ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მილიონობით გულშემატკივარს კვარაცხელიასგან მხოლოდ ეს სურს?! - "ტაქტიკური სიმტკიცე" და "გრილიშიზაცია"...

მილიონობით გულშემატკივარს კვარაცხელიასგან მხოლოდ ეს სურს?! - "ტაქტიკური სიმტკიცე" და "გრილიშიზაცია"...

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კაკამ თბილისში სტუმრობისას (ჩემი კითხვისას) განაცხადა (რასაც ნაკლებად ველოდი): "რატომ არ არიან დღეს ჩემი სტილის ფეხბურთელები? - იმიტომ არა, რომ ტალანტები არ არიან. უბრალოდ, ფეხბურთის სტილი შეიცვალა და კლასიკური "10 ნომრები" აღარ არიან. ნახევარმცველებს ხშირად საჯარიმოში უწევთ თამაში. ჩემთვის, საინტერესო საყურებელია, როგორ იცვლება ფეხბურთი, ტაქტიკა და მწვრთნელების მიდგომა. მიყვარს ეს თამაში და სიამოვნებით ვადევნებ თვალს". არადა, ესაა საკითხი, რომელზედაც ვეტერანი ფეხბურთელების დიდი ნაწილი კრიტიკულად განიხილავს და მისით დაინტერესება ხვიჩა კვარაცხელიასაც უკავშირდება, ვისი თამაშიც საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს, გამოხმაურებები კი ტაქტიკურ ნაწილსაც ეხება.

კაკა - "ჯადოქარი ათიანი"

კვარაცხელიამ განსაკუთრებული მოწონება იმიტომაც დაიმსახურა, თანამედროვე, ლამის მძლეოსნობად ქცეულ, ათლეტიზმით გაბატონებულ ფეხბურთში სიახლე, სითამამე, სილაღე და არაორდინალურობა შეიტანა. გასაგებია, ამაში ხელს მოწინააღმდეგეები უშლიან, მაგრამ ფაქტია, თავად მწვრთნელები არიან მონდომებულები, მისი გუნდის შემტევებისგან დაკარგული ბურთის გამო, შეტევა საკუთარ კარზე არ მიიღონ. ყველაფერი კეთდება, "კვარა" უფრო გუნდისთვის სასარგებლო, "მუშა" გარემარბად გადააქციონ, დაცვაში ბევრი საქმის კეთება რომ უწევს.

ხვიჩას ყოველთვის შეუძლია, ერთი მახვილგონიერი პასით თუ ეფექტური დრიბლინგით გულშემატკივრებს აპლოდისმენტები მოწყვიტოს, დაუვიწყარი ეპიზოდები შექმნას და შეხვედრის ბედი გადაწყვიტოს, თუმცა მას მაინც მწვრთნელების ხედვის შესაბამისად მოქმედება უწევს. ადრე "კვარადონას" უფრო მეტი თავისუფლება ეძლეოდა, ცენტრშიც გვენახა და ორივე ფლანგზე. ახლა ისევ ართმევებში დიდი ენერგიის დამკარგავი კვარაცხელია ვნახეთ. ლუჩანო სპალეტი ამბობდა, რომ ქართველ გარემარბს დაცვაში თამაში სასწავლი და ამ კუთხით სამუშაო ჰქონდა, მაგრამ ლუჩანოს გუნდი შეტევაში მეტ დროს ატარებდა, გუნდი სინქრონულად მოქმედებდა და 77-ე ნომერს შეტევაში იმპროვიზაციის საშუალება ეძლეოდა.

შესაძლოა, საქმე ლოგიკურ აცდენასთან გვქონდეს. გუნდმა "კვარა" მსოფლიოს გააცნო, როგორც წინა ეპოქის ფეხბურთის გამღვიძებელი, წარსულის სენტიმენტების გამღვივებელი, საბოლოოდ კი ცდილობენ, მისგან თანამედროვე გარემარბი შექმნან, რომელიც დღევანდელ ბაზარზე უკეთ "იყიდება". დღეს ჩვენებური ტაქტიკურად ძალიან მაღალ დონეზეა მომზადებული, დეტალებში გაშინაურებული, მაგრამ ის ეფექტურობა ბუნებრივად იკარგება, რის გამოც ის ასე შეიყვარეს.

ხვიჩაზე მხოლოდ იმიტომ არ ვწუხვართ, რომ ის ქართველია, აკი ვთქვით, რომ მისი ის "შემოჭრილი" ფეხბურთი ყველას სჭირდებოდა. მაშინ, ვის სჭირდება "მორგებული" ხვიჩა, მხოლოდ თანამედროვე ფეხბურთს?!

კაკაზე დავწერეთ, რომელიც "მილანის" ლეგენდა იყო. მილანელთა ახალი მწვრთნელი ფონესკა ლეაოს თამაშით უკმაყოფილოა, რადგანაც ის დაცვით ფაზაში აქტიური არაა. პორტუგალიელიც იმ კატეგორიიდანაა, რომელსაც ვერ "გადააკეთებ", ის გუნდს უნდა მოარგო ისეთი, როგორიც არის, სხვანაირად მას უბრალოდ გაანადგურებ, მისგან აღარაფერს დატოვებ.

"კვარაცხელია არის გრილიში მანამდე, სანამ მას გვარდიოლა ტაქტიკურ სიმტკიცეს ასწავლიდა"

დღეს კიდევ ერთი საკითხია, როცა ფეხბურთელი რითაც გამორჩეულია და რის გამოც შეიძინე, შემდეგ მისი შეცვლა და ახალ რეალობასთან მორგება გიწევს. ასეთია, თუნდაც, ჯეგ გრილიშის მაგალითი "ასტონ ვილადან" "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის შემდეგ. მისი თამაში ახლა თითქმის აღარავის რომ არ აღაფრთოვანებს, ეს შემდეგ თავად ფეხბურელს ბრალდება.

როცა "გადაკეთებაზე" ვსაუბრობთ, ის მხოლოდ გარემარბებს არ ეხება და არც მხოლოდ დღევანდელ დღეს. ლუის ვან გაალს ძალიან სურდა, რიკელმეს "ბარსელონაში" საკუთარ თავზე ბევრი ფუნქცია აეღო, ჩაშლაც შეძლებოდა და შეტევაც. ნიდერლანდელ მწვრთნელს მხოლოდ პოზიტიური გეგმები ჰქონდა, მაგრამ არ შეიძლება, ფეხბურთელს წაართვა ის, რაც ყველაზე კარგად იცის და მიანიჭო ის ფუნქცია, რაც დასწავლადიც არაა და მასე რომც იყოს, მას დრო სჭირდება, ამასობაში ხარისხი იკარგება...

ისევ გარემარბებს დავუბრუნდეთ. დღეისთვის გულშემატკივრები არიენ რობენს ვერ ხედავენ, მაგრამ არიან ფეხბურთელები, მართლაც განსხვავებულს რომ ჰქმნიან, მაგრამ არავინ იცის, წლების შემდეგ რა იქნება, როცა საქმეში ტაქტიკური ამბები ჩაერთვება. მაგალითად, საფრანგეთიდან წასვლის შემთხვევაში, როგორ ეცდებიან ბრედლი ბარკოლას "გადაკეთებას", ასაკის მატებასთან ერთად ლამინე იამალს რა ახალ ელემენტებს მოთხოვენ...

დამაინც, ვინმემ რომ არ იფიქროს, ხვიჩა კვარაცხელიას "გამართლება" სჭირდება, ასე არაა. ის საკუთარ თავზე

მუშაობს, სკანდალები მისგან შორსაა, იაზრებს მწვრთნელების მითითებებს და აუცილებლად "გაშინაურდება" ყველა დავალებასთან. მას ამ სეზონში ბევრი გააქვს, გუნდური ელემენტები გათავისებული აქვს, მაგრამ მილიონობით გულშემატკივარს მხოლოდ ეს სურს?!

• გიორგი

მართალი ხარ .რისთვის იყიდეს კვარა ,თუ დაცვაში უნდა ეთამაშა,თუ იმისთვის რომ არ ჩამოვყვები ახლა კვარას უძლიერეს მხარეებს ,რომელიც დღევანდელ ფეხბურთში იშვიათი მოვლენაა .შეზღუდო მისი ნიჭი დათავს მოახვიო საშუსლო გუნდების ტაქტიკით ათამაშო ეს უსინდისობაა .ფეხბურთი იმიტომ უყვარს მაყურებელს რომ სანახაობრივად იყოს ლაღი დალამაზი თავსი ფინტებით პასებით თორემ დრიბლიორმა საკუთარ კარბთან დაცვას დაეხმაროს მერე მოწინააღმდეგის კარისკენ გაქანდეს თოხარიკი ცხენივით ,რა დრიბლინგზეა აქ ლაპარაკი და ამიტომაც პასებს იძლევა ე.ი ბურთს იშორებს ეტყობა ასეთი დავალება აქვს მწვრთნელისგან თორემ გაგონილა ასეთ ფეხბურთელს დაავალო დაცვაშიც მიეხმაროს. 5-6 მცველი ყავს 2-3 ნახევარ მცველი და 2 თავდასხმელსსაც ამატებ წინ ვინ იქნება კონტე? თავდამსხმელი უნდა თამაშობდეს თავდასხმაში მცვილი დაცვაში და თუ რამე ესმის კონტეს მცველბს ასწავლოს გრძელი პასები და არა კვარას და ლუკაკუს დაცვაში თამაში

• თამუნს

ღვთისავარის სტატიები ყოველთვის ინტერესით იკითხება,ნამდვილი პროფესიონალია. გარდა ამისა, ზუსტ ანალიზს აკეთებს, რაც ხდება, ზოგადად თანამედროვე ფეხბურთში. კვარას დიდი გულშემატკივრები ველით მის სტატიებს.

• გიორგი

სიამოვნება მივიღე სტატიის წაკითხვისგან. საკითხში ღრმად ჩახედვის და ფაქტების დაკავშირების უნარი ამ ავტორს ნამდვილად გამოარჩევს, ისევე როგორც ფართო განათლება.

• სოსო

სასწაული ფეხბურთელი იყო,კაკა!საკუთარი საჯარიმოს წინ მიიღებდა ბურთს და დრიბლინგით მიდიოდა,მეტოქის საჯარიმომდე.მერე კი ან დარტყმა,ან კიდევ უფრო ღრმად შესვლა.წინ რამდენი მცველი დახვდებოდა,მნიშვნელობა არ ჰქონდა,მაინც მიდიოდა და ეს ძალიან ლამაზი საყურებელი იყო.საერთოდ ძალიან კარგი სტატიაა და ღვთისავარი ადრეც ეჭვის ქვეშ აყენებდა,კვარას კონტეს სათამაშო მოდელთან შეთავსევადობას და ახლა უკვე სრულიად აშკარაა,რომ მისი შიში მართლდება.კონტე ფეხბურთელებისაგან მისი დავალების განუხრელ დაცვას მოითხოვს და ასეთ დროს,სწორედ შემოქმედი ფეხბურთელები იჩაგრებიან.უკვე მეორე წელია,ხვიჩას აიძულებენ,არა მისი,არამედ მწვრთნელის ფეხბურთი ითამაშოს. მიუხედავად იმისა,რომ დაცვაში ის შეუდარებლად სასარგებლო გახდა და თითქოს შეტევაშიც გაცილებით პროდუქტიული გახდა,მაინც ყველას აქვს უკმარისობის განცდა,რადგან სანახაობამ იკლო,მის თამაშში.მიშა მესხიც დაცვაში თამაშის მოთხოვნით შეჭამეს და რომ ვერ გადააკეთეს(არავის არ დაემორჩილა),ბოლოს ფეხბურთიდან წასვლა აიძულეს.გასული საუკუნის 70-იან წლებში დინამოში ძმები,გივი და ლევან ნოდიები თამაშობდნენ.ტანმორჩილი,მსუბუქი ბიჭები.გივი ნოდია ცენტრალური თავდამსხმელი იყო და საბჭოთა კავშირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.მისი თამაში,მუდმივი აჩქარება,ჩასაფრებიდან გამოხტომა და არაფრიდან გოლის გატანა იყო.ცხადია ასეთ თამაშს,დიდი ენერგია მიჰქონდა და მისი თამაშის გადაკეთება დაიწყეს.ძუნძული უნდა ისწავლოვო.ისე გადააკეთეს,რომ ბოლოს,მხოლოდ ძუნძულით გამოირჩეოდა მოედანზე.ხვიჩას დრიბლინგის გარდა,შესანიშნავი მოედნის ხედვა და პასი აქვს,ასე რომ ის მაინც ძალიან სასარგებლო ფეხბურთელად დარჩება,მაგრამ უკვე დღეს,დრიბლინგის უნარი,საგრძნობლად აქვს გაუარესებული და სულ დაკარგავს,მისი გადაკეთება თუ გაგრძელდა.ხვიჩა არასოდეს გამოირჩეოდა მთელი მატჩი მორბენალის თვისებებით,ალბათ ვერც ვერასოდეს გახდება ასეთი და გამოდის,რომ ერთდროულად დაცვაში სრულფასოვან თამაშს და თვალისმომჭრელ დრიბლინგებს,ვერასოდეს შესძლებს.მწვრთნელების გადასაწყვეტია,როგორი კვარაცხელია სჭირდებათ.ჯერჯერობით ლერწამივით იღუნება კვარა,ცდილობს მწვრთნელის მოთხოვნებიც შეასრულოს და სილამაზეც შეინარჩუნოს,მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.ან მესხივით ამაყად მოუწევს გულშემატკივარისათვის საყვარელი ფეხბურთის თამაში და მწვრთნელებისაგან მუდმივი ზეწოლა,ან კიდევ გივი ნოდიასავით გატყდება და მხოლოდ სწორ ფეხბურთს ითამაშებს.რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა ექნება კლუბს და მის მწვრთნელს,როგორი ფეხბურთის ფილოსოფიას მიჰყვებიან ისინი.ამიტომ დიდი დაფიქრება სჭირდება,მომდევნო კლუბის არჩევისას.რა თქმა უნდა სასურველია ისეთ კლუბში გადასვლა,რომელიც მას საკუთარი პოტენციალის სრული გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს.რა თქმა უნდა, მანამდე ნაპოლისაგან თავის დაღწევაა საჭირო.

• * დათო ს.

* გერდ მიულერის ისტორია როგორია, დაცვაში, - უაზრო სირბილზე კატეგორიული უარი რომ თქვა და სათადარიგოში რომ დასვეს.

• * დათო ს.

გერდ მიულერის ისტორია როგორია, დაცვაში, - უაზრო სირბილზე კატეგორიული უარი რომ თქვა და სათადარიგოში რომ დასვეს.

• goga

აბა რას ველოდით, იტალიურ ფეხბურთში გარემარბს რა უნდა? ზოგადად იტალიურმა სამწვრთნელო სკოლამ გააუფერულა ფეხბურთი, ამათმა ბაჯოს აუკრძალეს თამაში და ვის გაახარებენ დაცვაში თუ არ "იპახავებს"? ლეაო უკვე დასვეს სკამზე და ხვიჩასაც იგივე ელის, თუ დროზე არ გაასწრო.

• aburjga

ძალიან სწორად არის დასმული აქცენტები! დიდებულ დრიბლინგს თუ ჩამოვაშორებთ კვარაცხელიას მისგან გამოვა საშუალო ტიპიური ფეხბურთელი! ასე შესაძლებელია მან მეკარეობაც კარგად ისწავლოს! არ ვარგა არც კონტეს ნაპოლი და არც ეს დებილი კონტე მეხატება გულზე. კვარაცხელიამ უნდა ითამაშოს რომანტიკული ფეხბურთი, ადრე ჯორჯ ბესტი რომ თამაშობდა ისეთი! ფეხბურთი რომლითაც მან საფეხბურთო სამყაროს, გულშემატკივარს გააცნო თავი!

• მწვრთნელი

კვარაცხელიას დონის ფეხბურთელისთვის უნდა გქონდეს განსაკუთრებული საფეხბურთო სქემა და არა ლავრენტას ამოჩემებული 4-3-3 ყოველ თამაშში! აგერ შორს, რომ არ წავიდეთ სანიოლი ათამაშებს სამ ცენტრალურ მცველიან სქემას და ბოლო თამაშში ალბანეთთან შეცვალა და რა მიიღო!? გასაგებია ქოჩორაშვილს შემცვლელი არ ყავდა, მაგრამ ხვიჩას ფლანგზე გამწესება და წინდა უკან სირბილი არა მგონია სწორი იყოს! ხვიჩა სპალეტის დროს ჯერ ჩამოყალიბების პროცესში იყო და ბევრ მოძრაობებს აკეთებდა, რომ დაემტკიცებინა სპალეტისთვის! ახლა სულ სხვა სიტუაციაა და კონტე ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, რომ გუნდს ხვიჩას გარშემო არ აწყობს!

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს

ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე

[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა

3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო

"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა

ქალმა მსაჯმა კაკას ყვითელი ბარათი მასთან სელფის გადაღების მიზნით უჩვენა [VIDEO]

"კარგი ბიჭია; ცუდია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება" - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა

"ცალი ფეხით იმაზე კარგად ითამაშებს, ვიდრე გრილიში "სიტიში" - კასანო ქართველით აღფრთოვანებულია

გრილიში შესაძლოა, პრემიერ ლიგის ბინადარ სხვა კლუბში გადავიდეს

მადრიდის "რეალის" 5 ყველაზე ცუდი ტრანსფერი

გრილიში: მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც გვარდიოლა სრულ თავისუფლებას აძლევდა

კვარაცხელიას თანაგუნდელი სავარაუდოდ, კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

დუემ, კვარაცხელიამ და პსჟ-ის სხვა ფეხბურთელებმა სოციალური ქსელი დაიპყრეს - ლიგის ფინალის შემდეგ ციფრები მნიშვნელოვნად შეიცვალა

[VIDEO] რა დაემართა კვარაცხელიას შემცვლელ ნერეშს საჩემპიონო აღლუმზე - ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს

ზამბო ანგისამ შესაძლოა, პრემიერ ლიგას მიაშუროს - კამერუნელს ლონდონში უხმობენ

კაკამ მესისა და რონალდოს შორის საუკეთესო დაასახელა

"ნაპოლიში" კვარაცხელიას გადამყვანი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსიდან" გაუშვეს

დაინტერესება სერიოზულია - კვარაცხელია გვარდიოლას სიაშია და "სიტი" ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა - მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს

სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?

"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა

"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი

გვარდიოლას გრილიშის შემცვლელად კვარაცხელიას დამატება სურს

კაკა ბრაზილიაში ქერა მოდელზე დაქორწინდა [PHOTO]

საუკეთესო 4 ფეხბურთელი, რომლებმაც კარიერა დაინგრიეს - ვინ არიან ისინი

"ექიმები ფიქრობდნენ, რომ სიარულსა და ლაპარაკს ვერ შეძლებდა" - გრილიშმა საკუთარ დაზე ისაუბრა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა