შემოდგომაზე სანაკრებო მატჩებით განებივრებული ვართ. მიმდინარე კვირაში ვილი სანიოლი შემადგენლობას დაასახელებს, ერთი უქმეების შემდეგ კი "ჯვაროსნებს" კვლავ შეკრებს და ორი გამარჯვებით დაწყებულ "ერთა ლიგაზე" ამდენივე მატჩს ჩაატარებს. 11 ოქტომბერს ჯერ უკრაინას პოლონეთში, პოზნანში ვეთამაშებით. საქართველოს ნაკრები თავდაპირველად სამშობლოში არ შეიკრიბება, მე-4 ტურში, 14 ოქტომბერს კი, ისევ "მიხეილ მესხზე" ალბანელებს დავუხვდებით.

სანიოლის გუნდს 6 ქულა აქვს

ეროვნულ გუნდში ახლა იდეალური გარემო, ხასიათი თუ შედეგებია, თუმცა ფიქრი ყოველთვის გაუმჯობესებაზე უნდა გვქონდეს. თანაც, მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად იქნებ არა უბრალოდ ჯგუფის მოგება, არამედ დივიზიონში საუკეთესო შედეგი დაგვჭირდეს (ამ სტატუსის გამო იყო, ლუქსემბურგს რომ ვუმასპინძლეთ).

მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზე წაიკითხეთ აქ -

მიუხედავად იმისა, შემადგენლობაში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველით, დაკვირვება და მსჯელობა აქაც საჭიროა, ისევე, როგორც ახალი სახეების გამოცდა. სანიოლს მომავალი კვირისთვის სია მზად უნდა ჰქონდეს.

გულიაშვილი სანაკრებო შანსის მოლოდინშია

რა გამოიკვეთა წინა მატჩებში და რა შეიძლება შეიცვალოს? ალბანეთთან დავინახეთ, რომ როცა შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი არაა, მიუხედავად რამდენიმე ფეხბურთელის მოკლე დროში მეორე მატჩისა და გადაღლისა, მწვრთნელმა მათი შეცვლა სათანადო ალტერნატივების არარსებობის გამო ვერ გარისკა. გასაგებია, კიტეიშვილი-ქოჩორაშვილი-ჩაკვეტაძის მსგავსი ნახევარმცველები სათადარიგოთა სკამზე იქნებ არ იყვნენ, მაგრამ კონკურენცია მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს.

როგორც გამოჩნდა, შუა ხაზში ამჟამად ტრავმირებულ ანზორ მექვაბიშვილს სამწვრთნელო შტაბი მეტად ენდობა. ამიტომაც, სიის გამრავალფეროვნებაზე ფიქრი შესაძლებელია. სამწუხაროდ, უკანასკნელ სამ ტურში უკრაინაში ნიკა გაგნიძე არ გამოჩენილა. ამ ეტაპზე ცენტრში სათანადო ალტერნატივას სანიოლის მთავარ პრობლემად ჩავთვლით. ვხედავთ, ვილიმ რამდენიმე ფეხბურთელს პოზიცია წარმატებით შეუცვალა და ეს იქნებ აქაც ვნახოთ. მაგალითად, ადრეულ წლებში მოედნის ცენტრში თამაშის გამოცდილება საბა ლობჟანიძეს აქვს.

კოხრეიძეს ეროვნულ ლიგაში ბევრი გააქვს

ვინ მოუმატა მკვეთრად? ზოგჯერ ამა თუ იმ პოზიციაზე იმხელა კონკურენციაა, ახალი ფეხბურთელი საჭირო საერთოდ არაა, მაგრამ ზოგიერთს იმხელა პროგრესი აქვს, მისთვის სანაკრებო შანსის მიცემა სამართლიანი იქნებოდა. ასეთი გიორგი გულიაშვილია, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებიდან და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან კარგად გვახსოვს. ბოსნიის "სარაევოში" 8 გოლი - 23 წლის შემტევს მართლაც სერიოზული შედეგები აქვს.

როგორ არ უნდა ვახსენოთ გიორგი კოხრეიძე, რომელმაც "იბერია 1999"-ის რიგებში პოკერი შეასრულა და ეროვნულ ლიგაში 14 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს.

შენგელიას ბოლო ოფიციალური სანაკრებო მატჩი საბერძნეთთან ფინალი იყო

ვინ შეიძლება დაბრუნდეს და სიაში ისევ აღარ იყოს? ლევან შენგელია ევროპის ჩემპიონატს ისე შეხვდა, ტრავმიდან ახლად მორჩენილი იყო. სანიოლმა ის გერმანიაში მაინც წაიყვანა, თუმცა იქ დრო საერთოდ არ მისცემია. ლევანი სექტემბერში სიაში არ ყოფილა. 28 წლის შენგელიამ საბერძნეთში ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო, უკვე გოლი და 4 შედეგიანი პასი აქვს და ახლა გამოძახებულთა შორის იქნება.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ შენგელია გუნდში მარჯვენა შემტევია, ისევე, როგორც გიორგი წიტაიშვილი (ესპანეთში გაიტანა), თუმცა ნაკრებში მათ მარცხნივ ვხედავთ, სადაც დაცვითი ფუნქციების შესრულებაც უწევთ. ბოლო დროს აქ უპირატესობა ლუკა ლოჩოშვილს აქვს და მოსალოდნელია, ეს გადაწყვეტილება არც ახლა შეიცვალოს. და ირაკლი აზაროვი? ის ეროვნულ გუნდში დააბრუნეს, ბოლოსწინა ტურში "შახტარშიც" დიდხნიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, შემდეგ ისევ არ ყოფილა დ ამ ვითარებაში კვლავ იქნება თუ არა ფრანგის სიაში, ვერავინ იტყვის. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: 21-წლამდელთა ნაკრებს შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრები ელის და აზაროვს იქ თამაშის უფლება აქვს.

გოგლიჩიძე სერია "ა"-ს მშვენივრად მოერგო

საბა გოგლიჩიძეზეც უნდა ვთქვათ, რომელიც "ემპოლიში" შესანიშნავად გამოდის. იქიდან გამომდინარე, რამაზ სვანაძის გუნდს შვედეთთან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება აქვს, გოგლიჩიძის მათთვის დათმობაც ლოგიკას მოკლებული არ იქნება, ვინაიდან სასტარტოში გიორგი გველესიანი მოიაზრება. ამ შემთხვევაში სანიოლის სიაში არც საბა კვირკველიას დაბრუნებაა გამორიცხული, რომელიც ახლა თბილისის "დინამოშია" და ბათუმელების კარიც დალაშქრა.

შეგახსენებთ, ორი ტურის შემდეგ "ერთა ლიგის" B დივიზიონში 6 ქულა გვაქვს.

შახრუდინი
მართალი ხარ.ყველა პოზიციაზე უნდა იყოს 2-3 თითქმის ერთი დონის ფეხბურთელი.მხოლოდ ასე მოვა შედეგი

წიტაიშვილმა ცუდათ ითამაშა ევროზე,გოჩოლეიშვილის კისერზე კი ბევრი გაშვებული გოლია ნაკრებში,ბოლო ჩეხეთთან იყო,აზაროვიც არასტაბილურია,ამათ ყველას მირჩევნია შენგელია!!ჭკვიანი,სტაბილური,ტექნიკური ფეხბურთელია!!!
ქომაგი
წიტაიშვილი სუფთა შემტევია მარჯვნიდან და ნაკრებში ზუსტად მარჯვენა შემტევად უნდა თამაშობდეს, გრანადაში მაგრად თამაშობს და კიდევ მოუმატებს ძალიან სწრაფია თან და ნაკრებში კვარას ჩაკვეტაძეს და მიქაუტაძეს მაგრად მიეხმარება მარჯვენა შემტევად, ფლანგის ფეხბურთელია და თან შემტევი და არა მცველი.სხვა ფეხბირთელებიც უნდა გაისინჯონ, შენგელია ნაკრებში უნდა იყოს, ასევე გულიაშვილიც უნდა გაისინჯოს ნაკრებში,ზოგადად ნაკრებში კონკურენცია აუცილენელია ყველა პოზიციაზე.
გიო
კვარაა
ირაკლი
გამოიძახეთ ნაკრებში შენგელია,გულიაშვილი!!
კახა
არსებობს დაუწერელი კანონი გამარჯვებული გუნდის შემადგენლობას არ ცვლიან ასევე მინდა სანიოლზეც ვთქვა ეტყობა წესიერი მართალი კაცია და გუნდში ატმოსფერო თითქმის იდეალურია და კარგი მოტივატორი არი აი რაც შეეხება ტაქტიკას ცოტა მოიკოჭლებს,უკრაინა ყოველი გოჯი მოედნის ნაწილისთვის მებრძოლი გუნდია მე ისეთებს დავაყენებდი ვისაც არ ეშინია და ასევე როცა ცენტრში ასეთი ტექნიკური ფეხბურთელებია მოკლე პასების გუნდი საერთოდ არ აკეთებს კედელიც იშვიათია, რაც შეეხება კოხრეიხეს და სხვა კანდიდატებს ფედერაციას რომ არ აქვს არაფრის თავი თორემ იგივე სამეზობლოში ახერხებს ან სომხებს ამხანაგური და გამოიცადნონ,უმეტესობას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ზედმეტად იგრუზებიან და იბოჭებიან ზოგს მაყურებლის ფობია აქვს ნამდვილად აუცილებელია ან ფსიქოლოგი ან ფსიქოლოგიის აზრზე მყოფი მოძღვარი ნახეთ რეგბისტები მატჩის წინ ნათქვამ ლოცვას რამხელა ძალა აქვს ასე რომ უფალი ფარავდეს საქართველოს და ყველას ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული!
d
ის რომ არ გვყავს მოთამაშეები არის აბსურდი ფაქტობრივად ყველა პოზიციაზე 2 და 3 მოთამაშე გვყავს. მაგრამ სანიოლს ამორჩეული ყვას 11 კაცი რატო არ ეძლევა შანსი გოჩოლეიშვილს/ რა ეგეთი სეუცვლელია კაკაბაძე? ეგეც არ მყავდეს ეხლა მარსელო და რობერტო კარლოსი :) ან ზივზივაძეს. :)
d
დღეს ნაკრების ერთადერთი პრობლემა არის როტაცია. ევროზეც ფაქტობრივად 4 ვე თამაში 11 კაცით ითამაშა სანიოლმა და ესპანეთთანაც მარცხი ამან განაპირობა გადაღლილი ნაკრები დასვენებულ ესპანეთთან მეორე ტაიმში გადტყდა. ფეხბურთი შეიცვალა აღარაა ის დრო დღეს 5 ცვლილებაა დაშვებული. თან ხშირია როცა 3 დღეში 2 თამასი გიწევს. ასე რო როტაციას უნდა მიხედოს სანიოლმა
gel-100
ეეჰ გივი გივი უკრაინაზე ფიქრს და ნერვიულობას ჯობია საკუთარი ქვეყნის ნაკრების შედეგები დააყენო პირველ პლანზე,,ვერ ბედავ აქ დაწერას თორე შენზე რო იყოს დამოკიდებული უკრაინას დაუწვებოდი ,,იმათ უფრო ჭირდებათ ეხლა ომში არიან ლოგიკით``იქნება საერთოდ არ მიიღონ ეგ ყვითლები კაცო სად გინახია წინა თამაშის გაფუჭება მომავალი თამაშის გამო?? ვიცი თქვენი ზოგადი ზურვილი რაც არი უბრალოდ მაგის ხმამაღლა თქმასაც ერთი ადგილი უნდა,,მედასავლეთეების, ტვ-პირველის ჟურნალისტების და მთლიანი გუნდის, და ზოგადად ამ ვითომ ოპოზიციის საერთო აზრი ხო ეგაა?? ვათამაშოთ ბუდუ ოღონდ ვის ადგილას ეგ არ ვიცით, გამოვიძახოთ გულიაშვილი და კოხრეიძე ოღონდ ვინ აღარ გამოვიძახოთ მათ ნაცვლად ეგ აღარ ვიცით(თან შეტევაში რა ხალხი გვყავს ისედაც)) ახლა ყვითლების ჭარბ რაოდენობაზე აპირებთ აქცენტის გაკეთებას რო აი უკრაინასთან არ ვათამაშოთ ეგ ბიჭები რო კიდე არ მიიღონ და ალბანეთთან თამაში არ გამოტოვონ,არადა უკრაინასთან გასვლა უფრო მნიშვნელოვანი და რთულია ვიდრე სახში ალბანეთთან თუმცა უკრაინას ხო უფრო ,,ჭირდება მოგება``მადლობა ვილის ესეთი კარგი ნაკრები მაინც რო ჩამოაყალიბა და შედეგებიც გვაქვს თორე ესენი სოროდან გამომძვრლები რა დღეში იქნებოდნენ წარმომიდგენია,, ნაკრებს ყავს მწვრთნელი და მან უკეთესად იცის ვინ ათამაშოს და ვინ შემოინახოს ალბანეთისთვის ასე რომ დამშვიდდით უკრაინას თამაშს არ ვჩუქნით, არც ისინი გვჩუქნიდნენ თავის დროზე, ჩავალთ ვითამაშებთ ოპტიმალური თერთმეტეულით მოგებაზე და რა მოხდება ეგ გამოჩნდება
