საქართველოს ნაკრების წარმატებული თამაშის გამო ქვეყანაში ფეხბურთის მიმართ კიდევ უფრო დიდი ინტერესია. სამწუხარო ისაა, რომ კლუბების დამოკიდებულებაზე ყველაფერი ეს შესაბამისად არ ასახულა. ამისთვის მათი უკეთესი შედეგებია საჭირო. მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რომ ეროვნული გუნდის ახლანდელი თუ მომავალი წევრები კარიერას სწორედ ჩვენს ჩემპიონატში იწყებდნენ.

რამდენიმე კარგი მაგალითი მოწმობს, რომ ეროვნულ ლიგაში შესაძლებელია, მაღალი დონის ლეგიონერები გვყავდეს. საქმე მხოლოდ უკვე ასაკში მყოფ და ერთ დროს სახელოვან ფეხბურთელებზე კი არა, არამედ პერსპექტიულ ახალგაზრდებზეცაა, რომელთაც მაღალი მიზნებისკენ სვლა საქართველოს გავლით შეუძლიათ.

ბოლო დროს ყურადღება ფოთის "კოლხეთის" რუმინელი ნახევარმცველის, 22 წლის ანდრეი დავიდ სილვა ვრაჩუს კარიერამ მიიქცია. თბილისის "დინამოსთან" ტრავმა მიიღო, პირველივე ტაიმში შეცვალეს, ჯერ გუნდს სათანადოდ არ მორგებია და ბევრი აქვს დასამტკიცებელი, მაგრამ განვლილი გზა უკვე საინტერესოა. წარმოიდგინეთ, მან ფეხბურთის თამაში "ბარსელონას" ასაკობრივ გუნდში დაიწყო, 2010-11 წლებში კი მადრიდის "რეალის" მაისური ეცვა.

დავიდი "ვალენსიასა" და "ალმერიაშიც" ახალგაზრდულ გუნდებში იყო, მიმდინარე სეზონი კი სამშობლოში, "პეტროლულში" დაიწყო, საიდანაც ფოთში ვიხილეთ.

ანდრეი ვრაჩუ რუმინეთის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და რა თქმა უნდა, ძალიან სურს, ეროვნულ გუნდში ითამაშოს. ამისთვის ახლა მნიშვნელოვანია, მის კარიერაში სტაბილური პერიოდი დადგეს. 22 წლის ნახევარმცველს უნარი აქვს, ნახევარდაცვა და შეტევა ერთმანეთს წარმატებით დაუკავშიროს.

რადგანაც "კოლხეთზე" ვსაუბრობთ, გიორგი აბუაშვილზე უნდა ვთქვათ, რომელიც ეროვნულ ლიგაში ძალიან შედეგიანია, უკვე 8 გოლი აქვს. ბოლოს ისიც "პეტროლულში" იყო, როგორც ვრაჩუ. მართალია, გიორგის "პორტუში" კარიერა სათანადოდ არ აეწყო, თუმცა მას ბევრი შეუძლია და ჯერ ყველაფერი წინ აქვს.

ფოთელთა რიგებში 23 წლის რუსმა ფორვარდმა კირილ კლიმოვმა "დინამოს" გაუტანა, საგოლე პასიც ჩაიწერა და უკვე 5 შედეგიანი დარტყმა აქვს. კახა ჩხეტიანის გუნდში სხვა ახალგაზრდებიც არიან - 22 წლის მცველი მაჰამათ თაიმი (ჩადი) "ივერდონში" თამაშობდა; ფრანგი ცენტრალური მცველი მაჰამადუ კონატე 22 წლისაა. ქართველზეც ვთქვათ, 23 წლის ერეკლე ჯიჯავაძე პერსპექტიული ნახევარმცველია...

"კოლხეთში" გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი მელქაძეც გამოსარჩევია. ფოთელები ახლა გასავარდნ ზონასთან ახლოს ტრიალებენ, პერსპექტივა კი აშკარად უფრო მეტის გააჩნიათ.

ლუკა
რუმინელი ვატო არველაძეა, მამა რომ რეალში და ბარსაში გაგიშვებს და შენ რომ გაიზრდები და “დაუფასებ” ფოთის კოლხეთში თამაშით
Edmond
კარგად კი დაუწყია, მხოლოდ )
ლევანი
არა რა, მეგობრებო, ამ ქვეყანას მართლა არაფერი ეშველება, სანამ ასეთები ვართ. თორმეტის ნახევრიდან ველოდები, ბილეთის ყიდვას, ძვლივს რიგი მოვიდა და მაინც ვერ ვყიდულობ, ამას რა ჰქვია, რაა? მე კი ვიცი, რაც ჰქვია, მარაა რააა
Emre
ის ბიჭი რატო გამახსენდა არგენტინაში რო იყო ბარსელონას აკადემიაში და მერე ხაშურის ივერიაში რო აღმოჩნდა?
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
ვიტინიამ დაასახელა პსჟ-ს ფეხბურთელი, რომელიც "ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებს
დონარუმამ კარიერის პრემიერლიგის გუნდში გაგრძელება გადაწყვიტა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონი წაგებით დაიწყო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები რასმუს ჰოილუნდის საქციელით უკმაყოფილოები არიან
იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
პსჟ-ს ტრანსფერი 67 მილიონი დაუჯდება და ახალწვეულს უდინეში წარადგენს
ჩაკვეტაძე "უოტფორდს" პირველ ტურში ვერ დაეხმარება
მამაცაშვილმა შვედეთში გუნდი შეიცვალა
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
პირადი კონტრაქტი შეათანხმა - გარნაჩო "ჩელსის" მიუახლოვდა
გირასიმ "ალ-ჰილალში" გადასვლაზე და მაღალ ხელფასზე უარი განაცხადა
UEFA-მ რუსულ კლუბებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 10 მილიონ ევროზე მეტი ჩაურიცხა
ლაშა ოდიშარია კარიერას სავარაუდოდ, ესპანეთში გააგრძელებს
კრიშტიანო რონალდო 2025 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის არყოფნას გამოეხმაურა
როცა ყველა წასვლისკენ მოგიწოდებს - საფონოვისა და პსჟ-ის თანამშრომლობა შეუძლებელი ხდება
18 წ. | სამხრეთ აფრიკაში ინგლისით ვიწყებთ
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
პსჟ "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას გეგმავს
"ბარსელონა" კუნდესთან თანამშრომლობას გააგრძელებს
ქართველების "მეცი" რუსი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
აბუაშვილი "სენტ-ეტიენში" არ გადავა - ის სხვა ფრანგულ გუნდში ჩაირიცხება
ძაღლმა "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს სასქესო ორგანოზე უკბინა - შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
საქმე სერიოზულადაა - "რეალი" პსჟ-ს შემტევის გამოსყიდვას გეგმავს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
კონფლიქტი ამოწურულია - ტერ შტეგენი დათმობაზე წავიდა და კაპიტნის სამკლაური დაუბრუნეს
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
იამალის შემთხვევა რომ აღარ განმეორდეს - ცნობილია, რისი გაკეთება აუკრძალა ფლიკმა ფეხბურთელებს
ქართველების "მეცმა" "ტრუას" მოუგო
ჰოლანი ვინისიუსის ნაცვლად - ფლორენტინო პერესის გეგმა
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
[VIDEO] დაიწყო - წიტაიშვილმა "მეცში" სადებიუტო გოლი გაიტანა
ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის "რეალი" ლუნინს
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს