ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

საქართველოს ნაკრებმა წარმატებულად ითამაშა, მასზე მსჯელობა გვსურს, ამის მიუხედავად კი მთავარ თემად მატჩის შემდეგ მომხდარი სამწუხარო ინციდენტი იქცა. ამ საკითხზე "ფეისბუქპოსტი" ჟურნალისტმა, მასწავლებელმა და ლექტორმა, ლიანა მარქარიანმა გამოაქვეყნა;

"ბოლომდე წაიკითხე!

იცით რა, კი, მე ვარ სომეხი, თან კაი, ძირფესვიანად სომეხი, მაგრამ ვიცოდი ზუსტად, რომ საქართველო გაიმარჯვებდა და დიახ, მინდოდა კიდეც, რადგან პერსპექტივას ვხედავდი მეტს. ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთის წაგება მინდოდა - არა, მაგრამ რაციონალურად დალაგდა ჩემს გონებაში. ის რაშიც ქვეყანა ძლიერი არაა, ჰიპოთეთურ ოცნებებში ვერც იქნება - ეს გუნდმაც იცოდა. მაგრამ, სხვა რამეზე ვწერ…

გთხოვთ, ნუ აზიარებთ ქართველი გულშემატკივრების ვიდეოებს და ნუ აწერთ ათას რამეს, ეს ჩვენ არ შეგვშვენის. გაუხარდათ, ხო კაი… ზედმეტშიც გადაუვიდათ, კარგი, მაგრამ მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის ამ სახეს, ნუ თესავთ ნეგატივს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც და პირიქით - გვიხაროდეს გამარჯვება! სომხეთის გუნდს წინ აქვს ყველაფერი!!!

პ.ს. არ დაგვავიწყდეს, ერს ვეთამაშეთ, რომელიც სულ რაღაც 2-3 წლის წინ ომში იყო, ლამის ბიჭების ნახევარი თაობა დაკარგა, ნახევარი კიდევ შშმ პირი ჰყავს. ამაზე თუ ასე გავგიჟდით მაშინ, კი არ მახსოვს.

ვიმეორებ, დაანებეთ თავი ამ უაზრო პოსტების გაზიარებას! მიყვარხართ ყველა! ჩემი სომხებიც და ჩემი ქართველებიც!!!"

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სომხეთის ნაკრები ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა და "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

• აბუ ტაბუ

შენი კომენტარია კიდევ უფრო მეტი ქაჯობა და მაზოხიზმი, არასასიამოვნო ფაქტი მოხდა და ქართველი გულშემატკივრების მცირე ნაწილი სომეხ გულშემატკივრებს დაუპირისპირდა და ეს შესაძლოა პროვოცირებულიც იყო, მაგრამ სად ნახე სომეხი ფეხბურთელების მიმართ ცუდი მოპყრობა? შენი ნერვებით შესაძლოა კიდევ უარესი გაგეკეთებინა. ენები მოთოკეთ, ზედმეტებში ნუ გადადიხართ, სომხებს გაცილებით დიდ მძღნერისჭამებზე არ მოუხდიათ ბოდიშები.

• სოსო

რასაც ეს გოგო წერს,სრულიად ვეთანხმები.რაღაც უმნიშვნელო ფაქტების გამო,შუღლის აგორებას რა შედეგებიც მოსდევს,აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ვნახეთ!მეზობლები ვიყავით,ვართ და იმედია ვიქნებით.ჩვენ შორის მუდამ იქნება ქილიკი და ვითომ დაპირისპირება,მაგრამ ასეთი რამე,მეზობელ სოფლებსა და მხარეებს შორისაც გვაქვს ყოველთვის და მხოლოდ სულელი აღითქვამს,სერიოზულად.სულელს ვამბობ,მაგრამ თუ აქედანაც კუდი გამოაბეს და იქიდანაც,ასეთ რამეებსაც კი შეუძლია,სერიოზულ დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს და ეს ქალბატონიც სწორედ ამაზე აფრთხილებს.რაც სტადიონზე მოხდა,ეს ჩვენი სირცხვილია,მაგრამ ის სომხებს მოუწოდებს,ამას გაზვიადებულ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებენ.რა თქმა უნდა სწორად იქცევა!ჩვენ ერებს შორის დაპირისპირების გამწვავებას,მრავალი შინაური და გარეული "კეთილისმყოფელი"ოცნებობს.რაც აქ მოხდა,ისიც მათ მიერ წაბიძგებული მგონია და ჭკუა იმაზე მაინც უნდა გვეყოს,რომ შემდგომი გამწვავება ავირიდოთ თავიდან.თამაშს სომხეთის პრემიერი,საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი,თბილისის მერი ესწრებოდნენ.ამაზე უკეთეს ადგილს და დროს,სად ნახავდნენ,პროვოკაციისათვის?გასაგებია,რომ იმ ბავშვების დიდი ნაწილი,ვინც მოედანზე გადავიდა,ამის აზრზეც არ იყვნენ,მაგრამ იქნებოდნენ წინასწარ მომზადებული დამწყებები და მერე,სხვებიც მათ მიჰყვნენ უკან.ჩაგვაშხამეს ყველაფერი და ქვეყანასაც დიდი დარტყმა მიაყენეს.ბავშვებს მშობლებმა უნდა ასწავლონ,სად როგორ უნდა მოიქცნენ და თუ არ ასწავლიან,მშობლებს უნდა მოეკითხოთ,მათი საქციელის გამო,აი დამწყებები ვინც იყვნენ და სტუმრებზე ვინც გაიწიეს,მათ გამოსავლენად კი გამოძიება უნდა ჩატარდეს და ბოლომდე ჩაჰყვნენ,საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი.შენ გამო დაჯარიმდა ფედერაცია თუ სტადიონი?!-კეთილი ინებე და შენი ჯიბიდან ჩაუზიარდი,ზარალის დაფარვაში.ამის შემდეგ კარგად დაფიქრდებიან,ვიდრე იგივეს გაიმეორებენ,ხოლო თუ გაიმეორებენ,მგლის ბილეთი და საერთოდ აღარ ჰქონდეთ,სპორტულ ობიექტზე ფეხის შედგმის უფლება!რაც შეეხება სტიუარდებს,ერთ და ორ კაცს კი შეაჩერებენ,მაგრამ როცა რამდენიმე ასეული ადამიანი გადმოდის მოედანზე ,მათი დაჭერა როგორ წარმოგიდგენიათ?ხელკეტები მისცენ და ძალით გამორეკონ?-ეს კიდევ უარესი იქნება და შესაძლოა დიდ უბედურებამდეც მიგვიყვანოს. 1979 წელს,დინამო-ჰამბურგის მატჩის ღამე,სალაროსთან გავათენე,მაგრამ ძალიან ცოტა ბილეთი გამოიტანეს გასაყიდად და მაინც არ შემხვდა.ჰოდა შევიარაღდი დახატული ბილეთებით და შემმოწმებლებში წარმატებითაც გავიარე,მაგრამ უკვე სტადიონის ტერიტორიაზე,მილიციელმა შემაჩერა და ბილეთი შემიმოწმა,რა თქმა უნდა შეამჩნია,რომ ბილეთი ყალბი იყო და სტადიონს გარეთ გამიყვანა(გამაგდო),თუმცა მეორე ასეთივე ბილეთით შევედი და იარუსებს შორის თავისუფალი სივრცე რომ არის,იქ ვიდექი,მთელი მატჩი.წაღუნული,რადგან სიმაღლეში ვერ ვიმართებოდი,ჩემს წინ კი სხვა ჩემნაირი უბილეთო იყო ჩაცუცქული და გოლი რომ გავიტანეთ,გახარებული რომ წამოხტა,კინაღამ იქიდან გადავვარდი,ცემენტსა თავი ავარტყი,თუმცა ამას ვინ ჩიოდა!1-3 წავაგეთ,მაგრამ აზრადაც არავის მოგვსვლია,იქ რაიმე გაგვეფუჭებინა,ან მოედანზე ვინმე გადასულიყო.იმ თამაშზე,კიბეებზეც და სადაც დადგომა შეიძლებოდა,ყველაფერი დაკავებული იყო.ალბათ 100 000 კაცამდე იქნებოდა.რაც მე და ჩემისთანებმა გავაკეთეთ,რა თქმა უნდა არ შეიძლებოდა,მაგრამ ეს ფეხბურთის დიდი სიყვარულით გავაკეთეთ,რაც ახლა ხდება,ეს სიყვარული კი არა ყველას და ყველაფრის უპატივცემულობაა. რამაზ შენგელიას,ვოვა გუცაევს,საშა ჩივაძეს,ალექსანდრე ანპილოგოვს,ჩვენთვის საყვარელ სპორტსმენებს,ზოგს მაღაზიაში,ზოგს სხვაგან შევხვედრივარ,იქ მყოფებში ჩაიშრიალებდა ხოლმე,აგერ შენგელია მოდის,მაგრამ ახლო მისვლას და დალაპარაკებას არც ვფიქრობდით,რადგან მასაც თავისი საქმე ჰქონდა და მის პირად სივრცეს,დროს, პატივს ვცემდით,ეს მოკრძალება და სხვისი სივრცის პატივისცემა დაიკარგა სამწუხაროდ,დღევანდელ ახალგაზრდობაში!ალბათ როგორმე ისევ უნდა ვასწავლოთ.

• იასონას უდარი

რა თქმა უნდა და ღმერთმა დაგვიფაროს ეგრე არ იყოს,ბევრი ბავშვი იზრდება კარგ ოჯახში და კარგადაც ზრდიან,თუმცა არის კატეგორია და ამას ვერავინ უარყოფს,გაუკუღმართებული აზროვნებით იზრდებიან ბავშვები. რეალურად,არავის არ სურს ეგეთი შვილი,თუმცა ხომ იცით რანაირად არის საქმე ქვეყანაში,ერთმანეთის აყოლით ხდება ყველაფერი. აი,როგორც ახლა არის,იმ ბავშვების გინება არის მოდაში ეხლა და ყველა აგინებს,ეგრე არის ბავშვის აღზრდის მომენტშიც. ბევრი მშობელი შევიწორებულია და ვერ ზრდის შვილს ისე როგორც უნდა. ეს მათი განათლების ბრალია,ზოგი ვერ იცლის ან ქვეყანაში არ არის,ხოდა ვიღებთ ასეთ სიტუაციას. არიქა და ბავშვის უფლებებიო,ვიღაცას ჩივილის ეშინია და ვიღაცას სხვა რამის,ბავშვზე მოძალადე არ გავხდეო. ეს მოიტანა ორმა რამემ:1)ადამიანის უფლებათა კოდექსს ათასი რამე დავუმატეთ,ქალის უფლებებიო,ბავშვისო,ბრტყელ ტერფიანის და ცაციების უფლებებიო,ხოდა მთავარი სიგიჟე აქედან დაიწყო.არსებობს მხოლოდ ადამიანის უფლებები და პასუხისმგებლობები,არანარი ქალი ან ბავშვი,რადგან ბავშვი ადამიანია და ქალიც. თუ ეს ესე არ არის,მაშინ ოკ. თუ ვინმე განცალკევებით ითხოვს უფლებას,ეს არის პრივილეგიების მოთხოვნა და არა უფლებები. 2)გახსოვთ ალბათ,ადრე იყო ესეთი გამოწვევა სოც ქსელებში,სათლებიდან წყალს ისხავდა ხალხი და უგზავნიდა ვიღაცას,ხოდა მთელი სოც ქსელი ამას აკეთებდა.ეს დატესტეს და დღეს წარმატებით იყენებენ ადამიანების წამოკიდებისთვის. აქედან დაიწყო ერთმანეთის აყოლის ამბავი. ერთი იტყვის რაღაცას,ყველამ უნდა ქნას იგივე და აკეთებენ კიდეც. ასეა აღზრდის ამბავშიც,ერთმა გააკეთა და მეორემ,მესამე უკვე ავტომატურ რეჟიმში აკეთებს ამას,თან არ ფიქრობს რას აკეთებს. ასეა ამ კონკრეტულ ამბავში,ერთმა გამოთქვა უკმაყოფილება და წავიდა ამბავი,ყოველი მეორე ლანძღავს ბავშვებს. ეს ფეხბურთია და ფანების ჩხუბი გაუკვირდათ? უბნელები ჩხუბობენ და კამათობენ ხანდახან,სომხებს თუ ეჩხუბა ვიღაც,ეს ტრაგედია რატომ არის? არ ვამბობ რო კარგია,ისე არ გაიგოთ რო ამ ამბავს ვამართლებდე,ეს ესე არ არის.უბრალოდ,ვამბობ,ესეთები ხდება და ძალიან ბევრი ფაქტია ამის,ხოდა რატომ ვცდილობთ პაპზე მეტი კათოლიკენი ვიყოთ?

• იასონას უდარს

მოდი იცი რას გეტყვი,პირველ რიგში ბავშვი იზრდება ოჯახში,რა არის კარგი და რა ცუდი ოჯახმა უნდა ასწავლოს,ამ ტვინგამორეცხილებს ,ვინც მოგვძღვრავს რომ თურმე რაც უნდა ის უნდა აკეთოს ბავშვმა თუ მიანდობ ბავშვის აღზრდას საბოლოოდ კარგად გვექნება საქმე,რას ქვია კვერცხი გამოიღო,მოუნდა და გატეხა,აი მაგ დროს ის კვერცხი თავზე უნდა დააფშხვნა,თუ ბავშვის აღზრდის თავი არ გაქვს არც უნდა გააჩინო.ერთხელ თუ გაუვიდა მეორედ უარეს გააკეთებს,მოუნდა თურმე ბავშვს სახლის დაწვა და ამით რააააა?უნდა მიუშვა?ძალიან ბევრი,ნორმალური ოჯახი ვიცი სადაც ბავშვს ნორმალურ ადამიანებად ზრდიან და არა აი ასეთებს.ამიტომ არ დამიწყოთ ეხლა ისაო და ესაო,თურმე ასეთი დაუმორჩილებელი თაობა არისო..ვისაც გაწყობთ აი ამგვარი შვილები ღმერთმა ხელი მოგიმართოდ.მე პირადად არ მინდა,და ღმერთმა არ ქნას რომ ამისთანა შვილი მყავდეს რომელსაც მოეპრიანება და კვერცხები ტეხოს.

• საქო

ტატო, შენი სახელი რა გვარია ტო?

• ზაალ

არავინ არ დატოვებს ამ ფაქტს რეაგირების გარეშე. თითქმის გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ თურქეთთან თამაში იქნება მაყურებლის გარეშე. მე თუ მკითხავთ, მინიმუმ 2 თამაში უნდა იყოს მაყურებლის გარეშე. ამ შპანას სხვანაირად ვეღარ მზარეულები. ჯარიმები კიდევ ბომუსაფ. ამათი უჯუშო დედებს შევეცილე სიტყვაში.

• იასონას უდარი

არაადეკვატური გამოხმაურება არის თქვენი მხრიდან.30 წლის მანძილზე,განათლების სისტემა მოაწყვეს ისე,როგორც ბავშვს უნდა ისე უნდა იყოსო და მერე ეს ბავშვი გაიზარდა,როგორც უნდოდა ისე ქნა და ეს არ მოგწონთ,ხოდა ვისი ბრალია ეს,ბავშვით თუ უფროსი თაობის? არ ასწავლით ბავშვებს ერთმანეთის პატივისცემას,უფროსის მორიდებას,ქცევის კულტურას და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამე არ გისწავლებიათ,მერე გამოდგებით და მჭერმეტყველებთ. არ შეიძლება ასე,პასუხიმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ,როგორც ამ ხალხის მშობლებმა,ისე სახელმწიფომ. ტელევიზიებით გამოყავთ ფსიქოლოგები,მერე ამ ფისოქლოგების ნაბოდიალებით ზრდიან ბავშვებს და კიდევ ბავშვების ბრალია? ფსიქოლოგი ამბობს,თუ ბავშვი მაცივრიდან კვერცხს გამოიღებს და გატეხავს,ამით რაღაცეებს ამუღამებსო და არ უნდა დაუშალოო,რამეთუ არ დაიბლოკოს ახალი აინშტაინების გაზრდის პერსპექტივაო. ხოდა,თუ 100 კვერცხი გატეხა ბავშვმა და არავინ დაუშალა,არავინ აუხსნა რო აშავებს,მერე ის გიკვირთ რო ასე იქცევიან? ამ განათლების სისტემით და მიდგომით არ გამოჩენილან ეს ახალი აინშტაინები,თუმცა ვანდალები ბლომად არის ქვეყანაში.ახლა იყვირეთ,ეს არ უნდა ყოფილიყო,სირცხვილი გვაჭამეს და ა.შ. გაუზრდელი ბავშვი არის მშობლის სირცხვილი,ხოლო გაუზრდელი ხალხი ქვეყნის. რაც გაზარდეთ ის არის და პასუხისმგებლობა არავის არ გსურთ,ხოდა არაადეკვატურები მაგიტომ ხართ.აგერ ჩინეთში ბავშვებს დისციპლინით ზრდიან,შეხედეთ რამხელა პროგრესი აქვს ქვეყანას და ჩვენ,რა სარგებელი მოგვიტანა უდისციპლინობამ? ან როგორ შეიძლება აღზრდის ნაკლებობა სარგებლობას ნიშნავდეს? პასუხი კითხვაზე,საიდან ჩამოთესლდნენ არის,თქვენი თესლიდან არის წამოსული,რა გგონიათ რო წერომ ჩამოყარა? რაც თქვენ ხართ და რაც გაზარდეთ,ეგ არის და იმჭერმეტყველეთ ეხლა.სადაც არ უნდა გახვიდე,ქუჩა გინდა,სკოლა,ბაღი თუ ტელევიზია,სიბინძურის ნიაღვარი მიდის და თქვენ გინდათ ანგელოზები გაიზარდონ ამ ქვეყანაში,რანაირად? ყველამ თავისი პასუხისმგებლობა იგრძნოს და თავისას მიხედოს. ის რო ნაგავი არ უნდა დაყარო სტადიონზე,ის რო სკამი არ უნდა მოტეხო,ის რო ბოთლი არავის არ უნდა ესროლოს,ეს ბავშვმა არ უნდა იცოდეს? თუ არ იცის,ვიღაცამ ხომ უნდა ასწავლოს? ან მშობელმა ან სკოლამ ან მეზობელმა. სკოლა განათლებას ვერ აძლევს ბავშვს,რადგან უმაღლესში ჩასაბარებლად ბავშვები რეპეტიტორთან დადიან,ზრდილობას ვერ ასწავლის და რისთვის გინდათ ეს სკოლები,სამუშაო ადგილების გასაზრდელად და მოქმედი ხელისუფლებების ხმის მისაცემად? მე არ ვარ ნაწყენი ამ ბავშვებზე,მათი ბრალი არ არის თუ იდიოტი მშობლები ყავთ ან მმართველი ძალას ფეხებზე კიდიათ ეს ხალხი.ეს არის მთლიანად ქვეყნის ბრალი,30 წელია დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ და რა,ვერაფერი ჩვენ ვერ შევქმენით და სწორი სტრატეგია ვერ დავისახეთ. სსრ დროს ასე არ იყო,განათლებას და ზრდილობას აფასებდნენ,ხოლო დღეს თუ ბოზი არ ხარ და გაუზრდელი,ან ლჭპტ ან გაუკუღმართებული აზროვნების,არც არავინ გაფასებს და მშიერი გდიხარ სახლში. ეს არის ჩვენი უბედურება და მადლობა ამ ბავშვებს,თავი "წარმოაჩინეს" და ხალხი დააფიქრეს,ქვეყანამ საუბარი დაიწყო ამაზე. ჯობდა რო უფრო ადრე და უფრო სწორ დროს მომხდარიყო ეს,მარა რას ვიზავთ.

• ტატო

ძალიან ბევრი სომეხი მეგობარი მყავს თბილისში და დაენაცხლოს ბევრი უჯიშო ქართველი.ასე როგორ შეიძლება?

• ტასი

რაც მოხდა ამ თამაშის შემდეგ იყო ქაჯების პარადი.სირცხვილი და თავის მოჭრა.იმის საშუალებაც კი არ მიეცით თქვე ქაჯებო ჩვენ გუნდს გამარჯვება ეზეიმა,ვინ ხართ, საიდან ჩამოთესლდით?პირველად ვნახე რომ დამარცხებულ გუნდს ასე მოეპყრო.ყველაზე ჩამყაყებულ ქვეყანაში არ იკადრებდნენ ამას.თქვე მართლა ნაგვებო.თქვენ საერთოდ არ ხართ ნორმალურ საზოგადოებასთან მისაკარებელი.საქვეყნოს მოგვჭერით თავი.

• ქართველი

რაც მოხდა სირცხვილია, 2 წელი ვმსახურობდი სასომხეთში და უდიდესი სითბო და ყურადღება იყო ყოველთვის ქარტველების მიმართ. რატომღაც მგონია ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა და პოლიტიკის სუნი ასდის. ახლა იდენტიფიცირება ადვილია და და პირველ რიგში ჯარიმებ და მერე ორგანიზატორებიც გამოიკვეთება. მომხდარის რეაგირების გარეშე დატოვება უარეს შედეგებამდე მიგვიყვანს.

• G.LA-ს

პირველ რიგში უნდა გაერკვიო სიტუაციაში.აფხაზეთის ომში იქ მცხოვრები სომხები საერთოდ სხვა წარმოშობის სომხებია არიან ,ან და რა გიკვირთ რომ ისინი აფხაზების მხარეს იბრძოდნენ?ისინი იქაური მაცხოვრებლები არიან,წარმოიდგინე ,თბილისში ომი რომ დაიწყოს და აქაურმა სომხებმა არ დაგვიჭირონ მხარი,მოგეწონებააააა??????მეორეც , ამბობ რომ სომხები არ კადრულობენ ქართულად ლაპარაკს,მაშინ ამიხსენი,მეგრელი არის თუ არა ქართველი?ცხოვრობს თუ არა საქართველოში?მაშ რატომ უტყდება მეგრელს რომ თქვას რომ ქართველია?ქართულად ლაპარაკიც არ უნდა.და საერთოდ,ნამეტანი გადაგვარების გზაზე ვართ დამდგარი.არ მახსოვს თბილისში ერთმანეთს ეროვნების გამო გადაგიდებოდა..იმიტომ რომ ამდენი სოფლელი არ ცხოვრობდა თბილისში,თბილისელი ეს არის სულ სხვა ფენომენი,ამას სოფლელი ვერ გაიგებს და ვერ მიხვდება,რატომ არის ნათქვამი რომ "თბილისელი"-ს წოდება მინიმუმ მეექვსე თაობის წარმომადგენელმა შეიძლება დაიმსახუროს.გადახედე რაც დღეს საქართველოში ხდება,დღე არ გათენდება რომ ქართველმა ქართველი არ მოკლას.ერთმანეთი არ გვიყვარს და სხვას ვცემთ პატივს?ჯერ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ პრობლემები და მერე სხვას გადავწვდეთ.

• იასონას უდარი

მოდით,განვიხილოთ,რა ხდება ვაჟას "სტუმარ-მასპინძელში",რადგანაც აქ ვიღაცეები იშველიებენ ამ ამბავს და წაკითხულიც არ გაქვთ. ამ ნაწარმოების მიხედვით,ჯოყოლამ ანუ მასპინძელმა არ იცის სტუმრის ნამდვილი ვინაობა,ამიტომაც მიიპატიჟა სახლში. დიდი ალბათობით,რომ სცოდნოდა ვინ იყო,არ მიიპატიჟებდა და შესაძლოა მოეკლა კიდეც. კარგად წაიკითხეთ,ჯოყოლა არ დაობს იმაზე რო მისი სტუმარი დამნაშავეა,მისი პრეტენზია თემთან არის მისი კერის უპატივცემულობა. არადა,ვაჟამ კარგი მიზნებისთვის დაწერა ეს და რა იცოდა,ერი გამოთაყვანებისთვის თუ გამოიყენებდა. მტერი სახლში არ უნდა შემოუშვა,თუ არ იცი რო მტერია ეგ სხვა არის,თუმცა როცა იცი რო მტერია,სახლში მიიყვან? ეს სიდებილეა და არა სტუმართმოყვარეობა. ასევე,მინდა კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ აკაკის "გამზრდელი",როცა ბავშვებზე ილანძღებით და ადანაშაულებთ,ვისი ბრალია ის რო ბავშვი გაუზრდელია,ბავშვის თუ აღზმრდელის? იმ ნაწარმოებში,დამბაჩა ვინ დაიხალა აღზრდილმა თუ ამღზდელმა? ამიტომაც,დაყენდით და თქვენ თავებს მიხედეთ,ან დამბაჩა გადატენეთ,რადგან ბავშვი თუ არის გაუზრდელი,ის გამზრდელის ბრალია. თუ ქვეყანაში მომავალი თაობა არის უზრდელი,ეს არის უფროსი თაობის ბრალი. ის რაც მოხდა არის ცუდი,თუმცა არა ტრაგედია,ესეთები ხდება და პირველები არ ვართ ამ საქმეში. ამიტომაც,თვითგვემას მორჩით და დაყენდით.

• ასე არ შეიძლება

ყველა ქოცი ნაწყლია

• სიმენონის

ლაო სიმონ! გაგიტყდა? ვაიმე ლა საკვალელი ხარ?

• სიმენონი

ქალბატონებო ჭორაობისგან და ცილისწამებისგან თავი შეიკავეთ! აქ მამაკაცები ვართ ძირითადად და უსაგნო ენის ტარტალი გვაღიზიანებს!

• სიმენონი

საუკუნეების განმავლობაში ქართველები რომ ღალატობდნენ ერთმანეთს ისე უნდა, რამდენი ომი გახსოვს, სადაც ქართველების სხვადასხვა კუთხეები იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ სხვადასხვა დამპყრობლის ან მონარქის მხარეს? სომხებზე მაგდენს ვერ გავიხსენებ.

• "პატალა ბრბოებს"!

ზურგჩანთებით, პიროტექნიკის ჩადება დაგავიწყდაათ? ბოთლები ხომ ისროლეთ და სხვა საგნებიც, მთავარი თქვენი საყვარელი პიროტექნიკა უნდა გესროლათ, თქვენ ხომ დასპეცებულები ხართ მიზანში სროლით? იხარე ერო და ბერო! ძალიან "ცაკალელი ბოვშვები" გვეზრდებიან!

• აუ წყლის ბოთლი ვიღაცამ ისროლა მათ სექტორისაკე…..

ქართველების თავებით ფეხბურთის თამაში იყო სირცხვილი და 2008-ში რუსებს რომ სთხოვდნენ ახალქალაქში სომხები, ჩვენც დაგვეხმარეთო. ესაა სირცხვილი და ღალატი, რომელიც წინა საუკუნეებიდან იწყება. ფეხბყრთის ფანები აგერ იტალიაში ხოცავენ ერთმანეთს პირდაპირი გაგებით. იქ ფობიები არავის ელანდება ფეხბურთის გამო. საქართველოში დაბადებული მცხოვრები სომხები ჩვენ ენაზეც არ კადრულობენ პასუხის გაცემას და ამას ქართველოფობია უწოდოთ თუ რა ქვია?

• სიმენონი

გუშინ რაც მოხდა არვიცი არმენოფობიით იყო თუ არა განპირობებული, თუ რაიმე სხვა მიზეზი ქონდა, მაგრამ არმენოფობია ზოგადად, რომ არსებობს მაგის უარყოფა სისულელეა, და სიმართლეზე თვალის დახუჭვა. არმენოფობია კი არა ზოგადად ნაციზმი დამკვიდრდა ბოლო 30 წელიწადში საქართველოში და უბრალოდ მეცინება ამაზე. სად საქართველო და სად ნაციზმი:) ვინც ოდნავ მაინც იზიარებს ნაცისტურ იდეოლოგიას ის შეუძლებელია ქართველი იყოს, ამ სიტყვის კულტურული გაგებით.

• ავთო

შენ რომელი თაობის წარმომადგენელი ხარ? ყაჩაღად რომ იყავით გავარდნილი და მხედრიონის და "საძმოების" დაჯგუფებებით ქვეყანა რომ გაატყავეთ იმის ხომ არა? თუ ძმათამკვლელი ომი რომ გააჩაღეს იმისი? რა მორალს კითხულობ აქ? სანამ ახალ თაობაზე რამეს იტყვი ცოტა აზროვნება ისწავლე, რუსული ნაგავით რომ გაქვს ტვინი გამოყენილი.

• Pativiscemit.

ბოდიშით მაგრამ სიტყვა "არმენოფობია" ზედმეტია და არასწორია. იმიტომ რომ შოთა რუსთაველი ქართველია, ჩურჩხელა ქართულია, ქართული ანბანი მესროპს არ შეუქმნია, თბილისში ხოხობი ერევნიდან არ შემოფრენილა და აშ. სანამ არსებობს ეს "სომხური ფენიმენი" და ბევრი სხვა უარესი საქციელებიც, მაგაზე ქართული რეაგირება ყოველთვის იქნება და მაგის "არმენოფობიად" მონათვლა უბრალოდ ცილისწამება იქნება. ყველა სომეხმა უნდა წაიკითხოს ილია ჭავჭავაძის "სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი" ეს არის ყველაზე ღირსეული ქართული სიტყვა მაგ საკითხში.

• ვახოს

ვაახ ძმაო! ჩემი სათქმელი სთქვი. ერევანში კარგად მიგვიღეს, აქ კი თავხედი ბრბოს გამო შევრცხვით სომხებთან, და კიდევ უარესი, რა სასჯელი გველოდება, ისევ ცარიელი ტრიბუნები? უკვე ზომებია მისაღები,რო აილაგმოს ამ ცალტვინა ბრბოს თარეში.

• ვახო

არავითარი, გამართლება გუშინდელ ამაზრზზენ საქციელს! ეს ის თაობაა, რომელიც დაეტაკა რუსთაველის გამზირს და საომარ პოლიგონად აქცია იქაურობა, ეს ის თაობაა,რომელიც გამოჩეკა ზურა გირჩელმა და ვეღარ გაუგიათ საქართველო რა მცნებაა, რადგანაც მაგათვის ევროპაა: დედა პირველი და დედა მეორე! ესის თაობაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა "გმირებად შერაცხა" და მოუწონა საქციელი, ასე გააგრძელეთო. პარადოქსი, იგივე ზურაბიშვილმა დაგმო გუშინდელი საქციელი, ბედის დაცინვაც ამას ქვია! ქალმა,რომელმაც მოუწონა პოლიციელების ცოცხლად დაწვა, ეხლა "გმობს" ასეთ საქციელს. ერთი ვიცი ამ წყალწაღებულ თაობას აღარაფერი ეშველებათ!

• G.LA

საუკუნეები გვღალატობენ და ეს აფხაზეთის შემდეგ 2008-შიც გაიმეორეს. ჩვენ მიღებულები გვყავს საკუთარ მიწაზე სომხები და ჩვენ ენას პატივს არ სცემენ. ამას ჩვენ არ ვეძახით ქართველოფობიას და ფეხბურის წაგების შემდეგ ემოციებს არმენოფობიად აღიქვავენ?

• რა შუაშია არმენოფობია?

გეთანხმებით, ვიღაც უკჯლტურო ტიპების ქცევა ერთეული გამოხდომაა, უზრდელობა და "არმენოფიბიის" ამ ინციდენტთან კავშირში ხსენება მავნებლობაა ან უცოდინრობა. საერთოდ ოჯახები გვაქვს, საერთოდ სამეგობროები, სამეზობლოები და სად გინახავთ არმენოფობია? ერევანშიც ვყოფილვარ რამდენჯერმე და კეთილგანწყობისა და მეგობრობის მეტი არაფერი მიგრძვნია! არმენოფობია სად ნახეთ, ფეხბურთის რამდენიმე ეგზალტირებულ ვაიმე-გულშემატკივარში?

• G.LA

სომეხ ჟურნალისტ მასწავლებელს როდესაც ადრე დინამო და არარატი ხვდებოდნებ მაშინაც პრინციპული იყო შეხვედრები. მაშინაც იყო შაყირი და სხვადა სხვა სახის ქილიკი ორივე მხრიდან, მაგრამ არავის მოსვლია იმ დროს აზრად არმენოფობიად აღექვათ ეს ფაქტები. იმ დროს სოციალური ქსელი არ იყო და ახლა ყველა აყვნენ ერთმანეთს ქილიკში. არ ვიცი და ქილიკი წაგებულ თამაშის გამო არმენოფობიათ ახლა რატომ მონათლეთ? მაგ ჟურნალისტმა და ბევრმა სომეხმა ჯობია საკუთარ ერს მოუწოდონ რა ვიდეოებსაც შეუწყვეტავად ავრცელებენ და იჩემევენ ყველაფერ ქართულს, დაწყებული ჩურჩხელა, ხინკალიდან დამთავრებული, რომ მათი აშენებულია თურმე თბილისი, ლეგენდარული სიმღერის მილიონი ალისფერი ვარდებისა. რომელიც ქართული მდიდარი სულის გამოხატვის სიმბოლო იყო სსრკ-ში და რომელზეც ახლა სომხები ქილიკობენ. მათ სჭირთ ქართველოფობია და სჭირდათ ყოველთვის, რადგან ყველაფერს ჩვენსას იჩემებენ უსირცხვილოდ. ასე რომ ეს ერთი დღე ფეხბურთის ემოციები იყო და სომხები ამ ყველაფერ მიჩემებაზე რომ იტყვიან მუშაობენ და ამას ვხედავ ხშირად სოც. ქცელებში, თანაც როგორ იწონებენ და აზიარებენ სომხები.

• Geo

ერთი რამეა უბრალოდ, არაა იმისი პრობლემა, რომ ვაღიაროთ, რომ ასეთი რამ ქართველებს არ ეკადრება, მითუმეტეს ასეთ კონტეკსტში! უზრდელურად რო მოიქცეს ძაან ცუდია, და ასეთი რამ ჩვენ გვამცირებს! არსად არ შეიძლება ასეთი მოქცევა! არ შეიძლება სუსტი გუნდის დამცირება და მითუმეტეს ეროვნობის დამცირება! ამ ქალბატონს ერთ რამეს გავახსემებ , ალბათ ზოგიერთ ქართველების აზრში, გენეტიკურად ამოძრავდა ერთი რამ… სომხეთის ღალატი საქართველოსადმი! და ეს ყველაფერი თუ არ დამთავრდა, არა გვაქ მომავალი! ახლა კი დაუფიქრდით ქართველებმაც და სომხებმაც

• გურულო

რაც მოხდა მაგას გამართლება არა აქვს,მაგრამ ომში დაღუპულ ბიჭებს თუ ახსენებ,ჩვენი დაღუპული ბიჭებიც გაიხსენე შენი თანამოძმეების მიერ სადისტურად დახოცილები.

• არჩი

ეს არის კონკრეტული ინციდენტი, თუმცა გლობალურად თუ შევხედავთ საკითხს, ძალიან ცუდი სიტუაციაა. ერის ფსიქიკა დაზიანებულია და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოლიტიკოსებია - ტელევიზიით და ცხოვრებაში ისმის ლანძღვა, გინება, აგრესია, სიძულვილის ენა. კანონი არ კანონობს, კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავენ, გავცელდა დაუსჯელობის სინდრომი. მე არ ვიცი, რა შეცვლის ამ სიტუაციას, ძალიან მტკივა გული.

• Დინამოელი

ძნელია ძირითადათ არ დაეთანხმო მაგრამ, გთხოვთ, ამ ქალბატონის ის წერილიც გამოაქვეყნეთ, რომელიც ქართველების ერევანში "მასპინძლობას" ეხება. ააა, ამაზე არაფერი უთქვამს? ხო, მაშინ გასაგებია. P.S. ვგმობ ყველანაირ ძალადობას და უკულტურობას

• რა არის სიმართლე

გუშინდელ მატჩში,გულშემატკივრების დაპირისპირება მოხდა უბრალო გაუგებრობის გამო,სოც ქსელებში დევს ვიდეოები სადაც სომეხი გულშემატკივრები სკანდირებენ სომხურად"მელიქგეკიან წადი"რაც ძალიან გავს ქართულ გინებას "თქვენი დედას შ..ცი". არ ღირს ამ თემის ასე პოლიტიკურად და ძირფესვიანად გაშლა და ყველაფრის მიუხედავად, ბოდიში მოვუხადოთ გულშემატკივრებს გაუგებრობისთვის.

• რონი

პირველი ტაიმის მერე ვიცოდო რომ ნაკრები გაჩერდებოდა. ეს იყო სტუმრის პატივისცემა..მაგრამ ბოდიში სომეხ სტუმრებს იმ არეულობისთვის.. პირიქით გვერდით უნდა დავდგომოდით და გაგვემხნევებინა სტუმრები ჩვენ კიდევ რა ვქენით? სტუმართმასპინძლობაც გვავიწყდება? ან ყველა მოგებული თამაშის მერე ასე უნდა შეცვივდეს ათასობით ხალხი მოედანზე და პაპუასებივით უნდა ირბინონ???? აქ ზოგიერთი რეგვენი სტუარდესებს ამტყუნებს. იმხელა ხალხის მასას რა პოლიცია დაიჭერდა? შეგნება უნდა გქონდეს რომ რაც არ შეიძლება არ გააკეთო. თავისუფლება ამათ ის ჰგონიათ რაც მოეპრიანება ის რომ აკეთონ! ალბათ გადავგვარდით და ეგ არის

• gio

და, ამ ახალგაზრდებს უნდათ ევროპის სახე გახდნენ!

• ზვიადი

ამ სტატიას ამდენი მინუსი რომ აქვს, ეგაა პასუხი, რატომაც იყვნენ ის ბავშვები აგრესიულები. ხვალ მეტს იზამენ, ზეგ ერთ თამაშში კი არა სულ აგვიკრძალავენ დასწრებას. მოგებულზე ეს აგრესია საიდან?!

• მწვრთნელი

რაც მოხდა უზრდელობაა და სხვა არაფერი! ამის შეფასება სხვა სარჩულით არ შეიძლება! ფედერაციამ უნდა გამოიძიოს მომხდარი და გასცეს საკადრისი პასუხი, მომავალში რომ აღარ განმეორდეს! საბერძნეთთან პენალტების სერიის ბოლოსაც გადმოვიდა ხალხი მინდორზე, მაგრამ ესთი რამე არ შვენის ფეხბურთს!

• გიგო პაპა

კარგი იქნებოდა ქალბატონ ლიანას ორი სიტყვა ბაგრამიანის ბატალიონზეც დაეწერა სრული ობიექტურობისთვის. და საიდან მოიტანეთ ეს არმენოფობია? ვინ ერჩის საერთოდ სომხებს? რუსები რო რუსებია, მათაც არაფერს ერჩიან საქართველოში. ასე რომ ნუ გამოგყავთ ბუზისაგან სპილო. ეგრე დაიწყეს ოსებთან და აფხაზებთან ჩორტის ჩაგდება რუსებმა და რაც მივიღეთ კი ვხედავთ. ჯობია მეორედ არმენოფობია აღარ ახსენოთ საქართველოში. ძმაკაცები გვყავს, ნათესავები გვყავს, ამდენი შერეული ოჯახია და დამღუპველია ამ სიტყვის ხმარებაც კი.

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს

ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს

რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა

ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

მორიგი ტრანსფერი "ბარსელონადან" "რეალში"? - მადრიდელები კატალონიელთა მცველს უმიზნებენ

"სელესაოში" ანჩელოტის წარმატების არ სჯერა - ბრაზილიის პრეზიდენტმა ამის მიზეზი განმარტა

მარიამ ჩიტაძე - ფიგურული მოციგურავის რთული გადაწყვეტილება და კარიერის ვერგაგრძელება...

ჩვენ აქ ვართ, ვაჩვენოთ ძალა - სომხეთი VS საქართველო

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

პრეზიდენტმა და კაპიტანმა სომეხ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს

9:1 ორი მატჩის ჯამში - საქართველოს ნაკრებმა სომხეთს ისევ დამაჯერებლად მოუგო და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა [VIDEO]

არეულობა საქართველოსა და სომხეთის მატჩის შემდეგ - რა მოხდა "დინამო არენაზე"? [VIDEO]

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

სირცხვილი და მავნებლობა - თურქეთთან მატჩი შეიძლება მაყურებლების გარეშე ჩატარდეს

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს