საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. მესამე, დასკვნით მატჩში ჩვენი გუნდი რუმინელ თანატოლებს შეხვდა. მატჩის უმეტეს დროს საქართველოს ნაკრები ლიდერობდა, თუმცა ბოლო პერიოდი ჩვენებმა 7:16 დათმეს და შეხვედრაც სამწუხაროდ, წააგეს – 69:74.

ნიკა ბურჯანაძის, ბექა ბექაიას და გიორგი გოგალაძის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა პირველი პერიოდი 27:22 მოიგო. მეორე ათწუთეულში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. რუმინელები წამოგვეწივნენ და ერთი ხანობა წინაც გავიდნენ, თუმცა ქართველებმა ლიდერობა მალევე დაიბრუნეს და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 43:39.

მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრების უპირატესობა 10 ქულამდეც გაიზარდა. მეოთხედის შუაწელში სანდრო შარვაშიძის ორქულიანს ქართველების 52:42 დაწინაურება მოჰყვა. რუმინელებმა წუთშესვენება აიღეს და პაუზის შემდეგ უკეთესად ათამაშდნენ. პერიოდის ბოლომდე მეტოქემ ჩამორჩენა კვლავ 4 ქულამდე შეამცირა და მთავარი ბრძოლა გადამწყვეტ ათწუთეულში შედგა.

შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე რუმინელებმა ანგარიში გაათანაბრეს და მომდევნო შეტევაში წინაც გავიდნენ – 68:66. თამაშის დასრულებამდე 2:40 წუთით ადრე ნიკოლოზ ბოდაველის სამქულიანით საქართველომ ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა, სამწუხაროდ, საბოლოოდ. რუმინელებმა დარჩენილ დროში 8 უპასუხო ქულა ჩაგვიგდეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საკალათბურთო აკადემიის წევრი დავით ტრაპაიძე გახდა, რომელმაც 28 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა მიითვალა. ტრაპაიძემ 16 ცდიდან 6 სამქულიანი ჩააგდო. 11 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა საბა პატაშურმა, რომელიც ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. პატაშურთან ერთად ხუთეულში 2 თურქი, 1 სერბი და 1 რუმინელი მოთამაშე შევიდნენ.

GBF.GE

კალათბურთის გულშემატკივარი
გაუმარჯოს ღმერთმა მზარდი და მონდომებული თუა, მარა ნაკრების მწვრთნელი უკვე შემდგარი და გამოცდილი რო იყოს აჯობებდა :) ჟურნალისტებზე მართალს ამბობთ, თავის შეწუხება არ უყვართ დიდად: ამ ბავშვზე მინდოდა გამეგო საიდანაა ექვსი სამიანი რო ჩააგდო და უწერიათ საკალათბურთო აკადემიიდან არიო - ჩვენ გვეგონა საფეხბურთო აკადემიიდან იქნებოდა! :) :) ის მაინც დაწერე რაა ადამიანურად, რომელი აკადემიიდან არიან ეს ბავშვები ან სად თამაშობენ. ძირს კოპი-პეისტი! :)
zaza
დაწერეთ თქვე დალოცვილებო ნაკრების შემადგენლობა , კალათბურთელის სიმაღლე და ა.შ. ძნელია ამის გაკეთება ? წაიკითხეთ ძველი ჟურნალისტების სტატიები და ნახავთ , რომ ახალგაზრდა კალათბურთერლების სიმაღლეს და ზუსტ ასაკს წერდნენ- საინტერესოა ! ნიკა ბურჯანაძე მონდომებული და მზარდი მწვრთნელია . კარგი იქნება თუ გამოცდილების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ხშირად მიავლინებენ შესაბამის სემინარებზე .
რეალურად
სხვა თამაშებზე არ ვიცი, მარა რუმინეთთან ტრენერმა წააგო, რუმინეთისკენ იყო :) :)
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
ოვერტაიმში, ბოლო წამებზე ფინეთთან განცდილი მარცხი და მომდევნო მეტოქე ხორვატიაა
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველომ ხორვატია დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად პოლონეთს დაუპირისპირდება