UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა (18-4) მერაბ დვალიშვილმა, რამდენიმე ხნის წინ, წარმოშობით დაღესტნელ მებრძოლებზე ისაუბრა. მისი თქმით, დაღესტანი არ შეიძლება რუსეთის ნაწილად ჩაითვალოს. დვალიშვილი ამბობს, რომ დაღესტანი არ არის რუსეთი და იქაური მებრძოლები იძულებულნი არიან რუსეთის სახელით იასპარეზონ.

მერაბის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი (26-1). მახაჩევმა თქვა, რომ დაღესტანი რუსეთის ნაწილია, მერაბი კი ამერიკაში ცხოვრობს და არ იცის, რაზე საუბრობს.

ქართველი "მანქანის" ამ სიტყვებზე კიდევ ერთმა UFC-ის მებრძოლმა, შარა მაგომედოვმა (15-0) ისაუბრა, რამაც ქართველ გულშემატკივრებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

"უცხოელი და ქართველი სპორტსმენები, ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებს არ ესწრებოდნენ. დვალიშვილი, ალბათ, ჭიდაობაზე დადიოდა და გეოგრაფიისა და ისტორიის გაკვეთილებს აცდენდა. რატომღაც, ქართველებს რუსები დიდად არ უყვართ. ისინი მადლიერნი უნდა იყვნენ. ისტორია რომ იცოდნენ, ეცოდინებოდათ, რომ დაღესტანისაგან მათ რუსები იცავდნენ. როდესაც ჩვენ თავს ვესხმოდით, რუსები იცავდნენ. რომ არა რუსეთი, საქართველო დაღესტანის ნაწილი იქნებოდა" - ამბობს მაგომედოვი.

რა თქმა უნდა, შარას ეს სიტყვები ქართველ მებრძოლებს არ გამორჩენიათ და მათ პასუხმაც არ დააყოვნა. გურამ ქუთათელაძემ (13-4) დაღესტნელს მოუწოდა, რომ საქართველოსთან ომზე საუბარს თავი დაანებოს, განსაკუთრებით კამერების წინ: "შენ სპორტსმენი ხარ. საქართველოსთან ომზე საუბარს თავი დაანებე, განსაკუთრებით კამერებთან, ინტერვიუში. როდესაც შევხვდებით, მაშინ ვილაპარაკოთ ისტორიის, გეოგრაფიის, რუსული ენისა და ცხოვრების გაკვეთილებზე".

მაგომედოვს ასევე საკადრისი პასუხი გასცა კიდევ ერთმა ქართველმა UFC-ის მებრძოლმა რომან დოლიძემ (14-3). "შარა, გამარჯობა, მე ძალიან არ მიყვარს ინტერნეტში ეს მთელი გარჩევები და დაპირისპირებები, თუმცა მოვისმიმე შენი სიტყვები, რომელიც ვიღაცამ განათავსა, ან შეიძლება შენ იყავი. როგორც მინიმუმ, მე ამ ნათქვამს არაკორექტულად მივიჩნევ.

შემდეგ ჯერზე, როცა გნახავ, მაქვს სურვილი ამ თემაზე ვისაუბროთ. ჩვენ მეზობელი ხალხი ვართ, დიდი ხანია ერთად ვცხოვრობთ და ჩვენ სალაპარაკო გვექნება და რიგი სიტყვების ახსნა მოგიწევს", - წერს თავის სოციალურ ქსელში რომან დოლიძე.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

დავით გურამიშვილი
თურქი სპარსი ლეკი ოსი ჩერქეზ დიდო ღლიღვი ქისტი ყველა ქართლის მტერი იყო ყველამ გაჰკრა თითო ქიშტი.გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები,რომ ვანია ფანია,ჯაყო მაგამას სასარგებლო იდიოტებად არ იქცეთ.გაუმარჯოს მაღალზნეობრივ,ჭკვიან(ადეკვატურ),თავისუფალ ქართვობას.
ჯიოშვილი
ჯაყოს ბუნება არა გცოდნია კეთილო.
ალმასხან
ზუსტი,ადეკვატური შეფასებაა.
დავით 67
ყოჩაღ სოსო!
Odala
ისე მაგის შტერულმა ლაპარაკმა გამოიწვია ეს ამბავიც. მაგრამ ესენიც რომ დაიბოღმნენ ქართველების ჩემპიონობით ეგეც აშკარაა.
Odala
თოფურიას და დვალიშვილის ჩემპიონობის მერე სერიოზულად დაიბოღმნენ ეს ბარანები.
სოსო
თუშ ბიჭებს შამაუთვლიათ, ლეკ ბიჭებთანა,ქადილი, თუ მოხვალთ,მალე გადმოდით, თუ არ მაგწყინდათ ლოდინი. კარზედ გვიბია ცხენები, დახვრიმეს,ლაგამ რვალები, ჩვენამც თქვენს მოლოდინშია, აღარ მოგვწონან ხმალები. თოფს არ გავისვრით თუშები, გატეხ არ გვინდა ხმისაო, ერთიან ყველას გაგმუსრავთ, ჟამ აღარ გვაქვის ცდისაო. ქართველებმაც და ლეკებმაც,მტრობაც იცოდნენ,ომიც და მეგობრობაც.კარგიც გვახსოვს და ავიც,ერთმანეთისაგან.ისტორიაც ხომ ეს არის.როცა ერთად ვიყავით,მაშინ ვიავით,ყველაზე ძლიერები.როცა შეძლეს და ერთმანეთს გადაგვკიდეს,მაშინ წავიდა უკან, ჩვენი საქმეც და მათიც.დავით გურამიშვილიც ლეკებს ჰყავდათ გატაცებული და ქართლის ჭირში როცა "ესრეთ ქართლი და კახეთი,დარჩა თურქთა,ლეკსა, დიდოს-ო ამბობს", მანამდე იმით იწყებს,"ვით მამალი სხვის მამალსა,დაჰმტერდეს და წაეკიდოს,მას სცემოს და თვით იცემოს,დაჰქოჩროს და დაეკიდოს"...როცა ლეკები და საერთოდ ჩრდილო კავკასია დაიმორჩილეს და გაამაჰმადიანეს თურქებმა,აღარც ჩვენ გვქონდა მტკიცე ზურგი,მათი სახით და აღარც ჩრდილო კავკასიელებს,ჩვენი სახით.მათ ნაყოფიერ მიწებს,თანდათან იპყრობდა რუსეთი და სულ უფრო ღრმად ერეკებოდა,კავკასიოსნის მაღალ მთებში,სადაც საკმარისი სარჩოს მოპოვება,შეუძლებელი იყო.ასევე საქართველოც შეავიწროვეს,ირან ოსმალეთმა და სარჩო საბადებლის სიმწირით შეწუხებულმა ჩრდიო კავკასიელებმა,დასუსტებული საქართველოს რბევით დაწყეს,ოჯახების რჩენა.არც ქართველები აყრიდნენ ხეირს,მომხვდურებს და ორივე მხარე,სულ უფრო სუსტდებოდა.საბოლოო ჯამში,ორივე მამალი,ერთმანეთთან ბრძოლით დაღლილი,იმ ძაღლებს დარჩა,დავით გურამიშვილი რომ წერდა.ასეთი ძაღლები,დღესაც ბევრი გვახვევია და მათ ჭკუაზე კი არ უნდა ვიაროთ,არამედ,მხოლოდ საქართველოს ინტერესები დავიცვათ.ყველა გარე ძალა ცდილობს,ქვეყნის შიგნით დაძაბულობა და დაპირისპირება გააღვიოს,რადგან ასეთ დროს,ადვილია მას აიძულოს სხვისი ინტერესები გაითვალისწინოს და საკუთარზე წინ დააყენებინოს.ერეკლე მეფე იძულებული იყო,ინდოეთში გაჰყოლოდა ნადირ შაჰს,სალაშქროდ,მეფე გიორგი, ავღანეთში მოჰკლეს ღალატით და კიდევ რამდენჯერ იყო,ქართველთა ჯარი,სხვა ქვეყნის სამსახურში რომ ანთხევდა სისხლს.არაბები,სპარსელები,რუსები,ოსმალები...ყველანი გვაიძულებდნენ მათი ინტერესების დასაცავად გვებრძოლა,რადგან ჩვენზე ძლიერები იყვნენ და ამით ქვეყანა,საკუთარ ტერიტორიაზე ნგრევისა და ხოცვა ჟლეტის თავიდან აცილებას ახერხებდა.რაღაც დროით მაინც,რომ ცოტა სული მოეთქვა და ფიზიკურად არ განადგურებულიყო.სულ ბოლოს ერაყში,ავღანეთში და აფრიკაში ვიცავდით სხვების ინტერესებს,ქართველი ჯარისკაცებით,თუმცა ჩვენ როცა გავეხვიეთ ომის ცეცხლში,იქ გაგზავნილი ჯარი,საქართველოს ვერაფრით დაეხმარა,რადგან დაბრუნება ვერ მოასწრო და ვერც ის ქვეყანა დაგვეხმარა,რომელსაც ჩვენ ვეხმარებოდით,ჩვენი ჯარით.ამიტომაა აუცილებელი,ჩვენ მეზობლებთან მშვიდობის შენარჩუნება და კეთილმეზობლობის დამყარება.ჩვეულებრივ ხალხს,არც ერთ ქვეყანაში არ უნდა ომი და ნგრევა.ეს მხოლოდ მთავრობებს და მათ უკან მდგომ ფინანსურ წრეებს სჭირდებათ.ამიტომ სწორედ ხალხის,ჩვენი ინტერესია,ჩვენ მთავრობებს,ქვეყნის მშვიდობიანი არსებობა და განვითარება ვაიძულოთ.ჩვენი ბიჭები,ამას ხვდებიან,რადგან იციან რა მოსდევს ომს.აი დაღესტნელ მებრძოლებს კი,უკვე იმდენი წელია,პუტინის აგრესიული მმართველობის,პროპაგანდის და მასზე უარესად აგრესიული და მოძალადე კადიროვის მმართველობის უწევთ ცხოვრება(ფაქტობრივად მთელი შეგნებული სიცოცხლის პერიოდი),რომ მთლიანად იმას იმეორებენ,რაც მათგან გაუგიათ.ჰიტლერმა თავისი ფაშისტური პროპაგანდით,6 წელიწადში გადააქცია მსოფლიოში ყველაზე უფრო პოლიტიკურად მომზადებული გერმანიიის მოსახლეობა,ფაშისტურ გერმანიად და რაღაა საკვირველი,რუსეთის მოსახლეობაც ასე აგრესიული რომ გახადეს,ამდენ წლიანი გააფთრებული პროპაგანდის შემდეგ?იგივე მდგომარეობაა უკრაინაშიც,თუ უარესი არა.არ დაგავიწყდეთ,რომ უკრაინა და რუსეთიც იმ ორი მამალივით წააჩხუბეს და ახლა რომელი ძაღლი(ები) წაიღებს,ამდენი ბრძოლით და ჩხუბით დაღალულ ორ ქვეყანას,მგონი დაახლოებით მაინც ხვდებით.ბევრი ნერვებზე მოიშლება,ამდენი რამ დააწერინა,საქმე არა ჰქონიაო,მაგრამ საჭიროა ამაზე ყვირილი.ვიღაცა მაინც წაიკითხავს,შესაძლოა რასაც აქ ვწერ,ზოგიერთმა მაინც არ იცოდეს და თუ დაინტერესდება და უფრო მეტს გაიგებს,ბევრ რამეს თვითონაც მიხვდება.რაც შეეხება მაგ ლეკ ბიჭებს,ასე რომ აზროვნებენ,ეს მათი ბრალი კი არა, მათი უბედურებაა და რომან დოლიძე თუ შეხვდება,ალბათ სწორედ ამის ახსნას შეეცდება,მათთვის.საქართველოშიც ბევრს სჭირდება ამისი შეხსენება,ან ახსნა.იმედია გამომივიდა.
მისმინე
მაგათ ვაჟკაცობაზე რა აქვთ სალაპარაკო რჯული ვერ შეინარჩუნეს და თურქებმა გაამუსულმანეს. ქართველები კიდევ ერეკლეს წინამძღოლობით თურქებსაც და ჩრდილო კავკასიიდან წამოსულ მტერსაც ერთდროულად ებრძოდა
ჯონის
"ჯერ ისევ 13-14 წლის ჭაბუკი იყო მეფე ერეკლე, როდესაც მამამისმა დანიშნა სარდლად კახეთის ჯარისა. 14 წლის იყო, როდესაც შემუსრა ლეკთა ჯარი ქიზიყის მისადგომებთან. ამის შემდეგ ერეკლეს აღარ დაუსვენია და ამის შემდეგ ეს გმირი ჭაბუკი შეიქმნა ნუგეშ-იმედად ყოველი ქართველისა. დღე-ღამე იგი წვრთნიდა თავის მეომრებს და სასტიკ ომს უპირებდა ქვეყნის მტრებს." მოსე ჯანაშვილის ნაშრომიდან - "მეფე ერეკლე" კოხტა ბელადი შეიძლება არ იყო მარა მაგ ასაკში(კაი ბატონო 14-ის იყოს) ხომ შემუსრა მაგათი ბელადები?
