ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დელ პოტროს კომპლექსი დაძლეულია

დელ პოტროს კომპლექსი დაძლეულია

ცინცინატის მასტერსზე როჯერ ფედერერისა და ხუან მარტინ დელ პოტროს დაპირისპირებაში გამარჯვება შვეიცარიელს დარჩა
ცინცინატის მასტერსის მეორე დღეს პირველი წრე დასრულდა და პარალელურად მეორე წრიდან ჩაებნენ ბრძოლაში პირველ რვა ნომრად განთესილი ჩოგბურთელები.

რა თქმა უნდა, დღის ცენტრალური მატჩი იყო როჯერ ფედერერისა და ხუან მარტინ დელ პოტროს დაპირისპირება. ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელი დამაჯერებლად ლიდერობდა - 6:2, მაგრამ ბოლო ორი შეხვედრა სწორედ არგენტინელს დარჩა.

მატჩის წინ როჯერმა გაიხსენა ის ორი მარცხი: "ბოლო ორ შეხვედრაში ძალიან კარგად ვთამაშობდი. ორივენი ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. იმ შეხვედრებში ბევრი რამ წყდებოდა: წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში გასვლა და "დიდი სლემის" ჩემპიონატის ტიტული. ამერიკის ღია პირველობის ფინალში მარცხი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია ჩემს კარიერაში, რადგან მაშინ გამარჯვების ყველა შანსი მქონდა".

ხშირად როჯერი ამა თუ იმ ტურნირის მსვლელობისას თანდათან შედის ფორმაში და ბოლომდე არ იხარჯება კლასით დაბალი მეტოქეების წინააღმდეგ. მაგრამ დელ პოტროსთან ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და შვეიცარიელმა თავიდანვე ძალიან ხარისხიანი ჩოგბურთი აჩვენა. ფედერერი კარგად უტევდა, იშვიათად ცდებოდა და მეტოქეს მიღებაზე შანსს არ უტოვებდა - მსოფლიოს მესამე ჩოგანმა პირველი მოწოდების სიზუსტის 84 პროცენტი დააფიქსირა. მთელი პირველი სეტის განმავლობაში ფედერერმა ორჯერ მეტი "ვინერსი" დააგროვა, ვიდრე უნებლიე შეცდომა და დამსახურებულად გაიმარჯვა - 6:3.

მეორე პარტიაში როჯერმა ოდნავ უკლო თამაშს, შეცდომებიც გახშირდა, მაგრამ დელ პოტრო მაინც გრძნობდა ზეწოლას. არგენტინელს სეტის შუაში გაუჩნდა მატჩში ინიციატივის ხელში ჩაგდების საშუალება, მაგრამ ფედერერი მოწოდებამ არ დააღალატა. გარკვეული ხანი არგენტინელი ახერხებდა მეტოქის შეჩერებას, მაგრამ მე-11 გეიმში ბრეიკ-პოინტზე ვერაფერი გააწყო როჯერის ბრწყინვალე კროსის წინააღმდეგ და ამან ფაქტობრივად გადაწყვიტა მატჩის ბედი. საბოლოოდ 7:5 და ფედერერი მესამე წრეში ჯეიმს ბლეიკს შეხვდება.

სხვათა შორის როჯერი და ჯეიმსი ცინცინატიში 2007 წელს შეხვდნენ ფინალში და მაშინ შვეიცარიელმა გაიმარჯვა. სულ ეს ჩოგბურთელები 10-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ფედერერი 9:1-ს იგებს. ერთადერთი მარცხი ამერიკელისგან პეკინის ოლიმპიადის მეოთხედფინალში იგემა.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ჩეხი რადეკ შტეპანეკის მოგება ჯონ ისნერთან მატჩში. შტეპანეკისთვის ეს იყო მე-300 გამარჯვება პროფესიულ ტურში. ამისთვის ჩეხს 2 საათისა და 46 წუთის განმავლობაში სამი სეტის ჩატარება დასჭირდა - 7:5, 5:7, 7:6(4).

ისნერს არ უშველა 21-მა ეისმა. ამერიკელს შეეძლო თავის სასარგებლოდ დაესრულებინა მატჩი, მაგრამ გადამწყვეტ სეტში სამი ბრეიკ-პოინტი გაანიავა.

გაიმარჯვა კიდევ ერთმა ჩეხმა ჩოგბურთელმა - ტომაშ ბერდიხმა ორი სეტში იოლად მოუგო არგენტინელ ხუან მონაკოს - 7:6, 6:0, რაც არ იყო გასაკვირი, რადგან უიმბლდონის შარშანდელ ფინალისტს მონაკოსთვის ხუთიდან ხუთი მატჩი აქვს მოგებული.

ამჯერად ვერ გადალახა პირველი წრის ბარიერი ხორვატმა ივან დოდიგმა, ვინც წინა კვირას მონრეალის მასტერსზე რაფაელ ნადალი გამოთიშა ბრძოლას. დოდიგს ორ სეტში მოუგო ლოს ანჯელესის ტურნირის ჩემპიონმა ერნესტ გულბისმა.

იმ დღეს კიდევ ერთი ხორვატი გამოეთიშა ბრძოლას - მარინ ჩილიჩი უშანსოდ იყო ჟო-ვილფრიდ ცონგას წინააღმდეგ. ფრანგი ბრწყინვალედ აწვდიდა - ცხრა ეისი დააგროვა და თავის გეიმებში ჯამში მხოლოდ ექვსი ქულა დათმო. გარდა ამისა, ცონგამ სამი ბრეიკიც მიითვალა და შემდეგ წრეში გავიდა.

რაც შეეხებს მესამე ხორვატს ივო კარლოვიჩს, მან იმ დღეს ყველაზე იოლ გამარჯვებას მიაღწია. 32 წლის ვეტერანმა 19 ეისის დახმარებით 52 წუთში გაანადგურა გერმანელი ფლორიან მაიერი - 6:1, 6:3.

დღის მთავარი მოულოდნელობა ყაზახი ანდრეი გოლუბევის სახელს უკავშირდება. მან სამ სეტში მოუგო შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას, რომელმაც წინა კვირას მონრეალის მასტერსში მეოთხედფინალამდე მიაღწია. წელს გოლუბევი საშინლად თამაშობს და გაზაფხულზე 18-მატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა, რის გამოც რეიტინგის საუკეთესო ასეულის მიღმა აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, გოლუბევმა ვავრინკასთან მატჩი აღმავლობით ჩაატარა, განსაკუთრებით მესამე სეტი, როცა მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო მეტოქეს.

I წრე

ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 15)-მარინ ჩილიჩი 6:3, 6:4; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-ჯონ ისნერი (აშშ) 7:5, 5:7, 7:6(4); იანკო ტიპსარევიჩი (სერ)-ედუარდ როჟე ვასელენი (საფ) 6:0, 3:6, 7:6(5); ჟილ სიმონი (საფ, 10)-იურგენ მელცერი (ავსტრია) 6:7(3), 6:3, 7:5; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:2, 7:6(5); მიკაელ ლოდრა (საფ)-მიხაილ იუჟნი (რუს, 13) 7:5, 3:6, 7:6(4); კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-ქსავიე მალისე (ბელ) 6:3, 7:6(6); ანდრეი გოლუბევი (ყაზ)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 16) 3:6, 6:4, 6:1; ივან დოდიგი (ხორ)-ერნესტ გულბისი (ლატ) 6:3, 7:6(3); ჟულიან ბენეტო (საფ)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 6:3, 1:0 ლოპესის უარი; ივო კარლოვიჩი (ხორ)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:1, 6:3; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 9)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 7:6(5), 6:4.

1/16 ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ) 6:3, 7:5; ჯეიმს ბლეიკი (აშშ)-ფაბიო ფონინი (იტა) 6:4, 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 8)-ხუან მონაკო (არგ) 7:6(2), 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალკარასის სასწაული და დაუჯერებელი გამარჯვება როლან გაროსის ფინალში

ბასილაშვილი როლან გაროსზე პირველივე წრეში დამარცხდა

რამდენი გამოიმუშავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეში შესვლით ბასილაშვილმა და კიდევ რა თანხის შოვნა შეუძლია - ყველაფერი წლის მეორე დიდ სლემზე

ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ

სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა

ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...

"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა

[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა

"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს

"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება

შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა

კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს

"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა

კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი