ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორეადგილოსან სომხეთს დაუპირისპირდება - 20 მარტს გასვლაზე და 23 მარტს სახლში.

გერმანული გამოცემა ტრანსფერმარკტის მონაცემებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 178.10 მილიონი ევროა, ხოლო სომხეთის ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 42.15 მილიონ ევროს შეადგენს.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე ძვირადღირებულები მოთამაშე "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაა (80 მილიონი ევრო).

სომხეთის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კი "კრასნოდარის" შემტევი ნახევარმცველი ედუარდ ედურარდ სპერციანია (20 მილიონი ევრო).

შეგახსენებთ, პირველ მატჩში ჩვენს ეროვნულ გუნდს დისკვალიფიცირებული გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები სომხეთს ერთა ლიგის C დივიზიონში 2020 წელს ორჯერ შეხვდა, პოლონეთის ქალაქ ტიხიში მატჩი ფრედ (2:2) დასრულდა, თბილისში კი 1:2 წავაგეთ. მაშინ ჯგუფში გამარჯვებულები ჩვენი მეზობლები გამოვიდნენ, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ მაკედონია გავიდა, მესამეზე საქართველო, მეოთხეზე კი - ესტონეთი.

სომხეთის ნაკრები ამა წლის 14 ნოემბერს С4 ჯგუფში საკუთარ მოედანზე ფარერებთან 0:1 დამარცხდა, აუტსაიდერი იყო და D ლიგაში დაქვეითება ემუქრებოდა, მაგრამ ბოლო ტურში რიგაში ლატვიას 2:1 მოუგო და საბოლოოდ მეორე პოზიცია დაიკავა. ამ გუნდს გადაყენებული უკრაინელის, ალეკსანდრ პეტრაკოვის ნაცვლად დროებით სურენ ჩახალიანი ხელმძღვანელობს.

Master
de graf თუარ შეწუხდები შენც გაგვიშიფრე აბა რა გინდა,ოღონდ თუ შეძლებ მოზგაჩობის და სხვა რაღაც რუსული ტერმინების გარეშე.სომეხი ხარ ბიჭო?
Zaza
კვარა რომ გამოგვაკლდება ფასი ორჯერ გვივარდება და ძალებიც თითქმის თანაბრდება თუ მაინცდამაინც ტრასფერმარკტს შევხედავთ მაგრამ ასეთ თამაშებში სხვა ფაქტორებია გადამწყვეტი. პორტუგალია ფასით ხუთჯერ გვჯობდა მაგრამ დამაჯერებლად მოვუგეთ. დერბი მაინც დერბია და ხშირად უფრო სუსტი იმარჯვებს ხოლმე. როგორც საბერძნეთთან თამაშის წინ იყო გაერთიანებული მთელი ერი ასეთი მიდგომაა საჭირო წარმატებუსთვის. უნდა დაივიწყონ პოლიტიკური შეხედულებები და დინამოზე დანიშნონ თამაში. თუ მართლა აქვს დინამოს რომელიღაც ტრიბუნას პრობლემა თავისუფლად შეიძპება 4-5 თვეში მოგვარება. ბიჭებმაც თავს უნდა მიხედონ ისევე როგორც საბერძნეთის წინ მიხედეს. ჟურნალისტებმა თავისი გააკეთონ, ფედეტაციამ თავისი და გულშრმატკივარმა თავისი. თუ ყველა მაქსიმუმს დადებს ორივე თამაშს მივუგებთ და თუ ერევანში მოვიგეთ, თბილისში წინ წამოვლენ და განადგურდებიან! პირველ თამაშში ხვიჩას ზუკა შეცვლის ხოლო კაშოს გოგლიჩიძე და მაინც ძლიერად ვიქნებით. საპასუხოში კი უფრო ძლიერები ვიქნებით და შეიძლება ის 7-0 გავუმეოროთ. მათ შემადგენლობას რაც შეეხება, ჩვენი არ იყოს მათი ღირებულების ნახევარი სპერციანია მაგრამ დიდი არაფერი ფეხბურთელია. უფრო იმიტომ აქვს ამხელა ფასი რომ რუსეთში დაბადებულ გაზრდილია და რუსული პასპორტიც აქვს და რუსეთში ლიმიტის გამო რუსულ პასპორტიანების ფასი ავტომატურად ორჯერ იზრდება. რეალურად ჩაკვე მასზე მაღალი დონის ფეხბურთელია უდავოდ. ბევრი ნატურალიზებული ფეხბურთელი ყავთ რომელთაგან გამორჩეული ურუგვაელი ლუკას ზელარიანი და გერმანელი რანოსი არიან. ეს უკანასკნელი ბავარიის აღზრდილია და კარგი მონაცემი აქვს. მოკლედ როგორც ყოველთვის ქართულ ფეხბურთთან ახლოს ვერ მოვლენ მაგრამ თავს მოიკლავენ. ჩვენ კი სიდინჯე და ყურადღება გვმართებს. ნაცადი ტაქტიკით უნდა დაველოდოთ ჩვენ შანსებს რომელიც მრავლად გვექნება და თუ ნერვებმა არ გვიმტყუნა ამოვტენით
Degraf
mazgachi xar ra :))))uceb gashifre tema
არა ეს რა მითხარით ელი
გენრი აღარა თამაშობს ჩვენთან? ვახ, არ ვიცოდი! ზნაჩიტ დაგვერხა ახპერ ჯან, გაგვიდებენ გიჟ-ვრაცები!
Degraf
ne zvizdi.
zura222
საქონელმა GLA-მ ისევ რაღაცა სისულელე დაწერა ჩემი სახელით DD
ედუარდ შალიაკიან
შემოვიგდებთ სომხებს საჭირო ადგილას, მაგრამ აგრესიითაა საჭირო თამაში და არა ზემოდან ყურებით!!
Basti
ვფიქრობ ყველაზე სასურველი მეტოქე შეგვხვდა ოთხეულიდან,კოსოვოსთან ჯაჯგური მოგვიწევდა,სლოვაკებთან კი ფავორიტები ვერ ვიქნებოდით.ბულგარეთი ალბათ სომხეთზე სუსტია და მათთანაც აშკარა ფავორიტები ვიქნებოდით,თუმცა რაღაცნაირი უხერხული მეტოქეა ჩვენთვის,ორჯერ 2-6 წავაგეთ ერთხელ 1-4.მერე კი მოვუგეთ გასვლა ერთხელ 5-2,თუმცა იმავე ციკლში სახლში ვერ გავტეხეთ.წარმოუდგენელია სომხებთან დავმარცხდეთ...
Master
რეალურად რომ მივუდგეთ აქ შანსები 80-20 ზეა,ჩვენს სასარგებლოდ.ალბათ ზუსტად ისე როგორი სხვაობაცაა ფასებში.ერთის მხრივ კარგიცაა კაშია და კვარა რომ არ გვეყოლება.უნდა ისწავლოს ამ ნაკრებმა კაშიას გარეშე თამაში,ახალი სისხლი სასწრაფო და აუცილებელია დაცვაში.კვარას ადგილს კი ზურიკო შეავსებს(ფლანგების გადანავლებით) და ესეც ძალიან საინტერესოა როგორ ვითამაშებთ ორი უდავო ლიდერის გარეშე.სომხების ერთადერთი შანსი არნახული მონდომებაა კავკასიურ დერბიში.ყველაფერი ხდება,მაგრამ პირადად ჩემთვის ამ მოცემულობით წარმოუდგენელია ორი მატჩის ჯამში სომხებმა გვაჯობონ.
რობი
სპერციანი როგორც ფეხბურთელი არაა ცუდი მაგრამ კრასნოდარელი ლაურენტისი(არუტუნიან-გალიცკი) არ უშვებს გუნდიდან
გოგა
ჩვენი მთლიანი ნაკრების ღირებილება 24 მილიონი იყო ქეცბას მწვრთნელობისას, 5 მილიონი ღირდა კვირკველია

სომხებმა შეიძლება ყველასთან წააგოს, მაგრამ ვრაცუებთან მოიგებენ. ტრადიციული მიდგომაა მათი, რომ თავი შემოგვწირონ....ანბანი რომ შეგვიქმნეს, ჩვენ არ დავუფასეთ და მაგიტომ.
ანი
მხითარიანი აღარ თამაშობს სომხეთის ნაკრებში

სპერციანი ისევ კრასნოდარში თამაშობს?აკი რეალი,იუვენტუსი,ბარსელონა,ნაპოლი,აიაქსი იწვევდნენ,ვაა რამდენი არეკლამეს სომხებმა და მაინც ვერაფერი უშველეს!!!
ვახ-ჯან
მაიცა ყურუმსაღ! ეგ როგორ? კრასნოდარელი ედიკას ღირამს 20 მილიონი და მაშ იტალიის ჩემპიონის ,,ინტარნაციონალეს" და რამე, ლიდერი მხითარიანი არაფერი? რაღაც ვერ ლავეს აი ჩემმა მზემ! სულ მარტო ეგ არა ღირს მინიმუმ რაც მთელი ჰაესტანის ფეხბურთელები ერთად გამრავლებული ორზე. საიდან რას მაიტანენ , რას დაწერენ, გონზე არ არიან რაა, არარატის მთის მადლმა რაღა.
ზურა
5 წლის წინ პირიქით იყო-ერთი ფეხბურთელი-მხითარიანი უფრო ძვირი ჰყავდათ ვიდრე ჩვენი ნაკრები მთლიანად.
კვაზი ოცნება
მე მგონი ჩვენ ფეხბურთელებს არც უნდოდათ A ლიგაში გადასვლა ჰოლანდიას და ესპანეთს რომ შეხვდები გაგაფარჩაკებს 7-1 ჯობია სან-მარინოებს ვეჭიდაოთ....თორემ ფანები გვეტყვიან მერე აკრძალეთ ფეხბურთი.....და საერთოდ კალაძის 2 ჩემპიონთა ლიგის მერე სხვა მოსაგონარი არ უნდა გვქონდეს
გიო
დაიმახსოვრეთ ერთი რაღაც: ჩვენ უნდა მოგვეგო მარტივად ალბანეთანაც და უკრაინასთნაც, პირველ ადგილზე უნდა გავსულიყავით მაგრამ მოხდა სასწაული აგვეკიდა დაბრკოლება ყურადღების გაფანტვა
Givi
კი მაგარი აღმავლობა აქვს ზურა ფარერებიც მაგას ამბობებ:)))
დელიკა
კარგით რა ნუ დაპანიკდებით ხოლმე, ფარერებმა მოუგეს მაგათ, ჩვენ უბრალოდ შევჭამთ...
ჯიმა
რა აღმავლობა ჩემი ძმათუხარ ეხლახან წააგეს ფარერებთან:)
ლშა
სომხები თუ აღმავლობის გზაზე არიან მაშინ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვყოფილვართ .
zura222
სომხები აღმავლობის გზაზე დგანან და უეჭველი მოგვიგებენ. აქ რამდენიც დამიწერია იმდენი გამართლდა Z
ც
გაიმარჯვებენო გავივე უცებ დს იმიტომ დაგოწერე დისლაიქი
C
პირველი თამაში სად არის?
ადამიანი
დაიყეთ ადრე პირველი ადგილიო და გასულები ვართო შედეგი მესამე ადგილი. ახლა სხვაობაზე საუბრობთ...შეძახილმა ხე გახმოო ნათქვამია და ქება დიდება როგორ უხდებათ ისტორია სახეზეა...დაანებეთ თავი 5 თვეა მადამდე და რა იცით რას დაგვახვედრებს სომხეთი.და კიდო რა სხვაობაზეა საუბარი როცა სომხეთიც და ჩვენც ერთი ადგილისთვის ვიბრძვით 3 ადგილი. ლოგიკა არის აქ ერთი დონის გუნდები ვართ
გია
სომხები 100 % გაიხარჯებიან, თავს დადებენ გამარჯვებისთვის.
ჰაჰა
ჰოჰ. აბა, რაღას ვთამაშობთ. შევადაროთ ფასები და თუ ვჯობივართ ჩვენი მოგება იყოს. ბიჭოოს, რა გაგვიჭირეთ ფარერებთან წაგებით. გეგონება ჩვენ არ გვქონდეს წაგებული.
გია
ძნელი და დაძაბულო თამაში იქნება
გიო
ალბანეთიც დაინაგარიშეთ ეს თუ უშველის საქმეს კი ბატონო
იბერიელი
გეთანხმებით ბატონო იოსებ ვულოცავ გიორგის ვუსურვებ წარმატებებს და ჯანმრთელობას დედას და ბავშვს გამრავლებას თქვენ ოჯახს
სოსო
სომხები,როგორც სამეზობლო დერბის შეეფერება,თავებს გადადებენ ჩვენ წინააღმდეგ,თუმცა ჩვენი ნაკრები,ობიექტურად,დღეს მათზე ძლიერია და კვარა, კაშიას დისკვალიფიკაციის პირობებშიც კი,მათზე ძლიერები უნდა ვიყოთ. მთელი გულით ვულოცავ გიორგი მამარდაშვილს,გოგონას შეძენას!ჯანმრთელი,ლამაზი და ბედნიერი ქალი გაიზარდოს!
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
რაულმა შესაძლოა, სომხეთის ნაკრები ჩაიბაროს
ცნობილია, სად ჩაატარებს საქართველოს ეროვნული ნაკრები სამ საშინაო შეხვედრას
ერთი დღე ნაკრებთან ერთად - კაშიამ გუნდის მნიშვნელოვანი ადამიანები გაგვაცნო [VIDEO]
საქართველო-უკრაინის მატჩამდე ცოტა დრო რჩება - რა ხდება ბათუმში? [VIDEO]
ვლადიმერ ვაისი: მომდევნო მეტოქე უფრო რთულია და გარკვეული ცვლილებები იქნება
ვლადიმირ ვაისი: შვეიცარიასთან ქართული სტილით ვითამაშებთ
ვიწყებთ სახლში თურქეთთან - საქართველოს ნაკრების კალენდარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ციკლში