C
აი რატომ სრ უნდა იყოს პარლამენტში და ასე.შ. მებრძოლი და ძიუდოისტი. შენ ადგილას გმირი ხარ,ერს უყვარხარ, გადიდებს და ეამაყები და საკმარისია იქ შეყო ცხვირი, სადაც არაა შენი საქმე, ერებს შორის დაპირისპირების საშიშროება დგება. საიდან გადაწვდა საერთოდ დაღესტანს, ან საიდან გაახსენდა რუსეთია თუ ჩინეთი. შეეხე იმათ სიამაყის გრძნობას და რატომ იყო ეს საჭირო. რა დროს დაღესტანია , ვახ
ალექს
ყველა, ვინც ოდნავ მაინც იცის ფაქტებზე და არა მითებზე დაფუძნებული ისტორია, ერკვევა ძალიან კარგად რაოდენ საშინელი მეზობლები იყვნენ ეს ე.წ. "ძმები", სინამდვილეში მარად ველურები, ვითომ ვაჟკაცები და რეალურად კი სისხლისმსმელი ქურდბაცაცები. ძალიან კარგია რომ რუსებს ამათ დაპყრობაში დავეხმარეთ და მჯერა რომ მათ უღელქვეშ იქნებიან აწ და მარადის, ესეც კი დიდი წყალობაა მათთვის. აქვე - ხთფუი რუსეთს.
ჯეჯე
ჩემთვის მართლა აღმოჩენაა დაღესტნელი სპორტსმენების თავის ამგვარი გამოდგება, რუსეთი ვართო. იმედია, მხოლოდ ფულზე გაყიდულები ფიქრობენ ასე და მოსახლეობის ძირითად ნაწილს შერჩენილი აქვს საკუთარი იდენტობის გრძნობა. პრინციპში, თუ მოსახლეობის უმრავლესობაც ამათნაირად ფიქრობს, მე რაში მეკითხება. მათი საქმეა და არა ჩემი, სად და ვისთან იცხოვრებენ.
ქ. გ.
რუსეთის მონებთან ლაპარაკი არ არის საჭირო. არ არიან ე.წ. "კავკასიელები" ჩვენი ძმები და მეგობრები. არც კავკასიელები არიან სინამდვილეში. ზოგი ირანიდან არის გადმოსახლებული (მაგალითა, ოსები), და დანარჩენები კი არაბეთის ქვეყნებიდან არიან ჩამოსულები. ჩვენს რეგიონში ჩამოსვლის შემდეგ ნაწილობრივ ჩვენი გენებიც ურევიათ (ქალებს იტაცებდნენ დ ამიტომ აქვთ ქართული გენებიც).
ობლაკ
დვალიშვილისთვის უკეთესი იქნება პოლიტიკას და ისტორიულ მოვლენებს შეეშვას და თავის საქმეზე კონცენტრირდეს…..
ქართველი.
სინამდვილეში პირიქით არის, ეს რუსეთი უნდა უმადლოდეს საქართველოს რომ არსებობს ჯერ კიდევ იმ დროიდან როცა რუსეთი პატარა და სუსტი იყო, საქართველო სამხრეთიდან მუსულმანური სამყაროსგან წალეკვისგან იცავდა. ირანი თურქეთი და არაბეთი რომ მძვინვარებდა. მერე ქართველმა პეტრე დიდმა გადააქცია რუსეთი იმპერიად და მოდერნიზაცია ჩაუტარა. მერე ქართველებმა დავაპყრობინეთ კავკასია ქართველების გარეშე რუსეთი მაგას ვერასდროს ვერ შეძლებდა, შამილს ვერასდროა ვერ დაამარცხებდა. მერეც სტალინმა ჩეჩნები 24 საათში გადაასახლა შუა ომის დროს თორე რამოხდებოდა კაცმა არ იცის. მართლმადიდებლობა ჩვენ მივეცით ჩვენ მოვნათლეთ, პირველი რუსი მღვდელი ათონის მთაზე ქართველმა ბერებმა გაზარდეს და აკურთხეს ბერძნებს მეტი საქმე არ ქონდათ. ჩვენ მოვიყვანეთ რუსეთი აქამდე ყველანაირად. მერე ქართველმა სტაკინმა და ბერიამ გადააქციეს ატომურ ზესახელმწიფოდ და მეორე მსოფლიო ომში გადაარჩინეს. აქაც ქართველები რომ არა განადგურდებოდა რუსეთი. სამამულო ომი ჩვენ მოვაგებინეთ. არა მარტო ყველაზე დიდი მსხვერპლი გავიღეთ, პრაქტიკულად ყველა გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენ მოვაგებინეთ ქართველი სამხედრო ინჟინერ მეცნიერებით დაწყებული მზვერავ ჯაშუშებით და დივერსანტებით დამთავრებული. მაგ ომის მერეც, ქართველმა მეცნიერებმა იმდენი უდიდესი საქმე გაუკეთეს გასაიდუმლოებული აქვთ ყველაფერი, , ყველაზე ძლიერი ბალისტიკური რაკეტები ვინ შეუქმნა რომლისაც დღესაც ეშინია დასავლეთს და იცავს რუსეთს დღემდე რომლითაც პუტინი თავს იწონებს. ატომური ბომბიც ბერიამ იჩალიჩა, ყველა მთავარი იარაღი ჩვენ მივეცით. ბერიამ კიდე ისეთი რაღაცეები აკეთა ომის მერე, საბჭოთა დაზვერვა რომ ყველაზე ძლიერი იყო და პირველ ნომრად თამაშობდა მსოფლიოში ბერიას და სხვა ქართველი თანამშრომლების დამსახურებით იყო. კიდეც ბევრის თქმა შეიძლება, რუსეთი ვერასოდეს ვერ გადაიხდის ამ ყველაფერს და კიდე მაგას დამატებული მაგათი დანაშაულები ქართველი ერის წინააღმდეგ 1802 წლიდან დაწყებული, პირველი რაც გააკეთა რუსმა საქართველოს საზღვარი რომ გადმოკვეთა ბავშვების გაუპატიურება და დახოცვა იყო. ხოცვა ჟლეტა ძარცვა საეკლესიო ქონების და სიწმინდეების გაზიდვა ეკლესიების ნგრევა და გათეთრება სამღვდელოების ხოცვა გადასახლება, 1921 37 56 . 9 აპრილი აფხაზეთი და 2008 წლის სისატიკეები. ამ ყველაფრისგან ვერ ამოყვინთავს რუსეთი, ჩაიხრჩობა ვერ გადარჩება. განაჩენი გამოტანილია უბრალოდ დროის ამბავია. რუსებზე უმადური დაუნახავი დეგენერატი ერი მეორე არ არსებობს. აუცილებლად დაისჯება და დაბრუნდება ის დრო როდესაც რუსები დავით აღმაშენებელს ემორჩილებოდნენ, ეგეც იმ შემთხვევაში თუ იარსებებენ საერთოდ
ჯონი
1759 წელს ლეკების 8000-იანმა ჯარმა კოხტა ბელადის სარდლობით ილაშქრა ქართლში და ლიახვის ხეობამდე მივიდა. ერეკლემ ისინი ატოცთან და დვანის ციხესთან დაამარცხა. ერეკლე 39 წლის იყო
იკა
ჯერ დვალიშვილს აქვს გრძელი ენა; ვინ გეკითხება, რუსეთის ნაწილია დაღესტანი აბა რა არის, ჩვენ დიდი სისხლის ღვრა მოგვიწია რუსეთის ნაწილი რომ არ ვყოფილიყავით. დაღესტანი იყო ყოველთვის სახანო, განუვითარებელი ადგილობრივი მოსახლეობით, და დღეს არიან იქ, სადაც მაგათი ადგილია. ამიტომ, დიახ, დაღესტანი რუსეთის ნაწილია. სტალონს რომ გალანძღავ, შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ თანამედროვე ისტორიაში სტალინზე დიდი ქართველი ვინ გვყავდა მსოფლიო მნიშვნელობის. მერაბმა კოჭი გაუგორა კავკასიელებს სტალინის ლანძღვით, იმიტომ რომ მაგათ არ უყვართ სტალინი, არც ბერია. დეესრნეკბს არ მო@@@@ან ის ბოროტი მოდგმა?!
მანფრედ კალცი
ზვიადო ლეკებო, ასე როგორ მიგაჩმორეს რუსებმა?
რეზო
1. მართალი ხარ , თქვენგან გვიცავდა! ოღონდ არა იმიტომ,რომ მაგრები იყავით, არამედ როდსაც სპარსეთი და ოსმალეთი გვძიძგნიდნენ თქვენ აფთრებივით ზურგიდან გვაცხრებოდით. ძალიან კარგი რომ აღიარეთ, თორემ ნურმაგოვედოვ ვიდეოში ჰყვებოდა რომ ქართველები არბევდნენ დაღესტნის სოფლებს. სხვათაშორის ეს პასუხი ყველა ჩრდილოკავკასიელს თუ რატომ ივრძოდნენ ქართვეელი თავადები (გენერლების ჩინით) შამილის და მისნაირების წინააღმდეგ. 2. ჩვენ დაღესტნის ნაწილი არა და ვერ ვიქნებოდით ვერანაირად, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნამეტანი მსუყე იქნებოდა თქვენთვის ეგ ლუკმა და ირანი დაგასწრებდათ, მაგრამ აი ისე კი გამოვიდა, რომა... ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, თქვენ კიდევ რუსეთის ნაწილი. ასე რომ...
13 წლის საიდან მოიტანე? მართლა დაიჯერებს ხალხი:) ეგ ამბავი ასპინძის ბრძოლაში მოხდა და ერეკლე 50 წლის იყო უკვე. დაუჯერებელი გამარჯვება კი მოიპოვა ქართულმა ჯარმა.
555
ის სულძაღლი შამილი უნდა წამოაყენო საფლავიდან და ანახო როგორ მიაჩმორეს და გადააგვარეს რუსებმა ჩრდილოეთ კავკასიელები.ალბათ იქვე გაუსკდებოდა გული.
ურა პატრიოტებს!
ნეტა არ იბრიქებოდეთ და არ იჯგიმებოდეთ რა?
კახაბერი
ეე,ნაწილი,თუ სრულიად დაღესტანელები კარგა მაგრად გამოუთაყვანებიხათ რუსულ-აზიურ იმპერიას(?!),დღეს მათი მოგონოლი,,ისტორიით,, გაბჟუტურებენ, მით რუსები ვართ, რუსები ვართ-ო გაძახებინებენ,+ დაღესანის დროშით გამოსვლას ვერ ბედავთდა,და თუ თავი არ, ვერ დაიხსენით მაგ დაშანტაჟება,ძალმომრეიბა,შიშები, სიძულვილზე დაფუძნებულ,მით უპერსპექტივო სამყაროს, მალე თავსაც დაგ×ვიწყებენ და მთლად რუსულად იბჟუტურებთ
ტტტ
13 წლის ერეკლე მეფის მიერ გაგორებული კოხტა ბელადი იყო ეტყობა მაგის წინაპარი.დდდდ
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
დრო და მეტოქე ცნობილია - რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება
"ილია ბევრს ლაპარაკობს, იმედია ისლამი მოაკეტინებს... მინდა ძალები MMA-ში ვცადო" - არტიომ ძიუბა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
"გუშინ ვისპარინგეთ მე და ილიამ, ეს ვიდეო თუ დამიდეს..." - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი? [VIDEO]
გურამ ქუთათელაძე კაუე ფერნანდესთან დამარცხდა
UFC-ში ქუთათელაძის მორიგი მეტოქე გაირკვა
"მახაჩევთან საბრძოლველად ვემზადები, მაგრამ მას ჩემი ეშინია" - ილია თოფურიას მომდევნო მეტოქის შესახებ ჰკითხეს
გურამ ქუთათელაძე UFC-დან გაუშვეს
წარმოუდგენელი უსამართლობა - UFC-ში ქუთათელაძეს გამარჯვება მოპარეს [VIDEO]
"დავიღალე პატარა ბიჭებისთვის შანსის მიცემით" - მახაჩევი თოფურიაზე
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
დვალიშვილის მოწინააღმდეგე იანისა და ფიგურედოს ბრძოლაში გაირკვევა
რა გველოდება UFC-ში? ბელალ მუჰამედის ბრძოლა, მახაჩევის შესაძლო წონის ცვლილება და თოფურიას სატიტულო ბრძოლის პერსპექტივები
ქუთათელაძე ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა
"ილია ბევრს ლაპარაკობს, იმედია ისლამი მოაკეტინებს... მინდა ძალები MMA-ში ვცადო" - არტიომ ძიუბა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა