ფეხბურთისხვადასხვა
"შენ რა, ფრანგულად მელაპარაკები?" - ჩერჩესოვი ყაზახ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა მშობლიურ ენაზე დაუსვა
ნიკალა მახარობლიშვილი
12:00/16-10-2024
+-

ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი სკანდალში გაეხვია.

ყაზახეთი-სლოვენიის (0:1) მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჩერჩესოვს კითხვა ყაზახურ ენაზე დაუსვა, ჩერჩესოვმა კი ასეთი პასუხი გასცა:

"შენ რა, ფრანგულად მელაპარაკები?".

კითხვის ავტორი ჟურნალისტი ბეგასილ სეუთხანოვი გახლდათ, რომელსაც "პარი სენ ჟერმენის" მაისური ეცვა.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"სტანისლავ ჩერჩესოვი ყაზახურ ენას დიდ პატივს სცემს, გარდა ამისა ის ყაზახურ ენას დიდი მონდომებით სწავლობს", - ნათქვამია ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, ყაზახეთი ორენოვანი სახელმწიფოა, სადაც ყაზახური და რუსული ოფიციალურ ენებადაა გამოცხადებული.


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
6
DVB
(1)
/
Dislike(2)
რახან ყაზახეთში ორი ძირითადი სახელმწიფო ენაა, ეს აძლევს ჩერჩესოვს ამის თქმის საფუძველს. საფუძველს აძლევს, თუმცა არანაირად არ ვამართლებ მაგის ამ ნათქვამს. ჟურნალისტს აქვს უფლება, ისაუბროს ნებისმიერ და მითუმეტეს მშობლიურ ენაზე! და თუ ჩერჩესოვს არ ესმის ესა თუ ის ენა მითუმეტეს იმ ქვეყნისა სადაც მსახურობს და ხელფასს იღებს (უეჭველი მილიონებსაც კი!) ეს უპირველეს ყოვლისა მისი პრობლემაა და კეთილი ინებოს სანამ ენას ისწავლის (ან ვერ ისწავლის) იყოლიოს თარჯიმანი... ჟურნალისტი როგორც ადგილობრივი ისე შეიძლება ნებისმიერი ქვეყნიდან იყოს და ყურები არ უნდა აპარტყუნოს მწვრთნელმა გაუგებრობით... მე მიმაჩნია ჟურნალისტი არცერთ ვარიანტში არ ტყუის. ჩერჩესოვმა კი მართლაც თავის შოვინიზმი და უკულტურობა გამოიჩინა მაგ საქციელით. იმედია ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია დროულად დაითხოვს ამ უვიც და უტიფარ ტიპს... კარგად გვახსოვს ("დიდი შედეგის მქონე მწვრთნელი"-ს) მეთევზეების მიერ გამოგდებული მისი გაწვრთნილი "ფერენცვაროში"... იმედია ყაზახები მალე მოეგებიან გონს სანამ ოფიციალური შესარჩევი დაიწყება...
1:10:23 PM 10/17/2024
გამოხმაურება(0)
Star lord
(1)
/
Dislike(18)
ხალხო შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ. ნუ ელაპარაკებით რუსებს რუსულად. პაჟალუისტა ზდრასტვუიწე და ეგეთებს მოეშვით. იქ არავინ გიპასუხებთ ქართილად და ნურც ჩვენ შევეგებებით მათი მშობლიური ენით. დაჟინებით უპასუხეთ ინგლისურად, თუ ინგლისური არ იცით ქართულად ელაპარაკეთ არც ეგაა პრობლემა. შეიგნონ სხვა ქვეყანაში რომ არიან და არა გრუზიაში. #ნუიქნებიგრუზინი
4:08:12 PM 10/16/2024
გამოხმაურება(3)
ვაჟა
Dislike(1)
/
Dislike(2)
ეე ჩემო მეგობარო, ეს ხალხი მაგდენს რომ ხვდებოდეს რუსეთის უკანა ეზო კი აღარ ვიქნებოდით.
1:45:15 PM 10/17/2024
ბოკინიო
Dislike(1)
/
Dislike(1)
თუ ესე საუ რობ მაშინ მხოლოდ ქართულად!!! ჩვენ მხოლოდ ქართული და აფხაზური გვაწ სახელმწიფო ენებად!!! არც სხვა ქვეყანაში დაგელაპარაკებიან ქართულად ! მე ისიც არ მომწონს ჩვენი ლიდერები უცხო ენებზე რო საუბრობენ ფორუმებზე! ატარონ თარჯიმნები და ყველას გააგებინონ ქართული ენა!!!
7:53:27 AM 10/17/2024
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2