საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან საკუთარ მოედანზე მინიმალური მიზანი შეასრულა, არ დამარცხდა და ბოლო ტურის წინ "ერთა ლიგის" B დივიზიონში ჯგუფის მოგების შანსი დაიტოვა, თანაც ისე, საკუთარ თავზე იყოს დამოკიდებული. საწყის ტურებში მოპოვებული ლიდერობის შემდეგ იყო ჩავარდნა, მაგრამ მთავარია, ერთი გამარჯვება, რაგინდ რთული მისაღწევიც არ უნდა იყოს, მთავარ მიზანს შეგვასრულებინებს.

რა არის საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი? - "ერთა ლიგის" A დივიზიონში პირდაპირ დაწინაურება და მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრ გზაზე პლეი-ოფში მოხვედრა, რისი საკმაოდ დიდი შანსიც ჩვენი ლიგის გამარჯვებულებს აქვთ (A ლიგის გამარჯვებულები მინიმუმ მეორე ადგილსა და პლეი-ოფს კლასიკური შესარჩევი ეტაპიდანაც მოახერხებენ. შესაძლოა, მათ ჩვენც დავემატოთ).

რა ხდება ბოლო ტურში? თითქოს, ყველაფერი მარტივადაა, უშუალო შეხვედრაში ვუგებთ ამჟამად ლიდედ ჩეხეთის ნაკრებს და პირველობას ჩამოვართმევთ. არის თუ არა სხვა ფაქტორი? ჩვენ მსგავსად, 10 ქულის დაგროვება ალბანელებს (თუკი უკრაინას მოუგებენ) შეუძლიათ. მათთან ურთიერთთამაშების თანაბარი ანგარიში (1:1) გვაქვს, ბურთების შეფარდების კომპონენტში კი საგრძნობი უპირატესობა. საქართველოს ნაკრებს ბალანსი +2 (6:4) აქვს, ალბანეთს კი -1 (3:4). ჩეხეთთან მოგების შემთხვევაში, ჩვენი ბალანსი მინიმუმ +3 იქნება. გამოდის, ალბანელებმა უკრაინას 4 გოლი მაინც უნდა გაუტანონ. ასე რომ, ეს ამბავი ძალიან არარეალურს ჰგავს. თანაც, უკრაინელებს საკუთარი მიზნები გააჩნიათ.

რა მოტივაცია აქვს ჩეხეთს? ჩეხები ფრის შემთხვევაშიც ჯგუფში ჩვენზე წინ ყველა შემთხვევაში იქნებიან, მაგრამ 9 ქულას დააგროვებენ, რაც იმას ნიშნავს, პარალელურად, ალბანეთმა უკრაინა ნებისმიერი ანგარიშით რომ დაამარცხოს, ჯგუფს ალბანელები მოიგებენ. ასე რომ, თავისუფლად შეიძლება, ჩეხებს მოგებაზე "გაწევა" დასჭირდეთ, ეს კი შანსებს კონტრშეტევებზე გაგვიხსნის.

კიდევ რა შანსი არსებობს A დივიზიონში დაწინაურების(და არა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის)? ჯგუფში მეორე ადგილი საშუალებას გაძლევს, A ლიგის ჯგუფების რომელიმე მესამეადგილოსანთან პლეი-ოფი ითამაშო. მაგალითად, შეიძლება ეს ბელგია ან სერბეთი იყოს. ჩვენ პირველობაზე ვფიქრობთ, მაგრამ მოგეხსენებათ, ახლა მეორე ადგილზე ვართ და ყველაზე ცოტა, ეს პოზიცია რომ შევინარჩუნოთ, მაშინ ჩეხეთში მინიმუმ, ფრე, აუცილებლად გვჭირდება. ესეც იმ შემთხვევაში გვეყოფა, პარალელური მატჩიც თუ ფრედ დასრულდება. უკრაინის ნაკრები საუკეთესო შემთხვევაში მეორე ადგილზე თუ აღჩნდება.

დარჩა თუ არა შანსი საქართველო ქვედა ლიგაში დაქვეითდეს? პირდაპირ არა, საბედნიეროდ, მეოთხე ადგილზე ვერაფრით (რაღაც კატასტროფული უნდა მოხდეს, რაზეც საუბარი არ გვსურს) გავალთ, თუმცა ამის საფრთხე ჯგუფში მესამეადგილოსნობის შემთხვევაშია. მაშინ დარჩენისთვის ბრძოლა C ლიგის რომელიმე მეორეადგილოსანთან დაგვჭირდება. ეს შეიძლება სლოვაკეთი ან კოსოვო იყოს.

მთავარია, მოკლე დროში გუნდმა ძალების აღდგენა სრულად შეძლოს. დისკვალიფიკაციის შემდეგ ლაშა დვალი ბრუნდება. მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვთ ჩეხებს "ვესტ ჰემელი" სოუჩეკის სახით(შიკი ისედაც აკლდათ).

მადლობას ვუხდით კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმში განთავსებასა და მატჩის გაშუქებაში რომ დაგვეხმარა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტით კი საქართველოს ნაკრებთან ერთად ოლომოუცში გამგზავრების საშუალება გვეძლევა, რაც ძალიან სასიამოვნოა.

იმედია, გამარჯვებული დავბრუნდებით!..

გიორგი
კარგი ოცნებაა, მითუმეტეს ასეთი ლამაზი ჩეხური, და არანაკლებ ლამაზი და სამწუხაროდ მხოლოდ ერთი საპასუხო გოლის შემდეგ! კიდევ კარგი რომ ბევრი ძირითადის მოთამაშე აკლდათ თორემ სასირცხვილო ანგარიში იქნებოდა!
მამუკა
იმედია საზოგადოებრივი არხი პირდაპირ ჩვენებას უზრუნველყოფს
Givi
ჩეხებს ნახევარი გუნდი არ ეყოლება, თანაც სულ გამორჩეული ხალხი, ალბანეთთან ვუყურე და ყვითლებს ვითვლიდი, კიდევ მაგრად გადარჩნენ 4-5 კაცი იყო კიდევ ერთიც რომ მიეღოთ ყვითელი უფრო მეტი არ ეყოლებოდათ, ალბანეთმა ვერ ითამაშა აგრესიულად თორემ შეიძლებოდა სულ მთლად მეორე შემადგენლობით დაეტოვა ჩეხები ჩვენთან.
აუცილებლა უნდა მოვუგოთ, სხვა შედეგი არც განიხილება!!!!!!!
თუ მაკედონია და მულგარეთი გავამწარეთ გასვლაზე, რატომ ვერ უნდა მოვუგოთ კიდევ ერთხელ ჩეხებს? ძლიერი შემადგენლობა ყავდათ თბილისში და დავადუღეთ, ეხლა წამყვანი ფეხბურთელები აკლიათ და თავისუფლად შეიძლება რომ კვლავ მივართვათ 4-5 ბურთი. მთავარია შიშის გარეშე და უკომპლექსოდ, თავისუფლად შეუბერონ ჩვენმა ბიჭებმა. ეგენი ჩაკვეს, ჟორჟის, ხვიჩას გამჩერებლები არ არიან. ზურიკოც დააწიოკებს და თუ დაიბნენ, კაი ხანი ვერ მოვლენ გოლს. ცენტრი არ უნდა დავუთმოთ და უკან პასების მაგივრად, სულ წინ უნდა მივიწევდეთ. არავითარი მეორე ნომრად თამაში, გინდაც პირველი ჩვენ გავუშვათ(ღმერთმა ნუ თქვას და ყველაფერი ხდება), მაინც სულ შეტევაზე უნდა ვიყოთ მომართული. ვინც იქნებიან ფლანგებზე, უბრალოდ უნდა იფრინონ. მე მაინც მგონია რომ სოუშეკის გარეშე ჩეხეთი ნახევარი გუნდი იქნება და ეს უპირატესობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. თუ პირველი გავიტანეთ, არ უნდა გავჩერდეთ, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ დაწოლა, მხოლოდ ასე გავტეხთ ბოლომდე მოწინააღმდეგეს. მე პირადად უკვე წარმოდგენილი მაქვს დამარცხებული ჩეხების გაოგნებული სახეები თამაშის შემდეგ. აბა თქვენ იცით ლომებო! გახსოვდეთ რომ ყველაფერში ჯობნით ჩეხებს, განსაკუთრებით ტექნიკით და იმპროვიზაციით. არ იღოროთ, მეტი და სწრაფი პასები მხოლოდ წინ და გოლების წვიმაც იქნება! სულ გამარჯვებით გევლოთ!!!!
აკო
ბათუმის წვიმა რომ არა, თამაშს მოვიგებდით. ვინც იქ ჩატარება გადაწყვიტა ფეხებითაა ჩამოსაკიდებელი!
Eriha
ჩეხეთს 3 ძირითადი მცველი აკლია.
Zaza
ალბალენელებს 4 ბურთის გატანა კი არ ჭირდებათ არამედ მინიმუმ 4 ბურთით მოგება. მაგრამ ამ შემთხვევაში გაგვითანაბრდებიან მხოლოდ ბურთების შეფარფებაში. იმის გათვალისწინებით რომ ურთიერთშეხვედრებში თანასწორობაა, თუ ბურთების შეფარდებაში უნდათ გაგბისწორდნენ კი ბატონო 4 ბურთით უნდა მოუგონ უკრაინას. მაგრამ თუ შეეფარდებაც ერთნაირი გვექნა მაშინ შემდეგი კომპონენტია გატანილი გოლების რაოდენობა. ის გადის ვისაც მეტი აქვს გატანილი. ჩვენ უკვე გატანილი გვაქვს 6 ბურთი და ალბანელებს 3. რადგან ეს დათვლა მხოლოდ მაშინ იქნება აქტუალური თუ ჩვენ ჩეხეთს მოვუგებთ (ალბანეთი კი უკრაინას) ეს ნიშნავს რომ ჩვენ მინიმუმ 1 ბურთს მაინც გავიტანთ ანუ 7 გატანილი გოლი გვექნება აქტივში. ამიტომ ალბანელებს არ ეყოფათ 4 გატანილი გოლი იმისთვის რომ გაგვისწრონ გატანილი გოლების ოდენობით. შესაბამისად ალბანეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგვისწრებს თუ უკრაინას 5 ბურთით მოუგებს. ანუ ეს ვარიანტი შეგვიძლია თამამად გამოვრიცხოთ და ჩეხებს მივხედოთ.
ბუჯანგა
დიდი ენერგია შეალიეს ბიჭებმა ამ თავსხმა წვიმაში მძიმე გრუნტზე..რამდენად აღიდგენენ ახლა კონდიციებს ეგაა მთავარი....ამ ჯგუფში წაუგებელი არავინაა...ყველასტან ტოლი სწორ შეიძლება თამაში..მთავარია მალე აღდიგინონ ენერგია...მძიმე თამაშ იქნება..მაგრამ უკან დასახევი არაა...წარმატებები ჩვენ ბიჭებს..რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერი დადეს ამ ბიჭებმა..თავი არ დაუზოგავს არავის...წინ უამრავი წარმატება ელოდებათ...ამით არ იწყება და არ მთვარდება ყველაფერი...დიდ ფსიქოლოგიურ ტვირთსაც ნუ ავკიდებთ...
Disbsk
ფრე
სიმართლე
მჯერავს ჩემი ნაკრების მაგრად იბრძოლებენ მაგრამ რეალურად ნიჩია მაქსიმალური შედეგია ჩეხეთში...
დდდ
არა, მაგ შემთხვევაში უკრები გავლენ მეორეზე, რადგან ურთიერთშეხვედრებში გვაჯობეს...
სოსო
ჩეხებს ვუგებთ სხვაა ვარიანტი არც განიხილება
გოგა
ჩეხების დანაკლისიდან გამომდინარე, ზეგ ჩეხებზე უკეთესი გუნდი გვეყოლება, დაცვის ხაზის გარდა ყველა რგოლში, აწი უკვე სანიოლზეა ვის ათამაშებს და როგორ ათამაშებს გუნდს, ჩველვებრივად შეგვიძლია ამ ჩეხეთან მოგება, თბილიშიც 4 გოლი შემთხვევით არ გაგვიტანია, 4 გოლს ვერ გაიტან შემთხვევით, ყველამ თუ აჩვენა თავიანთი საუკეთესო თამაში იგივეს გაიმეორებენ ბიჭები, დიდი იმედი მაქვს, რო სანიოლი ახალ რამეს არ შემოგვთავაზებს, წარმატებები ჩვენ ნაკრებს

მოკლედ და კონკრეტულად ერთადერთი რაც გვაწყობს არის ჩეხეთის დამარცხება. სხვა შედეგზე ფიქრიც ზედმეტია ამ ეტაპზე კი ჩვენი ნაკრები ჩეხეთზე ძლიერია ყოველგვარი პატრიოტული მოტივის გარეშე ვწერ :)
გიორგი
მოგებულია უკვე ეგ თამაში, დაასხი დავლიოთ, ჭურუმე შენი, მოდი გაკოცო!
ტარიელი
,,მზეი" ხარ ,,მზეი" !
გიორგი
თუ მოგება გვინდა, ვეტერანებს მადლობა და ტაშით გაცილება უნდა მოვუწყოთ ჩეხეთში გაფრენამდე.
იკა
რა მოტივაცია აქვს ჩეხეთს? ჩეხები ფრის შემთხვევაშიც ჯგუფში ჩვენზე წინ ყველა შემთხვევაში იქნებიან, მაგრამ 9 ქულას დააგროვებენ, რაც იმას ნიშნავს, პარალელურად, ალბანეთმა უკრაინა ნებისმიერი ანგარიშით რომ დაამარცხოს, ჯგუფს ალბანელები მოიგებენ. ასე რომ, თავისუფლად შეიძლება, ჩეხებს მოგებაზე "გაწევა" დასჭირდეთ, ეს კი შანსებს კონტრშეტევებზე გაგვიხსნის. კარგი ანალიზია ღვთისო შე დალოცვილო, იქნებ ეგ დეტალი - ჩეხების მოგებაზე გაწევა და ჩვენთვის კონტრშეტევების შანსი დაამუშაოს სანიოლმა. (არადა კონტრშეტევაზე თამაში ხშირად კარგად გამოგვდის)
იკა
საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში ჯგუფის მოგების შანსი დაიტოვა, თანაც ისე, საკუთარ თავზე იყოს დამოკიდებული. ოგორც ყოველთვის კარგი ანალიზია ღვთისო, შე უღმერთო
Levani
ჩეხეთში ჩადის დასვენებული დვალი,გველესიანი ჩაკვე და ზურიკომ 45 წუთი ითამაშეს, ჟორჟმა უფრო ნაკლები იგივე წიტაიშვილმა. ასე რომ მოგება რეალურია. შიკი არა ჰყავთ,გუნდის ლიდერი სოუჯეკი არა ჰყავთ და აბა რა გვინდა თუ ვერ მოვიგეთ ესეიგი არ ყოფილა ჩვენი ადგილი ზემოთ. აბა ჩეხეთის 4-ე ლიგის გუნდს ხო არ გვათამშებენ რო უეჭველი მოვუგოთ
გ.შ.
კი რქ რა დროს ეგააა (((

ნამდვილად, ევროპა არის გეი და მემარცხენე, მაგრამ იქაც არიან ადამიანები , რომლებიც ამ და ამგადვარ სიგიჟეებს ეწინააღმდეგებიან. ანუ ნამდვილი ევროპელები და არა "მაშასადამე" კომპლექსიანები. ფეხბურთში თუ გვინდა წარმატებულები ვიყოთ, ევროპულ წამყვვან ჩემპიონატებში უნდა გვყავდეს ფეხბურთელები, მაგრამ ეს როდი ნიშნავს რომ დღევანდელი ევროპული პოლიტიკა უნდა მივიღოთ. ასეთი სულელური ლოგიკა რატომ გაქვთ? კვარაცხელია თამაშობს ევროპაში და თქვენი აზრით ევროპულ ე.წ ღირებულებებს იზიარებს? ხვიჩამ თავისი შეხედულებები ხმამაღლა რომ თქვას დარწმუნებული იყავით რომ დააქანსელებენ თუ რასაც უძახიან. ნუ აფანატებთ ევროპა იქნება ეს თუ რუსეთი. იმ ხალხს რომელსაც რუსეთუმეებს უძახით, იმის 2% დამოკიდებულება არ ააქვთ რუსეთთან, როგორიც თვენ გაქვთ დასავლეთთან. სასაცილოები.
ილია
უკრაინა ალბანეთს ვერ მოუგებს, ასე მგონია და დანარაჩენი.... იქნებ ფრეს მივაღწიოთ ჩეხეთში თუ მოვიგეთ ხომ გადასარევია!
ზურას
ხშირად მახსენდება ტოტენხემთან მაშინდელი ფრე თბილისში და ინგლისში გამგზავრების წინ ჩვენი ფეხბურთელების ინტერვიუები... ისე, მაგის მერე გამოცდილება/გამოცდილებები მივიღეთ და 1981 - ში თასიც მოვიგეთ. უკრაინასთან თამაშზე მინდა ვთქვა, რომ კარგად ვითამაშეთ მეთქი (წვიმიან ამინდს თუ გავითვალისწინებთ მითუმეტესი),მაგრამ მამარდას სამი მოგერიება რომ გამახსენდება მერე ვფიქრობ, რომ დაცვა მისახედია! წარმატებები ბიჭებს!
4444
კობი და კალა რა ინტელექტის და განათლების არიან კი ხედავთ და არ ეცოდინებოდათ. იაშკა ჩემი სკოლელია და არც ეგ იკლავდა თავს სწავლით.
Მანფრედ კალცი-ს
მანფრედ კალცი კი არა ,,მზე" ხარ.მომინდომა მანფრედ კალცი.ჩემი ,,კევინ კიგანი" ხო არ გინდა დაგაჭერინო ხელში?მოეალერსე
ჟორა
ეხლა მთავარია ჩაუტარდეს შესაბამისი სამუშაო მამარდას და კვარას მიმართ,რათა არავითარ შემთხვევაში არ დარჩნენ "გეიევროპაში"( საშიშია). ორივეს უნდა მიეცეთ შანსი სულიერი სიმშვიდის და მოეძებნოთ მათი დონის შესაბამისი კლუბი რუსეთში ან ( უარეს შემთხვევაში) ბელორუსში.დროა საპატრიარქომ მიხედოს ამ მნიშვნელოვან საქმეს, თორემ დაგვეღუპენ ბიჭები და ეგაა.
"ფიფიას ბრალია"... )))
სკოლაში სწავლა არ(ც) სჭირდება იმის ცოდნას, რომ ბათუმში ხშირია წვიმა. უფრო "მარტივადაა" საქმე: ძალიან "გაიჟღინთა" ქართული სპორტი პოლიტიკით და ქართული პოლიტიკა სპორტით. ჰოდა, პრაქტიკულად თითქმის ყველა (ასეთ) გადაწყვეტილებას უპირველესად პოლიტიკურ საფუძველი აქვს ...
მწვრთნელი
ჩვენ გავალთ მეორეზე!
Givi
უკრაინა ალბანეთს ვერ მოუგებს, კარგი იქნება თუ ფრეს მიაღწევს, ამ შემთხვევაში მეორე ადგილი გარანტირებული გვექნება, ღმერთმა არ ქნას თუ 4-0 არ წავაგეთ, ჩემი აზრით თუ დაცვაში კარგად ვითამაშებთ და მგონია რომ ასეც იქნება დააბრუნებს გველესიანს და დვალს ძირითადში, მემგონი მოგებაზე ფიქრიც შეიძლება, ჩეხებს ნახევარი გუნდი არ ეყოლება და ამაზე კარგი შანსი მეორე არ გვექნება.
მამუკა
ჩეხებს მოვუგებთ 100%
მერაბი გარახა
მადლობა ბიჭებო გენაცვალეთ მადლობა ბატონო ვილი კარგი ნაკრები გვყავს მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციას გაკეთდეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე რეკონსტრუქცია ის მარტო სტადიონი არ არის ის არის ქართული ფეხბურთის მეკა ან ქართული უემბლი ასეთი მადლობა ყველას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას
ნიკა
თუ უკრაინამ მოიგო და საქართველომ ფრე ითამაშა? ბურთების სხვაობას ენიჭება უპირატესობა თუ ურთიერთშეხვედრებს? ამ შემთხვევაში ჩვენ თუ გვექნება უკეთესი ბურთების სხვაობა ჩვენ გავალთ მე-2 ადგილზე?
მანფრედ კალცი
რატოღაც არავინ წერს (ან იქნებ გამომრჩა) ბათუმელ გულშემატკივარზე. ასეთი მაგარი ქომაგობა იშვიათად მინახავს. ბრავო, აჭარა!
მწვრთნელი
ასევე ყვითელი მიიღო ალბანეთთან თავდამსხმელმა ხორიმ და ეგეც გამოტოვებს! მაგარი დანაკლისით ხვდება ჩეხეთი ჩვენთან ამ თამაშსს! სანიოლი როგორც კი მიხვდა რომ ფლანგები არ თამაშობდნენ უკრაინასთან, მაშინვე გამოიყვანე წიტაიშვილი და გოჩოლეიშვილი! წავიდა ჩაწოდებები და უკრაინელებიც შეცდნენ! ამას დაუმატე ვერცხლისწყალივით მოძრავი მიქაუტაძე და გავათანაბრეთ ანგარიში! რით ვერ გაიგო ვილიმ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ მცველიან ტაქტიკაში, თუ არა ჰყავს სწრაფი ფლანგის მოთამაშეები თამაში არ გამოდის და მარტო ხვიჩაზე ვართ დამოკიდებული! ათამაშოს ფლანგები და თამაში ჩვენია ჩეხეთთან! ლობჟანიძე უნდა ავამოქმედოთ და დაცვა კაშია-გველესიანი-დვალი გამოვუშვათ! მე მგონი ლოჩოშვილს ისევ ძირითადში დააყენებს! ასევე გამოვლენ პირველი წუთებიდან: კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და მიქაუტაძე! შეცვლაზე შემოვლენ დავითაშვილი, ლობჟანიძე, წიტაიშვილი და ზივზივაძე! ეს თამაში თუ მოიგო სანიოლიმ ყველას დაადუმებს და კითხვის ნიშნები აღარ დარჩება საერთოდ მის მიმართ!
ადამიანი
ყველა ილუზიას უნდა შევეშვათ და რეალურად რაც ხდება,ესსაწუხაროა მაგრამ ამაზე მეტი არ შეუძლიათ და ეს დონე მაქსიმუმია. რეალობა ეს არის.
მწვრთნელი
ასევე ყვითელი მიიღო ალბანეთთან თავდამსხმელმა ხორიმ და ეგეც გამოტოვებს! მაგარი დანაკლისით ხვდება ჩეხეთი ჩვენთან ამ თამაშსს! სანიოლი როგორც კი მიხვდა რომ ფლანგები არ თამაშობდნენ უკრაინასთან, მაშინვე გამოიყვანე წიტაიშვილი და გოჩოლეიშვილი! წავიდა ჩაწოდებები და უკრაინელებიც შეცდნენ! ამას დაუმატე ვერცხლისწყალივით მოძრავი მიქაუტაძე და გავათანაბრეთ ანგარიში! რით ვერ გაიგო ვილიმ, რომ საქართველოს ნაკრებს სამ მცველიან ტაქტიკაში, თუ არა ჰყავს სწრაფი ფლანგის მოთამაშეები თამაში არ გამოდის და მარტო ხვიჩაზე ვართ დამოკიდებული! ათამაშოს ფლანგები და თამაში ჩვენია ჩეხეთთან! ლობჟანიძე უნდა ავამოქმედოთ და დაცვა კაშია-გველესიანი-დვალი გამოვუშვათ! მე მგონი ლოჩოშვილს ისევ ძირითადში დააყენებს! ასევე გამოვლენ პირველი წუთებიდან: კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია და მიქაუტაძე! შეცვლაზე შემოვლენ დავითაშვილი, ლობჟანიძე, წიტაიშვილი და ზივზივაძე! ეს თამაში თუ მოიგო სანიოლიმ ყველას დაადუმებს და კითხვის ნიშნები აღარ დარჩება საერთოდ მის მიმართ!
QT
არა ერთა ლიგაზე მხოლოდ პირველ ადგილზე გასულებზე გადადის პრივილეგია და პლეოფში აიწევს C დივიზიონის პირველ ადგილოსნები
იბრუხ მართალი
ჩეხებთან გასვლაზე გამარჯვება რთული იქნება მაგრამ არა შეუძლებელი. შევძლებთ მგონია
მწარე
ფეხბურთელებო იფხიზლეთ! როცა ესეთი უაზრო აღტკინებაა არ მოგებული მატჩის შემდეგ, დიდი შანსია გავნადგურეთ. არ ისულელოთ. ფრეზე, 100% მესამეზე ვართ. და 50% მეორეზე.
დდდ
ალბანეთ-უკრაინაში გაირკვევა ვინ გავარდება პირდაპირ და ამიტომ ეგენი დახოცავენ ერთმანეთს, ჩეხებს კი ცალი ყური მაგ თამაშზე ექნებათ და მხოლოდ ალბანეთის მოგების შემთხვევაში დასჭირდებათ ჩვენთან მოგება. ვფიქრობ, ჩეხები საკმაოდ ფრთხილად ითამაშებენ და ეს ცუდია ჩვენთვის, მაგრამ თუ მოგებაზე გვეთამაშებიან, ეს ჩვენს შანსებს ერთი-ორად გაზრდის და იმედი ვიქონიოთ, რომ ჩეხებში რევანშის სურვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდება და შემოგვიტევენ...
პატივისცემით
ნეტარ არიან მორწმუნენი, რამეთუ სჯერათ.
???-ს
წერია, არის რაღაც შანსიზ რაზეც საუბარი არ გვსურსო და რატო განიხილავთ ამ უაზრობებს, მოვიგებთ და გავალთ!
გეყოფათ ფანტაზიორობა
5:0 წავაგებთ. ჩეხები ბოლომდე მოგვსპობენ
ლაშა
ჩვენმა ნაკრებმა მაგრად ითამაშა წვიმაში, კიდევ ყოჩაღ. ასეთ ამინდში უკრაინას უფრო უიოლდება თამაში როგორც წესი!
ლაშა
შესარჩევში თუ მაგალითად ესპანეთი, იტალია, ინგლისი და გერმანია დაიკავებენ პირეალ ადგილს (ამის შანსი კი დიდია!), მაშინ მათ ჩაანაცვლებენ ბ დივიზიონის გამარჯვებულები და არა ა დივიზიონის მეორეადგილოსნები და ამ შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი არსებობს!
ქართველი
ჩეხეთის ძლევით და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით საქართველოში ახალი ერა დაიწყება . საქართველო გაბრწყინდება !!!

დარჩა თუ არა შანსი საქართველო ქვედა ლიგაში დაქვეითდეს? პირდაპირ არა, საბედნიეროდ, მეოთხე ადგილზე ვერაფრით გავალთ - სამწუხაროდ ბოლოზე გასვლაც შეიძლება თუ ჩეხეთთან დიდი ანგარიშით წავაგებთ მაგ. 5 ბურთით და ალბანეთი უკრაინასთან მხოლოდ 1 ბურთით უკრაინას 8 ქულა ექნება ჩვენ და ალბანეთს 7-7 მაგრამ ბურთები უარესი გვექნება, ძალიან თეორიული კი არის მაგრამ მათემატიკურად შეიძლება, ისე კი ვიგებთ - 1 ადგილი და ზეიმი!!!
კითხვა
დავუშვათ ა და ბ დივიზიონის გამარჯვებულები პირდაპირ გავიდნენ მსოფლიოს შესარჩევიდან. მაგ შემთხვევაში ვინ ჩაანაცვლებს მაგ გუნდებს?? ა დივიზიონის მეორეადგილოსნები??
ჯგუფი უკვე მოგებული უნდა გვქონოდა
მთლად ჩვენ თავზეც არ ვყოფილვართ დამოკიდებული.
ავაზა
ფედერაციის მესვეურებს ეტყობა თავის დროზე სკოლაში არ უვლიათ, თორემ ეცოდინებოდათ, რომ ბათუმი ყველაზე ნალექიანი ადგილია საქართველოში და ასევე ყველაზე ნალექიანი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ნაწვიმარ მოედანზე კი ქართველები ჭაკობენ.
WTF
როგორც ყოველთვის, ჩვენთვითონვე ვირთულებთ მდგომარეობას. წინა ორი თამაშიდან ორივეს მოგება შეგვეძლო, მინიმუმ ერთის მაინც. ეხლა ჩეხეთთან გამარჯვება შესაძლებელია რა თქმა უნდა, მაგრამ ურთულესი ამოცანაა ჩემი აზრით. გუშინ სანიოლი კი იყო კმაყოფილი (რატომ ვერ ვხვდები), მაგრამ დაცვის ხაზი თუ არ გამოფხიზლდა და ისევ გარღვეული ბადესავით დარჩა შედეგიც შესაბამისი იქნება.
ციციკორე
ამხელა კომპანია, ბათუმში თუ ვერ აგზავნი და აბინავებ შენს რეპორტიორს, ხელისუფლებისთვის მადლობების ხდა გჭირდება, დაიხურე თავზე ქუდი და წაი სახლში :)
G.LA
ფედერაცია ჩემი და კიდევ სხვების კომენტარებზე არ უნდა სჯიდნენ სპორტალის ჟურნალისტებს. მაგრამ ფაქტია დასჯილები იყავით და ახლა მოწყალებით გადმოგხედეს. ეს სტატია და კომენტარები ყოფილ სპორტსმენებზე იყო. რომლებმაც პოლიტიკა ამჯობინეს სპორტს.
ალექს
მეორე ან მესამე ადგილის პლეიოფში როგორ წყვილდება გუნდები საინტერესოა. საუკეთესო ზედა დივიზიონიდან უარესს ხვდება ქვედა დივიზიონიდან თუ არ აქვს ამას მნიშვნელობა? უსამართლობა იქნება საუკეთესო მესამეადგილოსანი საუკეთესო მეორეადგილოსანს თუ შეხვდება.
გიორგი
ჩეხებს დავადუღებთ და ისინიც კარგად ხვდებიამ ამას.
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ
"ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ" - ვილი სანიოლი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ
საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
სენსაცია - საქართველოს ნაკრებს არგენტინასთან და ბრაზილიასთან ერთ ჯგუფში თამაში შეეძლება
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
ჰაშეკი