ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხე ტურში, G ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფინეთი 81:64 დაამარცხა.

ტაბლოზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო მატჩი 48 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, სანაძე, ფევაძე, შენგელია, შერმადინი. საქართველოს ნაკრებმა ისევე როგორც ესპოოში ჩატარებული შეხვედრა, თამაში მძიმედ დაიწყო, სტუმრები 9 ქულით დაწინაურდნენ, პირველი მეოთხედი კი 21:17 მოგვიგეს. შენგელიასთან ერთად ჩინებულად ირჯებოდა ბოლდუინი, აგრეთვე სანაძე, რომელთა ძალისხმევით დავწინაურდით კიდეც, თუმცა პირველი ტაიმი 38:40 წავაგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ქართველი კალათბურთელები დაცვაშიც უკეთ თამაშობდნენ, შეტევაშიც, არც მეტოქე გვიდებდა ტოლს, ფარს კვლავ გვიგებდნენ, თამაში ქულა ქულაში წავიდა. ანდრონიკაშვილმა ზედიზედ ორჯერ ჩაჭრა ბურთი და 5 ქულით გავედით წინ, ხოლო დასკვნითი პერიოდის წინ ტაბლოზე 55:53 დაფიქსირდა. მეოთხე მეოთხედში უკვე საქართველოს ნაკრები დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან 25 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, ბოდუინმა 22 ქულა ჩააგდო (8 მოხსნა, 5 პასი), 12 სანაძემ, 9 ბურჯანაძემ, 6 ანდრონიკაშვილმა, 5 შერმადინმა, 2 კი ფევაძემ.

ჯგუფში 4 მოგებით ლიდერი სერბეთია, მეორე ადგილზე 2 მოგებით საქართველოა, მესამეზე 1 მოგებით ფინეთი, მეოთხეზე კი 1 მოგებით დანია. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 21 თებერვალს სახლში დანიასთან ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპირველობის საგზურს მოიპოვებს.

გნაცე-სს
სომხეთი,რომ მოგვიგებს და c ლიგაში გაგვაგდებს,მერე იბაქიბუქე!!!

სპორტალ,რატომ არ მიქვეყნებთ კომენტარს??

ფეხბურთში მსოფლიოზე გავედით?კალათბურთში ევრობასკეტზე?ფინეთთან მოგება არ გვყოფნის, ორი თამაში გვაქვს წაგებული,ასე რომ ამპარტავნობა არ არის საჭირო და წინასწარი ბაქი-ბუქი მით უმეტეს სპორტში,ისე ჩვენი საფეხბურთო ნაკრები კობახიძე, კალაძემ დათარსეს!!!ამიტომ დავიკავეთ ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილი!!!
გიორგი
ფინეთი ისედაც გასულია ევრობასკეტზე,ჩვენ კი ჯერ დანია უნდა დავამარცხოთ,რო ევრობასკეტზე გავიდეთ!!!!
ნაპოლეონი
კაი თუ ძმა ხარ 20 წელია ჭ ლიგებში მეათე ადგილებს ვერ ცდებიან ასაკობრივები. . .
მარი
ზაზა-ს. არაფერი არ მესირცხვილება და არაფერს არ ვაუფასურებ,არც სხვა მოდგმის არ ვარ,ობიქტურად ვუყურებ ჩვენს პერსქტივებს და არ ვბაქი-ვბუქობ წინასწარ,ფინეთი მასპინძელია ევრობასკეტის და უკვე გასულია ევროპაზე,მსოფლიოზე და ევროპაზე ბითაძეც გვყავდა და მამუკელაშვილიც მაგრამ,ფინელებზე ცუდი შედეგით დავასრულეთ,ფინელებმა კი ულამაზესი კალათბურთი აჩვენეს და ყველას დაამახსოვრეს თავი,მათ შორის მეც,ჩვენი მათავარი მეტოქე კი დანიაა და ვნახავთ თებერვალში გავალთ თუ არა ევროპაზე!!! ობიექტურად კი ფინეთი თვისი NBA-ს მოთამშეებით საქართველოზე ძლიერია,რაც არა ერთხელ დაუმტკიცებიათ,თუ კი ეს მოცემულობა უახლოეს წლებში შეიცვლება ძალიან გამიხარდება,რადგან ქართულ კალათბურთს ძალიან ვგულშემატკივრობ,მესმის და მიყვარს!!!ბევრ თქვენთაგანზე მეტად!!!
გნაცებს!
სპორტშიც და ყველგან ჩვენ ვიგებთ, თქვენ აგებთ!
რონი
მაგარი გამთამაშებელი დავიმატეთ... როგორც იქნა გვეღირსა მაღალი დონის ლეგიონერი.. მწვრთნელიც კარგი გვყავს. ეხლა მთავარია ახალი თაობა ნორმალური წამოვიდეს რომ შევსება მიიღოს ნაკრებმა
ვარსკვლავი
თორნიკე შენ ხარ ლეგენდა და დიდი მადლობა ასეთი თავდადებისთვის!! თორნიკეს, ლაშა ტალახაძის, გენოს, ლაშა ბექაურის და სხვა ჩვენი წარმატებული და საამაყო სპორტსმენების მაგინებელი, უსამშობლო გარეწრების მოკითხვას რატომ ბლოკავთ?
ასეა!
რამდენჯერაც, ჩვენი ნაკრების ლიდერს თორნიკე შენგელიას შევხედავ, იმდენჯერ მახსენდება, თუ როგორ შეურაცყოფას აყენებდნენ "ნაც ჩასაფრებულები", თავიანთი უმსგავსო კომენტარებით. ასეთებს რა უნდა უთხრა და მოკითხო? არც არაფერი, რადგანაც არიან ცარიელი ადგილები! ჩვენს ნაკრებს წინსვლა, ხოლო თოკოს გამძლეობა და გამარჯვებები!
ალექსანდრე
მეგობარო, ქართულმა შრიფტმა რა დაგიშავა?!
ქორ-პარიკმახერი
ძლივს არ ეღირსა ჩვენს ნაკრებს ბო მაკალების დონის ლეგიონერი! მანამდე ვინც იყვნენ ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ და გულით და ა სულით თამაშობდნენ ჩვენ ნაკრებში, ამისათვის მათ დიდი მადლობა, მაგრამ ბოლდუინი აშკარად სხვა დონეა, ეს არის ის ვისაც ვითხოვდით და ვინც გვჭირდებოდა.
ზაზა
შენნაირი ადამიანების გამკვირვებია, ყველაფრის გაუფასურება და გაიაფება რომ გიყვართ. მასე ბითაძე და მამუკელაშვილიც NBA-ში არიან და ეგენი რომ ყოფილიყვნენ ჩვენც ხომ გაძლიერებული ვიქნებოდით არა? თუმცა გატყობ შენც იმ მოდგმის ხარ, საკუთარი რომ გესირცხვილება და მუდამ გგონია რომ არასრულფასოვანი ხარ. შენი აზრით ვინმე მარკანენი რომ ყოლოდათ ფინელებს, აი რას გვიზამდნენ თურმე, გადავრჩენილვართ. წადი ბიძია გაიარე რა და საკუთარ თავზე იმუშავე, აიმაღლე ეროვნული თვითშეფასება.
სოსო
ბოლდუინმა ფაქტობრივად პირველ თამაშამდე ორი დღით ადრე ნახა პირველად,თანაგუნდელები.ალბათ ამიტომ იყო,რომ თავიდან არაფერი გამოგვდიოდა.ეტყობა მწვრთნელმაც ნება მისცა და მან თამაშის საკუთარ თავზე აღება დაიწყო.პირველი თამაში,შეიძლება ითქვას,რომ გუნდმა კი არა,ინდივიდუალებმა მოიგეს,თუმცა თამაშის ბოლოსაკენ,უკვე რაღაცა კავშირები გააბეს ერთმანეთთან და ამან მიგვიყვანა,გამარჯვებამდე.დღეს უკვე აშკარად უკეთესად იჯდა შემადგენლობაში,ბოლდუინი.თორნიკე რომ სუპერ მოთამაშეა,ეგეც ხომ უკვე დიდი ხანია ვიცით და მათ გვერდით,სხვებმაც მეტ ნაკლებად ხელი გამოიღეს.შერმადინი დღეს ნაკლებად დაიტვირთა.არ ვიცი,შესაძლოა რაღაცა აწუხებდა კიდეც.დღეს ბოლდუინმა გვიჩვენა,რომ სწრაფ შეტევაზე გრძელი,უზუსტესი პასის გაკეთებაც შეუძლია და მის გვერდით,რატი ანდრონიკაშვილიც გაცილებით უფრო თავდაჯერებული ჩანდა.რამდენი ხანია,შერმადინი პიკენროლებზე გაყვანილი აღარ გვინახავს,საქართველოს ნაკრებში.მომდევნო თამაშებში,ალბათ ამასაც ხშირად ვიხილავთ.ბოლდუინს ვფიქრობ მაგის გაკეთებაც შეუძლია.ეს რა თქმა უნდა ის შემადგენლობა აღარ არის,რამდენიმე წლის წინ რომ გვყავდა,მაგრამ ჯგუფიდან გასვლა ნამდვილად შეუძლია.ვულოცავ ამ გამარჯვებებს და ამ იმედით ვემშვიდობები,მომდევნო მატჩებამდე.
მარიs
ეგრე ჩვენ გოგა და სანდრო გვაკლდა, კი ბატონო მარკანენი უფრო მაღალი დონეა, მარა როგორც გუნდი ჩვენ მაინც უკეთსი ვართ
მარი
კიდევ კარგი მარკანენი ევროპაში არ თამაშობს და NBA-შია!
ლევანი
მადლობა ბიჭებო, კარგი თამაშისთვის. დიდება საქართველოს!
giorgi
ბოლდვინის დონის გამთამაშებელი პრაიმში რო ვიყავით მაშინ რო გვყოლოდა ვინ იცის რეებს ვიზამდით.ნუ რას ვიზამთ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.წარმატებები ნაკრებს.
Degraf
yolit rogor ar gvyolia, magaze dzlieri iko shammond williamsi. ubralod bolo clebi msgavsi ar gvyavda. atleti, msroleli da mepase. mshvenieria
ვახო...
ძალიან გაგვახარეს ბიჭებმა და მადლობა მათ, ამ სიხარულისათვის! უდიდესი წარმატებები ჩვენს ნაკრებს, მომავალშიც!
Master
ყოჩაღ,კარგი იყო,შენგელია სუპერ, ბოლდუინიც,ჯიკიჩიც,ბოლოს როდის გახსოვთ ასე მშვიდად 5 წუთით ადრე მოგებული თამაში?განსაკუთრებით კი ბურჯანაძის დაბრუნება მომეწონა,ეს ბიჭი ალბათ მთელი სამი წელი ქულას ვერ იღებდა ნაკრებში,ახლა კი მშვენივრად გაისარჯა.ამ მოგებით თითქმის გავინაღდეთ ევრობასკეტი,თუმცა აშკარაა უამრავი სამუშაოა კიდევ,ძალიან მოკლებული აქვთ სანაძეს და შერმადინს,მათი შემცვლელები კი არ ჩანან,რატის არასტაბილური საკლუბო კარიერა აქვს.ფინეთი ძალიან დასუსტებული და უმოტივაციოა.არც სამიანები წაუვიდათ და ალბათ ამიტომ გამოვიდა იოლი მოგება.ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოგება ძალიან გვჭირდებიდა და მოსაგები მოვიგეთ,მადლობა ბიჭებს და წარმატებები.
მასტერს
გილოცავთ ყველას! ბიჭებს მადლობა და ბოლდუინი კი ღმერთმა გამოგვიგზვნა ნაღდად!!! აი, რას ნიშნავს ჭკვიანი გამთამაშებელი!
Gia
Magra visiamovne.sagol bijebi!!!gilocavt!!!kvaras gareshe safexburto nakrebi ver warmomidgenia da kalatburtshi shengelias gareshe.eseti amerikeli kide chven ar gvyolia,tipi universalia.klasni roa pirvel tamashi etyoboda.
Რაგბის ფანი
ახალმა გამთამაშებელმა ჩვენი ვარსკვლავები შეკრა. იმედი დაბრუნდა!
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა - ოსიმენის მომავალი თითქმის გადაწყდა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
უარი ცისარტყელა სამკლაურზე - "ნანტის" კაპიტანი დასაჯეს
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
შენგელიას და ბოლდუინის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა პრინციპულ მატჩში ფინეთს სძლია
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ფინეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს [VIDEO]
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან პირველი ტაიმი 19 ქულით წააგო
საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან 19-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა, მაგრამ მაინც დამარცხდა
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია