საქართველოს ნაკრებმა "ერთა ლიგის" B დივიზიონი წარმატებით, ორი გამარჯვებით დაიწყო. რადგანაც ეს ტურნირი ჯერ მაინც ახალია (უკვე ორი დივიზიონით კი დავწინაურდით), წინა გათამაშებებში ჯგუფში გამარჯვებამ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გაგვიყვანა, გულშემატკივართა რაოდენობა კი გაზრდილია, ძალიან დიდი ინტერესია, მუნდიალზე გასვლას როგორ შევძლებთ (შეკითხვებიც შემოვიდა). პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ეს ევროპირველობისთვის იყო.

რას გვაძლევს "ერთა ლიგა"?

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე "ერთა ლიგიდან" გასვლის შანსი 4 ნაკრებს აქვს, ოღონდ არა პირდაპირ, კვლავ პლეი-ოფის მეშვეობით.

როგორ შეირჩევა ეს 4 ნაკრები? მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის როგორც მონაწილეები, ასევე პლეი-ოფში გამსვლელები, პირველ რიგში, შესარჩევი ეტაპიდან დაკომპლექტდება, ხოლო ვინც იქ 1-2 ადგილს ვერ დაიკავებს, შანსი "ერთა ლიგიდან" ექნება. ოღონდ ვის ექნება ეს შანსი? უპირველესად, A დივიზიონის გამარჯვებულებს. თუკი მათგან რომელიმე (ან ყველა) შესარჩევის ჯგუფში საწყის ორ ადგილს დაიკავებს, მას B დივიზიონის (სადაც საქართველოს ნაკრებია) საუკეთესო გუნდები ჩაანაცვლებენ.

ასე რომ, როგორც წინა "ერთა ლიგაზე", ახლაც მაქსიმალურად მაღალი ქულა უნდა მოვიპოვოთ და არა უბრალოდ ჯგუფი მოვიგოთ, რათა პირველივე "ჩამნაცვლებელი" ჩვენ ვიყოთ. შესაძლოა, მნიშვნელობა ამას მაინც არ ჰქონდეს, რადგან შესარჩევი ეტაპიდან მუნდიალზე (პლეი-ოფში მაინც) A დივიზიონის ყველა (ოთხი) გამარჯვებული ნაკრები მოხვდეს.

რა სიტუაციაა ახლა?

მართალია, ჯერ მხოლოდ 2 ტურია გასული, თუმცა უკეთ გასაგებად ავხსნით, რა იქნება, "ერთა ლიგა" ახლა რომ სრულდებოდეს.

ტურნირის მთავარ დივიზიონს ამ ეტაპზე ასეთი ლიდერები ჰყავს - პორტუგალია, იტალია, გერმანია და დანია (ჩავთვალოთ, რომ აქ ესპანეთის ნაკრების გადასვლის დიდი შანსია). თუკი ამ (ჯგუფის გამარჯვებული) ნაკრებებიდან რომელიმე (ან ყველა) მსოფლიოზე შესარჩევიდან (პლეი-ოფში მაინც) გავა, ისინი B ლიგის საუკეთესო გუნდებმა (არ დაგვავიწყდეს ისიც, ჯგუფში გამარჯვება მომავალში ავტომატურად A ლიგის საგზურს მოგვიტანს) შესაბამისი თანმიმდევრობით უნდა ჩაანაცვლონ. ჩვენი დივიზიონის საუკეთესო გუნდი ახლა საბერძნეთის ნაკრებია (მათაც 6 ქულა აქვთ და ბურთები 5:0), ანუ A დივიზიონის ნაკრებების ჩანაცვლების პირველი არჩევანი ამ ეტაპზე მათია. ისე კი, მთავარი ლიგის ზემოთ ჩამოთვლილი ნაკრებები რომ შესარჩევ ეტაპზე პირველ ან მეორე ადგილს ვერ დაიკავებენ, ამის შანსი არც ისე მაღალია.

დარჩენილი მატჩები "ერთა ლიგაზე":

11.10. პოზნანი(პოლონეთი). უკრაინა - საქართველო;

14.10. თბილისი("მესხი"). საქართველო - ალბანეთი;

16.11. ბათუმი. საქართველო - უკრაინა;

19.11. ოლომოუკი. ჩეხეთი - საქართველო.

რა ხდება შემდეგ?

შესარჩევი ეტაპის 12 საუკეთესო გუნდი პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატზე გავა. ევროპას კიდევ 4 ადგილი რჩება, რაც საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ადგილზე გასულმა 12-მა ნაკრებმა და "ერთა ლიგის" ოთხმა წარმომადგენელმა უნდა გაინაწილონ. შეიქმნება 4 ჯგუფი, რომელთა გამარჯვებულები პირდაპირ მუნდიალზე გავლენ.

ჯგუფებში ჩატარდება ორი პლეი-ოფი იმ სისტემით, რაც ევროპის ჩემპიონატის წინ გვინახავს. პლეი-ოფის ნახევარფინალში (სპორტული პრინციპით) "ერთა ლიგიდან" გასული ნაკრებები სტუმრად ითამაშებენ, ფინალის მასპინძლები კი წილისყრით (სადაც ორჯერ გაგვიმართლა და გადამწყვეტი შეხვედრები თბილისში ჩავატარეთ) გაირკვევა. პლეი-ოფები 2026 წლის მარტში ჩატარდება.

და შესარჩევი?

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა მიმდინარე წლის დეკემბერში ჩატარდება, 2025 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება.

ჯერ ცნობილი არაა, მომავალი წილისყრის დალაგებაში "ერთა ლიგის" საბოლოო შედეგები გავლენას რამდენად მოახდენს. ფიფას რეიტინგის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში (არის შანსი, მეორეშიც ვიყოთ) მოხვდება, სადაც ჩვენზე ძლიერად მიჩნეული ორი მოწინააღმდეგე იქნება, ჯგუფები კი 4 ან 5-გუნდიანი შეიქმნება.

უეფაში 55 ქვეყანაა, მაგრამ საქმეში რუსეთის ნაკრებს ისევ ვერ ვიხილავთ. ამ მომენტისთვის, ფიფას რეიტინგით, საწყისი ორი კალათა (ჩვენს ზემოთ მყოფი ნაკრებები) ასე გადანაწილდებოდა:

I - საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, ბელგია, ნიდერლანდები, პორტუგალია, იტალია, ხორვატია, გერმანია, შვეიცარია, დანია, ავსტრია;

II - უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, შვედეთი, უელსი, უნგრეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, შოტლანდია, ნორვეგია;

საუკეთესო ვარიანტი ბევრს სხვადასხვანაირად წარმოედგინება, ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, ის მაინც ავსტრია და ისევ ჩეხეთი ან შოტლანდია იქნება, ყველაზე უარესი კი - ესპანეთი და თურქეთი ან სერბეთი. შესარჩევ ეტაპზე პირველი ადგილის დაკავება მართლაც ურთულესი იქნება, მეორე ადგილიდან და "ერთა ლიგიდან" გასვლას შორის კი არსობრივად ის განსხვავებაა, პლეი-ოფის ნახევარფინალს სად ჩაატარებ.

მსოფლიო ჩემპიონატი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე ჩატარდება. ისტორიაში პირველად, იქ 48 გუნდი იასპარეზებს, პლეი-ოფები კი 1/16-ფინალიდან დაიწყება. 16 სტადიონიდან 11 აშშ-ში იქნება და ფინალიც ნიუ-ჯერსიში გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყველას სულმოუთქმელად გვსურს. იქამდე რთული გზაა და ბევრი მოსაგვარებელი საკითხია, თუმცა საქართველოს ნაკრებმა საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა!..

სტალინი
თუ მე სხვა საქმე არა მაქვს, თქვენც ასეთი გამოდიხართ. შემოდიხართ და კომენტარებს აკვირდებით მუდმივად. წადით მაშინ რას მეპასუხებით. საკითხი, საქართველოს ნაკრების მსოფლიოზე გასვლის ისტორიულ შანსებს ეხება და მე ვთვლი რომ ეს პატარა საქმე სულაც არას.
სტალინი
https://en.m.wikipedia.org/wiki/2022_FIFA_World_Cup_qualification_ სად წერია ამ ლინკზე რომ ევროა? გასაგებად წერია რომ 2022 წლის მსოფლიოს შესარჩევია.
სტალინს და ყველას
სხვა საქმე არ გაქვთ და არ ისვენებთ აშკარად და ის ევროა, ეს მსოფლიოა. აქ მხოლოდ ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულებს შეუძლიათ პლეი-ოფში თამაში და თუ შესარჩევიდან უწევთ, ც ლიგის საუკეთესოზეც გადავა. რაც შეეხება შესარჩევის წილისყრას, ოფიციალურად ამ დრომდე არაა ცნობილი ერთა ლიგა გავლენას რამდენად შეიტანს. რაღაც წყაროებმა დაწერეს, შერეული ვარიანტიო, მარა მაიმც იმის შანსია, მესამეში ვიყოთ და არა მეორეში
სტალინი
https://en.m.wikipedia.org/wiki/2022_FIFA_World_Cup_qualification_%E2%80%93_UEFA_second_round ფაქტები ყველაფერს თავის ადგილზე აყენებენ. აი ლინკი 2022 წლის მუნდიალის ფლეი-ოფებისა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ბ ლიგის მეორეადგილოსნებმა შოტლანდიამ და რუსეთმა(მოგვიანებით მოიხსნა პოლიტიკური მიზეზით) და მეოთხეადგილოსანმა თურქეთმაც კი. ც ლიგის მეორეადგილოსანმა მაკედონიამ, რომელმაც სულაც იტალია ჩატოვა ფლეი-ოფში და მიხვდებით რომ 100 % მართალივარ
სტალინი
ნორმალურად საუბარიც შეგძლებიათ, სანამ არ მიგითითეთ
სტალინი
და თუ ც ლიგის გამარჯვებულებიც გავლენ შესარჩევიდან? შვედეთი ტყუილად არ მიხსენებია, იქვეა რუმინეთიც.გადავა დ ლიგის გამარჯვებულებზე, სადაც სულ 2 ჯგუფია დამხოლოდ 2 გუნდი შეიძლება იყოს. ასეა თუ ისე, ეს ჯგუფი უპირობოდ თუ არ მოვიგეთ, უნდა ვეცადოთ რომ ბ ლიგის მეორეადგილოსნებს შორის საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ
სტალინს
მაინც არასწორი ხართ, რადგან არ ჩერდებით. ერთა ლიგის ჯგუფის მეორეადგილოსნები ვერ გადიან პლეი-ოფში, თუ ბ ლიგის გამარჯვებულებიც შესარჩევიდან გავლენ, ც ლიგის გამარჯვებულებზე გადავა. ძაან კარგადაა ახსნილი და არ მესმის, რას ეძებთ. შესარჩევია უპირატესი, ევროზეც იყო ჩანაცვლებები პლეი-ოფში და ახლაც იქნება
სტალინი
ამ ჯგუფში პირველ მეორე ადგილზე გასული მოიპოვებს მეთქი 2026 წლის მუნდიალზე გასვლას-თქო დამიწერია. არადა უნდა დამეწერა მუნდიალის ფლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს მეთქი. ამ ერთი სიტყვის(ფლეი-ოფის) გამორჩენამ თუ გამოიწვია ამხელა აჟიოტაჟი, ვაღიარებ ჩემს შეცდომას.
მადლობა, ხვთისავარ !
და მცირე "თხოვნა-რჩევა- სურვილი(ც)" : - არაა საჭირო პასუხები და,პასუხის პასუხები, მით უფრო ერთგვარი საყვედურით და ნიშნისმოგებით . უბრალოდ, მიიღე და გაატარე: შესაძლოა ვინმემ უბრალოდ ვერ გაიგო(ს) და ზოგჯერ მართლაც არ/ვერ იყოს იოლი აღსაქმელი ; - როგორც ამბობენ, "ბრაზი ცუდი მრჩეველია" და აშკარაა, ხშირად გაბრაზებულზე წერ პასუხ(ებ)ს ... - მე პირადად ვფიქრობ, რომ კარგად და გამართული ქართულით წერ, თუმცა, ყოფილა შემთხვევა, აზრების/დამოკიდებულების არდამთხვევის; ყველა შემთხვევაში, მადლობა და წარმატებები !
მადლობა, ხვთისავარ !
და მცირე "თხოვნა-რჩევა- სურვილი(ც)" : - არაა საჭირო პასუხები და,პასუხის პასუხები, მით უფრო ერთგვარი საყვედურით და ნიშნისმოგებით . უბრალოდ, მიიღე და გაატარე: შესაძლოა ვინმემ უბრალოდ ვერ გაიგო(ს) და ზოგჯერ მართლაც არ/ვერ იყოს იოლი აღსაქმელი ; - როგორც ამბობენ, "ბრაზი ცუდი მრჩეველია" და აშკარაა, ხშირად გაბრაზებულზე წერ პასუხ(ებ)ს ... - მე პირადად ვფიქრობ რომ კარგად და გამართული ქართულით წერ, თუმცა, ყოფილა შემთხვევა, აზრების/დამოკიდებულების არდამთხვევის; ყველა შემთხვევაში, მადლობა და წარმატებები !
სტალინი
ეს თქვენ არ გივლიათ სკოლაში და ელემენტარული არითმეტიკა არ იცით. უზრდელებთან დავას არ ვაპირებ
სტალინს
ბოლო ადგილზე როგორ არ ვართ აზრის გამოტანის რეიტინგში მიკვირს. თქვენ აბნევთ ხალხს და ვიღაცამ რომ წაიკითხოს, სულ აიბლანდება. ავტორს უწერია, შესარჩევში პირველ ან მეორე ადგილზე თუ გავა, ერთა ლიგის პლეი-ოფში სხვა ჩაანაცვლებსო. რას ბოდავთ მართლა, სკოლაში არ გივლიათ და ინტრიგნობთ კიდე აქ. მსოფლიოზე 16 ადგილი აქვს ევროპას, რა 24, რას ბჟოტიალობთ, დაიძინეთ ცოტა ხანი
გრიგოლ!
ყველა თამაში უნდა მივიგოთ. არ უნდა წავაგოთ და მსოფლიოზე გავალთ.
სტალინი
ერთა ლიგის ა ჯგუფის 16 გუნდიდან სიძლიერის მიხედვით, სავარაუდოდ 12 დაიკავებს შესარჩევებში პირველ ადგილს და ვინაიდან მუნდიალზე გასვლაზე პრიორიტეტი შესარჩევს ენიჭება და არა ერთა ლიგას, ეს 12 უძლიერესი გუნდი აღარ მიიღებს მონაწილეობას ფლეი-ოფში, პირდაპირ შესარჩევიდან გავა მსოფლიოზე. კიდევ 12 ადგილი გამონთავისუფლდება შესარჩევების მეორეადგილოსნების მიერ, იმავე პრინციპით რომ პრიორიტეტი ენიჭება შესარჩევს და არა ერთა ლიგას და ეს 12 ქვეყანა სავარაუდოდ ა და ბ ლიგებიდან იქნება ფლეი-ოფში, შეიძლება ც-დანაც, მაგ. შვედეთი. დარჩება 4 გუნდი გამოსავლენი ფლეი-ოფისთვის, რომელიც ამ იმ უკვე შერჩეული 24-ს გარდა საუკეთესო იქნება ამ ერთა ლიგის რეიტინგის მიხედვით. ეს ავტორმა დაგაბნიათ, რომ გითხრათ რომ მაინდამაინც ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები გადიან ფლეი-ოფში. ეს განმარტება პირობითია და იმუშავებს მხოლოდ მთავარი შესარჩევის დასრულებამდე. გადახედეთ, წინა მსოფლიოზეც ამ პრინციპით შეირჩა გამსვლელი ნაკრებები და ასე ადვილად აღარ ჩაყობთ ჯიბეში ხელს შეურაცმყოფელი სიტყვების ამოსაღებად
სტალინი
ერთა ლიგის ა ჯგუფის 16 გუნდიდან სიძლიერის მიხედვით, სავარაუდოდ 12 დაიკავებს შესარჩევებში პირველ ადგილს და ვინაიდან მუნდიალზე გასვლაზე პრიორიტეტი შესარჩევს ენიჭება და არა ერთა ლიგას, ეს 12 უძლიერესი გუნდი აღარ მიიღებს მონაწილეობას ფლეი-ოფში, პირდაპირ შესარჩევიდან გავა მსოფლიოზე. კიდევ 12 ადგილი გამონთავისუფლდება შესარჩევების მეორეადგილოსნების მიერ, იმავე პრინციპით რომ პრიორიტეტი ენიჭება შესარჩევს და არა ერთა ლიგას და ეს 12 ქვეყანა სავარაუდოდ ა და ბ ლიგებიდან იქნება ფლეი-ოფში, შეიძლება ც-დანაც, მაგ. შვედეთი. დარჩება 4 გუნდი გამოსავლენი ფლეი-ოფისთვის, რომელიც ამ იმ უკვე შერჩეული 24-ს გარდა საუკეთესო იქნება ამ ერთა ლიგის რეიტინგის მიხედვით. ეს ავტორმა დაგაბნიათ, რომ გითხრათ რომ მაინდამაინც ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები გადიან ფლეი-ოფში. ეს განმარტება პირობითია და იმუშავებს მხოლოდ მთავარი შესარჩევის დასრულებამდე. გადახედეთ, წინა მსოფლიოზეც ამ პრინციპით შეირჩა გამსვლელი ნაკრებები და ასე ადვილად აღარ ჩაყობთ ჯიბეში ხელს შეურაცმყოფელი სიტყვების ამოსაღებად
სტალინს
უფალო, გადმოგვხედე. რას ამბობთ, იქნება გაგვარკვიოთ. შეარჩევში 12 ჯგუფი იქნება და იმათი მეორეადგილოსნებია 12, ერთა ლიგის ა ჯგუფი რა შუაშია. თითქოს ავტორს იჭერთ რაღაცაში და სისულელეს ამბობთ. 4 ადგილზე უპირატესობა აქვს ა ლიგას, მაგრამ ეგენი შესარჩევიდან გავლენ წესით და ბ-ზე გადმოვა
სტალინი
ამ ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილი, გარანტირებულად იძლევა 2026-ს მუნდიალზე გასვლას. სავარაუდოდ, პირდაპირ შესარჩევიდან 12-12 პირველ და მეორეადგილოსნები ა და ბ ლიგებიდან იქნება. ამიტომ, დარჩენილი 4 საუკეთესო, რომელიც ერთა ლიგის ამ გათამაშების რეიტინგის მიხედვით შედგება, სწორედ რომ ბ ლიგის 4 ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ქვეყნები იქნება. ვივარაუდოთ რომ საქართველო. სტატიის ავტორმა დაწვრილებით კი ისაუბრა, მაგრამ ამის შესახებ არაფერი უთქვამს, ამიტომ დაიბნა ზოგიერთი მკითხველი
ტიგრანა
მართალია ვერაფერი გავიგე, მაგრამ მაინც ჯიგარი ხარ,ძია ისიდორე!
დავითი
ა დივიზიონში ავიდეთ ძმაო (პრესტიჟის საქმეა) და ევროპაზე თუ გვინდა გასვლა, შესარჩევიდან გავიდეთ. ასე ეკადრება კარგ ნაკრებს და ჩვენ უკვე ამაზე ნამდვილად გვაქვს პრეტენზია!
ქომაგი
ძლივს გასაგებად დაწერა ვიღაცამ, მადლობა.
ვაჟა
რა დღეშია ეს ტიპი, რეებს ჯღაბნის
ჯეჯე
ძალიან გასაგებად და დაღეჭილადაა ახსნილი ყველაფერი. მადლობა.
მდააა
ჩცენ გვჭირდება პირველი კალათიდან ხორვატია ან ჯანდაბას იყოს ბელგია მაგარი არეულები არიან ამ ორთან თუ გაგვიმართლა შეიძლება თამაში …მითუმეტეს ხორვატიასთან მოგება გამოგვსვლია …მეორე კალათიდან კი თუნდაც შვედეთი უელსი ჯანდაბას სლოვაკეთი შოტლანდია ან ნორვეგია ….ამათთან ამოსაღები გვაქვს მითუმეტეს და მეოთხე კალათიდან კი სან -მარინო გვჭირდება არ გვაქვს მგონი ჯერ ნათამაშები …
max
0.1%
იკა
გაიხარე ღვთისო ამ ღვთისნიერი სტატიისთვის სადაც ყველაფერი ახსნილია, რამდენ ადამიანს ვკითხე მეთქი რა ხდება და არავინ ბოლომდე არ იცოდა საკითხი
ვეტერანი ქომაგი
მე დვალს და ბუდუს დავუმატებდი მაგათ
იბრუხ მართალი
და რა? გვაძალებს ვინმე ა დივიზიონში ასვლას ? ჩვენი ნება არაა, ავდგეთ და დავქვეითდეთ ჩვენც მარტივად და გავიადვილით საქმე ევროზე მოსახვედრად ქვედა დივიზიონიდან. უბრალოდ ჩვენ მაქსიმუმი გვაინტერესებს ნაკრების და ზედა ეშელონებში თამაში. ასეთი მიდგომით ყალიბდება ძლიერი ნაკრები
ქომაგი
ყველაფერი კარგია რასაც ახლა ველი ქართველი ფეხბურთელების უკეთეს კლუბებსა და ლიგებში გამოჩენას ვისურვებდი მეტი რაოდენობით. იმედია სკაუტები ქართველ ფეხბურთელების შესაძლებლობას უკეთ დააფასებენ მაგალითად კაკაბაძე, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძეც, სამომავლოდ უკეთეს გუმდებსა და ლიგებში უნდა თამაშობდნენ.სერია-ა, ბუნდესლიგა, ლა-ლიგა, ლიგა-1 და ასე შემდეგ.
აი ასე
რთული იქნება მსოფლიოზე მოხვედრა, ძალიან რთული. თან ცუდი ისაა რომ ამ ჯგუფში გამარჯვებით ა დივიზიონში ავდივართ და გამოდის რომ ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს ჭიდილი და ვერც შემდეგ ევროპაზე გავალთ. აი უკრაინა კი ც დივიზიონში გავარდება და იქიდან ევროზე თავისუფლად მოხვდება.
ვახო...
დიდი იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი რეალობით, ჩვენს ბიჭებს, ძალუძთ, მსოფლიო ჩემპონატზე გასვლა... უდიდესი წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
ბადრი
ისემც შენ რა გითხარი.
ddd-ს
საოცარია, ხალხო, რა ყაზახეთი. ა და ბ ლიგის რვავე გუნდი თუ შესარჩევიდან იქნება გასული, მაშინ გადავა ც ლიგაზე, ლოგიკურია. ძაან მარტივია და რატო ართულებთ, ნუ გადამრიეთ
კაჭკაჭი
აზრის გამოტანის რეიტინგში სადღაც ბოლოში ვართ და რომ ვერ იგებენ ახსნილს რა გასაკვირია. აქამდე აუხსნელს ვერ იგებდნენ, კომენტარები მხვდებოდა, როგორ გავალთ დაწერეთო. ასეთები დაელოდეთ მოვლენების განვითარებას
status quo
ძაან ბუნდოვანი და გაუგებარი ახსნაა.ვერაფერიც ვერ გავიგე.
Zaza
მართალია! სავარაუდოდ ვერ გაერკვნენ ესენიც
ბადრი
ვერც მე. მე მგონი თვითონაც აბნეული აქვთ დავთრები.
პენსიონერი
ცოტა გასაგებად და მარტივად რო დაწეროთ ჩემისთანა ადამიანებისთვის ვინც ამ ბიჭების სიყვარულით დაიწყო ფეხბურთის ყურება არა?(აქამდე არასოდეს მიყურებია )
გენა
რეალირად თუ ვერ გავედით და გავედით ან რაღაცა მერე გამოჩნდება თუ გავალთ
უნივერსალს
პროფესორობთ, უბრალოდ, მეგობარო, წილისყრის წინ ლაგდება ყოველთვის კალათები და ახლაც ასე იქნება. აბა, მზადაა უკვე კალათები და გვიმალავენ? აქ ახლანდელი ვითარება აქვთ ახანილი. მეორე კალათაში გრანდი რანაირად მოხ დება, როცა პირველში 12 ნაკრებია. მეორედან ვინმე თუ მოუკლებს და ის გადავა ჩვენს ადგილას მესამეში ბევრი რა შეიცვლება მართლა ვერ ვხვდები, პოტენციურად იგივეა
Me ar var Roboti
დიდი მადლობა ახსნისთვის სტატიის ავტორს - გავიგე ყველაფერი რაც მაინტერესებდა!
zura222
ყაზახეთს ლუქსენბურგს და ანდორასაც და სან მარინოსაც ექნებათ შანსი ერთა ლიგიდანაც და შესარჩევიდანაც გასვლის და თუ დაიმსახურებენ გავლენ ! აბა ისე ეგრეევე აიღონ და დასვან მუნდიალზე რაღაცა "სუსტი გუნდების კვოტით"?
zura222
საბოლოო პლეი ოფები ასე რომ ჩატარდეს--12 ევროპული მესამეადგილოსანი და კიდევ 20 გუნდი დანარჩენი კონტინენტებიდან 32 გუნდი ან ქვეჯგუფებად გააანაწილონ ან 1/16 ფინალურიდან დაიწყონ მერე 1/8 ფინალი იქნება გადამწყვეტი და 8 საუკეთესო გავიდეს მუნდიალზე და ამ რვა გუნდში შეიძლება პატიოსნად მოხვდნენ 3 აფრიკული გუნდიც კი ან 3 აზიურიც ანუ 7 გუნდი ეყოლებათ მუნდიალზე თუ დაიმსახურებენ
zura222
აფრიკაზე და აზიაზე 4-4 მიწერია და 2 მიწერია კონკაკაფზე (ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკა) და ამკონტინენტებიდან კიდევ მინიმუმ 2-2- გუნდს ექნებოათ შანსი პლეიოფებიდან და მაგალითად 6 გუნდი აფრიკიდან შეძლება გავიდეს და ესეც უსამართლობა იქნება იმიტომ რომ იქ მაქსიმუმ 5 გუნდია ასე თუ ისე ნორმალური
უნივერსალი
სტატიაში რომ წერია, ეგ არ ნიშნავს რომ 100% ეგრეა... ისე რომ იცოდეთ, სანამ ერთა ლიგა(რომელიც განუყოფელი ნაწილია შესარჩევის) და თვითონ შესარჩევი დაიწყება, წინასწარ დგება რეგლამენტი, სადაც მკაცრადაა გაწერილი ყველა მცირე დეტალიც კი. შესაბამისად, ყველაფერი უკვე არის გარკვეული და ჟურნალისტებმა უნდა მოიძიონ და დაბეჭდონ ეს ინფორმაცია ოფიციალურად. რა დავწერო აქ და რა არა, სხვისი ჭკუის სწავლება ნამდვილად არ მჭირდება და არც რჩევა მიკითხავს თქვენთვის! ჩეხეთის ამოსვლა საერთოდ რა შუაშია შესარჩევ ციკლთან? ზოგადად, კალათას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ამოგივა ორი მონსტრი პირველი და მეორე კალათიდან და სდიე მერე ისევ ერთა ლიგას... მაგალითად, როგორც გვყავდა ადრე იტალია/საფრანგეთი... წესიერი კალათიდან შეიძლება მიიღო ისეთი ჯგუფი როგორიც უნგრეთს, სლოვენიას და სლოვაკეთს ჰყავდათ წინა ევროს შესარჩევში... იმედია, გასაგებად ავხსენი კალათების მნიშვნელობა...
რაბუ
აფრიკა 2 ძაან ცოტაა
ddd
მე მაინც მგონია რომ დივიზიონის მომგებები მოხვდებიან და არა ა ჯგუფის. აბა კაზახეტს არ უნდა ქონდეს ცჰანსი და ლუქსემბურგს?
ალექს
ვერც მე\ფეოლა!
gel-100
გულშემატკივარი ჩერეზ მექსიკით უნდა გადავიპაროთ იმისთვის რო სამშობლოს უგულშემატკივროოთ?? ჰაა მეგობარო ამერიკა და დასავლეთო სპორტული ღონისძიებების ჩატარების მომენტში მაინც მოგვცემთ თქვენს სახელმწიფოში მეგობრულად შემოსვლის უფლებას პრობლემების გარეშე თუ ისევ ჩერეზ მექსიკით და არამეგობრული წვალების და ტანჯვის ფასად უნდა გეახლოთ?? ჩვენო მეგობარო ამერიკავ თუ ისეთ მეგობრადაც არ გვთვლი რო ვიზები გაგვიმარტივო მსოფლიოსა(2026)და ოლიმპიადისთვის(2028)) გადამყვანებისთვის მისაცემი თანხები მაინც შეამცირეთ ან თანადაფინანსება მოგვიხერხეთ რავიცი რამე მოიფიქრეთ მეგობარი სახელმწიფოს ხალხისთვის თორე აგერ ეს კორუმპირებული დასავლეთი ფიფა უეფას ჩათვლით რამდენიმე წელში ღრუსეთს მიყიდის მსოფლიოს ჩატარების უფლებას და ეს შენი მეგობარი სახელმწიფოს ხალხი წავა ყველა მოსკოვებში და პეტერბურგებში და მერე ნუღარ გეწყინება
მამუკა
ამ ყველა ეტაპს რომ გადავლახავთ ბოლოს ცხრათავიანი გველეშაპი უნდა დავამარცხოთ, ისე რა უსამართლობაა, სამხრეთ ამერიკიდან 10 გუნდიდან 6 გადის პირდაპირ და ევროპის 55 გუნდიდან მხოლოდ 12
კუჭკუჭა
ვერაფერი გავიგე ეს რა ფორმულებია მაგრამ კაი
უნივერსალს
სტატიაშიც წერია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კალათებზე ჯერ მიღებული არაა,ან გაითვალისწინებენ ერთა ლიგის შედეგებს ან არა. უარესად მუ ავრევთ ხალხს. კალათას არც აქვს იმხელა მნიშვნელობა, ჩეხეთი მეორედან ამოვა, მესამედან თუ პირიქით, ჩვენ. შესარჩევში პირველზე თუ ვერ გავედით, ძაან დატვირთული ამბავია
უნივერსალი
რამდენადაც ვიცი, ევროპის(UEFA) ზონაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის კალათები დაკომპლექტდება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით, შემდეგი პრინციპით: I კალათა: "A" დივიზიონის 4 ჯგუფში 1-3 ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის წინ ავტომატურად იქნებიან განთესილი პირველ კალათაში II კალათა: "A" დივიზიონის ჯგუფების 4 ბოლოადგილოსანი და "B" დივიზიონის 1-2 ადგილებზე გასული 8 გუნდი დააკომპლექტებს მეორე კალათას III კალათაში მოხვდებიან "B" დივიზიონის 8 გუნდი, რომლებიც ჯგუფში 3-4 ადგილს დაიკავებენ, პლიუს "C" დივიზიონის ჯგუფების 4 გამარჯვებული IV კალათაში იქნებიან "C" დივიზიონის დარჩენილი 12 გუნდი(2-4 ადგილი ერთა ლიგის ჯგუფში) V კალათაში იქნება "D" დივიზიონის 6 ნაკრები ამასთან, რუსეთის ნაკრები ვერ მიიღებს შესარჩევში ციკლში მონაწილეობას გასაგები მიზეზების გამო... P.S. ასე რომ, sportall.ge-ს რედაქციასთან მექნება თხოვნა - გადაამოწმოს ეს ინფორმაცია...
zura222
ასეთი უსამართლობა გაგონილა ? 48 გუნდიდან ევროპას მხოლოდ 16 ადგილიი @ ნებისმიერი კონტინენტის მესამე გუნდი შეხვდეს ევროპის მე-17 გუნდს და ნახავენ ვინ გაიმარჯვებს ! ამერიკის კონტინენტს რატომ აჩუქეს 12 ადგილი ? მაქსიმუმ 6 ადგილი უნდა მიეცათ ! ევროპას კი მინიმუმ 24 ადგილი ეკუთვნის - მსოფლიოს ჩემპიონატზე უძლიერესი ნაკრებები უნდა თამაშობდნენ და არა "კვოტით" გასული ჭ კლასის გუნდები ! აი ასეთი სისტემა უნდა იყოს-- ევროპას 24 ადგილი სამხრეთ ამერიკას 5 კონკაკაფს 2 აფრიკას 4 აზიას 4 და ოკეანიას 1 და დანარჩენი 8 ადგილი კი ასე უნდა გადანაწილდეს -- ევროპის 12 მესამე ადგილოსანი უნდა შეხვდეს დანარჩენი მსოფლიოდან პირდპირ ვერ გასულ საუკეთესო გუნდებს და იქ უნდა გადაწყდეს საუკეთესო გუნდების მონაწილობა მუნდიალზე პატიოსნად !

მინიმუმ საგზურის ფლეიოფს ვითამაშებთ!
იბრუხ მართალი
რა ვიცი მე პირადად არავისთან შეხვედრის არ მეშინია ვიცი რომ იბრძოლებენ და შანსი ყველასთან გვექნება. მაგარი ნაკრები გვყავს უბრალოდ ჯერ ვერ ვიჯერებთ ამას, გულშემატკივრები, იმდენი იმედგაცრუება გამოვიარეთ
სიმენონი
შესარჩევში პირველი ადგილი და პლეიოფების არიდება თავიდან.
ზვიადი
მადლობა ჟურნალისტს რომ დაგვიღეჭა, მაგრამ მაინც რთული სისტემაა
d
ისე აურდაურიეს ყველაფერი ეშმაკიც ვერ გაიგებს ვინ სად გადის და ვინ ვის ხვდება :) თუ გინდა ერთა ლიგაზე და თუ გინდა ჩემპიონთა ლიგაზე
1223
წარმატებები, მაგრამ თავბრუ დამეხვა მსოფლიოზე გასასვლელი სისტემის წაკითხვით
dew
ძაან რთულია მსოფლიოზე მოხვედრა
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
უკვე შვიდი - რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება
ცნობილია, რომელი სტადიონები უმასპინძლებს 2026 წლის მუნდიალის გახსნით და ფინალურ მატჩებს
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ფრანგები 2022 წლის მუნდიალის ფინალის განმეორებით ჩატარებას მოითხოვენ
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
სენსაცია - საქართველოს ნაკრებს არგენტინასთან და ბრაზილიასთან ერთ ჯგუფში თამაში შეეძლება
რუსებს UEFA-დან წყარომ უთხრა, რომ მათი თამაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამორიცხულია
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში - საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
განაცხადი აღარ შევა - 2030 წლის მუნდიალის საუდის არაბეთში ჩატარება გამოირიცხა
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს