“თქვენ გგონიათ, რომ გამტეხეთ და დამამარცხეთ, მაგრამ არა! ვერ! არ მოგცემთ ამ ბედნიერებას… დავბრუნდები კიდევ ისეთი ძლიერი, როგორიც სულ ვიყავი… ჩემი სათქმელი ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი!“ - ამის შესახებ მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბაზაძე აღნიშნავს, ის ოლიმპიურ მედლებს იმსახურებდა, რის გამოც ბრძოლას აგრძელებს.

“არ მინდოდა და არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს! როგორი სამწუხაროა რომ არ მომეცით იმის საშუალება ის სიხარული მეგრძნო, რასაც ნამდვილად ვიმსახურებდი და მეკუთვნოდა ყველაზე მეტად ამ სპორტში… ღმერთმა იცის, რამხელა შრომა გავწიე მე ამ ყველაფრისთვის. იმედია სინდისი მაინც შეგაწუხებთ ოდესმე და აღიარებთ ამ არასამართლიანობას…. ყველაფერი ხდება თურმე, 2 ოლიმპიადა ისე გავიარე სადაც მე ნამდვილად ვიმსახურებდი იმ სიხარულს და გამარჯვებებს ოლიმპიურ მედლებს! რომლებიც მომპარეთ ეს უბრალოდ რეალობაა და ფაქტია...

თქვენ გგონიათ, რომ მე გამტეხეთ, რაც სულ გინდოდათ და დამამარცხეთ, მაგრამ არა … ვერ! არ მოგცემთ ამ ბედნიერებას… მე დავბრუნდები კიდევ ისეთი ძლიერი, როგორიც სულ ვიყავი და ამას ვამტკიცებდი მთელი ჩემი კარიერის მანძილზე… უამრავი დაბრკოლების და არასამართლიანი მსაჯების მიუხედავად…. მე ჩემი სათქმელი ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი! ვერ გამტეხავთ!

მადლობა თითოეულ ადამიანს და ჩემ ქვეყანას, ვინც გვერდში დამიდგა და მიდგას და მადლობა დღევანდელ დღეს ლაშას და გენოს, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცეს, რომ ვებრძოლო უდიდეს უსამართლობას! და ყველაფერი შესაძლებელია! მე ვაგრძელებ და გავაგრძელებ ბრძოლას და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან, მე სანდრო ვარ ბაზაძე და ეს იმას ნიშნავს, რომ მე წაგებას არ ვეგუები და უსამართლობას! სასაცილო ის არის, რომ არ წამიგია და ანუ უსამართლობას ვებრძვი და გავაგრძელებ და დავამარცხებ! მიყვარხარ საქართველო და ქართველნო! არ გაჩერდე, ყველაფრის მიუხედავად! ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ დღეს!

ლაშა, გენო მიყვარხართ!“- წერს სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე 1/8 ფინალში მსაჯთა გადაწყვეტილებით ეგვიპტელ ამერთან 14:15 დამარცხდა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ ბაზაძის ასპარეზობასთან დაკავშირებით ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრის წერილით უკვე მიმართა. როგორც ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა ბრინჯაო მიიღო, გენო პეტრიაშვილმა კი, ოლიმპიური ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა.

წყარო: Ambebi.ge

lolo
სანდრო, ძალიან ძლიერი მოფარიკავე ხარ, ადამიანიც არაჩვეულებრივი, მაგრამ სარბიელზე ძალიან განსხვავებული. მაინტერესებს თუ უყურებ შენს მიერ ჩარტარებულ შეხვედრებს, არანაირი დასკვნა არ გამოგაქვს? ის ენერგია რასაც მსაჯებთან კამათში ხარჯავ ფარიკაობაზე გამოიყენე. ძალიან ცუდი საყურებელია, როდესაც მსაჯის ყველა გადაწყვეტილებას აპროტესტებ, გვესმის ემოციური ხარ მაგრამ პირველ რიგში სპორტსმენი ხარ. უამრავი შეჯიბრება გაქვს მოგებული და უდიდესი გამოცდილებაც დააგროვე, მაგრამ როგორმე თავს ძალა უნდა დაატანო და აკეთო შენი საქმე. იცოდე მსაჯებისათვის შენ განსაკუთრებული ტიპი ხარ, რადგან ყველამ იცის როგორ იქცევი, ეს კი მსაჯებს არ განაწყობს შენს მიმართ დადებითად.
ი1 ARD
შეიძლება იფიქროთ რომ სანდრ სუბიექტურია და იგონებს რომ მის მიმართ უსამართლოდ იქცევიან, მაგრამ ეს ასე არ არის. მთელი გადაცემა მიეძღვნა გერმანიის ცენტრალურ ტელევიზიაზე ARD-ზე იმ კორუფციას რაც ფარიკაობაში და განსაკუთრები ხმლით ფარიკაობაში სადაც სანდრო გამოდის მძვინვარებს. რომ სისტემა საკმაოდ კორუფციულია. და საკმაოდ ბევრი ჩაწყობებია. ყოფილმა მსაჯმა აღნიშნა თუ როგორ შეტავაზეს ფული და უარის თქმის შემდეგ როგორ უთხრეს რომ მასეთი საქციელით წინ ვერ წავა და ვერაფერს მიაღწევს. ამ სისტემის კორუფციაყე ლაპარაკობენ ამერიკაშიც. გადაცემაში ARD-ზე შეეხენ ასევე სანდროს ბრYოლას და აღბიშნეს რომ საჯის გადაწყვეტილება გაურკვეველი, არა ცხადი (undurchsichtig)იყო. ცხადია მტკიცებეულებების გარეშე მსაჯებს ვერაფერს დააბრალებდნენ, ასე რომ აღნიშნეს რომ მტკიცებეულებები იმის რომ მანიპულაცია იყო არ არისო. ცხადია ამის აღნიშვნა უკვე ნიშნავს კითხვის ნიშნის გაჩენას. ვისაც გერმანული ესმის ეს ლინკი ნახეთ: https://www.sportschau.de/olympia/hinweise-auf-schiedsrichter-manipulation-im-fechten,video-olympia-paris-beitrag-manipulation-fechten-100.html
რამაზ მართალი
მოდი, კარგი ფარიკაობით მიაღწიე შედეგს და არა ყვირილით და ხტუნაობით. ვისაც ფარიკაობაზე უვარჯიშია, იცნობთ ზოგიერთ მყვირალა მოფარიკავეებს, რომლებიც არავის ევასებოდა დარბაზში, რადგან წაგებას სულ ასე ხტუნაობით აპროტესტებდნენ. როცა იგებენ, რატომ მაშინ არ ლანძღავენ მსაჯებს? თანაც აქ აპარატი ანთებს პირველ ჩხვლეტას და არაფერ შუაშია მსაჯი და მითუმეტეს კომენტატორების არაკომპეტენტურობა, რომ აგიჟებენ მაყურებელს. წაგებას თუ ღირსეულად ვერ ხვდება სპორტსმენი, ის მოგების ღირსიც არაა. მერე კიდე, თუ მსაჯის ბრალია, მოწინააღმდეგეს ხომ უნდა სცე პატივი და ხელი ჩამოართვა. მოკლედ, სპორტში და ცხოვრებაში ღირსეულად მოქცევას მეტი ფასი აქვს, ვიდრე სხვა დანარჩენს და ხალხის პატივისცემას მხოლოდ ღისრეული ადამიანი დაიმსახურებს, გინდ მოიგოს და გინდ წააგოს.
Juco
რამდენს წააგებს იმენა ტვინს ბურღავს
ბაჩო
მოგვაბეზრა თავის ამის გაუთავებელმა ჯაჯღანმა
სოსო
წინა ოლიმპიადაზე გაძარცვეს და მედალი ჯიბიდან ამოაცალეს.მიუხედავად ამისა,არ გატყდა და მთელი სამი წელი,რეიტინგში საუკეთესო სამეულიდან არ გამოსულა.დიდხანს პირველი ნომერიც იყო და უცბად უკვე მეორე ბრძოლაში,5 დარტყმა არ ჩაუთვალეს.კიდევ მაგას საყვედურობ,მეტი იშრომეო?მეტი რაღა უნდა იშრომოს,ან რისთვის უნდა იშრომოს,თუ პატიოსნად მოპოვებულს,ძალით წაგართმევენ?წინა ოლიმპიადაზეც,გამეორებას რომ აჩვენებდნენ,მეც კი,აშკარად დავინახე,პირველმა რომ მან მიაყენა დარტყმა,მაგრამ თვალები დაიბრმავეს მსაჯებმა.სამართალი თუ არ მოითხოვე,სულ ასე დარჩება და ვის რაში სჭირდება,ასეთი სპორტი,სადაც უნამუსობა ზეიმობს და სპორტი უკანა პლანზეა გადაწეული?კორუფცია მხოლოდ ეკონომიკას კი არა,სპორტსაც ანგრევს.
უშანგი
ვინმე იტყვით რომ ,ამ ბიჭს პატიოსნად მოექცნენ?თუ არა და რა გინდათ ?ხმა არ ამოიღოს
Დათო
თქვე უკანალიდან დაბადებულებო, ბიჭი აშკარად დაგვიჩაგრეს, 5 100% ჩხვლეტა არ ჩაუთვალეს, ანუ 10 ქულა მოპარეს, მეორე ოლიმპიადაზე მედალი ნაგლად მოპარეს და თქვენ,, კრიტიკოსებო" კიდევ ჩვენიანს ადანაშაულებს და რაღაც ბალანდიონურ მიზეზებს ქექავთ? ბიჭმა ემოციური პოსტი დადო და მთელი თავისი ტკივილი ამოაყოლა და იმის მაგივრად რომ გავიზიაროთ, გავამხნეოთ და მოვეფეროთ, აქეთ დაუწყეთ ქილიკი?! რა შხამი გაწოვათ დედათქვენის ძუძუმ, თქვე გველის წიწილებო... უხ თქვენი დდ.....
ჟორა
სწორი შენიშვნაა. სხვები თუ ემოციურად აღნიშნავენ, მათ ეს შვენით, რადგან ქართველები არ არიან, ქართველობა ძნელიაო ამბობენ, ამიტომ ქცევითაც ქართველები უნდა ვიყოთ და არა მარტო გვარით.
გენა
კარგი სპორტსმენია, მაგრამ ცოტა ნერვების კონტროლი უჭირს. ან ეს ამხელა უაზრო პოსტი რაღაა. ორი კვირა გავიდა უკვწ მაგის გამოსვლიდან..უცებ მოუარა და რაღაც უაზრობა დაწერა.
სოსო
"ფარიკაობა ყოველთვის ასოცირდებოდა ღირსეულ და არისტოკრატიულ სპორტთან".ღირსება პირველ რიგში სამართლიანობას და უსამართლობის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას გულისხმობს.უკვე ორ ოლიმპიადაზე მოექცნენ,უსამართლოდ,უფრო მეტიც,უნამუსოდ და მისი,როგორც ღირსეული ადამიანის მოვალეობა,სწორედაც უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაა!სწორედ ასეთები ხდებიან გმირები.სხვები კი,უმეტესობა,კონფორმიზმის ჭაობში ნებივრობენ და გმირებზე ქირქილებენ.ეგეც არ იყოს,იქ რომ გაჩუმებულიყო,ჩავლილზე ვინმე რამეს გააკეთებდა?!მან მთელ მსოფლიოს დაანახა,რომ სამართალს მოითხოვს და ახლა,სულ ცოტა,ფედერაციას,პასუხის გაცემა მაინც მოუწევს,მის პროტესტზე.
Რაგბის ფანი
ბაზაძე მგელი ხარ! ხრუშჩოვკის "პადვლებში" ჩაბანძებული უვიცი ტიპების კომენტარებს ყურადღება არ მიაქციო.
Lasha
ფარიკაობა ყოველთვის ასოცირდებოდა ღირსეულ და არისტოკრატულ სპორტთან. მარტო სანდროს მხრიდან კი არა, ყველას მხრიდან გამაღიზიანებელი ეს ბღავილი ყოველი ჩხვლეტის შემდეგ. პროფესიონალიზმის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის ემოციების მოთოკვის უნარი. და ვინ იცის, ამდენი ყვირილის აღნიშვნის ენერგიას დაპირისპირებაში რომ დებდეს, რა შედეგს დადებდა... გაცილებით უფრო მეტად დაუჩაგრიათ სხვა სპორტში ჩვენი სპორტსმენები, მაგრამ წყობიდან არ გამოსულან.
აჩი
ზოგადად თუ დააკვირდი ყველა ეგრე აღნიშნავს ჩხვლეტას,სანდრო არ იყო გამონაკლისი.რა ქნას ახლა??ფაქტია რომ ბიჭი დაჩაგრეს და წაართვეს მედალი,რამდენი შრომა ენერგია და ოფლია ჩადებული და უცებ ვიღაცა ესპანელი ჩინოვნიკი რომელსაც შენი ამდენი დახარჯული დრო,ფინანსები სულ კიდია ერთ წამში ერთი ხელის აწევით წყალში გიყრის ყველაფერს.კომენტარების წერა ადვილია.ახლა ამ ბიჭის გულში ჩაიხედეთ რა ცეცხლი ტრიალებს?ვინმემ იკითხა მაინც??გულს ნუ გაიტეხ სანდრო ძმაო.აგერ წუხელ გენომ გაიხარა და გაგვახარა მთელი ერი.წარმატება მალე გეზეიმოს შენც
ნუკრი არახამია
ნაკლები წერე და ილაპარაკე,საქმით,მონდომებით,მიზანდასახულობით,ქანცგაწყვეტილი ვარჯიშებით დარწმუნებული იყავი აუცილებლად მიაღწევ შედეგს.ნახე ბექაური,პეტრიაშვილი,ტალახაძე ხომ სახეა ქართული სპორტის,სხვა წარმატებული სპორტსმენები როგორი გაწონასწორებულნი,მოტივირებულნი და გამარჯვებისთვის მომართულნი არიან.წარმატებებს გისურვებ!
შენი გულშემატკივარი
ყოველი წარმატებული ჩხვლეტის მერე არ იხტუნაო და არ დახარჯო იმდენი ემოციები და მოიგებ. რასაც მე ვუყურებ შენ ფარიკაობას, ბრძოლაზე მეტ ენერგიას, ყოველი ჩხვლეტის აღნიშვნაში ხარჯავ. რა საჭიროა ამდენი ბღავილი და ხტუნაობა. ასე ვერასოდეს ვერ მოიგებ. ნერვები დაიწყნარე, უფრო ღირსეულად დადექი და ნახავ, როგორ მოვა გამარჯვება. წარმატებები შენ და ჩვენს ქვეყანას.
Sakartvelo
Chumad iyavi ra azrze ro ar xar
ჯალა
ამ ადამიანს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. იმედია დაეხმარებიან.
გიორგი 11
სანდრო, მაგარი კაცი ხარ და სწორად იქცევი! ბოროტება იმისთვის არსებობს, რომ სიკეთე ჩანდეს, ამან უფრო უნდა გაგაძლიეროს! წინ!
Ზაზა
ექსპერტებო! მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ წელს ტარდება, ოლიმპიადა კი 4 წელში ერთხელ! მსოფლიო ჩემპიონი 1 წლით ხდება სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონობა კი სამუდამოდ რჩება. ამიტომაც, სპორტში ყველაზე მეტად ფასობს!
შალვა
რა სიმდაბლეა! გენოს ადგილას რომ ყოფილიყო…. გამარჯვება ვიზეიმეთ და კაცმა თავიდან დაიწყო?!))- ეს გასკდებიდა ტირილით და ჩივილით
ზაკო
უნდა შეძლო და შენ შეგიძლია კიდევაც, უნდა დაბრუნდე და შენი ქვეყანა კიდევ უნდა ასახელო, მაგრამ ახვაგან რას ეძებ სანდრო როცა ამ საიტზეც კი არიან ქართველი სპორტსმენების მოწინააღმდეგეები და მსაჯები უსამართლო გადაწყვეტილებების "გამპრავებლები", თუნდაც გუშინდელი დღის მერე
მე კიდე თორღვა პაპა ვარ
და რა მნიშვნელობა აქვს სანდრო ბაზაძე ხარ თუ ყარამან ყანთელი? მეტი ივარჯიშე და ჩემპიონობაც მოვა.
კარგი რა
თუ ეგეთი უსამართლოები არიან მსოფლიო ჩემპიონი როგორღა გახდი? კარგი რა სანდრო. მეტი ივარჯიშე ბექაურივით და შენც გახდები ოლიმპიური ჩემპიონი. წარმატებები.
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"ეს არის სპორტი, სადაც უკვე წლებია განუკითხაობაა და საშინელებები ხდება…იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემაზიზღონ, აქ სამართალი არ არსებობს..." - სანდრო ბაზაძე მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებს ეხმაურება
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების ჩემპიონია!
სირცხვილია - ბაზაძე ამერთან წაგების შემდეგ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებას აპროტესტებდა [VIDEO]
ფარიკაობის ფედერაციის საჩივარი - ბაზაძე მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა