23 და 24 მარტს, ამსტერდამში საფეხბურთო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - TransferRoom Summit გაიმართა. აღნიშნულ ფორუმზე დინამო ბათუმი კლუბის საფეხბურთო სტრატეგიის მენეჯერმა, ზურა თიგიშვილმა და ფეხბურთის განვითარების მენეჯერმა, ზურა ორაგველიძემ წარადგინეს.

2026 წლიდან ჩვენი კლუბი აქტიურად თანამშრომლობს აღნიშნულ სატრანსფერო პლატფორმასთან. ამსტერდამში გამართული ორდღიანი სამუშაო შეხვედრა რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელშიც დინამო ბათუმის წარმომადგენლები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი. აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობა კლუბს ეხმარება იმოქმედოს თანამედროვე ევროპული სტანდარტებით, სწორად შეარჩიოს პოტენციური ახალწვეულები და გაზარდოს საკუთარი მოთამაშეების სატრანსფერო პოტენციალი.

ზურა თიგიშვილი: „ჩვენი კლუბისთვის TransferRoom-ის პლატფორმაში მონაწილეობა სხვადასხვა მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ის პირდაპირ წვდომას გვაძლევს კლუბებსა და სააგენტოებთან. ეს შესანიშნავი საშუალებაა, ჩვენი მოთხოვნების მიხედვით მოვიძიოთ სასურველი მოთამაშეები და გავიგოთ, რა ტიპის ფეხბურთელებს ეძებენ სხვა კლუბები.

აღნიშნული პროცესი გვეხმარება, ვიყოთ ეფექტურები სატრანსფერო ბაზარზე, გვქონდეს სწრაფი რეაგირება და გამჭვირვალე ინფორმაცია.

წელიწადში რამდენჯერმე TransferRoom პარტნიორი კლუბებისა და სააგენტოებისთვის სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს აორგანიზებს. მსგავსი აქტივობები კარგი საშუალებაა მჭიდრო კავშირი დავამყაროთ ჩვენთვის საინტერესო ორგანიზაციებთან და მათთან ორმხრივი საჭიროებებისა თუ მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია გავცვალოთ“.

ზურა ორაგველიძე: „TransferRoom დღესდღეობით ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც სააგენტოებს, ფეხბურთელებსა და კლუბებს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს არის სანდო პლატფორმა თითოეული მხარისთვის ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად.

დინამო ბათუმისთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალი კონტაქტების დასამყარებლად და სხვა კლუბებთან კავშირების გასაძლიერებლად. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ხარისხის გაუმჯობესება, რათა ვიყოთ სანდო პარტნიორი ძლიერი კლუბების, ლიგებისა და სააგენტოებისთვის.

მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვისაც, რადგან წვდომა გვეძლევა ევროპულ კლუბებში დანერგილ სიახლეებზე. აღნიშნული პროცესი ჩვენს კლუბს საშუალებას მისცემს, გააძლიეროს რამდენიმე ახალშექმნილი დეპარტამენტი და მწვრთნელთა განათლებისთვის კარგი პლატფორმა შექმნას“.

TransferRoom წარმოადგენს საფეხბურთო ტრანსფერების ინოვაციურ, დახურულ B2B (ბიზნესი-ბიზნესისთვის) პლატფორმას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მსოფლიოს წამყვან კლუბებს, მათ სპორტულ დირექტორებს, სკაუტებსა და ვერიფიცირებულ საფეხბურთო სააგენტოებს. დღეისათვის სისტემაში 700-ზე მეტი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბია გაწევრიანებული.

პლატფორმის მთავარი მიზანი სატრანსფერო ბაზარზე გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პროცესებიდან არაავტორიზებული შუამავლების გამორიცხვაა.

საფეხბურთო ფუნქციონერებისთვის აღნიშნული პლატფორმა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სამუშაო ინსტრუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს:

პირდაპირ კომუნიკაციას: კლუბებს ეძლევათ საშუალება, ტრანსფერებისა და იჯარის საკითხებზე მოლაპარაკებები წარმართონ უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ზედმეტი ბარიერების გარეშე.

მიზნობრივ სკაუტინგს: პლატფორმის ალგორითმი კლუბებს ეხმარება მათ კონკრეტულ მოთხოვნებსა და ბიუჯეტზე მორგებული მოთამაშეების სწრაფად იდენტიფიცირებაში.

B2B ფორმატის შეხვედრებს: ამსტერდამის სამიტი, ტრადიციულად, მოიცავს ე.წ. „Speed-Dating“ (სწრაფი შეხვედრების) ფორმატს, სადაც მენეჯერებს აქვთ შესაძლებლობა, ლიმიტირებულ დროში გამართონ ინტენსიური მოლაპარაკებები ათობით პოტენციურ პარტნიორ კლუბთან და გაცვალონ ინფორმაცია სასურველ მოთამაშეებზე.

ბაზრის ანალიტიკას: ინტეგრირებული სისტემების საშუალებით (როგორიცაა xTV - მოსალოდნელი სატრანსფერო ღირებულება) ფუნქციონერები ადგენენ ფეხბურთელთა ობიექტურ საბაზრო ფასს.

TransferRoom-ის პლატფორმის აქტიური გამოყენება და მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებში მონაწილეობა დინამო ბათუმის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. აღნიშნული ტიპის აქტივობა კლუბს ევროპულ პარტნიორებთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებასა და გლობალურ საფეხბურთო ბაზარზე პოზიციების განმტკიცებაში ეხმარება.

dinamobatumi

ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
"დილას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
[VIDEO] მესი შეუჩერებელია - არგენტინელის დუბლი და საგოლე პასი MLS-ში
[VIDEO] კვარაცხელიამ პსჟ "ლანსთან" დააწინაურა
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ვილიარეალმა" "სევილიასთან" წაგება მოახერხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
Rush The Kop: უკეთესი იქნება, თუ ალისონი "ლივერპულში" აღარ ითამაშებს - მამარდაშვილი კვლავ ძირითადში იქნება?
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
პსჟ "რეალის" და "ატლეტიკოს" ვარსკვლავების შეძენას გეგმავს
"დილას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
ერაყის ნაკრების 5 ფეხბურთელს აშშ-ში მუნდიალზე საასპარეზოდ ვიზა არ მისცეს
ორი რეკორდი დამყარდება - ადვოკაატი დაბრუნდა და მუნდიალზე ისტორია გადაიწერება
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
სამართალდამცავები სიფრთხილის მაქსიმალურ ზომებს იღებენ - პსჟ ჩემპიონობას თანალაქელებთან მატჩის შემდეგ ვერ იზეიმებს?
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა