დღეს, 21 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგა გაიმართა, სადაც საქართველოდან მონაწილეობა "გოლდენ გორმა" მიიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბოლო წლებში ევროპის საკლუბო ტურნირებზე ყოველთვის ორი წარმომადგენელი გვყავდა - გორის კლუბი და შინაგან საქმეთა სამინისტროს "მებრძოლი", რომელიც უმეტესად ეროვნული ნაკრების ბაზაზე იყო დაკომპლექტებული. თუმცა 2022 წელს, როცა ამ ტურნირს გორმა უმასპინძლა, ჩვენგან მესამე კლუბი - თბილისის "არეაც" გამოვიდა, ამჯერად კი მხოლოდ გორელთა ამარა დავრჩით.

გორელების შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

- 73 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი ტერაშვილი

- 90 კგ - ლუკა მაისურაძე

+ 90 კგ - ირაკლი დემეტრაშვილი, უშანგი კოკაური, თამაზ ბიგანაშვილი

- 57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი

- 70 კგ - ეთერ ასკილაშვილი

+70 კგ - სოფიო სომხიშვილი

"გოლდენ გორი" მეოთხედფინალში ფრანგულ "ნიცასთან" 3:4 დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც "მონპელიეს" 4:1 აჯობეს, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი "გოლდენ გორმა" Judo Ukraine 4:0 დაამარცხა.

ტურნირის გამარჯვებული ტედი რინერის "პარი სენ ჟერმენი" გახდა, პარიზულმა კლუბმა ფინალში სერბული "რედ სტარი" უშანსოდ 4:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 5-გზის ოლიმპიური ჩემპიონი რინერი ტატამზე 5-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ფინალში პსჟ-ს ბოლო გამარჯვება სწორედ მან მოუტანა. ლეგენდარულ ძიუდოისტს გამარჯვება გაუჭირდა და მისი ბრძოლა დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა არასანახაობრივ ბრძოლაში მაინც გაიმარჯვა.

llcl
ამ ლიბერასტებმა რომ ყველგან უნდა ჩაყონ ცხვირი, მარაზმია უკვე, იყოს ქალების ცალკე და კაცების ცალკე, როგორც ადრე იყო და ამით განისაზღვროს რომელ ქვეყანას რა დონეზე ჰყავს ცალკე კაცთა ძიუდო და ცალკე ქალთა, იმედია მომავალში 2 ქალი, 2 კაცი და 2 ტრანსგენდერი არ იქნება!
გოგი
ვინმემ ამიხსნას, რატომ გოლდენ გორი და არა ოქროს გორი? "რა ენა წახდეს, ერი გაცუდდეს"!!
არა და
წინა წერილის გაგრძელება და, ანუ ერთგვარი პოსტ სკრიპტუმი : ბოდიში მაქვს მოსახდელი: მე(ც) შეცდომა მომსვლია ნახევარფინალთან და სებებთან დაკავშირებით . :((( ამიტომ, ბოდიში და პირველი პუნქტი "უკან მიმაქვს" ! :)))
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
სლოვაკეთი - საქართველო | გადამწყვეტი მატჩი ბრატისლავაში
"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "მარსელთან" 0:1 მარცხდება
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს სასატარტო შემადგენლობა ცნობილია
"ქუთაისი" ჩემპიონთა ლიგაზე, თვაური – ფიბა ევროპის თასზე
"ფეხბურთი ძალიან მაგრად ესმის" - ალონსომ მბაპე შეაქო
მარსელში ცა ჩამოიქცა - ხვიჩა "ბრძოლის ველზე", ალ-ხელაიფი და დემბელე შატლის თეატრში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის ემზადება
იური ტაბატაძის "კადისი" წინ მიიწევს
"მეცი" "მონაკოსთან" დამარცხდა - წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა
ხვიჩას და პსჟ-ს მარსელში დაბრუნება მოუწევთ - მატჩის თარიღი ცნობილია
მამარდაშვილი "ლივერპულში" დებიუტისთვის ემზადება
ოფიციალურად: პსჟ-სა და "მარსელის" მატჩი გადაიდო
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
[VIDEO] "თუ "კაირატი" "რეალს" დაამარცხებს, ყველა ფეხბურთელს მანქანას გადავცემ" - ყაზახი ბიზნესმენი
crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი
მოურინიო: ვიცი, რომ "პორტუს" ფანები აპლოდისმენტებით არ შემხვდებიან
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა