"რეიმსთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (1:1) ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეაფასა:

"ეს დებიუტისთვის რთული დაპირისპირება იყო. კვარაცხელიამ კარგად ითამაშა, ფლანგზე დიდი კრეატივი შეგვძინა. თუმცა, ჩვენს ყველა შემტევს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია მოქმედება.

ხვიჩამ თანაგუნდელებთან მოედანზე ურთიერთომქმედება დაიწყო, სტადიონი გაიცნო. ეს ურთიერთობების დასაწყისია, რომელიც იმედია, ძალიან კარგი იქნება. მე კმაყოფილი ვარ", - განუცხადა ლუის ენრიკემ "ფიგაროს".

ფრანგული მედია აღფრთოვანებულია "პარი სენ ჟერმენის" ახალწვეულით და აღნიშნავენ, რომ პრემიერა ძალიან დამაიმედებელი იყო. ერთი სიტყვით, დასაწყისი კარგია და უკეთეს გაგრძელებას ელოდებიან.

სოსო
მ 33-ს და იასონას უდარს.ერთმანეთს ეკამათებით,მაგრამ ძალიან ვისიამოვნე,თქვენი ანალიზებით.
ბრაზი
ჩვენი ხვიჩა! მიდი ხვიჩა,მეუ ხვიჩა,ფორცა ხვიჩა!!!
იასონას უდარი
აი,გუშინდელი ლივერპულის თამაში ავიღოთ:დიაზმა დაიწყო 9 ნომერზე,გაკპო მარცხნივ და სალაჰი მარჯვნივ.სალაჰმა ერთი შეაგდო და გაკპომ 2. თუმცა თამაშის საუკეთესო,ჩემთვის და ფეხბურთის მცოდნე ხალხისთვის იყო დიაზი. მისი უნარები გაიწირა გუნდის შედეგებისთვის და გუნდმა შედეგი დადო. ყველაზე მთავარი,ლივერპულმა და შლოტმა გარდაქმნა ცრუ ცხრიანის ამბავი,მხოლოდ ფლანგიდან შერბენები არ არის,ცენტრიდანაც შერბის ხოლმე კაცი 9ნომრის ზონაში. ამ როლს ძირითადად,ჯონსი და სობოსლაი ითავსებს ხოლმე. აი,სობოსლაი კრიტიკას იმსახურებს ხოლმე,თუმცა გაუგებარია რატომ. ძალიან დიდი სამუშაოს ასრულებს,პრესინგით დაწყებული ზონების ათვისებით. 8 ნომერზე იწყებს თამაშს და თითქმის ყველა როლს ასრულებს ნახევარდაცვაში და როგორც ვთქვი,9 ნომრის ზონაშიც შედის. მისი უნარები,რაც მას აქვს(ფლანგზე მოძრაობა,შორიდან დარტყმა) იწირება,რადგან გუნდს ასე სჭირდება. სინამდვილეში,სობოსლაი არ არის 8 ნომერი,თუმცა ის გარდაიქმნა ამ ზონაში,მისი სისწრაფის და ბრძოლის უნარიანობის ხარჯზე.ასევე,მაკალისტერი არის 10 ნომერი,თუმცა ორმაგ ექვსიანს თამაშობს გრავენბერხთან,რომელიც ასევე არის 8 ნომერი და არა 6 ნომერი. ალბათ,ჩნდება კითხვა,რატომ აკეთებს ამას შლოტი,როცა 10 ნომერზე შეუძლია მაკალისტერი დაყენება და 8 ნომერზე გრავენბერხის,ხოლო ნომინალური 6იანის გამოყენება ენდოს სახით,მარა არა,ის ორმაგ ექვსში ათამაშებს სხვა პოზიციის ხალხს და სობოსლაის უწევს ხან 8 ნომრის და ხან ათიანის ზონის ათვისება. აქ ერთი პასუხია,მას სჭირდება 6 ნომერი,რომელიც დაცვით და ბურთის ატანის საქმეში მაგარია,ხოდა ამიტომაც უნდოდა ზუბიმენდი და ვერ იყიდეს. ამის გამო თამაშობს ორმაგი ექვსიანით ერთ ხაზზე,როცა ფეინოორდში ერთი ექვსიანით და ორი ერთხაზზე მყოფი რვიანით თამაშობდა. რას იზავს,ყველა 6 ნომერი როდრი ან ზუბიმენდი არ არის,ამიტომაც რაც აქვს იმით თამაშობს.აი,ენრიკესაც სჭირდება ეგეთი ნახევარცველი,მარა არ ყავს. ამიტომაც 3 ერთხაზზე მოთამაშე ნახევარმცველს ათამაშებს. იგივე ბარსაში ან ესპანეთის ნაკრებში ეგრე არ თამაშობდა,რადგან ბუსკეცი და როდრი ყავდა. გვარდიოლასაც უჭირს როდრის გარეშე,ერთხაზზე მოთამაშე სამი ნახევარცველსაც არჩევა უნდა და გვარდიოლა არ ელოდა როდრის ამდენხნიან ტრავმას.სამი ერთხაზზე მოთამაშე ნახევარმცველიდან ერთი უნდა იყოს ცოფიანი ძაღლივით მორბენალი,რაც არ ყავს გვრადიოლას,თუმცა ის ყავს ენრიკეს,ვიტინია ამ ფუნქციას ასრულებს და საკმაოდ კარგად.ჟოაო ნევეში კარგი ბიჭია,თუმცა გამოუცდელია და ბევრ შეცდომას უშვებს,ამიტომაც კომბინირებული სამეულით თამაშობს. ხვიჩა ვერ შეითავსებს 8 ნომრის ფუნქციებს ან 6 ნომერს. ორი ნახევარცველით თამაში იმ რეალობაში,როცა ნახევარდაცვა იგებს თამაშებს,არ იქნება სწორი და ეს ჩემზე კარგად იცის ენრიკემ. 4-2-4 ძველ დროში ითამაშებდი,მარა ახლა არა. ამ რეალობაში ბალანსია საჭირო,მით უფრო რო ჰაკიმის და ნუნუ მენდეშს შეტევა უყვართ და ხშირად რჩებიან წინ. ორი ნახევარცველი ამას ვერ დააზღვევს,მით უფრო არც რამოსი ყავთ დაცვაში და არც ვანდაიკი,არც დონარუმა არის კასილასი ან ალისონი.
იასონას უდარი
ათიანზე? საერთოდ,ის თუ მაინც იცი,რა უნარები სჭირდება ათიანზე თამაშს? ხვიჩა არ არის ათიანი,არც 9 ნომერი და ამიტომაც გაუგებარია თქვენი კომენტარი. ცრუ ცხრიანის დანიშნულება ის არის რო ძველი დროის ათი ნომრის დაკარგვისგან გამოწვეული სიცარიელე შეავსოს. ხვიჩა ვერ იქნება ცრუ ცხრიანი,რამეთუ მაგას სხვა უნარები სჭირდება. თვითონ სიტყვაც გეუბნება "ცრუცხრიანი" ანუ იწყებს პოზიციურად 9 ნომერზე,თუმცა არ თამაშობს მაგ პოზიციაზე,უფრო ათიანზე ჩამოდის ან ფლანგზე იწევს,გააჩნია შეტევის მიმართულებას. ორი ფლანგელს ზონებს უხსნის,რომლიდანაც ერთერთი არის ნამდვილი ცხიანი,ოღონ ვინგერად იწყებს. ეს გვარდიოლას მოგონილი ამბავია,მესი იწყებდა ცენტრში,თუმცა ნამდვილ ცხრიანს ხან ანრი და ხან პედრი ასრულებდა,მერე ვილია. ასევე,ლივერპულში,ფირმინო თამაშობდა მაგ პოზიციაზე,ხოლო ნამდვილი ცხრიანის როლს სალაჰი ან მანე ასრულებდა. ეს გუნდის და მწვრთნელის არჩევანს გააჩნია.ყველაზე მთავარი,ცხრა ნომერს ნომინალური მეურვე ყავს(ორი ცენტრალური მცველიდან ერთერთი არის ხოლმე) და ცრუ ცხრიანის დანიშნულება არის ამ მცველის ამოყვანა და ზონის გახსნა.მცველმა არ იცის რა ჩანაფიქრი აქვს კონკრეტულ მწვრთნელს ან ფეხბურთელს,ამიტომაც ვერ წყვეტს დარჩეს თავის ზონაში თუ ამოყვეს ცხრა ნომერს.უმეტეს შემთხვევაში მოყვება ცრა ნომერს,რომელიმე ფლანგიდა ცრუ ვინგერი შემორბის და იქმნება მომენტი. ეს ყველაფერი კვარას არ შეუძლია,მისი პლიუსი არის ფლანგზე მოძრაობა და ცენტრისკენ შემოტეხვა ან თავისუფალი როლი თავდასხმელის უკან. თუმცა ის თავდასხმელი ცრუ ცხრიანი კი არა,ნამდვილი ცხრა ნომერია. პსჟ რო ხვიჩა 10 ნომერზე ათამაშოს,ყველა თამაშს თუ არა,უმეტეს თამაშს წააგებს. ენრიკე თამაშობს 3 ერთხაზზე მდგარი ნახევარცველით,რომლებიც მუდმივად იცვლიან პოზიციებს და შეიძლება 10 ნომერი უცებ 6 ნომერზე აღმოჩნდეს ან 6 ნომერი 10 ნომერზე ან 8 ნომერზე.ეგრე არ არის,კომპიუტერული თამაში კი არ არის,ეს რეალური ფეხბურთია. ჩემი აზრით,ხვიჩა,ბარკოლა და დემბელე ერთად დაიწყებენ,მუდმივად ექნებათ პოზიცური ცვლა და ყველა შეითავსებს 9ნომერსაც,11 ნომერსაც და 7 ნომერსაც. ერთი რჩევა მექნება,ფეხბურთში ასისტებს და გოლებს ნუ დააკვრიდები მხოლოდ,დააკვირდი მთლიან მოედანს და ფეხბურთელების მოძრაობას. ასე ისწავლი ნამდვილ ფეხბურთს. ეკრანიდან ცოტა ძნელია,თუმცა სტადიონზე როცა მოხვდები,ასე მოიქეცი.
ბადრი კვარაცხელია
ხვიჩა ბაბაია,ჩემი მოხუცებულობის ნუგეში,ხვიჩა ბაბაია)
მალხაზ ჯობავა
პირველი მატჩის და პირველი ემოციების ფონზე კარგად ითამაშა, პირველი საგოლე პასი, თავისი მარცხენა ფლანგიდან წამოწყებული კომბინაციით, მარჯვენა ფლნგზე გოლით დაასრულებინა დემბელეს. ერთი ყვითელიც აკიდა დამცველს და მთლიანობაშიც კარგი იყო. მალე უფრო კარგ, გუნდთან შეწყობილ თამაშს და გოლებსაც ვნახავთ.
M-33
გუშინ სამ შეტევით პოზიციაზე გატესტა ენრიკემ კვარა თავიდან მარცხენა ვინგერად, შემდეგ ათიანზე და ბოლოს ცრუ ცხრიანად , ყველაზე კარგი კი ათიანზე იყო ცრუ ცხრიანზე ჩაიკარგა ამიტომ ვფიქრობ მას სწორედ გამთამაშებლად დააყენებს სამომავლოდ ესპანელი, მით უმეტეს ვაღიაროთ ხვიჩას არააქ ტიპიური ვინგერისთვის საჭირო სასტარტო სისწრაფე როგორც მაგალითად მის გუნდში აქვთ ბარკოლა დემბელეს მარა მას აქ გაცილებით მაღალი საფეხბურთო კრეატივი IQ-უ ამ ორზე და ეს იქნება სწორედ პსჟს-თვის ის მთავარი ჯოკერი რაც ჩემპიონთა ლიგის ასაღებადაა საჭირო. კვარა ფლანგზე რას მაგონებს იცით? - აი ნაგაზს რომ გამოაბამენ ჯაჭვით ეზოში გავლებულ მავთულს. დარბის ძაღლი წინ და უკან, იწევს ეზოში შემოსულ ხალხზე, მაგრამ დისტანციას თუ დაიცავ და სახიფათო მანძილზე თუ არ მიუახლოვდები, უვნებელია. ცენტრში შეწეული კვარაცხელია კი აწყვეტილი ნაგაზია - რამდენიც არ უნდა ირბინო, სადღაც ჩაგავლებს კბილს და აგახევს.
ელოდე
პაპიიიიიიიიიიი. როდის იყო მაძღარი ლომი სანადიროდ ირჯებოდა?
zura222
გუშინ ჩინური კალენდრით ახალი წელი ყოფილა და ასე მიულოცეს D ალბათ ვიღაცა ჩინელები არიან პსჟ-ს სპონსორებში და კოჭი გაუგორეს
ზურა
ჩინური ახალი წლის პონტში
მომხსენებელი
ეგ ადრეც გააკეთეს, როდესაც კორეელი ფეხბურთელი გაიფორმეს - ვითომ პირი მობანეს კორეელ გულშემატკივრებს (პსჟ-სა და კორეელ გულშემატკივართა ჩახუტება-ჩაძმობილების ამბავში). არ გამიკვირდება ქართული წარწერებითაც რომ გამოვიდნენ.
გიგო პაპა
რატომ არ უნდა იყოს კმაყოფილი, ხვიჩა რომ არა მაგ ერთ ბურთსაც ვერ გაიტანდენ. ამინდმაც შეუშალა ხელი, თორემ უკეთესად წარმოაჩენდა ხვიჩა თავს. თანაც მომზადებულები დახვდნენ რეიმსის მცველები, ორი კაცი, სამი თუ არა, ყოველთვის ეთამაშებოდა. შეეჩვევა ბიჭებს და უფრო გაილაღებს ჩვენი ლომი. მთავარია, რომ მეტი პასი მისდის, ნაპოლიში გუნდი თითქმის დი ლორენცო-პოლიტანოს მხარეზე თამაშობდა.
ლაშა
ერთი ეს ვერ გავიგე გვარები ჩინურად რატო აწერიათ ზურგზე?
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"მას თავისი გზა აქვს, მე კი ჩემი" - ენრიკეს პრესკონფერენცია "სტრასბურთან" მატჩის შემდეგ
სიმეონე: იცით, ენრიკემ პსჟ-ში რა შეცვალა?
სალაჰი: პსჟ-მ ვერც ერთ კომპონენტში ვერ გვაჯობა
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
საფრანგეთში ჩემპიონატის საუკეთესოები დააჯილდოვეს - სიაში ძირითადად პსჟ-ის ფეხბურთელები არიან
პსჟ-ის შემტევმა შესაძლოა, ზაფხულში პრემიერ ლიგას მიაშუროს - მისით ორი გრანდი ინტერესდება
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
"ამაზე ოცნებაც არ შემეძლო" - ჰაკიმი ლუის ენრიკესთან ურთიერთობაზე
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
"ის გენიოსია" - აშრაფ ჰაკიმი
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]
"ვინც ხვიჩას შეურაცხყოფას აყენებს, უნდა რცხვენოდეს" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე
"პსჟ-ს ამპარტავნების გამო გულისამრევ გუნდად მივიჩნევდი, მაგრამ..." - ემანუელ პეტიმ პარიზულ კლუბზე ისაუბრა
სასურველი პოზიცია, ქართველებთან ერთ ჩემპიონატში და პირველი კვირის შეფასება - ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში თავისი დებიუტის შესახებ ისაუბრა
ძალიან დიდი თანხა - რამდენი გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით
ასე და ამიტომ თქვა უარი "არსენალმა" 2022 წელს კვარაცხელიას ტრანსფერზე - კლუბის ყოფილმა სკაუტმა ეს ამბავი მოჰყვა
სიომინი: ხვიჩამ დონე აჩვენა - პსჟ მისი გუნდია
"ერთი თვეა არ მითამაშია და ცოტა გამიჭირდა" - განუცხადა კვარაცხელიამ Le Parisien-ს