26 ოქტომბერს UFC 308 გაიმართება - ერთმანეთს ილია თოფურია (15-0) და მაქს ჰოლოვეი (26-7) დაუპირისპირდებიან.

ღონისძიების მთავარმა მებრძოლებმა დაპირისპირებამდე ESPN MMA-ს პირდაპირ ჩართვაში სიტყვები გაცვალეს და მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრეს.

ქართველმა "მატადორმა" მეტოქეს კრივის მონაცემები დაუწუნა და უთხრა, რომ მას არც დარტყმის სიძლიერე გააჩნია და არც ტექნიკა. მაქსსა და ჯასტინ გეიჯის (25-5) ორთაბრძოლას, რომელშიც ჰოლოვეიმ ბოლო წამის ნოკაუტით ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დაამარცხა, ილიამ მოსაბეზრებელი უწოდა.

ინტერვიუს მიმდინარეობისას, თოფურიამ ავსტრალიელ ალექსანდერ ვოლკანოვსკისაც (26-4) გაჰკრა კბილი, რომლის წინააღდეგაც UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამარი მოიპოვა. "მოხუცთა თავშესაფარი გავხსენი. ვოლკანოვსკის აქვს უკვე ერთი ოთახი და 26 ოქტომბერს მეორეში შენ შეგიშვებ", - მიმართა ილიამ მაქს ჰოლოვეის.

ცნობისთვის, ილია თოფურია UFC-ის POUND FOR POUND-ის რეიტინგის მე-4 ნომერია, მაქს ჰოლოვეი კი ამჟამად მე-11 ადგილს იკავებს. დაპირისპირება MMA-გულშემატკივრებისათვის ერთ-ერთი საინტერესოა, რადგან ერთმანეთს სტილით ორი მსგავსი მებრძოლი შეხვდება.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

რეზო
ამ მახინჯ შოუს არა თუ არაფერი აქვს საერთო სპორტთან, ძირეულადაც კი ეწინაარმდეგება. ეს არის ანტისპორტი, რადგან სპორტული პრინციპი დაფუძნებულია ურთიერთპივისცემაზე, ეს კი ზიზსა და უზრდელობაზე, რიტიც სამწუხაროდ ისედაც სუნთქავს ჩვენი დრო. ეს არ არის სპორტი და სპორტული გამოცემების არ უნდა განიხილავდნენ, მაგრამ პოსტმოდერნში ცხოვრება ამას გულისხმობს
123
ისეთ განცხადებებს აკეთებს, ტიპმა რო წააგოს კარიერას ინგრევს... იმედია ვცდები
rigiti
ისე, მართლა რომ გახსნა მოხუცთა თავშესაფარი ძალიან კარგ საქმეს გააკეთებ!!!! ვინც ფული იშოვა ყველა ეკლესიებს აშენებს! მგონი უკვე საკმარისად გვაქვს და თუ სიკეთე და ქველმოქმედება გინდათ ბავშვებზე და მოხუცებზე იზრუნეთ, უფრო დიდი მადლია...
ლადო თ
კარგია ამდენი კარგი ხალხი რომ ხართ, მაგრამ ამ საუბრები სპეციალურად რომ არის დავიჯერო ვერ ხვდებით? ამით ინტერესს უზრდიან კონკრეტულ აწ უკვე დაგეგმილ და მომავალში დასაგეგმ ბრძოლებს, თორემ დარწმუნებული ვარ დიამეტრალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან.
ტოტტი
სიბერეზე ქილიკი ულამაზო მგონია ილია
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
"პატარა სოსისო" - ილია თოფურიამ პედი პიმბლეტს მიმართა
"არ დაგავიწყდეთ, რომ..." - არმან ცარუკიანი ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
ჯიბეზე ყველაზე მეტად ხელი "ჩელსიში" გაიკრეს - რომელმა ათმა გუნდმა დახარჯა ყველაზე მეტი ფული ბოლო 5 წელში ტრანსფერებში
აკრძალვა სამ სატრანსფერო ფანჯარაზე - "ბილბაო" ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს
მეოთხე მწვრთნელი სეზონში - "ნოტინგემ ფორესტის" პრემიერ ლიგაში დარჩენა პორტუგალიელ სპეციალისტს დაავალეს
სეზონის ბოლომდე - "ტოტენჰემს" იგორ ტუდორს ჩააბარებენ
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
"ნიურნბერგის" "კარლსრუესთან" 5:1 გამარჯვება და ლოჩოშვილის ტრადიციულად დადებითი შეფასებები
[VIDEO] ხვიჩას 60 წუთი და პსჟ-ს მოულოდნელი მარცხი "რენთან"
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
მამუკა კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "მახანტალი"
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
ხვიჩას მოლოდინი მარჯვნივ და ბოლო მატჩი პლეი-ოფამდე
7 გაუპატიურების საქმე და 4 ქალბატონი - პარტეის კიდევ ორი ბრალდება წაუყენეს
ვინისიუსს ფეხბურთში მოდის წინ წამოწევა სურს - აი, რაზე დაიწუწუნა ბრაზილიელმა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
ბრიუსელში უეფას 50-ე კონგრესი გაიმართა
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს