2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან 1:3 დამარცხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და სამუშიას კარგი გარღვევის შედეგად გეგუჩაძემ დააწინაურა. შემდეგ სალიას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ფეიქრიშვილს გატანა მეკარემ არ დაანება, სტუმრებმა კი პირველივე სახიფათო კონტრიერიშისას ანგარიში გაათანაბრეს.

58-ე წუთზე მცველმა ცამაიმ შორიდან გატანილი ლამაზი გოლით მონტენეგრო წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრები ბევრს და უშედეგოდ უტევდა, ბოლოს კიდევ ერთი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა.

პარალელურ მატჩში პოლონეთმა სლოვაკეთს 2:0 მოუგო. ჯგუფში პირველი ადგილი 7 ქულით მონტენეგრომ დაიკავა და ევროპირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მეორე ადგილზე 6 ქულით პოლონეთი გავიდა, მესამეზე 3 ქულით საქართველო, ხოლო 1 ქულით მეოთხეზე - სლოვაკეთი.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

საქართველო - მონტენეგრო 1:3

გოლები: 1:0 გეგუჩაძე (7), 1:1 პეროვიჩი (39), 1:2 ცამაი (58), 1:3 კოსტიჩი (88)

საქართველო: საური, ამისულაშვილი (ოდიკაძე 79), მეფარიშვილი, ნიკოლაიშვილი, გოგსაძე, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 61), ფეიქრიშვილი, ხარებაშვილი, ბერელიძე (გვასალია 65), სალია (ჩიქოვანი 65), სამუშია (ნაჭყებია 65)

გიორგი
აქ პერსპექტიული ბიჭები თამაშობენ. კარგ ხელში კარგ შედეგსაც დადებდნენ, ამის მაგალითი სვანაძის ნაკრებია. ბიჭები მეცოდებიან. ისე თამაშობენ არ იციან რა აკეთონ მოედანზე. ესაა მთავარი მიზეზი.
d
ახალგაზრდულ ნაკრებებში მაინც შემორჩა ძველი სენი მიწვევა ჯიგრულ პონტში ახლობელი ძმაკაცის შვილი ფულის გამაზვა. მე ამ ბავშვების პატრონების მიკვირს. თუ ნიჭი არ აქვს შვილს. რას ატენი. შეასწავლე რა სხვა პროფესია რაღაც დონეზე კი ათრევ, მარა მერე? თუ თამაში არ შეუძლია ვინ იყიდის და ვინ ათამაშებს მაგას.
მწარე
ეს ის გვარებია, უკვე კონტრაქტები რომ აქვთ ევროპაში?
ნაპოლეონი
კომენტატორის თავი იმით ინუგეშა რომ პოლონეთი ვერ გავაო
912
პოლონეთზე ხომ არ ვიძიეთ შური
zaza
18 წლის ბიჭი , მეკარე რომ გვყავს ბელგიაში , ყავლაშვილი , რატომ არ ეძახიან ??? ცოტა ხნის წინ პროფესიული კონტრაქტი გაუფორმა ერთ-ერთმა უმაღლესი ლიგის ბელგიურმა გუნდმა . ეს მეკარეები რა კრიტერიუმით შეირჩნენ ? მწვრთნელიც , მაინტერესებს .
გაიოზი
რატომ, რატომ ვუკარგავთ მომავალს ამ კარგ ბიჭებსს, ვიღაცის ლობირებისთვის?
Gio-goli ს
პირველ თამაშშიც ეგრე იყო
Gio-goli
მეკარე იყო ნოლი
გიზოგ
რა ხდება იაშკა კარგს და სუსტს ვეღარ არჩევთ?
გულშემატკივარი
ასეთიი სუსტი მეკარით თამაში?
qomagi
პელეც რომ იყო, ვინ გათამაშებს, თუკი არა აქვს ფული მამაშენს?! რაკი თამაშობს მათე საური, ჩანს ფული შველის ნათესაური.
გიზოგ
მკარემ წააგო პოლონეთთან დამონტენეგროსთანაც. სლოვაკეთთან მეორე მეკარემ კარგად ითამაშა, უკეთესი იქნებოდა ის დაეყენებინათ.
დააT
ამ ბიჭებს მომავალში წარმატებას ვუსურვებ. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი ტურნირია, მთავარია როგორ განავითარებენ საკუთრ უნარებს. მაინც უნდა ვთქვა ნიუკასლის ბოსებს სად მოეწონათ სალია? გვარებს თუ გადავხედავთ აღმოვაჩენთ რომ ეს გუნდი შეადგინეს ძმობაში და გაგებაში და არა დამსახურების მიხედვით.
ალფა
მწვრთნელი მოაცილეთ აქედან, არ უნდა ეთქვათ პოლონეთის ანგარიში, იმიტო გამოვიდნენ მეორე ტაიმში გაფხორილები. დანიშნეთ უფრო ყოჩაღი მწვრთნელები აქ და ჩიტაურის მაგივრად კიდე, თორე არც ისე კაი მომავალი ექნება ქართულ ფეხბურთს.
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
U19 | საქართველო 0:0 ისრაელი
19-წლამდელების შემადგენლობა ელიტ რაუნდის მატჩებისთვის
U19. საქართველოს ნაკრებმა ელიტ-რაუნდი წაგებით დაიწყო [VIDEO]
19-წლამდელებმა სლოვაკური ტურნე დაასრულეს
U19 | საქართველო 2:1 ისრაელი
U19. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს [VIDEO]
19-წლამდელებმა ელიტ რაუნდისთვის მზადება დაიწყეს