საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ნუკრი რევიშვილი საინტერესო რესპონდენტია. მოგეხსენებათ, ის მამუკა ჯუღელთან ერთად სამენეჯერო საქმიანობას ეწევა. ექს-კიპერთან სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ. ჩვენ უკვე ის მონაკვეთი შემოგთავაზეთ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებს ეხებოდა. მით უმეტეს, ამ თემაზე მათ ჯერ კომენტარი გაკეთებული არ ჰქონდათ, ახლა კი სრულად გაეცნობით.

ინტერვიუს ხსენებული ნაწილი იხილეთ აქ -

დიდი ტალანტი ასეთივე პერსპექტივით

"15 წლის ანდრია ბართიშვილზე ბოლო დროს მართლაც ბევრს წერენ. 17-წლამდელთა ნაკრებშიც კარგად დაინახეს, დიდი მომავალი რომ აქვს. ყველაფერი გააჩნია, რაც მაღალი დონის ფეხბურთელისთვის აუცილებელია; თამამი და ჭკვიანია. მთავარია, საუკეთესო თვისებები სრულად გამოავლინოს. მას თამაშის სტილით გიორგი ჩაკვეტაძეს ტყუილად ნამდვილად არ ადარებენ. ფიზიკური მონაცემების კუთხით განსხვავებულები არიან, თუმცა არანაკლები ტალანტია.

ანდრიამ ფოთის "კოლხეთთან" ხელშეკრულება გააფორმა. ის თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია. მამუკა ჯუღელი მის შესაძლებლობებში ბოლომდეა დარწმუნებული, მას კი საამისო შეფასების გამოცდილება ნამდვილად აქვს.

დროა საჭირო, ბართიშვილმა წამყვან ევროპულ ჩემპიონატში რომ ითამაშოს. "კვარას" ფაქტორი ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, მან გზა ბევრს გაუხსნა, ანდრიასაც და სხვებსაც აქტიურად აკვირდებიან.

იტალიაში ფეხბურთელების ტრანსფერებზე მოლაპარაკებების პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მთავარია, იმავე სერია "ა"-ში სათამაშოდ ეროვნული ლიგიდან ახლა რამდენია მზად? ერთ-ერთი მთავარი სირთულე ფიზიკურ მომზადებას ეხება."

გელაშვილი, კვერნაძე და აზაროვი

"ზოგჯერ ნაბიჯი უკან უნდა გააკეთო, წინ უფრო დიდი რომ გადადგა. დარწმუნებული ვარ, ისეთი საიმედო მცველი, როგორიც ივა გელაშვილია, ისევ იტალიაში იქნება თუ სხვაგან, ამბიციურ გუნდს აუცილებლად იპოვის.

ივა ძლიერი მენტალიტეტის მქონეა. ის ახლა "იბერიასთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და არ ისვენებს, ვარჯიშობს, ფორმის შენარჩუნებას ცდილობს. ამ მიდგომით აუცილებლად გაუმართლეს. მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზეც სავსებით შესაძლებელია, ის ძლიერ ლიგაში ვიხილოთ...

კვერნაძემ იტალიაში სუპერგოლი გაიტანა

რაც შეეხება გიორგი კვერნაძეს, მას "ფროზინონეში" შანსს აძლევენ, ნდობა აქვს, ახლა ძალიან მაგარი გოლიც გაიტანა. მან კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა დაამტკიცოს, რომ არამხოლოდ სერია "ბ"-ს, მეტსაც იმსახურებს...

ირაკლი აზაროვზეც უნდა ვთქვა. კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ მისგან კიდევ უფრო მეტი გვსურს და ამბიციებიც მაღალი აქვს. გასულ წელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც მისი როლი დიდი იყო"

ფოთის "კოლხეთი" და პერსპექტივები

"ფოთის "კოლხეთს" განვითარების დიდი გეგმები აქვს. მალე გუნდი საკუთარ სტადიონზე ითამაშებს, მშენებლობა სწრაფი ტემპით მიდის. მნიშვნელოვანია კარგი მოსამსაზებელი ცენტრი. მამუკა ჯუღელი ამ ტრადიციული გუნდისთვის მართლაც ბევრს აკეთებს.

ქართულ ფეხბურთსა და საქართველოს ნაკრებს კადრები რომ მოვუმზადოთ, მშვენიერი იქნება. აქ ბევრი ახალგაზრდაა, რომლებსაც დიდი პერსპექტივები გააჩნიათ. მაგალითად, ასეთია 20 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ხარებავა. ის აუცილებლად ბოლომდე გაიხსნება. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. გვახსოვს, თუნდაც კვერნაძე "თელავში" ისე ათამაშდა, იტალიის ჩემპიონატში გადავიდა.

ეროვნულ ლიგაში შედეგიანი იყო გიორგი აბუაშვილი. მის ტრანსფერზეც ვმუშაობთ. მითუმეტეს, უკვე ლეგიონერობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

სატრანსფერო ამბებს რაც შეეხება, უკვე იცით, რომ გიორგი მოისწრაფიშვილით გავძლიერდით. "კოლხეთს" გამოცდილი გიორგი მელქაძე დატოვებს."

ხვიჩაზე

"თითოეულმა ნეაპოლელმა იცის, ხვიჩამ მათთვის რაც გააკეთა - 33-წლიანი ლოდინის შემდეგ, ჩემპიონობა იზეიმეს. ვისაც ეს კლუბი უყვარს, ამას არასოდეს დაივიწყებს!..

"სიტი", "ბაიერნი"თუ პსჟ "ოქროს ბურთთან" უფრო გაახლოებს. გულშემატკივრები უკმაყოფილო არ უნდა იყვნენ, თუკი ხვიჩა უფრო ამბიციურ კლუბში გადავა და უფრო დიდ მიზნებსაც დაისახავს.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონის "ნაპოლის". კონტე დიდი მწვრთნელია. შესაძლოა, პრაგმატულია, თუმცა თითქმის შარშანდელი შემადგენლობით მკვეთრად განსხვავებულ შედეგებს დებს, ფეხბურთში კი მთავარი სწორედ შედეგია.

ხვიჩას მოედანზე განსაკუთრებული შეზღუდვები ნამდვილად არ აქვს. ის, რომ კვარაცხელიამ ნაკლებად იმოძრაოს და დაცვაში საერთოდ არ ჩავიდეს, ამას ვერცერთი მწვრთნელი ვერ ეტყვის.

"კვარამ" შეგვაჩვია მაღალ დონეზე თამაშს, თუმცა შეუძლებელია, ყველა შეხვედრა ერთნაირად ჩაატარო. ვხედავთ, რამხელა ყურადღება აქვთ მის მიმართ, ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეუშალონ...

აქვე დავაფიქსირებ, რომ არ ვარ მომხრე იმ ზეწოლის, როცა ფეხბურთელებისგან ამა თუ იმ საკითხზე აზრის დაფიქსირებას ითხოვენ, თანაც სურთ, ეს ნათქვამი საკუთარ მოსაზრებას სრულად ეთანხმებოდეს. ჩვენმა ბიჭებმა, რომელთაც ქვეყანა ძალიან უყვართ და ისტორიაც დაწერეს, ეს წნეხი არ უნდა იგრძნონ!.."

რევიშვილი კაკას წინააღმდეგ. საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდები

საქართველოს ნაკრებზე

"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველას მაქსიმალური შედეგები და წარმატების ისევე გაგრძელება გვსურს, თუმცა სტაბილირობას დრო სჭირდება. მაღალი დონის გუნდებთან ხშირი თამაშით პროგრესი უფრო თვალსაჩინო გახდება. ახალგაზრდული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რესურსი არის. სომხეთის ნაკრების ბარიერი უნდა გადავლახოთ და B ლიგაში დავრჩეთ...

სასიამოვნოა, ვეტერანთა მატჩებში მონაწილეობის საშუალება რომ მეძლევა და კარგი იქნება, თუ ეს პროექტი გაგრძელდება. ფორმაში ყოფნას ვცდილობთ, ვვარჯიშობთ, ბოლომდე კარგად არ გამოგვდის, მაგრამ საქართველოს ნაკრების სახელით გამოსვლა ყოველთვის სასიხარულო და საამაყოა!"

დათო
ერთი შენ იყავი ახლოს და მეორე ესა.
Jila
რატომ და ფიფია სრული იდიოტია, არც ერთ ტალანტს, რომლებმაც მაღალ დონეზე ითამაშეს, ჩაკვეს გარდა, დინამოში არ უთამაშიათ
Givi
ამ ბოლოს ყველა ბართიშვილზე წერდა და ლაპარაკობდა, ხან იუვენტუსიო ხან რეალიო და ფოთში რა უნდა? დინამოში ვერ ათამაშეს?? სასწაულები ხდება თბილისის დინამოში.
zaza
ბიჭოო , რა გაგიხდათ იმის სწავლა , რომ ფიზიკურად უკეთ მოამზადოთ ბავშვები ? ყველას ეგ პრობლემა რომ აქვს ვერ ხედავთ ? აქ ზოგი თვალ და ტვინდაბნელებული ,,გულშემატკივარი " პოლიტიკური კურსით განიხილავს რუსეთის და უკრაინის ჩემპიონატებში ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრამპლინად გამოყენების საკითხს . არა და , ფიზიკურად უმეტესობა ამ ლიგებში გაიზარდნენ . კალაძე , კობიაშვილი , დემეტრაძე , თვითონ კვარაც და ბევრი სხვა . ელემენტარულია იმის შესწავლა , როგორ უნდა მოამზადო ბავშვი ფიზიკურად კარგად .
Რერო
დაუშვებელია მოქმედ ფეხბურთელებზე და ზოგადად ათლეტებზე პოლიტიკური ზეწოლა ,აი სპორტს რომ დაანებებენ თავს მერე რაც გინდათ ის ქენით. წარმატებები კვარას!
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
არანაირი ურთიერთობა კაპიტანთან - არბელოა კარვახალს არ ეკონტაქტება
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
მბაპეს რეკორდი მოხსნილია - იამალმა ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] სრული აღფრთოვანება - გამოქვეყნდა ვიდეო, რა რეაქცია ჰქონდა პაჩოს კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
"სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს" - ენრიკემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] სიხარულისგან დახტოდა და მოედანზეც შევიდა - ლუის ენრიკეს რეაქცია კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
კვერნაძის "ფროზინონემ" გაიმარჯვა და კვლავ ლიდერია
კვერნაძემ მნიშვნელოვან მატჩში "ფროზინონე" დააწინაურა
[VIDEO] გზად სერია A-სკენ - კვერნაძემ "ფროზინონეს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
ლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა - გელაშვილი სათადარიგო იყო
კვერნაძის "ფროზინონე" ბოლო წუთზე გატანილი გოლით "ვირტუს ენტელასთან" წაგებას გადაურჩა
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
აზაროვი "შახტარიდან" მიდის - გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება
რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით - კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ
გელაშვილი დაბრუნდა და გააძევეს - ქართველზე მწვრთნელმა ისაუბრა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
დაინტერესება სერიოზულია - კვარაცხელია გვარდიოლას სიაშია და "სიტი" ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
ახალი "ქართული" გუნდი იტალიაში - ყველაფერი კვერნაძესა და "ფროზინონეზე" - ინსინიეს თანაგუნდელობა და გუნდიდან წასული ლორია...
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
"სპეციამ" გელაშვილის გამოსყიდვა გადაწყვიტა
ივა გელაშვილი "იბერია 1999"-ში ითამაშებს
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან