ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ტურში, G ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ქალაქ ესპოოში ფინეთი 90:83 დაამარცხა.

ჩენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ახალი ნატურალიზირებული ამერიკელი ლეგიონერი ბოლდუინი, სანაძე, ფევაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები თავიდან შეტევაში უკეთ თამაშობდნენ, 9 ქულით გაქცევა მოახერხეს, პირველი მეოთხედი კი 25:20 მოიგეს. მეორე პერიოდში ჩვენმა გუნდმა რიგი შეცდომები დაუშვა, შედეგად ფინელები 13 ქულით დაწინაურდნენ. სანაძემ ორი ზუსტი სამიანით უპასუხა, ანდრონიკაშვილმა ერთით, შერმადინმა 4-ჯერ ჩააგდო საჯარიმოდან ბურთი და პირველი ტაიმი 43:48 დავთმეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მეტოქემ, რომელიც ფარს გვიგებდა, 9-ქულიანი გაქცევით გვიპასუხა. ჩინებულად მოთამაშე ბოლდუინის და შენგელიას ძალისხმევით დასკვნითი მეოთხედის წინ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება (62:63) მოხერხდა. მეოთხე პერიოდის დასაწყისში ჩვენი გუნდი პირველად გავიდა შეხვედრაში წინ, შენგელიას სამი სამიანით და ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი კომფორტული 12-ქულიანი უპირატესობა მოვიპოვეთ, მასპინძლებმა სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანეს, სიტუაცია მაქსიმალურად დაიძაბა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ჩვენმა გუნდმა მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან 24 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 23 ბოლდუინმა, 10 შერმადინმა, 9 სანაძემ, 7 ბურჯანაძემ, 6-6 ანდრონიკაშვილმა და ჯინჭარაძემ, 5 კი ფევაძემ.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე პირველად მოიგო და 24 ნოემბერს ფინეთს თბილისში მიიღებს.

rigiti
თორნიკე გვეამაყები!!!!!!! პროფესიონალიზმის და პატრიოტიზმის დიდებული შერწყმა! ღმერთო გვიმრავლე ასეთი ქართველები!!!
გენა
უცხოელი ნაკრებში არ ვიცი რამდენად სწორია. აჯობებს ისევ ჩვენი კადრებით ვცადოთ. მესმის რომ პრობლემა გვექნება, მაგრამ ეროვნული ნაკრები ეროვნული ნაკრებია
სხვა ნაკრებები?
სხვა ნაკრებები ყოველ დღე ერთად ვარჯიშობენ?
Bs
კვირეები არ ემზადებოდნენ ერთად თბილისში რომ ჩატარდა ჩემპიონატი? და იმის მერე კიდევ, არა? 3 ნომერი არ გვყავდა მაშინ? ცუდი 3 ნომერი გვყავდა? და თქვენი აზრით 3 ნომერზეა ფარის დაცვა დამოკიდებული? და ვინ იყო გუშინდელ თამაშში 3 ნომერი? გვარი არ იცით, თუ ქართულ ჯიგრულ პონტში ტეხავს გვარების დაწერა? ვისი ბრალია ბოლო ბოლო რომ ყველა სამიანებით გვტენის და ფაჩულიას მერე ფარს მუდამ ვაგებთ, მიუხედავად იმისა რომ ესპანეთის ემვიპი გვყავს და როცა ორი მაღალი ემატება ენბიეიდან მაინც იგივე ხდება. სად და ვინ მუშაობს ამ თემაზე? არის საერთოდ ამ მიმართულებით მუშაობა ნაკრებში? ვინ უნდა გვიპასუხოს? ვინ უნდა დაუსვას ეს შეკითხვა მწვრთნელს და თუ საჭიროს ფედერაციას? პირადად თქვენ ბოდიშს გიხდით აღელბებული ტონის გამო, ალბათ თქვენს ისევე გაწუხებთ ჩვენი ნაკრბის ბედი როგორც მე, მაგრამ ამოვიდა ყელში ერთი დაიგივე წლების განმავლობაში.
Irakli Apkhaidze
გილოცავთ ყველას, ძალიან მაგარი მატჩი მოვიგეთ. მეთოდურად, პრაგმატულად და ტაქტიკურად. ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველა პერიოდის გაუმჯობესებით და ინტენსივობით. იმ გულშემატკივარს მინდა ვუთხრა, ვინც გუნდურობას და შეთამაშებულობას აკრიტიკებს. წარმოიდგინეთ, გუნდის კაპიტანი და ლიდერი, ასევე მტავარი მექულე მატჩში, თამაშიც დღეს უერთდება გუნდს და ერთობლივი ვარჯიშის შემდეგ შედის პარკეტზე პირდაპირ. ასევე გუნდის ლეგიონერი და მეორე მექულე ამ მატჩში, პირველ მატჩს ატარებს გუნდთან, ადაპტაციის გარეშე. რა შეთამაშებაზე და გუნდურობაზე აპელირებთ?... და კიდე შერმადინს როგორ ვერ იყენებენო, ესპანეთის მვპ-სო? გუნდში ფაქტიურად 3 ნომერი რ გვყავს ვინც შერმადინის პროდუქტიულობა უნდა გაზარდოს შეტევაში (მისი კლუბისგან განსხვავებით), და დაცვაში ფარის წაგება მის კისერზეცაა დიდწილად. ფინეთთან თბილისში ეს კომპონენტები გაუმჯობესებული იქნება, და კიდე უფრო კარგი იქნება მაშინ, როდესაც გუნდი კვირეების განმავლობაში იქნება ერთად და სრული შემადგენლობით მოემზადება. ინდივიდუალური შეტევები (თოკო, ბოლდუინი) და მისი წყალობით მატჩის მოგებაც ტაქტიკის ნაწილი და ჩანაფიქრი იყო, და ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი.
ქება და ქება შენგელიას!... და ბოლდუინს
გილოცავთ ყველას გამარჯვებას! ვფიქრობ ეს გამარჯვება დამსახურებაა თოკოსი, ბოლდუინის და ფინელების მწვრთნელის, რომელმაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამოს მე-3-ე და მეოთხე პერიოდში (ბოლო წუთების გარდა როცა მგონი 5 სამიანი ჩააგდეს ზედიზედ) 3-ქულიანების სროლას თავი დაანებებინა თავის გუნდს. ჩვენი მწვრთნელის ტაქტიკური მონახაზი გლეხური და მარტივი იყო: ბიჭებო, მიეცით ბურთი თოკოს, და ეგ მაგარია, რამეს იზამს! სტრატეგიამ აშკარად გაამართლა გუშინ. რაც შეეხება დანარჩენ საკალათბურთო დეტალებს: ნული გუნდურობა, მოხსნების დაბალი მაჩვენებელი, არანირი სათამაშო მონახაზი. შერმადინის გამოყენება მარტო ესპანეთში იციან?? კაცი 3-ჯერ MVP იყო ესპანეთის ლიგაში, სადაც საბონისის შედეგს გაუსწორდა და ჩვენს ნაკრებში ვერაფერს აკეთებინებენ. დაცვას რაც შეეხება, უკვე ცნობილი ფაქტია, რომ ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე 3-ქულიანების გუნდურ რეკორდს ჩვნეი ნაკრებთან თამაშში ხსნის. ამიტომ გაუგებარი იყო ჩემთვის, რატომ მოუკლეს სროლას ფინელებმა მესამე მეოთხედში. რომ დავეწიეთ, მერე სულ აიჭრნენ. ჩვენი ნაკრების დაცვის გამო, ნამდვილად არა. მოსალოცი ამბავია, ფინეთის ფინეთში დამარცხება, მაგრამ ასეთი გუნდური თამაშით მუდამ ფსონს ვერ გავალთ.
გიორგი-ს
უამრავ ახალგაზრდას იძახებენ შეკრებებზე და ცდილობენ, კლასი გაუუმჯობესონ, მაგრამ მაღალი კლასის კალათბურთელად ვერავინ ჩამოყალიბდა. ძირითადი მიზეზი შრომისმოყვარეობის და მონდომების დეფიციტია.
მმ
ისევ ინდივიდუალური სროლებით, კომბინაციური თამაში გვიჭირს და ბოლო წამებზე ვისვრით. სწრაფი შეტევები საერთოდ არ გვაქვს, ამიტომ მგონია რომ ისევ ძველებური შედეგები გვექნება
ასეა-ს
ესეთი ჩასაფრებულები საკუთარ დედასაც ვერ იტანენ და რა გასაკვირია, რო სხვა ეჯავრებოდეთ?
ლაშა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ფიბა ევროპას სთხოვა, რომ 25-ში ჩაეტარებინათ, მაგრამ უარი განუცხადეს.
მ.ზ.-ს
რა დაწერე, გადათარგმნე. ზუროსი ნამდვილად კოკოშკოვზე მაღალი დონის მწვრთნელია და მის ხელში საქართველოს ნაკრებმა ფანტასტიკურ შედეგს მიაღწია. ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე და იქ ჯგუფიდან და 16 საუკეთესოში მოხვდა. მეტის მიღწევა წარმოუდგენელია.სუპერ ნაკრებებს, გრანდებს გადაასწრეს. არც ჯიკიჩია ნაკლები. ფეხბურთშიც ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგებია. რა თქმა უნდა, მეტი გვსურს და ალბათ ევროპის ჩემპიონობაზეც ვოცნებობთ, მაგრამ რაც მიღწეულია, ისიც ძალზე კარგი შედეგია. დააფასეთ.
degraf-ს
შენს კომენტარზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა, დევი რომ ეუბნება ჭიჭიკიას: ჭიჭიკია, არ ხარ ახლა მოს-ვი? აბა რა გინდა, დაწერა კაცმა გულით კომენტარი და ეს რა პასუხია ბლინ?!
ასეა.
აბა, ის ჩასაფრებულების კასტა, რომლებიც შენგელიას ლანძღავდნენ, აგინებდნენ და ასე შემდეგ, ეხლა აგინებთ თუ არა? რა სიტყვებს ეუბნებოდით ამ ლეგენდა კაცსს? თქვენაირებს ხმაც არა გაქვთ ამოსაღები! და საერთოდ სპორტის გაგებებათ რამე? ისე არაა ჩემი მტერი!
Bs
მოვიგეთ! გილოცავთ! მაგარამ ფარს მიხედეთ ამის დედაც! სულ ეს პრობლემა როგორ უნდა გვქონდეს, მაგარი მაღლები გვყავსო და სულ ეს პრობლემა გვაქვს, ამის გამო ვაგებდით ხოლმე მოსაგებ თამაშებს სამარცხვინოდ(ერთ-ერთი მიზეზი სამქულიანებთან ერთად) და გუშინაც ამის გამო კინარამ წავაგეთ! სტატისტიკა ნახეთ! რამდენი განმეორებითი და განმესამებითი შანსი მივეცით მეტოქეს და მერე იგივე მონაცემი ჩვენსას შეადარეთ. ძალიან ცუდია და ამას თუ არ მიეხედა ვეღარ მოვიგებთ, არ გაგვივარდება ყოველთვის, არა! მე არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს ამის გამოსასწორებლად და ვინც იცით იქნება დაწეროთ, გვეშველება რამე? ჟურნალისტები მარტო თამაშის სტენოგრამას ან გადმოთარგმნილ ინფოს რომ აქვეყნებენ არ უნდა არავის საქმეზე და პრობლემებზე წერა და ფიქრი? მოვიგეთ და ტაშიიი... არ არი რა ეგრე!
Pepelu
თორნიკე არის ლეგენდა!!!!!!!! არასრულ 22 საათში 2500 კილომეტრი იფრინა!!!!! 2 თამაში ითამაშა ჯამში 60 წუთი და მეტი!!!!!! და 47 ქულა ჩააგდო!!!!! ქვეყნის უანგარო სიყვარულის ამაზე კარგი მაგალითი არ არსებობს!!!!!! თორნიკე მადლობა და შენ ხარ ლეგენდა!!!!!!!!!!!
აჩი
პირველ ნახევარში ჩვენს ფარზე ვერ ვითამაშეთ კარგად, ბევრჯერ წაგვართვეს გადმოვარდნილი ბურთი. მეორე ნახევარში შედარებით უკეთესი იყო. ჩვენი ახალი ნატურალიზირებული ბოლდუინი ძალიან კარგი იყო პირველივე თამაშში, პირველ მეოთხედში ცოტა თითქოს გაუჭირდა შეგუება, მაგრამ მალევე ათამაშდა თავისუფლად.
dd
და კიდევ, დამავიწყდა თოკოსთვის მადლობის თქმა. ასეთი თავდადებული ადამიანები იშვიათია და მაქსიმალურად უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ. ბოლოს გადაღლილობისგან ფეხზე ვერ იდგა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და მაინც ჩაამთავრა თამაში.
მასტერს
ვულოცავ ბიჭებს და გილოცავთ ყველას! ჯიკიჩმა აშკარად ხელში აიღო მართვის სადავეები, ჯიგარია! ქართულ კალათბურთს ჰაერივით სჭირდება, რომ ნაკრები მაინც სტაბილურად მონაწილეობდეს ევროტურნირებზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ! წარმატება ჩვენს ნაკრებს!
Soo
შეიძლება პროფესიონალი არ ვარ და ვცდები მაგრამ მგონია რო გუნდურობის არაფერი ცხია ამ გუნდს ,
Ცსკა-ს
ჩასვრილები ხართ და იცი რამხელა სიამოვნებას ვიღებ თქვენ განწირულ კაკანს რო ვუსმენ?ცხოვრებაში პირველად მთავარის ყურებაც კი დავიწყე რო სიამოვნება მივიღო თქვენი მდგომარეობით
Მ.ზ.
შენ ეტყობა მიხაელ როთმა ისე მოგხობლა რო ბოდვები დაგეწყო
არდილეს 78
ვულოცავ ბიჭებს და სრულიად საქართველოს!თუმცა,მოვიგეთ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე და არა გუნდური თამაშით.დააკვირდით: მხოლოდ 14 შედეგიანი გადაცემა გვაქვს,38 ჯერ ვასროლინეთ პერიმეტრიდან, 19 ჯერ მიგვიხსნეს ჩვენს ფარზე.
Degraf
nu mazgachob erti da ukure mshvidad
dd
აშკარად ეტყობოდა მწვრთნელის ხელი დღეს გუნდს. მე-2 ტაიმში დაცვაში ისე ითამაშეს, რომ გაკვირვებული შევყურებდი, ეს საქართველოათქო?!
suares
ქართულად აზრის წერა ისწავლე! მთელი ამ ჩახოხბილიდან ვერაფერი გავიგეთ
თემო
პირველ რიგში გილოცავთ
მ.ზ.
მარტო სიტყვებით რომ გვიყვარს სამშობლო!...კოკოშკოვი ის,შემდეგ ზუროსი და მერუ ჯიკიჩი,უკან გადადგმული ნაბიჯები ან ჯერ კარიერა და მერე სამშობლოს გამარჯვებებზე ფიქრი! ევრო ტოპებში და ენბეაში კონტრაქტებზეა ლაპარაკი ...ფეხბურთშიც,კალათბურთშიც,რაგბიში და საერთოდ ფედერაციებში და მთავრობაში თავზმოყოფილებშიც,მხოლოს სიტყვებით სიყვარულია,საქმით კი ჯერ მე და მერე სამშობლოზე ფიქრიო?
მწვრთნელი
გაფენით კი გავიფინეთ მესამე და მეოთხე მეოთხედებში ძირითადად, მაგრამ რაც მაგათ სამქულიანები ვასროლინეთ იმის ნახევარიც რომ ჩაეგდოთ წავაგებდით! შენგელიამ გვიხსნა თავისი სამქულიანებით! ეს ბოლდვინიც კარგი მოთამაშე ჩანს!
ცსკა
ეხლა მოგწონთ ამერიკელები?
კუ კობსონი
ახლაა კარგი ზოგისთვის ნაკრები ხომ? გუშინწინ წერდნენ უსუსტესი გუნდია, შანსი არაა. ისევ განვმეორდები, თაობათა ცვლას და ჩავარდნას ვერ ავცსებით, ეგ ნორმალურია , და მაგ პერიოდის გავლაც და ქომაგობავ ერთად მოგვიწევს.მაგრამ ახალი ლომები დაგვეზრდებიან ყოველთვის. წარმატებები ნაკრებს თბილისში.
Goga
მომწონს ეს ბლდუინი პლიუს გოგა და სანდრო იმედია თოკო არ ამივარდრბა ფორმიდან
data jumashkhia
... და გავაფინაჩეთ
ნოდო
კვირას რაგბი 5ზე ან კალათბურთი 8ზე რო გაეთვალა რა მოხდებოდა ერთი 6ზეა მეორე 7ზე
irakli
ფინეთი ფინეთში გავიფინეთ
გიორგი
ყოჩაღ ახალ ლეგიონერს და მის ჩამომყვანს! შენგელია როგორც ყოველთვის ნაკრების, სული და გულია! პლიუს რამდენიმე მოთამაშის მეტნაკლებად კარგი თამაში. დანარჩენი კი ისევ ძველი პრობლემები. დაბალი კლასი და უამრავი შეცდომა.. ეს ყველაფერი კი წლებია ასე გრძელდება. 12 დან მინიმუმ 3-4 მოთამაშე, ტყუილად გვიზის სკამზე. ხომ შეიძლებოდა ამ წლების განმავლობაში მოეძებნათ 16-17 წლის პერსპექტიული ბიჭები და ნაბიჯ ნაბიჯ შეეთამაშებინათ ნაკრებთან. ისინიც გაიზრდებოდნენ როგორც მოთამაშეები, არც ნაკრებს დაუშავდებოდა რაიმე. ახლა კი ბევრად უფრო პერსპექტიული და ძლიერი ნაკრები გვეყოლებოდა. რატო დაკარგა ფედერაციამ ამდენი წელი?..
ერო
საღოლ ჯიკიჩი მიმხვედრი მიხვდება ,ბოლდუინი და თოკო ლომები .
Nukri
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას, კალათბურთში სამიანები იგებს თამაშს, დღეს წაგვივიდა სამიანები და მოვიგეთ, ევროპის ჩემპიონატზე რაც თამაშები წავაგეთ, ყველგან ორჯერ მეტი სამიანები ჩაგვიგდეს, ასე რომ ზუსტი სამიანების სროლაზე უნდა მიდიოდეს მუშაობა
რატი
ჯიკიჩი ბოლდუინი მგლები ,თოკო კი ცალკე განზომილებაა ეროვნული გმირის წოდებაზე უნდა წარვადგინოთ.
გოგა
აქაც უნდა მოვუგოთ ფინეთს და დანიას თავისთავად
Lobotka
ბრავო კაპიტანს და ახალ ლეგიონერს! წარმატებები ლომებო!
არა და
ძალიან კარგია , მაგრამ მხოლოდ 6 კაცის ქულები, ძალიან ციტაა ! ბითაძისა და მამუკელაშვილის ფაქტორი, კარგი რეზერვი და იმედია, მაგრამ 2 -3 შემხიდებელი "მექულეა" მოსაძებნი. გილოცავთ !
რონი
ძლივს ნორმალური გამთამაშებელი ჩამოიყვანეს..... მწვრთნელიც ნორმალურია სანიოლივით იმას ვერ დავაბრალებთ პრაქტიკებს აქ გადისო ))))
ნოდო
კაი ხანია ასე ამერიკელი არ მომწონებია თან პირველივეში უბრალოდ ისეთი გადმოტანის მანერა აქ მეტოქის ნახევარზე სულ მეგონა 8 წამში ვერ ჩაეტეოდა
ყოჩაღ ჯიკიჩს !
იგრძნიბ(ოდ)ა "მწვრთნელის ხელი" ... კაპიტანმა დაგლიჯა !

უუუჰ ! :)))))))... -------- გილოცავთ !
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა - ოსიმენის მომავალი თითქმის გადაწყდა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან 19-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა, მაგრამ მაინც დამარცხდა
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ფინეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს [VIDEO]
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან პირველი ტაიმი 19 ქულით წააგო
საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 17 ქულით სძლია
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია