ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "ბოსტონ სელტიქსი" მოულოდნელად 108:104 დაამარცხა.

"მეჯიქს" ტრავმების გამო გუნდის ლიდერები ფრანც ვაგნერი, მო ვაგნერი და პაოლო ბანკერო ვერ ეხმარებოდნენ.

"ორლანდოს" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო, გოგამ მოედანზე 21:07 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

ბითაძე ერთ-ერთ ეპიზოდში თანაგუნდელის ჯეილენ საგსის დაცვას ცდილობდა და ლატვიელ კრისტაპს პორზინგისს დაუპირისპირდა, მსაჯმა კი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და თამაშიდან მხოლოდ ქართველი კალათბურთელი გააძევეს.

"ბოსტონიდან" ჯეილენ ბრაუნი 35 ქულით, 9 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გამოირჩა.

"მეჯიქიდან" საუკეთესო ტრისტან და სილვა გახდა, რომელმაც 18 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

ამრიგად, 19 მოგებითა და 12 მარცხით "ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 27 დეკემბერს "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.

"ბოსტონი" 22 გამარჯვებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, "კელტები" 26 დეკემბერს "ფილადელფია 76-ს" დაუპირისპირდებიან.

ზაკო-12
ნაცქაქი, ამოფარებული ქვეყანაზე ზრუნვას,
თბილისელი
პრიბალტიკელი)))ამით კამათი და საუბარი თავდება.ჯერ ქართული ენა გესწავლათ და მერე გამხდარიყავი ქოცტროლი,ასე აჯობებდა. თორემ ყველამ მოინდომეთ ,ჯერ პრეზიდენტობა და მერე წერა კითხვის სწავლა.
ვახსიმონტო
მორჩით წუწუნს და ვაივიშობას, ის რაც საქართველომ აჩვენა მსოფლიოს რბილად რომ ვთქვათ არ არის სამაგალითო, ახლა გარეთ ვეძებოთ მტრები და "შეთქმულები" თითქოს ჩვენი ნაგავი არ გვყოფნის,საკუთარი თავლა ვერ დაგვილაგებია და ახლა იქნებ უცხოპლანეტელებიც გვმტრობენ, აი საქმე, მაგარი კაცი ხარ ალექსი , შენ გაიხარე "სადღეგრძელო არ დაგავიწყდეს მტრის ჯინაზე -"ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს იმის დალაგებული ქუ--მ,"ამას ქართველის გარდა ვინმე მოიგონებდა?
Kosta
მოდი რა ყველაზე კარგი პირველის ... მაგათ როგორ უნდა გვასწავლიან კაცობა, ჩადი ვილნიუსში და ნახავ ვინც არიან , ჩვენც მაგას გვიყურებენ კაცს რომ კლავდნენ ქუჩაში გადააბიჯებენ ეს დემოკრატები, კიდევ ბევრი სხვა,წერას აზრიც არ აქვს
llcl
დავი!
ბოტოფერმის უფროსი ნაჩალნიკი
კრემლებოტ llcl-ის საყურადყებოდ! გამოჩენილი ადამიანების ციტატები: "ჩვენსა და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის..." https://www.youtube.com/shorts/gQE4DZTtORI
llcl
ბოტოფერმის უფროსი ნაჩალნიკი-ს: ყველა ტროლის და ბოტის მკვდარი და ცოცხალი და ყველა იმის ვინც ადამიანს ბოტობას და ტროლობას აბრალებს! კიდევ ყველა რუს-მონღოლის მოყვარულის და მართლმადიდებლობის შეურაცმყოფელი ორჯერ გათხოვილი კაცების მიმდევრების!
სოსო
რაც აქ ჩანს,გოგა აგრესიულად არ მისულა,პორზინგისთან.შთაბეჭდილებაა,რომ მოკამათეების წყნარად დაშორებას ცდილობდა.რა თქმა უნდა რას ამბოდნენ არ ვიცით,მაგრამ რაც ჩანს,თუ გაძევებაა,სულ ცოტა,ორივე უნდა გაეძევებინათ.გაძევების შემდეგ,მომდევნო მატჩს,მგონი ავტომატურად ტოვებენ,ხოლო დისკვალიფიკაციის ვადას,დისციპლინარული კომისია განიხილავს.ვინმემ ზუსტად თუ იცის,კარგი იქნება,თუ დაწერს. ჩემი აზრით,მანდ გასაძევებელი არაფერი იყო.უფრო უარესები,ტექნიკური ჯარიმებით გაუტარებიათ!
alexandre
მთავარი. რაღაც ამ ბოლო დროს რომელიღაც ადმინის მორიგეობისას, ყველა კომენტარს არ ბეჭდავთ. მე კი თქვენი საიტის გულშემატკივარი და აქტიური მკითხველი, მგონი, დაარსების დღიდან ვარ. რა დისლაიკებს უწერთ llcl-ს. მართალი ხართ, მთელი პრიბალტიკა და ერთი კალათბურთელი არ შეიძლება გავათანაბროდ. მაგრამ ის ადამიანი ჩაკვეზე და გოგა კარგს წერს და თქვენ ამ პრიბალტის გამო ამდენი დისლაიკი დაუწერეთ. "ვა რა დონეა ტო", მეგობარო, შენ ეტყობა, ძალიან პატარა ხარ და წარმოდგენაც არ გაქვს 9 აპრილის და 1992 წლის სამხედრო გადატრიალებას არ მოსწრებიხარ. შვილო, მიუხედავად იმისა, რომ ლიტვაში, როდესაც რუსმა ვანდალებმა გადაუარეს ადგილობრივებს, ზვიადის დროს რამოდენიმე თვითმფრინავი ჰუმანიტარული დახმარების გააგზავნა საქართველომ (კითხე მშობლებს, ჩვენ თვითონ რა დღეშიც ვიყავით). და როდესაც ბანდიტებმა ზვიად გამსახურდია რუსული იარაღით გააგდეს ქვეყნიდან - 1 (ერთი -!) სიტყვაც კი არ შეგვაწიეს. მაინც მეგობრებად ვთვლიდი იმიტომ რომ, ვხსნიდი მათი ცივსისხლიანობით. თურმე მეშლებოდა, უბრალოდ, ბანალურად, დავალებას ასრულებდნენ. ვისი? მათი, ვინც შევარდნაძეს იარაღით დაბრუნებას საქართველოში არ თვლიდა დანაშაულად, ვინც საქართველოს ყოველმხრივი დამოუკიდებლობის წინააღმდეგი იყო. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და მთავარი! საქართველოს გამთლიანების!
q
ანგარიშის ნომერი მოგვწერეთ, ამ უბედურს 4 ლარს ჩავუგდებ.
ვა რა დონეა ტო
გოგა ჩაერია მათ კამათში და მთელ პრიბალტიკას რატომ უკავშირებ?ეტყობა "პრეზიდენტზე" უფრო განათლებული ხარ.
anu
ანუ მსაჯიც ბალტიისპირელი იყო? "ლოგიკა "გაქვს- სახლიდან არ გაიშვები :))))
ბოტოფერმის უფროსი ნაჩალნიკი
ბოტოფერმის ბუღალტერიის საყურადღებოდ! გადაურიცხეთ კრემლებოტ llcl-ს 3 რუბლი.
გულშემატკივარი
გოგას წარმატება და წინსვლა!!! lici, აი, თქვენ სადა ხართ??? პირველად უყურეთ საკსლათბურთო მატჩს, თუ დავალებას ასრულებთ?!
გალელი
გეტყობა არ ხარ საქართველოს შვილი; „პრიბალტიკა” რუსული სიტყვაა და ბალტიისპირეთს ნიშნავს, რომელშიც რუსეთის კალინინგრადის ოლქი შედის, შენ ეტყობა რუსეთი იგულისხმე. თუ არ იგულისხმე, მაშინ შენ არ გადარდებს ქართული კალათბურთის ბედი!
"პრიბალტიკელი" მტრები ?!
ვაახ, რას უშვება ეს მედია ხალხს ! სულ გამოზომბირებულები გახდნენ ...:)))
ვახსიმონტო
ვერავინ ვერ გიმტრობს ისევ შენ თავს რომ შენვე უმტრობ ! ჯერ ერთმანეთს დავერიეთ ზიზღით და ლანძღვით ახლა "საერთაშოროსო ასპარესზე' ხომ ბრდღვირი ვადინეთ ყველას დაბოლოს შეგვრჩება გატეხილი ვარცლი ხელში(სხვა არაფერს ვიტყვი სირცხვილია) და ვის დავაბრალებთ ყველაფერს ? შინაურს , გარეულს და არა საკუთარ თავს.
4444
ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო. ის ხომ არ უთქვამს ქვეყნის ერთგულ და დიდებულ ქოცებს რატო უჭერ მხარს და რუსეთს რას აკრიტიტიკებ ომი უკრაინამ დაიწყოო.
llcl
ეს პრიბალტიკელები უკვე ყველგან ოფიციალურად გახდნენ ჩვენი მტრები! ღმერთი შენსკენ გოგა! ყოველთვის მჯერადა კალათბურთში შენი და ფეხბურთში ჩაკვესი, რომ კრიზისის შემდეგ თქვენს სიტყვას აუცილებლად იტყოდით და ისიც მჯერა, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია!
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
ზედიზედ მესამედ - "ბოსტონ სელტიქსი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
მამუკელაშვილმა სეზონი დაასრულა, ბითაძეს პლეი ოფის შანსი პლეი ინში აქვს
[VIDEO] ბითაძის 7 წუთი "ბოსტონთან" - "ორლანდომ" პლეი-ოფში მეორე თამაშიც წააგო
ბითაძის არასპორტული ჯარიმა პორზინგისზე [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის 4 წუთი - "ორლანდომ" "ატლანტა" დაამარცხა და პლეი-ოფში ითამაშებს
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს