სერია B-ს მეცამეტე ტურში, სტუმრად "მანტოვასთან" 0:1 წაგებულ მატჩში, "კრემონეზეს" მცველი ლუკა ლოჩოშვილი გააძევეს.

ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, 90-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, 90+3-ზე მეორე და მოედნის დატოვება მოუწია.

კრემონული გუნდი 18 ქულით ამ მომენტისთვის მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 24 ნოემბერს სახლში "ფროზინონესთან" ჩაატარებს.

მანტოვა. "დანილო მარტელი"

მანტოვა - კრემონეზე 1:0

გოლი: ბურაი (59)

გაძევება: ლოჩოშვილი (90+3, კრემონეზე)

სოსო
კაცი იტალიაში თამაშობს და ნაკრებში რატომ არ არისო,სანიოლს ჭამენ.იტალიაში გააძევეს და ნაკრებში რა უნდაო!-მეორეები ამიტომ ჭამენ,სანიოლს.ლუკა ფიზიკურად დიდი და ძლიერია!გაბარიტების გამო,საკმაოდ მოუქნელიც და პატარა,ცქვიტ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში,ხშირად აგებს პოზიციას.ამას კი,სასჯელიც მოჰყვება./სამაგიეროდ,ტანიან მეტოქეებთან ძალიან გვადგება ხოლმე,მისი სიმაღლე და ჯანი.როგორც პიროვნება კი,მართლაც ძალიან კარგი, წესიერი და გულისხმიერი ბიჭია.არავისგან საგინებლად არ მემეტება. ნაკრების მწვრთნელის გადასაწყვეტია,რომელ თამაშში როგორი სტილის ფეხბურთელი სჭირდება და დვალიშვილისა არ იყოს,ნუ შეჭამეთ,ეს ბიჭი!მწვრთნელი თუ თვლის,რომ ნაკრებს სჭირდება,ნებისმიერი ფეხბურთელი უნდა წავიდეს ნაკრებში და არავის აქვს უფლება,ამის გამო,მასზე ძვირი თქვას.
gel-100
მაგარი საცოდავი ხალხი ხართ ამდენი ბოღმით როგორ ცხოვრობთ საერთოდ? ან ეს სკლეროზი როდიდან დაერია ერის პატარა ნაწილს?? ლოჩო ყოველთვის ხისტი მცველი იყო,ფიზიკურად ძლიერი,დიდი გაბარიტების ესეთი პროფილის ფეხბურთელი კიდე საჭიროა გუნდში აბა ახმახ ჩეხ თავდამსხმელებს ვეტერანი კაშიათი და გველესიანით ვაპირეებთ??თუნდაც უკრაინელებთან დვალიც არ იქნება და არ გამოადგება ნაკრებს თქვენი აზრიით??ეროვნულ ნაკრებში ყველა პროფილის და გაქანების ფეხბურთელი უნდა არსებობდეს ხისტიც, ფიზიკურად ძლიერიც, ტექნიკურიც, მორბენალიც და ტვინგახსნილიც,,პორტუგალიასთან რო ვიჩაგრებოდით პენალტი რო მოიპოვა და ერთ მომენტში პორტუგალიელი აუტის ხაზისკენ რო მოისროლა თავისი გაბარიტებით მაშინ ხო კარგი ბიჭი იყო?? ან ლოჩოს ყვითლები და მით უმეტეს წითლები სად ნახეთ ნაკრებში?? ეს წითელიც იქიდან გამომდინარეობს რო თამაში მთავრდებოდა აგებდნენ და ნერვიულობამ იძალა თანაც ლოჩო სანამ დაბრუნდება ნაკრებიდან მისი გუნდი თამაშობს და გაუვა ეგ დისკვალიფიკაცია,,არ ვამართლებ უნდა მოთოკოს ხოლმე ნერვები თუმცა ამით არაფერი იცვლება ლოჩო ნაკრებში ყოველთვის სულს და გულს დებს და ჯიგრით და თავგანწირვით თამაშობს ყოველთვის,,ააა მოიცა იმიტო ხოარ ლანძღავ რო რამე კუდი აქ ამ სიტუაციას?? რამეს მარხავ ალბათ გამოჩნდება მალე,საერთოდ ყველაფერი იშიფრება ადრე თუ გვიან,ეხლა შენ რო მომდევნო კომენტარში დაწერო აზაროვი გამოიძახეთო უკვე იასნი იქნება ვისი გორისა ხარ,,იმათი არ იყოს მიქაუტაძეს რო აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ, მეთქი რა უნდათ ამ ბიჭისგან კაცი ევროს ბომბარდირი გახდა,ნაკრებში მაგარი სტატისტიკა აქვს, ახალგაზრდა ნიჭიერი და აშკარად მაღალი კლასისაა ყველა ქართველ ფორვარდთან შედარებით და მიკვირდა რატო ლანძღავდნენ ის მცირე ჯგუფი და თურმე ბუდუს ნაკრებში დაყენების მომხრე ხალხი ამზადებდა წინასწარ ნიადაგს,,თქვე კაი ხალხო მესმის გინდოდეთ ვინმეს თამაში უფრო მეტად მარა ამისთვის მისი კონკურენტი უნდა ლანძღოთ და დააკნინოოთ?? რა ლოგიკის ხალხი ხართ, რა აზროვნება გაქვთ რომელიმე სხვა ეროვნების ფეხბურთელი თამაშობს ნაკრებშიი თუ რატო კიდებთ ერთმანეთს??
ასეა, ეს
ხომ ხედავ ლოჩო, პოლიტიკა და ფეხბურთი ერთად რომ არ გამოგდის. აირჩიე ან ერთი ან მეორე. მე გირჩევ ფეხბურთი ითამაშო და პოილიტიკას თავი დაანებო, ამით პროფესიონალიზმსაც აიმაღლებ და ხალხის სიყვარულსაც დაიმსახურებ.
ბესო შიოშვილი
ერთმა ურჩია, სპორტის სახეობა შეიცვალოსო, მეორემ - პროფილიო... მესამე და სამართალი: პროფესია შეიცვალოს - მსახიობობა დაიწყოს (თან კლიპში უკვე მოსინჯა ძალები)... :)
G.LA
მიზეზი ისაა რომ ბურთან შენობით ვერ არის. მოუქნელია და ფიზიკურად ძლიერი. ფიზიკური მონაცემების გამოა რომ ათამაშებენ იქ სადაც ათამაშებენ და ასევეა ნაკრებშიც. რამენაირად ფეხბურთის თამაში უნდა ისწავლოს, ასეთი ფიზიკური მონაცემების ფეხბურთელი რომ არ დავკარგოთ და მგონი ვილიც ამას ცდილობს.
გია
იქნებ საყრდენ ნახევარმცველად ათამაშონ, პროფილი შეუცვალონ, ჯანი და ფიზიკა კი აქვს; აბა, ამის საჯარიმოსთან გაკარება არ შეიძლება, სულ შიშით ვუყურებ, პენალი ან წითელი არ აიკიდოს.
სულ ესეთი იყო ლოჩო
ეს ბიჭი როდის ისწავლის ნორმალური ფეხბურთის თამაშს? არ ჯობდა ჭიდაობაზე ევლო? რა უნდა ესეთს ნაკრებში? ნებისმიერ დროს შეიძლება დააღალატოს გუნდი. სტატისტიკურად, ისტორიაში ალბათ ყველაზე მეტი ბარათი აქვს მიღებული ქართველ ფეხბურთელებში, მიუხედავად პატარა ასაკისა. (პიროვნულად ნაღდად არაფერს ვერჩი, ნამდილად კარგი ბიჭია).
Me
მორბენალი
გიუშა
მთავარია ნაკრებში კარგად, ჯიგრულად თამაშობს! კრემონეზეს დდშ მანტოვას თამადობით))
სანიოლი
და ნაკრებში დაბრონილიაქ ადგილი სულ
დოგი
სულ რაღაც ოთხი თამაში ითამაშა ამ სეზონში და ორი წითელი მიიღო.
ტტტ
მოსიარულე შარია რა ტიპი.
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
20 წლის ქართველის დებიუტი სერია A-ში და შეუცვლელი გოგლიჩიძე
"ნიურნბერგმა" მოიგო - ლოჩოშვილი შემდეგ მატჩს გამოტოვებს
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "ჰანოვერს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ყოჩაღობს - გაიტანა და დადებითი შეფასებები დაიმსახურა
შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს - ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ლიდერთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგის" ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა
"კრემონეზემ" ისევ მოიგო - ლორთქიფანიძე სათადარიგო იყო
დე ლაურენტისი გაგვაოცებს - ახალ მწვრთნელს სერია C-ში მიაკვლია