჟ-ს მოულოდნელი მარცხი "რენთან"
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს