რამდენიმე კვირის წინ მარიო რუიმ "ნაპოლი" ოფიციალურად დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისმა ყოფილმა აგენტმა მარიო გიუფრედიმ TuttomercatoWeb-თან ინტერვიუში ყოფილი კლიენტი გააკრიტიკა და უმადური უწოდა.

"ალბათ მარიო რუის მოკლე მეხსიერება აქვს. მან თქვა, რომ "ნაპოლის" დატოვება არ სურდა? პორტუგალიელი "სან პაულოს" დირექტორთან ტრანსფერს პირადად ათანხმებდა, მოლაპარაკებებში ჩავერიე და ბრაზილიულ კლუბს მისთვის უკეთესი პირობები შევათავაზებინე, მაგრამ უცბად წასვლა გადაიფიქრა.

რუი უმადურია. ის, რომ "ნაპოლიში" 7 წელი თამაშობდა, ჩემი დამსახურებაა და მადლობა მხოლოდ ჩემთვის უნდა გადაეხადა, რადგან ყოველ წელს კლუბიდან წასვლას მთხოვდა. "პარტენოპეის" ხშირად ჰყავდა ისეთი მწვრთნელები და მენეჯერები, რომლებსაც რუისთან მუშაობა არ სურდათ, ამ პრობლემებს კი მუდამ მე ვაგვარებდი, ასევე საჯაროდ ვიცავდი ყველანაირი კრიტიკისგან", - განაცხადა გიუფრედიმ.

ცნობისთვის, გიუფრედი "ნაპოლის" რამდენიმე ფეხბურთელის, კერძოდ ჯოვანი დი ლორენცოს, მატეო პოლიტანოს და მაიკლ ფოლორუნშოს საფეხბურთო აგენტია.

gel-100
მადლობა შე ჩემის აგენტო მარა უფასოდ აკეთებდი რამეეს?? კაცს 7-წელი წასვლა უნდოდა და შენ ძალით აკავებდი ლაურენტისთან ერთად და კიდე მადლობებს ითხოოვ?? რუი იყო პორტუგალიის ნაკრების ძირითადის ფეხბურთელი ხშირ შემთხვევაში და თუ სკუდეტოს წელს არ ჩავთვლით პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელისთვის იმ გუნდში ყოფნა რომელი გუნდიც 4-5ადგილებზე გადიოდა წლები არც თუ ისე კარგია და შენ აგენტი იმიტომ ხარ და იმიტო იღებ ხელფასს რო უკეთესი გუნდი და კონტრაქტი გაუჩალიჩო და არა უმადური ეძახო,,ან მადლობას რაში სთხოვ ფეხბურთელს რამეს უფასოდ უკეთებდი და ვერ დაგინახაა?? კაცი გაძლევს საკმაოდ დიდ ხელფასს იმისთვის რო თავისი სურვილები შეუსრულო და მისი სურვილი იყო გუნდიდან წასვლა წლების მანძილზე რაც ვერ მოახერხე და კიდე იქით მადლობას ითხოვ და დაუნახავს ეძახიი?? რასაც გეუბნებოდა ის რო შეგესრულებინა რუი დღესაც ითამაშებდა დიდ ფეხბურთს არ შეუსრულე და გაქრა კაცი,აბა ეხლა დაფიქრდით ვინ არი მართალი ამ კონკრეტულ ქეისში რუი თუ აგენტი?
დავით 67
რუის ბოლოს სისწრაფე დააკლდა, დანარჩენი ყველაფერი ნორმაში ჰქონდა. ბევრი საგოლე პასიც გაუკეთებია. ხვიჩას ინტერვიუდან ვიცით, რომ როდესაც ის ნაპოლიში ჩავიდა პირველად მარიო რუიმ დააკვალიანა. აუხსნა ყველაფერი რა და როგორ. არა როგორც ჟორჟის შემთხვევაში აიაქსში ყოფნის დროს, არცერთმა ფეხბურთელმა არ იკადრა და არ ითავა მისი გუნდთან გაშინაურება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს!! ახლა ზოგს აქ მოჩვენებები რომ სჭირს და მაშინაც სჭირდათ,ეს უკვე დაავადებაა. ზოგი იმასაც იძახდა, რუი ხვიჩას იმიტომ ვერ იტანს,რომ ერთხელ ვარჯიშზე ბურთი ფეხებს შუა გაუტარა. წარმოგიდგენიათ?)) ძალიან მშრომელი ფეხბურთელია და წარმატებები მას სადაც ითამაშებს
ჟორა
გამოდის, რომ იცის როდის უნდა გააკეთოს პასი.
იასონას უდარი
სწორი ანალიზია,რაც ასე იშვიათია ამ საიტზე
სოსო
რა ვიცი,7წელი ითამაშა,ყოველ წელს გუნდიდან წასვლას სთხოვდა და აგენტი არწმუნებდა,დარჩენილიყო.7წელი წასვლა რომ გინდა და შემ მის დარჩენას აღწევ,ეგ როგორღაც იძულებას უფრო ემსგავსება.დე ლაურენტისისაგან ეტყობა ბევრი რამე ისწავლა. რუი პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი იყო და მის კვალიფიკაციაზე,ეჭვები არავის უნდა ჰქონდეს.აქ ბევრი აგინებს,ხვიჩას გამო,მაგრამ მის გვერდით,ხვიჩა გაცილებით უფრო შედეგიანი იყო და რატომღაც ამას ვერ ამჩნევდნენ.ფეხბურთი მხოლოდ პასი არ არის და რუი კვარას,ან პირიქით,ზონებს ისე კარგად უთავისუფლებდნენ,რომ გუნდი გაცილებით მეტ ხეირს ნახულობდა.რუი შეტევაში უფრო ძლიერია,ვიდრე ოლივერა,მაგრამ კონტეს ფეხბურთი დაცვითი ფეხბურთია და რუის მსგავსი ფეხბურთელი,მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.აქ კლასის კი არა,მწვრთნელის საფეხბურთო გემოვნების საკითხია,გადამწყვეტი.
გიორგი
მაგ რაოდენობის საგოლე არცერთ მცველს არ აქვს
alexandre
მართალია მაგ აგენტი, ყველა დირკავდა, პასი არ შეეძლო, საერთოდ რაგბი ეთამაშა
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ამ გადაწყვეტილებას ოჯახის გამო იღებს - მარიო რუის მომავალზე იტალიური პრესა წერს
მარიო რუიმ "ნაპოლი" დატოვა
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორც იქნა - მარიო რუიმ და "ნაპოლიმ" გამოსავალი იპოვეს
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
მარიო რუის ამერიკული კლუბი ეპატიჟება
დე ლაურენტისმა მარიო რუი ურჩობისთვის მკაცრად დასაჯა
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
"ასეთ მაგარ წინადადებაზე თქვა უარი" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი მარიო რუიზე
მსგავსი რამ კვარაცხელიასთან რატომ არ გააკეთეს? - "ნაპოლი" მაკტომინეის თავის საზომით ბრწყინვალე პირობებს სთავაზობს, მაგრამ...