კირკიტა
ამხანაგური თამაშები არის საჭირო, რომ ახალი სახეების გამოცდა მოხდეს. ლუკა გუგეშაშვილი, ირაკლი აზაროვი, გულიაშვილი, კოხრეიძე, არაბიძე და სხვა მსგავსი ფეხბურთელების გამოცდა და შეთამაშება სწორედ ამხანაგურ თამაშებში უნდა მოხდეს. ოფიციალურ თამაშებში ძნელია ექსპერიმენტების ჩატარება, ბევრი რისკია მწვრთნელისთვის.
გელა
და მაიც მჯერა,რო ნაკრებს შეუძლია შეივსოს 3-4 მოთამაშით მაინც.ძირითადი ბირთვი არსებობს უკვე (ვგულისხმობ განაცხადში შესულ 27 თუ 28 კაცს).მჯერა მომავლის და ვფიქრობ უფრო მეტი წარმატებული თამაში იქნება ვიდრე ვთვათ და 3-4 წლის წინ
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
უკრაინელები სირბილით მოიკლავენ თავს და მაგათ დაღლამდე თუ გაძელით მერე მოგებაზე ფიქრიც შეიძლება
გენა
ჯამბული, ჯუმბერი, ჯემალი...
Givi
კიტე გამომრჩა კიდევ ყვითელი მაგასაც ქონია...
Givi
ბევრი კარგი ბიჭია და იმსახურებენ რათქმაუნდა ნაკრებს, მაგრამ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი უკრაინასთან მატჩზე, ბარათებს ვგულისხმობ კვარა,ჩაკვე და ქოჩორა მეორე ბარათის მიღებისას გამოტოვებენ ალბანეთთან თამაშს, ღმერთმა არა ქნას უდიდესი ძალა მოგვაკლდება და შესაბამისი ცვლილებები აქედანვე უნდა იყოს გათვლილი.
Walkabout
ეს კოხრეიძე სანამ მახაჩკალის დინამოში არ გადავა სანიოლი არ გამოიძახებს?
ABARA
აჯობებს გოგლიჩიძე აქედანვე შეაჩვიოს ძირითადი ნაკრების სასტარტო შემადგენლობას. მასზე ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი არამც თუ დაცვის ხაზში, არამედ ზოგადად შემადგენლობაში არ გვყავს. პ.ს სალიას პროგრესს ველი...
irakli
გიორგი გულიაშვილს და კოხრეიძეს უნდა მიეცეს შანსი, კარგ ფორმაში არიან
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]
ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
გოგლიჩიძის თანაგუნდელი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
აზაროვის "შახტარი" შესაძლოა, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა მწვრთნელმა ჩაიბაროს
შენგელია საბერძნეთში მოედნიდან საგოლე მოქმედების გარეშე არ გადის
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა
ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბერძნეთში გუნდი შეიცვალა
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
ლევან შენგელიამ "ოფიში" სადებიუტო მატჩში გაიტანა [VIDEO]
აზაროვმა შეიძლება კარიერა თურქულ გუნდში გააგრძელოს
რონალდო რეკორდსმენია, ტრავმირებული კვირკველია გადარჩა - ვინ ითამაშებს ევრო 2024-ზე საუდის არაბეთიდან
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: აზაროვის მოპოვებული პენალტი - "შახტარმა" "ბრესტს" მოუგო [VIDEO]
რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი
მატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]
გოგლიჩიძის 70 წუთი და "ემპოლის" ფრე "კომოსთან"
გოგლიჩიძე სათადარიგო იყო - "ემპოლიმ" "ტორინოსთან" წააგო
გოგლიჩიძის კარგი თამაშის მიუხედავად, "ემპოლიმ" "რომასთან" მარცხი განიცადა
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია
ქართველების "შახტარს" ცნობილი თურქი ფეხბურთელი ჩაიბარებს
კვარაცხელია მეორე ფრანგული ტიტულისკენ და გოგლიჩიძის გუნდის შანსები იტალიის თასზე...