<p>ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "ტორპედო" შინ გორის "დილასთან" 1:5 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს და "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს.</p><p>ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ("ჯუნგლებმა") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გაავრცელეს.</p><p>"ჩვენი მოთხოვნა მტკიცე და უცვლელია, სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ!!!", - წერს ჯუნგლები.</p><p><img src="pictures/artimages/original/09d490185e084fb47d5892626c2c573b.png" border="0" alt="Sportall.Ge" title=""სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]" /></p><p>შეგახსენებთ, "ტორპედო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან გორის "დილას" 6 ქულით ჩამორჩება. სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 1-ელ სექტემბერს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.<br></p>
ჯუნგლმა თქვა - ჯუნგლმა შეასრულა!
მაგარი კლიკუხა გაქვთ რააა...))))
ნეტაი თქვენა რა, მოგცლიათ...
ოღონდ თქვენ არ წახვიდეთ და მე წავალ კოლუმბიის ჯუნგლებში)))))))
გენა
ჩხეტიანი დააბრუნეთ და გეშველებათ. მერე ყველანი ერთად იქნებით ჯუნგლებში.
სოსო
დათა,მართლაც ვერ ვიტყვი,რომ ტორპედოს ყველა თამაშს თვალმოუშორებლად ვუყურებ.ძალიან ბევრი თამაშები ემთხვევა ხოლმე და არც თავისუფალი დრო მაქვს,ბევრი,მაგრამ მგონი დამეთანხმები,რომ ქუთაისელ გულშემატკივარს,დიდი მოთმინება არ ახასიათებს.კარგად მახსოვს,როგორი ობსტრუქცია მოუწყვეს,ჩხეტიანს და როცა გამოვექომაგე,დააცადეთ ცოტაო,არც მე დამაკლეს დისლაიქები და მწარე სიტყვა.როცა სოკარმა აიღო შეფობა და გუნდში ძალიან ახალგაზრდა,მაგრამ ძალიან ნიჭიერი ბიჭები მოიყვანეს.მაშინაც საწყის 5 ტურში გამარჯვების შემდეგ,გამოუცდელ და ფიზიკურად ჩამოუყალიბებელ ბიჭებს,წაგებებიც გამოერიათ და ისეთი აგრესია წამოვიდა მათი მხრიდან,რომ სოკარიც გაიქცა და გუნდიც დაიშალა.მაშინაც მოთმინებისაკენ მოვუწოდებდი,მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდათ და გუნდი ისევ უპატრონოდ დარჩა.ახლაც რომ იგივე მოხდეს,ვინმეს აწყობს?თვითონვე ამბობ,რომ გუნდი ფეხბურთელების ინდივიდუალური კლასის ხარჯზე იგებს თამაშებს.გუნდი აგროვებს ასეთ ფეხბურთელებს და მათი თამაშის დალაგებას,დრო სჭირდება.არაბიძის წასვლაც არ უნდა იყოს,ადვილი გადასატანი,რადგან სწორედ ის იყო გუნდის თამაშის სახის შემქმნელი და დრო სჭირდება,თამაშის სხვა ფეხბურთელებზე გადაწყობას.დიდმა დინამომ,ყიფიანი და დარასელია რომ დაკარგა,კინაღამ უმაღლესი ლიგიდან გასავარდნად დაუდგა საქმე,მიუხედავად იმისა,რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები,მაშინდელ დინამოში,კიდევ მრავლად გვყავდა.ამიტომ ვამბობ,ტორპედო თუ მოძებნის და მოიყვანს თამაშის შემქმნელ ფანტაზისტა ფეხბურთელს,ყოველი ფეხბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი,გაორმაგდება.გაიხსენე,კიტეიშვილის ტრავმამ,როგორ ერთბაშად მოშალა ჩვენი ნაკრების თამაში.წინაც და უკანაც!ეს არის გამთამაშებლის როლი,რომელიც ტორპედოს დღეს აღარ ჰყავს.დრო, ისევ დრო და მოთმინებაა საჭირო.
სიმართლე უნდა ითქვას
სექტემბერში შეხვედრა აქვს გულშემატკივრებთან გუნდის ხელმძღვანელობას და ხომ შეიძლებოდა იქ დასმულიყო პრობლემატური საკითხები? ან ისედაც არ მგონია ფან-კლუბს პრობლემა ჰქონდეს კომუნიკაციის ხელმძღვანელობასთან და იქ განხილულიყო დეტალები. სტადიონზე არ მისვლამ არ მგონია პრობლემები მოაგვაროს. ამდენ მილიონს დებს ხელმძღვანელობა და არ მგონია წარმატება არ სურდეთ და უხაროდეთ ფულის გადაყრა. თუმცა ფაქტია, რომ ბევრი პრობლემაა რომელიც თვალნათლივ ჩანს და სიღრმისეული განხილვა იქნებოდა ყველაზე სწორი გზა ჩემი აზრით. შუა სეზონში გუნდიდან მწვრთნელის ან ფეხბურთელების გაშვება არ მგონია, რომ შედეგზე კარგად იმოქმედებს. გუნდის გადაწყობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და მტკივნეულია. ასე რომ კარგად დაფიქრებაა საჭირო. ჯანსაღი კრიტიკაც აუცილებელია და პრობლემებზე მითითებაც მაგრამ, ფრთხილად და რაციონალურად, რომ გუნდი უფრო არ დაზარალდეს. რა გეგმა აქვს ხელმძღვანელობას, რა პროექტს ამუშავებს, რაზე აქვთ გათვლა და რა შედეგზე სურთ გასვლა დეტალურად რომ განიხილოს ფან-კლუბმა ხელმძღვანელობასთან, უფრო პროდუქტიული მგონია.
ვაჟა
ჯუნგლები ავოეეე..
დათა თუთაშხია
მეგობარო, ალალად მითხარი, ტორპედოს რამდენ თამაშს უყურე სრულად ამ სეზონში? ასე ზოგადად საუბარი მარტივია, მაგრამ რაღაც კონკრეტულს ხომ უნდა ეყრდნობოდეს მოსაზრება? კი ბატონო, გუნდის შენებას დრო ჭირდება. თქვენ როგორ გგონიათ, ტორპედოს გულშემატკივრებს გუნდის წარმატება არ უნდათ, თუ ფეხბურთში ვერ ერკვევიან, წინსვლას რომ ვერ ხედავდნენ? ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. სამწუხაროდ, კლუბის პრეზიდენტზე უკეთაც. რამე წინსვლა რომ ეტყობოდეს გუნდს, დამიჯერე, ტორპედოს გულშემატკივარზე მეტად ეს არავის გაუხარდებოდა, მაგრამ მთელი უბედურებაც ეგაა, რომ მიუხედავად ასეთი შემადგენლობისა, გუნდს მწვრთნელის ხელი საერთოდ არ ეტყობა. ერთი წელია უკვე გუნდშია. შეიძლება ამ პერიოდში ვერ მიიღო ბოლომდე სასურველი, მაგრამ ელემემტარულსაც თუ ვერ აღწევ, არ ხარ ესე იგი შესაფერისი მწვრთნელი. ესაა და ეს. სწორ გადაწყვეტილებებს კიდე დროულად ჭირდება მიღება. დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს - არა მგონია ფულადი რესურსი აქ უშრეტი იყოს და წლობით ლოდინის რესურსი არსებობდეს.
სოსო
მესმის თქვენი,მაგრამ გუნდი არც ერთ დღეში შენდება და არც ერთ თვეში.მან თავისი გეგმა წარმოადგინა და ვინც უნდა დათანხმებოდა,ის დაეთანხმა.ახლა მოცდაა საჭირო.გარედან ზეწოლით,გუნდშიც შეიძლება დაიძაბოს სიტუაცია.ჯერჯერობით მეორე ადგილზეა გუნდი.მწვრთნელის გაშვებით,რასაც არ დაკარგავს,ვერაფერს იხეირებს ტორპედო.ქართული გუნდების ყველაზე დიდი მტერი,სწორედ მწვრთნელების და შემადგენლობის ხშირი ცვლაა,როცა არავითარ გეგმიურ მუშაობაზე ლაპარაკი არ შეიძლება.ეს თქვენც ჩემზე უკეთესად იცით,მაგრამ როგორც კი თქვენ გუნდზე წამოვიდა სიძნელეები,ყველაფერი დაგავიწყდათ!ამიტომ არის ,რომ გამოძიებას და მკურნალობას,შინაურს არ ანდობენ.ვერ იქნება ობიექტური შემფასებელი და იმიტომ.ძალიან არ მომწონს,უცხოელებით რომ გაავსო ტორპედო,მაგრამ როცა ენდეთ,უკვე იცოდით,რომ ასე მოიქცეოდა.თუ გუნდი დააყენა,რომელიც წარმატებებს მიაღწევს და თუნდაც ჯგუფურ ეტაპზე გააღწევს,მომავალი წლის ამ დრომდე უკვე შეეტყობა ტორპედოს,ახლა კი,მისი გაშვება მხოლოდ უარესს მოგცემთ.თქვენ არასდროს გკმარათ მოთმინება და ამით ხშირად ვნებასაც კი აყენებთ თქვენ საყვარელ გუნდს.ნამეტნავად შვილზე მზრუნველი დედაც ხომ ხშირად კარგ შვილს ვერ ზრდის.შვილიც და გუნდიც,ზრდის პროცესში ხან წაიქცევა,ხან რაღაცას იტკენს,მაგრამ ამის გარეშე,ვერ გაიზრდება.ტრავმა,წაქცევა,შეცდომა,ზრდის შემადგენელი და სავალდებულო ნაწილია.ეს თუ არ გაიარე,სრულფასოვან ადამიანად თუ გუნდად ვერ ჩამოყალიბდები.ტორპედოს და კინსაც უნდა მისცეთ,ამის საშუალება.ადამიანი ხომ მხოლოდ შეცდომებზე იზრდება.ვიღაცა ხარ,შენ ვინ რას გეკითხებაო,იტყვით,მაგრამ ტორპედო,ისევე როგორც დინამო,მხოლოდ თქვენი არ არის და მისი გაჭირვება,მეც მხვდება გულზე.მე თქვენს ადგილზე,წასვლის ულტიმატუმს კი არა,შემადგენლობაში ადგილობრივი,ნიჭიერი ბიჭების ჩართვის ულტიმატუმს წავუყენებდი.თუ შენი ქალაქის შვილები არ თამაშობენ,ვერც თქვენ იქნებით ისეთი გულშემატკივრები და ვერც ფეხბურთელებს ექნებათ ისეთი ურთიერთობა,ქალაქთან,დამარცხებისა რომ შერცხვებათ და თავს მოიკლავენ მოედანზე,თამაშის გადასარჩენად.წარმატებებს გისურვებთ,თქვენც და თქვენ საყვარელ გუნდსაც.თუ ერთად იქნებით,იქნებ,მომავალ წელს,ტორპედომ საოცნებო ჯგუფურსაც მიუკაკუნოს.კაცი იმედით ცხოვრობს.
გენა
ჯამბული, ჯუმბერი, ჯემალი ემართება ტორპედოს.
Xishnika
Martla junglebi xoar xart.acadet kacs mushaoba 1welshi gundi arshendeba.sadiyavit ramodenime xnis ukan da exla sadxart.vitardeba gundi nelnelaa.
xuta
უკრაინაში როგორც ვლადიმირი გახდა ვოლდემირი, ისე დემიანენკოც - დემჩენკო.
gel-100
ოპააა,, რავიცი რამის იყო და ნაკრების მწვრთნელად დანიშვნას ითხოვდით ამ კინის ჯუნგლებიც და სხვებიც და რაო ეხლა აღმოჩნდა სუსტი მწვრთნელიი?? აი ბიძია ესაა მაგალითი იმისა რაც არ იცი ის რო არ უნდა ილაპარაკო, ისე ბათუმის პრეზიდენტთან თუ კარგი ურთიერთობა გაქვთ თხოვეთ და უცებ მოგაცილებთ თავიდან ამ კინს არ იცის თუ რაა
joni
ტორპედოს კორღალიძე თუ უშველის
ბადრი
კინი გასაშვებია მსგისთანა გულისამრევ ფეხბურთს არავინ არ თამაშობს გული სულ ხელით უნდა გეკაოს მაგათთ თამაშის შემყურეს
ბადრი
მართალია ყველაფერი ზედმიწევნით
დათა თუთაშხია
ვინც კიდევ მოთმინებისკენ და მოცდისკენ მოუწოდებს ფანებს, შეიძლება კეთილი ზრახვებიც ამოძრავებს, თუმცა არა მგონია, ელიგის თამაშებს უყურებდეს. ალბათ უფრო სტატისტიკით შემოიფარგლება და ეგ სტატისტიკა მაგრად იტყუება. თითქოს შედეგს დებს გუნდი, რამდენმატჩიანი წაუგებელი სერია იყო ჩემპიონატში, მაგრამ რის ხარჯზე ხდებოდა ეს ყველაფერი? ძირითადად ფეხბურთელების ინდივიდუალური კლასის და მომენტებში გამართლების ხარჯზე. თუ ტორპედოს წლევანდელი თამაშები აქვს ადამიანს ნანახი და ფეხბურთშიც ერკვევა, შეუძლებელია მწვრთნელის არაკომპეტენტურობა თვალში არ მოხვედროდა. უბრალოდ აქამდე ქულები გროვდებოდა და ხმამაღლაც არავინ გამოთქვამდა უკმაყოფილებას. დილასთან მატჩმა ამოხეთქა ეს ყველაფერი, რაც ამდენი ხანი გროვდებოდა. არ შეიძლება ასეთი შემადგენლობით ასე თამაშობდეს გუნდი! არანაირი ტაქტიკა, არანაირი მონახაზი, არანაირი კომბინაცია, ვინ რას აკეთებს მინდორზე, ვერ გაიგებს კაცი. ტიპიური შოტლანდიური დაბალი დონის გუნდის თამაშობს. ამ გუნდს ბევრად ძლიერი მწვრთნელი ჭირდება! და კიდევ - დაცვას მიხედეთ, დაცვას! სახო არ უშველის ამ დაცვას.
Anti
რომელი ტრანსფერი არ მოგწონს მეგობარო ბოლოს გაკეთებული, ვარლეი თუ იანსანე?
კოკო
ამ აკადემიით რომ არ ამართლებდეთ დინამოს ჩაჯ**ს რა გეშველებოდათ
სიმართლე უნდა ითქვას
იმედი მაქვს არ ჩქარობთ. ზოგადად გუნდი ერთ და ორ წელიწადში არ შენდება. ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ისიც არის, რომ სწორ დროს სწორ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ. შუა სეზონში მწვრთნელის ან ფეხბურთელების გაშვება არის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით. ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. ისევ იგივე პრობლემებია რაც დასაწყისში. ფეხბურთელების გაყიდვაც იჩქარეს ჩემი აზრით. თუმცა ისიც ნუ დაგვავიწყდება, სად იყო ტორპედო როდესაც კინი ტორპედოში მოვიდა. ბათუმის მსგავსად არ მოხდეს ტორპედოში. ძალიან გთხოვთ კარგად გაიაზრეთ სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამთ. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ არ უნდა აკრიტიკოთ. პირიქით. საჭიროა ჯანსაღი კრიტიკა და შეცდომებზე მითითება.
გიო
ბათუმის დინამოსავეთ არ დაგემართოთ, ახლა ვნატრულობთ გეგუჩაძეს
Რაბუს
ერთი ფეხბურთელი ვერ გაგიზრდიათ ნაკრებისთვის და დედა ვინ ვის უტირა ზედ ეტყობა.დაგავიწყდა ცხელი პურის ფულს რო მათხოვრობდით?თქვენ ლაპარაკობთ დედის ტირებაზე?
xuta-ს
ხუტაჯან ეგ დემიანენკო არ არი მიხაილიჩენკოა
a a
ბათუმის დინამომ დამიკომენტარა დილას ებრაელი მილიონერი მფლობელიო, ნეტა მართლა მილიონერი იყო რაღა გვიჭირს. ჩვენი ბიუჯეტი 5-6 მილიონია, მაშინ როცა ორივე დინამოს, ტორპედოს, საბურთალოს ჩვენზე სამჯერ მეტი ფული აქვთ. რატო ყიდისო ფეხბურთელებსო. იმიტო ყიდის რო გუნდმა იარსებოს, დილა ტრანსფერების ფულზე დგას, გუნდში მაქსიმალურად ყველა პირობაა შექმნილი და წლებია არანაირი დავალიანება არ არის იგივე ბათუმის დინამოსგან განსხვავებით სადაც თვეებია ხელფასები არ დარიგებულა. დილას აქვს ერთი მარტივი პრინციპი, მინიმუმ 3 წლიანი კონტრაქტი და მინიმუმ 2 წელი არ ყიდიან არავის რო ჯერ თვითონ გამოიყენონ და მერე როცა დრო მოვა მერე ყიდიან. ჯუნგლებს მინდა ვუთხრა რო არ იჩქაროთ. როცა დილაში ახალი მფლობელი მოვიდა 3 სეზონი შედეგი არ ქონდა გუნდს, მარა იმის მერე ყოველთვის მინიმუმ სამეულში ტრიალებს.
Ეგრეა-ს
ენა გამოყავ წავიკითხოთ. რა არი ეს ამოდენა სასვენი ნიშნები ყველა სიტყვის მერე,არ გეზარებოდა მაინც?
ეგრეა
ხშირად უყურებ ქუტაისის თამაშებს.1 რა დგეში იყო. გუნდი კარგად Gვახსოვს.მოვიდა ნიუ ვიჟენი და ასეა თუ ისე.ცდილობს კლუბი ამოწიოს და დაყენოს კარგი კონკურენტ უნარიანი გუნდი.არამგონია ანალიზს არ აკეტებენ.და ისე მოყავთ ფეხბურტელებიც და მწვღთნელიც.ეს სტივ კინი მუშაობდა საკმაოდ მაგალ დონეზე.ცუდათ კარგად ხო მუშაობდა.ასე თუ ისე აქ ქართველ მწვრთნელებზე ბევრად მეტი გამოცდილება.გუნდი არ კეთდება 1-ან 2 წელიწადში.ყველა ტრანსფერი არ ამართლებს.და არამგონია ქუთაისის დირეკტორატზე ნაკლებად გინდოდეთ.გუნდის წინ სვლა.რატომ დიდი ფულს ხარჯავენ.და თქვენ იქცევით მართლა ჯუნგლებივით.ეხლა რაც შეხება სახოს რო გაიძახით.დიდ გამოცდილება აქ.და დარწმუნებული ვარ მალე შევა ფორმაში.და მასთან ერთად ბევრი ახლაგაზრდა გაიზრდება.აბა ვინ უნდა ასწავლოს ახალგაზრდობას.სანდუხაძემ?ეხლა რაც შეხება მწვრთნელებს.დარბიან კრუგზე.ყველა გუნდში არიან მისული ცხრაზჯერ.და არანაირ შედეგს არ დებენ.დაკვვირდით.წაგებები ხდება მოთბენა საჩირო.და ნახავთ ცოთა ხანში ის ლეგიონერებიც შევლენ ფორმაში და რეზულტატს დადებენ.თუ არა და დაიმახსოვრეთ.რასაც ვიძახი.არ ვარ მე ტორპედოს გულშემატკივარი.თუ არ დადებენ გაუშვებენ ამ კინს.ჯვარი კი არ აქვთ დაწერილი.მაგრამ ჯერ გულში იხუტებ უმგერი და.მერე აგინებ.არა სწორი.წაგებიტ მილანიც აგებს და რეალიც.ეგრე არა.ისწავლეთ მოთბინება.რაც შეხება გულშემატკივრობას.ყველაზე მეტი მზესუმზირა იყიდება ჩვენ თამაშებზე.არც გულშემატკივრობა ვიცით და.არც დოზირებული სიყვარული.წარმატება ყველა ქართულ გუნდებს და მთლიანად საქართველოს!!!
Master
ეს არის ცანცარული საქციელი ამ ჯუნგლების მხრიდან.შეხედეთ,სათადარიგო სკამი თითქმჯს არ გყავთ,13 ფეხბურთელით გინდათ ვარსკვლავების მოწყვეტა?რომ შეადარო დილას შემადგენლობას,გავილებით უფრო დაბალანსებული გუნდია.ტორპედოს კი დრო უნდა და კიდევ ახალი ფეხბურთელები,აქ ახლა მწვრთნელის შეცვლა ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს,სისულელეა.ან ვინ უნდა მოიყვანოთ?კონტრაქტი აქვს კაცს და მისი გაწყვეტა მარტივი ამბავი არაა,რას ქვია ტრიბუნას ტოვებთ,გაჭირვების ჟამს სჭირდება გუნდს გვერდში დგომა,მითუმეტეს სულ 6 ქულაა სხვაობა და წინ კიდევ 15 თამაში,ერთი უშუალოდ დილასთან თან.დაანებეთ ამ ცანცარს თავი ჯუნგლებო და ისწავლეთ და იფიქრეთ რა არის ნამდვილი გულშემატკივრობა.გორის დილა მინიმუმ 5 წელია ყველაზე კარგ სატრანსფერო პოლიტიკას ეწევა საქართველოში,ტორპედო კი სულ მეორე წელია რაც ცოტა გუნდს დაემსგავსა....
xuta
ზუსტად იგივე უნდა ითქვას დემიანენკოზე. გორელთა წარმატების შემდეგ წამოიყვანა ის ბათუმმა. ამის შემდეგ ნახევრად დაშლილმა გორის "დილამ", ვითომც არაფერიო, კვლავ გააგრძელა წარმატებული წინსვლა. დემიანენკომ კი ბათუმის დინამო გააფარჩაკა.
Gaga
აქ ტორპედოს ბევრი ბოღმიანი ჰეითერი წერს და გამოექანეთ ყველა სათითაოდ სადაც ცხოვრობთ ირგვლივ მყოფ ყველაზე მაღალი სიმაღლიდან .... მაინც ჩემპიონი გახდება სეზონის ბოლოს ეს გუნდი თქვენი გულის გასახეთქად. რაც შეეხება ანალიზს წინა სეზონში ვამბობდი გუნდს არანაირი მონახაზი არ გააჩნიათქო და ბევრს წყინდა ოფიციალ ფეიჯზე რეებს ამბობ კინზეო. კვადრატი არ იცის გუნდმა რა არის და ერთი შეხებით თამაში. ელიგაში გასავრდნ ზონაში მყოფებსაც გააჩნიათ საკუთარი რაღაც სტილი და ტორპედოს სტილს ჰქვია ქაოსი! წესით გუშინდელი თამაშის მერე თვითონ უნდა წასულიყო. მაგრამ გვიანი ეხლაც არაა და გაუშვით დროულად. სტივ კინის ხელში გუნდის თამაში დამყარებულია ფეხბურთელთა ინდივიდუალურ კლასზე მხოლოდ და რიგ ეპიზოდებში გამართლების ხარჯზე, არცერთი თამაში გუნდს პირველ ნომრად თამაში არ უცდია, როცა ამდენი ლეგიონერი იმისთვის ჩამოგყავს რომ გუნდი უკნიდან ათამაშო და 6-7 დაცვის მქონე ფუნქციის ფეხბურთელით გამოდიხარ ყოველ თამაშზე და საყრდენი ზონა და დაცვის ცენტრი მაინც "გაფარჩაგებული" გაქ ალბათ ამით ყველაფერი ნათავქვამია , დაწყებული შემადგენლობის დაკოპლექტებიდან დამთავრებული ტაქტიკა სტრატეგია ფიზიკური მომზადებით გუნდი არის ნულიი, კლუბში მომუშავე პერსონალი გასაწმენდია სამწუხაროდ იქ ისეთი ხალხია დასაქმებული ეტყობათ ნაცნობობით რომ რავი რა ვთქვა მათზე ბევრად მეტი გამეგება და მიყვარს ეს გუნდი არა ისე რომ რაღაც სარგებელი ვნახო ჩემი სარგებელი მხოლოდ მისი წარმატება არის და ვისაც სწორი კრიტიკა არ ესმის არც ფეხბურთის და გუნდის განვითარების ესმის რამე.
!!
წადით მერე სადაც გინდათ და ჩხეტიანი იყვირეთ..
ციციკორე
ჩემი თანადგომა ჯუნგლებს! ეგაა სწორი და კაცური პოზიცია! ზოგიერთებივით, ჯიბის ფან-კლუბი არ ხართ. ზოგიერთების გასაგონად, ტორპედოს რომ უჭირდა და მეორე ლიგაში იყო, ამ ბიჭებს მიჰქონდათ ბაზაზე საკვები. არ ვაჭარბებ. ასეთი გულშემატკივარი მეტს იმსახურებს, ვიდრე ვიღაც ფიზკულტურის მასწავლებელია.
Ზაკო
რავი ადრე ხერხემალი ვართო და ეხლა გული გახდა?
kaxa
მიუხედავად იმისა, როგორც მწვრთნელი არაა პროფესიონალი კინს ჰქონდა ტორპედოს წარმატებაში დიდი როლი: 1. ფეხბურთელებზე სწორ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა, გამარჯვებისკენ მათავდა და ფსიქოლოგიური წნეხისგან ათავისუფლებდა; 2. გააერთიანა ჩხეტიანის დროს დახლეჩილი გუნდი (არ გაგიკვირდეთ და ნამდვილად ასეი იყო გასულ წელს); 3. გუნდში მოშალა ნეპოტიზმი (რადგან არ ჰყავდა საკუტარი ფეხბურთელები) და ჯანსაღი კონკურენციით აყენებდა სასტავს; 4. ყველა ფეხბურთელთან დაამყარა ნორმალური ჯანსაღი ურთიერთობა; მაგრამ როდესაც მიეცა ახალი გუნდის შენების განუსაზღვრელი უფლებები, როგორც ჩანს ძალაუფლებით ტკობაბაში გადავარდა და დაიწყო მაგანაც მიქარვები უაზრო ლეგიონერების მოყრით და საშიმელი სათამაშო ტაქტიკით. თავიდანვე ეტყობოდა, რომ ეს იყო ხუხულა, რომელიც სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან დაიშლებოდა. და ყველაფრის ტრენერზე გადაბრალებაც არასწორია, ყველა ტრანსფერის ისტორიის შესწავლა, თუ მოხდება, შეიძლება ისეთი ფაქტები და დაინტერესებული მხარე გამოვლინდეს, როგორიც ნამდვილ გულშემატკივარს აზრადაც არ მოუვა.
რეალობა
გეთანხმებით მთლიანად. ყველაფერი კარგად ჩამოაყალიბეთ.
Levani
არ ვიცი,არ ვუყურებ ტორპედოს თამაშებს, მაგრამ ამ ინვესტიციით კონფერენსლიგის ჯგუფშიც უნდა მოხვედრილიყო,დროც ჰქონდა უკვე რამდენი ხანია მუშაობს და ვერაფერი დადებითი. ასე რომ სხვა მწვრთნელია მოსაყვანი
Emre
მართლა ვერ ვხვდები ჩემპიონატში ამდენი წაუგებელი სერიის მერე ერთი წაგებით მწვრთნელის გაშვება რატო უნდა მოითხოვო, მითუმეტეს ლიდერთან
რაბუ
რა გინდათ ქუთაისელი გულშემატკივრისგან ? მაქსიმუმს რომ ითხოვენ იმიტომ არიან ცუდები თუ რა ხდება ? რითი ხართ მეტი ბათუმის ან დინამო თბილისის ფანკლუბი?! დედა უტირეს ორივე დინამოს, თქვენს თვალწინ ჩამოგიშალეს კლუბი და ჩუმად ხართ. ასე რომ ვისაც მეტი გვინდა გვაცადეთ
ჟორიკა მართალია
ჟორიკ 100% გეთანხმები.სტივი წავა კაი.ანჩელოტი გინდათ,გაწყობთ ანჩელოტი თუ არც ეგ არი თქვენი დონის? ან ჟორიკა მართალს გეუბნებათ-ვის საგულშენატკივროდ დადიხართ საერთოდ სტადიონზე?ან ორი ტაიმის განმავლობაში ერთხელ მაინც დააგუგუნეთ თქვენი გუნდის სახელწოდება პრეტენზიები რო გაქვთ მარტო. დინამოს სტადიონზე 100-მა კაცმა რო შესძახოს დინამოო-გუგუნი ისმის არემარეზე.თქვენ მარტო ერთმანეთში საუბრობთ თუ რა არის-ყაყანი ისმის ტელევიზორით რო უყურებ ისეთი აუტანელი რო ხმას ვუთიშავ. შეეშვით ამ უკლასო ლეგიონერების ჩამოყვანას და ერთი ფეხბურთელი გაუზარეთ ნაკრებს. ისე რაც თქვენ გემართებათ ეგ მხოლოდ თქვენი ბრალია.დინამომ რო წააგო ფეისბუქზე ზეიმი გქონდათ.არ შეგრცხვათ უცო გუნდს რო გულშემატკივრობდით? ხოდა ბუმერანგი ქუთაისელებო,ბუმერანგი. ისე დინამო თბილისი რო არ არსებობდეს თქვენ ხო ევროპის ჩემპიონატის ყურებას ვერც იოცნებებდით
ვერა ხარ!
არქიმედე! მაგ ქურდულ ბაზარს მოეშვი, ფეხბურთის სამზარეულოში გაერკვიე და ისე წერე კომენტარები. დაიქცა ქვეყანა. წააგო რა მოხდა მერე? ბრაზილიამაც წააგო ერთხელ, თუ გახსოვს. (კარგი შედარებაა ტორპედო და ბრაზილია, ჰა)
ჟორა გაბრიჭიძე
,მე არ ვიცი ვინ, რამდენი და რისთვის მოიტანა ეს ინვესტიცია ტორპედოში, მაგრამ მე ის ვიცი, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგის დანიშნულებაა მოამზადოს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები ევროპის კლუბებში დასაოსტატებლად, რომ საქართველოს ნაკრებს ძლიერი შევსება ყავდეს. ვერ გავიგე, ვინ დეგენერატმა ჩაგინერგათ საქართველოს პირველობის მონაწილეებს, რომ საქართველოს ჩემპიონობა რაიმეს ნიშნავს და რომ უნდა იბრძოლოთ ამ ტიტულისათვის და ამის მისაღწევად საზღვარგარეთ ჩამოწერილი ვარსკვლავები უნდა ჩამოიყვანოთ? სად იყურები ფეხბურთის ფედერაცია? სასწრაფოდ მიიღეთ დადგენილება, რომ თამაშზე მაქსიმუმ 3 უცხოელი ფეხბურთელი იყოს მინდორზე. ვერ გავიგე ქუთაისელებო ვის საბალეშიკოთ მიდიხართ სტადიონზე? იქ ხომ თქვენი აღარავინ თამაშობს? თბილისის დინამომ ბოლო ადგილიც რომ დაიკავოს ჩემპიონატში, ის მაინს ლიდერია, რადგან ქვეყნის ნაკრების ნახევარზე მეტი მათი აღზრდილია.
!
საქართველოს გულს, ქუთაისს წარმოადგენთ და ჯუნგლები გქვიათ! ქუთაისის ისტორია უკეთესს იმსახურებს! შეგირცხვეთ ულვაში!
"ჯუნგლები" არა, პიონერთა ბანაკის რაზმი
ხარ რიგითი გულშემატკივარი, და მეტი არაფერი. ოპერის თეატრსაც ულტიმატუმი წაუყენეთ: "სანამ დირიჟორს არ გააგდებთ, პარტერს ვტოვებთ!"
არქიმედე
ბასილაძე დაალპო სათადარიგო სკამზე, ფაცაციას არ ათამაშებდა, საყრდენი ზონა პრახადნოი დვერი, დაცვა დირკა, ყველა ვიზავი მწვრთნელი მეორე ტაიმში უჯოკრავს, გოლის გატანის შემდეგ გუნდს აჯენს დაცვაში, შემტევი უკან არ მორბის დაცვის მისახმარებლად, გუნდი უფანტაზიოა შეტევაში და გოლების უმრავლესობა 2-3 კარგი ინდივიდუალისტის ხარჯზე გადის მხოლოდ, ჟორჟინიოს ათამაშებს, რომელიც კარგად დარბის, მაგრამ არ იცის სად არის კარის ჩარჩო. კაროჩე скользкий тип. სასწრაფოდ უნდა წავიდეს. მოკლედ სამი სიტყვით დავახასიათებ კინს; მწვრთნელი იდეების გარეშე.
Irakli Apkhaidze
გუნდში რომ ამხელა ინვესტიციას მოიტანენ, იმ გუნდის ხელმძღვანელობას ასეთი ულტიმატუმის ენით არ უნდა ელაპარაკო. მაგ ლოგიკით და გზით ვერაფერს მოიგებთ. მაგ რადიკალულ აქტივობას, ჯობია დაასრულებინოთ ამ კაცს და ჩემპიონატი და მწვრთნელ-ფეხბურთელებს და ხელმძღვანელობას დაუდგეთ გვერდით სანამ გვიან არაა. ბათუმს რა მოუტანა მსგავსმა მიდგომამ ნახეთ. მეტნაკლებად აწყობილი და გამართული (ქართული სტანდარტებით მითუმეტეს) პროექტი მოისროლეს გვერდზე და სანატრელი გაუხდათ საგაისო ევროტურნირები. წელს რაც ქნეს კი ხედავთ...
Ბათუმს ქათქათას
ბათუმის გორის დილას არ უნდა გორის დილა ეგრევე იყიდოს და პირველ ადგილზე იქნება
Ზაკო
დაიცათ და უნდამოგეგოთ დილასთან თუ რატო აგდებთ მწვრთნელს?როდის იყო და სად იყო თქვენი მოსაგები?
დააT
თუ დააკვირდებით ქართული საკლუბო ფეხბურთის სირცხვილი არის დინამო, ლოკომოტივი, ტორპედო და სახელი საბურთალომ შეიცვალა. :D
amberგ
ტორპედოს გულშემატკივარი ვარ. სწორი მწვრთნელის ხელში მეტის პოტენციალი აქვს. სტივ კინი არასდროს ყოფილა სუპერ მწვრთნელი მაგრამ სტარტი კვალობაზე ცუდი არაფერი უქნია. ახლა ნამდვილად როა სტივი გუნდში დარჩეს სადმე სხვა თანამდებობაზე, მწვრთნელად კი ვინმე ახალი მოიყვანონ. დილასთან წაგებამდე, ომონიასთან უკვე გამოჩნდა, რომ მწვრთნელი ვერ ახდენდა დადებით ეფექტს. წარმატებები ტორპედო.
დააT
ამ ფანკლუბ ისეთი სახელი ჰქვია სტადიონზე არც უნდა ყოფილიყვნენ. ფაქტი არის ის რომ ქართველი ფეხბურთელები, ვინც უფრო მეტად ან უფრო ნაკლებად იციან ფეხბურთის თამაში ყველა გაიქცა და დარჩა ისინი ვინც მხოლოდ სამოყვარულო ფეხბურთის დონეს აკმაყოფილებენ. თასზე დინამო 2-მა 4-0 შეარცხვინა ტორპედო რომელიც მთავარი გუნდის მხოლოდ ქართველი ფეხბურთელებით თამაშობდა, ამაზე დიდი სირცხვილი ქუთაისის ტორპედოს ისტორიაში არ ჰქონია, ამიტომ ეს გუნდი უნდა იყოს მხოლოდ ლეგიონერებით დაკომპლექტებული. როგორც ჩანს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიაში უნიჭო სპეციალისტები აფუჭებენ ტორპედოს მომავალ თაობას. მიუხედავად ამ მარხცისა მე დარწმუნებული ვარ რომ ტორპედო წელს ჩემპიონი გახდება.
მაიცა რა
იონა დანიშნეთ მაგარია..
zura
გულთბილი სალამი ფიფიას ქუთაისიდან, მასე გააგრძელე
ZIZ
მე არ ვარ ქუთაისელი , მაგრამ მაგ გუნდს პირველ რიგში სწორედ გულშემატკივრების გამო თნავუგრძნობ! მაგ გუნდი ყველაზე ღირსეული იყო ყოველთვის იმიტომ რომ ყველაზე ერთგული და რიცხობრივი გულშემატკივერი ყავდა. კინს რაც შეეხება - შარშან მგონი ჩემპიონატის ყველა თამაში ვნახე და უნდა ითქვას რომ გაზაფხულიდან მოყოლებული ყველა გუნდი იყო მონგრეული (ევროებზე რო შედეგი არ იქნებოდა ეგეც ნათელი იყო), ერთადრთი გუნდი რომელიც ასე თუ ისე ფეხბურთს თამშობდა იყო ტორპედო. რონდ კინის დამოკიდებულებიდანაც ჩანს რომ ამ კლუბში არი ცოტა გრძელვადიანი პროექტი, და არა ერთ თამაშიანი და/ან ერთსეზონიანი. ისიც სათქმელია რომ დღესდღეობით გორს ყველაზე კარგი ინდივიდუალისტები ყავს. ასე რო არაა საჭირო რაღაცა რადიკალიზმი, ტორპედო ყველაზე იოლად დალაგდება
რრრ
ბათუმის პირატებმაც გააგდო ეგრე გეგუჩაძე, მარა რა მოიგეს?
ნიკა
არაფერში არ ვიცით ზომიერება, ან ძალიან უნდა გავადიდოთ და ცასი ავიყვანოთ, ან მიწასთან უნდა გავასწოროთ და გადავუაროთ. ტორპედომ მოუკლო და ცუდ ფორმაშია, მარა კინმა დიდი სამუშაო გასწია ტორპედოში და მგონია დროს იმსახურებს. ეს ჯუნგლები კიდე ძაან ფიცხები ხართ დამსვიდდით ცოტა და ცივილურად მოიქეცით
გიორგი
ტორპედო აუცილებლად გახდება ჩემპიონი თქვენ გინდათ ახალ შეკოწიწებული გუნდი ამხელა სეზონზე ჩავრარდნის გარეშე რაც შეუძლებელია ადროვეთ გუნდის ხემძღვანელობას ისინი აუცილებლად მოახდენენ რეაგირებას როცა ამის საჭიროებას დაინახავენ
ნაბეკაველი
თუ არ ყოფილხარ ქუთაისის სტადიონზე და საკუთარი თვალით არ გინახავს, ჯობია გაჩუმდე! ანშლაგი თუ არა, ქუთაისის ტორპედოს ყოველთვის ყავდა და ყავს გულშემატკივარი, რომელიც არასოდეს ტოვებს გუნდს, რაოდენ დიდ გასაჭირშიც არ უნდა იყოს!!! ვისაც წარმოდგენა აქვს აქაურ სიტუაციაზე, ისიც იცის, რაოდენ დიდ როლს თამაშობს გულშემატკივარი ტორპედოს "ცხოვრებაში". პ.ს. აღნიშნული კომენტარი, ეჭვი მაქვს ნამეტნავად არის ბოღმის მატარებელი. უკეთესი სიტუაცია იმ კლუბში გაქვს ალბათ რომელსაც გულშემატკივრობ და ჯობია იმაზე კონცენტრირდე!!!
აუიე
ვინმე შავი გაგების რომ მოიყვანოთ ? მუქარით რომ ათამაშოს გუნდი რა .მაგალითად ბუჯო შენ ბიჭი გეზრდება და გეინძერი სიმონ.ანდა ჯანმრთელობის შერყევით რომ დაემუქროს ფეხბურთელებს და ყოველ ორშაბათს გეგუთში რომ ატაროს . მწვრთნელის კლიჩკა სკიზე უნდა მთავრდებოდის . მაგალითად ჩორნა კუტაისკი .ფეხბურთი კი არა ბოვშები ვერ გაგიზრდიათ ააქოთეთ მთელი ევროპა რასტოვი ლიპეცკი ვაი თქვენს პატრონს .
Qomagi
კინის მწვრთნელობა არ გაიშვა, რამდენჯერ დავწერე ადრეც და სულ მლანძღავდნენ. მშვენიერი გუნდი ყავს ტორპედოს და ჯერ ხო საშინელ ფეხბურთს თამაშობს და მერე თამაშიდან გოლი უჭირთ,ეს მწვრთნელის ბრალია
მუგუნინიბა
თუ ტორპედო გადაარქვი, ზასტავა გადმოარქვი და მთელი საბჭოთა ტოპონიმები შეცვალე, რაღა მუღამი აქვს ეგრე? დ))
მწვრთნელი
არსადაც არ წავალ!
Podagon
გორის მთელ შემადგენლობას ლამის ტორპედოს 2 ფეხბურთელის წლიური ბიუჯეტიაქ სულ და 1:5 რომ მარცხდები ასეთ სახელფასო განსხვავების მქონე გუნდთან ამას ხომ მოხერხება უნდა თან სახლში რაცარუნდა გორის მაგარ მენეჯმენტს დაახლოებული სკაუტ კომპანიით ჩამოყავდეს 20 კაპიკათ ხარისხიანი ლეგიონერები. მარტო გუშინდელი მარცხი კი არა ეს 2 სეზონია ყველაფერი არის სტივ კინის კისერზე რომელიც მოყვარული მწვრთნელია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აბა გადაამოწმეთ ინტერნეტში ტიპს ლიცენზიაც არააქვს. თან იმ პირობებში როცა ამ მოსუქებულ სქოთს სანიოლიზე დიდი ხელფასიაქ დაზუსტებულ ინფორმაციას გეუბნებით, გორს რომ ნოაში გაექცა პორტუგალიელი ის მწვრთნელი რომ ყავდეს ეხლა ამ ტორპედოს +10 ქულიანი ფორა ექნებოდა მეორე ადგილთან. დისციპლინა ამ კაცს არააქვს გუნდში ყველა ფეხბურთელი მის ხოდზე დარბის არა უფრო დასეირნობს მოედანზე, არამომთხოვნი, ზერელე მწვრთნელია ფეხბურთელები დაზლოზინებენ და ვინც ბურთს კარგავს უკან არც იხედება არა თუ გამოეკიდოს ამრთმევს, გადაწყობა/გადმოწყობა და ტაქტიკური განსწავლულობა ხომ პლინტუს ქვემოთააქვს, ამდენი ხანია გუნდშია და ტორპედოს 2 მატჩი თუ ექნება დომინანტური თამაშით მოგებული, სულ ჯახირ/წვალებით ინდივიდუალურად თუ ვინმე შეაგდებდა ხან არაბა/იონსენი/შერგელაშვილი თუ ხან ვინ. გუნდს ცენტრი არ ყავს გიგაური, მანჯგალაძე არიან პირველი ლიგის ლეველი და გუშინ ცენტრში რომ გაანგრიეს ტორპედო ამ ორი ბედოვლათის დამსახურებაა ხოლო ასეთი პრიმიტივები რომ ძირითადში ყავს და გუნდში ამათ ნაცვლად კვალიფიციური საყრდენები არ მოიყვანა ეს კინის + ტორპრდოს ყავს ყველაზე საშინელი ცენტრალური დაცვის ზონა სანდოხაძე-სახოს დუეტის სახით ასევე მარცხენა მცველები შერგელაშვილი/ნადარაია ესენი ყველა გასაშვებია კინის თამადობით რა ჩემპიონობაზე და კონფერენს ლიგის ჯვუფში შესვლაზეა საუბარო როცა გუნდს ზემოთჩამოთვლილ ბალასტთა 5 კაციანი რაზმი ყავს ძირითადში პლუს მოყვარული მწვრტნელით ეს გამორიცხულია. გუნდის საყრდენი ზონა და ცენტრალური დაცვის ხაზში პრახადნოი დვერია აქ რაზეა საუბარი საერთოდ ეს კაცე ეხლავე გასაშვებია და ამის ხელფასით გაცილებით ძალიან სივიან კადრს მოიყვანს გუნდი და იმედია კერესელიძე არ გადააყოლებს მის ფინანსებს და იმიჯს ამ შოტლანდიელ ლუზერს.
ანზორი
ცივი წყალი თუ მოდისო რომ წერ კირკიტა რას ნიშნავს????
dew
გრაფიკით სვამენ :))) მილიარდერს ხმას აძლევენ უფრო რო გამდიდრდეს დიკტატორი
bd
ასე უცებ არ ხდება გუნდის შენება თვითონ იპოვის ხარვეზებს გამოასწორებს
QT
ესეიგი ამ თამაშამდე საქართველოს ჩემპიონატში გუნდს ქონდა 14 თამაშიანი წაუგებელი სერია, არის მეორე ადგილზე და ასე ერთ წაფორხილებაზე განუდგა "გულშემატკივარი" ? ეგ ხომ უფრო "ვაი გულშემატკივრობაა" და რაღაც მართულს გავს, ვიდრე მართალ გულშემატკივრობას და გუნდის გვერდში დგომას.
ქუთაისი
შენ რომელი გუნდის ქომაგი ხარ და რას აკეთებთ ან შენ და ან შენი გუნდი?
იბრუხ მართალი
გულთბილი სალამი ქუთაისიდან, მილიონიან ქალაქს ერთი დინამოსთვის ვერ მიგიხედავთ. ჭკუა მერე ასწავლეთ სხვას როცა თქვენსას მოაგვარებთ.
zura
კი მოდის დას დაგალევინებ კიდე ერთხელ
კირკიტა
ქუთაისში ცივი წყალი ხომ მოდის, დასალევი?
gio
martla mainteresebs neta ramdeni kaci dadis stadionze ese ro imuqrebian?! meechveba anshlagi iyos yovel tamashze...
zura
მე როგორც ქუთაისელი და ტორპედოს სტაჟიანი გულშემატკივარი სრულად ვეთანხმები ჯუნგლების მოთხოვნას. ადრეც დავწერე და ახლაც ვიმეორებ სტივ კინის ბრალია რო ასეთი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჯახირით უგებს აუტსაიდერებს და ლიდერთან რასაც აკეთებს კი ვნახეთ ყველამ. გუნდი თამაშიდან გოლს ვერ იტანს და რაზეა საუბარი. ზუსტად ახლა და დროულად უნდა შეიცვალოს კინი უფრო კომპეტენტური მწვრთნელით რო ევროტურნირებზე მორიგი იმედგაცრუება არ ვიგემოთ
ზურა
1-5 რომ წააგებ გუნდი, როცა ყველაზე 2ჯერ დიდი ბიუჯეტი გაქვს, ე.ი რაღაც ხდება, საქართველოში ამხელა ანგარიშით ასე არ აგებენ გუნდები, ან საბორაჟია ან კიდევ უფრო უარესი. პასუხი ხელმძღვანელობას მოსთხოვეთ გუნდის მართვის აზრზე, რომ არაა, მწვრთნელს რას თხოვთ
G.LA
ქუთათურებო მტკივნეული წაგებაა და გასაგებია, მაგრამ გუნდი მე-2 ადგილზეა და ნუ დაგავიწყდათ რა ჩაბანძებული გუნდი იყო სამწუხაროდ მის მოსვლამდე. ერთ წაგებას ნუ გადააყოლებთ გუნდს. აცადეთ გუნდის დაყენებას მინიმუმ 2-3 წელი უნდა.
ბათუმის დინამო
და დილას ებრაელი მილიონერი რო ფულს შოულობს ვიღაცების გაყიდვით რატოა სწორი პროექტი , ჯგუფში შედის თუ რაა . აი რო არ ყიდდენ გეილის ნაირ ფეხბურთელებს და ინარჩუნებდნენ და პლიუს ამას ჯგუფში შევდიოდეთ ვიტყვი რო სწორი პროექტია .
მერაბი ბებია
პატივცემულო ქუთაისელებო სეზონის ბოლომდე გთხოვთ მიეცით სტივის საქმის გაკეთება კარგი გუნდი წლების განმავლობაში კეთდება კარგია რომ ის шოტლანდიელია მაგათ იციან ფეხბურთი
გენა
ტორპედოს ფანებო, მოგიკითხავთ თბილისიდან. თქვენი მოსაწონი ვერ მოინახა მოკლედ. ალექს ფერგიუსონი ჩამოიყვანეთ. ყველაფერზე რადიკალიზმი.. „ახლავე ასე ქენით თორემ ჩვენ ისე ვიზამთ“ დამოკიდებულება არ გამოგადგებათ არაფერში. გულთბილი სალამი თბილისიდან.
a a
ერთადერთი პროექტი რომელიც დღეს მუშაობს ეს არის გორის დილა! უფასოდ მოყვანილი ლეგიონერები და მერე ჯერ საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება და მერე გაყიდვა, რასაც დილა მშვენივრად აკეთებს და ამის მაგალითია თებერვალში ბათუმიდან უფასოდ მოყვანილი ლიტვინენკო, რომელიც რამოდენიმე დღის წინ 300 ათას ევროდ გაყიდეს. სამწუხაროდ ტორპედოც ბათუმის დინამოს გზას ადგას.
ყასი
ძალიან კარგი მწვრთნელი ყავს ტორპედოს
იბრუხ მართალი
ნუ პროფესორობ ერთი. კახა რა შუაშია გუნდი ვერ დაალაგა ამდენი ხანია, შეცვლებს ვერ აკეთებს წესიერს. ამხელა რესურსი აქვს გუნდს და საშინელ ფეხბურთს თამაშობს. მე რომ ვიყო სულს ამოვაძრობდი ვარჯიშით ამათ. დისციპლინა არაა გუნდში და ჭკვიანი სპონსორი გუნდიდან კი არ წავა კარგ მწვრთნელს მოძებნის. ქუთაისელი ვარ მაგრამ ალალად მიხარია გორის ასეთ ფორმაში ყოფნა. იმიტომ რომ სულ ღირსეულად გამოდის ევროტურნირებზე და სულ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს
Hsh
სახელი ტორპედოს გადარქმევას არ ითხოვთ ჯუნგლები?
დათო
არ შიძლება ერთ მარცხს გადავაყოლოთ ყველა და ყველაფერი. გუნდი ნორმალურად ვითარდება,წაგებას მოგებაც მოსდევს ასეა ცხოვრება.
რეალობა
სტივ კინი ძალიან კარგი მწვრთნელია. ვინც ეს პროტესტი მოიფიქრა, იმას ფეხბურთი არ ესმის.
ცოტნე
მამა კახა მოიყვანეთ…. თქვენ იმდენსნიზამთ ამ სპონსორსაც გააგდებთ…
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
მორიგი ტრანსფერი "ბარსელონადან" "რეალში"? - მადრიდელები კატალონიელთა მცველს უმიზნებენ
"სელესაოში" ანჩელოტის წარმატების არ სჯერა - ბრაზილიის პრეზიდენტმა ამის მიზეზი განმარტა
მარიამ ჩიტაძე - ფიგურული მოციგურავის რთული გადაწყვეტილება და კარიერის ვერგაგრძელება...
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
"ტორპედო" სტივ კინმა დატოვა - ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის პოსტზე
ქუთაისის "ტორპედომ" ორი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა
"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა
სტივ კინი: ასეთ პირობებში თამაში შეუძლებელია - შევხვდებით ერთ კვირაში, ქუთაისში
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა
გორის "დილას" რუი მოტა ჩაიბარებს
"არაფერი დასრულებულა - ჩვენ მზად ვართ" - კინმა და სახომ "ომონიასთან" მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს
გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა
"დილას" ჩემი დაახლოებით 15 000$ მართებს... გეტყვით, რა გააკეთეს, კიდევ 30 000$ რომ არ მიმეღო" - დემჩენკოს ინტერვიუ უკრაინულ გამოცემასთან
სტივ კინი "ტორპედოს" სპორტულ დირექტორად დანიშნეს
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით" - მერაბ გიგაური სტივ კინისადმი "ტორპედოს" ფანების პროტესტს ეხმაურება
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა