Goodison News-ი Football League World-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „ევერტონი“ „უოტფორდის“ შემტევით, გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა და უკვე იანვარში მისი შეძენის სურვილი აგრეთვე „ლესტერს“ და „ვულვერჰემპტონს“ აქვთ.

აღნიშნულია, რომ ჩაკვეტაძემ სექტემბერში „უოტფორდთან“ კონტრაქტი 5 წლით გაახანგრძლივა, კლუბი ძვირად დააფასებს, რამაც შეიძლება მისი მსურველები დააფრთხოს, რომლებიც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. მით უმეტეს, თავად ტომ კლევერლის გუნდს აქვს უმაღლეს დივიზიონში აღზევების შესაძლებლობა.

გამოცემა წერს, რომ მიუხედავად დაბალი შედეგიანობისა, 25 წლის ქართველი შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევა, ჩინებულ ფორმაშია, შესანიშნავ სეზონს ატარებს, კარგი დრიბლინგის მქონეა, ჩემპიონშიფში ერთ-ერთი საუკეთესოა, გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელია და საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზეც გამოიჩინა თავი.

ხაზგასმულია, რომ ადრე „სანმა“ დაასახელა თანხა, რომელსაც "უოტფორდი"გიორგის სანაცვლოდ მოითხოვს - 20 მილიონი ფუნტი.

ყველაზე დიდი მტერი ხალხის არის სათამაშო ბიზნესი!
ხალხო ხმა ამოვიღოთ დავუდგეთ გვერდში ლუდომანებსს ყველაზე ცოდვები არიან ნარკომანებზე უარესები არიან დამიჯერეთ....გავაუქმოთ კროკობეთი.კრისტალბეთი..აჭარაბეთი..ევროპაბეთი..ლიდერბეთიი..ბეთლაივი...ეს საიტები რო მოვსპოთ ყველა არ ივლის კაზინოში ვიბრძოლოთ ერს ყველაზე დიდი მტერი არა რუსეთი და პუტინი გვყავს არამედ სათამაშო ბიზნესიიიიიიიი გვყავსს დამიჯერეთ....ამ პატარა ქვეყდნიდან რო ყოველ წელს 20 მილიარდი შევა სახელმწიფოში ამ ბიზნესიდან ვინ გაუქმებს ან კითხვა არგიჩნდებათ ამდენი ფული საიდან...ევროპასაც გავარტყი ამერიკასაც და ზედ რუსეთსაც თუ ხალხი გაგვინადგურესსსსს
კიეზა
ოღონდ გიო ტოპ 5 ში ვიხილო ..მერე ვიტყვი აჰა იღბალიც არსებობს თქო..დაღვინებულია ყველა ასპექტში..ფიზიკურადაც ჯანზეა..ციტა სისწრაფე ჭირდება და ახალი დე ბრუინს იხილავს პრემიერლიგა..წარმატებები მას და ყველა ქართველს..
ზაზა
წარმატებები ოქროს ბიჭს
zura222
ჩაკვემ ბევრი უნდა იმუშაოს დარტყმებზე ! რამდენი შემთხვევა იყო ძალიან ლამაზი გოლები უნდა გაეტანა მაგრამ ააცილა. განსაკუთრებით ზემოდან სცდება მისი დარტყმები კარს არ ვიცი ბარიერით მაინც ივარჯიშოს დარტყმებში რომ ცოტა დაბლა წავიდეს ბურთი. დარტყმას თუ გამოასწორებს მართლა საუკეთესო იქნება მის ადგილზე !
ABARA
არ დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ სულ ცოტა ხნის წინ კლუბმა ჩვენებურს 5 წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი და ამას შინაარსად ის აქვს , რომ მარტივად მას არ და ვერ შეელევა. არც თავად ჩაკვე იჩქარებს და მინიმუმ სეზონის დასრულებას დაელოდება, რადგან მისი კლუბი პრემიერ ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის. თუ ვოტფორდი პრემიერლიგაში ამაღლდა მომავალ სეზონში, მას აუტსაიდერში გადასვლა აღარ დაჭირდება და თუ რომელიმე გრანდი მოისურვებს მის გაფორმებას ფასი კი იცით - დაახლოებით 20 მილიონი ევრო, რაც ინგლისში სულაც არაა კოლოსალური თანხა და რომელსაც სურვილის შემთხვევაში ტოპ 10 ის ნებისმიერი გუნდი გადაიხდის იმ შემთხვევაში თუ ჩაკვე პრემიერლიგაშიც იტყვის საკუთარ სიტყვას. თუ ვოტფორდი ჩემპიონშიფში ჩარჩა ჩაკვეს ნამდვილად მოუწევს აბარგებაზე ფიქრი და ასეთ შემთხვევაში მას კლუბიც შედარებით ნაკლები თანხის სანაცვლოდ შეელევა, რომელსაც უკვე პრემიერლიგაში მოასპარეზე ნებისმიერი კლუბი გაწვდება. მუშაობას თუ განაგრძობს მსგავს რეჟიმში და ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობს, ვფიქრობ აუტსაიდერში კი არა, ტოპ 10 ის რომელიმე კლუბშიც მოხვდება, რადგან ინგლისში მისი ყაიდის ფეხბურთელი ბევრი ნამდვილად არაა. დაცვაში და თავდასხმაში თანადბრად ეფექტურია და გოლების გატანაც თუ დაიწყო და ტაციაობა წავა დამიჯერეთ.
გენა
შეძენის სურვილი გამოთქვეს.. შეიძინეთ ჩაკვეტაძე. აბა ვის უნდა კარგი შენაძენი.
Რერო
კვირკველიამ მაშინ ჩემპიონ ლოკომოტივთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ამჯობინა ლესტერს. რუბინი არაფერ შუაშია. შეცდომა დაუშვა. არ მინდა იგივე დაემართოს ჩაკვეს. სად ევერტონო ან ლესტერი და სად უოტფორდი. ჩემპიონშიბიც რომ გავარდეს ამ გუნდებთან ერთად მაინც სჯობს. ჯერ კლუბების ისტორია და ფანობა ნახე რამხელა სხვაობაა.
ჩაკვეს
ჩაკვე ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია! ნამდვილი ლოკომოტივი! ძალიან მიხარია მისი ასეთი ფორმა და ბოლოს და ბოლოს, დაიბრუნა საკუთარი თავის თვითრწმენა და ძალიან მყარად დადგა ფეხზე! მეც ვუსურვებდი დარჩეს უოტფორდში, რადგან ეს არის გუნდი, რომელიც მას ენდო და რომელიც დაეხმარა ყველანაირად. გარანტირებული აქვს ძირითად შემადგენლობაში ადგილი და მწვრთნელს ძალიან დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. წლის ბოლოსაც აუცილებლად ექნება მას შემოთავაზებები! ამასთან, შეიძლება უოტფორდიც გადავიდეს პრემიერლიგაში, რაშიც მისი როლი ძალიან დიდი იქნება და კიდევ უფრო მეტად დააფასებენ! გვეიმედები გიორგი, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ!
დავითი
რუბინს და რუსეთის ჩემპის პერსპექტივას ადრი უოტფორდის და ჩემპიონშიპის პერსპექტივებს? ამბიციური გუნდია უოტფორდი და შუა სეზონში გადასვლა ისეთ გუნდში,რომელიც დიდი შანსია გავარდეს, ახალ გუნდში დამკვიდრების რისკებით არასერიოზული ნაბიჯია. ამ ტემპით არც ივლისში ექნება ნაკლები შემოთავაზებები.
ზაზა
აი თქვენმა შიშებმა და ფობიებმა ხომ ტვინი წაიღეს, როგორ შეიძლება ასეთი უიმედო პესიმისტები იყოთ? კიდევ კარგი რომ ბევრი არ ფიქრობს თქვენნაირად, ზოგადად ასეთი განწყობა განვითარების და პროგრესის შემაფერხებელია, როგორც პიროვნულ, ასევე კოლექტიურ დონეზე. მასე რომ შეშინებოდათ, კოლუმბს, მარკო პოლოს, ჯეიმს კუკს, ვასკო და გამას და კიდევ სხვებს ახლაც დედამიწის 80 პროცენტი აღმოუჩენელი იქნებოდა, ხოლო მათი სახელი არავის ეცოდინებოდა. გინდა სახელი დატოვო? მაშინ გლობალურად უნდა იაზროვნო და დიდ მიზნებს უნდა შეეჭიდო და არა პრემიერშიფის, ძლივს გუნდში დარჩენაზე ყაბულს იყო, იმის შიშით რომ ოკეანეში ცურვისას ჩაიძირები. გიოს დიდ წარმატებას ვუსურვებ, მიაწექი ჯიგარო.
ქ. გ.
მალე უფრო მაგარი გუნდებიც დაუდგებიან რიგში.
ATP 16
სერიოზული დაფიქრება მართებს თვითონ, თუმცა მე რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას, ყველაფერს გავაკეთებდი სეზონის ბოლომდე რომ უოტფორდი პრემიერლიგაში გადასულიყო, სულ რომ გამოვარდეს ერთი სეზონის მერე, აქ მთავარი ის არი რომ გარანტირებულად ადგილი ექნება ძირითადში და მხოლოდ იმაზე ფიქრი დასჭირდება, როგომ მოუმატოს კიდევ თავის თამაშს. მწვრთნელი ენდობა ბოლომდე და თუ გუნდი გადაიყვანა არავინ შეცვლის.რომ წავიდეს იანვარში და ის გუნდი მაინც გავარდეს პრემიერლიგიდან , ნახევარ სეზონში ვერც ვერაფერს მოასწრებს და შეიძლება ფორმიდანაც ამოვარდეს. ყველა შემთხვევაში წარმატებები გიოს, ჩვენთვის ყოველთვის საუკეთესო იქნება.
მასტეჩა
აუცილებლად უნდა წავიდეს ამ სამიდან ნებისმიერში, რომელიც დარჩება პრემიერ ლიგაში, სამივე გუნდი პრემიერლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. პრემიერ ლიგა სხვა დონეა, უფრო მოუმატებს და ნაკრებისთვის მაგარია.
მაიცა რა
არანაირად არ უღირს, ბიჭი ჩემპიონშიპის მგელია, და პრემიერლიგაში არ ჩაიკარგოს მეშინია!!! ჯერ რა სტატისტიკა აქ მთელი ბრიტანეთი მაგაზე წერს...ალბათ წლის საუკეთესოს მისცემენ.
Რერო
უნდა გადავიდეს პრემიერ ლიგაში, ეს შანსი არ უნდა გაუშვას. თუ კლუბი გავარდება ისევ აიყვანს რომელიმე პრემიერ ლიგური კლუბი. იქ თამაში თუნდაც ნახევარი წელი სხვა სახელი და წარმატებაა. მახსოს კვირკველია არ წავიდა ლესტერში და იმ წლის შემდეგ საშინლად წავიდა მისი კარიერა. რაც აქ ჩამოთვლილი კლუბებია ყველა ჯობია უოტფორდს.
ქ. გ.
ეს სამი გუნდი Warford-ზე კარგი არ არის. გვინდა რომელიმე დიდი გუნდი, სადაც შეუქმნიან ქარგ პირობებს, უფრო კარგი მწვრთნელები ეყოლება და სათანადო ხელფასს გადაუხდიან ნიჭისა და შრომის დასაფასებლად.
გეთანხმები
ინტელექტით თანამედროვე ქართულ ფეხბურთში ორივე გამორჩეულია
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს!
შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევა ყოველი მეორე ქართველი ფეხბურთელი და ჩაკვე მათ შორის ინტელექტით პირველ ადგილზე დგას, ისე რომ დაიწყეთ საქართველოს ჩემპიონატიდან ქართველი ფეხბურთელების წაყვანა ვიდრე ძალიან არ გაძვირებულან!
Ტტტ
30 წელიწადია ფეხბურთს ვუყურებ. ჩაკვეტაძის თამაში პირველად ქუთაისის ტორპედოსთან ვუყურე, მაშინ ძალიან პატარა იყო, როგორც მახსოვს 20 ნომერი მაისური ეცვა. მთელი სიამოვნება იყო მისი თამაშის ცქერა. იმ დღის მერე მე მისი გულშემატკივარი გავხდი. საფეხბურთო მოედნის დირექტორს ვეძახი. ჯერ იყო ქინქლაძე მისი უნიკალური ბურთის ახლოს ფლობით და ქინქლაძის შემდეგ ჩაკვეტაძე, ეს ორნიც რაღაცით ერთმანეთს ჰგავან,ჰაეროვანი თვისუფალი ბურთის ფლობით.ბოდიში კვარას, შოთას და ჩვენს ფეხბურთელებს მაგრამ ქინქლაძე და ჩაკვეტაძე ჩემთვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები არიან ვისი თამაშიც მინახავს. როდესაც გიომ ტრამვა მიიღო და რეაბილიტაციის შემდეგ ფორმაში შესვლას ვერ ახერხებდა და გულშემმატკივრების უმეტესობა იძახდა დამთავრდა ამის ფეხბურთიო მაშინაც და ყოველთვის მჯეროდა რომ ის როდესაც ფორმაში შევიდოდა ტოპ კლასის მოთამაშე გახდებოდა და დარწმუნებული ვარ ეს მისი მაქსიმუმი არ არის, მთავარია არაფერმა ხელი არ შეუშალოს და ორი წლის მერე ყველანი ერთად ვნახავთ რომ ის იშვიათი მოთამაშეა. ჯანმრთელობას ვუსურვებ და იღბალს მთელი სულითა და გულით. აქვე დავამატებ, იქნებ ეს კომენტარი გიორგიმ წაიკითხოს და საახალწლოდ მისი მაისური მაჩუქოს მისი ავტოგრაფით:) თუნდაც დინამოს მაისური იყოს, ქუთაისელი ვარ მაგრამ მაინც მთელი სიამაყით მივუჩენ განსაკუთრებულ ადგილს ჩემს სახლში:) წარმატებები და წინსვლა ჩვენს მაესტროს. ვაისს და უოტფორდ უღრმესი მადლობა რომ გიირგი დაგვიბრუნეს
zura222
ნგონი თვითონ ჯერ არ უნდა იჩქაროს შეიძლება ისე წავიდეს საქმე რომ კვარასთან ერთად აღმოჩდეს სიტიში ლივერპულში ან რომელიმე სხვა ბობოლა პრემიერ ლიგის გუნდში და რაც შეეხება 20 მილიონს უოტფორდს ნაღდად ეკუთვნის ის ფული რომ მიიღოს ჩაკვეს გაყიდვით ნაპოლის ღორებისგან განსხვავავებით იმიტომ რომ იმიტომ !
გიორგი
მეტი შედეგიანი უნდა გახდესო 40 წარმატებული დრიბლინგი აქვს და 40 საგოლე სიტუაცია შექმნა მეორე ადგილს ვინც იკავებს მას 11 საგოლე სიტუაცია აქვს და ეს ყველაფერი 600 ფეხბურთელს შორის აღებული სტატისტიკაა .
სიმენონი
ევერტონი დიდი ცდუნებაა
ზაზა
ისე კაცმა რომ თქვას ევერტონი 1954 წლოს მერე არ დაქვეითებულა ქვედა ლიგაში და ინგლისის ყველაზე სტაბილური შუაშისტი გუნდია. რაღა ახლა გაუწყრებათ ღმერთი და დაქვეითდებიან მეორე ლიგაში. ნუ მოკლედ ევერტონი არაა ცუდი ვარიანტი, თავისი საოცარი ისტორიით და ფანებით. ისე რად ღირს მამარდას და გიოს დერბის ყურება მომავალ წელს. წარმატებები გიო სადაც არ უნდა წახვიდე.
გუჯი
უოტფორდს სამივე გუნდი ბევრად ჯობია და სამივე რომ გავარდეს პრემიერ ლიგიდან უფრო მეტი შანსი აქვთ უკან დაბრუნების ვიდრე უოტფორდს. ასე რომ თუ შანსი გაუჩნდა არც უნდა დაფიქრდეს. ისე ისიცაა სათქმელი, პრემიერ ლიგაში რომ ითამაშებს იქ სულ სხვა დონეა და ძირითადისთვის ბევრი ექნება დასამტკიცებელი.
არტიმო სეფერთელაძე
გიორგი ჩაკვეტაძემ მთელი ყურადღება და კონცენტრაცია უოტფორდის გეგმებზე,შედეგიანობაზე,დასახულ მიზნებზე უნდა მოახდინოს,ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ კლუბი პრემიერლიგაში აღზევდეს,თუ სტაბილური და შედეგიანი გახდა,უმაღლესი კლასის ბინადრებიც დაინტერესდებიან მისი სამსახურით!
ნოდო
ცხრილს თუ ჩახედავ პრემიერლიგის არც კი უნდა დაჯდე მოსალაპარაკებლად უოტფორდს უფრო მეტი შანსია აქ გადმოსვლის ვიდრე მაგ სამივეს ერთად - დარჩენის
რა არ უღირს?!
აბა ავი თვალი შორს!!
წადი გიო, წადი!
არც უნდა დაფიქრდეს, ეგრევე უნდა გადავიდეს ნებისმიერ გუნდში, თუ ძირითადში ჩასვამენ. უოტფორდს ყველა ჯობია და ვერც უმაღლესში გადავა, დაცვა ყავს დირკა. ხელფასიც მეტი ექნება და სტატისტიკასაც უკეთესს დადებს.
Star lord
2 წელია ხვიჩა ბარსაში გადადის და ჩაკვეც ეგრე იქნება ალბათ
გიორგი V
ევერტონი ძაან მაგარი კლუბია!თან მამარდას მეზობლად იქნება:))
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
HITC: მიქაუტაძე პრემიერლიგის ვიცე-ჩემპიონს სჭირდება - საქართველოს ნაკრებს ოქროს თაობა ჰყავს?
[VIDEO] რა გააკეთა ვარდიმ, როცა ტრავმირებული მსაჯი დაინახა? - ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს
The Sun-ის ცნობით, ჩაკვეტაძე შეიძლება ნაახალწლევს პრემიერლიგის კლუბმა შეიძინოს
ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა
"მანჩესტერიდან" გულნატკენი და იმედგაცრუებული წამოვედი" - ვან ნისტელროიმ გულახდილად ისაუბრა
"ნაპოლი" "ბარსელონას" აღზრდილი თავდამსხმელის დამატებას შეეცდება
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
ნისტელროის გაუშვებენ - ვინ შეიძლება გახდეს "ლესტერის" ახალი მწვრთნელი
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა
"უოტფორდმა" მოიგო - ჩაკვეტაძე შეცვალეს
რუდ ვან ნისტელროი პრემიერ ლიგას უბრუნდება - ნიდერლანდელის ახალი გუნდი ცნობილია
"ატლეტიკომ" ბრაზილიელი თავდამსხმელი "ვულვერჰემპტონში" გაანათხოვრა
"ევერტონს" მის წამოსაყვანად ამ თანხის გადახდა დასჭირდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ "კანფეტებს" "ჩაკვეს" შეძენა ურჩია
"ევერტონს" მის წამოსაყვანად ამ თანხის გადახდა დასჭირდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ "კანფეტებს" "ჩაკვეს" შეძენა ურჩია
"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" 38 წლის ჯეიმი ვარდის დამატებას ეცდება
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
ვან ნისტელროი "ლესტერს" ჩაუდგა სათავეში
ხულიენ ლოპეტეგიმ "ვულვერჰემპტონი" დატოვა
20 მილიონი ერთი, 20 მილიონი ორი - მიქაუტაძის შესაძენად "სატრანსფერო აუქციონი" დაიწყო
ჩაკვეტაძის "უოტფორდი" სტუმრად "ოქსფორდთან" დამარცხდა
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" სახლში აუტსაიდერს ვერ მოუგო
გერმანული გრანდი და პრემიერ ლიგის კლუბი - მიქაუტაძის მსურველთა რიგები გაიზარდა
"ევერტონი" პიკფორდს კარიერის ბოლომდე კონტრაქტს სთავაზობს