ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მატჩის დღე! მიქაუტაძე-ლაკაზეტი გოლის გარეშე და კვარაცხელია-ლუკაკუს დასვენება

მატჩის დღე! მიქაუტაძე-ლაკაზეტი გოლის გარეშე და კვარაცხელია-ლუკაკუს დასვენება

ევროტურნირები ახალი ფორმატითა და დროით ტარდება. მიმდინარე კვირის ორი დღე ევროპა ლიგას დაეთმო. აქ "ლიონი" დაბრუნდა, მის რიგებში დაბრუნების შემდეგ კი გიორგი მიქაუტაძეს პირველი გოლის გატანა სურს. საქართველოს ნაკრების ფორვარდს ამის ყველაზე კარგი შანსი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ჰქონდა. მეტი ნდობისა და ნავსის გატეხის შემდეგ "ჟორჟი" აუცილებლად ბევრს გაიტანს. ის ამას აუტსაუდერ "მეცში" ახერხებდა. ახალ სეზონში უგოლოდაა ლიონელთა კაპიტანი ალექსანდრ ლაკაზეტიც; დღეს, 26 სექტემბერს, ჩვენი დროით 23 საათზე, ევროპა ლიგის პირველ ტურში, "ლიონი" კონფერენს ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს.

ზუსტად ამ დროს ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლის "ნაპოლიმ", ოთხ მატჩში 10 ქულის მოპოვებით, ანტონიო კონტესთან ერთად, სტაბილურობას მიაღწია. ნეაპოლელები ახლა, იტალიის თასის 1/16-ფინალში, "პალერმოს" უმასპინძლებენ.

სამი სეზონის განმავლობაში ნეაპოლელები თასზე მერვედფინალიდან ერთვებოდნენ და იქვე მარცხდებოდნენ. ამ დროს შემადგენლობის როტაცია ყოველთვის დიდი დოზით იყო. კონტეს გუნდმა წელს აქ ადრე დაიწყო, უკვე მეორე მეტოქე ჰყავს და თუკი ამ ბარიერსაც გადალახავს, "ლაციოსთან" დაპირისპირება ელის.

სერია "ბ"-ს წარმომადგენელ სიცილიელებთან ლიდერების, ხვიჩა კვარაცხელიასა და რომელუ ლუკაკუს გარეშე თამაშს ელიან. მიუხედავად იმისა, "ნაპოლი" ევროტურნირებზე არ გამოდის და დასვენებას საკმაოდ ახერხებს, ახლა მთელი სწორება მაინც "მონცასთან" დაპირისპირებაზეა, კონტეს ცალი თვალი ამ შეხვედრისკენ უჭირავს.

"პალერმოს" ამბიცია აქვს, სერია "ა"-ში დაწინაურდეს. მათი მწვრთნელი დიონისია, რომელმაც 2021 წელს ელიტაში "ემპოლი" აიყვანა. პალერმოელებმა ჩემპიონატი ორი მარცხით დაიწყეს და შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად გამოასწორეს. მათ შემადგენლობაში ერთ დროს "ნაპოლის" გამორჩეული ფეხბურთელის, ლორენცო ინსინიეს ძმა, რობერტო გამოდის, რომელიც ბოლოს გიორგი კვერნაძის "ფროზინონეში" იყო.

შოტლანდიელმა ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ "იუვენტუსთან" თავდაჯერებულად ითამაშა. მას ახლა სასტარტოში არ ელიან; ძირითად შემადგენლობაში "რეალიდან" გადასულ ცენტრალურ მცველ მარინის ვარაუდობენ. მოგეხსენებათ, მეკარე მერეტი ტრავმირებულია და მის ადგილს ელია კაპრილე დაიკავებს. 23 წლის კიპერს "ემპოლიში" მშვენიერი მატჩები ჰქონდა. რაც შეეხება "პალერმოს" კარს, მშობლიურ კლუბს 37 წლის სალვატორე სირიგუ დაუბრუნდა, რომელსაც მართლაც დახუნძლული კარიერა გამოუვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2017 წელს დაუპირისპირდნენ.

"ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): კაპრილე - მაცოკი, მარინი, ჟესუსი, სპინაცოლა - გილმორი, ფოლორუნშო - ნერეში, რასპადორი, ნგონგე - სიმეონე.

მსაჯი: ჯუზეპე კოლუ.

• მეზღვაური

სტატია იწყება ევროპა ლიგაზე საუბრით,სადაც მხოლოდ ჟორჟია და ლიონია ნახსენები,როცა დღეს კიდევ თამაშობენ ქართველები,მაგიტომაც დავწერე ეგ კომენტარი.

• მეზღვაურს

ხშირად იდება აქ ბევრი ლეგიონერის შესახებ, განსაკუთრებით შაბათ-კვურას, მაგრამ პრევიუსას ძირითქდი აქცენტი ელიტლიგებზე და გუნდებზეა. რეალურად კვარას ირგვლივაა ეს სტატია, რაც ბუნებრივია და მიქაუტაძე სწორედ მაგ ინტერესის გამოა დამატებული

• მეზღვაური

ოდიშარია და სილაგაძეც თამაშობენ დღეს ევროპა ლიგაზე სტიაუას წინააღდეგ.ზოგადად ლეგიონერებზე სტატიას რომ წერთ კარგი იქნება ყველას თუ ახსენებთ. ოდიშარია ძალიან ნიჭიერი მარჯვენა შემტევია და იმედია ევროპა ლიგაზეც გამოიჩენს თავს.

• ხალხო

ხვიჩას თუ ასვენებს, დუბლებია? თასზე დასვენება პირველად ნახეთ? სტატიაში ისე არის აღნიშნული ეგ, რომ ევროტურნირებზე არ არიან და აღდგენის დრო აქვთ. ამ მარინმა სადღაც ხომ უნდა ითამაშოს მართლა, ან ნგონგს დრო საერთოდ არ ეძლევა

• დავითი

100%

• დავით 67

ფულისთვის გარჯა ეს ნორმალიურია, აბა სიამოვნებისთვის შაბათობით მინი ფეხბურთს მეც კი ვთამაშობ როცა დრო მაქვს.32 წლის კაცს ჯერ ვეტერანი არ ეთქმის, აგერ ჟირუ 38 წლისა წავიდა მილანიდან და ნამდვილი ლიდერი იყო. ვერ ვიგებ კიდევ იმას,ვინც ხვიჩას დღესაც ეძახით პერსპექტიულ მომავლის ფეხბურთელს, რაღა უნდა დაამტკიცოს მეტი. სერია ა- საუკეთესო ფეხბურთელმა. ოქროს ბურთის კანდიდატთა ოცეულში შესულმა. ხვიჩა არის უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი. რით ვეღარ გაიგეთ .

• zura222

რატომ უნდა ითამაშოს კონტემ დუბლებით ? ევროთასებზე არ გამოდიან და დრო ბევრი აქვთ თასზეც და ჩემპიონატზეც რომითამაშონ ! არ უნდა კონტეს დუბლი (სკუდეტო და თასი) რომ გააგოროს წელს ?

• ILO

ოოუუფფ!! ... მესიმ ორ სეზონში პსჟ-ში ვერაფერი გააკეთაოოო ..საინტერესოა რას ეძახით ვერაფერს!! 72 თამაშში 32 გოლი და 23 ასისტი, პლიუს ერთი ჩემპიონობა და ერთიც მეორე ადგილი თუ არაფერია, მაშინ არ ვიცი...ისე ინტერესისთვის გენახათ[ძნელი არ არის] კვარამ რამდენი გაიტანა იგივე ორ სეზონში ნაპოლიში დ მერე შეადარეთ.

• ჟორა გაბრიჭიძე

ფეხბურთი გუნდური თამაშია, ამიტომ ისეთებიც უნდა იყვნონ გუნდში პასს, რომ მისცემ და რაღაცას შექმნის და ისეთებიც დროზე პასის მოცემა რომ შეუძლიათ. ამიტომ მარტო ერთმა ლიდერმა მთლად ვარსკვლავები რომ მოწყვიტოს, არაფერი გამოვა. აწყობილ გუნდში ხვიჩა მხეცი იყო, არეულ პსჟ-ში კი მესიმაც ვერაფერი გააკეთა.

• მამუკა

ამდენი უაზრობის წერას გირჩევნია, რაიმე სასარგებლო საქმე აკეთო. ფედელესტები ძალიან სასაცილოები ხართ. ))))

• გიორგი

რამდენჯერზე უნდა დაამტკიცოც ხვიჩამ რომ მას უნარები რომელზეც თქვენ საუბრობთ ზედმეტად სრუყოფილი აქვს სერია ას სადებიუტო სეზონში უუნარო ფეხბურთელი როგორ გახდა საუკეთესო ჩემპიონთა ლიგაზე როგორ გახდა საუკეთესო ახალგაზრდა ?100 მილიონზე მეტი რატომ ღირს თუ უნარებს ვერ ავლენს თუ ლაციო მილაანი ატალანტა ლივერპული და სხვები ლიდერი გუნდები არ არიან აირია გუნდი სპალეტის წასვლის შემდეგ და რათქმა უნდა აირია ინდივიდების თამაშიც ვადროვოდ კონტეს და კომპანიას თუნდაც ერთი წრე და მერე ვნახოთ ვის რა შეეძლება

• ILO

ჯერ კიდევ საკითხავია ლუკაკო არის თუ არა ჯერ-ჯერობით ნაპოლის უპირობო ლიდერი,ფაქტია მას გუნთან ერთად მომზადება არ გაუვლია,საშინელ ფორმაშია და უკვე ვეტერანია, პრინციპში მას დასამტკიცებელიც არაფერი აქვს, კარიერის დასასრულისკენაა და მხოლოდ ფულისთვი ირჯება, აი კვარას მასთან მიწებება არ მესმის ვის რაში სჭირდება,მისგან განსხვავებით ხვიჩას ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, ნამდვილი ვასკვლავი და გუნდის ლიდერი რომ გახდეს- გაუნჯობესებული ხელფასი რომ მიიღოს და ბობოლა კლუბების რადარზე რომ მოხვდეს, ამიტომაც მისი ასეთი სუსტი თამაში იუვესთან ლუკაკუსსგან განსხვავებით ძალიან ცუდია, როდესაც თანაგუნდელებს თამაში არ მისდით, თუ ლიდერობაზე და მეგავასკვლავობაზე გაქვს პრეტენზია მაშინ უნდა შეგეძლოს განსხვავების შექმნა და შენი უფერული თამაში იმით არ უნდა გაამართლო რომ ლუკაკუმაც ვერ ითამაშა და ისიც შეცვალესო...ფეხბურთელის კლასი ძირითადათ განისაზღვრება მისი უნარით თუ რამდენად შეუძლია მას განსხვავების შექმნა ძლიერ გუნდებთან,როდესაც პრინციპული თამაშია და შენი თანაგუნდელები ზღვარზე თამაშობენ ან თამაში არ მისდით. კვარას ზუსტად ეს აკლია-ძლიერ გუნდებთან პრინციპულ თამაშებში განსხვავების შექმნა მინდორზე, თორემ როდესაც მისი გუნდი მაგრად თამაშობს ანგარიში მიჰყავს და თანაგუნდელებიც დაფრინავენ-კვარაც სასწაულებს ახდენს.....

• Რერო

კარგი არჩევანია,მათაც ხომ უნდა მიეცეთ შანსი და ინახონ საქმეში. მარინი კარგი მცველია,ასევე საინტერესოა გილმორის და ნერეშის გამოჩენა სასტარტოში. ნაპოლი წელს ოთხეულისკენ გაიწევს ალბათ. ექვსეულიც არ იქნება ურიგო. ჩვენ მეტი გვინდა მაგრამ რეალობა ესაა.

სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...

ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

სიის სათავეში დავითაშვილის ტრანსფერია - თურქული გუნდისთვის პრიორიტეტული ზურიკოს დამატებაა

ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა

მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა

თბილისის ბულვარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური პარტნიორი - ინვესტიცია ქართული რაგბის მომავალში

"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი

"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა

ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა

მუსიალას დაახლოებით 5 თვის გამოტოვება მოუწევს

მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს

ტერ შტეგენს სერია A-ს ვარიანტი გამოუჩნდა

ჩაომ "კომოს" ბოლო მომენტში უარი უთხრა და პრემიერ ლიგის ვარიანტი აქვს

ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?

უოლკერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა და ახალ გუნდში ჩაირიცხა

"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა

"ინტერიდან" მიდის - ჰაქანი სამშობლოში ბრუნდება

მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ

[VIDEO] ეს რა იყო - მესის შედევრი MLS-ში

შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო

მიზეზი ფულია - თურქი ჟურნალისტი ოსიმენის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე

[VIDEO] ორი გაძევება და გოლის აღნიშვნა ჟოტას სტილში - 9-კაციანმა პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო და ნახევარფინალში გავიდა

ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?

ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება

სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...

მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ

ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო - ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?

"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს

უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო

მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს

"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა

"კვარას" მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და "რეალთან" დიდი მატჩის მოლოდინი

ესღა აკლდა "ლიონს" - სანქცია უეფამაც დაუწესა

"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება

"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა