ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "ტორპედოს" შინ გორის "დილასთან" 1:5 მარცხის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს და "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს.

ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ("ჯუნგლებმა") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ სანამ კინი "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი იქნება, ისინი გუნდის მატჩებს არ დაესწრებიან.

აღნიშნულ ვითარებას "ტორპედოს" კაპიტანი მერაბ გიგაური საკუთარი "ფეისბუქგვერდის" საშუალებით გამოეხმაურა და "ჯუნგლებს" მიმართა.

"ჯუნგლები - The Jungles, ტორპედოს გულშემატკივრებო, 2010 წლიდან დღემდე ამ კლუბის მაისურით არაერთი სეზონი ჩავატარე. წლების განმავლობაში არაერთ სირთულესთან გამკლავება მოგვიწია, ბევრად მძიმე დღეები გვქონია, თუმცა ყველა ჯერზე ერთად დგომით დღევანდელ დღემდე მოვედით... ამ კლუბის მაისურით გამართული თითოეული მატჩი, თითოეული წამი ჩემთვის საამაყოა და თქვენ ეს კარგად იცით.

წელს უკვე მოვიპოვეთ ერთი ტიტული, თუმცა გვაქვს შანსი, სეზონი კიდევ ერთი, ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი ტიტულით დავასრულოთ. მენდეთ, თითოეული ფეხბურთელისთვის ის მხარდაჭერა, რომელსაც თქვენგან ვგრძნობთ როგორც საშინაო, ისე გასვლით მატჩებზე, უმნიშვნელოვანესია. ვაფასებთ იმას, რასაც ჩვენთვის აკეთებთ და მოედანზე სწორედ თქვენთვის გავდივართ.

როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით: ახლა, როცა სეზონის დასკვნით ნაწილში ვართ და როცა სასწორზე ბევრი რამაა, მათ შორის, ქვეყნის ჩემპიონობა, ერთმანეთის გარეშე ნუ დავრჩებით და ეს გზა ისევ ერთად გავაგრძელოთ.

ჩვენ, როგორც გუნდი, სრულად ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას. აუცილებლად გვექნება დრო ერთმანეთთან ყველაფერზე სასაუბროდ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გააკეთოთ ის, რაც ყველაზე მაგრად იცით - დაგვიდგეთ გვერდით. ერთად ისევ ბევრს შევძლებთ, ჩვენ ვართ ტორპედო!", - წერს გიგაური.

შეგახსენებთ, "ტორპედო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ გორის "დილას" 6 ქულით ჩამორჩება.

ჟორა გაბრიჭიძე
რერო, გადახედე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების შემადგენლობას და ნახავ, რომ ნახევარი თუ არა მესამედი ფეხბურთელებისა დინამოს გაზრდილია.
თბილისელი
ამით ვითომ დუშეთის არაგვი დააკნინე? მერე გიკვირს რატომ არ ქომაგობენ ტორპედოს ქუთაისის გარდა. წელს გორის დილა უნდა გახდეს ჩემპიონი
ბალეშიკ
მეთუ მკითხავთ ეს გიგაური ძირითადის ფეხბჯრთელი საერთოდ არ უნდა იყოს მაგარი ფაფხურა ფეხბურთელია დადის იმის მაგივრად რომ ირბინოს ამას საკუთარი თავი ავტორიტეტი ჰგონია ბიძინაშვილი და ფაცაცია ბევრად ჯობია ამას და რაც შეხება მწვრთმელს შესარჩევია ბრიტანული სტილის ფეხბურთის თამაშით წინ ვერ წავა ტორპედო
Juve
კომენტარები გადავიკითხე და რა ბოღმა ხალხი ხართ? საიდან მოდიხართ? ფეხბურთი გესმით საერთოდ? ლიჟბი ტორპედო არ გახდეს ჩემპიონი და თუ გინდა თბილისის დინამოს ლიგა ორში დააქვეითებთ, ბოღმიანი ,,ვირთხები,, ხართ და მეტი არაფერი, ჩვენ კლუბებს რაიმე ეშველოთ და თუ გინდა დუშეთის არაგვმა იზეიმოს ჩემპიონობა და მერე ევროტურნირი :)
tngh
"ჯუნგლები" ხშირ შემთხვევაში ჩქარობენ. მაღალი დონის გუნდი რამოდენიმე თვეში ვერ კეთდება!!!
გუგა
ხარახურა ქართველი ეტყობა თავად ხარ, თორემ ასეთ შეურაცხოფას არ მიაყენებ ფეხბურთელს, რომელიც ბოლომდე თამაშობს. გაყარეთ ქართველები და მოიყვანეთ უცხოელები, გზა გადაუკეტეთ მომავალ თაობას. ჩავარდნა ყოველთვის აქვს ნებისმიერ ფეხბურთელს, მაგრამ ამისათვის მას შეურაცხოფა არ უნდა მიაყენო.
Რერო
დინამო რა ფეხბურთელს ზრდის? სხვა აკადემიებს არტმევს ბავშვებს. კვარა,მამარდა და დავითაშვილი უბოდუშოდ გაუშვეს. დინამოს ფუნქცია სხვა რამე უფროა. დინამო ყოველ წელს უნდა თამაშობდეს მინიმუმ კონფერენს ლიგაზე.
გიორგი
!!!ჯუნგლები!!!
ჟორიკას
კიდევ ერთხელ გეთანხმები 100%-ით. მაგათ მართლა დიდი რამე ჰგონიათ საქართველოს ჩემპიონობა.კაი და გახდით საქართველოს ჩემპიონი.მერე რა ხდება?შემდეგი ეტაპი რა არის?გაფარჩაკება? დიდი ხანია მიხვდა დინამო საქართველოს ჩემპიონობაში არაფერი ყრია,მაგრამ დინამო თქვენგან განსხვავიბით ფეხბურთელებს ზრდის
მდაა
"ტორპედო" ქართული სახელწოდებაა? (დინამოსავით) უი არ ვიცოდი
ვინცხა
ვერ გეთანხმებით!
გენა
ჯამბული, ჯუმბერი, ჯემალი ემართება ტორპედოს თანდათანობის.
ჟორა გაბრიჭიძე
მე კი გირჩევდით გუნდს სახელი გადაარქვათ, ამ გუნდს ქართული სახელი არ უნდა ერქვას, რადგან გუნდში ქართველი აღარავინ დარჩა. რა ტიტულებზეა ლაპარაკი კაპიტანო? ვის ჭირდება საქართველოს თასისა და ჩემპიონატის მოგება? თქვენ რა ეს დიდი წარმატება გგონიათ? დინამო თბილისს თქვენზე გაცილებით უარესი შედეგი აქვს, მაგრამ მაგენი ათეულშიაც რომ ვერ შევიდნონ, თქვენ ჩემპიონობას მაგათი მეთერთმეტე ადგილი ჯობია, რადგან მომავალ თაობას უზრდიან ქართულ ფეხბურთს, თქვენ კი ვის ზრდით? კარიერის წარმატებით დამთავრების საშუალებას აძლევთ აფრიკაში ჩამოწერილ ფეხბურთელებს. ამისთვის ახარჯინებთ ფულს ინვესტორს?
M-33
გიგაური ძალიან ღვაწლმოსილი და დასაფასებელი ფეხბურთელია ტორპედოს წინაშე მაგრამ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ ამ სეზონში ძალიან მოკლებული აქ გნებავთ სისწრაფეში და ფიზიკაში ასევე ართმევაში ამიტომ მის ადგილზე კვალიფიციური ძლიერი საყრდენია მოსაყვანი ტორპედოს რო ცენტრში ანგრევენ ლამის ყველა თამაშში ელიგაში და ომონიასთან ხომ საერთოდ ეს სამწუხაროდ გიგაურის სერიოზული რეგრესის ბრალიცაა, სტივი ცაალსახად გასაშვებია მას უნდა მიყვნენ მოყვარული მანჯგალაძე, სანდოხაძე, ნადარაია, შერგელაშვილი და ჟორჟინიო თორემ საჩემპიონო ამბიციების მქონე გუნდისთვის ამდენი ბალასტი მეტის მეტია და ამათგან 3-4 მუდმივად ძირითადშია, ამათ ადგილზე რო კვალიფიციური ლეგიონერებია მოსაყვანი ეს ხომ ორჯერ ორი ორია. რა თქმა უნდა თუ კერესელიძეს ამბიცია აქ რომ ტორპედო საქართველოში უძლიერეს გუნდად აქციოს და მინიმუმ კონფერენცზე შესასვლელად უპრობლემოდ აბრძოლოს გუნდი. ამ ხარახურა ქართველებით და მოყვარული სქოთი მწვრთნელით ეს წარმოუდგენელია მეტიც შეუძლებელი. გავრისკავ და ვიტყვი ულიცენზიო სტივ კინი სტრატეგიული თუ ტაქტიკური განსწავლულობის მხრივ ჩვენ წყალწაღებულ ელიგაშიც კი ყველაზე სუსტი მწვრთნელია არ ვაჭარბებ ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.
მერაბი ბებია
პატივცემულო ქუთაისელებო გთხოვთ ნუ გაიმეორებთ ბათუმელების шეცდომას მიეცით სტივის სამუშაო ბოლომდე ხდება ზოგჯერ чავარდნა რეალმა ვერ მიუგო ლაშა პალმას ეს კაცი არის კარგი სპეციალისტი გისურვებთ წარმატებებს
რაბუ
ბაზარი არაა გამოასწორეთ და გახდით ჩემპიონები
Gg
ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი ამ ფეხბურთელებით ტორპედოს ბევრად კარგ ფეხბურთს ათამაშებდა. კინი გასაშვებია. საშინელ ფეხბურთს თამაშობს ტორპედო
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
მორიგი ტრანსფერი "ბარსელონადან" "რეალში"? - მადრიდელები კატალონიელთა მცველს უმიზნებენ
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
ქართველების შაბათი - ორმა ლეგიონერმა გოლი გაიტანა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. II ტური. "იბერია 1999" - "ტორპედო" [LIVE]
"არაფერი დასრულებულა - ჩვენ მზად ვართ" - კინმა და სახომ "ომონიასთან" მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს
"ტორპედო" სტივ კინმა დატოვა - ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის პოსტზე
სტივ კინი: ასეთ პირობებში თამაში შეუძლებელია - შევხვდებით ერთ კვირაში, ქუთაისში
მერაბ გიგაური "ტორპედოში" დაბრუნდა
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის
საქართველოთი მოხიბლული მაიდა - გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი "ტორპედოში" გადავიდა [PHOTOS]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "ტორპედო" - "დილა" [LIVE]
სტივ კინი "ტორპედოს" სპორტულ დირექტორად დანიშნეს
ეროვნული ლიგა. III ტური. "ტორპედო - "თელავი" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"ტორპედო" უსაქმური მკვდარი სულების თავშესაფარი არ არის! - "ჯუნგლების" განცხადება
"გაბალამ" მერაბ გიგაური წარადგინა
მერაბ გიგაური: "დინამოს" წინააღმდეგ ორმაგად მოტივირებული ვარ
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]