ეროვნული ლიგის პირველ ტურში მხოლოდ ორი მატჩი ჩატარდა, 5 მარტს კი მეორე ტური დაიწყო.

თელავის "კავკასიონი არენაზე" "თელავმა", რომელმაც პირველ ტურში ჩემპიონ "იბერია 1999"-თან წააგო, ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. Sportall.ge-მ მატჩი ადგილიდან გააშუქა, სადაც შემოღამებამდე დათოვლილი კავკასიონის მშვენიერი ხედი იყო.

ეს გუნდები ერთმანეთს რვაჯერ შეხვდნენ, კახელებმა უკვე ხუთჯერ მოიგეს, აქედან ნახევარზე მეტი კი საკუთარ მოედანზე მოდის.

ფოთელებს საინტერესო გუნდი ჰყავთ, გიორგი მოისწრაფიშვილსა და გიორგი აბუაშვილს გულშემატკივრები კარგად იცნობენ, 21 წლის ბრაზილიელ გაბრიელ პასზე (მეორე ტაიმი ითამაშა) დაკვირვება კი გვაინტერესებდა. რაც შეეხებათ თელაველებს, ვატო არველაძისა და ჯადული იობაშვილის სახით აქ ახალი შემტევი ხაზია.

შეხვედრის სტარტზევე კარის აღების შანსი სტუმართა ფორვარდ კლიმოვს მიეცა, მაგრამ მცველებთან ორთაბრძოლაში კარს ცოტათი ააცილა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი ფოთელები მაღალ პრესინგს მიმართავდნენ და ბურთის მოპოვებას მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ახლოს ახერხებდნენ, რასაც კიდევ ორი სახიფათო მომენტი მოჰყვა. მასპინძლები ბურთის კონტროლს ცდილობდნენ, თუმცა ამას ვერ ახერხებდნენ.

მეექვსე წუთზე კლიმოვისა და კპოზოს ორთაბრძოლას კუთხური მოჰყვა, მოისწრაფიშვილის ჩაწოდების შემდეგ კიდევ ერთი კუთხური იყო, რასაც ფოთელებისთვის შედეგი არ მოუტანია. მალე ფირანიშვილმა ფაჩულიას სახიფათოდ გააყოლა.

"ბურთი დაიჭირეთ" - ისმოდა კახელთა თავკაც ვალერიან გაგუას მხრიდან. მალე გიორგი აბუაშვილმა, რომელსაც მაღალი კლასი აშკარად ემჩნეოდა, კარში სახიფათოდ დაარტყა, ვითარება კი მცველებმა ბოლო მომენტში განმუხტეს.

"თელავს" საკუთარი თამაშის პოვნა უჭირდა, "კოლხეთი" უფრო ორგანიზებული და მწვავე გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მე-18 წუთზე მასპინძლებმა სახიფათოდ შეუტიეს, რასაც ორი კუთხური მოჰყვა. მალევე, "კოლხეთის" კარისკენ ვატო არველაძემ გაისროლა.

პირველი 45 წუთის ბოლოსკენ თელაველები გააქტიურდნენ, თუმცა თუკი ტაიმის უკანასკნელ წუთს არ ჩავთვლით, როცა ბურთი ხარიხას მოხვდა, გამსაკუთრებული ხიფათის შექმნას ვერ ახერხებდნენ.

50-ე წუთზე თელაველთა კარში ისევ აბუაშვილმა გაისროლა, ბურთს კი მეკარე თანდილაშვილი იოლად დაეუფლა. ამის შემდეგ კურიოზული სიტუაცია ვიხილეთ, მოედანზე ძაღლი შევარდა და ცოტა ხნით შეხვედრა შეაფერხა.

56-ე წუთზე კარის აღება ჯადული იობაშვილმა სცადა, რაც მეკარე კოტლიაროვმა არ დაანება. 58-ე წუთზე მასპინძლებმა მაგარი კომბინაციის შემდეგ გაიტანეს, რომლის ხილვაც ერთ რამედ ღირდა - უბილავამ მარცხენა ფლანგიდან ბურთი სწრაფად და ტექნიკურდ წაიღო, ცეცხლაძემ ჩააწოდა, 23 წლის ტატო ჯივიძემ კი სტუმართა კარი დალაშქრა - 1:0. მალევე, კუთხურიდან ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მასპინძლეთა უპირატესობა აშკარა გახდა, ფოთელთა შეტევები კი უკვე ნაკლებორგანიზებული.

72-ე წუთზე ვატო არველაძემ ანგარიშის გაზრდა საჯარიმო დარტმით სცადა, რაც მეკარის ნადავლი გახდა. მალევე, მან მოედანი დატოვა და მის ნაცვლად ფირუზ მარაქველიძე ვიხილეთ, რაც მოედნის ცენტრის გაძლიერებას ნიშნავდა. კახა ჩხეტიანმა ამას სამმაგი ცვლილებით უპასუხა. საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა.

05.03. თელავი. "კავკასიონი არენა".

თელავი - კოლხეთი 1913 1:0

გოლი: 1:0 (58) ჯივიძე (ცეცხლაძის პასით)

თელავი: თანდილაშვილი - გოგნაძე, კპოზო, ოდიშვილი, უბილავა (ტალახაშვილი, 93) - ცნობილაძე - ჯივიძე (გოგოტიშვილი, 78), დევდარიანი, არველაძე (მარაქველიძე, 74), ცეცხლაძე - იობაშვილი.

კოლხეთი 1913: კოტლიაროვი - ახალაძე (შეყილაძე, 77), ხარშილაძე, გიუნაშვილი, ჯიჯავაძე (ჩიხრაძე, 78)- ფირანიშვილი, მოისწრაფიშვილი - ზურაბიანი, აბუაშვილი (ჩიქოვანი, 77/ხარებავა,87), ფაჩულია (პასი, 46) - კლიმოვი.

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი.

ვილი სანიოლი, ზურაბ ხიზანიშვილი და რამაზ სვანაძე "მიხეილ მესხზე" ლიდერების მატჩს დაესწრნენ.

05.03. თბილისი. "მიხეილ მესხი".

იბერია 1999 - ტორპედო 2:0

1:0(39) სიხარულიძე (სილაგაძის პასით), 2:0 (65) პიმენტელი (ავტ.გ).

ეროვნული ლიგის მეორე ტური 6 მარტს დასრულდება.

Video

05.03.25. იბერია 1999 - ტორპედო 2:0

ღვთისავარ ანთაძე თელავიდან

ჰიონესი
პატრიოტი და არა პაწრიოტი. თუ ტ-ს მაგივრად წ-ს გიწერს კლავიატურა მაშინ არაფერი დაწერო
ქუთაისელს
მახსოვს 4-5 წლის წინ ბათუმის ფანები იგივეს იძახდნენ ქართული ბაიერნი ვართო, იგივეს იმეორებთ თქვენც უკვე მეორე წელია რო ივნისში ჩემპიონები გავხდებით და კონფერენსის ჯგუფში მოვხვდებითო. მახსოვს გორის დილასთან თამაშის წინ რეებს წერდით და 1-5 რო წააგეთ. პირდაპირ გეტყვი რო აზრზე არ ხართ ფეხბურთის!!! რა ბაიერნი ფეხბურთის თამაში არ იცის ტორპედომ, ცენტრსლური ნახ დაცვა არ გყავთ. ტორპედოს რო გიგაური ლეგენდად გეყოლებათ მანდ დამთავრდა თქვენი ამბავი. წელს სამეულში ვერ მოხვდებით დაიმახსოვრე!!!
Ქუთაისელი
მსაჯმა წაგვაგებინა.თბილისის გუნდებს ყოველთვის ეხმარება მსაჯი.ტორპედო იმერული ბაიერნი
კახელი
ენა ჩაიგდეთ მეტიჩარა ძალად პაწრიოწებო # თქვენი საქმე არაა რომელ გუნდს რა ერქმევა! დინამო ლოკომოტივი და ტორპედო ისეთივე რუსულია როგორც მე ვარ ჩინეთის იმპერატორი. ჩვეულებრივ აღტკინებულ საქონლობასთან ერთად გაუნათლებლებიც რომ არ იყოთ გეცოდინებოდათ რომ ეს სახელები დასავლურია და მაგალითად გერმანიაში სულ ცოტა 3 გუნდს ქვია ლოკომოტივი ამერიკაში 5 გუნდს ქვია დინამო (2 ფეხბურთის და თითო ბეისბოლის ჰოკეის და ამერიკული ფეხბურთის)და ყველაზე პოპულარული სახელი მაინც ტორპედოა ეს სახელი დასავლურ 20 ზე მეტ გუნდს ქვია ! ეს რაც მე ვიცი და წამიკითხია და დარწმუნნებული ვარ სულ ცოტა ორჯერ მეტი იქნება ასეთი გუნდაბი.ასეთი იდიოტი ურაპაწრიოწები ადრეც ბლომად ყოოფილა საქართველოში# ამას წინათ იუთუბზე ვნახე ჯამლეტ ხუხაშვილის ძველი ინტერვიუ სადაც ის ყვებოდა თუ რა "ეროვნულ-პაწრიოწული" მარაზმი ტრიალებდა 1980-90 წლების მიჯნაზე მაშინაც გამოჩდნენ მეტიჩარა პაწრიოწები და ითხოვდნენ გუნდების სახელების გადარქმევას # რამოდენიმე იდიოტს ისიც მოუთხოვია დნამოს დავით აღმაშენებელი დავარქვათო !!! და ამაზე ხუხაშვილი სიცილით იხსენებდა დიდი ბორის პაიჭაძის პასუხს ამაზე რა კარგი იქნებაო ჩვენ დავით აღმაშენებელი დავარქვათო კიეველებმა ბოგდან ხმელნიცკი და მოსკოველებმა ივანე მრისხანე და იური დოლგორუკიო და მერე როგორი მოსასმენი იქნებაო მაგალითად დავით ხაღმაშენებელი დამარცხდა ივანე მრისხანესთანო ! ამაზე წამყვანმაც ბევრი იცინა მაგრამ ეს სულაც არაა სასაცილო ზუსტად აი იმ პროვინციული ფაშიზმის ბრალი იყო რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ 2 წელიც ვერ გაძლოო და როცა შუა თბილისში ომი მიდიოდა ხალხი არ გამოვიდა და არ დაუდგა გვერდით მთავობას და რატომ ? იმიტომ რომ იმ მთავრობაში ბლომად იყვნენ ეგეთი მეტიჩარა პროვინციელი ფაშისტები და ხალხს ყელში ქონდათო ამოსული ის მარაზმიო !
Alegro
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos-ს მგონი ფლაგმანი დაგვიმცირა არაერთი სხვადასხვა პროფესიით დაკომპლექტებულმა სამოყვარულო გუნდებმა, ფერმერები მეხანძრეები მეტყევეები და თუ არ ვცდები მეცხვარეებიც იყვნენ მათ პროფესიებს შორის ამიტომ ვიყოთ გულწრფელები და დინამოს უფრო ერგება და ეკუთვნის ეს პათოსი ვიდრე ტორპედოს.
მურადი
ახა რომ გაგინოს ადამიანმა ხომ ხარ ღირსი შე არაადამიანო.
კოკო
ზოგი რა შტერია. დავარქვათ რეალი ტორპედოს ნაცვლად რა შეიცვლება ? ისევ იმ უსახურ ფეხბურთს ითამაშებს გუნდი. ისევ ის ტორპედოა რა, ისევ ძუნძული და არანაირი მონახაზი.
Achi
Ориентировочные стартовые составы "ПСЖ": Доннарумма; Хакими, Маркиньос, Пачо, Нуну Мендеш; Жоау Невеш; Витинья, Фабиан Руис; Кварацхелия, Дембеле, Барколя "Ливерпуль": Алиссон; Александер-Арнолд, Конате, ван Дейк, Робертсон; Гравенберх, Макаллистер, Собослаи; Салах, Диас, Джонс "ПСЖ" "Ливерпуль"
იბერიელი
გეთანხმებით მეგობრებო გუნდების სახელი დინამო თბილისის გარდა,ეს არის ბრენდი 13 მაისი 81 წელი, ქუთაისის ტორპედოს პატივს ვცემ მაგრამ ქარხანა აგუგუნდებაო,და არვიცი ეს გულშემატკივრებმა უნდა გადაწყვიტოს სახელი რა ეწოდება, ლოკომოტივი მიკვირს, თბილისი ხომ შეიძლება გუნდი იყოს,
Geo
დაარქვით ტორპედოს - იმერეთი!!! დაივიცყეთ ეს სსსრკ რა!!! დინამო თბ- იბერიად!! დინამო ბთ -აჭარად!! და მიხედეთ ბავშთა ფეხბურთს!! ნუ ყიდით ძაან ახალგაზრდებს, მწვრთნელების დონეს მიხედეთ ან ჩამიყვანეთ! მერე ცოტა მაინც გვეშველება!! ქეცბაია დაპატიჟეთ, არველაძე.. ცხადაძე… ძაან ამახლდება დონე, სანახაიბრივი გახდება ჩემოიონატი!! კალაძე-დაანებე რა მაგ პოლიტიკას თავი და ფეხბურთს მიხედე , გაქ გამოცდილება და ცოდნა ამის!!!
Paliko
შოტლანდიელი გააგდეთ სანამ დროა და ვინც მოგყავდათ ის მოიყვანეთ სპორტულ დირექტორათ კაცმა რეალს მოუგო თავისი შერიფით და სისტემარიურად თამაშობდა ლიგასა და ევროპალიგაზე.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
გააგდეს ეგ შოტლანდიელი და მერე რა? არაფერი. რა სოფილის გუნდი იყო ქუთაისი რუსულ-კომუნისტური სახელით ის დარჩა ისევ. ქართულმა გუნდმა მაინც გაიმარჯვა. მოაცილეთ ეს დასახელება ტორპედო და ნუ არცხვენთ საქართველოს.
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
მორიგი ტრანსფერი "ბარსელონადან" "რეალში"? - მადრიდელები კატალონიელთა მცველს უმიზნებენ
"სელესაოში" ანჩელოტის წარმატების არ სჯერა - ბრაზილიის პრეზიდენტმა ამის მიზეზი განმარტა
მარიამ ჩიტაძე - ფიგურული მოციგურავის რთული გადაწყვეტილება და კარიერის ვერგაგრძელება...
ეროვნული ლიგა. VIII ტური. "სამტრედია" - "გაგრა" [LIVE]
თბილისური დერბი "დინამომ" მოიგო, "გაგრამ" ზედიზედ მესამედ იმარჯვა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. VIII ტური. "დილა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. VIII ტური. "საბურთალო" - "თელავი" [LIVE]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ფოთის ''კოლხეთი 1913''-ის ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
ეროვნული ლიგა. II ტური. "იბერია 1999" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. II ტური. "თელავი" - "კოლხეთი 1913" [LIVE]
არაბიძის მორიგი ულამაზესი გოლი - "ტორპედო" სახლში "კოლხეთთან" მარცხდება [VIDEO]
"ოქრის" დაბრუნება არ შედგა - ლამაზი გოლები, დუბლები და უხვგოლიანი მატჩი "ილია კოკაიაზე" [VIDEO]
კახური დერბი "თელავმა" მოიგო
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. V ტური. "დილა" - "თელავი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. V ტური. "სამგურალი" - "იბერია 1999" [LIVE]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
საქართველოთი მოხიბლული მაიდა - გაიცანით სახოს ცოლი, რომლის გამოც ფეხბურთელი "ტორპედოში" გადავიდა [PHOTOS]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "ტორპედო" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
ბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
ეროვნული ლიგა. III ტური. "ტორპედო - "თელავი" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
სომხური ინვესტიცია ქართულ ფეხბურთში? - დაველოდოთ გაოფიციალურებას...
ერთი გოლის ფასი: ბათუმელები და გორელები მაქსიმუმით, ფოთელები ნანატრი მოგებით...
ეროვნული ლიგა. III ტური. "დილა" - "იბერია 1999" [LIVE]