ლიგა 1 სუსტი ტურნირია, პსჟ ყველას ადვილად ამარცხებს და „ლივერპულთან“ შანსის გარეშეა - არსებობდა ასეთი მოსაზრება. არადა, ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში 4 ფრანგული კლუბი გავიდა. არნე სლოტის გუნდი პრემიერლიგის ლიდერია, 10 ტურით ადრე პირველობა ფაქტიურად გარანტირებული აქვს და სწორედ "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში უნდა გამოჩენილიყო, რას წარმოადგენს სინამდვილეში „პარი სენ ჟერმენი“.

გამოვტყდები, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო წარმოუდგენელი სილამაზის სანახაობა, სადაც ერთი შთამბეჭდავად თამაშობდა, მეორე კი თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა და კარში ერთადერთი დარტყმით გამარჯვებული გამოვიდა, თუმცა არა საბოლოოდ, ვინაიდან წინ მეორე რაუნდია. სლოტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მეტოქეს შესანიშნავი გარემარბები ჰყავს, რომლებიც მეურვეებთან ერთი ერთზე დომინანტები არიან, ეს იცოდა, სხვა გზა გარდა თავდაცვისა არ ჰქონდა და „ენფილდზე“ გულშემატკივართა განსაკუთრებული მხარდაჭერა დასჭირდებათ. გაუმართლათ და მეკარე ალისონიც ძალიან კარგად გაისარჯა, ოღონდ არა ბრწყინვალედ, რამეთუ ცხრავე „სეივი“ ისეთი იყო, რომლებიც მისი კლასის მეკარეს უნდა მოეგერიებინა. ვერ დაურტყეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა გარდა ერთი შემთხვევისა ისე, რომ უძლური არ აღმოჩენილიყო. ის ერთადერთი ხვიჩა კვარაცხელიამ გაუტანა და მსაჯმა არ ჩაუთვალა.

ვერ გეტყვით, შემთხვევით მოხდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, იტალიელმა არბიტრმა დავიდე მასამ ყველა სადავო და საკვანძო ეპიზოდში გადაწყვეტილება სტუმართა სასარგებლოდ მიიღო, რამაც მატჩის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. როდესაც ეს ერთხელ ან ორჯერ ხდება, შეიძლება შემთხვევითობას მივაწეროთ, ხოლო როცა რამდენიმეჯერ - უკვე საეჭვო კანონზომიერებაა. მიზეზს ვერ ავხსნი, ვინაიდან უეფას წყალქვეშა დინებებისა და მიზნების თაობაზე ბევრი არაფერი ვიცი რა. ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველის, რიო ფერდინანდის თქმით, ვერაფრით ვერ გაიგო, რატომ არ გააძევეს იბრაჰიმა კონატე ბრედლი ბარკოლას წაქცევის გამო. ისიც სათქმელია, რომ კვარაცხელიას ორ შემთხვევაში შეეძლო მსაჯს პენალტის დანიშვნა და ასე რომ მოქცეულიყო, ვერც ვერავინ მოედავებოდა.

ლუის ენრიკეს კი მართლაც ჩინებული გუნდი დაუყენებია. ერთია კარგი და მეორე ლამაზად მობურთალი. პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ თავი დაანება გუნდის მადამ ტიუსოს მუზეუმის ცვილის ფიგურებით დაკომპლექტებას, ესპანელ სპეციალისტს სრული კარტ-ბლანში მისცა და მან როგორც იქნა, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ოცნება აიხდინა. ის მას ძალიან, ძალიან სჭირდებოდა. და „კვარა“ ვიხილეთ მთელი თავისი მშვენებით, ისეთი, როგორიც საკმაო ხანია აღარ გვინახავს: ფსიქოლოგიური წნეხისგან გათავისუფლებული, ლაღად მოთამაშე და თვითდაჯერებული. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთ თვეზე ცოტა მეტი ხანია „პარი სენ ჟერმენშია“, ადაპტაცია სრულად არ გაუვლია და პარტნიორებთან ბოლომდე შეთამაშებული არ არის. ერთს ვიტყვი მხოლოდ - საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდა და პსჟ-ს მიმდინარე ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასვლას, მისი კარიერისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს მხოლოდ დიდი გზის დასაწყისია, დასაწყისია გუნდში, რომელსაც მთელი მსოფლიო მუდამ უყურებს და რომლის ლიდერი უნდა გახდეს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გახდება კიდეც.

თუმცა, ქართველი გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, ხვიჩას გამო პსჟ-ს ვქომაგობთ და გვინდა მეოთხედფინალში გავიდეს. ამის შანსი კი, ვიყოთ ობიექტურნი, სახლში წაგების შედეგად მნიშვნელოვნად შეუმცირდა. პარიზული გუნდის ყოფილი ფეხბურთელები ლუის ფერნანდესი და ჟერომ ალონზო მაინც ოპტიმისტურად არინ განწყობილი, ისევე როგორც ჟერომ როტენი. ის გაშვებული გოლისას მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას გამართლებას ცდილობს და ამბობს, რომ იტალიელმა შეცდომა დაუშვა, ოღონდ ძალიან დიდი არა, ვინაიდან ბურთი ადვილად მოსაგერიებელი არ გახლდათ, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი პარიზული გუნდის ხელთაა და „ენფილდზე“ გმირობის ჩასადენად არიან განწირულები. დაახლოებით იგივეს იძახის ჟან-მიშელ ლარკე, რომლის თქმით, ერთი ნახევარშეცდომის გამო დონარუმას დასჯა დაუშვებელია.

საფრანგეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ემნუელ პეტიმ განაცხადა, რომ ამ სეზონში ვინმესგან ასეთი დაჩაგრული „ლივერპული“ არ უნახავს, რომელიც მეკარემ დიდი ანგარიშით მარცხისაგან იხსნა და ასეთი შესანიშნავია პსჟ. „ბრესტის“ მწვრთნელის ერიკ რუას აზრით, რევანში სავსებით შესაძლებელია.

ფანების ნაწილი სოციალურ ქსელებში დონარუმას ნაცვლად კარში მატვეი საფონოვის ჩაყენებას ითხოვს. „ეკიპის“ ჟურნალისტი უგო დელომი წერს, რომ ორრაუნდიანი ბრძოლოს მოსაგებად ცვლილებების დრო დადგა, კარში საფონოვი უნდა ჩადგეს, მარცხენა ფლანგზე კვარაცხელია, ხოლო დეზირე დუე უეჭველი სასტაროში უნდა ვიხილოთ. თუმცა, ლუის ენრიკე ხვალ „რენთან“ დონარუმას დაასვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლივერპულთან“ ათამაშებს.

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი ვიტინია კი საბოლოო წარმატებაში დარწმუნებულია: „ჩვენ კიდევ ვაჩვენებთ, როგორი გუნდი ვართ. მებრძოლ ხასიათს გამოვავლენთ და ინგლისში გავიმარჯვებთ. გასულ შეხვედრაში მოგებას ვიმსახურებდით. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ“.

მართლა ასე ფიქრობენ, თუ უბრალოდ თავს იგულიანებენ, 11 მარტს „ენფილდზე“ გამოჩნდება.

მიმომხილველი

ბექა
მე როგორც გავიგე ბარკოლა ტამაშგარეში იყი პასის დროს თორემ მინიმუმ მეტ ხანს განხილვას და მსაჯის გადამოწმებას იმსახურებდა
სოსო
სოსოს-ს.ანალიტიკოსი კი არა,ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ,შენგან განსხვავებით.შენ შპანა ხარ.წმინდად საფეხბურთო პოსტის გამო,კაცს შეურაცხყოფას რომ მიაყენებს,იმის კაცობას ვერავინ იტყვის.ასე მხოლოდ შპანა იქცევა.
სიმენონი
დარვინას ხელზე ნამდვილად არ მოხვდა ბურთის გაჩერებისას? სანამ საგოლე პასს გააკეთებდა?
სოსოს-ს
ანალიტიკოსი ხარ ია იბუ
ამატაკი
ამ შეთქმულების თეორიების მაინცდამიანც არ მჯერა, მაგრამ ვთლი რომ უეფა ვალდებულია მეტი სიცხადე შეიტანოს მატჩის, შეიძლება ითქვას კულმინაციური მომენტში, მსაჯის მოქმედების მართლზომიერების საკითხში. ეს არ არის მთლად უბრალო ამბავი. ჩემპიონთა ლიგა დღესდღეობით იქცა ტურნირად, რომელიც მთლიანად ფეხბურთის განვითარების ძირითად შტრიხებს განსაზღვრავს. თუ ამბობ რომ მსაჯი მართალი იყო, ე.ი. ამით ადასტურებ, რომ დასაშვებია მცველმა უკნიდან უბიძგოს თავდასხმელს კორპუსში. ეხლა იქ რაიმე თანასწორ პოზიციაში მხარდამხარ ფიზიკურ ორთაბრძოლაზე საუბარი გამორიცხულია, ყველაფერი ძალიან აშკარად ჩანს და ინციდენტი რაიმე დამაბნეველი (როგორც სჩვევიათ ხოლმე)ინტერპრეტირების საშუალებას არ იძლევა. მაშინ ახალგაზრდა , მომავალ მცველებს, რომლებიც ყურადღებით უყურებენ ზუსტად ამ მატჩებს, არაპირდაპირ მოუწოდებ მოცემულ მომენტში მსგავსად მოქმედებისკენ. თუ უეფა არ ჩაერია, ეს უკვე ნამდვილად მეტყველებს იმაზე, რომ აწყობთ მსგავსი მომენტების სხვადასხვა ინტერპრეტაციები. ვინაიდან გვინახავს წარსულშიც უმეტეს შემთხვევაში და მომავალშიც იქნება მსგავს სიტუაციაში წითელი ბარათით დასჯა. თავად კი ურცხვად იტყვიან , რომ ასეთ სიტუაციაში მსაჯი თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ უნდა განსაჯოს მსგავსი პრეცედენტი.თუ სტატიის პათოსი აქეთკენაა მიმართული, შეიძლება ითქვას რომ სწორედ მანდ უნდა იყოს დამარხული ძაღლის თავი.
ნუ ირთვება ვიდეოები თავისით,თუ გვინდა თვითონ ჩავრთავთ!!!!!!!!!
ჟორიკ,მიხედე ტაქსის რულს!
ხათუნა
მსაჯის მიკერძოებულოის გამო მეც ეჭვი მაქვს, რომ ლივერპულის გასვლას ებღაუჭებიან
თენგაბი
განმეორებით შეხვედრაში ბევრი რამე იქნება დამოკიდებული მწვრთნელების ანალიზზე. მეც იმ აზრს ვუჭერ მხარს, რომ ნუნუ მენდეშმა დაუშვა დიდი შეცდომა. მართალია მან გამოთიშა თამაშიდან სალაჰი, მაგრამ საგოლე ეპიზოდში ფლანგი დაუცველი დატოვა და მისი პოზიციიდან გაიპარა საგოლე დარტყმა. ჰაკიმიც ხშირად მონაწილეობს შეტევებში და დაცვას აშიშვლებს. ლიგა ერთში ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ლივერპულისთანა დაბალანსებულ და ტაქტიკურ გუნდთან გაუჭირდებათ. პსჟ-ს ყავს ის შემტევები, რომლებიც მცველებზე უკეთ შეუტევენ, მცველებმა კი ჯობია, პირველ რიგში, თავის უშუალო მოვალეობას მიხედონ ან მწვრთნელმა ყურადღება მიაქციოს, რომ დაზღვევაზე ფეხბურთელებმა უკეთ ითამაშონ და შეტევაში ჩართული მცველი სრულფასოვნად შეცვალონ. მეორე საკითხია გაჭიანურებული შეტევები. იგივე გვარდიოლაც და ფლიკამდე არსებული ბარსელონაც არაგონივრულად იყენებდა შეტევის პროცესს. ხანგრძლივი, გაჭიანურებული, პოზიციური შეტევა, ბურთის გამუდმებით, ტოტალური კონტროლი, დიდძალ რესურსებს, მცველების ჩართვასაც მოითხოვს შეტევაში და მეტოქის სწრაფ კონტრშეტევას მოუმზადებელი ხვდებიან. მსგავს სიტუაციებს კარგად უმკლავდება ფლიკი და განსაკუთრებით ანჩელოტი, როდესაც აძლევს მეტოქის გუნდს შეტევის საშუალებას და შიგადაშიგ თვითონ უკეთებს სახიფათო კონტრშეტევებს. კლასიკურ გუნდებთან მთავარი არ არის ბურთის ხანგძლივად დაჭერა, უფრო მთავარი მისი ეფექტური გამოყენებაა. ვფიქრობ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, პსჟ-ს შეუძლია ლივერპულის დამარცხება და შემდეგ ეტაპზე გასვლას.
ამბაკო
პსჟ ნამდვილად უკეთესი იყო და მოგებასაც იმსახურებდა.მსაჯს ერთ ეპიზოდში ,რომ მაინც მიეღო პსჟ -თვის სასარგებლო გადაწყვეტილება ,მრავალი შესაძლებლიდან ,უეჭველია სხვა შედეგი დაფიქსირდებოდა.გაშვებული გოლის შემდეგ ლივერპული გაიხსნებოდა და მომენტებიც ბევრი შეიქმნებოდა.დეტალებში თუ შევალთ,ვიტყვი შემდეგს:1)დემბილეს არ წაუვიდა დარტყმები.ორი კარგი გარღვევის გარდა,არც არაფერი გაუკეთებია მნიშვნელოვანი და გაკვირვებული დავრჩი როცა მისი შეფასებები ვნახე.2)მარკინიოსი ნამდვილად კარგი მცველია,მაგრამ ტანმაღალ,ათლეტური აღნაგობის ,მეტოქეებთან ბრძოლა უჭირს და სწორედ მის მიერ მეორე სართულზე წაგებულ ორთაბრძოლას მოჰყვა არეულობა და გოლი/3)ჩემი შეხედულებით,ორი ფეხბურთელი საერთო ფონზე ,ნაკლებად კარგად გამოიყურებოდა.ფაბიან რუისი და ჰაკიმი.რუისი ნელია და ნაკლებად ბრძოლისუნარიანი.ხოლო ჰაკიმი მოუქნელი და ტლანქი.აქტიურია,მრავალი შეხება აქვს ბურთთან ,მაგრამ რად გინდა მ.ქ,კ. თითქმის 0-ს უტოლდება.აქედან გამომდინარე,რუისის ჩანაცვლება დუეთი თავისუფლად შეიძლება.ხოლო ჰაკიმის ადგილზე დღეს უკეთესი ჰყავს თუ არა ენრიკეს არ ვიცი და მომავალში ,რომ ნამდვილად საფიქრალია ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს.რაც შეეხება ხვიჩას,ის ძალიან კარგი იყო და ჩემი აზრით ბოლომდე უნდა დარჩენილიყო მინდორზე.ცოტა დაღლა კი შეეტყო,მარამ მისი კრეატიულობიდან გამომდინარე ,ის ყოველთვის ხიფათს წარმოადგენს მეტოქისათვის.თანაც ,მოწინააღმდეგეც,ხომ დაღლილი იყო?
მამუკა
მისაცემი წითელი არ მისცა მსაჯმა და არც ვარ-მა იმოქმედა, თამაშგარე ისე აჩვენეს რომ პასის მომენტი არ ანახეს, ვიდეო კადრს კიდევ კომპიუტერი სადაც უნდა იქ გააჩერებს. ამიტომ ვფიქრობ რომ ლივერპულის გასვლა გადაწყვეტილია.
ჯანკარლო ხორხე ყანყრატო
მამარდა გაასწორებდა ახლა უკვე რომ ყოფილიყო ლივერპულის მეკარე. ამოტენიდნენ პარიზელები და ხვიჩაც გავიდოდა შემდეგ ეტაპზეეეეეე
nedved
ზოგადად ესეთ მომენტში მეკარეს არავინ ადანაშაულებს, 1-1ზე 100%იანი მომენტის აღება არ ევალება უეჭევალად. მანდ უდიდესი შეცდომა დაუშვა ნუნუ მენდეშმა, რომელიც იქამდე უნაკლო იყო და სალაჰი გამოთიშა თამაშს ყველა ეპიზოდში, უბრალოდ ბოლოს ყურადღება მოადუნა და ელიოტი გამოეპარა. მასზეა ეს გოლი მთლიანად

იბრძოლებსბპსჟ მაგრამ გავა ლივერპული, უფრო დაბალანსებული გუნდი ყავს, სახლში უნდა მოეგო რა პსჟ-ს, მსაჯს მოკითხვა
q
საერთოდ როცა არ ვიყავი პსჟ-ს გულშემატკივარი, მაშინაც არაერთგზის შემინიშნავს, რომ ამ გუნდს მსაჯები არასოდეს არ სწყალობდნენ, რატომ ხდებოდა ასე, სულ არ მაინტერესებდა და გულის სიღრმეში მიხაროდა კიდეც, მაგრამ ახლა აღარ მომწონს. მე რაც მახსოვს, ყველა სადავო მომენტი არაპსჟ-ს სასარგებლოდ წყდებოდა.
ჟორა გაბრიჭიძე
იმ თამაშით რაც პსჟ-ემ პარიზში აჩვენა, გარანტიაა იმისა, რომ პსჟ ენდფილზე გამარჯვების მთავარი ფავორიტია და შემდეგ ეტაპზე სწორედ ხვიჩელები გავლენ.
ნუ ირთვება ვიდეოები თავისით,თუ გვინდა თვითონ ჩავრთავთ!!!!!!!!!
https://www.youtube.com/shorts/AJ6J-LAcjO8
მორიელი
მამარდა გაასწორებდა პსჟ რომ გადავიდეს. დონარუმა არა კვახი
სოსო
არ მჯერა დონა რუმას შეცვლა.ნახევარ შეცდომის გამო,ძირითად მეკარეს არავინ შეცვლის,მით უფრო ასეთო დონის მატჩის დროს.დუეც ვის ნაცვლად უნდა დააყენოს,ძირითადში?ის შეცვლაზე საკმაოდ კარგად შემოდის ხოლმე და სავარაუდოდ,ისევ მას შეინახავს.სალაჰი რომ სრულად ამოკეტეს,ეს არ ნიშნავს,რომ ლივერპულშიც ასე იქნება.პსჟს დაცვაში პრობლემები აქვს და მათი ერთი შეცდომაც საკმარისი გახდება,ლივერპულისათვის.ვეღარც პსჟ წავა წინ,ასე თავაწყვეტილი,ერადგან ლივერპული სწორედ ამისავის და კონტრშეტევებისათვის იქნება მზად.მათ უკვე ნახეს,ვინ როგორ თამაშობს და უფრო მომზადებულები დახვდებიან.ასე რომ ძალიან დაძაბულ,მაგრამ გაცილებით ფრთხილ თამაშს ველი,სადაც თამაში,მხოლოდ ანგარიშის გახსნის შემთხვევაში,ან თამაშის მიწურულს გაიხსნება,როცა პსჟს უკვე ბოლომდე გასარისკი ექნება.
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მცირე პროგრესი იგრძნობა - ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
როგორია პარიზში ცხოვრება - კვარაცხელიას თანაგუნდელის მეგობარმა გოგონამ ამის შესახებ ვრცლად ისაუბრა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები
მამარდაშვილის “ლივერპული” შესაძლოა, შვედი ვარსკვლავით გაძლიერდეს
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება
"გუნდში რუსი არ დამახვედროთ" - უკრაინელი ფეხბურთელის ულტიმატუმი პსჟ-ს
250 მილიონი და ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი? - პსჟ-მა შესაძლოა თავისი რეკორდი გააუმჯობესოს
"დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას "ლივერპულშიც" მოახერხებს - სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
დონარუმა ხვალ პსჟ-ში ბოლო მატჩს ჩაატარებს?
ხვიჩას გუნდის რუსი მეკარე სუპერგმირის წოდებით, იაშინის პრიზით, ევრო 2020-ითა და ყოფილ მეუღლესთან პრობლემებით...
დონარუმა "ტულუზასთან" არ ითამაშებს
"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია