ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მერვე ტურში პსჟ-მა გასვლაზე „შტუტგარტი“ 4:1 დაამარცხა.

„პარი სენ ჟერმენმა“ მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. უსმან დემბელემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ბრედლი ბარკოლამ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

პარიზული გუნდი 13 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში იასპარეზებს, სადაც უკვე თამაშის უფლება ხვიჩა კვარაცხელიას ექნება.

კენჭისყრა 31 იანვარს ჩატარდება - მატჩები 11/12 და 18/19 თებერვალს გაიმართება. პლეი-ოფში „პარი სენ ჟერმენი“ „მონაკოს“ ან „ბრესტს" შეხვდება, ხოლო თუ მერვედფინალში გავიდა, „ბარსელონას“ ან „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

პსჟ შემდეგ მატჩს 1-ელ თებერვალს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მეოცე ტურში სტუმრად „ბრესტს“ დაუპირისპირდება.

შტუტგარტი. „MHP არენა“

შტუტგარტი - პსჟ 1:4

გოლები: 0:1 ბარკოლა (6), 0:2 დემბელე (17), 0:3 დემბელე (35), 0:4 დემბელე (54), 1:4 ფიურიხი (74)

გოგი
ბარკოლამ ძლიერად ითამაშა
Პირიქით
პირიქით! ვინც წარმატებულ, საამაყო ქართველებზე ქირქილებს, ღრმად ჩაძვერით სანგრებში და აღარ ამოხვიდეთ!!!
toti
რა კარგად გიყურებია:)) 4-დან 3 გოლი მარცხენა ფლანგიდან შეტევის მერე გაიტანეს
ჟორიკას
ბიჯო, შენ მგონი სხვა თამაშს უყურე. DD
სოსო
ლუის ენრიკეს ტყუილად არ უთქვამს,უამრავი კომბინაცია მიტრიალებსო თავში!7 თავდამსხმელი ჰყავს და და მათი გამოყენების ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს.მეთექსვემეტედფინალში,თამაშისთვის,შეაძლოა ჯერ კიდევ სრულად ვერ იყოს გუნდთან შეჩვეული და ძირითადში არ დააყენოს,მით უფრო,რომ თავდასხმამ,ძალიან მაგრად ითამაშა და რომელიმეს ამოგდება,ძნელი მოსალოდნელია,მაგრამ ამის მერე,ისიც უკვე სრულფასოვნად იქნება შეგუებული პარტნიორებს და მისი გამოჩენა ძირითადში,მოსალოდნელი მგონია.მით უფრო,რომ თუ იქ გავედით,ბარსა,ან ლივერპული იქნება მეტოქედ.
სოსო
ეგრეც რომ იყოს,შენ რა გიხარია?თხას უთხრეს,მგელი მომკვდარა,თხას გაუხარდა,გაიქცაო,შენისთანებზეა ნათქვამი!შენ გგონია,იმიტომ წაიყვანეს და 9+2 ხელფასი დაუნიშნეს,რომ სკამების გაპრიალება უნდათ?!გეგონოს და ელოდე,ნიტროგლიცერინით,ენის ქვეშ!
guga
100%! ამოდით ზემოთ არ გაიყინოთ:)))))))
ჟორა გაბრიჭიძე
ასეთი თამაშით ნებისმიერ გუნდთან ფავორიტი იქნება პსჟ. განსაკუთრებით მარცხენა ფრთას ვაკვირდებოდი. შეტევები ძირითადად მარჯვენა ფრთიდან და ცენტრიდან იყო, ყველაზე სუსტი რგოლი მარცხენა ფრთა იყო, რომელსაც კარგად შეავსებს ხვიჩა და მერე პსჟ ერთერთი ფავორიტი გახდება.
ჩემი აზრით
ხვიჩას მოუწევს მაგარი გარჯა თორემ ბარკოლას ძირითადიდან ამოგდება გაუჭირდება ამჟამად ფაქტიურად შეუძლებელია.შტუტგარტთან ძაან მაღალი 8,5 შეფასება მიიღო.
Irakli Apkhaidze
ძალიან მაგარია, კიდე ერთი პლაცდარმი და შესაძლებლობა ხვიჩასთვის. არ მესმის რა არის სანერვიულო?... კაცი მოხვდა სუპერ გუნდში, სასწაულ შემადგენლობაში, სადაც ამ ხალხის პარტნიორობა და კონკურენცია კიდე უფრო დიდ სიმაღლეზე აიყვანს (პოტენციურ ტიტულებზე აღარაფერს ვამბობ) და გააძლიერებს. 3 ფრონტზე იბრძვის გუნდი და ფინიშისკენ კიდე უფრო გამწვავდება ეს ბრძოლები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ძალების გადანაწილება და შემადგენლობის როტაცია. ვინც მართლა ნერვიულობთ გეტყვით, რომ პსჟ-ში ხვიჩას სკამზე დასმის არც სურვილია და არც შესაძლებლობა/ფუფუნება. გაცილებით მეტ დროს გაატარებს ხვიჩა აქ მინდორზე, ვიდრე ნაპოლიში გაატარებდა. და ვინც ჩასაფრებული პოზიციიდან ჭიკჭიკებთ, დიდხანს მოგიწევთ სანგრებში ყოფნა, ამოდით ზემოთ, არ გაცივდეთ :))
რა მაფიაა?
75 მილიონი იმაში გადაიხადეს რომ ბარკოლა ათამაშებულიყო უკეთ და თუ მაინც ვე ათამაშდებოდა კვარა ეყოლებოდათ... თუ ორივე იფრენს, ორივეს ათამაშებენ... ასე მუშაობს კონკურენცია და არა ბოღმის და ღვარძლის გადმონთხევით ნერეშზე ან ელმასზე ან ნებისმიერზე, როგორც ჩვენ გვჩვევია...
უფროსი
ოსიმენი ხვიჩას შესახებ უყურეთ 1:01:02 მომენტიდან https://www.youtube.com/watch?v=BF175kLH5YA
დავით 67
კარგია რომ მოიგო პსჟ-მ . ამით ხვიჩასაც მიეცა შანსი ლიგაზე თავი გამოიჩინოს, მაგრამ ბარკოლას სკამზე დასმა ამ ეტაპზე დიდი უსამართლობა იქნება. არ ვიცი რას მოიფიქრებს ენრიკე, ალბათ ორივეს დააყენებს, მაგრამ ხვიჩას ცენტრფორვარდობა ძნელად წარმომიდგენია. მისი ადგილი მაინც ფლაგზე მგონია. 75მილიონს შემცვლელის ფეხბურთელში არ იხდიან. ესეც ფაქტია. დიდი თავსატეხი გაუჩნდა ლუის ენრიკეს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ხვიჩა კი არა ბარკოლა ითამაშებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონაში - ახლადგარემონტებულ "კამპ ნოუს" ერთი კონკურენტი ეყოლება
ისევ ტრუბინი და მოურინიო - "რეალს" კენჭისყრაზე არ გაუმართლა?
რატომ ათამაშეს "ნიუკასლთან" შევალიეს ნაცვლად საფონოვი - ფრანგი ჟურნალისტი განმარტავს
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა
ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრების განრიგი
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
"რეალის" ფეხბურთელებს არბელოაც არ მოსწონთ - რა ხდება მადრიდელთა გასახდელში?
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" დაემშვიდობება - "ქალაქელები" სამ კანდიდატურას განიხილავენ
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
დუეს ტატუს ფოტო ვირუსულად გავრცელდა - რა აწერია პსჟ-ის მოთამაშეს ფეხზე, რაზეც ბევრი საუბრობს
"ნიუკასლის" ახალი რეკორდი - "კაჭკაჭებმა" ვოლტემადე შეიძინეს
კვარაცხელია ფრანგული გუნდის წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
[VIDEO] გოლი ბოლო წუთზე - გოჩოლეიშვილის კაცნაკლულმა "ჰამბურგმა" "შტუტგარტს" მოუგო
უარი "შტუტგარტის" მოთხოვნებზე - "რეალი" შტილერს აღარ შეიძენს
[VIDEO] ხვიჩას გარეშე - საფონოვის მოგერიებული პენალტი, ჰაკიმის გაძევება და მძიმე მატჩში პსჟ-ს გამარჯვება
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
მიქაუტაძე 4-მატჩიანი წაგების შემდეგ და პსჟ კვარაცხელიას გარეშე
სიომინი: პსჟ-სთვის ხვიჩას ტრავმის მიღება დიდი პრობლემაა
ფრანგული მედია. "კვარას" ტრავმაზე შიში უცბად გაქრა - ძალიან მალე დაბრუნდება
"რა შემთხვევაში გახდება საფონოვი პსჟ-ს ძირითადის მეკარე?" - ენრიკემ შეკითხვაზე უპასუხა
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება