ერთა ლიგის B1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, მეხუთე ტურში ალბანეთი და ჩეხეთი დაზავდნენ - 0:0.
პირველ ტაიმში სტუმრები დომინირებდნენ, ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, სანახაობრივი ვერ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ჯგუფში 8 ქულით ლიდერი ჩეხეთია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით და უარესი დამატებითი მაჩვენებლით მესამე პოზიციაზე ალბანეთია, უკრაინა კი 5 ქულით აუტსაიდერია.
ბოლო ტური 19 ნოემბერს გაიმართება - ჩეხეთი საქართველოს, ალბანეთი კი უკრაინას მიიღებს.
„ჯვაროსნებთან“ ჩეხებს დისკვალიფიკაციის გამო ნახევარმცველი ტომაშ სოუჩეკი და თავდამსხმელი ტომაშ ხორი ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები პირველ ადგილს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დაიკავებს.
ტირანა. „აირ ალბანია“
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0
პატივისცემით
უკრაინამ ჩვენი დაცვა გადირკა. უბრალოდ მცირე ძალებით გვიტევდნენ, თორე დაცვამ ვერაფერი ვერ გააკეთა.
გუსანი-ს
ასწავლე პირველ ნომრად თამაში და არ თამაშობენ ბიჭები? მაინცდამაინც ესპანეთთან კი არ უნდა მოინდომო პირველნომრობა? ბევრ გუნდთან შეიძლება ამ ტაქტიკით თამაში, მით უმეტეს როცა გყავს ცენტრში ბურთის დამჭერი ჩაკვე, კიტე და ქოჩორა. ამისათვის კომპეტენტური მწვრთნელია საჭირო. თუ არა და მოგვიწევს კიდევ 30 წელი ფაფხური და წვალება. 35-ჯერ ერთ თამაშში რომ ჩეხებს დაარტყმევინებ, რა მწვრთნელობაზე უნდა გქონდეს კაცს პრეტენზია? რატომ უნდა სწავლობდნენ ჩვენზე, საცდელი კურდღლები ვართ? ხომ შეიძლება ძლიერი მწვრთნელის მოწვევა? უყურე კაცმა კიდევ ამათ 4-5 წელი როდის ისწავლიან მწვრთნელობას.....
გუსანი
მაკვირვებს ზოგის აზრი, კითხვა: როცა გუნდი პირველ ნომრად ვერ თამაშობს, ბურთს ვერ იჭერს, საჯარიმოდან პასებით ვერ ამოდის და ა.შ. კლასში სხვაობაზე მიუთითებს თუ არა? ფეხბურთში ხანდახან ხდება როცა ძლიერი ვერ იგებს, მაგრამ ეს ხანდახან ხდება, 90- იანებიდან ყველა სეზონზე ჩვენი ნაკრები 1 ან 2 თამაშს ახერხებდა კარგ დონეზე, ხან გვიმართლებდა, როგორც პორტუგალიასთან ევროზე, და ეს იყო მაქსიმუმი, ძალიან არ მინდა განმეორდეს, ნაკრებს მომატებული აქვს უდავოდ მაგრამ არც იმდენად ჩეხებს გამართლების გარეშე მოვუგოთ...
ჟორა გაბრიჭიძე
ბეწვზე ვართ გადარჩენილი, ამიტომ ამით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ.
ზურა
დინამომ ტოტენჰემთან აქ 1:1 რომ ითამაშა, ლონდონში წასვლამდე მოგებაში დარწმუნებული დინამოელები თვლიდნენ, რომ ფრე შემთხვევითი იყო და ინტერვიუებში მომავალ მოგებას თავის ახლობლებს უძღვნიდნენ. არადა ლონდონში 1:5 გაგვირჭვეს..... 40 წელია ჭკუას ვერ ვსწავლობთ ....
Რერო
ამათმა ფრემ ერთი რამ გადაწყვიტა, ბოლო ადგილზე ალბანეთი ან უკრაინა გავა,ჩვენ კი დაგვტოვა ჩვენ თავზე დამოკიდებული. ასე რომ მგონია ჩეხეთის დამარცხება სრულიად შესაძლებელია,თბილისში შემთხვევით არ მოგვიგია,საკმაოდ სუსტი ნაკრებია თან ლიდერი და კაპიტანი სოუჩეკი არ ეყოლებათ. თან შემადგენლობა ჩეხური კლუბებით არის დაკომპლექტებული,რომლებიც სერია A ს და ლიგა 1 ჩვენ ფეხბურთელებს ახლოსაც ვერ დაუდგებიან. კლასი თავისას იზავს.
მწარე
დაიწყეთ უკვე ბაქი-ბუქი? მოგება თუ შეგეძლო უკრაინისთვის მოგეგო. ეს უაზრი ტრაბახი და "ტრიპაჩობა" გვღუპავს.
გიო
მომდევნო შეხვედრებში უმოტივაციოდ დარჩენილი უკრაინის გარდა, სამივე გუნდი მოგებაზე ითამაშებს, გამოდის ჩვენი ნაკრები ჩეხებთან მეორე ნომერი იქნება და იმის გათვალისწინებით, რომ პირველ ნომრად თამაში ჯერჯერობით არ გამოგვდის, ეს ჩვენი შანსია. გამარჯვება საქართველოს!
გიო
მთავარი ჩემი აზრით მაინც ისაა რომ ძალიან მოტივირებული და მონდომებული ბიჭები გვყავს. მთელ თავის ენერგიად დებენ თამაშში და პარტრიოტული სულისკვეთებით თამაშობენ. მთავარია სანიოლმა ჩეხეთთან რაიმე სასწაული არ მოგვიწყოს
გოგა
3 ძირითადის მცველი ისედაც აკლდათ, ეხლა ეს ორიც გამოაკლდათ, კარგი შანსი გვაქ მოგების, თან ჩეხებიც ვერ ითამაშებენ ფრეზე, არავინ იცის იქით ალბანეთი რას იზამს, უნდა მოუგოთ ჩეხებს, თუ სანიოლმა არ მოიგონა რამე ახალი
ალექს
შიკზე დაწერეთ ინფორმაცია. რატომ არ იყო?? ეგეც თუ არ იქნება ჩვენთან თამამად ვიტყვი რომ შანსები თანაბარია! გამარჯვებით უნდა დავასრულოთ ბიჭებო ლიგა და ზოგადად ეს გიჟური წელი!
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
ალბანეთი
უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს
[VIDEO] სამხრეთ აფრიკამ ჩეხეთთან ფრეს მიაღწია
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ
ფარერებთან წაგების შემდეგ ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი გადააყენეს
"მათ ფეხბურთის თამაში არ უყვართ" - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთის ნაკრებზე
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
უკრაინის ნაკრები საქართველოსთან მატჩისათვის მოსამზადებლად თურქეთში ჩავიდა
[VIDEO] გოლი აუტიდან, ინ ჰვუნგ ბეომის შედევრი და ქამბექი - სამხრეთ კორეამ ჩეხეთი დაამარცხა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა