სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში (GOPASS Arena), ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა მორიგი მძიმე შეხვედრა ჩაატარა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა B ჯგუფის მესამე ტურის მატჩი ლუქსემბურგთან 61:77 წააგო და პლეი-ოფში (მეოთხედფინალში) გასვლის თეორიული შანსიც საბოლოოდ დაკარგა.

ტურნირის ფორმატის თანახმად, ჯგუფური ეტაპიდან მეოთხედფინალურ საგზურს მხოლოდ 2 საუკეთესო ეუფლება. 3 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს U20 ნაკრების ანგარიშზე 3 მარცხია:

ლუქსემბურგი — 2 თამაში, 2 მოგება (4 ქულა)

შვეიცარია — 3 თამაში, 1 მოგება, 2 მარცხი (4 ქულა)უკრაინა — 2 თამაში, 2 მოგება (4 ქულა)

ესტონეთი — 2 თამაში, 1 მოგება, 1 მარცხი (3 ქულა)

საქართველო — 3 თამაში, 0 მოგება, 3 მარცხი (3 ქულა)

ვინაიდან ჯგუფის ლიდერებს (ლუქსემბურგსა და უკრაინას) უკვე 2-2 მოგება აქვთ და ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა მათ მხარესაა, საქართველოს ნაკრებს საუკეთესო ორეულში მოხვედრის შანსი აღარ აქვს.

თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ (24:24), საქართველოს ნაკრებს შეტევაში სერიოზული პრობლემები შეექმნა. მეორე და მესამე პერიოდებში ჩვენმა გუნდმა ჯამში მხოლოდ 20 ქულის დაგროვება შეძლო (8:13, 12:22), რამაც თამაშის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ აბულაძე იყო 17 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით. ამირანი აროშიძემ 12 ქულა დააგროვა, გიორგი დოხნაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა (10 ქულა, 11 მოხსნა), ხოლო სულხან საბა შარაშიძის ანგარიშზე 10 ქულაა.

ლუქსემბურგელთა შემადგენლობაში საუკეთესო მაქს იუნგერსი გახლდათ, რომელმაც 32 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, ხოლო დორიან გროსბერმა შეხვედრა 13 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ესტონეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

GBF.GE

dito
სანამ მწვრთნელები ფულის აღებას თავს არ გაანებებენ არაფერი გამოვა. თუ ფული არ გაქვს გადახდილი არავინ არ გათამაშებს სულ რომ ლებრონი იყო.
Tamaz
თქვენ გინდათ რომ ამხელა ქვეყნის გუნდს მოვუგოთ პატალა ქვეყნის შვილებმა?? კაი რა....
გიორგი
სად იპოვეს? აქაურ აკადემიებში, სად უნდა ეპოვათ?
სიმართლე
სად იპოვეს ამდენი უსახური ახალგაზრდა ვაი-კალათბურთელი?! გასულ წლებში 20 წლამდელებს ერთი-ორი ლიდერი მაინც ჰყავდათ და რაღაცას ცდილობდნენ ... ეეჰ, აი სულ ეს არის ე.წ. "ტუღუში და მისი რაზმი"
space
როგორ არჩევენ?
ჯონდო
რას იზავ!
ფეხბურთი
არც მე უნდა ვაგებდე ფარერების და მალტის გუნდებთან მარა კი ვაგებ.ხომაინც დადიხართ ჩემ საყურებლად.

როგორ არჩევენ ნაკრებუს კანდიდატებს ეს უნდა ნსხოთ
ჟორას
როგორ და ერთხელ შეიარეთ შიდა ჩემპიონატზე და ნახეთ რას წარმოადგენს შიდა ჩემპიონატი. თითო გუნდში 3-3 უცხოელით და ფსიქოპატი მწვრთნელებით .
ჟორა
კი მაგრამ ლუქსემბურგთან როგორ უნდა წააგოს საქართველოს ნაკრებმა? მაგათ რომ მოსახლეობა ყავთ მაგდენი ჩვენ კალათბურთელი გვყავს. თუმცა რას გაუგებ ქართველთა ნიჭიერებას.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია...
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ლუის ენრიკე სუპერთასზე შემადგენლობის შესარჩევად მეუღლეს დაეკითხება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
რევაზ ჩიკოიძე ევროპის ოთხგზის ჩემპიონია
[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა