საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სუპერლიგის მოთამაშეებით შეკრება დაასრულა. ალეკსანდარ ჯიკიჩის მეთაურობით ჩვენი ნაკრების 12 კანდიდატი 10 თებერვლიდან თბილისი არენაზე ვარჯიშობდა და 8 მათგანი იმ შემადგენლობაში მოხვდა, რომელიც 18 თებერვლიდან გენერალურ შეკრებას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 21 თებერვალს უმნიშვნელოვანესი, რომ იტყვიან, ყოფნა-არყოფნის მატჩი ელის დანიასთან, რომლის მოგების შემთხვევაშიც ევრობასკეტის საგზურს ზედიზედ მე-6-ედ მოიპოვებს. წაგება დაღუპვის ტოლფასია, რადგან ასეთ შემთხვევაში დანია ბოლო მატჩში ფინეთის დამარცხების შემთხვევაში გვასწრებს – იმის მიუხედავად, სერბეთში რომც გავიმარჯვოთ.

დანიასთან მატჩის მეორე დღეს, საქართველოს ნაკრები ბელგრადში გაემგზავრება, სადაც 24 თებერვალს ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო მატჩს სერბეთთან გამართავს. ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა აღარ ექნება, თუკი საქართველო დანიას მოუგებს, რადგან სერბეთს ჯგუფში პირველობა, ხოლო საქართველოს მეორე ადგილი ექნება გარანტირებული.

საქართველოს ნაკრებს დღეს შეუერთდა ბექა ბურჯანაძე, ხოლო 18 თებერვლიდან ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში იქნება ყველა ლეგიონერი. 17 თებერვალი დასვენების დღეა, ხოლო სამშაბათიდან ალეკსანდარ ჯიკიჩი მომავალი მატჩებისთვის მზადებას შემდეგ კალათბურთელებით გააგრძელებს:

რატი ანდრონიკაშვილი (ობრადოირო, ესპანეთი), კამარ ბოლდუინი (ბასკონია, ესპანეთი), მათე ხატიაშვილი (ბასკონიაU18, ესპანეთი), ლუკა ლიკლიკაძე (ორბი), გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი), ლუკა მაზიაშვილი, კახა ჯინჭარაძე (ორივე ამრა გაგრა), დუდა სანაძე (ესპეროსი, საბერძნეთი), სანდრო სანაძე (ზესტაფონი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ბექა ბურჯანაძე (კორუნა, ესპანეთი), თორნიკე შენგელია (ვირტუსი, იტალია), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), ილია ლონდარიძე (ბათუმი), გიორგი კორსანტია (ქუთაისი).

თბილისი არენაზე ივარჯიშებს დანიის ნაკრებიც, რომელიც თბილისში უკვე ჩამოვიდა და სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დაბინავდა.

GBF.GE

Degraf-ს ისევ ჩემგან
ცოტა ხანია რაც დაიწყო თამაში და ჩემი შიში მართლდება! ყველა "სიკეთესთან" ერთად, ჩვენი ლეგიონერიც გატრავმულა (მაგრამ არ გაბედო ამ მიზეზზე ჩაჭიდება). იცოდე, თუ წავაგებთ, შენ კაცი არ იყო თუ აქ არ შემოხვიდე და არ დაწერო: "მართალი ყოფილხარ, ხოლო მე ტყუილად ვბაქიბუქობდი, ამიტომ ვირი ვარ და ვყვირივარ!"-თქო
მაინც ფრთხილად
თუ წავაგეთ, კაცი არ იყო თუ არ შემოხვიდე აქ და არ დაწერო: "ვირი ვარ და ვყვირივარ-თქო!"
Degraf
შენზე უკეთ იციან რა უნდა ჰქნან და არ უნდა ანალიტიკა შენი
Degraf
ხოდა აზზრზე არ ხარ და მაგიტომაც გესაუბრები მასე. როგორც გადაახევებ დაინახავ და ხმას არ ამოიღებ მაზგაჩა
Degraf-ს
მასე ელაპარაკე ბებიაშენს, შე მართლა თარსო და მაზგაჩო!!! მე რაც დავწერე, დათარსვა კი არა, გაფრთხილება და ბიჭებისთვის მოტივაციის მომატებაა. მე გული შემტკივა, ხოლო შენნაირები მხოლოდ მკერდში მჯიღის ცემით არიან დაკავებული
Degraf
კაი რა რას აცუებ და მაზგაჩობ! გადაახევენ მაგ დანიას ორმაგი ნიშნის სხვაობით! ის რაც მოხდა დანიაში აღარ მოხდება და ნუ ითარსები
Ფრთხილადს
კაი რა თუ ძმა ხარ დანიელებმა თუ ამოგვკეტა რა გვინდა ევროპაზე.დდდდ
ფრთხილად!!!
ძალიან რთული (მძიმე) თამაში გველოდება, რადგან დანიისთვის ისტორიული მატჩია, "თავს მოიკლავენ". აუცილებელია, რომ ლიდერებთან ერთად ასევე თადარიგისა და საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებმაც აკრიფონ ქულები (ნუ ცოტ-ცოტა მაინც), თორემ ლიდერებს დაკეტავენ და მერე მოგება გაჭირდება. ღმერთმა ნუ ჰქნას რომ დანიამ ისტორია თბილისში დაწეროს - სწორედ ამიტომ, სრული მობილიზაცია ბიჭებო!
tngh
წარმატება საქართველოს ნაკრებს!!!
უკვე წყნარად ვარ)))
რახან ბურჯანაძეც შეურთდა ნაკრებს, უკვე აღარ ვნერვიულობ. თუ გაგვიყვანენ, ეგ და ლონდარიძე გაგვიყვანენ.)))
ტტტ
შილდსი ჩამოყვა დანიის ნაკრებს? თუ ვერ დაადგინეთ ჯერ?დდდ
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაფრინდა: მუნდიალის საკვალიფიკაციოსთვის მზადება იურმალაში გრძელდება
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
საქართველოს ნაკრები დანიასთან გადამწყვეტი მატჩისთვის სამზადისს შეუდგა
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
რა მატჩი, რა ემოციები - საქართველოს ნაკრებმა დანია დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე! [VIDEO]
ჩამოვა შილდსი თბილისში? დანიის ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი 13-კაციან შემადგენლობაშია
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა - დანიამ ჯერ შილდსის გარეშე
ფინალის ტოლფასი მატჩი - ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა