საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მესამე ვარჯიში გამართა.

4 სექტემბერს ნაკრების შეკრებას გიორგი ქოჩორაშვილი შეუერთდა. ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდნენ ნაკრების დებიუტანტები - შოთა ნონიკაშვილი, ლუკა გადრანი და საბა გოგლიჩიძე. ეროვნულ გუნდში პირველად გამოძახებულმა ფეხბურთელებმა პირველი სანაკრებო შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრეს.

შოთა ნონიკაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „თითოეული ფეხბურთელისთვის მთავარი ოცნება ნაკრებში გამოძახებაა. ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება რეალობად იქცა. რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ ახლა. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, ნაკრებში ოჯახური გარემოა.

ქვეყნის მთავარ გუნდში ყოფნა დიდ სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე ბედნიერი და ამაყი ვიყავი, როდესაც ოთახში ჩემი სახელობითი დროშა დამხვდა.

ჩემი საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნაწილობრივ შესრულდა და ეროვნულ გუნდში ვარ. ახლა კი, მთავარი მიზანი სანაკრებო დებიუტია, რასაც მოუთმენლად ველი“.

ლუკა გადრანი (ეროვნული ნაკრების წევრი): „მოხარული ვარ სანაკრებო გამოძახებით. ამისთვის ვშრომობდი და დამიფასდა, მომეცა შანსი, გამოვადგე ჩემს ეროვნულ გუნდს.

ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია ნაკრებში და დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერის ბოლომდე გამოვადგე ჩემს ქვეყანას. იმედი მაქვს, წარმატებით დავიწყებთ ერთა ლიგის ახალ გათამაშებას და გავიმარჯვებთ მოახლოებულ მატჩებში. ჩემი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის, რაც შემიძლია, ყველაფერს გავიღებ“.

საბა გოგლიჩიძე (ეროვნული ნაკრების წევრი): „ნაკრებში შესანიშნავი გარემოა. ბიჭები ძალიან თბილად დამხვდნენ. მიხარია და გაოცებულიც კი ვარ იმით, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და უფრო მეტის იმედი მაქვს.

ევროპის ჩემპიონატს გულშემატკივრის როლში ვუყურებდი, თუმცა ორმაგი ემოციით, რადგან შესანიშნავად ვიცოდი, ბიჭები რას გრძნობდნენ. ამავდროულად, ეს იყო მოტივაცია ჩემთვის, რადგან მეც შემეძლო ნაკრებში მოხვედრა და ეს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პირველივე შეკრებაზე მოხდა. მინდა მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის და ვეცდები, რომ იმედები არ გავუცრუო“.

სანაკრებო შეკრების და მომდევნო მატჩების შესახებ გააკეთა კომენტარი ეროვნული გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა.

ლუკა ლოჩოშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ძალიან კარგი შეგრძნებაა ნაკრების შეკრებაზე ყოფნა, რადგან ერთი დიდი ოჯახი ვართ. ევროპის ჩემპიონატის ემოციების შემდეგ, რომლებიც მთელმა ქვეყანამ განიცადა, მონატრებული გვქონდა სანაკრებო პერიოდი.

ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩი გველის, კარგად თამაში უნდა გავაგრძელოთ და თამასა შევინარჩუნოთ, რათა უფრო მეტად განვვითარდეთ. ვფიქრობ, გავაგრძელებთ წინსვლას და კიდევ უფრო დიდ ტურნირებზე მოვხვდებით".

სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს ტირანაში ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

nakrebi.ge

სტუმარი
გოგლიჩიძეს პირველ რიგში დავაყენებდი ძირითადში. დროა მომავალზე ვიფიქროთ. კაშო ლეგენდაა და არავინ არ დაობს. სანამ თვითონ არ წავა უნდა დააყენო. გველესიანიც უმაგრესი ბიჭია. მე მაინც გოგლიჩიძეს და ლოჩოს დავაყენებდი მომავლის პერსპექტივით კაშოსთან ერთად 3-5-2 განლაგებაში. კაშო როცა უარს იტყვის სანაკრებო კარიერაზე საზონოვით ჩავანაცვლებდი. ცენტრალური მცველები მომავალში მაინც გვაკლია. ივა გელაშვილი ძალიან მომწონდა, მაგრამ რატომღაც ვეღარ ვითარდება
tngh
ჩეხეთი ისტორიულად სერიოზული გუნდია. მაქსიმალური სიფრთხილით და ყურადღებით უნდა ვეთამაშოთ!!!
gel-100
ქუთაისურმა გადაგძლია აშკარად თორე მიქაუტაძეს როგორ ტოვებ სკამზე და ბუდუს აყენებ მის ნაცვლად?!ჯერ გიოს სტატისტიკა ნახეთ გინდა კლუბში და გინდა ნაკრებში და შეადარეთ მერე ბუდუსას და თან დონეებიც არ დაგავიწყდეთ ერთი მეორე ლიგის საშუალო დონის გუნდის ფეხბურთელია მეორე კიდე ლიგა ერთის ერთ-ერთი ისტორიული გუნდის მთავარი ტრანსფერი და შარშანდელი ლიგა ერთის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი პროსტა შედარებაც კი არაა გინდა ფასით გინდა ლიგით გინდა გუნდით და ეგ ბუდუ თუ ეგრე გიყვართ ტორპედოში წაიყვანეთ და მანდ ათამაშეთ ყველა თამაში ნაკრებში უნდა თამაშობდეს უკეთესი კლასის ფეხბურთელი,აქ არაა ლაპარაკი ვინ როგორ ფორმაშია აქ ლაპარაკია კლასზე,,გოგლიჩიძეს რაც შეეხება მაგისთვის მგონი ადრეა ჯერ ნაკრების ძირითადი თორე პერსპექტივაში და იმ დონით რა დონეც ითამაშა საბამ ბოლო ტურში სერიააში აშკარად ნაკრების მომავალი დაცვის ბურჯია,,წარმატებები ნაკრებს და ვისურვოთ ნაკრებში ყოველთვის უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები თამაშობდნენ და სასტარტოში ადგილი თავისი კლასიდან გამომდინარე ქონდეს და არა ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას ემხრობა ან ვინ ყვირის ალა ლუსულ კანონს და ვინ არა,, მით უმეტეს უბნებიდან გამომდინარე ნაკრების ძირითადი არ დგება
Lasha
Qimiashi?
დავით 67
გოგლიჩიძეს დაყენება ძირითადში ჯერ ადრეა მგონია. გამოცდილების არ ქონის გამო,მაგრამ ზივზივაძე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. დღეს ის სჯობია ჟორჟს,როგორც თამაშით,ასევე ფსიქოლოგიური მომზადებით.
ქუთაისელი
მამარდაშვილი გოგლიჩიძე - კაშია - დვალი კაკაბაძე - წიტაიშვილი ქოჩორაშვილი - კიტეიშვილი - ჩაკვეტაძე ზივზივაძე - კვარაცხელია
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
ფიზიკაში აჯობებთ და მოგებაც თქვენ დაგრჩებათ
gel-100
კვეკვესკირი აქამდეც იქ იყო სადაც არ უნდა ყოფილიყო და ახალი თაობის შემყურე მაინც შეგვეშვით ამ კვეკვესკირებით, აბურჯანიებით და მათი კლასის ფეხბურთელების ნაკრებში მოთხოვნით,,კვეკვეს გაუმართლა იმ პენალტის ეპიზოდში ( კინაღამ კი გააფუჭა)) მას რომ მოუწია დარტყმა თორე მის კლასს დიდი ხანია გაცდა საქართველოს ნაკრები,,კვეკვეს, აბუს, კაშოს, ლორიას, კვირკველიას და კიდევ რამდენიმეს მადლობა და ნახვამდის ყოველგვარი წარსულის გახსენების გარეშე მადლობა, წარსული ნაკრებში ამ ფეხბურთელებს როგორი ქონდათ ახალმა თაობამ აჩვენა როცა 30-წლიანი ლოდინი დაასრულა და ევროპაზე გვათამაშა,, შანსები ადრეც იყო მარა როგორც ვთქვი ჩვენს ფეხბურთელებს კლასი არ ყოფნიდათ საიმისოდაც კი რომ ფინალი მაინც მოეგოთ ვიღაცა მაკედონიასთან სახში რომელსაც ზუსტად იმ ახალმა თაობამ წირვა გამოუყვანა,,დღეს ნაკრებში თამაშობენ საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელები და რიგშიც არანაკლები კლასის ახალგაზრდები დგანან და შენ დგახარ და ლუზერ კვეკვესკირზე იძახი სად არიო ინტრიგანი ხარ აბა რახარ? შენი სურვილი ნაკრებში კარგი სიტუაცია და შედეგები კიარ არი არამედ ყველანაირად ცდილობ არევას თორე კვეკვეს ადგილი სად დაინახე დღევანდელ ნაკრებში? რომელ გამოძახებულ ფეხბურთელს ჯობია კვეკვე ამ მომენტში ჩაკვეს, ქოჩორას, კიტეს, ზურიკოს თუ ვიის??
პლეხანოველი
უგუნდოდაა, უგუნდოდ!!!, ანუ უთამაშებელია და ამიტომ არ გამოიძახეს.
გივი
კვეკვესკირი სადაა?გადამწყვეტი პენალტის ავტორი.
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა
[VIDEO] ასლანის გმირობები და 33 მოგერიება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ქულა აიღო
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "დარმშტადტთან" დამარცხდა
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "ნიურნბერგმა" "პროისენს" ვერ მოუგო
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
შოთა ნონიკაშვილი უკრაინულ გუნდში გადავიდა
"მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი" - შოთა ნონიკაშვილი უკრაინულ გამოცემას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა
ლუკა გადრანი კარიერას ისრაელში განაგრძობს
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი უკრაინული გუნდიდან დაითხოვეს
მიქაუტაძე 4-მატჩიანი წაგების შემდეგ და პსჟ კვარაცხელიას გარეშე
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
ჰაშეკი
ალბანეთი
სენსაცია - "კაირათმა" შოტლანდიაში ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგას უახლოვდება
"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს
კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ
საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ფარერებთან წაგების შემდეგ ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი გადააყენეს
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
"პირადი შეტევები იყო, ფეხბურთელის პატივისცემა არ იციან" - გადრანი ყოფილ კლუბზე
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ცნობილი გახდა სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები ისრაელს
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
ოფიციალურად - გოგლიჩიძე ზაფხულამდე "უოტფორდში" ითამაშებს
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "ჰანოვერს" თამაში შემოუტრიალა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ლიდერთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა
გოგლიჩიძე დიდი ალბათობით, კარიერას ინგლისში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა ინგლისში გააგრძელოს