ლიგა 1-ის მეხუთე ტურში „სენტ-ეტიენი“, რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი იცავს, „ნიცასთან“ 0:8 განადგურდა, 3 ქულით მე-16 ადგილზეა და თუ 29 სექტემბერს გასვლაზე „ნანტთან" დამარცხდა, შეიძლება მისი მწვრთნელი ოლივიე დალ'ოლიო გადააყენონ.

Daily Mercato-ს ცნობით, დალ'ოლიოს შემცვლელად სამი კანდიდატი - ვილი სანიოლი, პატრიკ ვიეირა და ჟან-ლუი გასე განიხილება.

"საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვილი სანიოლი ამ თანამდებობაზე სერიოზულ კანდიდატად განიხილება. რაც 2021 წელს "ჯვაროსნები" ჩაიბარა, ძალიან კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოაყალიბა. ფეხბურთელები მის მუშაობას მაღალ შეფასებას აძლევენ, განსაკუთრებით ეფექტურად ურთიერთობას და ფსიქოლოგიურად მომზადებას. სანიოლის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე პლეი-ოფში გავიდა, რაც ისტორიული მიღწევა გახდა. თუმცა, ისმის კითხვა: მზადაა თუ არა ის, დატოვოს პოსტი იმისათვის, რათა "სენტ-ეტიენის" გამოწვევა მიიღოს?", - წერს გამოცემა.

სანიოლი სენტ-ეტიენშია დაბადებული და ამ გუნდში 1995-1997 წლებში თამაშობდა.

ვიეირა 2024 წლის აგვისტოში "სტრასბურგის" დატოვების შემდეგ უმუშევარია, ხოლო გასეს "სენტ-ეტიენში" დაბრუნება უნდა, რომელსაც 2017-2019 წლებში ედგა სათავეში, ასაკოვანია (70 წლის), სამწვრთნელო კარიერა დაასრულა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ცდუნებას ვერ გაუძლოს და დაბრუნდეს.

ამატაკი
როგორ უნდა ვიყო ჩასაფრებული, როცა ძლივს ვეღირსე იმ დროს, როცა ქართული ნაკრები თავის კუთვნილ, ღირსეულ ადგილს უახლოვდება საფეხბურთო ქვეყნების მარაქაში. მიუხედავად ამისა, მაინც მგონია რომ მიღწევებიდან ლომის წილი ამ დიდებულ თაობას მიუძღვის, რომელიც შეიძლება ნაგვიანებად, მაგრამ მაინც წამოგვეზარდა.ვისაც ახსოვს საბჭოთა ფეხბურთი, საერთო ჯამში ფლაგმანებად უკრაინასა და რუსებთან ერთად, უდაოდ საქართველო განიხილებოდა. ამ ქვეყნებმა ასე თუ ისე წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. სამეულიდან მხოლოდ ჩვენ დავიგვიანეთ. შესაბამისად სრულიად ლოგიკურია ის, რაც ჩვენს თავს ხდება ამ ბოლო პერიოდში. რაც შეეხება სანიოლს, რათქმაუნდა დასაფასებელია ის შედეგი, რაც მისი თაოსნობით ნაკრებმა დადო. მიუხედავად ამისა იყო აშკარად ჩავარდნის მომენტები,რაც თავიდან ბოლომდე მის კისერზე იყო. შესარჩევის ჯგუფში მეტის გაკეთება უდაოდ შეიძლებოდა. გადასარევია რომ ამის კომპენსირება ერთა ლიგაზე და შემდგომ ევროპაზე განხორციელდა. თავიდან ნამდვილად იყო კითხვები მის მიმართ, მაგრამ ეხლა საქმით დაამტკიცა, რომ ნაღდი მწვრთნელია. ამ საქმეში ისიც მადლიერი უნდა იყოს ჩვენი ნაკრების, რომლის მეშვეობით მშვენივრად დაარესტარტა საკმაოდ უხეიროდ დაწყებული სამწვრთნელო კარიერა, ფეხბურთელი რომ უმაღლესი დონის იყო,ფეხბურთთან ახლოს ჩავლილი კაცისთვისაც კი ნათელია. ყოველივე აქედან გამომდინარე, ყველაფრის გათვალისწინებით რთული ამბავია იმის თქმა, რა სჯობია ამ მომენტისათვის ჩვენი ნაკრებისა თუ თავად სანიოლისათვის? იქნებ სწორი დროა, რომ ამ დიდებული მიღწევების ფონზე დაგვემშვიდობოს სანიოლი და თავად ახალ გამოწვევებს შეეჭიდოს. ჩვენ კი მის მიმართ მუდამ მადლიერნი, გადავშლით ახალ ქათქათა ფურცელს და ახალი ისტორიის წერას შევუდგებით. ღვთის შეწევნით გამოჩნდება ვინმე, უცხოელი თუ ქართველი მესაჭე, ვინც ჩვენი ფეხბურთისათვის ზედმიწევნით მისაღები გზებით წაგვიყვანს. ბოლოსდაბოლოს არა მგონია ერთსა ან თუგინდ რამოდენიმე კაცზე წყდებოდეს ქართული ფეხბურთი, რა დონესაც არ უნდა წარმოადგენდნენ ეს პატივცემული ხალხი!
გიორგი
ჭკუა თუ აქვს, თვითონ გადაწყვეტს რა სჯობია მაგისთვის.
ჩასაფრებულებს!
რა ვიცი, აქ ზოგიერთი ჩასაფრებულთა კასტიდან, ყოველ სიტყვაში სანიოლს მოუწოდებდა "წადი ვილიიი, მოგშორდიო" და ეხლა გაგიხდათ სანიოლი "მაგარი მწვრთნელი"? როცა ნაკრები კარგ მდგომარეობაშია? ასეა, როცა უჭირს გუნდს, მწვრთნელს მოუწოდებთ წადიიი და როცა კარგადააა არ წახვიდე ვილიიი... ორმაგი სტანდარტი დამღუპველია!
ორდე
სანიოლს ჭკუა თუ აქვს, არსად არ უნდა წავდეს - რაც მას აქ დაფასება და ავტორიტეტი აქვს, ბევრს საკუთარ სახლში არა აქვს
ქუთაისელი
რა დრო კი ამას ჩვენთან ეხარჯება, ტაქტიკაზე არ ფიქრობს და ფეხბურთელების შერჩევაზე. სანიოლის ტაქტიკა: მიეცი კვარას თავისუფალი მოძრაობის საშუალება და წამოწექი. თან არც ახალგაზრდულებს ესწრება და წელიწადში ერთხელ თუ შეისეირნებს ეროვნული ლიგის მატჩებზე. ორივეს ერთდროულად გაწვრთნიდა ეს ისეთი დიდი ტაქტიკოსი და ფსიქოლოგია. მარა, წადი ვილი, შენც დაისვენებ, ჩვენც დაგვასვენებ.
d
გამორიცხულია სად უნდა წავიდეს. ნაკრებშია რომელსაც წინსვლა აქვს. და ნაკრების მწვრტნელს უამრავი დრო აქვს. თვესი 1 ან 2 თამაში. დანარჩენი დრო არხეიანდ არის და კლუბში ყოველდღიური დაძაბულობა და პრესინგი გიჟი უნდა იყოს რო გაცვალოს :)
ქუთაისელი
გაიქეცი, ფორესტ, გაიქეცი! :დ
იფფფ
წადი შორს წადიიიი...
დავით 67
ვფიქრობ მწვრთნელის გამოცვლა შეიძლება მაშინ როდესაც ტურნირი დასრულდება ან როცა გუნდს კატასტროფული შედეგი აქვს. ამ შემთხვევაში სანიოლის წასვლა არევს დალაგებულ გუნდს. სენტ- ეტიენის მფლობელებმა სხვა გზა მონახონ.
კოლორადო
წადი ვილი სამშობლო გეძახის. სამშობლო უპირველეს ყოვლისა. ასე არ არის?
იკა
აუ რა სენტ ეტიენი, მაგარი შედეგი აქვს საქართველოს ნაკრებში, სანიოლი მინიმუმ ეცდება (და ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ) საქართველოს ნაკრებიდან მაქსიმუმი გააკეთოს, - მსოფლიოზე გასვლა და თუ გავედით მსოფლიოზე, ამის მერე სამომავლო გეგმებიც შეიძლება ერთად დავსახოთ. ერთაც დავამატებ, ცალსახად სანიოლს არ უნდა დავუკარგოთ კი არა, მართლა მადლიერები უნდა ვიყოთ მისით, მაგრამ სანიოლსაც გაუმართლა, რომ იმ პერიოდში როცა რაღაც კარგი ხდებოდა და რაღაც უნდა შეცვლილიყო ქართულ ფეხბურთში, (ძალიან კარგი და მონდომებული ბეხბურთელები) საჭირო დროს საჭირო ადგილზე იყო, დარწმუნებული ვარ სანიოლს საქართველოს ნაკრებამდე იგივე სენტ ეტიენი რომ ჩაებარებინა, დიდ შედეგზე ვერ გავიდოდა. მოკლედ საქართველოს ნაკრების შემდეგ, წესით სანიოლით უფრო კარგი კლუბები უნდა დაინტერესდნენ...
llcl
ფრანგულ კლუბს თუ ნაკრებს პატრიკ ვიეირას მსგავსი ტიპაჟი უფრო მოუხდება, ეს თეთრი კაცი კიდევ ჩვენ დაგვიტოვეთ, თან შედეგებიც აქვს და ტაქტიკურათაც იზრდება ყოველი თამაშის შემდეგ, ბიჭებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოაყალიბა და რასაც ქვია გუნდი შეკრა
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
წახვალ და შენი ამდენი წლის ნაშრომი ძალიან სწრაფად განადგურდება

ქეცბაია კარგი ადამიანი და კარგი მწვრთნელია მაგრამ წარმოგიდგენიათ მისი ფსიქოლოგიური საუბრები გუნდთან? ეგრევე გინებაზწ გადავა და გაექცევა გუნდი
მე არ ვარ ბოროტი
ღმერთმა ნუ ქნას რომ წავიდეს, მაგრამ თუ წავიდა იქნებ კლოპს დაეჩალიჩოს კობიაშვილი.
456
დაელოდება 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და მაგის მიხედვით იმოქმედებს.დდდდდდ
აბა შენ ხარ რა
გადააგდე მახათი
gio
magari daunaxavi xar
sss
მისთვის აჯობებს თუ წავა ერთი წაგება ნებისმიერ გუნდთან და ეგრევე იქნება გინების კორიატელი.
tngh
ყველაფერია მოსალოდნელი!!!
მწვრთნელი
თუ წავიდა, ქეცბაიას ჩააბარეთ ნაკრები! აწი ის მიხედავს! ტაქტიკური მონახაზი ერთი აქვთ - 3-5-2!
ჟორა გაბრიჭიძე
დიდი შტერი ვინმე იქნება თუ წავიდა. 3 წელი გუნდს აწყობს და რაღაცას დაამგვანა, აწის კი უნდა მოიმკოს ის რაც დათესა. დიახ, შტერი იქნება თუ სამკალს მიატოვებს და სახნავში წავა.
უნდა წავიდეს
ზედგამოჭრილი იქნება. აი მანდ გამოჩნდება თუ რამის თავი აქვს. აბა ხვიჩას, ჩაკვეს და სხვებს უმწვრთნელოდაც შეუძლიათ თამაში.
ტოტტი
არაა არსად წამსვლელი სანიოლი .
პსჟ საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის შეძენას გეგმავს
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
პატრიკ ვიეირა: მინდა მარიო ბალოტელი კედელს მივანარცხო
10 ცნობილი ფეხბურთელი, რომლებმაც იტალიის ჩემპიონატის სამ წამყვან კლუბში ითამაშეს
ზურიკოს "სენტ-ეტიენში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
ვიეირას იტალია არ მოსწონს და ფავორიტად არ მიიჩნევს
წლის ბოლო მატჩის დღე სატურნირო მოტივაციის გარეშე!..
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
თურქული გრანდი დავითაშვილის შესაძენად ფულს არ დაზოგავს
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: როდესაც დავითაშვილს ბურთი აქვს, შეიძლება რაღაც მოხდეს
ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ჯო ჰარტი შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გადავიდეს
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
ვიეირა: ფეხბურთი დაუნდობელია - ის პოლიტიკაა, ეკონომიკაა, კაპიტალიზმია...
[VIDEO] დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
სამი მატჩი კარში ვერ დაარტყეს - "კრისტალ პალასმა" პატრიკ ვიეირა გაუშვა
დავითაშვილის კაცნაკლული "სენტ-ეტიენი" "ანსისთან" განადგურდა
სანიოლის კაპიტულაცია
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" "რედ სტართან" დამარცხდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" შეიძლება სათავეში ნორვეგიელი ჩაუდგეს