"სან ანტონიო სპურსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 120:105 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა, ქართველმა კალათბურთელმა არასრულ 20 წუთში 34 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. იგი გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც NBA-ში ამ რაოდენობის აღებული ქულები დააგროვა, ასევე მამუკელაშვილმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 20-ზე ნაკლებ წუთში ყველაზე მეტი (34) ქულა დააგროვა.

NBA-ის ისტორიაში აქამდე სულ 3 შემთხვევა იყო, როცა მოთამაშემ 30+ქულის დაგროვება 20 წუთზე ნაკლებ დროში მოახერხა:

ჯეილენ ბრაუნი - 33 ქულა

კევინ ლავი - 32 ქულა

კევინ დურანტი 30 ქულა

სანდრომ მეტოქის კალათში 7-დან 7 სამქულიანი მოათავსა, ქართველმა თამაშიდან 14-ჯერ ტყორცნა, საიდანაც მხოლოდ ერთი გააცუდა.

"ნიქსიდან" კარლ ენტონი თაუნსმა 35 წუთში 32 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.

"სპურსიდან" ასევე სტეფონ ქასლი გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 27 წუთში 22 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი შესძინა.

ამრიგად, "სან ანტონიო" 29 გამარჯვებითა და 39 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, "სპურსი" მორიგ შეხვედრას 22 მარტს "ფილადელფია 76"-ის წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუ იორკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, "ნიქსი" 21 მარტს "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდება.

იხვი
სანდრო საშუალოდ წუთში ქულას დებს, და ის ბებერი ქლიავი შანსს მაინც არ აძლევს, ათ წუთს ათამაშებს. იქნებ ამ მატჩის შემდეგ მაინც მიცეს მეტი წუთი.

წადი შენი
ვახსიმონტო
ეს რა იყო ! ვააახ , სიმონ ტო !
თემური
ქართველმა NBA - ის ყველა დროის რეკორდი მოხსნა! რა კარგად ისმის ბიჭებო არა? მადლობა სანდრო!
გიორგი
სერიალ დათა თუთაშხიაში პოლიცმაისტერ ნიკანდრო ქირიას მიერ წარმოთქმული ფრაზას დედა რაიყო ეს ყველაზე უფრო სანდროს თამაში მიესადაგება მართლა რაიყო ეს?
სოსო
იმათზეა ლაპარაკი,ვინც მოედანზე,მთელი მატჩის განმავლობაში გაატარა 20 წუთზე ნაკლები.ტომპსონმა მაშინ გაცილებით მეტი ითამაშა ,ვიდრე 20 წუთია,იმ სუპერშედეგიან პერიოდთან ერთად.
მასტერს
მართალი ბრძანდებით, კლეიმ საკრამენტოს ჩაუგდო მესამე მეოთხედში 37 ქულა და ეგ იყო რეკორდი, როგორც მახსოვს, თუმცა სანდრომ მგონია უკეთესი პროცენტით ისროლა - 14-დან 13 სროლა გამოიყენა!
ნიკი
ეს ხალხიც ჩვენი პლანეტიდან არიან? რაღა ჩვენ არ გვყავს ერთი კაციც ნაკრებში სამქულიანები რომ ჩააგდოს
ვაჟა მასწავლებელი
მამუ: 20 წთ-ში 34 ქულა; ილო: 20 წთ-ში 5 ბურთი; ჟორჟ-ლიონელი: ბაქოში "გრიალი" ლიონის შემადგენლობაში; ჟორჟ-ლიონელო: ერევანში "გეგრიალოს" დღეს, აი ეს გვინდა შენგან ჩვენ!!! გაგიმარჯოს ცხოვრებაში!!!
გულშემატკივარი
ძალიან მაგარი შედეგია, უზომოდ ბედნიერი ვარ ჩვენი სპორტსმენების წარმატებით. ბითაძემაც 19 ქულა ჩააგდო და ვულოცავ გოგასაც და სანდროსაც, ვუსურვებ ყველა თამაშში გააუმჯობესონ წინას მაჩვენებელი ❤️ რაც შეეხება რეკორდს, არა მგონია სწორი იყოს, ჩემი თვალით მაქვს ნანახი კლეი ტომპსონის 37 ქულა 1 მეოთხედში (12 წუთში) საკრამენტოს წინააღმდეგ. ავტორ თუ გადაამოწმებ კარგი იქნება.
dd
ასეთი დონის უკანახაზელებიც რომც გვყავდეს, მართლა ძალიან სერიოზული ნაკრები იქნება.
სოსო
34 ქულა,ნბას ნებისმიერი კალათბურთელისათვის კარგ შედეგად ჩაითვლება,მაგრამ როცა ნბას ყველა დროის რეკორდს ამყარებ,ქართველისაგან ეს უკვე ფანტასტიკაზე მეტია!შვიდიდან შვიდი სამქულიანი კი,თვით სტეფ კარისაც,კარიერაში,ალბათ თითზე ჩამოსათვლელად ექნება შესრულებული.ღმერთმა ქნას,ტალღაზე დარჩეს და გააგრძელოს ასე შედეგიანად თამაში!ბრავო!
დათი
ასეთი მატჩი ჯერ არცერთ ქართველს არ ქონია ნბა-ში, არც ფაჩულიას, არც სტეფანიას და არც არავის
qomagi
ფანტასტიკა!!!!! ვიცი, რა ნიჭიერია და მაინც - ღადაობა მეგონა თავიდან! ვულოცავ მამუს და საქართველოს!!! ნბა-ს რეკორდიღა აკლდა ჩვენი გენის სპორტულ მიღწევებს!!!
ეს უკვე ვარსკვლავობაზე პრეტენზიაცაა!
წარმოგიდგენიათ ვის და რა კალათბბურთელებს არ უთამაშიათ ნბშ-ი და სანდრომ ყველას გადაუჯოკრა! ეხლა ნახეთ როგორი კონტრაქტები და წინადადებები წამოვა, ნამდვილად ასარჩევად ექნება საქმე. ამ ბიჭის ყოველთვის მჯეროდა, ჟილკიანია და თან ამერიკული სკოლა აქვს გავლილი გოგასგან განსხვავებით. ორივეს დიდ წარმატებებს ვუსურვებ. ერთი ორი ბიჭი კიდევ ამ დონის და ნაკრები გვეყოლება ძალიან სერიოზული.
G.LA
გილოცავ სანდრო. ეს ერთი და მრავალი 30-40 ქ მეტი ნბა-ში. ძალიან გაგვახარე და იმედია უფრო ბევრჯერ გაგვახარებ. მიყვარხარ და მეამაყები.
Irakli Apkhaidze
ეს რა ქნა?.. დრო იყო ამოეხეთქა, მარა ამან ყველაფერს გადააჭარბა. მიმიქარავს ვულკანი :)) არასწორად უჟნოტავდნენ დროს და იმედია ამის მერე მაინც მოვლენ აზრზე. გილოცავთ, მართლა შთამბეჭდავი რეკორდია!
გიორგი 50
გილოცავთ სანდრო და საქართველოვ !!! მართალი გითხრათ ამ სუპერ თამაშს დიდი ხანია ველოდებოდით. სანდრო ქართული გენის ამობრწყინებაა... 7-დან 7 სამქულიანი, ეს სასწაულია... გადაესხას ჩვენს გოგას სანდროს წყალი!!!!...
თამაზი
სანდროსი მუდამ მჯეროდა, მაგრამ ეს რა სასწაული მოახდინა! წინ ერის სიამაყევ!
gel-100
ბიჯოო NBA-რეკორდი მოხსნა ისტორიაში არავის ქონია არასრულ 20-წუთში 34-ქულაო გარკვევით წერია და პირველია ქართველი ვინც ეს შეძლო და შენ კიდე იანისას და დონჩიჩსაც არ ექნებოდათ ალბათ ეგეთი სტატისტიკაო, რა ალბათ რას მკითხაობ სირანუშა ხაარ??
ვოვა ქოჩლაძე
ჯიგარრ!!!!
ქორ-პარიკმახერი
აუ ძალიან მაგარი იყო! ჯიგარი ხარ მამუ!
goga
ფანტასტიკაა, ნბა-ს ისტორიაში შევიდა. ბრავო სანდროს, ბრავო, თანაც ისეთი რეკორდია ადვილად ვერ მოხსნი.
ᲢუᲨი
თუ ათამაშებენ ამ ბიჭს შედეგიც ექნებათ، თუ არადა სკამიდან ვერაფერს იზამს.
მასტერს
სასწაული თამაში დადო ჩვენმა სანდრომ! მიდი გენაცვალე, ერთი-ათასად ასეთი თამაშები! შენი დრო დადგა!
juna
წარმოუდგენელია, ქართველმა კალათბურთელმა NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთი რეკორდი დაამყარა! ბრავო მამუ! ყველას გილოცავთ!
ᲢუᲨი
თუ ათამაშებენ ამ ბიჭს შედეგიც ექნებათ، თუ არადა სკამიდან ვერაფერს იზამს.
ფეოლა
მამუუუუ! ეს რა ქნა ბიჭოოო. სასწაული თამაში ქონდა. გილოცავ სანდრო, ეგ ერთი და სხვა მრავალი. გვეამაყები!
დათო 70
შენ გენაცვალე !!!
DD
ყოჩაღ სანდრო, მაგარი ბიჭი ხარ,ასახელე საქართველო!!!
ბესო
აბა რაა !!! უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს ! დიდი , დიდი წარმატებები სანდროს ! სულ ზევით , ზევით !
zura222
უმაგრესიაა ! რამდენი ხანია ვამბობ რომ სხვა გუნდში უნდა გადავიდეს იქ არ აფასებენ @ მამუ არის ერთერთი იმ სამი ქართველი კალათბურთელიდან (შენგელიასთან და სანიკიძესთან ერთად) რომლებიც მონაცემებით ნბა-სთვის ზედგამოჭრილები იყვნენ ! აი ეხლაც ამ უმაგრესი თამაშის მერეც თუ გააგრძელებენ ასე 4-5 წუთის მიცემას აუცილებლად უნდა წავიდეს სხვა გუნდში !
დედა რა იყო ეს?
ასეთი სტატისტიკა ალბათ იანისას და დონჩიჩსაც არა ჰქონიათ. სტეფ კარივით უსვრია სამიანები. ბრავო სანდრო!!! იქნებ ეხლა მაინც აეხილოს მწვრთნელს თვალები.
ნრნრ
მოგვენატრა შენი სტატიები... მამუკელაშვილს ბრავო!
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
გოგას 22 წუთი და ეფექტური დაფარებები - "მეჯიქმა" გასვლაზე "ნიქსი" დაამარცხა [VIDEO]
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს
გოგა ძირითად ხუთეულში დაბრუნდა და კარგი მატჩიც ჩაატარა [VIDEO]
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
[VIDEO] გინახავთ ამ სიმაღლის კაცი, ფეხბურთს ასე თამაშობდეს? - ვემბანიამა კოსტა რიკაში ერთობა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
მამუკელაშვილმა სეზონი დაასრულა, ბითაძეს პლეი ოფის შანსი პლეი ინში აქვს
ვინისიუსმა "სან ანტონიოს" 224-სანტიმეტრიან კალათბურთელთან გადაიღო სურათი
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
ბითაძის მე-12 ორმაგი დუბლი - "ორლანდო მეჯიქი" "ნიუ იორკ ნიქსთან" დამარცხდა [VIDEO]
ბითაძის 29 წუთი და "ორლანდოს" გამარჯვება "ნიუ იორკ ნიქსთან" [VIDEO]
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
ბითაძის "ორლანდომ" მამუკელაშვილის "სან ანტონიოს" სძლია | ქართული დერბი ნბა-ში [VIDEO]