მადრიდის "რეალი" იმ კლუბების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელშიც თამაში, პრაქტიკულად, ყველა ფეხბურთელს სურს. თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ახერხებენ ათამაშებას. ეს გასაგებიც არის, რამდენადაც "რეალში" ყველა პოზიციაზე უზარმაზარი კონკურენციაა. მიუხედავად იმისა, ფეხბურთელი არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი თუ არა, ფაქტი არაა, რომ ის წარმატებულად შეძლებს თამაშს.

წარმოგიდგენთ იმ მოთამაშეების ნაწილს, რომელთა ტრანსფერი "რეალში" წარუმატებელი აღმოჩნდა.

5. ტომას გრავესენი

დანიის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი.

კლოდ მაკელელეს "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ "რეალის" საყრდენ სივრცეში არეულობა სუფევდა. გრავესენი "ევერტონიდან" შეიძინეს, სადაც ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. თუმცა მადრიდში მან თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. არადა, ხელმძღვანელობა მასზე დიდ ფსონებს ჩამოდიოდა.

ის გულშემატკივირებს, როგორც უზრდელი, უხეში და სკანდალისტი, დაამახსოვრდათ, რომელსაც პროდუქტიული არაფერი მოჰქონდა კლუბისთვის. საბოლოოდ ტომასი შოტლანდიურ "სელტიკში" ერთ წელიწადში გაყიდეს.

4. ანტონიო კასანო

იტალიელი თავდამსხმელი. "რეალმა" ის შორეულ 2006 წელს იყიდა. ანტონიო ნამდვილად კარგად თამაშობდა, თუმცა მადრიდელთა მწვრთნელი ფაბიო კაპელო მასთან ურთიერთობას ვერ ალაგებდა. ამიტომ ფეხბურთელი საკმაოდ ხშირად სათადარიგოთა სკამზე იჯდა. შესაბამისად, ის ვერ შეთამაშდა. შეძენიდან ერთ წელიწადში "რეალიდან" იჯარის წესით "სამპდორიაში" მიდის, ბოლოს კი იტალიელებმა მისი კონტრაქტი გამოისყიდეს.

3. ვალტერ სამუელი

არგენტინელი მცველი "რეალში" 2004 წელს "რომადან" გადმოვიდა. იმ პერიოდში მასში დაახლოებით 20 მილიონი ევრო გადაიხადეს, რაც მაშინ კოლოსალური თანხა იყო.

მაგრამ გუნდთან ვერ შეთამაშდა, უშვებდა ბევრ შეცდომას და ისიც ერთ წელიწადში "ინტერში" გაუშვეს.

2. როისტონ დრენტე

2007 წელს დრენტემ ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო, თავად როისტონი კი საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ბუნებრივია, "რეალმა" ის შეამჩნია და ახალგაზრდას კონტრაქტიც გაუფორმა. თავდაპირველად ის სტაბილურად თამაშობდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ნელ-ნელა მარსელომ ამოაგდო. სათამაშო პრაქტიკის გამო სხვადასხვა კლუბში იჯარის წესით თამაშობდა, მაგრამ "რეალთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ არავის დასჭირდა. მან ვლადიკავკაზის "ალანიაშიც" კი ითამაშა.

1. კაკა

2007 წელს ბრაზილიელმა "ოქროს ბურთი" მოიგო, ხოლო 2009-ში 65 მილიონ ევროდ "მილანიდან" "რეალში" გადავიდა. თავდაპირველად ის საკმაოდ წარმატებულად თამაშობდა, თუმცა მალევე ტრავმა მიიღო, რომლის მოშუშებას თითქმის ერთი წელიწადი დასჭირდა. ტრავმის მორჩენის შემდეგ ბრაზილიელმა ვეღარ დაიბრუნა ძველებური ფორმა. საბოლოოდ, 2013 წელს ის თავისუფალი აგენტის სტატუსით "მილანში" დაბრუნდა.

თქვენ ვის დაამატებდით ამ სიას?

Goga
Aseve beilmac ver gaamartla.kars ver umiznebda burts,xandaxan tveshi ertxel gaqonda goli.
gio
დავიჯერო მაიკლ ოუენმა გაამართლა რეალში?
შაკო
ვუდგეიტი, ხამესი
Goga
კიდევ ბევრი შეიძლება: პედრო ლეონი - ბევრს ელოდნენ ამ ბიჭისგან მარა არ გაამართლა პაბლო გარსია - ურუგვაელი საყრდენი რომელიც პრიმერაში მაგრად თამაშობდა მაგრამ არც ის გამოდგა ახალი მაკელელე მეტცელდერი - ბუნდესლიგაში ერთ-ერთ უნიჭიერეს მცველად ითვლებოდა თუმცა... ვუდგეიტი - ისე მივიდა და ისე წავიდა საერთოდ რა გუნდში იყო და სად მოხვდა თვითონაც ვერ გაიგო გაგო - მასშიც ახალ მაკელელს ხედავდნენ მაგრამ არ ქონდა საკმარისი ჟილკა სისინიო - შეეძლო თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მარჯვენა მცველი გამხდარიყო, მაგრამ ერთ-ერთ უდიდესი იმედგაცრუება გამოდგა და გალოთდა ჟულიენ ფობერი - ალბათ ყველაზე დაბალი კლასის ფეხბურთელი რომელსაც იდესმე რეალის მაისური ცმია. 1 თამაში ათამაშეს და მეორე დღესვე გაუშვეს გუნდიდან. დრენტე უნიჭიერესი იყო, მაგრამ ფეხბურთზე მეტად მუსიკა უყვარდა და საბოლოოდ იქით წავიდა, ისევე როგორც ხესე... ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად დამენანა. ძალიან კარგი იყო
Master
ვუდგეიტი,იოვიჩი,აზარი.
roma bejanidze
მაიკლ ოუენი 2001 წელს ოქროს ბურთი მიიღო და რეალში გადავიდა ლივერპულიდან, ის რეალში გოლებს კი არა გოლს იშვიათად იტანდა მერე ნიუკასლში გადავიდა და იქვე დაამთავრა კარიერა.
"სოსიედადმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად 17 წლის ეგვიპტელ ფორვარდს განიხილავს
სეზონის ბოლომდე საფრანგეთში - ენდრიკი "ლიონში" გადავა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩზე
პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში - "ბორნმუთმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ რეკორდი დაამყარა
"სოსიედადმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
"ერთიანობა წარმატების საფუძველია" - ჩაბი ალონსოს კომენტარი "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] ოგბაიძემ "კარლ ცაისს" "ცხრიანში" გაუტანა!
[VIDEO] ლუკა ხორხელის პირველი გოლი სლოვაკეთის მთავარ ლიგაში!
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
ხვიჩა პსჟ-სთან ერთად კატარში გაემგზავრა
[VIDEO] წუთები დიდ სენსაციამდე - "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" მარცხს გადაურჩა!
კვერნაძე შეცვალეს, "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
ქალმა მსაჯმა კაკას ყვითელი ბარათი მასთან სელფის გადაღების მიზნით უჩვენა [VIDEO]
რეპერი როისტონ დრენტე წელიწად-ნახევრის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა
ხერარდო მარტინოს "ბარსელონაში" 35 წლის თანამემამულე მცველი მიჰყავს
"კარგი ბიჭია; ცუდია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება" - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა
ვალტერ სამუელი: რუსეთში ჩავალ და არგენტინასთან ერთად მუნდიალის მოგებას ვიზეიმებ
კასანოს კრიტიკით დაიღალა - ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
ჟორჟინიო ვეინალდუმი არასდროს მოხვდებოდა "ლივერპულში", რომ არა ბებია
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
მილიონობით გულშემატკივარს კვარაცხელიასგან მხოლოდ ეს სურს?! - "ტაქტიკური სიმტკიცე" და "გრილიშიზაცია"...
როისტონ დრენტემ ფეხბურთიდან მუსიკაში გადაინაცვლა [VIDEO]
ვუდგეიტი, კაკა და "რეალის" კიდევ რვა წარუმატებელი ტრანსფერი
სერია A. ტრანსფერები: ედინსონ კავანის იტალიაში ვეღარ აჩერებენ
ფრთხილად, თქვენ გელით "რეალი"! - ათი ვარსკვლავის ათი ფიასკო
კაკამ მესისა და რონალდოს შორის საუკეთესო დაასახელა
"იამალი თუ გიულერი?" - კასანომ არჩევანი გააკეთა
გიორგი ჭანტურია: მერაბ ჟორდანიამ საჭირო ხალხთან გადარეკა და...
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
კაკა ბრაზილიაში ქერა მოდელზე დაქორწინდა [PHOTO]
"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი გაკოტრებულად გამოაცხადეს
საუკეთესო 4 ფეხბურთელი, რომლებმაც კარიერა დაინგრიეს - ვინ არიან ისინი
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია