<p>ნიდერლანდელმა მეკარე მიშელ ვორმმა, რომელმაც ბუცები ლურსმანზე 2019 წელს ჩამოჰკიდა, Sports Mole-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "ლივერპულში" გიორგი მამარდაშვილისა და ალისონ ბეკერის შესაძლო პირველ ნომრობაზე ისაუბრა.</p><p>ვეტერანმა კიპერმა აღნიშნა, რომ მისთვის პირველი ნომერი ბრაზილიელია და ამაზე კითხვაც არაა საჭირო. ინფორმაციისთვის, ვორმი წლების განმავლობაში "ტოტენჰემის" მეორე მეკარე იყო, იქამდე კი "სუონსიში" და "უტრეხტშიც" ასპარეზობდა.</p><p>"ჩემთვის მამარდაშვილსა და ალისონს შორის პირველ ნომრობისთვის ბრძოლაში საუკეთესო ბრაზილიელი იქნება და ამაზე კითხვაც არ მიჩნდება, რადგან ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერია და ეს ყველაფერი როგორც პრემიერ ლიგაში, ასევე ეროვნულ ნაკრებში დაადასტურა.</p><p>ცხადია, მამარდაშვილი რიგ მატჩებში იასპარეზებს, მაგრამ ალისონს "მერსისაიდულ" გრანდში" ძალიან დიდი დამსახურება აქვს. რაიმე გიჟური უნდა მოხდეს, რომ მამარდაშვილი ალისონსთან შემდეგ სეზონში პირველი ნომერი გახდეს", - თქვა ვორმმა.<br></p>
დავით 67
მეკარეებს სხვანაირად, უყურებენ მწვრთნელები და მე მათი მესმის. ლივერპულის შემთხვევაში ალისონს არავინ დასვამს სკამზე. ტრამვის მიღებისას კი დააყენებენ მამარდას, მაგრამ რაც არ უნდა მაგარი ბურთები აიღოს, გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ ალისონს დააყენებენ.გაიხსენეთ კურტუას შემთხვევა. ლუნინი ფრინავდა რეალში საუკეთესო 10შიც მოხვდა,მაგრამ მაინც კურტუა ჩააყენეს კარში. ასეთი რაღაცნაირი უცნაური ხვედრი აქვთ მეკარეებს.
სოსო
იასონას უდარს.ძალიან ინფორმაციული,საინტერესო პოსტი დაგიდია და მხოლოდ ორი(აქედან ერთი ჩემია)ლაიქი რომ გაქვს,ჩემთვის იმაზე მეტყველებს,რომ თვალში დიდი მოეჩვენათ და არც წაუკითხიათ,ისე დაგიწერეს,დისლაიქი,ან საერთოდ არ წაიკითხეს.სამწუხაროა!არადა ინფორმაციასთან ერთად,ანალიზიც ძალიან საინტერესოა.
ჟორა
40 მილიონიან მეკარეს სკამზე არავინ დასვავს, რადგან სკა,ზე ჯდომა ფორმის დაკარგვაა და აბა ლივერპულს როგორ მოაწყობს ასეთი ვარიანტი? ამიტომ ვფიქრობ იჯარით გაუშვებენ მაგარ გუნდში
იასონას უდარი
რამხელა ფული,35 მილიონი? ის მაინც იკითხე,რამდენი არის გადახდილი ალისონში თავის დროზე და რა გამოდის,70 მილიონიანი ალისონი უნდა დაჯდეს სკაზე და 35 მილიონიანმა მამარდაშვილმა ითამაშოს? შენი ლოგიკა აცდენილია შენივე დასკვნას,თითქოს მამარდა არ დათანხმდება მეორე ნომრობას.ვალენსიაში მესამე თუ მეოთხე მეკარედ მივიდა,ტრავმების გამო შანსი მიიღო და ჩადგა კარში,თუმცა იგივე არ მოხდება ლივერპულში,თუ ალისონი დარჩა. ტრავმა ექნება ალისონს,ითამაშებს მამარდა და სულ რო სასწაული ქნას,ტრავმიდან დაბრუნებული ალისონი იქნება პირველი ნომერი. ფეხბურთს არ ადევნებ თვალს,თორე ეგრე არ იფიქრებდი. კელეჰერმა შანსი გამოიყენა და სასწაული თამაშები დადო ალისონის არ ყოფნაში,თუმცა ალისონი არის ისევ პირველი ნომერი და არც განიხილება ამ პოზიციიდან მისი მოხსნა.ეგ კი არა,მამარდა იყიდეს და კელეჰერს უშვებენ. რა გინდა მითხრა რო ირლანდიელ კელეჰერს და აკადემიის აღზრდილს აჩოჩებენ ალისონის გამო,ხოლო მამარდა ამოაგდებს ალისონს? არ მინდა ხოლმე თქმა,თუმცა არ იშლით და უნდა ვთქვა მაინც,მამარდას ყიდვა ბიზნესს გადაწყვეტილება იყო და მეტი არაფერი. ახალგაზრდა და პერსპექტიული მეკარე 35 მილიონად იყიდებოდა,ხოდა იყიდეს და გაანათხოვრეს ეგრევე,კიდევ გაანათხოვრებენ.ასე იყო,ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ტაკუმი მინამინო დაიმატეს 8 მილიონად და მალევე გაყიდეს 20 მილიონად,ახლა მონაკოში ბურთაობს.ეგეც რო არ იყოს,უნდა იცოდე როგორ იმართება საფეხბურთო კლუბი ლივერპული და ამის მერე გაგიჩნდება წარმოდგენა რეალობაზე. თუ ლივერპულს თავისთვის უნდა ფეხბურთელი,მას არ ანათხოვრებს და გუნდში იტოვებს,რამეთუ გუნდის ფასეულობა და მენტალიტეტი აითვისოს,ხოდა მამარდა რატომ გაანათხოვრეს? იმიტო რო არც ფიქრობენ მის გუნდში ინტეგრაციას და ბიზნესს აწარმოებენ. იმ ფონზე როცა ლივერპულს რიგი პოზიციები აქვს გასაძლიერებელი,35 მილიონს იხდის მეკარეში და მას ტოვებს სხვა გუნდში? სად არის ლოგიკა? ბოლო წლებში,ლივერპული არის მგონი ერთადერთი კლუბი რომელიც რაღაც ლოგიკას ექვემდებარება და ფულს ასე ხარჯავს. ლივერპულს მეკარეების პრობლემა არ აქვს,ყავს ალისონი და კლეჰერი,მერე ყავს ჩეხეთის ნაკრების მომავალი პირველი ნომერი,ახალგაზრდული ინგლისის ნაკრების მეკარე ჰარვი დევისი და ბრაზილიელი პიტალუგა.ასევე,კოპენჰაგენში გაყიდული პოლონელი კამილ გრაბარას დაბრუნება შეუძლია ხელშეკრულების პირობებით და ამ დროს,35 მილიონს იხდის მამარდაში? თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს,თუმცა ერთი ფაქტია,სანამ ალისონი იქნება ლივერპულში მის პირველ ნომრობას კითხვები არ აქვს.თუ მამარდა გახდება ბუფონი,კანი,ნოიერ კასილასის ჰიბრიდი,მერე შეიძლება დაფიქრდნენ. ჩემზე მეტად არავის არ სურს ქართველი ლივერპულის სასტარტოს კაცი იყო,თუმცა ეს არ ნიშნავს რეალობას მოვწყდე და თვალები დავიბრმავო. კარგად ვიცნობ ლივერპულის სტრუქტურას,ნუ რაც ქომაგებისთვის არის შესაძლებელი და კარგად ვიცი,რას ან რატომ აკეთებს ლივერპული. თუ გნებავთ ჩამოგითვლით ლივერპულის ფეხბურთელებს,ვისაც განიხილავენ გუნდის სამომავლო გეგმებში.როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი დიდ გუნდში იშვიათად ჩანს,მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯოშობს და პროცესში მონაწილებს,ის სამომავლოდ ლივერპულის ფეხბურთელი იქნება. ასე იყო კერტის ჯონსი,17 წლიდან დიდ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ძალიან იშვიათად ჩნდებოდა დიდ გუნდის თამაშებში და ახლა გუნდის ერთერთ ლიდერად მოიაზრება. ასევე,დააკვირდით ტრეი ნიონს,უფრო მოიძიეთ ინფორმაცია. ამ ბიჭს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ლივერპული თავის მთავარ აქტივად განიხილავს.თუმცა აგერ ლიგაზე ნახევარი საათი მიიღო ბოლო ტურში,სადაც აკადემია ათამაშეს და ეს ბიჭი არ იყო სასტარტოში.უბრალოდ,სხვები უნდა ყოფილიყვნენ და ტრავმამ არ მისცა საშუალება,თორე საერთოდ არ ითამაშებდა ეს ნიონი. ლივერპული თავის მთავარ აქტივს არავის ანახებს,არ მოგცემს საშუალებას ამ ბავშვებს თავგზა აუბნიო და დაღუპო ან წაიყვანო. ეს მენეჯმენტი შეცდომებზე სწავლობს,სტერლინგის ამბების მერე აღარ იქცევა ეგრე,თავის მთავარ აქტივს ინახავს და უფრთხილდება.მერე ისეთ კონტრაქტს დაუდებენ,ვერცერთი ვერ გამოისყიდის ადვილად.
მამუკა
ამხელა ფული მეკარეში გადაიხადო და სკამზე დასვა რაღაც უაზრობად მიმაჩნია, არც მამარდა იქნება თანახმა სეზონზე 5-6 მატჩი ჩაატაროს მხოლოდ, იმის იმედად ყოფნაც არა ღირს რომ ალისონი ტრამვას მიიღებს და შანსი მიეცემა, როგორც ვალენსიაში მოხდა. ლივერპული თუ სამომავლოდ უყურებს გიოს მაშინ იჯარით უნდა გაუშვას ისეთ გუნდში სადაც უპირობოდ პირველი კიპერი იქნება, მამარდასთვისაც და ჩვენი ნაკრებისთვისაც სკამზე ჯდომას, კარებში დგომა სჯობია, მოკლედ მოთმინება და მუშაობა მართებს გიოს.
სოსო
მამარდას რომ ყიდულობდნენ,საქმეს ისეთი პირი უჩანდა,ალისონი გუნდიდან მიდიოდა და მის შემცვლელად გიორგის მოიაზრებდნენ.მერე რაკი არ წავიდა,გიო ვალენსიაში დარჩა და იჯარის წესით თამაშობს.ფინანსურად,ეს გიოსთვის მომგებიანია,რადგან დღევანდელი ხელფასი,წინა ხელფასზე მეტია.დანარჩენი კი,მერე გამოჩნდება.ალისონს ლივერპულში რა თქმა უნდა სრული ნდობა აქვს და მეკარეებს,რაღაცა ექსტრაორდინალური თუ არ მოხდა,არავინ ცვლის.ვალენსიას ძირითად მეკარედაც სწორედ ასე იქცა მამარდაშვილი.ასეა თუ ისე,თუ ალისონი არ წავა,მამარდას მსურველი არ მოაკლდება და თუნდაც ვალენსიადან წამოვიდეს,მასზე ძლიერ კლუბში გამოუჩნდება ადგილი,საიჯარო ხელშეკრულებით.ლივერპულში,მეორე მეკარედ,არა მგონია თამაში ისურვოს.ძნელია,დღევანდელ დემორალიზებულ ვალენსიაში სრულიად კონცენტრირებული იყო,მაგრამ თუ ვინმეა,ეს ისევ მამარდაშვილია და ვალენსიას დაცვის შემხედვარეს,ნერვული შეტევები რომ არ მოსდის,ეს ისევ მისი მაგარი ფსიქიკის დამსახურებაა.
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა
[VIDEO] დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ში საუკეთესოდ აღიარეს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
მამარდაშვილს "ლივერპულში" მინუს ერთი კონკურენტი ეყოლება
გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
"ბაიერნში" შოკში არიან - ვირცი კარიერას "ლივერპულში "განაგრძობს
[VIDEO] ასე გააცილეს მამარდა "მესტალიადან"
[VIDEO] "ვალენსიამ" და "ესპანიოლმა" ქულები გაიყვეს - როგორი შეფასებები მიიღო "მამარდამ"?
"ტოტენჰემმა" "ბაიერნის" თავდამსხმელი ინათხოვრა
TBR Football: სლოტს ეჭვი ეპარება - მამარდაშვილის "ლივერპულში" გადასვლა გადაწყვეტილი არ არის
კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა - "ლივერპულის" კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ
"ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ..." - რა თქვა ალისონმა პსჟ-სთან მატჩის შემდეგ
პოსტეკოღლუს სამსახურს საფრთხე ემუქრება - "ტოტენჰემს" სამი კანდიდატი ჰყავს
"ტოტენჰემი" პოსტეკოღლუს შემცვლელად ორ მწვრთნელს განიხილავს
[VIDEO] გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს "ლევანტეს" ლა ლიგაში დაბრუნება საკუთარი ქვეყნის დროშით აღნიშნა
ახლა ფავორიტი "ბაიერნია" - "სიტი" ვირცისთვის ბრძოლას ჩაეხსნა
ცუდი ამბავი მამარდაშვილისთვის - ალისონს "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
მამარდაშვილმა ბექაურს აჯობა - პრიზი ვალენსიაში
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში
შერკის გრანდების რიგი უდგას - მიქაუტაძის თანაგუნდელი ზაფხულში "ლიონს" დატოვებს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
მამარდაშვილი: "ლივერპულში" მივდივარ, რათა ნომერი პირველი ვიყო
მამარდას "ლივერპულის" სუპერტრანსფერი - "სქაუზერებმა" 150-მილიონიანი გარიგება შეათანხმეს