TOP.GE
კალათბურთიეროვნული ნაკრები
რა მატჩი, რა ემოციები - საქართველოს ნაკრებმა დანია დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე! [VIDEO]
18:57/21-02-2025
+-
00:00 / 00:00

ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლოსწინა ტურში, საქართველოს ნაკრებმა პირთამდე სავსე თბილისი არენაზე დანია 62:60 დაამარცხა.

მატჩის წინ ტრავმა მიიღო ჩვენი გუნდის ლეგიონერმა ბოლდუინმა და მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, სანაძე, ჯინჭარაძე, შენგელია, შერმადინი. პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და 19:21 დასრულდა. მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, დაცვაში შესანიშნავად მოქმედებდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ვერ ისროდნენ, თუმცა შეტევაში მეტოქეზე კარგად თამაშობდნენ და პირველი ტაიმი 37:25 მოვიგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ქართველი კალათბურთელები შენგელიას ძალისხმევით 15 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ დანიამ სხვაობის 1 ქულამდე შემცირება შეძლო, ბოლოს ბურჯანაძემ ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 48:45 დაფიქსირდა.

მეოთხე პირიოდში მოწინააღმდეგე 1 ქულით გავიდა წინ, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სიტუაცია ძალიან დაიძაბა, თორნიკემ ისევ გაიბრწყინა, 3 ქულა ჩააგდო, ბოლო წუთზე სანაძის ორიანი არ ჩაითვალა, შეხვედრის დასრულებამდე 12 წამით ადრე ლარსენმა ორივე საჯარიმო ჩააგდო, ანგარიში გაათანაბრა. 6 წამით ადრე სანაძემ ორიანი ზუსტად ისროლა, ბოლო წამზე ლუნდბერგმა სამიანი ააცილა, გავიმარჯვეთ და საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეექვსედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.

ჩვენი გუნდიდან 19 ქულა შენგელიამ ჩააგდო (13 მოხსნა), 16 ქულა სანაძემ, 6-6 ბურჯანაძემ და ანდრონიკაშვილმა, 5 ოჩხიკიძემ, 4-4 შერმადინმა (9 მოხსნა) და ფევაძემ (5 მოხსნა), 2 კი ჯინჭარაძემ. დანიელთაგან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი ლარსენი იყო. 11 ქულა იენსენმა ჩააგდო, 10 ლუნდბერგმა, ხოლო 8 შილდსმა.

შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩს 24 თებერვალს ბელგრადში სერბეთთან ჩაატარებს.


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
34
ჟორა გაბრიჭიძე
(1)
/
Dislike(0)
ვულოცავ პირველ რიგში გუნდს და მერე ყველა გულშემატკივარს ევროპაზე გასვლას. ბიჭები კაგები იყვნენ, მაგრამ ერთი რჩევა მექნება მათთან: ტრადიციულად სამიანები არ მიგდით და არ შეიძლება იშვიათად ისროლოთ? მახსოვს ერთი თამაში 3-4 წლის წინ იყო, 21 სამიანი ააცილეთ, არადა ის თამაში 6 ქულით წავაგეთ.
7:40:33 PM 2/23/2025
გამოხმაურება(0)
პატივისცემით
(1)
/
Dislike(6)
კალათბურთელები სულ ესე კროჭმოჭერილად თამაშობენ. ყოველთვის ბოლო წამებამდე არის დაძაბული. მაგრამ ყოველთვის ვერ ვიგებთ. მე მგონი ამათ ერთი ორი კაი ფსიქოლოგი ჭირდებათ და შეიძლება მსოფლიოსაც და ოლომპიადასაც შევეჩვიოთ.
9:31:59 AM 2/22/2025
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2